თებერვლის დასაწყისში სალვადორის ამომრჩეველთა თითქმის 85%-მა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ნაიიბ ბუკელეს მე-2 ვადით არჩევას. ბუკელეს მმართველობისას სალვადორში კრიმინალი მკვეთრად შემცირდა, თუმცა საამისოდ, 75 ათასი ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 1.8% - ციხეში გამოკეტეს. მათ შორის ყველა დამნაშავე არ ყოფილა.
19 თებერვალს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა დაადასტურა რამდენიმე ადრეული ცნობა ესპანეთში რუსი პილოტის, მაქსიმ კუზმინოვის გარდაცვალების შესახებ.
რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში გამგზავრება სახიფათოა.
რუსეთის ხელისუფლება ნავალნის სიკვდილს უკვე უწოდებს "უბედურ შემთხვევას", მაგრამ შეიძლება კი ამის თქმა ისეთ პოლიტიკურ პატიმარზე, რომელიც არასრული ორი წლის განმავლობაში 27-ჯერ მოათავსეს სადამსჯელო იზოლატორში, უარი უთხრეს სამედიცინო დახმარებაზე და, რომელსაც სისტემატურად ეპყრობოდნენ არადამიანურად?
ოპოზიციის ლიდერმა რუსეთში, ალექსეი ნავალნიმ, რომელიც 16 თებერვალს ციხეში გარდაიცვალა, ქართველებს თავი სხვადასხვა დროს რადიკალურად განსხვავებული განცხადებებით დაამახსოვრა. ის ჯერ ამბობდა, რომ საქართველო ბომბებს იმსახურებს, მერე კი ბოდიში მოიხადა.
თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობაზე ცრუ შეტყობინების ბრალდებით დაკავებული დავით ზარნაძე მესამე დღეა პატიმრობაშია.
რუსეთის მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მკვდარია, მისი ცხედარი კი გამქრალია. პუტინის მოწინააღმდეგეებისთვის ცალსახაა, რომ ის კრემლმა მოკლა და ცხედარი მტკიცებულებების გასანადგურებლად გადამალა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია შარშან ოპტიმისტური განწყობით ჩატარდა. მაშინ ჩანდა, რომ უკრაინამ შეძლო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისათვის არა მხოლოდ წინააღმდეგობა გაეწია, არამედ თავადაც წინ წასულიყო.