Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2023

Новости за 07.09.2023

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა იუწყება ფრონტის ხაზზე ათობით შეტაკებაზე

უკრაინის არმიის გენერალური შტაბის განცხადებით, 7 სექტემბრის განმავლობაში ფრონტის ხაზზე მოხდა 34 შეტაკება და უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ვითარება "რთული რჩება".  უკრაინის არმიამ მოიგერია შეტაბები კუპიანსკის, ბახმუტისა და ავდეევკის არეალებში - ვკითხულობთ არმიის საღამოს განცხადებაში. "უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევის ოპერაციას მელიტოპოლის მიმართულებით, ანადგურებენ მტერს და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს" - აცხადებს გენერალური შტაბი.  დნეპროპეტროვსკის რეგიონში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილმა ჟოზეპ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ  ჟოზეპ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. ოფიციალური ცნობით, ღარიბაშვილმა ბორელთან არაფორმალურ გარემოში განიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი,  ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი თბილისს 7 სექტემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბორელის შეხვედრა როგორც პირისპირ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორია არჩევანი - რის საშუალებას აძლევს კანონი ოპოზიციურ პარტიებს 2024 წლისთვის?

ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ახალი გადაჯგუფება დაიწყო. დაშლილი სამეულის ადგილას გაჩნდა „გირჩი“-„დროას“ წყვილი, რომელიც 2024 წლის არჩევნებში ერთად იყრის კენჭს. მანამდე კი, მათგან გამოთიშული „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალური მოძრაობის“ პლატფორმას შეუერთდა.

Radiotavisupleba.ge 

პეტერბურგში გააუქმეს ბლოკადის მოხსნის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი

სანქტ-პეტერბურგში გაუქმდა ლენინგრადის ბლოკადის მოხსნის 80-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, რომელიც 2024 წლის 27 იანვარს სასახლის მოედანზე უნდა გამართულიყო. ამის შესახებ ქალაქის გუბერნატორმა ალექსანდრე ბეგლოვმა განაცხადა. გავრცელებული ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქის ხელისუფლებას ღონისძიების გაუქმება სთხოვა. რა არის ამის მიზეზი, არ არის მითითებული. აღლუმის ნაცვლად, სასახლის მოედანზე ძველი სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართება. ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ლენინგრადის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მწერალთა სახლის სახელით გამოქვეყნებული განცხადება თანამშრმლებმა წაშალეს

7 სექტემბერს მწერალთა სახლის „ფეისბუკის" გვერდზე გაზიარდა განცხადება, რომლის თანახმად, კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ ლიტერატურულ კონკურსს „მუზას“ მწერალთა სახლი ჩაატარებს. განცხადებაში უარყოფითად იყო შეფასებული მწერალთა სახლის ყოფილი დირექტორის ნატა ლომოურის საქმიანობა. საქმე ეხებოდა კიდევ ერთ ლიტერატურულ კონკურსს „ლიტერას". „მწერალთა სახლმა და მისმა მაშინდელმა ხელმძღვანელმა ნატა ლომოურმა სამინისტროსთან დაპირისპირების გზა აირჩიეს და 2021 წელს აღარ მოისურვეს „ლიტერას“ შენარჩუნება მწერალთა სახლის ფარგლებში; მეტიც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში დააკავეს აშშ-ის მოქალაქე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დაფინანსების საქმეზე

რუსეთის ქალაქ ორიოლის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის დაფინანსების შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე 36 წლის ილია სტარცევი დააპატიმრეს. ამის შესახებ მისმა მეგობრებმა „სევერ.რეალიის“ რედაქციას განუცხადეს. ერთი დღით ადრე სტარცევი მოსკოვში დააკავეს. რუსეთის გარდა, მას აქვს აშშ-ს მოქალაქეობა. 36 წლის სტარცევი ინგლისურის მასწავლებელია. ბავშვობაში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა აშშ-ში. ზრდასრულ ასაკში ის რუსეთში დაბრუნდა. ნაცნობების თქმით, სტარცევმა მხარი დაუჭირა პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

(როგორ) იცვლება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი? - რა  სურს "ქართულ ოცნებას" 

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე საარჩევნო კოდექსი კიდევ ერთხელ შეიცვლება. მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების დამტკიცების წესის შეცვლა ევროინტეგრაციის გზაზე 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას შეუწყობს ხელს.

Radiotavisupleba.ge 

როგორ მიისაკუთრა მოსკოვმა ბულგარეთის სანაპიროს ნაწილი

ბულგარეთში შავი ზღვის სანაპიროს ნაწილი მოსკოვის მთავრობის საკუთრებაშია. აქტივისტები აცხადებენ, რომ რუსებმა მიწა ხელში უკანონოდ ჩაიგდეს და სოფიამ ის უკან უნდა დაიბრუნოს. მას შემდეგ, რაც კრემლი უკრაინაში შეიჭრა, ეს თემა უკვე უსაფრთხოების საკითხადაც იქცა.

Radiotavisupleba.ge 

„კანიბალთან კერძების რეცეპტებზე არ უნდა იმსჯელო” - ბრუნო ტერტრეი პუტინზე, მაკრონზე, სარკოზიზე...

„რუსეთში პარანოია მძვინვარებს, და ეს ეხება არა მარტო რეჟიმს - თუ რამეზე გავლენის მოხდენა გვინდა რუსეთში, რუსეთის პოლიტიკურ მომავალზე, ამას ვერ შევძლებთ წამყვანი ოპოზიციური ფიგურების მხარდაჭერის გარეშე, და ფაქტი არ არის, რომ ეს ფიგურები აუცილებლად ლიბერალები იქნებიან“, - ამბობს ბრუნო ტერტრეი.

Radiotavisupleba.ge 

ქვეყნისთვის არ არის სწორი, პრეზიდენტი თავისი სახსრებით დადიოდეს ასეთ შეხვედრებზე - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებისთვისსატელევიზიო მიმართვაში ამბობს, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად ჩასასვლელად საკუთარ ფინანსურ რესურს იყენებს, რაც "სახელმწიფოსთვის არ არის სწორი". მისი თქმით, მას პატივისცემით ხვდებიან, რადგან ის წარმოადგენს ხალხს, რომელმაც აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა. "ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემი კონტაქტები, ნდობა, რომელიც არის პირველ რიგში თქვენს მიმართ. თქვენ რომ არ გამოსულიყავით და არ გეჩვენებინათ მთელი ევროპისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კადიროვის ქვისლი რუსეთში ექსტრემიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ცენტრის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რუსლან ალხანოვი რუსეთში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი დირექტორატის (ცენტრი "E") უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „კავკაზ.რეალიი“ ავრცელებს. ამ პოსტზე ალხანოვის დანიშვნა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი ბაჩურინმა გამოაცხადა. "E" ცენტრის ხელმძღვანელის ახალი მოადგილის აღწერისას ბაჩურინმა აღნიშნა, რომ ალხანოვმა, რომელიც 19 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილი: ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ... ჩემი იმედი გქონდეთ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის არის იმ ფიცის ერთგული, რომელიც მან პრეზიდენტად ინაუგურაციის დროს დადო და ამის გამო ყველაფერს გააკეთებს, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუწყობს ხელს. მოქალაქეებს პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით მიმართა. "ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ. იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. მე ვიცავ კონსტიტუციას, რამეთუ ეს ფიცი დავდე, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ილონ მასკმა, Starlink-ის გათიშვით, ჩაშალა სევასტოპოლზე უკრაინის შეტევა - CNN

კორპორაცია SpaceX-ის თავკაცმა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა, შარშან საიდუმლო ბრძანებით გაათიშვინა თაისი კომპანიის მიერ უკრაინის არმიისთვის გამოყოფილი Starlink-ის სატელიტური კავშირი, რათა არ მიეცა უკრაინისთვის საშუალება, წყალქვეშა დრონებით თავდასხმა განეხორციელებინა სევასტოპოლში ბაზირებულ რუსეთის ფლოტზე.  ასეთ მტკიცებას შეიცავს მასკის შესახებ გამოცემული ბიოგრაფიული წიგნი, რომელიც აშშ-ში 12 სექტემბერს იხილავს დღის სინათლეს. წიგნი დაწერა ბიოგრაფიების ცნობილმა ავტორმა, უოლტერ აიზეკსონმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გულწრფელად რომ ვთქვა, კიდევ ბევრია სამუშაო - ჟოზეპ ბორელი თბილისში

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელი თბილისში სიტყვით გამოსვლისას აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, თუმცა ამ გზაზე სერიოზული მუშაობაა საჭირო და საქართველოს „კიდევ ბევრი სამუშაო“ აქვს.

Radiotavisupleba.ge 

ოლიგარქ კოლომოისკის უკრაინაში ახალი ბრალდება წაუყენეს - „პრივატბანკიდან“ დაახლოებით 250 მილიონი დოლარის გაფლანგვა

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) უკრაინელ მილიარდერს იგორ კოლომოისკის ბრალი წაუყენა “პრივატბანკიდან 9.2 მილიარდი გრივნის (დაახლოებით 250 მილიონი) გაფლანგვაში. NABU-ს თანახმად, კოლომოისკიმ, როგორც 2015 წელს დნეპროპეტროვსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, "შეიმუშავა გეგმა, „პრივატბანკის“ ფონდების დაპატრონების მიზნით“. ამრიგად ბანკი, როგორც დეპარტამენტის საიტზე არსებულ ცნობაშია ნათქვამი, „იძულებული გახდა 9,2 მილიარდ გრივნაზე მეტი გადაერიცხა ბიზნესმენის მიერ კონტროლირებად ოფშორულ კომპანიისათვის" ვითომცდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აქონდროპლაზიის მქონე ხუთი ბავშვი მედიკამენტ „ვოსორიდიტს" უახლოეს დღეებში მიიღებს

მაკუნა გოჩიაშვილი, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელი და აქტივისტი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ხუთი ბავშვი მიიღებს საჭირო მედიკამენტს, „ვოსორიდიტს". „ფაქტობრივად წამალი გვიჭირავს ხელში", - დაწერა „ფეისბუკის" პირად გვერდზე მაკუნა გოჩიაშვილმა. მისი ინფორმაციით, 7 სექტემბერს მშობლებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც პასუხისმგებლობა აიღეს სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებულ მკურნალობაზე.  „დღეს ხელი მოვაწერეთ თანხმობას, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენს შვილებს ჩაუტარდეთ უკვე სახელმწიფო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში კიდევ ორ მოქალაქეს შეუფარდეს პატიმრობა სამხედრო კომისარიატის დაწვის მცდელობისთვის

რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის სამხედრო სასამართლომ სპეციალური რეჟიმის კოლონიაში, ხუთი და შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა მაქსიმ პოპოვს და ილია ხაიმოვს, რომლებიც დამნაშავედ ცნეს სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობისთვის. მოსამართლის გადაწყვეტილებაში მათი დანაშაული კერძოდ კვალიფიცირდება „პირთა ჯგუფის მიერ ტერორისტული აქტის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით“. გამომძიებლების თქმით, ნიჟნი ნოვგოროდის მცხოვრებლებმა "უკრაინული სპეცსამსახურების დაუდგენელი წარმომადგენლებისგან" მიიღეს წინადადება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა სანქციების სიაში კიბერდანაშაულში ეჭვმიტანილი 11 რუსი შეიყვანა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციების სიაში კიბერდანაშაულში ეჭვმიტანილი რუსეთის 11 მოქალაქე შეიყვანა. მათი გვარები შესაბამის განცხადებასთან ერთად უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით ჯგუფის წევრები გაყოფილი ჰქონდათ მოვალეობები: ანდრეი ჟუკოვი (ფსევდონიმი „მცველი“) იყო უფროსი ადმინისტრატორი, მაქსიმ გალოჩკინი („ბენტლი“) ხელმძღვანელობდა ტესტერების ჯგუფს, ხოლო მაქსიმ რუდენსკი ხელმძღვანელობდა პროგრამისტების გუნდს და ასე შემდეგ. მანამდე გამოცემა Wired - მა გამოაქვეყნა გამოძიება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დარჩიაშვილი: ბორელის ვიზიტი ახალ იმპულსს მოიტანს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჟოზეპ ბორელის ვიზიტს საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა აეროპორტში ბორელის თბილისში ვიზიტის დაწყების წინ. მისი თქით, უკვე საქართველოში იქნება შესაძლებელი ბორელთან საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით გაწეული „უზარმაზარი სამუშაოს“ შესახებ საუბარი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მამუკა მდინარაძე: მე ჩარტერით ევროპაში ვერ წავალ, თუ არ მომეხმარა ოჯახის რომელიღაც წევრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში კერძო ვიზიტის შესახებ მედიის შეკითხვებს უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. მისი ინფორმაციით, პრემიერმა შვილთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოჯახის შემოსავლით იმგზავრა.  „არის ასეთი მოცემულობა, რაც გავარკვიე კომუნიკაციის შედეგად: კერძო, თავის ოჯახის შემოსავლებით, თავის ოჯახის ხარჯებით, ჩარტერით გაფრინდა შვილთან ერთად ევროპაში და იქიდან ჩვეულებრივი, კომერციული რეისით აშშ-ში”, - თქვა მდინარაძემ. მგზავრობის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჟოზეპ ბორელი საქართველოშია

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ჟოზეპ ბორელი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.  დღეს და ხვალ - 7 და 8 სექტემბერს, საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ის განიხილავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს, ასევე, იმსჯელებს უფრო ფართო საგარეო პოლიტიკისა და რეგიონულ საკითხებზე. ვიზიტის ფარგლებში ჟოზეპ ბორელს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერთი ადამიანი დაიღუპა ხერსონის ოლქზე რუსეთის იერიშის შედეგად

რუსეთის ჯარებმა ხუთშაბათ დილით ორჯერ გაუხსნეს საარტილერიო ცეცხლი ხერსონის რეგიონის სოფელ ოდრადოკამენკას, სადაც იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი დაიჭრა. ამის შესახებ ცნობა ტელეგრამის არხით სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე პროკუდინმა გაავრცელა. "დაახლოებით 9: 40 საათზე მტრის არტილერიამ დასახლებას დაარტყა. ნამსხვრევი 50 წლის მამაკაცს მოხვდა. თანასოფლელებმა ის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ექიმებმა დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლის გადარჩენა სცადეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მელიას თქმით, მისი საქმე "თაროზეა შემოდებული" და "ქართული ოცნება" საჭირო დროს გამოიყენებს

ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი საქმე მმართველ პარტიას "თაროზე აქვს შემოდებული" და საჭირო დროს გამოიყენებს. ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მის საქმეზე. "ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა, ბოიკოტი გატეხა და მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია გააკეთებინა მავანს, ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ მეორე, კარგად გვახსოვს. არ მივიღე ამნისტია საქმეზე სადაც არაფერი დამიშავებია... საქმე კი დევს თაროზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

12 რეკომენდაცია, ჩინეთთან და რუსეთთან საქართველოს ურთიერთობები - ბორელთან ინტერვიუ ვიზიტის წინ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი საქართველოში პირველ ვიზიტამდე გამოცემა civil.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოდის რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს ევროკავშირის ვალდებულება მხარი დაუჭიროს საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მისი ინტერვიუს კრიტიკული ნაწილი შეეხება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის თემას, ასევე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადებას.  „ჩვენ ვხედავთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახეთში დაისეტყვა ვენახები, მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის: კაბალის, გურგენიანის და ბაისუბნის მოსახლეობა დააზარალა. დაისეტყვა მოუკრეფავი ვენახების ნაწილი, ხეხილის ბაღები და სხვა კულტურები. კაბალში ქარმა რამდენიმე სახლს სახურავიც გადახადა. ლაგოდეხი-ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოგლეჯილია ხეები და გაწყვეტილია ელექტროსადენები. ამ გზაზე 15 წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო მოძრაობა. საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა სოფელ ბაისუბანშიც. სოფელ კაბალში მერის წარმომადგენელმა მამად მამედოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა... Читать дальше...


Два ребенка погибли при пожаре в частном доме в подмосковном Чехове

Амбициозные проекты оживают

Ефимов: Продолжается строительство «Квантум-парка» в новом кампусе МГТУ имени Н. Э. Баумана

Сергунина рассказала о программе ВДНХ ко Дню защиты детей



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Два ребенка погибли при пожаре в частном доме в подмосковном Чехове

Сергунина рассказала о программе ВДНХ ко Дню защиты детей

Все включено: парковки, детские площадки и другие плюсы для участников реновации

Подбор Песен. Подбор Музыкального репертуара, Стихов, Музыки для Исполнителей в различных музыкальных стилях и направлений.

Музыкальные новости

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

«Сурганова и Оркестр» приглашают на Летник на Флагшток

Сергей Собянин. Главное за день

Новости России

VK запускает стажировку для школьников ко Дню защиты детей

Третий визит Путина: Узбекистан стал Москве ближе Казахстана. Как среагировал Кремль на "заигрывание" Астаны с Лондоном.

2015 • ХК Технопул 2015 г.Балашиха приглашает игроков всех амплуа

Пожар на складе на востоке Москвы локализовали

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

ONYX отправляется в Большой тур по России

Спорт в России и мире

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Moscow.media

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Крупная авария в деревне Образцово Орловского МО. Движение затруднено

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *