Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Апрель
2021

Новости за 09.04.2021

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სპეცსამსახურები: რუსეთი გააგრძელებს მსოფლიო წესრიგის ნგრევას

რუსეთი მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, სავარაუდოდ, კვლავ შეეცდება განაგრძოს მსოფლიო წესრიგის ნგრევა, მაგრამ მისი გლობალური გავლენა შესუსტდებდა მრავალრიცხოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ძვრების ფონზე. ასეთ პროგნოზს აკეთებენ აშშ-ის სპეცსამსახურები დაზვერვის ეროვნული საბჭოს პერიოდულ მოხსენებაში, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ გამოიცემა. დოკუმენტში საუბარია იმ გლობალურ ტენდენციებზე, რომლებსაც შეუძლიათ გავლენის მოხდენა აშშ-ის უსაფრთხოებაზე უახლოესი 20 წლის განმავლობაში. „უკანასკნელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანტონ პლესნოიმ საქართველოს სამი ოქროს მედალი მოუპოვა ევროპის ჩემპიონატზე

მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, 9 აპრილის დღის პროგრამა საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. საქართველოს ნაკრების წევრი ანტონ პლესნოი ევროპის ჩემპიონი გახდა 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში. პირველ მოძრაობაში - ატაცში პლესნოიმ ოქროს მედალი მეორე ცდით გაინაღდა - 175-კილოგრამიანი შტანგა ასწია. მესამე ცდაც (180 კგ) გამოიყენა და უახლოეს მდევართან ჰანდიკაპი რვა კილომდე გაზარდა. აკვრაში ანტონ პლესნოიმ 215 კილოგრამით, კიდევ უფრო იოლად მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. ორჭიდის ჯამში კი 393... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ხელისუფლება ოპონენტებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტით დაუპირისპირდება

ბელარუსის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო შესწორებები, რომელიც, „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის“ საბაბით ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო შეზღუდოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და მძიმე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისროს ნიბისმიერ პარტიას და გაერთიანებას, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს. რადიო თავისუფების ბელარუსულმა სამსახურმა მოიპოვა ეროვნულ სამართლებრივ პორტალზე გამოქვეყნებული კანონპროექტი, რომლის თანახმად, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების, უკანონო შეიარაღებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„უცნობი“ გეგმავს დააფუძნოს საზოგადოებრივი მოძრაობა სახელწოდებით „აი ია“  

დღეს, 9 აპრილს, გამართული აქციის შემდეგ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობმა“) პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აპირებს საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, რომლის სახელწოდება იქნება „აი ია“. „ეს მოძრაობა დაფუძნდება ძალიან მალე და შემდეგ უკვე ამ ხალხის კარნახით შევქმნათ ახალი ძალა. ეს არის ჩემი ნაფიქრი და რამდენად შევძლებთ ამას...“ - ამბობს „უცნობი“. შეკითხვაზე, საზოგადოებრივი ძალა გარდაიქმნება შემდგომში პოლიტიკურ პარტიად? გაჩეჩილაძე პასუხობს: „არ არის გამორიცხული. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვენაში ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკება მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება

9 აპრილს საერთაშორისო დიპლომატებმა შეაფასეს ვენაში ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო 4 დღის განმავლობაში მიმდინარე  მოლაპარაკება, რომელიც მიმართული იყო 2015 წელს ხელმოწერილი ერთობლივი და მრავლისმომცველ სამოქმედო გეგმის (JCPOA) განახლებისკენ პირველად მას შემდეგ, რაც შეთანხმებიდან 2018 წელს გამოვიდა აშშ-ი. მოლაპარაკებაში მონაწილე დიპლომატებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ შეხვედრა იყო „კონსტრუქციული“ და უზრუნველყოფდა „პოზიტურ იმპულსს“. ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ აშშ-ის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახეთში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს

​კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, კახეთში 1989 წლის 9 აპრილს პარლამენტის შენობასთან რუსი სამხედროების მიერ აქციის დარბევისას დაღუპულები გაიხსენეს.

Radiotavisupleba.ge 

სოხუმმა კვლავ არ იცის ზუსტად, თუ როდის მიიღებს რუსეთისგან ვაქცინას

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება რუსეთისაგან კვლავაც ელის საჭირო რაოდენობის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების თარიღის საბოლოოდ გადაწვეტას, - ამის შესახებ 9 აპრილს სოხუმში განაცხადა დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ჯანსუხ ნანბამ. მისი თქმით, ვაქცინა თავად რუსეთის მოსახელობისთვისაც ჯერჯერობით არ არის საკმარისი, ამიტომ სოხუმში მოელიან, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში უფრო დეტალური ინფორმაციას ექნებათ მოსახლოების ვაქცინაციის კონკრეტული ნაბიჯების შესახებ. „ეხო კავკაზას“ ცნობით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თბილისში 3:2 მოუგო საფრანგეთს

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საფრანგეთის ნაკრებს მოუგო, ანგარიშით 3:2 და ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა, რაც დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოაპოვებინებს. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში გამართული ხუთი თამაშიდან სამი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთი წააგო. საფრანგეთთან საშინაო მატჩამდე, ორჯერ აჯობა სომხეთის ნაკრებს (შინ - 5:0 და სტუმრად - 3:2)... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მარადისობის დღე", "მადლობა პატრიარქს", "ნაგვის გატანა" - ვინ მივიდა უცნობის აქციაზე

მომღერალი გია გაჩეჩილაძე, სასცენო სახელით - უცნობი და "საქართველოს მარადისობის დღის" დაფუძნების სხვა ინიციატორები "ორგანიზებულ საზოგადოებრივ ძალას" ქმნიან "სამოქალაქო კონტროლისთვის".

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში კოლონიაში პატიმრობით დასაჯეს ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციის მონაწილე

მოსკოვის მეშჩანსკის რაიონულმა სასამართლომ სამნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა აქტივისტ პაველ გრინ-რომანოვს, 31 იანვარს ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ მიტინგში მონაწილეობის გამო.  იგი დამნაშავედ სცნეს ხელისუფლების მიმართ ძალადობის გამოყენებაში. გამოძიების ვერსიით, გრინ-რომანოვმა არსანქცირებული მიტინგის დროს მოსკოვის ცენტრალურ ნაწილში გაზის ბალონი შეასხურა სახეში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრს. 23 წლის დონბასის მკვიდრმა მსჯავრდებულმა დანაშაული აღიარა. შესაბამისი ვიდეო აღიარებითი ჩვენებით საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება. „უქმე დღეები ნიშნავს რომ ის არის ყველასთვის", - თქვა ბრიფინგზე  უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ. რაც შეეხება თარიღებს, მისი განმარტებით, „მანამდე დღესასწაულებია, მოგეხსენებათ, შემდეგ შაბათ-კვირა უწევს, შემდგომ ისევ დღესასწაულია, 12 მაისი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანდრიუს კუბილიუსი: „დასავლეთის სისუსტე კრემლის აგრესიის პროვოცირებას ახდენს“

ევროპარლამენტის დეპუტატი, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ დასავლეთის სისუსტე კრემლის აგრესიის პროვოცირებას ახდენს, რისთვისაც პუტინის აგრესიული რიტორიკის წინაშე, სიმტკიცის ჩვენებაა საჭირო და არა უკან დახევა. „თუ ჩვენ გვსურს მშვიდობა ევროპის კონტინენტზე, მაშინ არ არის საჭირო უკან დახევა პუტინის აგრესიული რიტორიკის წინაშე, საჭიროა საკუთარი სიმტკიცის ჩვენება. საჭიროა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხოების სერიოზული ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა; საჭიროა, რომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვაქცინაცია, კრიზისი, სანქციები და ნამახვანჰესი - აქცენტები პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლიდან

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა და როგორც თვითონ თქვა, ამ მოხსენებისთვის სპეციალურად აარჩია 9 აპრილი, ​"სამმაგი გამარჯვების დღე", რომელიც აჩვენებს, როგორი მნიშვნელოვანია გაერთიანება საერთო მიზნებისთვის.

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა საქართველოსთვის მებრძოლთა ერთიანი მემორიალი გაკეთდეს 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, თბილისში ერთ სივრცეში გაკეთდეს იმ პირთა მემორიალი, ვინც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ მსგავსი სივრცის ვაკის პარკში მოსაწყობად უკვე მიმართა მთავრობას და თბილისის მერიას. "ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა შეძლება მიაგოს პატივი. სადაც საშუალება გვექნება, რომ ახალგაზრდებს ვასწავლოთ ამ 100 წლის ბრძოლების ისტორია, სადაც, როცა ჩამოვლენ ჩვენი უცხოელი სტუმრები ცოტა უფრო ღირსეულად მივიყვანთ პატივის მისაგებად. რაც დღეს ხდებოდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირს ამოსუნთქვა არ დასცალდა - ბრიუსელი ახალმა სკანდალმა მოიცვა

ეს წელი ევროკავშირისთვის მძიმედ დაიწყო. COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის მხრივ, ის ამერიკასაც ჩამორჩება და დიდ ბრიტანეთსაც, რის შედეგადაც სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქში უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ ბრიუსელის  უსარგებლობაზე. რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესაჭე ჟოზეპ ბორელი მისი მოსკოვური ვიზიტისას დაამცირეს, ახლა კი “დივანგეიტმა” ევროკავშირს ჯერაც შეუხორცებელ ჭრილობაზე მარილი მიაყარა.  ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამ კვირაში ანკარაში გაემგზავრნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტის ინიციატივაა, პოლიტიკოსებმა სიძულვილის ენასა და შეურაცხყოფაზე მორატორიუმი გამოაცხადონ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის და მოუწოდებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფისაგან. ამის შესახებ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიღების დროს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ეს არის ჩემი და არა საზოგადოების მოთხოვნა... მგონი, დრო მოვიდა მორატორიუმის გამოცხადების სიძულვილის და შეურაცხყოფის ენაზე. თავი რომ შევიკავოთ ამისგან, მე მგონი შეიცვლება ზოგადად ქვეყანაში ატმოსფეროც და განწყობებიც. ჩვენ ვართ განწყობის ქვეყანა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა „უცნობის" ორგანიზებულ აქციას

გია გაჩეჩილაძის („უცნობის“) ორგანიზებულ აქციას გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. „აი ამდენი დარჩნენ ზუსტად ქოცები თავის სახელმწიფო მოხელეებთან ერთად რაც დღეს იხილეთ. ასლანს თავისი დასასრულის ჟამს ბევრად მეტი ყავდა. ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ სრული ფარჩაკები ესენი რომ ვერ დავასრულოთ... ქართველ ხალხს ივანიშვილი ვერ გააფარჩაკებს!“ - დაწერა „ფეისბუკზე“ მიხეილ სააკაშვილმა. „უცნობის“ ორგანიზებით თბილისში, „ევროპის მოედანზე“ გაიმართა აქცია. მასზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა.

Radiotavisupleba.ge 

რეჟისორ ვიტალი მანსკის თავს დაესხნენ ფესტივალ "არტდოკფესტის“დროს

კრემლის მხარდამჭერი მოძრაობა „სერბის“ აქტივისტები თავს დაესხნენ რეჟისორ ვიტალი მანსკის, მოსკოვში მიმდინარე ფესტივალ „არტდოკფესტის“ მსვლელობის დროს. ამის შესახებ რეჟისორმა თავად აცნობა რუსულენოვან ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“. მანსკი, რომელიც ამ ფესტივალის დამფუძნებელია, 9 აპრილს ინტერვიუს აძლევდა ჟურნალისტებს, რა დროსაც მასთან მიიჭრა რამდენიმე კაცი. ერთი-ერთი შეეცადა მისთვის კისერზე ნაჭრის შემოხვევას. კონფლიქტში ირგვლივ მყოფი ადამიანები ჩაერივნენ და თავდამსხმელები გააქციეს. ინციდენტის შედეგად მანსკი არ დაშავებულა და თავს კარგად გრძნობს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტმა დათა ვანიშვილი სამოქალაქო თავდადებისათვის დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი დათა ვანიშვილი სამოქალაქო თავდადებისათვის მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოება პრეზიდენტის სასახლეში დღეს, 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. ვანიშვილს ჯილდო გარდაცვალების შემდეგ გადაეცა. ჯილდოს მისი ოჯახის წევრები მიიღებენ. ბოლო 10 წლის განმავლობაში, დათა ვანიშვილი ცოლთან ერთად ცხოვრობდა მავთულხლართებით გაყოფილ საკუთარ მიწაზე, რომლის ერთ ნაწილში მისი სახლი მოექცა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ფორმულას" დირექტორი ამბობს, რომ პოლიციას ძალადობის ფაქტზე მიმართვის გარეშეც შეეძლო რეაგირება

ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ პოლიცია უახლოეს მომავალში მიიღებს ინფორმაციას ტელეკომპანიის თანამშრომელზე განხორციელებული ძალადობის შესახებ. მისი თქმით, სათანადო დოკუმენტაცია მზადდება და წარადგენენ, თუმცა შეიძლებოდა, პოლიციას რეაქცია ფაქტზე ამის გარეშე, ტელეკომპანიის საჯარო განცხადებაზე დაყრდნობითაც ჰქონოდა. „გამოეთხოვათ ჩვენგან, თუმცა ჩვენ თვითონ მივაწვდით ამ ადამიანის შესახებ ინფორმაციას. უბრალოდ მისი თხოვნა იყო, რომ მისი სახელი და გვარი პირდაპირ ეთერში არ დაგვესახელებინა და ეგ გავითვალისწინეთ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი - დაკარგული დოკუმენტის ისტორია

დღემდე არავინ იცის, სად დაიკარგა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ორიგინალი. უფრო მეტიც, დოკუმენტი, ფაქტობრივად, არც არავის უძებნია. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში მაგიდაზე დამოუკიდებლობის აქტი იყო გაშლილი. მასზე ხელის მოსაწერად დეპუტატებმა ახალი კალმები იყიდეს. ნერვიულობისგან ბევრს ხელი უკანკალებდა და ამიტომ ზოგის გვარი მკაფიოდ არ ჩანს. ჰამლეტ ჭიპაშვილი, რომელიც მაშინ უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი იყო, იხსენებს, რომ დოკუმენტი ბოლოს თავის კაბინეტში ჩაიტანა, თვითონაც მოაწერა ხელი და ბეჭედი დაუსვა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საბედისწერო გზა მდინარე ენგურზე

აფხაზეთიდან დევნილმა მარინა ბიგვავამ მარტომ გააცილა ოკუპირებულ რეგიონში მდინარის გადაკვეთისას დაღუპული 62 წლის ნათესავი. თამაზ ბასლანძის ცხედარი კატაფალკით მიასვენეს ენგურის ხიდამდე, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ავტომანქანა ელოდებოდა.

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსი "ქართული ოცნების" მე-6 დეპუტატს დაუდასტურდა

Covid-19 საქართველოს პარლამენტის კიდევ ერთ დეპუტატს, ნოდარ ტურძელაძეს დაუდასტურდა. ინფორმაცია მან თავად გაავრცელა "ფეისბუკით". "გუშინ ჩემთვის გაკეთებული PCR ტესტის პასუხი დადებითია. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ და იზოლაციაში ვაგრძელებ მკურნალობას", - აცხადებს ის. კორონავირუსი მის გარდა, დაუდასტურდა მმართველი პარტიის კიდევ 5 დეპუტატს: მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანს, ირაკლი ზარქუას, ირაკლი მეძმარიაშვილსა და მაია მენაღარიშვილს.


Столичные производители представляют новые ...

Раскрыт секрет, как и где отдохнуть в России летом за 11 тыс. рублей

Индекс Мосбиржи опустился ниже 3200 пунктов впервые с 26 февраля

Торговая сеть собрала более 60 тонн детских товаров для нуждающихся семей



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Торговая сеть собрала более 60 тонн детских товаров для нуждающихся семей

Раскрыт секрет, как и где отдохнуть в России летом за 11 тыс. рублей

Приз «СеЗам-2024» за лучшую интернет-публикацию присудили посмертно автору «Псковской правды»

Монастырские продукты из России выйдут на рынок Китая с этикетками на русском языке

Музыкальные новости

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

Путин запретил списывать пенсии детей-инвалидов при взыскании долгов

Распределяй и управляй: водители «Грузовичкоф Бизнес» – о преимуществах работы и трудовых буднях  

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Новости России

Ведущий метеоролог "Гисметео" предупредил о резких перепадах погоды летом

Дневник редактора моды: Анджелина Джоли на обложке Vogue, Кара Делевинь в кампейне Calvin Klein и другие фэшн-новости недели

Достаем купальники: 10 звезд, которые уже открыли пляжный сезон

Раскрыт секрет, как и где отдохнуть в России летом за 11 тыс. рублей

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Спорт в России и мире

Синнер повторил уникальное достижение Джоковича и Надаля на турнирах «Большого шлема»

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Муруджинские озера

ТСД SAOTRON RT-T50: высокопроизводительный терминал сбора данных промышленного класса







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *