Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Февраль
2023

Новости за 01.02.2023

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის წევრებს მოუწოდებს, რუსეთის ელჩებს დაატოვებინონ თავიანთი ქვეყნები

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდა, დაატოვებინონ თავიანთი ქვეყნები რუსეთის ელჩებს. მინისტრის თქმით, ევროპაში რუსეთის ელჩების შენარჩუნება ამ ეტაპზე პრაქტიკულად აზრსაა მოკლებული. ამის შესახებ წერს გამოცემა Verslo Zinios-ი. "უმეტეს შემთხვევაში ეს აღარაა დიპლომატიური ინსტიტუტი, არამედ არის პროპაგანდის ინსტიტუტი, რომელიც ფარავს ომის დანაშაულებს და მთლიანობაში ავრცელებს გენოციდურ [მესიჯს]", - თქვა ლანდსბერგისმა რიგაში, ბალტიისპირეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში გაჩხრიკეს მილიარდერ კოლომოისკის სახლი

უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს აგენტებმა 1 თებერვალს გაჩხრიკეს მილიარდერი ბიზნესმენის, იჰორ კოლომოისკის სახლი, იტყობინება უკრაინული მედია ანონიმურად დატოვებულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. იუწყებიან, რომ ჩხრეკა უკავშირდება შესაძლო მაქინაციების გამოძიებას კომპანიებში Ukrnafta და Ukrtatnafta. საუბარია დიდი ოდენობის ნავთობპროდუქტების გაფლანგვაზე და მსხვილი გადასახადებისთვის თავის არიდებაზე, წერს "უკრაინსკაია პრავდა". იჰორ კოლომოისკი ადრე ორივე კომპანიის მფლობელი იყო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

IOC: რუსეთისთვის დაწესებული სპორტული სანქციები "არ ექვემდებარება გადასინჯვას"

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 31 იანვარს განაცხადა, რომ გადასინჯვას არ ექვემდებარება სანქციები, რომლებიც რუსეთსა და ბელარუსს დაუწესდა მოსკოვის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო. სანქციები მოიცავს აკრძალვებს იმ რუსი და ბელარუსი ათლეტებისთვის, რომლებიც თავ-თავიანთი ქვეყნების დროშის ქვეშ ასპარეზობენ. მანამდე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა თქვა, რომ რუსეთის წარმომადგენელი სპორტსმენები არ უნდა დაუქვემდებარონ განსხვავებულ წესებს - იმ ფონზე, როცა იზრდება დაძაბულობა 2024 წელს პარიზში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების წინ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტოლტენბერგი საუბრობს ნატოს კავშირების მნიშვნელობაზე ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების არეალებში

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 1 თებერვალს ხაზი გაუსვა ნატოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას პარტნიორებთან ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების არეალებში და განაცხადა, რომ ევროპას არ შეუძლია უგულებელყოს აღმოსავლეთ აზიაში მიმდინარე პროცესები, რადგან გლობალური უსაფრთხოება ურთიერთდაკავშირებულია. "პარტნიორებთან მსოფლიოს გარშემო მუშაობა, განსაკუთრებით ინდოეთისა და წყნარი ოკეანის არეალში, წარმოადგენს ნაწილს პასუხისა უფრო სახიფათო და წინასწარ განუსაზღვრელ მსოფლიოზე", - თქვა სტოლტენბერგმა იაპონიაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამირან გამყრელიძე: NCDC-ის მივწერე, გამოვთქვი ჩემი აზრი, მათ შორის - მწვავედ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს, რომ ნამდვილად მისწერა ოფიციალური, საქმიანი წერილი NCDC-სა და ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა მის შინაარსზე საუბარი არ სურს. ცენტრის ახალი ხელმძღვანელის, თამარ გაბუნიას მიმართ გამყრელიძის წერილი ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა. "არ მინახავს, შემატყობინეს, რომ გავრცელდა და სამწუხაროა, რამეთუ მე საქმიანი წერილი ჩემი შეხედულებებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მივწერე და დავაკოპირე ასევე ეს წერილი სამინისტროსთან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაიდენი და ზელენსკი ისაუბრებენ უკრაინისთვის იარაღის გადაცემის საკითხზე

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაელაპარაკება იარაღის მიწოდების შესახებ უკრაინის ახალ თხოვნაზე. მანამდე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს უკრაინას მიაწოდოს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები. მაღალტექნოლოგიურ თვითმფრინავებს კიევი ითხოვს მას მერე, რაც გასულ კვირაში დასავლელი მოკავშირეები ტანკების მიწოდებას დაჰპირდნენ. აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები ამ დრომდე უარს ამბობდნენ უკრაინისთვის გაეგზავნათ იარაღი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"რონდელის მსოფლიო რადარი": უკრაინას ექნება გაზაფხულზე კარგი, დიდი შეტევის განხორციელებისთვის საჭირო შეიარაღება

რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ლაპარაკობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების პროცესზე და დარწმუნებულია, რომ მას აუცილებლად დაემატება ავიაციაც: "ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში შედგება საუბარი ბაიდენსა და ზელენსკის შორის".

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ჩაერთო: "ვითხოვ ადეკვატურ მკურნალობას"

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, 1 თებერვალს, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" ჩაერთო. მისი სასჯელის გადავადების ანდა გათავისუფლების შუამდგომლობის მორიგ სხდომაზე მან რამდენიმეწინადადებიანი მიმართვა წაიკითხა. "მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა და კრეატიული... ერთადერთი, რასაც ვითხოვ, მომეცეს საშუალება ადეკვატური მკურნალობის... თუ საჭიროა..." - ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიმართვის ფრაგმენტი, მისი ნათქვამის გარჩევა შეუძლებელი იყო, ტექნიკური პრობლემების გამო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჟურნალისტ ალექსანდრ ნევზოროვს

რუსულმა სასამართლომ ჟურნალისტი ალექსანდრ ნევზოროვი დამნაშავედ ცნო რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში „პოლიტიკური სიძულვილის მოტივით“ და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ ნევზოროვს განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა. ჟურნალისტს, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, 4 წლით აუკრძალეს ინტერნეტ-რესურსების ადმინისტრირებაც. გამოძიების ვერსიით, 2022 წლის 9 მარტს, ალექსანდრ ნევზოროვმა ინსტაგრამსა და იუთუბზე შეცნობილად გამოაქვეყნა ცრუ ინფორმაცია რუსული არმიის მიერ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფინანსური პრობლემების გამო იხურება ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი"

ფინანსური პრობლემების გამო 12-წლიანი მუშაობის შემდეგ იხურება ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი". ინფორმაცია მედიასაშუალების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. "დღეს, 12-წლიანი მუშაობის შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო, ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ფუნქციონირებას წყვეტს... დღეიდან ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" აღარ განახლდება და ვებგვერდიც მოკლე პერიოდში გაითიშება", - წერია განცხადებაში. ინტერნეტგამოცემა 2011 წლიდან მუშაობდა, აშუქებდა ძირითადად სამეგრელოსა და ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ ამბებს. "ლაივპრესი"... Читать дальше...

News.ge 

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში. თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები. “საერთაშორისო ბაზარზე ბანკების მსხვილი პარტნიორების საჭიროებების კვლევებით ვლინდება, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 11% იქნება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არ შეიცვლება რეფინანსირების განაკვეთი - უცვლელი, 11 პროცენტი იქნება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილება დღეს, 1 თებერვალს მიიღო. გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზითაა ახსნილი: "საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და შემცირების ტენდენცია აქვს, რასაც საგარეო ფაქტორებიდან მომდინარე წნეხის ეტაპობრივი განეიტრალება განაპირობებს"; "საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულებაც კლებას  განაგრძობს და დეკემბრის... Читать дальше...

News.ge 

„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე

დღეისათვის უკვე საკმაოდ ცნობილი, ხარისხით, გემოვნური თვისებებითა თუ დახვეწილი დიზაინით გამორჩეული ბრენდი – „მარტვილის მარანი“ – საქართველოს ბაზარზე 2012 წელს, „ვინო მარტვილეს“ სახელწოდებით გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია ღვინის მოყვარულთა და მწარმოებელთა ყურადღება. „მარტვილის მარნის“ დამფუძნებლის, ზაზა გაგუა დაინტერესება იმ დროისათვის გაიშვიათებული და, შესაბამისად, ძვირფასი მეგრული ჯიშით, „ოჯალეშით“, ერთი მხრივ მარტვილელი ბაბუის ხსოვნასა და სიყვარულს, მეორე ...

Radiotavisupleba.ge 

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი აპრილისთვის გადაიდო

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი აპრილისთვის გადაიდო. ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა ტვიტერში გაავრცელა. მისი განცხადებით, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გადადება მოუწიათ, თუმცა ჩართულობისთვის მზად არიან. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებაში, რომელსაც ტოივო კლაარი ავრცელებს, ნათქვამია, რომ 2023 წლის თებერვლის ბოლოს დაგეგმილი დისკუსიების მორიგი რაუნდი აპრილში გაიმართება. „თანათავმჯდომარეები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთში გრძელდება მასშტაბური საპროტესტო აქციები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ

საფრანგეთში არ წყდება საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები. პოლიციის მონაცემებით, 31 იანვარს, საფრანგეთის მასშტაბით, აქციებში მონაწილეობდა 1.27 მილიონი ადამიანი, მათგან 87 ათასამდე - პარიზში. პროფესიული კავშირების ერთ-ერთი უდიდესი გაერთიანების, CGT-ს ინფორმაციით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა მიიღო 2.8 მილიონმა მოქალაქემ. ნებისმიერ შემთხვევაში, დემონსტრანტების რაოდენობა აღემატებოდა ორი კვირის წინ გამართული აქციების მონაწილეთა რიცხვს - 1.2 მილიონს. საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მეტროსადგური "ვარკეთილი" 2 თვით დაიკეტება - ამბობს თბილისის მერი

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ 9 თებერვალს დაიწყება მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაცია. ხელშეკრულებით სამუშაოები 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მერმა აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია აზბესტის ფილების დემონტაჟი. სწორედ ამიტომ, სადგური ივნის-აგვისტოს პერიოდში დაახლოებით ორი თვით დაიკეტება. "ვარკეთილის" დაბლა ბაქანზე და დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის უსაფრთხო დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოებისთვის მეტროსადგური დაიკეტება, დაახლოებით, ორი თვით. დაახლოებით, ეს იქნება ივნისი-აგვისტოს შუალედში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთი დიდი დანაკარგით ისევ უტევს ბახმუტსა და ლიმანს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 5 საავიაციო და 6 სარაკეტო დარტყმა და 65-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის სუმის, ხარკოვის, ნიკოლაევის და ხერსონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე არ წყვეტს შეტევას ლიმანის და ბახმუტის მიმართულებებით, სადაც დიდი დანაკარგი აქვს და წარუმატებელ იერიშს აწარმოებს ავდეევკასა და ნოვოპავლოვსკზე. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მსახიობ ალეკ ბოლდუინს ბრალი წაუყენეს

ჰოლივუდის ცნობილ მსახიობ ალეკ ბოლდუინს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ფილმის გადაღებისას ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობისთვის. ამის შესახებ ამერიკული მედიასაშუალებები იუწყებიან სანტა-ფეს საოლქო პროკურორის მიერ სასამართლოსთვის 31 იანვარს წარდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით. პროკურორმა ანალოგიური ბრალი წაუყენა გადამღები ჯგუფის წევრ ჰანა გუტიერეშ-რიდს, რომელიც პასუხისმგებელი იყო რეკვიზიტად გამოყენებული იარაღის უსაფრთხოებაზე. გამოძიების თანახმად, ორივე ბრალდებულმა არაერთხელ დაარღვია უსაფრთხოების სტანდარტები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დანილოვი არ გამორიცხავს, რომ პუტინი ომის წლისთავს დაამთხვევს ახალ, მასშტაბურ შეტევას

უკრაინა ემზადება რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაციისთვის, რომელიც შესაძლოა, უახლოეს ორ-სამ კვირაში დაიწყოს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განუცხადა ბრიტანულ ტელეკომპანია Sky News-ს. დანილოვი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში შეჭრის წლისთავს, 24 თებერვალს დაამთხვევს ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან ახალ, მასშტაბურ შეტევას. ოლექსი დანილოვის თქმით, იმ ფონზე, როცა რუსეთი მაქსიმალური ესკალაციისთვის ემზადება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Reuters-ი: აშშ უკრაინას პირველად გადასცემს შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებს

აშშ უკრაინისთვის ამზადებს ახალ, ორ მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელშიც, როგორც მოსალოდნელია, პირველად იქნება შორ მანძილზე, 150 კილომეტრზე მოქმედების რაკეტებიც(GLSDB). ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს შეერთებული შტატების ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ინფორმირებული წყაროების თანახმად, გადაწყვეტილება ამ კვირაში გამოცხადდება. ახალი პაკეტი მოიცავს დამხმარე დანადგარებსაც საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის Patriot-ი, დამატებით ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს Javelin-ი და მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბლინკენი ისრაელსა და პალესტინელებს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ახლო აღმოსავლეთში თავისი სტუმრობა დაასრულა პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან შეხვედრით, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე გაიმართა. აბასთან შეხვედრის შემდეგ ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ უარყოფს ყოველგვარ ინიციატივას, რომელიც ართულებს ორი სახელმწიფოს შექმნით კონფლიქტის მოგვარებას. მათ შორის ბლინკენმა დაასახელა, ებრაელთა ახალი დასახელებების შექმნა, წმინდა ადგილებიდან განდევნა ან იქ სტატუს კვოს შეცვლა. ბლინკენმა პალესტინელებს დამატებითი დახმარება აღუთქვა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ გამოაცხადა, რომ 3 თებერვალს კიევში ევროკავშირ-უკრაინის სამიტი გაიმართება

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, კიევში 3 თებერვალს ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რაც, მისი თქმით,  მძლავრი სიგნალი იქნება მსოფლიოსა და მოსკოვისთვის. AFP-ის თანახმად, შმიგალმა კაბინეტის სხდომაზე თქვა ასევე, რომ შეხვედრა „ძალიან მნიშვნელოვანი“ იქნება კიევის სწრაფვისთვის, შეუერთდეს ევროკავშირს. „ის ფაქტი, რომ სამიტი კიევში გაიმართება, მძლავრი სიგნალია ორივესთვის, ჩვენი პარტნიორებისა და მტრებისთვის“, თქვა შმიგალმა. ცნობაში არ არის დეტალები მოყვანილი, თუ ვინ დაესწრება ამ სამიტს. Читать дальше...


20 лет без Ленина: выяснилось, зачем стали драпировать Мавзолей во время Парада Победы

В Москве задержали 10 нелегалов среди сотрудников аэропорта Шереметьево

Титов сделал прогноз на дерби «Тоттенхэм» - «Арсенал»

Тёмная сторона сильных школ



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Какую продукцию для активного отдыха в праздники ...

Электронные повестки начнут рассылать россиянам с 1 ноября

AP: суд в Мурманской области арестовал на два месяца журналиста Карелина

Город контрастов. Как в Баку зарабатывают на «Бриллиантовой руке»

Музыкальные новости

"Спартак" обыграл "Локомотив" в 26-м туре чемпионата России

Тема дня: На «Госуслугах» можно будет получить статус многодетной семьи с 2025 года

Генерал-полковник Алексей Воробьев высоко оценил подготовку кинологов Росгвардии к предстоящим соревнованиям по профессиональному многоборью

В Перми встретили Знамя Победы, которое едет через всю страну

Новости России

Город контрастов. Как в Баку зарабатывают на «Бриллиантовой руке»

III класс пожарной опасности ожидается на территории Подмосковья 29-30 апреля

Тёмная сторона сильных школ

«Всегда пытается быть впереди телеги». Песков прокомментировал заявление Дуды о ядерном оружии

Экология в России и мире

Токсиколог Кутушов рассказал почему возникает похмелье

Юные керамисты школы №2120 выиграли три Гран-при конкурса «Мир дому твоему!»

Сергей Трофимов выступит с летним концертом в Зеленом Театре ВДНХ

Туроператор Пегас сделал важное заявление по летним турам

Спорт в России и мире

Азаренко проиграла в 1/16 финала турнира WTA-1000 в Мадриде

Елена Рыбакина рассказала о проблемах на турнире в Мадриде

Азаренко не смогла пробиться в 1/8 финала турнира в Мадриде, уступив Соррибес-Тормо

Россиянка Михайлова стала чемпионкой Франции по настольному теннису

Moscow.media

звезды шоу-бизнеса посетили весеннюю неделю моды estet fashion week

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

«1418»: выставка секции «Арт-фото» ТСХР в зале «Лаврушинский`15»

"Банда четырех" против демократии







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *