Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Апрель
2021

Новости за 03.04.2021

Radiotavisupleba.ge 

სრულად ვიზიარებთ რიონის ხეობის მცველების პოზიციას - EMC, საია და მწვანე ალტერნატივა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მწვანე ალტერნატივა და სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებენ, რომ სრულად იზიარებენ რიონის ხეობის მცველების პოზიციას და მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველს მიმართავენ. დღეს დილიდან რიონის ხეობაში დაძაბული სიტუაციაა, პოლიციამ ჩაკეტა ხეობაში იმ ადგილებამდე მისასვლელი გზა, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს. "ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით ხელისუფლების მხრიდან საპოლიციო, საინფორმაციო და ადმინისტრაციული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინაღმდეგეები ამბობენ, რომ პოლიციამ 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ თავს ხეობაში განთავსებულ კარვებს შეაფარებდნენ, პოლიციამ "კომენდანტის საათის" დარღვევისთვის 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა. დაჯარიმებულთა რაოდენობა 10-ზე მეტია. ამის შესახებ თავად აქციის მონაწილეები ამბობენ. "დაგვაჯარიმეს და წავიდნენ. მათი მიზანი იყო ოქმები შეედგინათ ჩვენთვის და დავესაჯეთ ამით", - უთხრა "მთის ამბებს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მირზა ნოზაძემ. დღეს მთელი დღეა რიონის ხეობაში დაძაბული მდგომარეობაა. პოლიციას ჩაკეტილი ჰქონდა ხეობის ის ნაწილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი 2030-მდე ახანგრძლივებს კოსმოსურ თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან

რუსეთის მთავრობამ გააგრძელა შეთანხმება კოსმოსური თანამშრომლობის შესახებ შეერთებულ შტატებთან 2030 წლამდე. ეს ერთ-ერთი მცირერიცხოვან შეთანხმებათაგანია მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დარჩენილი პარტნიორობიდან მათი დაძაბული ურთიერთობების ფონზე. პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა დაამტკიცა და ხელი მოაწერა დოკუმენტს შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ 3 აპრილს, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. თანამშრომლობის შესახებ თავდაპირველმა შეთანხმებამ, რომელსაც 1992 წელს მოაწერეს ხელი და რომელიც იქამდე ოთხჯერ იყო გაგრძელებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა FBI-ის ძებნილთა სიაში შეიტანა რუსი მოქალაქე საავიაციო სამრეწველო საიდუმლოების სავარაუდო ქურდობის გამო

რუსეთის თავდაცვის მრეწველობის ხელმძღვანელი და სავარაუდოდ, დაზვერვის თანამშრომელი, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, FBI-მ, შენიტანა განსაკუთრებით ძებნილთა სიაში - შეერთებული შტატების საავიაციო კომპანიის კომერციული საიდუმლოებების მოპარვაში მისი სავარაუდო მონაწილეობის გამო. 2 აპრილს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ტვიტერზე განაცხადა, რომ ლამობს 58 წლის ალექსანდრ კორშუნოვის დაპატიმრებას და აცხადებს, რომ ის ეჭვმიტანილია შეთქმულებაში, რომლის მიზანია კომპანიის კომერციული საიდუმლოებების მოპარვა რუსეთის სასარგებლოდ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში კორონავირუსი 11 პირს დაუდგინდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში დღეს კორონავირუსი 11 პირს დაუდგინდა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტი მოეწყო და შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი. სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულ მალხაზ თორიას განცხადებით, ორსანტიაში კოროავირუსის გავრცელება სავარაუდოდ ფოთში მდებარე "აჭარა ტექსტილს" უკავშირდება. სწორედ აქ მომუშავე 4 ქალს დაუდგინდა თავდაპირველად ვირუსი. ისინი ორსანტიის მცხოვრებლები არიან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კოსოვოს ოპოზიცია პრემიერს ადანაშაულებს მოულოდნელი კანონპროექტით არასტაბილურობის გამოწვევაში

პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოულოდნელი კანონპროექტი წარმოადგინა, ოპოზიციამ კოსოვოში არასტაბილურობის გამოწვევის მცდელობასა და ვადამდელი არჩევნების პროვოცირებაში დაადანაშაულა. კურტის პარტია, სახელწოდებით „თვითგამორკვევა“, 2 აპრილს გამოვიდა წინადადებით, დაეჩქარებინათ პარლამენტის მეშვეობით მიღება კანონისა, რომელიც საშუალებას მისცემდა საზღვარგარეთ მცხოვრებ კოსოვოელებს, ხმა მიეცათ საელჩოებში, რაც პოტენციურად გააძლიერებდა მის ძალაუფლებას მომავალ არჩევნებში. კანონპროექტმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოქალაქეების ნაწილი პროტესტის ნიშნად "კომენდანტის საათს" არღვევს

რამდენიმე ათეული მოქალაქე ამ დრომდე პარლამენტის შენობის წინ არის შეკრებილი და პროტესტის ნიშნად "კომენდანტის საათს არღვევს". ისინი ამბობენ, რომ დილამდე, 05:00 საათამდე იქნებიან რუსთაველის გამზირზე. "წინასაარჩევნო პერიოდში გვქონდა ანტირეკორდი პანდემიის კუთხით... არჩევნებამდე ისე მივედით, რომ შეზღუდვას არ გაუჭაჭანებია იმიტომ, რომ კრიზისმენეჯმენტის ფარსი დაინგრეოდა - თუ მძიმე შეზღუდვები შემოვიდოდა, ხალხი იტყოდა, აბა, როგორ უმკლავდებითო... როგორცკი არჩევნებმა გადაიარა, უმალ შემოიღეს შეზღუდვები იმიტომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში აფეთქებებს ხუთი პირი ემსხვერპლა, დაჭრილია 7 მშვიდობიანი მოქალაქე 

ავღgნეთის ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, გზისპირა ბომბებმა, სულ მცირე, ხუთი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეიწირა და კიდევ შვიდი ადამიანი დაჭრა 2 აპრილს. ომერ ზუაქმა, ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის პრეს-მდივანმა, განაცხადა, რომ ის ხუთი მოკლული ადამიანი მანქანით მიდიოდა ლაშქარგაჰის - პროვინციის დედაქალაქის მახლობლად. მან დასძინა, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს. სხვა გზისპირა ბომბის აფეთქების შედეგად, დასავლეთ ჰერათის პროვინციაში, მიკროავტობუსით მიმავალი შვიდი ქალი დაიჭრა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბეისბოლის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი ატლანტაში გადაიდო არჩევნების ახალი კანონის მიმართ პროტესტის ნიშნად

აშშ-ის ბეისბოლის მთავარი ლიგის კომისარმა, რობერტ მანფრედმა, გამოაცხადა, რომ 2021 წლის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი ატლანტიდან, ჯორჯიის შტატიდან, გადატანილ იქნა ამ შტატში კენჭისყრის შესახებ მიღებული ახალი კანონის მიმართ პროტესტის ნიშნად. რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ ცნობით, გასულ კვირაში, შტატის გუბერნატორის, ბრაიან კემპის მიერ ხელმოწერილი ახალი კანონით, შტატში კენჭისყრის წესები მკაცრდება და იკვეცება ვადამდელი და დისტანციური ხმის მიცემის შესაძლებლობა. 98-გვერდიანი ახალი კანონით, იკრძალება, მაგალითად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"კომენდანტის საათის" გასაპროტესტებლად თბილისში მსვლელობა დაიწყო

გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად სამოქალაქო აქტივისტებმა, მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილიდან მსვლელობა დაიწყეს. ისინი ჯერ ფილარმონიის შენობასთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი ყველანი პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლებენ. დღეს მათი ნაწილი "კომენდანტის საათის" პროტესტის ნიშნად დარღვევას აპირებს. საქართველოში კომენდანტის საათი 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს. სპეციალური გადაადგილების საშვის არმქონე პირის 21:00 სააათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა შეაქო აშშ-ის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მაღალი რანგის წევრებისთვის სანქციების გაუქმება

ევროკავშირი მიესალმა აშშ-ის მიერ სისხლის სამართლის სასამართლოს თანამშრომლებისთვის სანქციების გაუქმებას. სანქციები სასამართლოს, მათ შორის, მის მთავარ პროკურორს, დაუწესა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხაზს უსვამს საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული სისტემისადმი აშშ-ის ერთგულებას. ბორელი თვლის, რომ „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მნიშვნელოვან როლს თამაშობს მართლმსაჯულების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლიცია რიონის ხეობაში გადაადგილებას "უსაფრთხოების მიზნით" ზღუდავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, მოქალაქეების გადაადგილებას პოლიცია ზღუდავს. ამ შინაარსის განცხადება უწყების სახელით პრესსამსახურმა გაავრცელა. "შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს", - ვკითხულობთ განცხადებაში. ადგილზე დღეს დილიდან ჩასული იყო ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზარდიაანთკარში სახლები ინგრევა

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ ზარდიაანთკარში, ელიკაშვილების სახლის კედელი ჩამოინგრა. სახლი ომისგან დაზიანებული და დამწვარია.

Radiotavisupleba.ge 

სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ოპოზიცია მანდატების გაუქმების მოთხოვნის საკითხს ისევ განიხილავს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ოპოზიცია კვლავ განიხილავს მანდატებზე უარის თქმის საკითხს. ამის შესახებ მან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია მსჯელობს ორი მიმართულებით - ხელახლა დაწერონ განცხადებები საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე ან მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, განიხილოს პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელმაც მათ მსგავს მოთხოვნაზე ერთხელ უკვე უარი უთხრა. "ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, ჯერ არ დაგვისრულებია... ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Sputnik-ით აცრილი არგენტინის პრეზიდენტი იზოლირებულია ეჭვის გამო, რომ კოვიდ-19 შეეყარა

არგენტინის პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესი იზოლაციაშია მას მერე, რაც 2 აპრილს ანტიგენებზე გაკეთებული ტესტის შემდეგ ეჭვი აქვთ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი სჭირს. ფერნანდესი აცრილია რუსული წარმოების ვაქცინით, Sputnik V-თი. 62 წლის პოლიტიკოსი ტვიტერით იტყობინება, რომ თავი ასტკივდა და ოდნავ აუწია სიცხემ, რის გამოც გადაწყვიტა ტესტის გაკეთება. ახლა ის უფრო ზუსტი PCR-ტესტის შედეგებს ელის. არგენტინა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც რუსული ვაქცინა დაამტკიცა. ფერნანდესს პირველი დოზა გაუკეთეს იანვარში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციის ნაწილი მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეიკრიბა

ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "ერთიანი საქართველო", "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში არიან შეკრებილი. როგორც შეხვედრის დაწყებამდე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, მთავარი თემა ხელისუფლებასთან ჩაშლილი მოლაპარაკებები და 15 მაისს დაგეგმილი აქციის დეტალები იქნება. "პირველი შეხვედრა არის ამ მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ და მაინტერესებს სხვა პარტიების განწყობები... ოპოზიცია არ ეთანხმებოდა [დანიელსონის შეთავაზებას] და ეს თქვა საჯაროდ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სანქციების „ეტაპობრივად“ გაუქმებას უარყოფს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიას, Press TV-ს, განუცხადა, რომ ირანი უარყოფს მის მიმართ დაწესებული სანქციების ნებისმიერ „ეტაპობრივად“ გაუქმებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საიდ ხათიბზადემ, ინტერვიუში განაცხადა, რომ „ირანის ისლამური რესპუბლიკის გადამჭრელი პოლიტიკა აშშ-ის ყველა სანქციის გაუქმებას ითვალისწინებს“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილემ, ჯალინა პორტერმა, 2 აპრილს განაცხადა, რომ მოლაპარაკება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა

მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსის" პრესსამსახურის თანამშრომელმა დაუდასტურა. კლინიკაში ამბობენ, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი დოჩანაშვილი მათთან ორი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო. ის დღეს დილით გარდაიცვალა. დოჩანაშვილი 1939 წელს დაიბადა, 26 მარტს ის 82 წლის გახდა.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა სანქციები მოუხსნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს

აშშ-მა სანქციები გაუუქმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მაღალი რანგის წევრებს, მათ შორის, პროკურორს, რომელმაც გამოძიება დაიწყო აშშ-ის სამხედროების მიერ ავღანეთში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სანქციების გაუქმების შესახებ გამოაცხადა 2 აპრილს და თქვა, რომ ისინი იყო „უადგილო და არაეფექტიანი“. სანქციები დაწესდა შარშან აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ პროკურორ ფატუ ბენსუდას და სასამართლოს სხვა თანამშრომლების წინააღმდეგ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში "სინოფარმის" ვაქცინის 100 ათასი დოზა ჩამოვიდა

COVID-19-ის საწინააღმდეგო "სინოფარმის" წარმოებული ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში. ამ ვაქცინით აცრილია სულ მცირე 40 მლნ ადამიანი. უნგრეთის გარდა, „სინოფარმი“ დამტკიცებულია არაბთა გაერთიანებული საამიროებში, ჩინეთში, სერბეთში, უნგრეთში, ბაჰრეინში, პაკისტანში, ეგვიპტეში, სინგაპურში, ინდონეზიაში, ტაილანდსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტარი გრეგოროვა: თუ 7-ის განცხადება საკმარისი არაა, ნება მიბოძეთ, დავამატო მე-8 ხმა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა მზადაა შეუერთდეს იმ ევროპარლამენტარების განცხადებას, რომლებიც აცხადებდნენ, რომ საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობას შესაძლოა ევროკავშირის მხრიდან დახმარებებთან დაკავშირებით შედეგები მოჰყვეს. ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი მმართველი პარტიის კომენტარებს. "განცხადება ძირითადად ეკუთვნოდათ ევროპარლამენტის თავმჯდომარეებს, თუ ეს საკმარისი არ არის, ნება მიბოძეთ, დავამატო ვიცე-თავმჯდომარის მე-8 ხმა. შეთანხმების მიუღწევლობას, თუნდაც ისეთი კარგის, როგორიც დანიელსონმა გამოაქვეყნა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3800-ს გადააჭარბა

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 6 პაციენტი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 29 729 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 580 შემთხვევა. ნახევარზე მეტი - 331 თბილისში. რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება: აჭარა - 51, იმერეთი - 56, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 26, გურია - 17, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მოსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერდება" - ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი

"ნამახვანჰესის" მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ ჰეისისთვის მოსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერდება. ამის შესახებ მან მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. "დირექტორი არ არის ჩვენი კითხვების ადრესატი... თუ ჩვენი კითხვების ადრესატი ნათია თურნავა ვერ სცემს პასუხს კითხვებს და გაიპარა იმ შეხვედრიდან, მაშინ უნდა მოვიდეს მისი ზემდგომი, ირაკლი ღარიბაშვილი", - განაცხადა რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა. ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სპორტის მიმოხილვა: შემოდგომა რომ დადგება...

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი რადიომსმენელებს უამბობს სტოკჰოლმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების წარმატებებსა და პერსპექტივებზე; სპორტული ჟურნალისტი გიორგი ჭანიშვილი გაიხსენებს თბილისში ჩატარებული ძიუდოისტთა „გრანდ სლემის“ და ანტალიაში მიმდინარე ტურნირზე ქართველი სპორტსმენების არყოფნის მიზეზსაც განმარტავს; ანტალიიდან მადრიდში გადავინაცვლოთ, საიდანაც ჩვენი მიმომხილველი ელიზბარ უბილავა მიმოიხილავს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს, რომლებიც სექტემბერში განახლდება.

Radiotavisupleba.ge 

ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა ზელენსკის, რუსეთის ჯარის რაოდენობის ზრდის შესახებ შეშფოთების ფონზე

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ამ თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველად ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, იმ ფონზე, როცა ვრცელდება შემაშფოთებელი ცნობები რუსეთის მიერ ჯარის რაოდენობის გაზრდაზე უკრაინის საზღვართან.  2 აპრილს შემდგარ სატელეფონო საუბარში ბაიდენმა ზელენსკის უთხრა აშშ-ის "უცვლელ" მხარდაჭერაზე უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის აგრესიის ფონზე - იუწყება თეთრი სახლის განცხადება.  ბაიდენმა ზელენსკის ასევე მოუწოდა გააგრძელოს ბრძოლა ფართოდ გავრცელებულ კორუფციასთან... Читать дальше...


Shot: блогер Милохин решил вернуться в Москву летом

Российское зерно найдет новых покупателей вместо европейцев

Аналитики назвали самые популярные по цвету б/у авто

Тренды аналитики: почему мужчины зарабатывают больше женщин, а любовь к Китаю все сильнее



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Школьница из Будённовска поборется за участие в арктической экспедиции Росатома

Shot: Милохин собирается прилететь в Москву летом

Подпольное казино обнаружили в Басманном районе

31 мая в Москве ожидается переменная облачность, возможен дождь

Музыкальные новости

Конец близок в релизном трейлере Destiny 2: The Final Shape

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

Новости России

Ефимов: более 46 тыс. цифровых паспортов сформировали для ОКС в Москве

Врач рассказал, какие инфекции могут передавать комары в России

В Госдуму внесен законопроект о полном запрете продажи вейпов в России

Профком студентов ИРНИТУ получил гранты

Экология в России и мире

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

ONYX отправляется в Большой тур по России

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Спорт в России и мире

Лишь две теннисистки моложе Свёнтек выигрывали 16 матчей подряд на «Ролан Гаррос»

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Медведев на отказе серба Кецмановича вышел в третий круг «Ролан Гаррос»

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

Девятый вал...

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата

Муруджинские озера







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *