Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2023

Новости за 02.09.2023

Radiotavisupleba.ge 

კიევის სასამართლომ მილიარდერ კოლომოისკის მიუსაჯა პატიმრობა შესაძლო გირაოს უფლებით

კიევის რაიონულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის 2 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, სასამართლომ კოლომოისკის ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ბიზნესმენს მისცა შესაძლებლობა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ გადაიხადოს 509 მილიონზე მეტი გრივნის გირაოს გადასახადი. კოლომოისკიმ სასამართლო დარბაზში სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. მანამდე ოლიგარქმა უარყოფდა მის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის შეტევას სამი მიმართულებით აქტიურად იგერიებენ-გენშტაბი

რუსეთის ჯარებმა დღის განმავლობაში უკრაინის პოზიციებსა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით განახორციელეს ორი სარაკეტო და 34 საჰაერო დარტყმა, ასევე 42-ჯერ ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებიდან, - იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 2 სექტემბრის საღამოს ანგარიშში. შტაბმა დღის განმავლობაში დაფიქსირდა ფრონტზე 15-ზე მეტი სამხედრო შეტაკება დააფიქსირა. კერძოდ, ლიმანის მიმართულებით, ლუგანსკის რაიონის ნოვოეგოროვკასთან ახლოს, რუსეთის ჯარებმა წარუმატებლად სცადეს წინსვლა. "ავდიევკის მიმართულებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნატოს წვრთნებზე ბალტიის ზღვაში ყურაღდება რუსეთის მხრიდან თავდასხმის მოგერიებაზე გამახვილდება

ნატოს საზღვაო წვრთნები, რომელიც ბალტიის ზღვაში მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება, პირველად დაეთმობა რეგიონში ჰიპოთეტური რუსული შეტევის მოგერიებას. ამის შესახებ „როიტერსი“ გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურ, ვიცე-ადმირალ იან კრისტიან კააკზე დაყრდნობით წერს. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი გემი და 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ათზე მეტი ქვეყნიდან, რომლებსაც აქვთ გასასვლელი ბალტიის ზღვაზე. ასევე შვედეთი, ალიანსის წევრობის კანდიდატი. მრავალეროვნულ წვრთნებში წარმოდგენილი იქნება ალიანსის რამდენიმე სხვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის შსს-მ მსახიობ ლია ახედჯაკოვას შემოწმება დაიწყო არმიის "დისკრედიტაციის" გამო

რუსეთის არმიის "დისკრედიტაციის" მუხლით, მოსკოვში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარმა სამმართველომ დაიწყო გამოძიება რუსეთის სახალხო არტისტ ლია ახედჯაკოვას მიმართ. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება. შემოწმება დაიწყო სპექტაკლ "ჩემი შვილიშვილი ბენიამინის" გამო, რომლის ჩვენებაც 27 ივნისს შედგა ბრემენში, სადაც ახედჯაკოვამ სცენაზე უკრაინის დროშა გამოიტანა.   შემოწმების ჩატარების მოთხოვნით შესაბამის უწყებას "უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული ფედერალური პროექტის" ხელმძღვანელმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„პროგრამული ხარვეზი იყო“ - რატომ არ მუშაობდა ბაღების პედაგოგების სამგზავრო ბარათები?

საბავშვო ბაღების პედაგოგებს, სამგზავრო ბარათები, რომლითაც თვეში ასჯერ შეუძლიათ უფასოდ იმგზავრონ, დღეს დილით დაბლოკილი დახვდათ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვეღარ ისარგებლეს. როდესაც მერიის ცხელ ხაზზე დარეკეს, მათ უთხრეს, რომ შესაძლოა, ამის მიზეზი "ლიმიტი ამოწურვა" იყო. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი პედაგოგი ეუბნება, სექტემბერი სულ ორი დღეა დაიწყო და ლიმიტს ვერაფრით ამოწურავდნენ. რადიო თავისუფლებამ თბილისის მერიაში იკითხა, რა გახდა პედაგოგების ბარათების უმოქმედობის მიზეზი. როგორც აგვიხსნეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინიდან ჩამოსვენებული კიდევ ერთი მოხალისე მებრძოლი დაასაფლავეს

ოკუპირებულ ცხინვალში შაბათს დაასაფლავეს არტურ ხაჩიროვი - მოხალისე, რომელიც უკრაინაში, რუსეთის მხარეს იბრძოდა. ოსური მედიის ცნობით, ის უკრაინაში რუსეთის მხარეს, ე.წ. დონბასის რესპუბლიკებში იბრძოდა. 33 წლის არტურ ხაჩიროვი იქ მოხალისედ იყო წასული. მას მეუღლე და 5 შვილი დარჩა. ოკუპირებულ ცხინვალში მის დაკრძალვას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი, ეგრეთ წოდებული თავდაცვის მინისტრი მარატ პავლოვი და დე ფაქტო მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. გაგლოევმა ხაჩიროვი სიკვდილის შემდეგ „სამშობლოს დამცველის“ მედლით დააჯილდოვა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოკ-მა რუს და ბელარუს სპორტსმენებს აზიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება არ მისცა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსებსა და ბელარუსებს აზიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება არ მისცა. პირველად ამის შესახებ ცნობა The Indian Express-მა გამოაქვეყნა აზიის ოლიმპიურ საბჭოზე (OCA) დაყრდნობით. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მოგვიანებით ეს ინფორმაცია სააგენტო "ტასს" დაუდასტურა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განმარტა, რომ რუსებისა და ბელარუსების მონაწილეობის იდეა აზიურ თამაშებში "ტექნიკური მიზეზების გამო გახდა შეუძლებელი." დეტალები არ არის მითითებული, მაგრამ აზიის თამაშებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუს გენერალს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს საბიუჯეტო თანხებით საკუთარი სახლის რემონტისთვის

როსტოვის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ გენერალ-ლეიტენანტ ვიქტორ ვორონოვს 5-წლიანი მკაცრი რეჟიმი მიუსაჯა. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის ყოფილი მოადგილე თავდაცვის სამინისტროს ხარჯზე საკუთარი სახლის შეკეთების მცდელობისთვის მიეცა პასუხისგებაში. როგორც სასამართლომ დაადგინა, 2021 წლის მაისში ვორონოვმა, ნაცნობი იგორ თოროვის მეშვეობით, შეაკეთა სახლი და მოაწყო მიმდებარე ნაკვეთი თავდაცვის სამინისტროს "ცენტრალური საბინაო და კომუნალური ადმინისტრაციის" თანამშრომლების შრომის გამოყენებით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„გთხოვთ, დიალიზის პროგრამა ადგილზე დანერგოთ“ - რა უპასუხა ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობის მოთხოვნას

ლაგოდეხში მუდმივმოქმედმა საინიციატივო ჯგუფმა „ხალხის ხმამ“ ჯანდაცვის სამინისტროს, პრემიერ-მინისტრის აპარატს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტსა და ადგილობრივ ხელისუფლებას წერილით მიმართა, რომლითაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თირკმლის დიალიზის ცენტრის გახსნა მოითხოვა. წერილს 400 ადამიანი აწერს ხელს. როგორც საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ლალი ევტუშენკომ რადიო თავისუფლებას უთხრა, დიალიზის პროცედურის ჩასატარებლად, ადგილობრივებს გურჯაანში ან თელავში უწევთ წასვლა, ზოგ შემთხვევაში კი ადგილების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიქოზში გაიხსნა ანიმაციური ფილმების ფესტივალი

საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს, სოფელ ნიქოზში, ანიმაციური ფილმების ფესტივალი გაიხსნა. ერთი კვირის განმავლობაში აქ წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში ცნობილი ანიმატორების ნამუშევრები. ის სასახლე, სადაც ფესტივალი მიმდინარეობს, 2008 წელს, რუსეთის ავიაციის მიერ დაბომბვისას განადგურდა, მაგრამ ორი წლის შემდეგ მისი აღდგენა მოხერხდა და მას შემდეგ აქ ფესტივალი იმართება. ფესტივალის დამფუძნებელია ცხინვალ-ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია), რომელიც საერო ცხოვრებაში თვითონ იყო ანიმატორი და ფესტივალის ნიქოზში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: "ხვეწნას არ ვაპირებთ"

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ მკაფიოდ დააფიქსირა მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელიც „არღვევს კონსტიტუციას“. მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან კონსულტაციებს არ აპირებს და არც „არავისთან ხვეწნას არ აპირებენ“. „როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტს ოპოზიცია გადაეფარა“, - თქვა მან. მისი თქმით, მმართველ პარტიაში იციან, რომ იმპიჩმენტის პროცედურას შედეგი არ მოჰყვება, რადგან ოპონენტების რეაქციები ცნობილია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნობელის ფონდმა გააუქმა რუსეთისა და ბელარუსის ელჩებისთვის გაგზავნილი მოსაწვევები

ნობელის ფონდმა გააუქმა რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩებისათვის სტოკჰოლმში დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად გაგზავნილი მოსაწვევები. ამის შესახებ ფონდის ვებგვერდზეა ნათქვამი. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ წელს რუსეთის, ბელორუსიისა და ირანის ოფიციალური წარმომადგენლების სადღესასწაულო ღონისძიებებზე მიწვევის გადაწყვეტილებამ მწვავე რეაქცია გამოიწვია, მათ შორის შვედ პოლიტიკოსებს შორის. გასულ წელს ელჩები ასეთ ღონისძიებაზე არ მიუწვევიათ. შვედეთის ოპოზიციური პარტიების ზოგიერთმა ლიდერმა გააუქმა მიწვევა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ინიციატივას

ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს მმართველის პარტიის „ქართული ოცნების“ ინიციატივას სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე და ამბობენ, რომ თუ ვინმეს ლუსტრაცია მოხდება იმპიჩმენტის წამოწყების პროცესით, ეს "ქართული ოცნება“ იქნება. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მის მიერ არჩეულ პრეზიდენტს იმპიჩმენტს უპირებენ მხოლოდ იმის გამო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინდოეთმა მზის შესასწავლად კოსმოსში რაკეტა გაუშვა

ინდოეთმა მზის შესასწავლად კოსმოსში გაუშვა რაკეტა, როგორც მისი პირველი მზის მისიის ნაწილი. რაკეტმზიდმა სახელწოდებით Polar Satellite Launch Vehicle (PSLV) წარმატებით გაუშვა დედამიწის გარშემო ორბიტაზე კოსმოსური ობსერვატორია Aditya-L1. რაკეტის გაშვების ტრანსლაციას, რომელიც ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციის „იუტუბის: არხზე ჩატარდა, 3.7 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს. კოსმოსური ხომალდის დანიშნულების ადგილი დედამიწიდან 1,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ხოლო მისიას დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფეხით მსოფლიოს გარშემო

"გაისად სტამბოლიდან დავიწყებ: ბულგარეთი, სერბეთი, უნგრეთი, ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი. საფრანგეთიდან თვითმფრინავით აშშ-ში ჩავალ და 5 შტატს ფეხით გავივლი. გაზაფხულზე ამერიკიდან ჩინეთში გადავფრინდები..." ყაზახი მჭედელი, 73 წლის სარსენბაი კოტირაშევი 7 წელი ოცნებობდა მსოფლიოს გარშემო ფეხით მოგზაურობაზე, რომელიც შარშან დაიწყო. წელს, აგვისტოს ბოლოს მის მარშრუტს საქართველოც შეემატა. აქედან ის სტამბოლისკენ მიდის. სარსენბაი კოტირაშევი დღეში 50 კილომეტრს გადის.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის არმია, კუპიანსკზე საპასუხო შეტევებით, ცდილობს უკრაინის კონტრშეტევის შეჩერებას - ბრიტანეთის დაზვერვა

რუსი სამხედროები არ ტოვებენ მცდელობას, შეაჩერონ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა სამხრეთ მიმართულებით, წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით. უკრაინის ჯარები ზაპოროჟიეს რეგიონში ორეხოვსკის მიმართულებით "რუსების თავდაცვის მთავარ ხაზს“ მიუახლოვდნენ. ამავე დროს, რუსეთის არმია, კერძოდ, საერთო-საჯარისო 58-ე არმიის დანაყოფები და რუსეთის სადესანტო ჯარების ნაწილები, "აგრძელებენ თავიანთ შეტევას კუპიანსკის მიმართულებით". ბრიტანული დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის ჯარი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მილიარდერი იგორ კოლომოისკი თაღლითობაში დაადანაშაულა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის თაღლითობასა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამსახურის ტელეგრამის არხი ავრცელებს. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე და 209-ე მუხლებზე: თაღლითობა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაცია (გათეთრება). გამომძიებლების თქმით, 2013-2020 წლებში კოლომოისკიმ ნახევარ მილიარდზე მეტი გრივნა „გაათეთრა“ მათი საზღვარგარეთ გადარიცხვით, მისი კონტროლის ქვეშ მყოფი საბანკო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურის გამოყენებით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ონკანებიდან ყავისფერი წყალი მოდის": რატომ არ იხდიან ლაგოდეხში წყლის გადასახადს?

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ვერ ახერხებს მომხმარებლების ნაწილისგან წყლის საფასურის ამოღებას. საერთო დავალიანება, დაახლოებით, 300 ათასი ლარია. როგორც ადგილობრივებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, კომპანიისგან წერილები მიიღეს, სადაც წერია, რომ თუ დავალიანებას არ დაფარავენ, გატარდება „შესაბამისი ზომები“. ასეთი გაფრთხილების წერილი მიიღო ჯულიეტა კაზარიანმაც. მას კომპანიის მიმართ 2000 ლარზე მეტი დავალიანება აქვს. „აქეთ მოსახლეობამ უნდა დაწეროს კომპანიის წინააღმდეგ საჩივარი და კომპენსაცია მოვითხოვოთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალგორელი მოხუცებისთვის და მათი ნათესავებისთვის ერთჯერადი საშვები გაიცემა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ახალგორში მცხოვრები მარტოხელებისა და ხანდაზმულების ნათესავებისთვის ერთჯერადი სამოგზაურო საშვები გაიცემა, რათა მათ დაუბრკოლებლად გადალახონ რაზდახანის (მოსაბრუნის) ე.წ. გამშვები პუნქტი. „უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ლენინგორის რაიონის მარტოხელა და ხანდაზმული მაცხოვრებლების ნათესავებს უფლება აქვთ მიიღონ ერთჯერადი საშვი რაზდახანის გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ ყირიმის ხიდზე შეტევა სამჯერ სცადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინის არმიამ სამჯერ სცადა ყირიმის ხიდზე თავდასხმა უპილოტო აპარატებით: „განადგურდა მესამე უკრაინული ნახევრად წყალქვეშა უპილოტო ნავი, რომელიც კიევის რეჟიმის მიერ გაგზავნილი იყო ყირიმის ხიდზე ტერაქტის განსახორციელებლად“, - წერს რუსეთის უწყება. ხიდზე მოძრაობა სამ საათზე მეტხანს იყო გადაკეტილი. უკრაინას თავდასხმის შესახებ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა მანამდე კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდს უკრაინის ხელისუფლება განიხილავს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში ძალაში შევიდა ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის“ კრიტერიუმები

რუსეთში, 1 სექტემბერს, ძალაში შევიდა „როსკომნადზორის“ ბრძანება, რომელიც ამტკიცებს იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტში განთავსებული მასალები შეიძლება „ლგბტ ადამიანების პროპაგანდად და პედოფილიად“ ჩაითვალოს. მსგავსი მასალები აკრძალული ინფორმაციის რეესტრში შეიტანეს და ეს ბრძანება იმოქმედებს 2029 წლის 1 სექტემბრამდე. ამ დოკუმენტის მიხედვით, ლგბტ პროპაგანდად იქნება აღიარებული ისეთი მასალა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების, პრეფერენციებისა და დამოკიდებულების მიმზიდველობის დარწმუნებისკენ“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შეერთებული შტატები უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ სატანკო ჭურვებს მიაწვდის

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პირველად გადაწყვიტა უკრაინას მიეწოდება ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, რომლებიც გაღარიბებულ ურანს შეიცავს. შესაბამისი დოკუმენტის ტექსტის გაცნობის შემდეგ, ასევე ორ წყაროზე დაყრდნობით, ამ ინფორმაციას ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. ჭურვები, რომლების საშუალებითაც რუსული ტანკების განადგურება იქნება შესაძლებელი, უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ნაწილია, რომელიც მომავალ კვირაში იქნება წარმოდგენილი. „როოტერსის“ ცნობით,  თეთრი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატოვი

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოეთის აგენტების“ ერთიან რეესტრში დაამატა „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი, ნობელიატი დმიტრი მურატოვი. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დმიტრი მურატოვი მონაწილეობდა „უცხოური აგენტების მიერ მასალების შექმნასა და გავრცელებაში“, ასევე მან „გამოიყენა უცხოური პლატფორმები იმ მოსაზრებების გასავრცელებლად, რომლებიც მიზნად ისახავდა რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას“. მურატოვის გარდა, იუსტიციის სამინისტრომ სიაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მართვის მოწმობის გამოცდას ორი დავალება დაემატა

პირველი სექტემბრიდან „C“ და „D“კატეგორიების, ასევე „C1“ და „D1“ ქვეკატეგორიების მანქანებისთვის მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

Radiotavisupleba.ge 

თეთრი სახლი ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინის სამხედრო ძალების „შესამჩნევ წინსვლაზე“ ლაპარაკობს

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბოლო 72 საათის განმავლობაში უკრაინის სამხედრო ძალების „შესამჩნევი წინსვლა“ დააფიქსირა ზაპოროჟიეს ოლქში, შეტევის სამხრეთ ხაზზე. მისი თქმით, უკრაინის არმიამ „გარკვეულ წარმატებას“ მიაღწია რუსეთის თავდაცვის მეორე ხაზზე შეტევაში. მან აღნიშნა, რომ კიევს ჯერ კიდევ „მძიმე ბრძოლა მოელის“ ამ მონაკვეთზე. უკრაინის ხელისუფლებამ პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ რამდენიმე ადგილას... Читать дальше...


Дороги Подмосковья во вторник вечером загружены на 6 баллов

Выставка карликовых ирисов 2024

Лидера оппозиционной партии «Шанс» отпустили через три часа после задержания

В Москве завершился Международный фестиваль «Интермузей-2024» — Минкультуры



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Сделано в СССР. Первое историческое ралли в Москве стартует 2 июня

В Москве 1 июня стартует летний сезон двух спортивных проектов

Лидера оппозиционной партии «Шанс» отпустили через три часа после задержания

Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

Музыкальные новости

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Тариф – БОЛЬШОЕ КИНО для съемки Фильма.

Полина Максимова стала новым амбассадором подписки Газпром Бонус

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

Новости России

На Мальдивы – без лишних трат

В Кишиневе отпустили задержанного лидера оппозиционной партии «Шанс» Лунгу

Доллар обвалился на Мосбирже: такого не было давно

Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

Экология в России и мире

Аделина Панина: какие элементы фэншуй должны быть на кухне, чтобы есть и худеть

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

«Гениальная идея!»: звезды о новом музыкальном лейбле Детского радио

Новая зубная паста Revyline ChocoWhite для укрепления эмали доступна на сайте магазина Ирригатор.ру

Спорт в России и мире

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Moscow.media

Летнее нижегородское утро.

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Дипломатическая бизнес-встреча «Россия - Африка» прошла в Белом Особняке Villa Barvikha

На Ямале воспитателя детского сада будут судить за истязание малышей







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *