7 თებერვალს, აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის ეს მეხუთე არჩევნებია, პირველად მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, სადაც ბაქომ კონტროლი 2023 წლის შემოდგომაზე აღადგინა.
ადამიანები ცოცხლად დაიმარხნენ - შოვის შემდეგ ახლა ეს ფრაზა ისმის ბაღდათის რაიონშიც. სოფელ ნერგეეთში 6-დან 7 თებერვლის ღამეს მეწყერი ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა იმავე საღამოს მიწიდან 8 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, 1 დაკარგულს ისევ ეძებენ. ბაღდათის სოფლებში მეწყრის ჩამოწოლის საფრთხეზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჯერ კიდევ 2022 წელს იცოდა.
რუსი ოინბაზები (იგივე პრანკერები) ვოვანი და ლექსუსი წლებია უკავშირდებიან უცხოელ პოლიტიკოსებს და რუს დისიდენტებს, რათა მოტყუებით ათქმევინონ ის, რაც სჭირდება კრემლის პროპაგანდას. ბოლო დროს მსხვერპლებს ისინი Deepfake ტექნოლოგიით აბითურებენ.
ნარკოტიკების ზედოზირებას ყოველწლიურად საქართველოში 30-40 ადამიანის სიცოცხლე ეწირება, - უთხრა შს მინისტრმა გასულ კვირას პარლამენტარებს. ნარკოპოლიტიკის ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ეს სტატისტიკა არ ასახავს მძიმე რეალობას.
ევროპა რუსული გაზსადენის გაზზე დამოკიდებულებას ამცირებს. კრემლი ახალ ბაზრებს ეძებს, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჩინეთია. შეძლებს კი რუსეთი ევროპის ჩინეთით ჩანაცვლებას და Nord Stream-2-ის მსგავსი პროექტის განხორციელებას?