„რიტორიკულად მივდივართ დასავლეთისკენ, მსოფლმხედველობრივად - რუსეთისკენ, ფული კი გვინდა ჩინეთში ვიშოვოთ“, - ამბობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი. ჩინეთმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო.
იცით, როგორ რეკლამას უკეთებს კრემლის პროპაგანდა უკრაინაში ომს? ამტკიცებს, რომ უკრაინაში ბრძოლა „ნამდვილი კაცების“ საქმეა. ეს ომი ორი წლის წინ რუსეთის მთავარმა „ნამდვილმა კაცმა“ დაიწყო.