Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2020

Новости за 07.07.2020

Radiotavisupleba.ge 

წინანდალში სასტუმრო "რედისონში" ხანძარია

წინანდალში სასტუმრო "რედისონში" ხანძარია. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დამსვენებლების ევაკუაცია დასრულებულია და არავინ დაშავებულა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

Radiotavisupleba.ge 

მცხეთაში მოკლეს ორი ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მცხეთაში მოკლულია ორი ადამიანი. შსს-ს ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

Radiotavisupleba.ge 

სერბეთი სამდღიან კომენდანტის საათს შემოიღებს კორონავირუსის სწრაფი ზრდის გამო

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი, აცხადებს, რომ აპირებს კვლავ შემოიღოს მკაცრი შეზღუდვები და ასევე სამდღიანი კარანტინი დედაქალაქ ბელგრადში, რაც განაპირობა ქვეყანაში წუხელ კორონავირუსით 13 ადამიანის დაღუპვამ. ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით დაინფიცირდა 299 კაცი, რაც ერთ დღეში ანტირეკორდს წარმოადგენს. სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა დედაქალაქ ბელგრადში, სადაც საავადმყოფოები თითქმის გადავსებულია პაციენტებით. „მზად იყავით კომენდანტის საათისათვის, რომელიც დაიწყება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხანძარს ლუგანსკში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, განადგურდა 100-ზე მეტი სახლი

უკრაინის ლუგანსკის ოლქში გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსხური იუწყება, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. ცეცხლმა სოფელ სმოლიანინოვოში გაანადგურა ასამდე აგარაკი და საცხოვრებელი სახლი. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ომბუდსმენის წარმომადგენელი, პაველ ლისიანსკი, ამტკიცებს, რომ დაზარალებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია. მისი მონაცემებით, საავადმყოფოში გადაყვანილია 24 კაცი, მათ შორის 15 ბავშვია. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სასამართლომ სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილ ივან საფრონოვს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა

სამშაბათ საღამოს მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ 6 სექტემბრამდე პატიმრობა მიუსაჯა გაზეთ "კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ ყოფილ ჟურნალისტ ივან საფრონოვს, რომელიც ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატში. ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იუწყება.  მაისის თვიდან ჟურნალისტი საფრონოვი სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსის“ გენერალური დირექტორის, დმიტრი როგოზინის, თანაშემწედ მუშაობდა. ივან საფრონოვი, რომელიც ეჭვმიტანილია ნატოსათვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციების გადაცემაში, 7 ივლისის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიდევ უფრო მეტი ცდომილება შაქარაშვილის საქმეში - რა არ უნდა გამოგრჩეს 8 ივლისს

ვინ არ თქვა სიმართლე - ფოტოგრაფმა თუ პატრულ-ინსპექტორებმა? გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში არსებულ მასალებში, სულ უფრო და უფრო მეტი ცდომილება იკვეთება. საქმის მასალების შედარებითი ანალიზი აჩვენებს, რომ ერთი ვერსია, მეორეს აბათილებს, მეორე მესამეს, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის გამოძიების მისამართით. 7 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დაადასტურა ის ფაქტი, რაზეც უკანასკნელი დღეებია ჟურნალისტები მიუთითებენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უმაროვის მკვლელობის მოტივები: კადიროვის შეურაცხმყოფელი თუ სახიფათო მოწმე?

გასული კვირის ბოლოს ავსტრიაში მოკლეს ევროპაში გაქცეული კიდევ ერთი ჩეჩენი, 43 წლის ბლოგერი მამიხან უმაროვი, რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა ჩეჩნეთის ხელისუფლებას. ავსტრიის პოლიციის თანახმად, უმაროვს თავში ესროლეს და ის საკუთარ მანქანაში გარდაიცვალა ვენის მახლობლად, გერასდორფის სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე. დაკავებულია ორი ადამიანი. ავსტრიის ხელისუფლება მათს ვინაობას არ ასახელბს, მაგრამ რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ეს არიან ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსით მყოფი ჩეჩნები, 47 წლის სარალი ახტაევი და 37 წლის სალმან მაგამედოვი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვენაში გაიმართა მიტინგი ევროპაში ჩეჩენი პოლიტემიგრანტების მკვლელობების წინააღმდეგ

სამშაბათს, ვენაში მდებარე რუსეთის საელჩოს წინ გაიმართა საპროტესტო აქცია ევროპაში მყოფი ჩეჩნების გახშირებული მკვლელობების წინააღმდეგ. აქციის ფონია ჩეჩენი პოლიტემიგრანტის, მამიხან უმაროვის, მკვლელობა ვენის შემოგარენში. თავშესაფრის მაძიებელი, ჩეჩნეთის ამჟამინდელი ლიდერის, რამზან კადიროვის კრიტიკოსი უმაროვი, 4 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს ვენის შემოგარენში, გერასდორფში მდებარე სავაჭრო ცენტრთან ახლოს. მკვლელობასთან კავშირის გამო ორი მამაკაცი დააპატიმრეს. 7 ივლისს ვენაში გამართულ აქციაზე 70 კაცი იმყოფებოდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაერო: რუსეთის ავიაიერიშები სირიაში შეიძლება ჩაითვალოს სამხედრო დანაშაულად

რუსეთისა და სირიის სამხედრო თვითმფრინავებმა განახორციელეს იერიშები სკოლებზე, საავადმყოფოებსა და ბაზრებზე პროვინცია იდლიბში, რაც შესაძლოა, შეფასდეს, როგორც სამხედრო დანაშაული, - ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ექსპერტების დასკვნაში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა. სირიის მოვლენების შემსწავლელი დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის ანგარიშის თანახმად, მარტში მიღწეულ ზავამდე მთავრობის მომხრე ძალების „განურჩეველი დაბომბვების“ შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, ხოლო დაახლოებით მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ კორონავირუსით დაავადდა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ სამშაბათს სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა პოზიტიური შედეგი აჩვენა. "ბი-ბი-სის" ცნობით, ბოლსონარუმ მეოთხედ ჩაიტარა შემოწმება მას შემდეგ, რაც აღმოაჩნდა COVID-19-ის სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა. ჯერ კიდევ ორშაბათს, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებდა, რომ კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარა და მისი ფილტვები სუფთაა. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ბრაზილიის პოპულისტი პრეზიდენტი „უმნიშვნელო გრიპს“ უწოდებდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სასამართლოს გადაწყვეტილებით არგანაშვილს ქმართან და შვილთან ერთად კარანტინიდან გადაიყვანენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი ანა არგანაშვილი „ფეისბუკზე“ წერს, რომ მოიგო კარანტინიდან სასამართლოში გაგზავნილი სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ბავშვის თვითიზოლაციაში გადაყვანას. „მოვიგეთ! სასამართლომ ბავშვის ინტერესი უპირატესია და გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ თუ, ბავშვის საჭიროებები არ შეგისწავლიათო. ბავშვსაც ესაუბრა მოსამართლე ძალიან ყურადღებით. რომ დამთავრდა ბავშვმა თქვა: ისინი (მოპასუხის 3 წარმომადგენელი) მიტევდნენ და მოსამართლე მიცავდაო.  ამიტომ, მჯერა სასამართლო კონტროლის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ინდოევროპული ტელეგრაფის ბოძები სოხუმში  და ძმები სიმენსები

ინდოევროპული ტელეგრაფის ბოძებს, რომლებიც სოხუმის პარკში იპოვეს, რესტავრაციას გაუკეთებენ. სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ ბოძებს, როგორც კულტურის ძეგლებს, აღადგენენ, შემდეგ კი გადაწყვეტენ, სად განათავსონ.

Radiotavisupleba.ge 

სურამში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს

გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა სურამში ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ილია ქურდაძეს. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. დაცვის მხარე პატიმრობის გამოყენებას არ ეთანხმებოდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატი ნათია სირაძე ამბობს, რომ ბრალდებულს ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა. ილია ქურდაძეს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე ორი კაცი დაიღუპა კარლოვი ვარისთან მატარებლების შეჯახების შედეგად

სულ მცირე ორი კაცი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ჩეხეთის საკურორტო ქალაქ კარლოვი ვარის მახლობლად. მედიის ცნობით, ავარიის ადგილზე მუშაობენ ჩეხი და გერმანელი ექიმებისა და მაშველების ბრიგადები, საევაკუაციო საქმიანობაში მონაწილეობს სამედიცინო შვეულმფრენები - „მედივაკები“. იუწყებიან, რომ მატარებლები ერთმანეთის მოწინაღმდეგე მიმართულებით მოძრაობდნენ ჩეხეთის საკურორტო ქალაქ კარლოვი ვარსა და მოსაზღვრე ქალაქ იოჰანგეორგენშტადს შორის მდებარე ტყიან მონაკვეთზე. ავარია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში დადასტურდა ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცნობით, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა თბილისში, ტიბაანის გასასვლელის N20-ში. მოქალაქის მიმართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს  ძაღლი, რომლის სიკვდილის შემდეგ ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადააგზავნეს. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა. „ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის უშიშროებამ ანექსირებულ ყირიმში 6 ყირიმელი თათარი დააპატიმრა

აკრძალულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდების გამო რუსეთის უშიშროების სამსახურმა (ФСБ) 7 ივლისს დააპატიმრა ექვსი ყირიმელი თათარი და ჩხრეკა ჩაატარა მათ სახლებში. გავრცელებული ცნობით, ემილ ზიადინოვი, ისმეტ იბრაგიმოვი, ალიმ სუფიანოვი, სეირან ხაიარატდინოვი, ალექსანდრა სიზიკოვა და ზეკირ მურატოვი სამართალდამცველებმა დააკავეს 205-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას. რუსეთის უშიშროების სამსახურის (ФСБ) ცნობით, დაკავებულებს ბრალი ედებათ რუსეთში აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაცია „ხიზბ უტ-ტახრირთან“ თანამშრომლობაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში, მდინარე რიონში იპოვეს ახალგაზრდა კაცის ცხედარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ქუთაისში, მდინარე რიონში იპოვეს ახალგაზრდა კაცის ცხედარი. მისი დაკარგვის შესახებ ცნობა გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე (112) 6 ივლისს შევიდა.

Radiotavisupleba.ge 

"რეპრესირებულთა მხარდაჭერა არ არის უბრალოდ თანხობრივი საკითხი"

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) პეტიციით მოითხოვს რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დახმარების გაზრდას. IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი და პეტიციის ავტორი, გიორგი კლდიაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში:

Radiotavisupleba.ge 

"საბჭოური წარსულიდან გამოსვლა პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორ ვიზრუნებთ ჩვენ იმ ადამიანებზე, ვინც უკანონობა იწვნია საბჭოთა პერიოდში"

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) პეტიციით მოითხოვს რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დახმარების გაზრდას:

Radiotavisupleba.ge 

მახარობლიშვილი: დოკუმენტი ძალიან ადრეულ ეტაპზეა და არასწორია მისი საბოლოო ფორმის განსაზღვრა

შემუშავების პროცესი ხანგრძლივია და ჯერ ძალიან ადრეა იმის განსაზღვრა, თუ რა ფორმას მიიღებს საბიუჯეტო კანონი საბოლოოდ, - ასეთ კომენტარს აკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის ქვეკომიტეტის მიერ დამტკიცებულ პროექტთან დაკავშირებით. 6 ივლისს დამტკიცებულ დოკუმენტში არსებული ჩანაწერის თანახმად, შესაძლოა შეიზღუდოს საქართველოსთვის გამიზნული ფულადი დახმარება. ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ესტონეთმა უკრაინას გადასცა 2400 პისტოლეტი

ნატოს წევრი ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინაში დახმარების სახით გაიგზავნა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტის პარტია (2400 ერთეული), რომელიც უნდა დაეხმაროს კიევს ეროვნული შეიარაღებული ძალების „თავდაცვითი შესაძლებლობების“ განმტკიცებაში. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ამ ტიპის მსუბუქ იარაღზე მოთხოვნა თავად უკრაინისგან მოდიოდა. გარიგების თანხა უცნობია, მაგრამ იარაღის პარტიის ტრანსპორტირების თანხა, დაახლოებით 7000 ევრო, ესტონეთის მხარემ დაფარა. „რუსეთის მუდმივი აგრესია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვინ არ თქვა სიმართლე - ფოტოგრაფმა თუ პატრულ-ინსპექტორებმა?

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში არსებულ მასალებში, სულ უფრო და უფრო მეტი ცდომილება იკვეთება. საქმის მასალების შედარებითი ანალიზი აჩვენებს, რომ ერთი ვერსია, მეორეს აბათილებს, მეორე მესამეს, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის გამოძიების მისამართით. 7 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დაადასტურა ის ფაქტი, რაზეც უკანასკნელი დღეებია ჟურნალისტები მიუთითებენ და რაზეც ორ კვირაზე მეტია გამოძიება დუმს. მინისტრის მოადგილის თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ექსპერტმა ყასემ სოლეიმანზე განხორციელებულ იერიშს უწოდა "გაუსამართლებლად მკვლელობა“

გაეროს უფლებადამცველი ექსპერტი და მთავარი მომხსენებელი, ანიეს კალამარი, აცხადებს, რომ აშშ-ის უპილოტო ავიაციის იერიში, რასაც ირანელი მაღალჩინოსანი სამხედრო, გენერალი ყასემ სოლეიმანი ემსხვერპლა, წარმოადგენს „გაუსამართლებლად ჩადენილ მკვლელობას“. „გენერალ-მაიორი ყასემ სულეიმანი სირიასა და ერაყში, ირანის სამხედრო სტრატეგიასა და ოპერაციებზე პასუხისმგებელი პირი იყო. მაგრამ მისგან მომდინარე, სიცოცხლისათვის რეალურად გარდაუვალი საფრთხის არარსებობის გამო, აშშ-ის მიერ განხორციელებული მოქმედებები იყო უკანონო“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სურამში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე ქმარს ბრალდება წარუდგინეს

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ ქალის განზრახ მკვლელობის საქმეზე ი.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე დაყრდნობით, პროკურატურა აცხადებს, რომ 2020 წლის 6 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ი.ქ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს - თ.რ.-ს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. პროკურატურის ცნობით, მიღებული დაზიანების შედეგად თ.რ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ქალი გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია. აფაჯად მაგარამოვამ ოკუპირებული ცხინვალი უკვე დატოვა. ის ოჯახს საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ დაუბრუნდება. აფაჯად მაგარამოვა საოკუპაციო სახის კვეთის ბრალდებით დააკავეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა.


Осинькин назвал лучшего футболиста чемпионата России

Анастасию Заворотнюк могут похоронить в Новой Москве

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

«Автодор» запустил профориентационную программу для ребят из новых регионов



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Анастасию Заворотнюк могут похоронить в Новой Москве

2015 • ХК Технопул 2015 г.Балашиха приглашает игроков всех амплуа

Захарова: посольство РФ в Польше получило ноту об ограничении дипломатов

Руденко: Запад применяет грязные инструменты для внесения разлада между РФ и КНР

Музыкальные новости

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ БЕЗОПАСНОСТЬ И ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «СОЧИ»

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

«Адвокат Валиевой: ей подсыпали допинг и сделал дедушка». Серьёзное расследование.

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 3 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Новости России

2015 • ХК Технопул 2015 г.Балашиха приглашает игроков всех амплуа

Лучших директоров парков Подмосковья наградят 1 июня

В Подмосковье утонул известный рэпер из Якутии

Проверку начали после загрязнения реки Сетунь в Москве

Экология в России и мире

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Спорт в России и мире

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Разгром за час определил следующую соперницу Арины Соболенко на «Ролан Гаррос»

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Moscow.media

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди

Завершен монтаж пролетного строения моста через Волгу на обходе Твери

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO

Лето в урочище Кокоря







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *