Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2020

Новости за 23.06.2020

Radiotavisupleba.ge 

ზაზა სარალიძე შეხვდა ირაკლი შოთაძეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან ერთად შეხვდა გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს. როგორც დაზარალებული მხარის ინტერესების დამცველი ამბობს, შოთაძე მზად არის გადადგას ქმედითი ნაბიჯები. ნესტან ლონდარიძე, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტია იხსენებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას მკვეთრი პოზიცია ჰქონდა გენერალური პროკურორობის კანდდატურების შერჩევისას. „მეც ვაფიქსირებდი, რომ არ შეიძლებოდა ის პირი უძღვებოდეს ამ საქმეს, რომელიც იყო სწორედ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილი: პუტინი საშიშია, მაგრამ არა იმდენად, რომ მისი ძალიან გეშინოდეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს,რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საშიშია, რადგან მისთვის არ არსებობს „პრინციპები და მორალური შეზღუდვა“, მაგრამ არა იმდენად, რომ მისი ძალიან გეშინოდეს. „იგი[პუტინი] თვლის, რომ წარმატების მიღწევის ერთადერთი მეთოდი ეს არის, სხვების დამცირება, სხვების დახოცვა და დაპყრობა, სხვების მუხლებზე გადამტვრევა და ასე შემდეგ. უნდა გავიხსენოთ, რომ მე იმ იშვიათ ადამიანთა შორის ვარ, რომელსაც იგი ღიად დაემუქრა მოკვლით, მაგრამ ჯერ კიდევ დავდივარ“, - ამის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ ყიდის ჩეხური ფირმა ავეჯს სეპარატისტების მიერ მართულ დონეცკში, უკრაინაში?

შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, დაარღვია თუ არა ჩეხურმა ფირმამ ევროკავშირის სანქციები, გაჩნდა მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკში, აღმოაჩინეს მაღაზია, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ.

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილი: ვანო მერაბიშვილი გათავისუფლების შემდეგ კიევში ჩემთან ჩამოვიდა

მას შემდეგ, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 20 თებერვალს საპატიმროდან გათავისუფლდა იგი კიევში ჩაფრინდა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში. სატელევიზიო პროგრამაში „სტუმრად დმიტრი გორდონთან", რომელიც იუთუბის არხით გადაიცემოდა, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საპატიმროში მერაბიშვილს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე შესთავაზეს, რომ მიეცა ჩვენება მის წინააღმდეგ, რაზეც ყოფილმა მინისტრმა უარი თქვა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წინ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენაა - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 ივნისს

გამოხმაურებები საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე კენჭისყრაზე საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც იცვლება არჩევნებში მანდატების გადანაწილების წესი. რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა, მხარდამჭერი 115 იყო. ცვლილებების კანონად ქცევისთვის სამი მოსმენაა საჭირო და თითოზე მინიმუმ 113 ხმა. კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები ყოფილი თანაგუნდელებისა და "პატრიოტთა ალიანსისგან" მოაგროვა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გვარამია ბოდიშს იხდის „მთავარ არხზე" გასულ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სიუჟეტის გამო

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტფაქტუმში“ გასული სიუჟეტის გამო ბოდიში მოიხადა.   „მიუხედავად ავტორის მიერ ყველა ფორმალური მოთხოვნის დაცვისა (ხაზგასმით, ყველა არსებული ფორმალური მოთხოვნის); მიუხედავად აბსოლუტურად და უალტერნატივოდ კეთილშობილური მიზნისა, დაგვეცვა მსხვერპლი ბავშვები და გვეიძულებინა მახინჯი მთავრობა, შეესრულებინა მსხვერპლის დაცვის კონვენციური ვალდებულებები; მიუხედავად ამ ყველაფრისა, „მთავარმა არხმა" დაუშვა მძიმე შეცდომა. იმედია, არა გამოუსწორებელი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მეცნიერებმა არ იციან, შესაძლებელია თუ არა COVID-19-ით ორჯერ დაავადება

ჯერჯერობით კვლავაც დაუდგენელია, შესაძლებელია თუ არა, ახალი კორონავირუსით მეორეჯერ დაავადდეს ადამიანი, რომელიც ერთხელ უკვე განიკურნა COVID-19-ისგან. მაგრამ ახალი კვლევები აძლიერებს ვარაუდს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში ბუნებრივად წარმოშობილი ანტისხეულები დიდხანს არ ძლებს.

Radiotavisupleba.ge 

მეცნიერებმა არ იციან, შესაძლებელია თუ არა COVID19-ით ორჯერ დაავადება

ჯერჯერობით კვლავაც დაუდგენელია, შესაძლებელია თუ არა ახალი კორონავირუსით მეორეჯერ დაავადდეს ადამიანი, რომელიც ერთხელ უკვე განიკურნა COVID19-ისგან. მაგრამ ახალი კვლევები აძლიერებს ვარაუდს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში ბუნებრივად წარმოშობილი ანტისხეულები დიდხანს არ ძლებს.

Radiotavisupleba.ge 

ლერი ხაბელოვი: „ჩვენმა კონკურენტებმა საწვრთნელი პროცესი უკვე განაახლეს“

ქართველი ოლიმპიელები მთავრობას საწვრთნელი პროცესის განახლების წესის გამარტივებას სთხოვენ. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დღეს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა და დღის წესრიგის მთავარი თემა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ქართველი სპორტსმენების მომზადება იყო. აღმასკომის წევრთა ნაწილის აზრით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება უკვე იძლევა მთელ რიგ სახეობებში სრულფასოვანი საწვრთნელი პროცესის განახლების საშუალებას. „ჩვენმა სპორტსმენებმა საწვრთნელი პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა განაახლონ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის საკრებულოს „პარტიზანული“ სხდომები

საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა და ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული რეკომენდაციების შემსუბუქების მიუხედავად, რუსთავის საკრებულო აგრძელებს  საკითხების დახურულ სხდომებზე განხილვას და გადაწყვეტილებების მიღებას.

Radiotavisupleba.ge 

კინზინგერი პოლიტიკურ ძალებს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი „პოზიტიური ნაბიჯს“ უწოდებს მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, მაგრამ აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს. „დღეს მივიღე ინფორმაცია, რომ მეორე მოსმენით [ცვლილებები] გავიდა, როგორც ვხვდები, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმებით. მინდა ყველას მივულოცო ვინც [ცვლილებებს] ხმა მისცა. ეს პოზიტიური ნაბიჯია. ვიცი, რომ პროცესი არ დასრულებულა. ამავდროულად, მე მოვუწოდებ 8 მარტის შეთანხმების სრული შესრულებისკენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

11 სარჩელი სასამართლოში და საპროტესტო აქცია აჭარის ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები მაუწყებლის დირექტორს, გოგა კოხრეიძეს, დევნასა და შრომითი უფლებების დარღვევას ედავებიან. პროკურატურაში შესულია ჟურნალისტების ორი წერილი, სადაც დირექტორის მხრიდან მათზე განხორციელებული დევნის გამოძიებას ითხოვენ, 11 სარჩელით კი.

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო პრესა კორონავირუსზე: რა ვისწავლეთ ამ დრომდე?

ევროპაში კლებას განაგრძობს კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები, თუმცა ზომები, შემსუბუქების შემდეგ, ზოგ ადგილას კვლავ გაამკაცრეს, რადგან მონაცემებმა ზრდა დაიწყო. ევროპულ პრესაში ამ დღეებში ბევრს წერენ იმის შესახებ, თუ რა ასწავლა პანდემიამ ევროპას და რა არის შესაცვლელი თუ გასააზრებელი.

Radiotavisupleba.ge 

ნოდარ მელაძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებულ საქმეზე დაიბარეს სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურში. როგორც მელაძემ „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, მან გამომძიებელს სთხოვა დაეზუსტებინა, რას უკავშირდებოდა მისი გამოკითხვა. მელაძის თქმით, გამოძიება დაინტერესდა შაბათს, „ტვ პირველის’ ეთერში გასული ჟურნალისტური გამოძიებით. „ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან  მნიშვნელოვანი დოკუმენტები ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით, მათ შორის, შესაძლოა, ქართული სპეცსამსახურებისთვისაც იყო ახალი, არ ვიცი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინის ყოფილმა მეგობარმა ბანკირმა პუტინის ქალიშვილების ბავშვობის სურათები გაავრცელა

დევნილობაში მყოფმა რუსმა ბანკირმა, სერგეი პუგაჩოვმა, რომელიც თავის დროზე ვლადიმირ პუტინის მეგობრად ითვლებოდა, ინტერნეტში გაავრცელა რამდენიმე ფოტოსურათი საოჯახო არქივიდან. რამდენიმე ფოტოზე, კერძოდ, აღბეჭდილია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ქალიშვილები, კატერინა და მარია ბავშვობის ასაკში. ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახული არიან პუტინის ქალიშვილები და სერგეი პუგაჩოვის შვილი, ალექსანდრ პუგაჩოვი. კრემლი წლების განმავლობაში მალავდა პრეზიდენტის ოჯახურ ცხოვრებას, ხოლო პუტინის ქალიშვილების ფოტოები პრაქტიკულად არსოდეს გამოქვეყნებულა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოჯახი რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული ქართველი მწყემსის გათავისუფლებას ელოდება

23 წლის დავით ვარდოშვილის მდგომარეობის შესახებ მისმა ოჯახმა არაფერი იცის. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მცხოვრები ახალგაზრდა მწყემსი რუსმა მესაზღვრეებმა 13 ივნისს დააკავეს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან.

Radiotavisupleba.ge 

ღამე დამარხული სამი შვილის დედა

23 წლის მადინა უმაევას უეცარ სიკვდილსა და ღამე დამარხვას საზოგადოებაში ფართო რეზონანსი მოჰყვა. მადინა ჩეჩნეთის მოქალაქე და სამი არასრულწლოვანი შვილის დედა იყო. ჩეჩნეთში ეჭვობენ, რომ მადინა ძალადობის მსხვერპლი გახდა და შესაძლოა ცოცხლადაც დამარხეს.

Radiotavisupleba.ge 

ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი აღმოაჩნდა

მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს და მის მეუღლეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფექციას მხოლოდ მათი შვილები გადაურჩნენ. „ჩვენ მოვამზადეთ ტურნირი, როდესც ვირუსი შესუსტდა და გვეგონა, რომ ორგანიზაციისა ყველა პირობა შესრულდა. სამწუხაროდ, ვირუსი არ წასულა. ეს არის ახალი რეალობა, რომელსაც ჩვენ უნდა შევეგუოთ“, - დაწერა ჩოგბურთელმა. აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩმა მონაწილეობა მიიღო სერბეთსა და ხორვატიაში გამართული საჩვენებელი მატჩების სერიებში, რომელიც მის მიერ იყო ორგანიზებული და რომელიც კრიტიკის ქვეშ მოექცა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსს საერთაშორისო კრიტიკა დაატყდა ჟურნალისტების დევნის გამო

ბელარუსის ხელისუფლება საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა მედიაზე განხორციელებული რეპრესიების გამო მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში გამართული ანტისამთავრობო აქციების გაშუქების დროს 14 ჟურნალისტი დააკავეს, ხოლო სამი გაასამართლეს. 22 ივნისს მინსკში დაახლოებით 50 სასამართლო პროცესი გაიმართა, „სოლიდარობის ჯაჭვის“ სახელით ცნობილ საპროტესტო აქციაში მონაწილე დემონსტრანტების წინააღმდეგ. მათ უმრავლესობას ბრალი წაუყენეს „არასანქცირებულ ღონისძიებაში“ მონაწილეობისა და „პოლიციისათვის წინააღმდეგობის“ გაწევისთვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფეხბურთელის სიკვდილი - გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს

შსს-ში გაკეთებული ოფიციალური განცხადების მიუხედავად, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გარშემო, სულ უფრო და უფრო მეტი კითხვა და ვერსია ჩნდება. რა მოხდა ნარეკვავის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ აგარაკზე? როგორ გაგრძელდა მოვლენები თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო ტრასაზე? როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში? ჰყავს თუ არა გამოძიებას სავარაუდო ბრალდებული ან ბრალდებულები? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხები ისევ ბუნდოვანია და მხოლოდ მოწმეებისა და ადვოკატების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ერთსულოვანი მხარდაჭერა ექნება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი „ტვიტერზე“ ეხმაურება საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მხარდაჭერას. ის წუხილს გამოთქვამს „ვიწრო ზღვრის” გამო და იმედოვნებს, რომ მესამე მოსმენისთვის კანონპროექტს ერთსულოვანი მხარდაჭერა ექნება. „მივესალმები მეორე მოსმენით მიღებულ საკვანძო საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვწუხვარ ვიწრო ზღვრის გამო და ვიმედოვნებ, რომ 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება აღდგება, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებს 29 ივნისს, მესამე საბოლოო მოსმენაზე 142 ხმა ექნება“, – წერს კარლ ჰარცელი ტვიტერზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში გააპროტესტეს ნამახვანის ჰესის მშენებლობა

„ქუთაისი საფრთხეშია!“, „შეიგრძენი საფრთხე“, „დუმილი დანაშაულია!“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ქუთაისში, რუსთაველის ხიდზე გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებმა ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა გააპროტესტეს. „ეს არის საშიში პროექტი, ნამახვანის ჰესის მშენებლობა დაგეგმილია მეწყერსაშიშ, სეისმურად აქტიურ ზონაში და საფრთხის წინაშე აყენებს ოცამდე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას“, - განაცხადა აქციის მონაწილემ, ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ხვიჩა ვაშაყმაძემ. ჰესის მშენებლობის გამო, „ახალგაზრდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

NGO-ების კოალიცია პარლამენტს მოუწოდებს კლანური მმართველობის წინააღმდეგ დადგენილების მხარდაჭერისკენ

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ სასამართლოში არსებული პრობლემების შესახებ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პარლამენტს კლანური მმართველობის წინააღმდეგ დადგენილების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. „დღესდღეობით კლანური მმართველობის გავლენა უკვე გაცდა საერთო სასამართლოების ფარგლებს და საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლა. 2020 წლის აპრილსა და მაისში საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიური კრიზისის პირობებში უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ისარგებლა საზოგადოებრივი ყურადღების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნოლეს კლასტერი

საჩოგბურთო სამყარო ტურნირების მოლოდინშია და კვირებს ითვლის. მარტის დასაწყისში შეჩერებული სეზონი აგვისტოდან უნდა განახლდეს. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ უკვე შეჯიბრებების ჩასატარებელი სამედიცინო პროტოკოლიც დაამტკიცა, მაგრამ ბოლო დღეებში დატრიალებულმა ამბებმა საჩოგბურთო ორგანიზაციებს სერიოზული საფიქრალი გაუჩინა, ქომაგები კი გვარიანად აანერვიულა - COVID-19-ით ოთხი ცნობილი ჩოგბურთელი დაინფიცირდა და შეიძლება ინფიცირებულ სპორტსმენთა რაოდენობა ამ დღეებში კიდევ უფრო გაიზარდოს. კორონავირუსი დაუფიქსირდა მსოფლიოს რეიტინგის ლიდერს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილი: „პუტინმა ოთახში გამიყვანა და ომით დამემუქრა“

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მას ომით ჯერ კიდევ 2006 წელს დაემუქრა. „მინსკში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე [2006 წელს] პუტინმა რომელიღაც ბნელ ოთახში ცალკე გამიყვანა, ფრჩხილები მუხლში ჩამასო - საუბარი პირისპირ მიდიოდა - და ომით დამემუქრა. როგორც შემდეგ დავინახეთ, ის არ ხუმრობდა“, - აღნიშნა სააკაშვილმა ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში, რომელიც იუთუბის არხზე სრული სახით დღეს საღამოს გადაიცემა. 7 მაისს, უკრაინის... Читать дальше...


Крупный пожар в Москве: сгорел склад на площади 4000 кв м

Два проекта Первый Бит отмечены дипломами финалистов конкурса «BPM-проект года»

С июня запустят дополнительный авиарейс из Пензы в Москву

«Оранжевый» уровень погодной опасности объявили в Москве на два дня



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Аномалия как у МакSим. Младенец с шестью пальцами попал в больницу

Аналитика: аттракцион «Солнце Москвы» чаще посещают жители Костромской области и КНР

Уроженка Волгограда поделилась историей лотерейной победы своего отца

Умерла Заворотнюк: дети и последняя любовь, дата смерти и похороны, биография и роли

Музыкальные новости

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 2 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Грандиозный концерт закроет сезон в Бурятском театре оперы и балета

Новый монитор Philips Evnia 49M2C8900L подарит игровой опыт высочайшего уровня

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

Новости России

Актриса Ирина Безрукова рассказала о театральном дебюте Заворотнюк

Сергей Лёвкин: оставить заявку на подключение к инженерным сетям на mos.ru стало проще

Baza: прощание с актрисой Заворотнюк может пройти в Театре имени Табакова

Психолог Макаренко объяснила, как эффективно бороться со стрессом

Экология в России и мире

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Коллекция купальников Love Republic

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Спорт в России и мире

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Moscow.media

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ

ТСД промышленного класса Saotron RT-T60

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Муруджинские озера







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *