Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2020

Новости за 13.06.2020

Radiotavisupleba.ge 

კომპანია „ბურისმის“ საქმის დასახურავად უკრაინაში 6 მილიონი დოლარის ქრთამს იხდიდნენ

უკრაინის ნაციონალური ანტიტერორისტული ბიურო (НАБУ) აცხადებს, რომ მას მოეპოვება ფაქტობრივად დადასტურებული მტკიცებულება, თუ როგორ სთავაზობს ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი 6 მილიონი დოლარის ქრთამს გაზის კომპანია „ბურისმის“ საქმის დასახურავად ანტიტერორისტული ბიუროს უფროსს, არტიომ სიტნიკსა და სპეციალური ანტიტერორისტული პროკურატურის ხელმძღვანელს, ნაზარ ხოლოდნიცკის. "რაც მე თავი მახსოვს, ეს არის უკრაინაში რეკორდული მოცულობის ქრთამი“- განაცხადა უკრაინის НАБУ-ს ხელმძღვანელმა არტიომ სიტნიკმა 13 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ალბანეთი განახორციელებს ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში ეჭვმიტანილი ტაჯიკის ექსტრადიციას

ალბანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით ტაჯიკეთში ექსტრადირებული იქნება ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გერმანიის მიერ იძებნებოდა, როგორც ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი.   ტირანის საოლქო სასამართლოს 12 ივნისის განაჩენის თანახმად, საუბარია 24 წლის კომრომ ზუხუროვზე, რომლის ექსტრადირება მოხდება ან რუსეთში, სადაც იგი ასევე იძებნება ან თავის სამშობლო ტაჯიკეტში, სადაც იგი, როგორც აცხადებს, აწამეს.     ალბანეთმა ზუხუროვი 30 აპრილს დააპატიმრა, ორ კვირაში მას შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი აბრამაშვილი: აბასთუმანში გაჩენილი ხანძარი ეჭვს აჩენს

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სამცხე-ჯავახეთში ხანძრების რაოდენობამ იმატა. სახანძრო. სამაშველო სამსახურში აბასთუმნის ტყეში გაჩენილ დაკვამლიანებასთან დაკავშირებით შეტყობინება 14 საათისთვის შევიდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაახლოებით 6 საათის განმავლობაში ხანძარს ადგილობრივი მოსახლეობა აქრობდა. მოგვიანებით ცოცხალ ძალას 2 ვერტმფრენი შეუერთდა, რომლებიც სოფელ უდის საგუბრიდან ავსებდნენ წყალს. თავდაპირველი ვერსიით, ცეცხლი ტყეში 12 ივნისს ხეზე მეხის დაცემამ განაპირობა. ამის შესახებ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში COVID-19-ით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა მე -14 პაციენტი,  68 წლის მამაკაცი, რომელიც მძიმე მდგომარეობის გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი იყო სეფსისის ცენტრიდან. „ ეს პაციენტი გადმოიყვანეს 4 აპრილს. შემოსვლისთანავე პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტი იყო თერმოდინამიკის რღვევით. ჩატარდა ყველანაირი მკურნალობა რაც კი არსებობდა, მაგრამ მას ჰქონდა ძირითადი დაავადების გართულებები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ პარიზში ცრემლსადენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ

პოლიციამ პარიზში ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რათა დაეშალა დიდწილად მშვიდობიანი, მაგრამ უნებართვო საპროტესტო აქცია, რომელიც რასიზმისა და პოლიციის ძალმომრეობის წინააღმდეგ გაიმართა.   13 ივნისს ათასობით დემონსტრანტი დაიძრა პარიზში რესპუბლიკის მოედნიდან ქალაქის ოპერის თეატრის მიმართულებით.   მარში მოეწყო მიუხედავად საფრანგეთში კორონავირუსის გამო მოქმედი აკრძალვისა, რაც დაუშვებლად მიიჩნევს ათზე მეტი ადამიანის შეკრება.   მსვლელობის დაწყებიდან რამდენიმე საათში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა დაიწყო დემონსტრანტთა შევიწროება მას შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინდოეთში კორონავირუსით დაავადებული ყველაზე მეტი ადამიანი შაბათს გამოვლინდა

ინდოეთის ხელისუფლების ცნობით ქვეყანაში შაბათს გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირებული 11 458 ადამიანი, რაც ერთ დღე-ღამეში ყველაზე დიდი მაჩვენებელია.   ინდოეთის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეპიდემიის განმავლობაში ინდოეთში COVID-19-ის ინფექცია დაუდასტურდა 300,000 ადამიანს.   კორონავირუსის ეპიდემიამ იმსხვერპლა 8,884 ადამიანი.   კორონავირუსის სტატისტიკით ინდოეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ყველაზე სწრაფად ვირუსი ვრცელდება დედაქალაქ ნიუ დელიში, სადაც კორონავირუსით წუხელ 2000 ადამიანი დაინფიცირდა.

Radiotavisupleba.ge 

უზბეკეთში დააპატიმრეს პოლიციელები, ბრალდებულები მოქალაქის წამებით მკვლელობაში

უზბეკეთში დააპატიმრეს სამი პოლიციელი, რომლებიც ბრალდებული არიან მოქალაქის უკანონო დაკავებასა და წამებაში. მოგიანებით მოქალაქე მიღებული ტრავმების შედეგად საავადმყოფოში 11 ივნისს გარდაიცვალა.   უზბეკეთის გენერალური პროკურატურის მიერ 13 ივნისს გავრცელებული ცნობის თანახმად პოლიციელებმა ა. აბდუკარიმოვი მაისის ბოლოს დააკავეს და აწამეს ქალაქ ანდიჟანში.     გარდაცვლილის ნათესავებმა ვიდეოზე აღბეჭდეს საავადმყოფოში მიყვანილი აბდურაკიმოვი. კომაში მყოფ პაციენტს ხელ-ფეხზე მრავლობითი სისხლჩაქცევები აღენიშნება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპი ამბობს, რომ პოლიცია „ჩვეულებრივ“ არ უნდა იყენებდეს „მახრჩობელა ილეთს“

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ პოლიციამ არ უნდა მიმართოს „მახრჩობელა ილეთს“, გარკვეული შემთხვევების გარდა. ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „აღნიშნული პრაქტიკა“ უნდა შეწყდეს. „მე არ მომწონს ეს მახრჩობელა ილეთი... მაგრამ ძნელია, როცა ზოგჯერ ერთი ხარ და ვინმეს ებრძვი“, - განაცხადა ტრამპმა.   ამ კომენტარის ფონია ცნობა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია მუშაობს აღმასრულებელ ბრძანებაზე, რომელიც მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს პოლიციის დეპარტამენტებს, დაიცვან „ძალის გამოყენების არსებული პროფესიული სტანდარტები“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარიზში მიმდინარეობს მრავალათასიანი მიტინგი პოლიციის ძალმომრეობისა და რასიზმის წინააღმდეგ

„არ იქნება სამართალი, არ იქნება“, - მშვიდობა სკანდირებდნენ პარიზის ცენტრში 13 ივნისს გამართული მრავალათასიანი საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც აპროტესტებენ პოლიციის ძალმომრეობისა და რასიზმის გამოვლინებას პოლიციის ორგანოებში.   "როიტერსის" თანახმად აქციას მშვიდობიანი ხასიათი აქვს. პარიზში მიმდინარე აქცია არის გამოძახილი აშშ-ი დაწყებული საპროტესტო გამოსვლების, რომელმაც იფეთქა მას შემდეგ, რაც 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციელების მიერ დაკავების შედეგად გარდაიცვალა აფრიკელი ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხასო ხანგოშვილი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა შეამოწმეს მისი სახლი, დაკავებული ჩეჩენის საქმის ფარგლებში

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი ამბობს, სამართალდამცავებმა პანკისში, მისი სახლი შეამოწმეს, დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში. ხანგოშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 3-4 სამართალდამცველი ესტუმრა, აცნობეს, რომ მისი ნაცნობი ეთნიკურად ჩეჩენი პიროვნება დააკავეს და სახლის დათვალიერება ითხოვეს. უხუცესის თქმით, არანაირი ნებართვა არ მოუთხოვია, რადგან დასამალი არაფერი აქვს: "სპეცოპერაცია არ ყოფილა. შემოვიდნენ, დაათვალიერეს და წავიდნენ. არაფერი არ უთქვამთ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში შაბათს მომხდარი შეტაკებების დროს 17 კაცი დაიღუპა

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, 13 ივნისს ქვეყნის მასშტაბით მომხდარი აფეთქებების და თავდასხმების შედეგად სულ მცირე 17 კაცი დაიღუპა. მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. თავდასხმების ფონია პროგრესი თალიბებსა და ავღანეთის მთავრობას შორის მიმდინარე პირდაპირ დიალოგში, რომელიც გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტისა და სამომავლოდ ხელისუფლების განაწილების შესახებ შეთანხმებების მიღწევას შეეხება.   13 ივნისის თავდასხმები მოხდა ხოსტში, ლოგარსა და ბადახშანის პროვინციებში. ხოლო ტახარის პროვინციაში შეიარაღებულმა პირმა სასულიერო პირი მოკლა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ავტოავარიის დროს ბავშვს დაეჯახა

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი მანქანით დაეჯახა 10 წლის ბავშვს. სომხური წყაროების ცნობით, ამის შესახებ ტოროსიანმა თავადვე გაავრცელა ინფორმაცია ფეისბუკის საშუალებით. „მინდა გაცნობოთ, რომ საათ-ნახევრის წინ მოხდა ავარია, ჩემი ავტომობილის საჭესთან მე ვიმყოფებოდი. მივდიოდი სამსახურში და ვარდანიანცის ქუჩაზე გავიტანე 10 წლის ბიჭი. ბავშვი პირადად მივიყვანე საავადმყოფოში, სადაც იგი გამოიკვლიეს. მას აღმოაჩნდა ნაკაწრები მარჯვენა ხელზე“, - წერს ტოროსიანი და დასძენს, რომ ბავშვი მცირე ხანს დაჰყოფს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში "ეკოციდის" წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერიის შენობასთან იმართება აქცია "ეკოციდის" წინააღმდეგ. აქციის ორგანიზატორები "ანას ბაღის მცველები" არიან და ისინი ქალაქის მერს ოთხ მოთხოვნას უყენებენ: შეწყდეს სამშენებლო ნებართვების გაცემა ვერეს ხეობაში; შეჩერდეს დიღმის ჭალების განადგურება; მიეცეს ადგილმონაცვლეობა "ანას ბაღის" და ალუბლების ქუჩის მშენებლებს; შეწყდეს თბილისის ისტორიული იერსახის და ლანდშაფტის დამახინჯება.   "ქაოტური მშენებლობების და მწვანე სივრცეების მასობრივი განადგურების ფაქტებს ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. ჩვენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

​ბელარუსში დააკავეს „ბელგაზპრომბანკის“ 15 თანამშრომელი. ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლუკაშენკას ოპონენტია

სამართალდამცველებმა ბელარუსში დააკავეს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, „ბელგაზპრომბანკის“ 15 თანამშრომელი. როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იუწყება, ამ ბანკს ბოლო დრომდე ხელმძღვანელობდა ბელარუსის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ვიქტორ ბაბარიკო, რომელიც 9 აგვისტოსთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ რეალურ პრეტენდენტად ითვლება.   ბანკის თანამშრომლები დააპატიმრეს ფულის გათეთრებისა და გადასახადების თავის არიდების ბრალდებით, რაც სისხლისსამართლებრივი დანაშაულია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთის პრეზიდენტმა „ლგბტ იდეოლოგია“ საბჭოთა ინდოქტრინაციას შეადარა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ონჯეი დუდამ, რომელიც შაბათს თავის მხარდამჭერებს ხვდებოდა, ლგბტ „იდეოლოგია შეადარა“ კომუნისტურ დოქტრინას. ღრმად კათოლიკურ პოლონეთში ლგბტ პირების უფლებები ცხარე დებატების საგანი 28 ივნისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ გახდა.   „ჩემი მშობლების თაობა 40 წლის განმავლობაში იბრძოდა იმისათვის, რომ აღმოეფხრა სკოლიდან კომუნისტური იდეოლოგია, რათა იგი აღარ მოეხვიათ თავს მოწაფეებისთვის; რომ ახალგაზდები, ბავშვები, ჯარისკაცები და ახალგაზრდული ორგანიზაციები აღარ ყოფილიყვნენ ინდოქტრინიზებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანრი ოხანაშვილი: ჯარიმები ამოქმედდება, როცა მთავრობა პირბადის ტარების წესს დაადგენს

კანონის ამოქმედების მიუხედავად, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის მოქალაქეებს მხოლოდ მას შემდეგ დააჯარიმებენ, რაც მთავრობა ამ წესს დეტალურად გაწერს.  საქართველოს პარლამენტმა 12 ივნისს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ადამიანი 20 ლარით დაჯარიმდება. კანონი იმავე დღეს გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე და შევიდა ძალაში, თუმცა სანქციები ჯერ არ მოქმედებს.  „არავის დაჯარიმება არ მოხდება დღეს და ხვალ ამ პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ძალიან საინტერესოა - ვაშაძე სააკაშვილის შეთავაზებაზე საერთო ოპოზიციურ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით

ოპოზიციური პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ძალიან საინტერესოა" მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება საერთო საარჩევნო სიასთან დაკავშირებით.  ვაშაძის თქმით, სააკაშვილის იდეა ​ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო მეტ კოორდინაციას და არჩევნებზე საერთო ფრონტით გასვლას გულისხმობს. "ამასთან, კოორდინაციის პირველ ეტაპად მიგვაჩნია მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება. ძალა ერთობაშია და არა დაპირისპირებასა და ურთიერთწინააღმდეგობაში, მეგობრებო!" - აცხადებს ვაშაძე.  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარიზში გამკაცრდა შეზღუდვები მოსალოდნელი საპროტესტო მსვლელობის გამო

პარიზის ხელისუფლების განკარგულებით, კვლავ დაიხურება ცოტა ხნის წინ კორონავირუსისი კარანტინის შემედეგ გახსნილი რესტორნები და მაღაზიები პარიზის იმ ნაწილში, სადაც 13 ივნისს ფართომასშტაბიან საპროტესტო მსვლელობას ელიან.   პოლიციის სისასტიკისა და რასიზმის წინააღმდეგ მიმართული აქცია, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველზე მასშტაბური იქნება, შთაგონებულია აშშ-ში დაწყებული მოძრაობით „black lives matter“ (შავი სიცოცხლე მნიშვნელოვანია“).   პარიზში მობილიზებულია პოლიცია, რადგან ხელისუფლება უფრთხის ძალადობას და არეულობას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირებული 8 706 პაციენტი, რითაც 520 129-მდე გაიზარდა პანდემიის დროს დაინფიცირებულთა რაოდენობა.   COVID-19 გახდა 6829 ადამიანის დაღუპვის მიზეზი.   ქვეყნის ფედერალური ოპერატიული შტაბის ცნობით, წუხელ რუსეთში კორონავირუსით დაავადებული კიდევ 114 პაციენტი გარდაიცვალა.   თუმცა, კვლავ უნდობლობას იწვევს კორონავირუსის ოფიციალური შედეგი რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ.   რუსეთში COVID-19-ით გარდაცვალების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლება გმობს ზეწოლას ჟურნალისტ ტატიანა ვოლტსკაიაზე

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ „ცენზურის აღმაშფოთებელი მაგალითი“ უწოდა რუსეთის ხელისუფლების მოქმედებას სანკტ-პეტერბურგში რადიო თავისუფლების უშტატო კორესპონდენტის, ტატიანა ვოლტსკაის მიმართ. ექიმ-რეანიმატოლოგებთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ, 9 ივნისს ვოლტსკაია გამოიძახეს პოლიციაში, რათა გაეფორმებინათ მის წინააღმდეგ ოქმი რუსეთში კორონავირუსის ინფექციის თაობაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის.   2020 წლის აპრილში რადიო თვისუფლების რუსული სამსახურის რეგიონულ Север.Реалии-ის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტში აცხადებენ, რომ „ყურადღებით დააკვირდებიან“ პოროშენკოს მიმართ დაწყებულ გამოძიებას

ევროპარლამენტი აპირებს, რომ „ყურადღებით დააკვირდეს“ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ აღძრული საქმის გამოძიებას, - ამის შესახებ 12 ივნისს განაცხადა „უკრაინა-ევროკავშირის“ ასოციაციის კომიტეტში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პოლონელმა ვიტოლდ ვაშციკოვსკიმ. მასთან ერთად შესაბამის განცხადებას ხელს აწერენ ასევე „Euronest“-ში ევროპის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ანდიუს კუბილიუსი და „უკრაინა-ევროკავშირის“ ასოციაციის საპარლამენტო კომიტეტში ევროპის დელეგაციის ვიცე-პრეზიდენტი, ტრაიან ბასესკუ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სკოლის ბუფეტები საბჭოთა კავშირში

საბჭოთა კავშირის ყველა სკოლაში არსებობდა ბუფეტი, სადაც ბავშვებს დღეში ერთხელ უმასპინძლდებოდნენ. რას წარმოადგენდა ბუფეტის მენიუ, რომელზედაც თაობები გაიზარდნენ?

Radiotavisupleba.ge 

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში „საქმე ცუდადაა“

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში საქმე ცუდადაა“. წუხელ სომხეთში კიდევ უფრო გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა.   „უნდა განვაცხადო, რომ გუშინ ახალი რეკორდი დავამყარეთ. ექიმებმა დაადასტურეს 723 ახალი დაინფიცირებული, ხოლო 6 პაციენტი სამწუხაროდ გარდაიცვალა“, - აღნიშნა ფაშინიანმა მიმართვის დროს. სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის თანახმად, ახალი სტატისტიკით ეპიდემიის განმავლობაში გამოვლინდა დაავადების 16 000 შემთხვევა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთმა შაბათიდან კვლავ გააღო საზღვრები ევროკავშირის მეზობელ სახელმწიფოებთან

პოლონეთმა შაბათის ღამიდან კვლავ გააღო ევროკავშირთან დამაკავშირებელი საზღვრები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი იყო. სასაზღვრო კონტროლი თავდაპირველად გაუქმდა ლიეტუვასთან, რამდენიმე საათში კი მეზობელ გერმანიასთან, ჩეხეთთან და სლოვაკეთთან.   სასაზღვრო შეზღუდვის მოხსნა ნიშნავს, რომ მოგზაურობის მსურველებს თავისუფლად შეეძლებათ პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა, ასევე ტრანზიტით გადაადგილება, რა დროსაც კარანტინის გავლა არ იქნება სავალდებულო.   შეზღუდვის გაუქმება ვრცელდება ევროკავშირის ყველა მოქალაქეზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გახარია: 2012 წლის შემდეგ არანაირი ქონება არ შემიძენია, ერთადერთი მანქანის გარდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 8 წელია, საქართველოში არანაირი ქონება არ შეუძენია ერთადერთი მანქანის გარდა, რომელიც თავისი მეუღლისთვის იყიდა.  "ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში. შესაბამისად, ვერავინ, ვერასოდეს ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მე რაღაცა 2012 წლის შემდეგ შევიძინე", - უპასუხა გახარიამ ჟურნალისტებს კითხვებზე ქონებრივი დეკლარაციის შესახებ. გიორგი გახარიას თქმით, კითხვები მის დეკლარაციასთან დაკავშირებით წინასაარჩევნო ციკლის ნაწილია... Читать дальше...


Будет комфортно и врачам, и пациентам

Детский шопинг в ТРЦ «Нора»

Лавров заявил о приоритетном партнерстве России и Китая

Серия голосований «Вот это Москва!» собрала уже более 700 тысяч мнений горожан



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Будет комфортно и врачам, и пациентам

Детский шопинг в ТРЦ «Нора»

Американские танкеры вовсю везут нефть из России вопреки санкциям

Невролог Хорошев рассказал, как загар разрушает организм человека

Музыкальные новости

Собянин: Трасса Солнцево — Бутово — Варшавское шоссе будет готова в 2026 году

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

«Сурганова и Оркестр» приглашают на Летник на Флагшток

Путин поручил утвердить проект «Пять морей и озеро Байкал»

Новости России

Названы самые дорогие ДТП с начала этого года

Технологию сухого холодца разработали в Балашихе для участников СВО

СВР: Госдеп США продвигает в Швеции и Финляндии ролики об «угрозе России»

МЧС выпустило экстренное предупреждение о грозе в Москве

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

ONYX отправляется в Большой тур по России

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Спорт в России и мире

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Moscow.media

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

Рождественское утро...

Муруджинские озера

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *