Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Сентябрь
2023

Новости за 26.09.2023

Radiotavisupleba.ge 

ყარაბაღში საწვავის აფეთქებას მინიმუმ 125 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია

25 სექტემბერს მთიან ყარაბაღში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 125 ადამიანი დაიღუპა, განაცხადა სამშაბათს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა.   კიდევ 67 დაშავებული ერევნის დამწვრობის ეროვნულ ცენტრში იმყოფება, მათი უმეტესობის მდგომარეობა მძიმე ან უკიდურესად მძიმეა.   წინა ღამით ძლიერი აფეთქება მოხდა ქალაქ სტეფანაკერტის (აზერბაიჯანული სახელწოდება ხანკენდი) მახლობლად მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც სავარაუდოდ ბენზინს ურიგებდნენ ლტოლვილებს, რომლებიც სომხეთში გამგზავრებას ცდილობდნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"დილის საუბრები ეკონომიკაზე": 19 სექტემბრის გადაწყვეტილება და ფინანსური ინსტიტუტების სანდოობის საკითხი

რუბრიკის თანაწამყვანი, "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" დამფუძნებელი გია ჯანდიერი ამბობს, რომ საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში დადგენილი წესების დარღვევის შეუწყნარებლობას არა რაიმე პოლიტიკური ფაქტორები, არამედ სისტემის სანდოობის - შესაბამისად, მდგრადობის შენარჩუნების მნიშვნელობა განსაზღვრავს.

Radiotavisupleba.ge 

წულუკიანის ბრძანებიდან გამომდინარე, კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების პროცედურა შეწყვეტილია - კონსერვატორიის საარჩევნო კომისია

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისია განცხადებას რექტორის არჩევნების საკითხზე განცხადებას აქვეყნებს. მასში ნათქვამია, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების გამო, შეწყვეტილია რექტორის არჩევის პროცედურა.  საარჩევნო კომისია აღნიშნავს, რომ „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძანებით გაუქმდა „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No16 სხდომაზე მიღებული „სსიპ ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გადაიხრება თუ არა მოსკოვისკენ სლოვაკეთი ვადამდელი არჩევნების შედეგად?

შესაძლოა, ეს არ არის წლის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არჩევნები, მაგრამ სავსებით მოსალოდნელია, რომ სლოვაკეთში 30 სექტემბრისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ექო ამ პატარა ცენტრალურევროპული ქვეყნის საზღვრებს გასცდეს.

Radiotavisupleba.ge 

ნათია თურნავა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში შეტანილ ცვლილების შესახებ ილაპარაკეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ. ამ თემაზე ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში ვკითხულობთ: „როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილების განხორციელების მიზანი საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის სრულყოფა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დროებითი საზღვაო დერეფნით უკრაინის პორტებიდან დღემდე შვიდმა გემმა გაიტანა მარცვლეული

მას შემდეგ, რაც ამოქმედდა დროებითი საზღვაო დერეფანი, უკრაინის პორტებიდან გავიდა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული შვიდი ხომალდი, განაცხადა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სპიკერმა დმიტრო პლეტენჩუკმა.   „განახლებული მონაცემებით, ახალი დერეფნით გავიდა შვიდი ხომალდი. ხუთი მათგანი აქ იმყოფებოდა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე. პროცესი გრძელდება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ტერიტორიული წყლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - თქვა მან.   პლეტენჩუკის თქმით, შავ ზღვაში უკრაინული გემებისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ ააფორიაქა ყარაბაღმა ოკუპირებული სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი

მიუხედავად ბაქოს განცხადებისა, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და ბაქოს მიზანია მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრება, უსაფრთხოების მყარი გარანტიების არარსებობის გამო, ადგილობრივები ყარაბაღს მაინც ტოვებენ.

Radiotavisupleba.ge 

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ბულგარეთის ხუთი მოქალაქე ლონდონის სასამართლოს წინაშე წარდგა

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ბულგარეთის ხუთი მოქალაქე სასამართლოს წინაშე წარდგა. სამ მამაკაცსა და ორ ქალს ბრალი ედება 2020 წლის აგვისტოდან 2023 წლის თებერვლის პერიოდში „შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო ინფორმაციის შეგროვება, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ იქნებოდა სასარგებლო მტრისთვის,“ კერძოდ, რუსეთისთვის. 45 წლის ორლინ რუსევი, 41 წლის ბიზერ ჯამბაზოვი, 31 წლის კატრინ ივანოვა, 31 წლის ივან სტოიანოვი და 29 წლის ვანია გაბეროვა 26 სექტემბერს ვიდეოჩართვის მეშვეობით მონაწილეობდნენ ლონდონის უესტმინსტერის ქვედა ინსტანციის სასამართლოს სხდომაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოხუმი - არშემდგარი დიდგორი?!

სოხუმის დაცემით - აფხაზეთის ომის ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლით დასრულდა კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ აფხაზ სეპარატისტებს შორის.

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სპეცოპერაციების ძალები ამოწმებენ, დაიღუპა თუ არა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდალი

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები აგროვებენ მონაცემებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის შესაძლო სიკვდილის შესახებ. ამის შესახებ იუწყება უწყების პრესსამსახური. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მანამდე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სოკოლოვი სხდომას ესწრება. უკრაინის შეიარაღებული ძალები იტყობინებოდა, რომ 22 სექტემბერს, ანექსირებულ სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, დაიღუპა 34 ოფიცერი, მათ შორის - ფლოტის სარდალი ვიქტორ სოკოლოვი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პესკოვმა ჟურნალისტებს მიმართა, კადიროვის შვილზე შეკითხვები არ დაესვათ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ყოველდღიური პრესკონფერენციის დაწყებისას ჟურნალისტებს მიმართა, ნუ დაუსვამდნენ შეკითხვებს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ვაჟის, ადამის შესახებ, რომელიც, როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, ყურანის დაწვაში ეჭვმიტანილს სცემდა. „ახლავე გეტყვით, ამ ამბავზე კომენტარს არ გავაკეთებ“, - ციტირებს პესკოვს „ინტერფაქსი“. დამაზუსტებელ კითხვაზე, რატომ არ გააკეთებს კომენტარს, პესკოვმა უპასუხა: „არ მსურს“.   მომხდართან დაკავშირებით კომენტარი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არ მუშაობს, არ სწავლობს, ცხოვრობს მშობლებთან, იმედით უყურებს მომავალს - როგორია ქართველი ახალგაზრდა

ქართველი ახალგაზრდების ნახევარზე მეტი (58%) არ მუშაობს, 65% ამბობს, რომ არ აქვს საკმარისი ფული საკვების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისთვის.

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილი რიგაში შეხვდა ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს

ესტონეთში ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიას ეწვია და პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს შეხვდა. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლატვიის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩთან ჩვენი ევროპული გზისათვის ამ გადამწყვეტ მომენტში. მადლობას ვუხდი ლატვიას წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვისა და მხარდაჭერისათვის. თქვენი მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლონელი გამომძიებლები: ქვეყნის ტერიტორიაზე ნოემბერში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინულია

როგორც პოლონეთის პროკურორებმა დაადგინეს, რაკეტა, რომელიც 2022 წლის ნოემბერში ჩრდილოეთ პოლონეთის ყოფილ სახელმწიფო ფერმაში საშრობზე დაეცა და ორი ადამიანი იმსხვერპლა, უკრაინის საზენიტო სისტემის მიერ იყო გაშვებული. ამის შესახებ ლაპარაკია გაზეთ Rzeczpospolita-ს პუბლიკაციაში. გამომძიებლებმა მიმართეს კიევს გამოძიებაში დახმარებისთვის, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღიათ. შემთხვევა სოფელ პშევოდუვში მოხდა 2022 წლის 15 ნოემბერს. რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა დასავლეთ უკრაინის ობიექტებზე რუსეთის იერიშის დროს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წელს ანტარქტიდის გარშემო ზღვის ყინულის ფართობი მილიონი კმ²-ით შემცირდა

2023 წელს ანტარქტიდაში ზამთრის ზღვის ყინულის ფართობი 1986 წელს დაფიქსირებულ სარეკორდო მინიმუმზე ერთი მილიონი კვადრატული კილომეტრით ნაკლებია. სექტემბერში ანტარქტიდის ზღვის ყინულის ფართობი აღწევს მაქსიმუმს - საშუალოდ 18,71 მილიონ კვადრატულ კილომეტრს. წელს 10 სექტემბერს ზღვის ყინულმა მიაღწია 16,96 მილიონ კვადრატულ კილომეტრს, რის შემდეგაც დაიწყო კლება, ნათქვამია აშშ-ის თოვლისა და ყინულის მონაცემთა ეროვნული ცენტრის კვლევაში. მეცნიერები ყინულის გაქრობას უკავშირებენ ისეთ ბუნებრივ მოვლენებს, როგორიცაა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარტია „საქართველოსთვის“ შოვის სტიქიის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ემხრობა

პარტია „საქართველოსთვის“ მხარს დაუჭერს შოვის სტიქიის საკითხზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუმცა მისი შექმნის შემთხვევაში, კომისიაში არ შევლენ. ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მიუხედავად იმისა, რომ პარტია “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” პირობებში საგამოძიებო კომისიას „ჭეშმარიტების დასადგენად“ ეფექტიან მექანიზმად არ მიიჩნევს, თვლის, რომ სანამ „საზოგადოების ნაწილი (მათ შორის, შოვის მოსახლეობის ნაწილი) ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება სიმართლის დადგენაში“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

WhatsApp-ი არ მისცემს რუს მომხმარებლებს არხების შექმნის უფლებას

მესინჯერი WhatsApp-ი არ მისცემს რუს მომხმარებლებს არხების შექმნის უფლებას. ამის შესახებ The Moscow Times-ი წერს კომპანია Meta-ს წარმომადგენელზე დაყრდნობით. Meta (ყოფილი Facebook-ი) WhatsApp-ის მფლობელია.   მესინჯერი რუსეთში არ აამოქმედებს არხების სერვის WA Channels-ს. „პროდუქტი უახლოეს მომავალში არ იქნება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი რუსეთში,“ - განუცხადა წყარომ The Moscow Times-ს. სხვა ქვეყნებში ეს შესაძლებლობა რამდენიმე კვირაში გაჩნდება.   ადრე რუსეთის ხელისუფლება WhatsApp-ის დაბლოკვით დაიმუქრა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის საელჩო: სიცრუა ყარაბაღის მოსახლეობის სომხეთის გარეთ განსახლების შესახებ ინფორმაცია

სომხეთის საელჩო საქართველოში განცხადებით ეხმაურება, მათი სიტყვებით, გავრცელებულ ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების სომხეთის ფარგლებს გარეთ შესაძლო გასახლების შესახებ. საელჩო მსგავს ცნობებს სიცრუეს უწოდებს. „სოციალური ქსელების ქართულ სივრცეში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება აზერბაიჯანის მთიან ყარაბაღზე ბოლო სამხედრო თავდასხმის შედეგად სომხეთში გადაყვანილი სომხების - სომხეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ სხვა ადგილებში განსახლების შესაძლო ზრახვებთან დაკავშირებით. სომხეთის რესპუბლიკის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველომ რუსეთსა და ბელარუსში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი აკრძალა

დღეიდან, 26 სექტემბრიდან, ძალაში შევიდა განკარგულება, რომლის თანახმად, იკრძალება ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი ავტომანქანების ნაწილის რუსეთში ექსპორტი და რეექსპორტი. როგორც მანამდე შემოსავლების სამსახურის განცხადებიდან გახდა ცნობილი, ევროპული საბჭოს 2014 წლის 31 ივლისის კონსოლიდირებული ვერსიის დანართში მე-11 პაკეტის სახით შესული ცვლილების თანახმად, 2023 წლის 26 სექტემბრიდან, მიუხედავად ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულებისა, აიკრძალება ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი 1,900 კუბურ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დემონსტრანტები ერევანში დილიდან ბლოკავენ ქუჩებს, არიან დაკავებულები

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ერევანში გრძელდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებმა 26 სექტემბრის დილიდანვე დაიწყეს ქუჩების ბლოკირება. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, მომიტინგეები აპრობირებული ხერხით მოქმედებენ: რამდენიმე წუთით ბლოკავენ ქუჩებს და ცდილობენ მოძრაობის პარალიზებას. მომიტინგეების ამ ნაბიჯებს პოლიციის მხრიდან შესაბამისი მოქმედებები ახლავს. დემონსტრანტები ჩივიან, რომ დაკავებების დროს პოლიცია მათ მიმართ ძალას იყენებს. გუშინ დაკავებულთა რაოდენობამ 168-ს მიაღწია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კადიროვმა შეაქო თავისი შვილი, რომელმაც ყურანის დაწვაში ეჭვმიტანილ ნიკიტა ჟურაველს კაბინეტში სცემა

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ სცემს მისი ვაჟი, ადამი, ვოლგოგრადელ ნიკიტა ჟურაველს, რომელიც ყურანის დაწვაშია ეჭვმიტანილი. პოლიტიკოსმა თქვა, რომ ამაყობს თავისი შვილის საქციელით. შვიდწამიან ვიდეოში ადამ კადიროვი უამრავ დარტყმას აყენებს  ნიკიტა ჟურაველს წელს ზემოთ და თავის არეში. „სცემა და სწორად მოიქცა", - დაწერა კადიროვმა და დასძინა, რომ ის "ამაყობს ადამის საქციელით". მაისში 19 წლის ნიკიტა ჟურაველმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკა ბელარუსის მოქალაქეებს დრონების გამოყენებას უკრძალავს

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ქვეყნის მოქალაქეებს აუკრძალა დრონების შეძენა, შენახვა, გაყიდვა, წარმოება და გამოყენება პირადი მიზნებისთვის. შესაბამის განკარგულებას სახელწოდებით "სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატების სახელმწიფო რეგისტრაციისა და ექსპლუატაციის შესახებ", ლუკაშენკამ 25 სექტემბერს მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, სამოქალაქო დრონების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ბელარუსის ტრანსპორტის სამინისტროს საავიაციო დეპარტამენტისგან ოფიციალური ნებართვის მიღების შემდეგ. თეორიულად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად მუშაობა შეაჩერა უკრაინა-რუმინეთის საბორნე გადასასვლელმა

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა დაადასტურა, რომ 26 სექტემბერს ოდესის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დანგრეულია რუმინეთთან საზღვარზე მდებარე საბორნე გამშვები პუნქტი „ორლოვკა“. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, სიტუაციის სტაბილიზაციამდე, რუმინეთთან საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელია მხოლოდ „რენის“ სახმელეთო-გამშვები პუნქტით. რადიო თავისუფლების რუმინული სამსახურის ცნობით, უკრაინის დაბა ორლოვკაზე რუსული დრონით დარტყმის ამსახველი კადრები რუმინეთის ტერიტორიიდან გადაიღო მოსაზღვრე ქალაქ ისაკჩის მცხოვრებმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ახალი მრჩეველი ჰყავს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მალხაზ ღუღუნიშვილი დანიშნა. ეროვნულ ბანკში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეს ახალი შტატია. მანამდე მალხაზ ღუღუნიშვილს ეროვნულ ბანკში უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. ამ პოზიციას გიორგი ფერაძე დაიკავებს. ახალი შტატის შექმნის აუცილებლობის შესახებ ან განმარტავენ. ღია წყაროების მიხედვით, მალხაზ ღუღუნიშვილი ეროვნულ ბანკში წლებია მუშაობს. მანამდე ის გენერალურ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში იყო დასაქმებული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ყარაბაღში მომხდარმა აფეთქებამ

სომხეთის მედიასაშუალებები ავრცელებენ პირველ ცნობებს ყარაბაღში, საწვავის საცავის ტერიტორიაზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა შესახებ. მათი წყაროა არცახის(ყარაბაღის) საინფორმაციო შტაბი, რომლის მონაცემებით, 7 დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. 13 ამოუცნობი გვამია ექსპერტიზის ადგილობრივ ბიუროში. შტაბის თანახმად, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებამ და რუსეთის სამშვიდობო ძალების სამედიცინო პუნქტმა მიიღეს დაახლოებით 290 პაციენტი სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით. რამდენიმე ათეულის მდგომარეობა კრიტიკულია. Читать дальше...


В Орле собирают советские монеты для изготовления памятных знаков

В ближайшие выходные по всей России пройдет более 2 тыс. семейных мероприятий

Самарские ученые приступили к масштабным испытаниям биотопливных добавок для газотурбинных двигателей

Два проекта Первый Бит отмечены дипломами финалистов конкурса «BPM-проект года»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Уроженка Волгограда поделилась историей лотерейной победы своего отца

XXV Международный телевизионный конкурс «Щелкунчик» объявляет прием заявок

Аналитика: аттракцион «Солнце Москвы» чаще посещают жители Костромской области и КНР

Mash: Канье Уэст может приехать с концертом в Москву 8 июня

Музыкальные новости

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму

Эксперт сенсационно раскрыл загадку Мессинга и Жириновского.

Ctrl2GO Solutions и РусГидро подписали соглашение о сотрудничестве

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Новости России

«Оранжевый» уровень погодной опасности объявили в Москве на два дня

На территории нового кампуса МГТУ имени Н.Э. Баумана продолжается строительство «Квантум-парка»

«Верю — все будет как надо»: биография Анастасии Заворотнюк

Российский фильм получил Гран-при кинофестиваля в Лондоне

Экология в России и мире

В Ставропольской психиатрической больнице начались мероприятия ко Дню защиты детей

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

ONYX отправляется в Большой тур по России

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Спорт в России и мире

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Moscow.media

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *