Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2023

Новости за 22.10.2023

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის ტანკმა შემთხვევით გაუხსნა ცეცხლი საზღვარზე ეგვიპტელთა პოზიციას

ღაზის სექტორის მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანების მეორე კოლონამ კვირას, 22 ოქტომბერს გადაკვეთა რაფის სასაზღვრო გადასასვლელის ეგვიპტის მხარეზე. ამის შესახებ ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურები და ჰუმანიტარული სტრუქტურებთან დაახლოებული წყაროები იტყობინებიან. მალე მას შემდეგ, რაც კოლონა საკონტროლო პუნქტთან გამოჩნდა, თვითმხილველთა თქმით, მახლობლად აფეთქება მოხდა. Reuters-ის თანახმად, ასევე ისმოდა, ეგვიპტის მხრიდან მოსული სასწრაფო დახმარების მანქანების ხმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დეტროიტში სინაგოგის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი მოკლეს

დეტროიტში (მიჩიგანის შტატი) ქალაქის ცენტრში მდებარე ისააკ აგრის სახელობის სინაგოგის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი სამანტა უოლი მოკლეს. შაბათს ცხედარი, რომელსაც დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების კვალი ეტყობოდა, მოკლულის სახლთან აღმოაჩინეს. დეტროიტის პოლიციის ინფორმაციით, სავარაუდოდ, უოლი სახლში მოკლეს. ამაზე მიუთითებს სისხლის ნაკვალევი. პოლიციისთვის, რომელიც საქმეს იძიებს, მკვლელობის მოტივი და დამნაშავის ან დამნაშავეების ვინაობა უცნობია. ჯერჯერობით, არ არსებობს მინიშნებები, რომ მკვლელობა ახლო აღმოსავლეთში ვითარების ამჟამინდელ გამწვავებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ ახლო აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვას აძლიერებს ბაზებზე თავდასხმების მცდელობის შემდეგ

შეერთებული შტატები გააძლიერებს თავის სამხედრო დაჯგუფებას ახლო აღმოსავლეთში ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად გამოწვეული დაძაბულობისა და ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმების სერიასთან დაკავშირებით, რომლებიც ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების მიერ განხორციელდა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია დეტალურად განიხილა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს. კერძოდ, პენტაგონის ხელმძღვანელმა, ამერიკელი სამხედროების დაცვის გასაძლიერებლად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა 20 ათასი უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია მოახდინა, მაგრამ რეალური ციფრი უფრო მეტია-ზელენსკი

უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკანონოდ მოადინა 20 000 უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია, მაგრამ რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია", - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კატარის ემირთან, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ თანისთან სატელეფონო საუბრისას. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა კატარის მნიშვნელოვანი როლი უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში. "მხოლოდ ის, რისი დოკუმენტურად დადასტურებაც შეგვიძლია, გატაცებულია დაახლოებით 20 ათასი ბავშვია. ეს არის შემზარავი ციფრი, მაგრამ რეალური კიდევ უფრო დიდია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერი გმობს ანტისემიტიზმის ზრდას ღაზაში ომის გამო

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 22 ოქტომბერს გამოხატა შეშფოთება ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედების შემდეგ გერმანიასა და მთელ მსოფლიოში ანტისემიტიზმის ზრდის გამო. სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ თანახმად, შოლცმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ ქალაქ დესაუში ახალი სინაგოგის გახსნაში. ქალაქის ბოლო სინაგოგა ნაცისტებმა 85 წლის წინ გაანადგურეს. გერმანიის ზოგიერთ ქალაქში ისრაელის დროშები ჩამოგლიჯეს, გასულ კვირას კი უცნობებმა ბერლინის სინაგოგას ორი „მოლოტოვის კოქტეილიანი“ ბოთლი ესროლეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველო არც ახლა აპირებს მონაწილეობას 3+3 ფორმატის შეხვედრაში

საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას თეირანში სხვა რეგიონულ ძალებთან ერთად „3+3“ ფორმატის შეხვედრაში. „რადიო თავისუფლებას“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტიდან მისწერეს, რომ „საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“. ირანული და აზერბაიჯანული სამთავრობო მედიის ცნობით, 3+3 ფორმატის შეხვედრა ორშაბათს, 23 ოქტომბერს ირანის დედაქალაქ თეირანში იმართება. თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებმა მორიგი აქცია გამართეს - ისინი გარანტიებს ითხოვენ

ბათუმში „ოცნების ქალაქის" დასახლების მცხოვრებლები აქციას მართავენ და გზის გადაკეტვას ცდილობენ. ადგილობრივი გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, აქციის მონაწილეებმა „ოცნების ქალაქის“ მიმდებარე გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. დემონსტრანტები ამბობენ, რომ ითხოვენ, „ოცნების ქალაქის“ ყველა მოსახლეს მისცეს გარანტია, რომ საცხოვრებელ ბინებს აუცილებლად მიიღებენ - და ეს საგარანტიო ხელშეკრულებით დაუდასტურონ. საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები მოქალაქეები 2012 წლიდან ითხოვენ.

Radiotavisupleba.ge 

UFC-ის ჩემპიონმა ხამზატ ჩიმაევმა რამზან კადიროვს „პალესტინისთვის საბრძოლველად წასვლა“ სთხოვა

ხამზატ ჩიმაევმა, შერეული საბრძოლო ხელოვნების (UFC) ჩეჩნური წარმოშობის მებრძოლმა, აბუ-დაბიში გამართულ UFC 294 ტურნირზე მეტოქე კამარ უსმანი დაამარცხა. ტურნირის შემდეგ, მან ჩეჩნეთის მეთაურ, რამზან კადიროვს მიმართა და აღნიშნა, რომ "მზად არის პალესტინაში პირველი წავიდეს", რათა " მოკვდეს მუსლიმი ძმებისთვის." ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტი „კავკაზ.რეალიი“ წერს. რამზან კადიროვმა ჩიმაევის სიტყვებს „ამაღელვებელი“ უწოდა. ჩეჩნეთის მეთაურმა განაცხადა, რომ მებრძოლი "დაჩაგრულ მდგომარეობაში მყოფი ყველა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მოიგეს არჩევნები, მაგრამ დათმეს მთავრობა" - ადამ რაიხარდტი პოლონეთის არჩევნებსა და საქართველოსთან პარალელებზე

“როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია, რუსეთს საფრთხედ აღიქვამს, ასე რომ, ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, რუსეთთან მიდგომა არ შეიცვლება” - ეუბნება რადიო თავისუფლებას "ახალი აღმოსავლეთ ევროპის” რედაქტორი ადამ რაიხარდტი.

Radiotavisupleba.ge 

ყირიმის დეოკუპაცია ომში უკრაინის გამარჯვების გარეშე შეუძლებელია - ჩეხეთის პარლამენტის სპიკერი

ყირიმის დეოკუპაცია შეუძლებელია რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების გარეშე. ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის (ქვედა პალატა) სპიკერმა მარკეტა პეკაროვა ადამოვამ განაცხადა. "პირველ რიგში, უკრაინას სჭირდება ომის მოგება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი ამისკენ. საჭიროა ომის მოგება და შემდეგ შესაძლებელი იქნება ყირიმის ნახევარკუნძულის, ასევე უკრაინის ყველა ტერიტორიის, დეოკუპაცია",–განაცხადა პეკაროვამ. ამავე დროს, ჩეხეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სირიამ კვლავ დაადანაშაულა ისრაელი აეროპორტებზე იერიშში

სირიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისრაელმა კვირა დილით ავიაიერიშები განახორციელა დამასკსა და ალეპოს აეროპორტებზე. სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები მწყობრიდან გამოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა. იერიშის გამო ყველა რეისის განხორციელება ლატაკიის აეროპორტს დაეკისრა. ეს არის ისრაელის სავარაუდო მესამე დარტყმა სირიის აეროპორტებზე რეგიონში სიტუაციის მკვეთრი გამწვავების შემდეგ, რომელიც 7 ოქტომბერს ისრაელზე რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კრემლი ნორვეგიაში ჯაშუშების გადაბირებას გეოგრაფიული საზოგადოების სარჩულით ახდენს: გამოძიება

რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების თანამშრომლების საფარქვეშ ცდილობენ ნორვეგიის მაცხოვრებლების გადაბირებას. ამის შესახებ რადიო თავისუფლების და „ნასტოიაშჩეე ვრემიას" პროექტ "სისტემის" მიერ ჩატარებულ გამოძიებაშია ნათქვამი. ჟურნალისტებმა დაადგინეს იმ პირთა ვინაობა, ვინც ნორვეგიაში რეკრუტირებას ახორციელებს, მაგრამ მათი სახელები გამოძიებაში არ არის მითითებული წყაროს უსაფრთხოების ინტერესის გათვალისწინებით. ეს არის რუსული წარმოშობის ოსლოს მკვიდრი, სახელად ივანი, რომელმაც ნორვეგიის მოქალაქეობა მიიღო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლავროვი ირანში ჩასვლას გეგმავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ორშაბათს, 23 ოქტომბერს ირანს ეწვევა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა „რია ნოვოსტი“ ავცელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე, მარია ზახაროვაზე დაყრდნობით. ვრცელდება ცნობები, რომ თეირანში გაიმართება მოლაპარაკებები რეგიონულ 3+3 ფორმატში, თუმცა ზახაროვას ფორმატი არ დაუზუსტებია. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სწორედ 3+3 ფორმატშია 23 ოქტომბერს თეირანში მოლაპარაკებები დაგეგმილი. თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთი ამბობს, რომ სომხეთს იარაღს მიაწვდის

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიენ ლეკორნუ აცხადებს, რომ პარიზი და ერევანი ასრულებენ მოლაპარაკებებს შეთანხმებებზე, რის შემდეგაც საფრანგეთი სომხეთს იარაღს მიაწვდის. ლეკორნუმ სომხეთთან იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკებებზე ისაუბრა ფრანგულ მედიასაშუალება Le Parisien-თან. თავდაცვის მინისტრის თქმით, საუბარია საჰაერო თავდაცვის საშუალებების გადაცემაზე. მინისტრი აცხადებს, რომ „სომხეთს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაიცვას თავისი მოსახლეობა და დაიცვას საკუთარი საზღვრები“. სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ და ევროკავშირი აზერბაიჯანს ყარაბაღელების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ

შეერთებული შტატები და ევროკავშირი ერთობლივი სამიტის შემდეგ მოუწოდებენ აზერბაიჯანს, უზრუნველჰყოფს ყარაბაღში დარჩენილი მოსახლეობისა და დაბრუნების მსურველების უსაფრთხოება. „მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, დაიცვას მთიან ყარაბაღში დარჩენილთა უფლებები და უსაფრთხება, ასევე იმ ადამიანებისა, რომლებსაც საკუთარ სახლებში დაბრუნება სურთ“, - წერია ერთობლივ განცხადებაში. ვაშინგტონი და ბრიუსელი ერთობლივად მოუწოდებენ „ყველა მხარეს, დაიცვან ძალის გამოუყენებლობის პრინციპი და უარი თქვან ძალის გამოყენების მუქარაზე“. „ჩვენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხარკოვთან ფოსტის შენობაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში, ხარკოვის ოლქში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სარაკეტო თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ 16 ადამიანი. მათგან შვიდი მძიმედაა.  ხარკოვის რეგიონული პროკურატურის ცნობით, სარაკეტო თავდასხმა შაბათს, 21 ოქტომბერს, გვიან საღამოს, 22:15 საათზე მოხდა საფოსტო ოფისზე, „ნოვა პოშტაზე“, ხარკოვის ოლქის სოფელ კოროტიჩში. ეს სამოქალაქო ობიექტი იყო. დაღუპულები ფოსტის თანამშრომლები იყვნენ. უკრაინის პოლიციის ცნობით, შენობაში 22 ადამიანი იმყოფებოდა.  დაღუპულთა ასაკი 19-დან 42 წლამდე მერყეობს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ელჩი ჟვანიას თქმით, ისრაელიდან ფრენები გრძელდება

ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია არასწორს უწოდებს ცნობებს ისრაელის აეროპორტის „დაკეტვაზე“. „აეროპორტის დაკეტვაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, განაცხადა მან. „რა სიახლეც გვაქვს, არის ის რომ, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ შეწყვეტს პირდაპირ რეისების განხორციელებას. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მას რეისები გადააქვს ლარნაკა-თბილისის მიმართულებაზე, დამატებით რეისებს ახორციელებს“, - თქვა მან. მაგრამ, მისი თქმითვე, ისრაელიდან საქართველოში გამოფრენის მსურველებს აქვთ ალტერნატივები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაკარგულად მიჩნეული თამარ გოლდბერგი გარდაცვილი იპოვეს

ისრაელში მუსიკალურ ფესტივალზე „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაკარგულად მიჩნეული ქართველი ებრაელი ქალი, თამარ (თამი) გოლდბერგი, რომელსაც 14 დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. მის გარდაცვალებას გოლდბერგის და, მარიამ გოლდბერგი ადასტურებს. მას კვირას, 22 ოქტომბერს დაკრძალავენ. თამარ გოლდბერგი იმ ფესტივალზე იმყოფებოდა, რომელსაც 7 ოქტომბერს თავს დაესხა დაჯგუფება „ჰამასი“.  ისრაელის სამაშველო სამსახურის ცნობით, ფესტივალის ტერიტორიაზე თავდასხმის შემდეგ 260 ცხედარი იპოვეს. ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა 7 ოქტომბერს... Читать дальше...


Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о национальной премии «Арлекин-2024»

Весенние итоги «Театрального поединка» подвели в Подмосковье

Выгодная ипотека: как купить квартиру в Рязани без переплат

Какие пенсионеры могут не платить за капремонт и вывоз мусора



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Росгвардии прошли торжественные мероприятия, посвященные 79-й годовщине Победы в Великой Отечественной войне

Перед Пасхой центральной России придётся пережить ночные и утренние заморозки - Гидрометцентр

Какие пенсионеры могут не платить за капремонт и вывоз мусора

Синоптик Тишковец рассказал о погоде на Пасху в Москве

Музыкальные новости

Производственные площадки АО «Желдорреммаш» в апреле посетило более 4700 школьников и студентов

"Вальс Победы" покажет Театр Ульгэр в честь Дня Победы, Россия, Культура Дети, Концерт

Сергей Собянин поздравил москвичей с 1 Мая

Хоккейный клуб из Балашихи выиграл Кубок Регионов

Новости России

В Росгвардии прошли торжественные мероприятия, посвященные 79-й годовщине Победы в Великой Отечественной войне

Весенние итоги «Театрального поединка» подвели в Подмосковье

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о национальной премии «Арлекин-2024»

Фильм «Свинья и мышь» снимали в метро Нижнего Новгорода в апреле

Экология в России и мире

В четверг начинается арктическое вторжение на Москву: в субботу уже -3С, а вечером пойдут дожди

Производственные площадки АО «Желдорреммаш» в апреле посетило более 4700 школьников и студентов

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга

Несколько вопросов и ответов для подростков про Инфекции, Передающиеся Половым Путем

Спорт в России и мире

Касаткина проиграла Путинцевой и не смогла выйти в 1/4 финала турнира WTA в Мадриде

Легечка обыграл Надаля и сыграет с Медведевым в 1/4 финала «Мастерса» в Мадриде

Елена Рыбакина выступила с критикой в адрес WTA

Рублёв: быстрая победа над Грикспором связана с тем, что хотел быстрее уйти с корта

Moscow.media

700 заявок, увеличение рабочей группы и акцент на практику: BIA Technologies подвела итоги «Школы тестировщиков»

Росгвардейцы обеспечили безопасность во время футбольного матча в Москве

Музеи Твери. Лисичкины сказки

XXIII Московский Пасхальный фестиваль проходит при поддержке Relax FM







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *