Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2023

Новости за 18.09.2023

Radiotavisupleba.ge 

ყურადღების გადატანა? - სუს-ი შემოდგომის „შეთქმულებსა“ და „მაიდნის სცენარზე“ იწყებს საუბარს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების განცხადებას, რომ ოქტომბერ-დეკემბერში, - მაშინ, როცა ქვეყნისთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს, - „გარკვეული ძალები დესტაბილიზაციასა“ და „მაიდნის სცენარის განხორციელებას“ გეგმავენ, ოპოზიცია და ექსპერტები ტრადიციული უნდობლობით შეხვდნენ.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა არ ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში - უკრაინის საგარეო უწყება სუს-ს პასუხობს

უკრაინის საგარეო უწყება ეხმაურება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას „გადატრიალებისა“ და „შეთქმულების“ ორგანიზებასა და მასში უკრაინული მხარის ჩართულობაზე:

Radiotavisupleba.ge 

კარპენტერი ფარცხალაძის შესახებ: „ეს შეიძლება განსაკუთრებით ბოროტი გავლენა იყოს"

მაიკლ კარპენტერმა, აშშ-ის ელჩმა ეუთო-ში რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ სანქციების დაწესებას.  ის მიიჩნევს, რომ „ქვეყნები ფხიზლად უნდა იყვნენ შესაძლო უცხოური გავლენის მიმართ". „მნიშვნელოვანი შემთხვევაა - აშშ ასანქცირებს კორუმპირებულ თანამდებობის პირებს, რომლებიც შესაძლოა იყვნენ მავნე უცხოური გავლენის აგენტები, ამ შემთხვევაში რუსეთის გავლენისა. თუმცა, აგრეთვე ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს კონკრეტული პირი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გერმანიის კანცლერს შეხვდა

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს. როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, შეხვედრაზე ევროინტეგრაციის კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირისგან სამართლიანი და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია. მან ილაპარაკა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და აღნიშნა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობახიძე: ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჩამოთვალა „12 პუნქტთან" დაკავშირებული საკითხები, რომლებზეც, მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე შეჯერდნენ. კობახიძემ შენიშნა, რომ ევროკომისიას სექტემბრის ბოლომდე, სწორედ, ამ მიმართულებებით სურს პროგრესის ხილვა. „საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, - როგორც მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ გაიმართა შეხვედრები და შესაბამისად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი გაეროს სასამართლოს მოუწოდებს უგულებელყოს უკრაინის საჩივარი გენოციდზე

18 სექტემბერს რუსეთმა ჰააგაში გაეროს უზენაეს სასამართლოს მოუწოდა უგულებელყოს მისი თქმით "უიმედოდ არასწორი" საჩივარი, რომელიც ეწინააღმდეგება მოსკოვის განაცხადს - რომ უკრაინაში მისი შეჭრის მიზანი იყო გენოციდის არდაშვება.  რუსეთი ამ თხოვნით გამოვიდა წინასწარი მოსმენის პირველ სხდომაზე, რომელზეც განიხილავდნენ კიევის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში შეტანილ სარჩელს.   კიევი თვლის, რომ მოსკოვი საერთაშორისო სამართალს არღვევს, როცა აცხადებს, რომ შეჭრა გამართლებული იყო აღმოსავლეთ უკრაინაში თითქოს გენოციდის არდაშვებით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინი და „ყირიმის ომის“ დაუსწავლელი გაკვეთილები

2023 წლის ოქტომბერში 170 წელი შესრულდება „ყირიმის ომის“ დაწყებიდან. ვლადიმირ პუტინს ხშირად ადარებენ ნიკოლოზ I-ს - ყირიმის ომის მთავარ შემოქმედს: 30-წლიანი მმართველობა, თავისუფლების კონსერვატიული შეზღუდვა, გაზვიადებული წარმოდგენა თავის შესაძლებლობებზე, ამპარტავნება, დამღუპველ ომში ჩაბმა...

Radiotavisupleba.ge 

საგამოძიებო ანგარიშით, ბელარუსმა 14 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა ლუკაშენკას ახალ რეზიდენციაზე

ბელარუსმა 14 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა მინსკში ერთ-ერთი სახლის რემონტზე, საიმისოდ, რომ ის ვეტერანი ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას კიდევ ერთ რეზიდენციად გადაქცეულიყო - იუწყება ლუკაშენკასთან დაპირისპირებული ყოფილი სამართალდამცავების ჯგუფის, BelPol-ის საგამოძიებო ანგარიში.  ანგარიში, რომელიც 18 სექტემბერს გამოქვეყნდა YouTube-ზე, ამბობს, რომ ოთხსართულიანი შენობა - სადაც უწინ სამედიცინო ორგანიზაცია იყო განთავსებული - მდებარეობს ლუკაშენკას ოფისთან და სხვა სამთავრობო ნაგებობებთან ახლოს, და... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობახიძე არაკონსტიტუციურს უწოდებს ფარცხალაძისთვის  ქართულ ბანკებში ანგარიშების გაყინვას

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებას, რომლის თანახმად, ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოში მოქმედ ბანკებში „აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკის ასეთი გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და უდანაშაულობის პრეზუმფციას.  „როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას, და როდესაც ერთმანეთთან კონფლიქტში შეიძლება იყოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი ზაქრო შუბითიძე

უკრაინაში ბაზირებული „ქართული ლეგიონის“ მეთაურის მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში, დაიღუპა მე-4 ჯგუფის მეთაური ზაქრო შუბითიძე.   „ყველაზე კეთილი ადამიანი, ვინც შემხვედრია ამ ომის მანძილზე!" - წერს მამულაშვილი. 2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში, ომში დაღუპულია 50-ზე მეტი ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდნენ. ასევე ნახეთ: უკრაინაში 2022-2023 წლებში დაღუპული ქართველი მებრძოლები

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მომავალი არ შეიძლება, დღეს იყოს რუსეთი

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა. მან სიტყვით მიმართვის დროს ილაპარაკა სამოქალაქო საზოგადოების როლსა და საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე. პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭება გადამწყვეტი იქნება.  „დღეს ჩვენ რეალურად შევდივართ, შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ პერიოდში, სადაც თქვენი როლი (მოგმართავთ, როგორც საზოგადოების წარმომადგენლებს და ვიცი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უფრო ცოცხალია, ვიდრე მკვდარი - რა ხდება რამზან კადიროვის თავს?

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის მიერ 18 სექტემბერს გაკეთებულმა კომენტარმა კიდევ უფრო გააძლიერა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული ეჭვები.

Radiotavisupleba.ge 

"დილის საუბრები დემოკრატიაზე": საკითხი ფარცხალაძის პერსონის მიღმა

რა რეაქცია, საქციელი, გადაწყვეტილებები უნდა მოჰყვეს აშშ-ის მთავრობის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის დასანქცირებასა და ერთ-ერთ საფუძვლად რუსეთის უშიშროების ოფიცრის მიერ საქართველოში მისი მავნე ზეგავლენის ინსტრუმენტად დასახელებას? უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძეა რუბრიკის სტუმარი.

Radiotavisupleba.ge 

„არავინ არ სთხოვს ამერიკას, რომ კიდევ მეტი მტკიცებულებები მოგვაწოდონ" - ზურაბიშვილი ფარცხალაძის საქმეზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის აშშ-ის მხრიდან სანქციების დაკისრების საქმეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს შესაბამის უწყებებს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საზოგადოებას პასუხი უნდა გაეცეს დეტალური გამოძიებით.  „ერთ-ერთმა, ბატონმა კახამ [კალაძემ] მე მგონი თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება თურმე ჩემი ვიზიტები არის ევროპაში. არა ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როდესაც ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა უჯდებათ მინისტრებს შვილების განათლება?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ყოველწლიურად ათასობით ლარს ხარჯავენ თავიანთი შვილების კერძო განათლებაში. რატომ არ ენდობიან ისინი საქართველოს ბიუჯეტით დაფინანსებულ საჯარო საგანმანათლებლო პროცესს?

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სანქციების გამო საქართველოს ბანკებში ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მიაწოდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში, რომელიც ყველა კომერციული ბანკის ზედამხედველია. რადიო თავისუფლებამ ეროვნულ ბანკს ჰკითხა, რა სახით გავრცელდა აშშ-ის დაწესებული სანქციები ოთარ ფარცხალაძეზე საქართველოში. "როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკანასკნელი დაკარგული შოვში - რას ითხოვენ იურისტები? იტყვიან რამეს დაღუპულების ახლობლები?

შოვის ტრაგედიიდან 47-ე დღეს, ჯერ კიდევ ეძებენ  სტიქიის დროს დაკარგულ ბოლო, 33-ე ადამიანს -  ზაზა მესხის არასრულწლოვან  შვილს. ეს ბიჭია უკანასკნელი, რომელსაც ახლა მაშველები ზაზა მესხის ოჯახიდან ეძებენ. 3 აგვისტოს, რაჭის ღვარცოფში მოყოლილი ხუთსულიანი ოჯახიდან ოთხი ცხედარი  სტიქიის ზონაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. მათგან პირველი, ზაზა მესხის ცოლი, ალინა პოლიკოვსკა, 5 აგვისტოს, სტიქიიდან მესამე დღეს იპოვეს. ალინას არასრულწლოვანი შვილის, სევას ცხედარს მაშველებმა 10 სექტემბერს მიაგნეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაპუაშვილის თქმით, სუსი აშშ-ს მიმართავს, რომ ფარცხალაძის შესახებ მტკიცებულებები გადმოსცენ

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციებზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. ის ამბობს, რომ სუსი აშშ-ს მიმართავს გადმოსცეს მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც მიიღეს გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძის შესახებ. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მათ დაიწყეს საქმის მოკვლევა. ეს, რა თქმა უნდა, არის მძიმე ბრალდება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ და მეორე მხრივ, ეს არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ ტიპის სანქციაში მოექცა.

Radiotavisupleba.ge 

ბრიუსელი უკვე საშობაო კომპრომისების მოლოდინშია

ყოველ წელს ასე ხდება - ევროკავშირი ყველაზე რთულ გადაწყვეტილებებს დეკემბერში იღებს ხოლმე. უფრო სწორად, ბლოკის ლიდერების სამიტის შეხვედრის წინა სამუშაო კვირას. შემდეგ უკვე საშობაო არდადეგები იწყება.

Radiotavisupleba.ge 

ვრცელდება ცნობა, რომ აფეთქებებია დონეცკის რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის შენობასთან

უკრაინის დონეცკის რეგიონიდან ვრცელდება ცნობა აფეთქებების შესახებ შენობასთან, რომელშიც განთავსებულია რეგიონის მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი, სეპარატისტული მთავრობა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რეგიონის დედაქალაქში, დონეცკში, შენობას მოხვდა სულ მცირე ერთი ჭურვი. დონეცკის დე ფაქტო მერი ალექსეი კულემზინი ტელეგრამით წერს, რომ "ქალაქის ცენტრზე შეტევაა". კულემზინის თანახმად, შეტევის სამიზნეა ქალაქის ცენტში მდებარე პუშკინის ბულვარი. სხვა დეტალები უცნობია.

Radiotavisupleba.ge 

სეპარატისტთა ცნობით, უკრაინაში მიმდინარე ბრძოლაში დაიღუპა რუსეთის ბრიგადის სამხედრო მეთაური

უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკებებს ემსხვერპლა რუსეთის მედესანტეთა 31-ე ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ანდრეი კონდრაშკინი - იუწყება უკრაინის დონბასის რეგიონში რუსეთის მომხრე სეპარატისტების მეთაური ალექსანდრ ხოდაკოვსკი 18 სექტემბერს. ხოდაკოვსკი დეტალებს არ აკონკრეტებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. უკრაინის მედიის ცნობით, კონდრაშკინის სამხედრო დანაყოფი ამჟამად იბრძვის ქალაქ ბახმუტთან, რომელიც უკვე თვეებია,  ეპიცენტრია უკრაინაში შეჭრილ რუსეთის ძალებსა და უკრაინის არმიას შორის მიმდინარე ომში.

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატი ამბობს, რომ გიორგი ლორთქიფანიძეს შემხებლობა არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან

გიორგი ლორთქიფანიძის ადვოკატი შოთა კახიძე ამბობს, რომ წლების წინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეს შემხებლობა არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან. ასე უპასუხა საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი ლორთქიფანიძის ადვოკატმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას და მას სრული ბოდვა უწოდა. "სრული ბოდვაა სუსის დღევანდელი განცხადება. გიორგი ლორთქიფანიძე გამორიცხავს რაიმე სახის მონაწილეობას განცხადებაში დასახელებულ პირებთან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კოსოვოს პრემიერი ევროკავშირის წარმომადგენელს ადანაშაულებს მიკერძოებულობაში სერბიის სასარგებლოდ

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ პრიშტინასა და ბელგრადს შორის დიალოგში ევროკავშირის წარმომადგენელი, მიროსლავ ლაიჩაკი დაადანაშაულა კოსოვოს საწინააღმდეგო პოზიციის დაკავებაში.  კურტი ამ განხადებით გამოვიდა 18 სექტემბერს, რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში ჩაიშალა მოლაპარაკება, რის მიზეზადაც ევროკავშირმა დაასახელა პრიშტინის მხრიდან შეთანხმების შესრულების ნების არგამოვლენა.  კურტის თქმით, ლაიჩაკი სერბიის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან შეთანხმებით მასზე ზეწოლას ახორციელებს, რათა მხოლოდ ერთი ნაწილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ორსულ სამხედრო მოსამსახურეს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა განყოფილებაში გამოუცხადებლობისთვის

ყაბარდო-ბალყარელ ეფრეიტორს, მადინა კაბალაევას, 6 წლით პატიმრობა მიესაჯა საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით, მობილიზაციის პერიოდში განყოფილებაში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისთვის. კაბალაევა ფეხმძიმობის გამო დროებით ვერ მსახურობდა. გამოცემა „კომერსანტის“ თანახმად, ეს სამხედრო მოსამსახურე ქალის მიმართ სისხლის სამართლის ამ მუხლით გამოტანილი პირველი გადაწყვეტილებაა. სასამართლოში კაბალაევამ თქვა, რომ გამოკვლევა თავისი სამხედრო დანაყოფის სამედიცინო ნაწილში ჩაუტარდა და ექიმებმა სამხედრო სამსახურისგან დროებით თავშეკავება ურჩიეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ექსპერტი: რუსეთში მნიშვნელოვნად გაუარესდა მდგომარეობა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით

მოსკოვის მხრიდან გასული წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში მნიშვნელოვნად გაუარესდა მდგომარეობა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით - 18 სექტემბერს ამ განცხადებით გამოვიდა გაეროს ექსპერტი, რომელმაც ილაპარაკა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ "სისტემატურ ზეწოლაზე" და ასევე საპასუხო ნაბიჯების საჭიროებაზე. გაეროს საგანგებო მომხსენებლის, მარიანა კაცაროვას ანგარიშში - რომელსაც გაეცნო სააგენტო "როიტერსი" - ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მიმართა ომის კრიტიკოსების მასობრივ და განურჩეველ... Читать дальше...


4 июня в 11:00 состоится вебинар «Структурированное техническое задание. Первая практика, проблематика и риски»

Два ребенка погибли при пожаре в частном доме в подмосковном Чехове

В Москве скончалась звезда сериала «Моя прекрасная няня»

Московский театр Табакова предложил провести прощание с актрисой Заворотнюк



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В парках Одинцовского округа 31 мая стартует сезон живой музыки

С начала года более 4,7 тысячи жителей Московского региона оформили страховую пенсию в автоматическом режиме на портале госуслуг

Mash: Канье Уэст может приехать с концертом в Москву 8 июня

В московском Театре эстрады пройдет концерт к 100-летию певца Шарля Азнавура

Музыкальные новости

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

Новый монитор Philips Evnia 49M2C8900L подарит игровой опыт высочайшего уровня

Путин защитил от списания по долгам социальные пенсии инвалидов

Выставка-предупреждение «Пожарная безопасность», В рамках Федеральной информационной противопожарной кампании «Останови огонь».

Новости России

Захарова: посольство РФ в Польше получило ноту об ограничении дипломатов

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Подбор Песен. Подбор Музыкального репертуара, Стихов, Музыки для Исполнителей в различных музыкальных стилях и направлений.

Росгвардейцы огнем из стрелкового оружия уничтожают беспилотники ВСУ

Экология в России и мире

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *