Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2020

Новости за 16.06.2020

Radiotavisupleba.ge 

გახარია: ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შტურმით აღება არ დაეშვა

2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შესახებ ილაპარაკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „პირველ არხთან“ ინტერვიუში. „საგამოძიებო პროცედურები ყველა იმ საქმესთან დაკავშირებით, რომლებსაც თქვენ შეეხეთ, დასრულებულია. ახლა სასამართლო ეტაპზეა. მე როგორც ვიცი, პარლამენტზე შტურმის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირების 99%-მა დანაშაული აღიარა. იქ შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. ის, რომ გარკვეული პოლიტიკოსები ან ორი პოლიტიკოსი... ეს ჩვენი პოლიტიკური პროცესის სისუსტის მაჩვენებელია, მეტი არაფერი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

20 ინდოელი სამხედრო დაიღუპა ჩინეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებაში

ინდოეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი 20 ჯარისკაცი დაიღუპა ჩინეთ-ინდოეთის საზღვარზე, აღმოსავლეთ ქაშმირის სადავო მონაკვეთზე ჩინეთის სამხედროებთან მომხდარი შეტაკების დროს. თავდაპირველად ინდოეთის ხელისუფლება იუწყებოდა სამი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ, მაგრამ მოგვიანებით ოფიციალურმა წყაროებმა განაცხადეს, რომ დაიღუპა 17 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ამ ინცინდენტის სხვა დეტალები უცნობია. ინდოეთი აცხადებს, რომ დანაკარგი აქვს ჩინურ მხარესაც. პეკინს ქაშმირში შეიარაღებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გახარია: 20 ივნისს ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება

„პირველ არხთან“ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ილაპარაკა 20 ივნისს დაგეგმილი აქციის შესახებ ჩატარების შესაძლებლობაზე.  „ჩვენს საზოგადოებაში აქტიურად განიხილება, რომ 20 ივნისისთვის თბილისი შეიძლება ჩაიკეტოს. სასაცილოა. ეპიდემიის ადაპტაცია მოვახდინეთ და ახლა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სწორად ვმართოთ. არანაირი მონაცემები იმისთვის, რომ 20 ივნისისთვის თბილისი ან რაღაც ჩაიკეტოს, არ არსებობს. ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება“, - ამბობს გახარია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის უშიშროება სასამართლოს ცარუკიანის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართავს

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა სომხეთის საერთო იურისდიქციის სასამართლოს, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ ცარუკიანის, დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა გაგიკ ცარუკიანის ადვოკატმა ემინ ხაჩატრიანს. ადვოკატის თქმით, მის კლიენტს უკვე წაუყენს ბრალდება, რომელსაც ცარუკიანი არ აღიარებს და უკანონოდ მიიჩნევს. ადვოკატს არ უთქვამს, თუ რა მუხლებით წაუყენეს ბრალი. მაგრამ დასძინა, რომ საქმეში უამრავი მასალაა, რომლის შესწავლასაც დრო დასჭირდება. ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ხელისუფლება არ არის ლოიალური არა მხოლოდ კრიტიკული აზრის, არამედ ნეიტრალური პოზიციის მიმართაც - ამოსავალია სრული საინფორმაციო კონტროლი"

ვიდრე წინასაარჩევნო მედიაგარემოზე შევუდგებოდით საუბარს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე გამოეხმაურა ფაქტს, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული საქმის გამოძიების ფარგლებში პირის დაკავებას ეხება:

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის მკაცრმა ზომებმა მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა

მაშინ, როცა მრავალი ქვეყანა ამსუბუქებს ან აუქმებს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად შემოღებულ მკაცრ საკარანტინო ზომებს, ახალი სამეცნიერო კვლევები ნათელყოფს, რომ თავდაპირველმა აკრძალვებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

Radiotavisupleba.ge 

კრემლის თანახმად უკრაინის დაახლოება ნატოსთან არ უწყობს ხელს ევროპის უსაფრთხოებას

კრემლი აცხადებს, რომ უკრაინისათვის ნატოს „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსის (EOP) მინიჭება „არ უწყობს ხელს ევროპის სტაბილურობას და უსაფრთხოებას. „ნატოს ხასიათის და, განსაკუთრებით, იმ თავდაპირველი მიზნის გათვალისწინებით, როდესაც ნატო იქმნებოდა, როგორც კონფრონტაციის მექანიზმი, ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, როდესაც ნატო სხვადასხვა ფორმატის სახით, ასე ვთქვათ, თავის თავში ახალ-ახალი ქვეყნების აბოსორბირებას ახდენს,“- განაცხადა დმიტრი პესკოვმა და დაამატა, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მამუკა ანდღულაძე წინასაარჩევნო მედიაგარემოზე

ვიდრე წინასაარჩევნოდ არსებულ მედიაგარემოზე შევუდგებოდით საუბარს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე გამოეხმაურა ფაქტს, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე პირის დაკავებას ეხება:

Radiotavisupleba.ge 

ეთნიკური შუღლის საქმე: რა ეტაპზეა გამოძიება?

ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა ახალი გამოძიების დაწყების შესახებ, რომელიც რასობრივ დისკრიმინაციას და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობას ეხება. უკვე გამოკითხა მარნეულის არაერთი მკვიდრი, სასულიერო პირები, ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი აქტივისტები, პარლამენტის დეპუტატები. დეტალებზე სუს-ში ამ დრომდე არ საუბრობენ. 15 ივნისს, გამოკითხვაზე დაიბარეს თამთა მიქელაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ერთ-ერთი ხელმძღვანელი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როცა კადიროვი იმუქრება - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 ივნისს

საფრთხე გინების წლისთავზე: ერთი ჟურნალისტის თუ საქართველოს პრობლემა?     სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ დრომდე არ დაუდასტურებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამჟამად დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ დრომდე არ დაუდასტურებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამჟამად დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ჯერ ისევ უამრავი შეკითხვაა პასუხგაუცემელი და უამრავი ეჭვი ჩნდება. საზოგადოების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთში გრძელდება დაპირისპირება ჩეჩენ და აფრიკელ მიგრანტებს შორის

საფრანგეთის ქალაქ დიჟონში, სადაც 12 ივნისიდან გძელდება დაპირისპირება და არეულობა, ვითარების განმუხტვის მიზნით ჩავიდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ქრისტოფ კასტანერი. ჩეჩნურ და დასავლეთ აფრიკულ დიასპორებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა 10 ივნისს მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, პოლიციის ცნობით, დასავლეთ აფრიკელმა მიგრანტებმა ერთ-ერთ ჩილიმ-ბარში 16 წლის ჩეჩნური წარმომავლობის ყმაწვილი სცემეს. თანამემამულის გალახვის გამო, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა რამდენიმე რეიდი განახორციელეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გახარია: ყველა შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო კორპორაციული ინტერესებიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „პირველ არხთან“ ინტერვიუში ილაპარაკა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში რუსეთის მოქალაქის დაკავების ფაქტზე. „სამწუხაროდ, ისე გამოდის, რომ ბევრი მარჩიელობა ხდება ამ თემასთან დაკავშირებით. მე შემიძლია, გითხრათ, რომ ფაქტი, რაც გვაქვს, აღკვეთილია ქვეყანაში მძიმე დანაშაული, უმძიმესი დანაშაული. რა თქმა უნდა, ჩვენი, მთავრობის წევრის, პირველ რიგში სამართალდამცავი სისტემის უპირველესი მოვალეობაა ჩვენი მოქალაქის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხუთამდე გაიზარდა ინგუშეთში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

ინგუშეთში, ქალაქ ნაზრანში ხუთი კაცი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ნათესავებს შორის მიწის ნაკვეთის გამო დაწყებული უთანხმოება გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში. გავრცელებული ცნობებით, დაღუპულთა შორის არის პოლიციისა და რუსეთის გვარდიის ორი თანამშრომელი. ატეხილი სროლის შედეგად ერთი კაცი ადგილზე გარდაიცვალა დანარჩენი ოთხი კი საავადმყოფოში. გამოძიება მიმდინარეობს ერთი და მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობის მუხლით. ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარი ინცინდენტის კომენტარს არ აკეთებს.

Radiotavisupleba.ge 

თბილისში ბაგრატიონის ქუჩაზე ჩამოწყდა ლიფტი - არიან დაშავებულები

ოთხი მოქალაქე დაშავდა თბილისში, ბაგრატიონის #6/ა-ში ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია, ერთი კაცი და ორი ქალი. პრესსამსახურის ცნობით, არასრულწლოვანს აღენიშნება დაბეჟილობა და ნაკაწრები, ერთ კაცს ქვედა კიდურების მოტეხილობა, მეორე კაცს და ერთ ქალს ქვედა კიდურების ღია მოტეხილობები. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა გადაიყვანეს სტაციონარში.

Radiotavisupleba.ge 

საქართველო ხელბურთში ევროპის და მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატებს უმასპინძლებს

2021 და 2022 წელს საქართველოში ხელბურთის ორი დიდი შეჯიბრება გაიმართება. საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფედერაციამ 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატისა და 18-წლამდელ გოგონათა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. პირველი ტურნირი 2021 წლის აგვისტოში შედგება, მეორე - 2022 წლის აგვისტოში. 2017 წელს თბილისში უკვე გაიმართა ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს პირველობა, რომელშიც ოცდაოთხი ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში უმუშევართა რაოდენობა გასამმაგდა

რუსეთის შრომის მინისტრის თქმით, კორონოვირუსის ეპიდემიის განმავლობაში რუსეთში დარეგისტრირდა დაახლოებით 2,5 მილიონი უმუშევარი. ამის შესახებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართულ თათბირზე 16 ივნისს განაცხადა რუსეთის შრომის მინისტრმა, ანტონ კოტიაკოვმა. მანამდე, ორი კვირით ადრე, ფედერაციის საბჭოს კოტიაკოვმა მოახსენა, რომ უმუშევართა რაოდენობამ რუსეთში 2,9 მილიონს მიაღწიაო. მინისტრის თანახმად, ყოველ კვირაში უმუშევრად რეგისტრირდება დაახლოებით 150 ათასი კაცი. მარტში, ვიდრე რუსეთი კორონავირუსი ეპიდემიის გამო საყოველთაო კარანტინი გამოაცხადებდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როდის აღდგება გარდაბანი-რუსთავი-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლა

სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზა“ ამ ეტაპზე მზად არ არის  უზრუნველყოს სამგზავრო მატარებლის მიმოსვლა  გარდაბანი-რუსთავი-თბილისის  სარკინიგზო ხაზზე, სარკინიგზო ტრანსპორტისთვის შემუშავებული რეგულაციების გამო. „საქართველოს რკინიგზიდან“  რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ  გარდაბნიდან თბილისამდე საგარეუბნო მატარებლით მგზავრობა აღდგება, როცა შესაძლებელი გახდება  ხსენებული  რეგულაციების დაცვა. 15 ივნისიდან რკინიგზის  ხუთ  მაგისტრალურ მიმართულებაზე განახლდა სამგზავრო გადაყვანები.   „ჯანდაცვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საფრთხე გინების წლისთავზე: ერთი ჟურნალისტის თუ საქართველოს პრობლემა?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ დრომდე არ დაუდასტურებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამჟამად დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

Radiotavisupleba.ge 

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას პოლიციის სისტემასთან დაკავშირებით

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს დაფინანსების გაზრდას პოლიციელთა უკეთ მოსამზადებლად ძალის გამოყენების საკითხში და მონაცემთა ფედერალური ბაზის შექმნას პოლიციელთა არამართლზომიერი ქმედებების შესასწავლად. აშშ-ის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების ფონია ვითარება, როდესაც მთელი რიგი ქალაქები და შტატები თავად დგამენ ნაბიჯებს, რათა გამოეხმაურონ ქვეყნის მასშტაბით თითქმის სამი კვირის განმავლობაში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, რაც მინესოტაში 25 მაისს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოხანაშვილი გაბუნიას საქმეზე: იკვეთება გარკვეული ტენდენციები რევოლუციური სცენარების

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან ილაპარაკა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში რუსეთის მოქალაქის დაკავების ფაქტზე. ოხანაშვილმა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს გარკვეული ტენდენციები რევოლუციური სცენარების. მისი შეფასებით, გარკვეული დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის, როგორც ჩანს, რაღაცას გეგმავდნენ. „ჩემთვის საჯაროდ მედიით რაც არის ცნობილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვასამბეკ ბოკოვის, იმავე ახმედის, კავშირი პანკისთან - რა ფაქტები არსებობს

შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვს დაკავებამდე ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, ჰქონდა. ის ჩასული იყო ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრის, ხასო ხანგოშვილის, ოჯახში. “ის ახალგაზრდა კაცია, მე კიდევ დროული კაცი ვარ. სტუმრად იყო ჩვენთან მოსული, ჩემს შვილთან. ორჯერ ან სამჯერ მყავს ნანახი. სულ, ალბათ, 5 წუთი ვილაპარაკეთ...ერთმანეთს გამოვკითხეთ ჩვენი ამბები. ვიკითხე, რომელი გვარის წარმომადგენელი იყო. ისტორიულად ჩვენ ერთი კუთხის, ერთი რეგიონის წარმომადგენლები აღმოვჩნდით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

NGO-ები: აღმაშფოთებელია რუსეთის გააქტიურება მათ მიმართ ვინც პუტინს მწვავედ აკრიტიკებს

საქართველოს ევროატლანტიკურ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ეხმაურებიან შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში რუსეთის მოქალაქის დაკავების ფაქტს. ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას საქმეზე გავრცელებული განცხადების ავტორები გმობენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების და მათ კონტროლქვეშ მყოფი პირების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აღმაშფოთებელია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გააქტიურება იმ პირების მიმართ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოროშენკოს ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურა მეხუთე პრეზიდენტის დაპატიმრებას მოითხოვს

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ადვოკატი, ილია ნოვიკოვი აცხადებს, რომ გენერალური პროკურატურა აპირებს იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა აღკვეთის სახით ყოფილ პრეზიდენტს შეუფარდონ პატიმრობა, რაც ადვოკატის თქმით, 18 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ პეტრო პოროშენკო მგლოვიარეა, მას 16 ივნისს მამა გარდაეცვალა, ნოვიკოვის თქმით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოში აუცილებლად მივა. 10 ივნისს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ცნობა, რომ პეტრო პოროშენკო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილი: საქართველომ დღეს კიდევ დაამტკიცა რომ აქვს სტაბილურობის დაცვის ბერკეტები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში რუსეთის მოქალაქის დაკავების ფაქტს. „ადამიანი და მისი სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი მადლობას მოვახსენებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც შეძლო დროულად და უმაღლესი პროფესიონალიზმით აღეკვეთა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. ამავდროულად, ვაცნობიერებთ, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უცხოელი ტურისტების მოლოდინში - პესიმიზმიდან ფრთხილ ოპტიმიზმამდე

მას შემდეგ, რაც მაისში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება უსაფრთხო „მწვანე დერეფნების“ შესაქმნელად და პირველი სახელმწიფო, საიდანაც კორონავირუსის პანდემიისას საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება, ტურისტულმა სააგენტოებმა ისრაელთან მუშაობა დაიწყეს. მათ შორის კომპანია „აჭარა ტურმა“. თუმცა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელი პირველი აღარ იქნება ამ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო. „უკვე დანიშნული იყო ისრაელიდან პირდაპირი ფრენები როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. Читать дальше...


Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

МЧС: с 12 до 22 часов 30 мая в Москве пройдет дождь с грозами

Мария Захарова проводит брифинг

Shot: актриса Анастасия Заворотнюк заранее переписала имущество на детей и маму



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Глава СКР контролирует дело о попытке изнасилования мигрантом 17-летней девушки в Подмосковье

Загрутдинов: в Нагатино-Садовниках в 2025 году достроят второй дом по реновации

Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ

Во второй половине дня 30 мая в Москве ожидается гроза

Музыкальные новости

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты

Концерт студии "Жерминаль"

Почта России помогла ребёнку из Ижевска, подопечному благотворительного фонда, встретиться с футболистами ЦСКА

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

Новости России

Заворотнюк могут похоронить на Анкудиновском кладбище в Новой Москве

Будущие инженеры активно участвуют в проектах компании-партнера

Актриса Ирина Безрукова рассказала о театральном дебюте Заворотнюк

Загрутдинов: в Нагатино-Садовниках в 2025 году достроят второй дом по реновации

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Коллекция купальников Love Republic

Спорт в России и мире

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Moscow.media

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO

ТСД промышленного класса Saotron RT-T60







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *