Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Апрель
2021

Новости за 16.04.2021

Radiotavisupleba.ge 

მერკელი, მაკრონი და ზელენსკი რუსეთს მოუწოდებენ, შეწყვიტოს სამხედრო ძალის თავმოყრა უკრაინის საზღვართან

უკრაინის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა რუსეთს მოუწოდეს, გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინის მიმდებარე ტერიტორიიდან რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე.   უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ემანუელ მაკრონს შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერეკელი და სამმა ლიდერმა ერთობლივად გამოხატა საერთო შეშფოთება უკრაინის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის ჯარების თავმოყრის გამო. ეს ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა სამეულის ვიდეოკონფერენციის შემდეგ. უფრო ადრე ზელოენსკიმ განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი აშშ-ის საპასუხოდ 10 ამერიკელ დიპლომატს გააძევებს ქვეყნიდან

რუსეთი ქვეყნიდან გააძევებს ათ ამერიკელ დიპლომატს. ამის შესახებ 16 აპრილს განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, თავის სერბ კოლეგასთან ერად გამართული პრესკონფეორენციის დროს. ლავროვმა განაცხადა ასევე სხვა ზომების შესახებ, რომლებსაც რუსეთი მიიღებს აშშ-ის მიერ, 15 აპრილს დაწესებული სანქციების საპასუხოდ. ლავროვის თქმით, მოსკოვში აშშ-ის ელჩთან, ჯონ სალივანთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის სფეროში, იური უშაკოვმა, ელჩს შესთავაზა ვაშინგტონში გაფრინდეს საკონსულტაციოდ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

HRW-ი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, გააძლიეროს ავღანეთისთვის დახმარება ჯარების გაყვანის შემდეგ

უფლებადამცავი ორგანიზაცია, Human Rights Watch-ი (HRW), მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, ვალდებულება აიღოს ავღანეთში ადამიანის უფლებების დაცვის მხარდაჭერის გაფართოებისთვის, როგორც თავად უწოდებს, "მზარდი დაუცველობის გამო შიშის" ფონზე, რასაც აძლიერებს ამერიკის მიერ გამოცხადებული გეგმა - გაიყვანოს თავისი ჯარები ავღანეთიდან  სექტემბერში. შეერთებული შტატების მთავრობამ "უნდა გააძლიეროს დახმარება განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში, განსაკუთრებით გოგონებისა და ქალებისთვის, ასევე დამოუკიდებელი მედიისთვის, კონფლიქტის გაფართოების საფრთხის გათვალისწინებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ საპატიმრო დატოვა

სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი მუმლაძემ საპატიმრო დატოვა. ინფორმაციას და მასთან ერთად გადაღებულ ფოტომასალას "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრი, ლაშა ხუსკივაძე ავრცელებს. მუმლაძეს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის გადახდა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მუმლაძეს საპატიმროს დატოვება 1500 ლარის გადახდის შემდეგ უკვე შეეძლო. რადიო თავისუფლებას ლაშა ხუსკივაძემ უთხრა, რომ დაკავებულის გირაო სრულად არის დაფარული. გიორგი მუმლაძე სხვა 4 აქტივისტთან ერთად პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან 14 აპრილს დააკავეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლების წინ, ნავალნის გუნდმა პუტინი ახალი სამხილით ამოიღო სამიზნეში 

კრემლის საპატიმროში მყოფი ოპონენტის, ალექსეი ნავალნის, გუნდმა, გამოაქვეყნა დეტალები, როგორც თავად ამტკიცებს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კუთვნილი და საზოგადოებისგან დამალული, მდიდრული რეზიდენციის შესახებ. ეს უკანასკნელი გასროლაა ოპოზიციის მხრიდან დაგეგმილ საპროტესტო გამოსვლებზე მეტი ხალხის მოსაზიდად და კრემლზე ზეწოლის შესანარჩუნებლად ამ შემოდგომაზე მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნების წინ. ვიდეო გამოძიება, რომელსაც 15 აპრილს, იუთუბზე მისი გამოქვეყნებიდან პირველი 20 საათის განმავლობაში, 2.7 მილიონი ნახვა ჰქონდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრაღაში რუსეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა „ოქროს“ უნიტაზზე პუტინის ფიგურა დასვეს

პრაღაში, ბორის ნემცოვის სახელობის მოედანზე, ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოსთან, აქტივისტებმა დადგეს „ოქროს“ უნიტაზი, რომელზეც დასვეს ვლადიმირ პუტინის შიშველი კარიკატურული ფიგურა, ფეხებამდე ჩაწეული წითელი ტრუსებით და ხელში დააჭერინეს ტუალეტის საწმენდი ჯაგრისი და ტუალეტის ქაღალდი. კვარცხლბეკზე, რომელზეც უნიტაზი დგას, წარწერაა წითელ ფონზე „შიშველი მკვლელი“.   აქტივისტთა გაერთიანების, „კაპუტინის“ ხელმძღვანელმა, ოტაკარ ვან გემუნდმა, რადიო თავისუფლების ტელეპროექტის, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ჟურნალისტს უთხრა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრას გეგმავენ

"ლელოს" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს გეგმავენ. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ "TV პირველის" ეთერში ისაუბრა. "ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენს პარტნიორებთან. შემდეგ კვირაში მოწვევით მივდივართ ბრიუსელში, სადაც გვექნება შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, ევროკოიმისიაში. "ლელო" მივდივართ, მე და მამუკა ხაზარაძე, გრიგოლ გეგელია. გვაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა დაგეგმილი. გვექნება საშუალება, კვლავ ვიმსჯელოთ შექმნილ ვითარებაზე, გამოსავლის გზებზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნამახვანჰესის კრიზისის განმუხტვის აუცილებლობაზე ლაპარაკი დაიწყო - რას სთავაზობს ხელისუფლება აქტივისტებს?

16 აპრილს ეკონომიკის სამინისტრომ დაგეგმა შეხვედრა, სადაც კომპანია ენკას წარმომადგენლებს დაინტერესებული სპეციალისტებისთვის არსებული კვლევები უნდა გაეცნოთ.  კვლევები ამ დრომდეც საჯარო იყო, სიახლეს წარმოადგენდა ის, რომ შეიქმნებოდა საბჭო, რომელიც კვლევებზე დასკვნებს და შენიშვნებს მოამზადებდა.

Radiotavisupleba.ge 

ქართული მისიის დასასრული ავღანეთში

უკვე გადაწყვეტილია, რომ სექტემბრისთვის ავღანეთში მყოფი 860-კაციანი ქართული ქვედანაყოფი ალიანსის სხვა დანაყოფებთან ერთად დატოვებს ავღანეთს და ამით დასრულდება საქართველოში შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სამშვიდობო მისია, რომელიც 17 წელი გრძელდებოდა და სადაც, როტაციის წესით, სულ მცირე 22 ათას ქართველ ჯარისკაცს მოუხდა სხვადასხვა სახის სამხედრო ამოცანის შესრულება. 2014-15 წლებში იყო შემთხვევა, რომ ავღანეთში ნატოს დროშების ქვეშ ერთბაშად საქართველოს 1650 ჯარისკაცი იმყოფებოდა, ანუ ლამის ერთი სრულყოფილი ბრიგადა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნატო რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის გეგმის გამო, შეზღუდოს შავ ზღვის ზოგიერთ არეალში, მათ შორის ქერჩის სრუტეში, საზღვაო მოძრაობა. ამის თაობაზე ნატოს წარმომადგენელმა, ოანა ლუნჯესკუმ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ასეთი ქმედება იქნებოდა „გაუმართლებელი ნაბიჯი და რუსეთის მადესტაბილიზებელი უფრო ფართო მოქმედების ნაწილი“. ნატო რუსეთს მოუწოდებს, უზრუნველყოს აზოვის ზღვაში უკრაინის ნავსადგურებთან თავისუფალი მიმოსვლა და ნაოსნობის თავისუფლება. ალიანსის განცხადებაში წერია, რომ მთელ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის წარმომადგენელი: მივესალმებით ქართული ოცნების განცხადებას

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში, საქართველოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება და მიესალმება ქართული ოცნების განცხადებას, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ. "მივესალმებით ქართული ოცნების განცხადებას და მას ვაფასებთ, როგორც ნიშანს მზაობისა, შეუერთდნენ ინკლუზიურ პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც ინიცირებული იყო პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მისი საქართველოში ვიზიტისას 2020 წლის პირველ მარტს და რომელიც პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მასწავლებლების მხოლოდ 1,5%-მა მიიღო 60 ქულაზე მეტი საგნობრივ და პროფესიულ კომპონენტში - აუდიტი 2017-19 წლებზე

2017-2019 წლებში კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასული პრაქტიკოსი მასწავლებლების მხოლოდ 1,5-მა პროცენტმა შეძლო 100 ქულიდან 60-ზე მეტი დაეგროვებინა ერთდროულად, როგორც საგნობრივ ისე, პროფესიულ კომპონენტში. ინფორმაციას აუდიტის სამსახური აქვეყნებს. დასკვნის მიხედვით, 2017-2019 წლებში გამოცდაზე 40-50%-იანი ზღვრის გადალახვა საგნობრივი მიმართულებით მასწავლებლების საშუალოდ 25%-მა, ხოლო პროფესიული მიმართულებით − 22%-მა შეძლო. გარდა ამისა, გამოცდაზე გასული მასწავლებლების მხოლოდ 0,27%-მა შეძლო საგნის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აფგან მუხთარლი  აცხადებს, რომ „ლანცეტის“ დამფუძნებელი პოლიტპატიმარია

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებელი ფარმან ჯეირანლი, რომელიც სასჯელს თაღლითობის მუხლით იხდის, პოლიტპატიმარია. ფარმან ჯეირანლი საქართველოში 2017 წელს  დააპატიმრეს.  იმავე წელს თბილისში თავშეფარებული რამდენიმე აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი მოხვდა ბაქოს ციხეში. ჯერ კიდევ დაკავებისას კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებელი ირწმუნებოდა, რომ მისი დაპატიმრების რეალური მიზეზი პოლიტიკური მოტივი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფარმან ჯეირანლი საქართველოს მოქალაქეა, მას კავშირი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთის მთავრობამ დევნილების პროთეზების გაკეთება დაუკვეთა კომპანიას, რომლის მმართველიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიქცა

​აფხაზეთის მთავრობამ ბიუჯეტის ფულით დევნილებს კბილის პროთეზების ხარჯი დაუფინანსა, თუმცა კლინიკის მმართველი, რომლიც თავადაც აფხაზეთიდან დევნილი იყო, თანხის მიღების შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა. ინფორმაციას აუდიტის სამსახური დასკვნის სახით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბენეფიციარების ნაწილი პროთეზის ხარისხით უკმაყოფილო, ნაწილს კი ის საერთოდ არ მიუღია. აუდიტის დასკვნის მიხედვით, სქემა ასეთი იყო: შპს 32 დენტის თანამშრომელმა, რომელიც თავადაც დევნილი იყო, იქირავა კომპანია მფლობელისგან, ტენდერებში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველი ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და საკითხის შესწავლას აპირებს

საქართველოს სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს მსახიობ ნინუცა მაყაშვილს, რომელმაც ყოფილი ქმარი თანაცხოვრების დროს ძალადობაში დაადანაშაულა. ომბუდსმენი აცხადებს, რომ მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შეისწავლის აღნიშნულ შემთხვევას და მასზე შესაბამისი უწყებების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას. "საქართველოს სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია საგამოძიებო უწყებების მხრიდან ეფექტიანი რეაგირება, რათა სავარაუდო დანაშაულს პასუხი კანონის ფარგლებში გაეცეს. ამასთან, მოუწოდებს საზოგადოებას და განსაკუთრებით საჯარო პირებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დეტალები გიორგი მენაბდის დაკავების შესახებ - ვინ მოკლა დავით სარალიძე?

გიორგი მენაბდის დაკავების კვალდაკვალ, დავით სარალიძის მკვლელობის საქმე შესაძლოა ხელახლა გამოსაძიებელიც გახდეს. ადვოკატ ზურაბ თოდუას სჯერა, რომ მენაბდის საქმის ობიექტურ განხილვას შეუძლია უტყუარად დაამტკიცოს, რომ დავით სარალიძე არ მოუკლავს მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას.

Radiotavisupleba.ge 

ბესო ზანგური როლებიდან მოხსნას ეხმიანება: ეს გაგდებაზე უარესია

"რუსთაველის თეატრის" მსახიობი ბესო ზანგური, რომელიც დღეიდან ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია, თეატრის გადაწყვეტილებას "გაგდებაზე უარესს" უწოდებს. ამის შესახებ ის "ფეისბუკზე" მხოლოდ მეგობრებისთვის წერს. "როგორ მაინტერესებს ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში… ჩემი სისხლის ფასად ნათამაშებ შვილივით როლებს რომელი… რომ აგიხსნათ, ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს! ამას არტისტები მიმიხვდებიან… ეს გაგდებაზე უარესია მინდა იცოდეთ… გაიხარეთ", - წერს ის. დღეიდან, 16 აპრილიდან რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაიდენმა პუტინთან სატელეფონო საუბრისას ნავალნიზე თავდასხმა ახსენა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, 13 აპრილს, ახსენა ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნიზე თავდასხმა. ამის თაობაზე განაცხადა რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა. საუბრიდან სამი დღე გავიდა, მაგრამ არც ერთ მხარეს აქამდე არ უთქვამს, რომ ნავალნის თემა განიხილეს. კრემლის თანახმად, საუბარი აშშ-ის ინიციატივით შედგა. ბაიდენმა 15 აპრილს თქვა, რომ პუტინთან საუბრისას გულწრფელი იყო და გააფრთხილა მომავალი მოქმედებების შესახებ, თუ რუსეთი გააგრძელებს აშშ-ის დემოკრატიაში ჩარევის მცდელობებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

ხორავას ქუჩაზე დაპირისპირების შედეგად მოკლული დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა. მკვლელობიდან 3 წლის გასვლის შემდეგ გუშინ, 15 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ დააკავეს გიორგი მენაბდე. ის დეკანოზ შიო მენაბდის შვილია, რომელსაც დავით სარალიძის მამა სავარაუდო მკვლელებს შორის მოიაზრებდა. თუმცა ამ მიმართულებით თავდაპირველად გამოძიება აღარ წასულა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამკერდე კამერით გადაღებულ ვიდეოში აშკარად ჩანს, როგორ ესვრის ჩიკაგოელი პოლიციელი 13 წლის ბიჭს

ჩიკაგოს ხელისუფლებამ, საზოგადოებრივი პროტესტის საპასუხოდ, 15 აპრილს გამოაქვეყნა პოლიციელის სამკერდე კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც აშკარად ჩანს, როგორ მისდევს ქუჩაში პოლიციელი 13 წლის ბიჭს და შემდეგ ესვრის მას. ვიდეოზე ჩანს, რომ ბიჭმა დააგდო პისტოლეტი და ხელების აწევა დაიწყო, როცა სასიკვდილო გასროლა მოხდა. ვიდეოჩანაწერში მოჩანს, რომ ერიკ სტილმანი მისდევს ადამ ტოლედოს Little Village-ში, მექსიკურ უბანში, ჩიკაგოს West Side-ის რაიონში. ინციდენტი მოხდა 29 მარტს. ჩანაწერში ისმის, როგორ უბრძანებს სტილმანი ტოლედოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მამუკა ხაზარაძე "დანიელსონის შეთანხმებაზე": დარჩა ორი პუნქტი

"ლელო საქართვეოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მმართველ პარტიასთან ორ საკითხზეა შეთანხმება დარჩენილი - ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების თემა. ასე გამოეხმაურა ხაზარაძე "ქართული ოცნების" მხრიდან მზაობას, ხელი მოაწეროს "დანიელსონის შეთანხმებას". "ოცნებამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს... ამიტომ დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია ბნ. დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბესო ზანგური დროებით მოხსნილია თეატრის რეპერტუარის ყველა როლიდან

რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, დროებით, გამოძიების დასრულებამდე, მოხსნილია თეატრის რეპერტუარის ყველა როლიდან. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ეუბნება თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ია შერაზადიშვილი. ბესო ზანგურს ყოფილი ცოლი, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. ქალის თქმით, ბესო ზანგური მასზე 11 წლის წინ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, სისტემატურად ძალადობდა. 12 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციას, დღეს, 16 აპრილს გამოეხმაურა კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქართველმა პოლიტიკოსებმა კრიზისის დაძლევის ძალა უნდა მოიკრიბონ - მიიჩნევენ ევროპელი პარტნიორები

ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა მოიკრიბონ იმდენი პოლიტიკური ნება და იმდენი პოლიტიკური სიმამაცე, რომ დასძლიონ კრიზისი, - ამის შესახებ აცხადებენ ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელის ოფისში. მათი ეს შეფასება „ქართული ოცნების“ პოზიციას ეხება, რომელიც მზად არის ხელი მოაწეროს კრისტიან დანიელსონის 5-პუნქტიან დოკუმენტს. ასევე ითქვა, რომ შეთანხმება უნდა შედგეს, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, რადგან სასწორზე დევს საქართველოს რეპუტაცია ევროკავშირთან ურთიერთობაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჟოზეპ ბორელი: რუსეთის მიერ შავი ზღვის არეალების ჩაკეტვის განზრახვა გაეროს კონვენციის დარღვევაა

რუსეთის ფედერაციის განზრახვა, ჩაკეტოს შავი ზღვის გარკვეული არეალები საზღვაო მიმოსვლისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა, შეაფასა, როგორც „ძლიერი შეშფოთების“ საფუძველი. თავის განცხადებაში, რომელიც 16 აპრილს გავრცელდა, ბორელი წერს, რომ 2021 წლის ოქტომბრამდე საზღვაო მიმოსვლისთვის შავი ზღვის გარკვეული რაიონების ჩაკეტვა სამხედრო მანევრების ჩატარების მიზეზით, იწვევს „ძლიერ შეშფოთებას“, განსაკუთრებით უკრაინა-რუსეთის საზღვართან და უკანონოდ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"სტრატეგია აღმაშენებელი" "დანიელსონის დოკუმენტის" ხელმოწერის საკითხის ოპოზიციაში განხილვას აპირებს

"სტრატეგია აღმაშენებელი" ამ ეტაპზე ხელს არ აწერს "დანიელსონის დოკუმენტს" და საკითხის პარტიის შიგნითა და ოპოზიციურ ერთობაში განხილვას აპირებს. პარტია აუცილებელ პირობებს შორის პოლიტპატიმრების საკითხსა და ვადამდელ არჩევნებს აყენებს. "დანიელსონის დოკუმენტზე" ხელმოწერის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მზაობა გამოთქვა "ქართულმა ოცნებამ". "ზეპირსიტყვიერი განცხადებების ნიადაგზე სტრატეგია აღმაშენებელი ამ ეტაპზე არაფერს მოაწერს ხელს. მოხდება ამ საკითხის განხილვა როგორც პარტიის შიგნით, ისე დიდ ოპოზიციურ... Читать дальше...


«585*ЗОЛОТОЙ» выступила партнером медиафестиваля творческой молодежи YOUPITER

Что изменится в жизни россиян с 1 июня

Живущий в Анапе отец Дани Милохина заявил, что его сын скоро вернётся в страну

31 мая в Москве ожидается переменная облачность, возможен дождь



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Путь к женщине мечты: как открыть в себе ресурсность через четыре базовые роли

Посол Андреев: РФ зеркально ответит на введенные Польшей ограничения

Загрутдинов: завершается строительство третьего этажа здания школы в Лефортове

Священный Синод принял решение о назначении епископа Канского и Богучанского

Музыкальные новости

Сергей Лазарев рекомендовал Казань для отпуска выходного дня

Почта России помогла ребёнку из Ижевска, подопечному благотворительного фонда, встретиться с футболистами ЦСКА

Чемпионская ночь! В Оренбурге «Кама» в рамках командного боксерского турнира «Кубок Победы» разгромила «Сталинград» – 5:0

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Новости России

В Коломне идет конкурс для предпринимателей на субсидию более 1,6 млн рублей

Проект студенческого Профкома «Мой край – моя Сибирь» поддержан Правительством Иркутской области и Общественной палатой РФ

Прием заявок на кубок по баскетболу 3×3 идет в Чехове

«585*ЗОЛОТОЙ» выступила партнером медиафестиваля творческой молодежи YOUPITER

Экология в России и мире

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

В РУМЦ МГППУ действует правовой просветительский лекторий для студентов с инвалидностью и сотрудников вузов-партнеров

Спорт в России и мире

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Лишь две теннисистки моложе Свёнтек выигрывали 16 матчей подряд на «Ролан Гаррос»

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Moscow.media

В Кировском районе Крыма проверили бывших мигрантов, не вставших на воинский учет

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

Девятый вал...

ТСД SAOTRON RT-T50: высокопроизводительный терминал сбора данных промышленного класса







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *