Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Апрель
2021

Новости за 26.04.2021

Radiotavisupleba.ge 

ირანში იზრდება COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შიშობენ, რომ COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში იმ ფონზე, როდესაც წუხელ ქვეყანაში პანდემიის მანძილზე ერთი დღის განმავლობაში ყველაზე მეტი სიკვდილის შემთხვევა აღირიცხა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ირანში 496 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც 70070-მდე გაიზარდა ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა. “ცუდი ინფორმაცია ისაა, რომ სავარაუდოდ მომდევნო ორი კვირის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება იწყება - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 აპრილს

ევროკავშირის გირაო თუ ამნისტია - როგორ გადაწყდება შეთანხმების პირველი პუნქტი? დღეს პარლამენტში ის ოპოზიციონერი დეპუტატები დარეგისტრირდებიან, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთანხმებას მოაწერეს ხელი და ბოიკოტს წყვეტენ. გუშინ ოპოზიციისა და ხელისუფლების მორიგი შეხვედრის შემდეგ „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით 27 აპრილს აღარ დარეგისტრირდება 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის პროექტი. თუმცა უცვლელ გეგმად რჩება პრეზიდენტის დაანონსებული შეწყალება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გორის თეატრში სპექტაკლების ჩვენება 14 მაისიდან აღდგება

გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრი 4 მაისიდან რეპეტიციებს განაახლებს. გორის თეატრის დირექტორის გია წვერავას თქმით, სპექტაკლების ჩვენება 14 მაისიდან განახლდება. „ჩვენთან თეატრში სამ თანამშრომელს დაუდასტურდა COVID-ი, რის გამოც სპექტაკლები გადაიდო. რეპეტიციებს 4 მაისს განვაახლებთ და თუ ყველაფერი კარგად იქნება უქმეები, რომ გაივლის 14 მაისიდან სპექტაკლებიც დაინიშნება", - ამბობს გია წვერავა. გორის თეატრის თანამშრომლებს COVID-ინფექცია დაუდასტურდათ, რის გამოც 21 აპრილიდან სპექტაკლების ჩვენება დროებით შეჩერდა.

Radiotavisupleba.ge 

პაპუაშვილი მელიაზე: თუკი ევროკავშირის გირაოს თანხმდება, ვერ ვხვდები თავად რატომ არ იხდის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი.  „დიდი ხანია ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გასული არიან რაიმე რაციონალური დამოკიდებულებისგან. მათ ჩაეშალათ მთელი დესტრუქციის მცდელობა, შედგა შეთანხმება შარლ მიშელის ინიციატივით და ახლა ცდილობენ ამ შეთანხმების აღსრულებაც ჩაშალონ, სწორედ ამის ნაწილია დღევანდელი განცხადებაც. თუკი ევროკავშირის გირაოს თანხმდება, ვერ ვხვდები თავად რატომ არ იხდის ამ გირაოს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Bellingcat-ი: გრუ-ს ოპერაციის მიზანს ჩეხეთსა და ბულგარეთში წარმოადგენდა უკრაინის დასუსტება

2014-2015 წლებში რუსეთის სამხედრო დაზვრევის (გრუ) მიერ ჩეხეთსა და ბულგარეთში ჩატარებული ოპერაციების მიზანს, დიდი ალბათობით, წარმოადგენდა უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შეფერხება და ამ ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების დასუსტება. ასეთ დასკვნას შეიცავს ჯგუფ Bellingcat-ის ახალი გამოძიება, რომელიც რუსულ გამოცემა The Insider-თან, გერმანულ Der Spiegel-თან და ჩეხურ ჟურნალ Respekt-თან ერთად ჩატარდა. არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით Bellingcat-ი მივიდა დასკვნამდე, რომ ჩეხეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტი დაინიცირდება შეთანხმებულ ვადაში  

მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტი აუცილებლად მიიღებს.   „აუცილებლად დაინიცირდება ამნისტიის კანონპროექტი, ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ და ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი. ამნისტიის კანონპროექტი იქცევა კანონად. არავის არაფერი არ გადაუფიქრებია. „ქართული ოცნება" შეასრულებს პირობას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯაფარიძის თქმით, 27 აპრილს ამნისტიის კანონპროექტი დიდი ალბათობით არ დარეგისტრირდება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში ოპოზიციის ნაწილსა და „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელოს"-ს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ ამნისტიის კანონპროექტი 27 აპრილს დიდი ალბათობით არ დარეგისტრირდება. „ჩვენ ხვალ პარლამენტში დავრეგისტრირდებით, იმისთვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში, რომ ერთმა ადამიანმა საპატიმრო დატოვოს. ამის შემდეგ კონსულტაციებს გავაგრძელებთ ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში სასამართლომ გამოცემა დააჯარიმა ციხანოუსკაიასთან ინტერვიუს გამო

მინსკის ერთ-ერთმა რაიონულმა სასამართლომ 580 ბელარუსული რუბლით ($226) დააჯარიმა გამოცემა Intex-press-ის გამომცემელი, ვლადიმირ იანუკევიჩი, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ, სვიატლანა ციხანოუსკიასთან გამოქვეყნებული ინტერვიუსთვის. აღნიშნული ინტერვიუს გამოცემის საიტზე 13 აპრილს გამოქვეყნდა, მეორე დღეს იგი დაიბეჭდა გაზეთშიც. იანუკევიჩი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ისეთი ინფორაციის გამოქვეყნებისთვის, რომელიც აკრძალულია გავრცელებისთვის. თავად იანუკევიჩის თქმით, ინტერვიუში სვიატლანა ციხანოუსკიასთან „კითხვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამნიძის განცხადებით, შეთანხმებაში ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი არის ამნისტიის აქტის მიღება

„რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძე მიესალმება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ამნისტიის საკითხის გამოთხოვის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოზე დათანხმების შესახებ.  „მივესალმები ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ფაქტია, ევროკავშირის გირაოს შეთავაზების მიღება ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები მას აღიარებენ, როგორც პოლიტიკურ პატიმარს. ასე იყო იმ დღიდანვე, როდესაც შემოთავაზებაში გაჩნდა გირაოს გადახდა ევროკავშირის მხრიდან, ეს კარგია. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომეხთა გენოციდი: აშშ-ის პრეზიდენტის აღიარება ახარებს სომხებს, აბრაზებს თურქეთს

ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომეხის დახოცვას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად უწოდა გენოციდი - ყველაზე საზარელი დანაშაული. ბაიდენი პირველი პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, რომლებიც ცდილობდნენ არ გაეღიზიანებინათ თურქეთი - ნატოელი მოკავშირე და სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქვეყანა. „ყოველ წელს, ამ დღეს, ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც ემსხვერპლა ოსმალეთის პერიოდის სომეხთა გენოციდს და კიდევ ერთხელ ვდებთ პირობას, რომ წინ აღვუდგებით ამგვარ სისასტიკეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამადაშვილი ნიკა მელიასთან შეხვედრას გეგმავს

„ქართული ოცნების” წევრებისა და ოპოზიციის ნაწილის მონაწილეობით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები ამნისტიის აქტთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.  შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას.  „რაიმე ცვლილებებზე საუბარი ჩვენ შეიძლება გავმართოთ, როგორც ორივე მხარის, ისე მედიატორების მონაწილეობით. ამიტომ, მე შემიძლია ვთქვა, რომ ხვალ [27 აპრილს] თუ ყველაფერი წავა ისე როგორც იყო დაგეგმილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის უშიშროებამ გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტები ჩერნობილის აეს-ში მომხდარ კატასტროფაზე

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის 35-ე წლისთავზე, უკრაინის უშიშროების სამსახურის სახელმწიფო არქივმა გამოაქვეყნა ამ და სხვა აფეთქების შესახებ არსებული საიდუმლო დოკუმენტები. საბჭოთა კაგებეს არქივებში დაცულ დოკუმენტებს შორის ერთ-ერთი პირველია, ატომური ელექტროსადგურის დირექტორის, ვიქტორ ბრიუხანოვის მოხსენება აფეთქების შესახებ. საარქივო საქმე ადასტურებს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე ავარია მანამდეც მომხდარა. მაგალითად, 1982 წელს პირველ ენერგობლოკზე ადგილი ჰქონდა რადიოაქტიური ნივთიერებების მნიშვნელოვან გამოფრქვევას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოხანაშვილი: მელიას ნებაზე არაა დამოკიდებული შეთანხმების იმპლემენტაცია 

ამნისტიის საკითხზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართვას პასუხობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. მისი თქმით, შეთანხმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ამნისტიის აქტი, რომლითაც პარტიები კისრულობენ ვალდებულებას და იღებენ პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ დეპოლარიზაციასა და ადამიანის ბედით მანიპულირებას. „ეს ნიშნავს იმას, რომ ამნისტია უნდა გამოიცეს. ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება ვინმეს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა მანევრების შემდეგ ორი დიდი სადესანტო გემი დატოვა შავ ზღვაში

რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ორი დიდი სადესანტო ხომალდი ამ დრომდე კვალავ რჩება შავი ზღვის აკვატორიაში მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო უწყებამ დასრულებულად გამოაცხადა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ თანახმად, საუბარია ორ დიდ სადესანტო გემზე „ალექანდრ ოტრაკოვსკიზე“ და „კონდოპოგაზე“, რომლებიც „აგრძელებებ შავი ზღვის აკვატორიაში მოქმედებას შორეული ნაოსნობის გეგმების მიხედვით“, - იუწყება რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის პრესსამსახური. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ გაჩნდა ფეისბუკში გიორგი გახარიას მხარდამჭერი გვერდების ქსელი - მითების დეტექტორი პროცესს აღწერს

18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერის მხარდამჭერი რამდენიმე ფეისბუკანგარიში (გახარიას პარტიის მხარდამჭერები, გახარია დაბრუნდეს), საჯარო ჯგუფები და გვერდები გაჩნდა. „მითების დეტექტორმა” საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდასაჭერად სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა მიზნით შექმნილი 14 ფეისბუკგვერდი გამოავლინა, რომლებიც პირობითად ორ კატეგორიად დაყო. 2021 წლის 18 თებერვლამდე შექმნილი გვერდები, რომლებმაც სახელი გახარიას გადადგომის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პარლამენტი 3 მაისს იმსჯელებს პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხზე

სომხეთის საკანონმდებლო ორგანო, ეროვნული კრება, 3 მაისს განიხილავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, სომხეთის პარალმენტის სპიკერის, არარატ მირზოიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. 25 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობა დატოვა, რითაც ოფიციალურად გაუხსნა გზა საპარლამენტო არჩევნებს, რომლითაც უნდა განიმუხტოს შარშან აზერბაიჯანთან ომის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. სომხეთის კონსტიტუციის თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახა კუჭავა შეხვდა სალომე ზურაბიშვილს

ადმინისტრაციის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა კახა კუჭავამ პირველი შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.  ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავა წარადგინა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის პოსტს იკავებს. არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან 24 აპრილს გადადგა. „ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის როლში“, - განაცხადა მან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანში კიდევ ერთი წლით მიუსაჯეს პატიმრობა ირანული წარმოშობის ბრიტანელს

ირანის სასამართლომ კიდევ ერთი წლით გაუგრძელა პატიმრობა ირანული წარმოშობის ბრიტანელს, ნაზანინ ზაღარი-რატკლიფს, ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელს, რომელსაც ერთი წლით აეკრძალა ასევე ქვეყნის დატოვება. როგორც 26 აპრილს ადვოკატმა ჰოჯაიტ კერმანიმ განაცხადა, სასამართლომ ნაზანინ ზაღარი-რატკლიფი „სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდაში“ დაადანაშაულა იმის გამო, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელმა 2009 წელს ლონდონში, ირანის საელჩოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობას. ირანული წარმოშობის ბრიტანელს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯაფარიძე: მხარს დავუჭერთ ნიკა მელიას ინიციატივას, თუ იგი მიშელის დოკუმენტში აისახება

„ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ თუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტში აისახება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სურვილი ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შესახებ, მაშინ „ლელო“ მხარს დაუჭერს მას. „რა თქმა უნდა, ეს არის დოკუმენტი, რომელიც შემოგვთავაზა შარლ მიშელმა. თუ მისი[ნიკა მელიას] სურვილი იქნება ასახული ამ დოკუმენტში, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავუჭერთ მის ინიციატივას მხარს, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თვითონ იმ ადამიანის ნება, რომელსაც შეიძლება შეეხოს ამნისტია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ და ვისთვის მკაცრდება კანონი - პარლამენტი ცვლილებებს გეგმავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

წვრილმანი ხულიგნობისა და  სამართალდამცავის მიმართ დაუმორჩილებლობის ან შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შესაძლოა გამკაცრდეს - საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე გაიტანეს, წინ საკომიტეტო მოსმენებია.

Radiotavisupleba.ge 

თუ ამნისტიის პროექტს გაითხოვენ, მელია მზად არის, დათანხმდეს ევროკავშირის შემოთავაზებულ გირაოს 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას მისივე „ფეისბუკის" გვერდზე ავრცელებენ. ის სთხოვს ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს „შარლ მიშელის დოკუმენტს" და მიმართავს „ქართულ ოცნებას", გაითხოვონ ამნისტიის საკითხი და იღებს პასუხისმგებლობას, რომ დათანხმდება ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დატოვებს ციხეს. „გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთში 2014 წელს მომხდარი აფეთქების შესახებ გამოძიება მხოლოდ ერთ ვერსიაზე მუშაობს

ჩეხეთის საგარეო საქმეღა მინისტრმა უარყო ქვეყნის პრეზიდენტ მილოშ ზემანის სიტყვები, თითქოს ვრბეტიცეში საბრძოლო მასალების საწყობში 2014 წელს მომხდარი აფეთქების თაობაზე მიმდინარე გამოძიება მუშაობდეს ინციდენტის ორ ვერსიაზე. ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, იან ჰამაჩეკის თქმით, სამართალდამცავი სტრუქტურები მუშაობენ ერთადერთ ვერსიაზე - დივერსიასთან რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტების კავშირზე. „რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილია, საქმეში მხოლოდ ერთადერთი ვერსიაა. მტკიცებულებები იმდენად ცხადია, რომ დარწმუნებული ვარ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაატა მანჯგალაძე განმარტავს, რა შემთხვევაში დააყენებს ოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტის საკუთარ ვერსიას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციამ პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის საკუთარი ვერსია დააყენოს. 26 აპრილს, ოპოზიციური პარტიების კონსულტაციების დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ქართულ ოცნებასთან“ პრინციპულ საკითხებზე პოზიციები ვერ შეჯერდება: „ჩვენ არა ვართ კონფრონტაციულ რეჟიმში, არ გვინდა რომ თავიდანვე კონფრონტაცია გვქონდეს, ამიტომ იქნება კომუნიკაცია ქართულ ოცნებასთან ეხლა. შევეცდებით რომ შევაჯეროთ ვერსია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არმაზ ახვლედიანი ეხმაურება ღარიბაშვილის „ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამას“

საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების" ყოფილი აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი აფასებს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ახალ პროგრამას. „აღმშენებლობის შანსი "ქართულ ოცნებას" ჰქონდა 2012 წლიდან. ეს შანსი საუბედუროდ ხელიდან გაუშვა. 9 წლის თავზე დაქცეულ ქვეყანაში აღმშენებლობის გეგმაზე საუბარი ამ ტონალობაში და ასეთი გეგმის წარდგენით, მაინცდამაინც, რომ გითხრათ, სერიოზულად არ მიმაჩნია", - განაცხადა ახვლედიანმა და დაამატა: - „საუბედუროდ, არადემოკრატიულ მმართველობაში, ყველა საკითხი, ჩემი დაკვირვებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შალვა პაპუაშვილი ამნისტიის კანონზე: თავი უნდა დავანებოთ დამნაშავეების ძიებას

უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ამნისტიის კანონის მიღება ნიშნავს, რომ აღარ დაიწყება 2019 წლის ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით "დამნაშავეების ძებნა". ამის შესახებ მან პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებამდე ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. "როდესაც ამნისტია ცხადდება, ნიშნავს, რომ იმასთან დაკავშირებით ჩადენილი აქვს დანაშაული, ყველას ეხება. ამნისტია იმით განსხვავდება შეწყალებისგან, რომ ეს არ არის სახელობითი - ყველას, ვინც ექცევა გარკვეული მუხლების ქვეშ... ჩვენ თავი უნდა დავანებოთ დამნაშავეების ძიებას... Читать дальше...


Магнитная буря 31 мая 2024: обнародованы подробности о геомагнитном фоне в пятницу

FT: США собрались выдвинуть Китаю ультиматум

ТУСУР: драйвером кластера микроэлектроники станет центр в ОЭЗ "Томск"

Эксперт назвал выгодные районы в Москве для аренды коммерческой недвижимости



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Музею "Царицыно" исполнилось 40 лет

Тамбовский велопутешественник Александр Осипов стал финалистом национальной премии

В Штабе общественной поддержки "Единой России" прошла акция "Изобрази свой дом"

Эксперт назвал выгодные районы в Москве для аренды коммерческой недвижимости

Музыкальные новости

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку В.В. Жириновского и В.Г. Мессинга. СЕНСАЦИОННЫЕ ДАННЫЕ!

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

Новости России

На летние веранды ресторанов и кафе возвращается алкоголь

FT: США собрались выдвинуть Китаю ультиматум

Запад пытается спровоцировать Россию на ядерный удар

Владимир Путин — игрок уровня 100. А Дюмин ещё на шаг ближе к Путину

Экология в России и мире

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

Eleganzza весна-лето 2024

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Спорт в России и мире

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Moscow.media

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

Лучший HR-бренд – «Грузовичкоф»

Завершен монтаж пролетного строения моста через Волгу на обходе Твери

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *