Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2020

Новости за 22.07.2020

Radiotavisupleba.ge 

რესპუბლიკელმა სენატორებმა შეიმუშავეს კანონპროექტი ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის წინააღმდეგ

22 ივლისს სენატის რესპუბლიკელმა წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ცნობილია, როგორც ჩინეთთან დაკავშირებით ვაჭრობის, რეგიონული ალიანსებისა და ტექნოლოგების განმტკიცების, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინიციატივების შესახებ სტრატეგიული აქტი. რესპუბლიკელების ამ ინიციატივამდე ერთი დღით ადრე სენატის დემოკრატიულმა ფრთამ მოუწოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, რათა მიიღოს ზომები ჩინეთის მზარდი ციფრული გავლენების წინააღმდეგ. „იმ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც ჩინეთი უქადის ჩვენს ფუნდამენტურ ფასეულობებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანელ გოგონას ეამაყება, რომ  თავისი დედ-მამის დახოცვისთვის შური იძია თალიბებზე

ავღანეთის შორეულ პროვინციაში თინეიჯერმა ავღანელმა გოგონამ მოკლა ორი თალიბი, რომლებმაც  მას მშობლები დაუხოცეს.

Radiotavisupleba.ge 

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბე უარს ამბობს დამატებით გამოკითხვაზე

19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული, არჩილ გაგნიძე, გამოძიებისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაზე უარს აცხადებს. რადიო თავისუფლებამ მოიპოვა 22 ივლისით დათარიღებული ოქმი, სადაც არჩილ გაგნიძე აღნიშნავს, რომ ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს: „ჩემი შეფასებით, გამოძიება დაინტერესებული არ არის ფაქტობრივი და ფორმალური ჭეშმარიტების დადგენით. აღნიშნულის რწმენა გამიჩნდა იმის გამო, რომ დღემდე გამოძიება არ დაინტერესებულა, რომ 20 ივნისის გამოკითხვის ოქმით ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიზნით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, სამხარაულის ბიუროში ამბობენ, რომ ცხედრისთვის ყინული არ აქვთ

„მთავარი არხის“ ეთერში 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა თქვა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ბიძაშვილს უთხრეს, რომ ყინულის არქონის გამო ცხედარს დღეს სახლში ვერ გადაასვენებენ. გარდაცვლილის მამის თქმით, ოჯახმა უკვე იშოვა ყინული და დილით შეძლებენ მის გადასვენებას. თამარ ბაჩალიაშვილის მამა დღეს, 22 ივლისს, იმ ადგილზეც იმყოფებოდა, სადაც ცხედარი იპოვეს და ის გაკვირვებულია, რატომ დასჭირდა პოლიციას სამძებრო სამუშაოებისთვის ხუთი დღე. „დღეს გავიარე მაგ ადგილზე და ხელის გულივით ჩანს მანქანა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს-ს შენობასთან მიმდინარე აქციაზე სამი მოქალაქე დააკავეს

თამარ ბაჩალიაშვილისა და გიორგი შაქარაშვილის საქმეებზე არაეფექტიანი მუშაობის გასაპროტესტებლად თბილისში, ორთაჭალაში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შეკრებილი აქტივისტებიდან, სამი, მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ გზის მეორე მხარეს გადასვლა სცადეს. როგორც კი აქციის მონაწილეებმა ქუჩა დაიკავეს, პოლიციამ მათი შეკავება სცადა. როგორც შსს-ს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, სამი მოქალაქის დაკავების მიზეზი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევა გახდა, რაც სამართალდამცავი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაიკ პომპეო: აშშ-ს სურს გლობალური კოალიციის შექმნა ჩინეთის წინააღმდეგ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, აცხადებს, რომ ვაშინგტონი ესწრაფვის საერთაშორისო კოალიციის შექმნას, რომელიც წინ უნდა აღუდგეს ჩინეთის გავლენას. მაიკ პომპეო, რომელიც ამ კვირაში ევროპის ქვეყნების დედაქალაქებს სტუმრობს, ჩინეთს ადანაშაულებს კორონავირუსის პანდემიის საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენებაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა ლონდონში პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან და საგარეო უწყების ხელმძღვანელ, დომენიკ რააბთან გამართული „გულწრფელი“ მოლაპარაკების შემდეგ. ამ შეხვედრების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქართული მართლმსაჯულების ჭაობი

ის, რომ საქართველოს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემები პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით გამოიყენება, სიახლეს არ წარმოადგენს. ამის საილუსტრაციოდ უგულავას, ოქრუაშვილის, რურუას, გვარამიას და ხაზარაძის ბოლოდროინდელი საქმეებიც საკმარისია. თუმცა ამასთან ერთად, ამ სისტემებში ვხვდებით სხვა სერიოზულ ჩავარდნებსაც, რომელზეც აქცენტს შედარებით იშვიათად ვაკეთებთ ხოლმე. ამ „შედარებით რბილ“ ჩავარდნებს შორისაა: ნეპოტიზმი და კლანურობა, ტოტალური არაკომპეტენტურობა და სამსახურებრივი გულგრილობა. ეს დაავადებები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნინო ჯომარჯიძე ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების უხეშ ხელყოფაზე

ორიოდე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა გაავრცელა მიმართვა, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტებს ეხება.

Radiotavisupleba.ge 

„სხვებისადმი მოწოდებამდე, პირველი მოთხოვნები უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ გადადგას ნაბიჯები აღნიშნული ფაქტების აღსაკვეთად"

ორიოდე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა გაავრცელა მიმართვა, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტებს ეხება.

Radiotavisupleba.ge 

ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის საქმეებზე შსს-ს არაეფექტიან მუშაობას აპროტესტებენ

შსს-ს შენობასთან ახალგაზრდები შეიკრიბნენ და საგამოძიები უწყების მუშაობას აპროტესტებენ. მოქალაქეებს ტრანსპარანტებზე აქვთ წარწერები: „ნუ მომკლავ, გამოიძიე დანაშაული", „შეკერილ საქმეთა სამინისტრო", „არა შერჩევით სამართალს". აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ უწყება არაეფექტიანად მუშაობს და ამის მაგალითად ორი გარდაცვლილი ახალგაზრდის, 19 წლის გიორგი შაქარაშვილისა და 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეებს ასახელებენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების" ხელიაუფლების პირობებში „გამოძიება მიმდინარეობს" ნიშნავს, რომ გამოძიება ჩიხშია შესული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თსუ განცხადებას ავრცელებს თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს თსუ-ის სტუდენტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თამარ ბაჩალიაშვილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებებში ქართულ-ფრანგული საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის დამამთავრებელი სემესტრის წარჩინებული სტუდენტი იყო. უნივერსიტეტი აღნიშნავს, რომ მან, როგორც პროგრამის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სტუდენტმა, მოიპოვა Erasmus + სტიპენდიები და გაცვლითი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაახლოებით 45 თალიბი მებრძოლი დაიღუპა საავიაციო იერიშის შედეგად ჰერათის პროვინციაში

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 45 თალიბი ექსტრემისტი, მათ შორის რამდენიმე საველე მეთაური, დაიღუპა საავიაციო იერიშის შედეგად დასავლეთ ჰერათის პროვინციაში. პროვონციის ერთ-ერთი რაიონის ადრასკანის ხელმძღვანელის, აბდულ ალი ფაქირიარის თანახმად, საავიაციო იერიში სამიზნე იყო თალიბი მებრძოლების თავშეყრის ადგილი. საავიაციო იერიშის შესახებ თალიბანის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ დარტყმის დროს მოსახლეობა შეკრებილი იყო ტყვეობიდან ახლახან გათავისუფლებული თალიბებთან შესახვედრად. იერიშის შემდეგ დაღუპულთა შორის არის 8 სამოქალაქო პირი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა მიზნით მიჰყავს თელავის მერიას კერძო და საჯარო სკოლის პედაგოგები გონიოში?

​თელავის მერიამ გადაწყვიტა პედაგოგები კახეთიდან 12 დღით აჭარაში წაიყვანოს, ამისთვის სასტუმრო დაიქირაოს და ბიუჯეტიდან 28 ათას ლარამდე გადაიხადოს.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა მილიონობით დოზა კორონავირუსის სავარაუდო ვაქცინა შეუკვეთა ორ ფარმაცევტულ კომპანიას

აშშ მზად არის 100 მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად გერმანული ფარმაცევტული კომპანია Biontech-ისა და ამერიკული Pfizer-ისგან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პანდემია ქვეყანაში რთულდება. კომპანიებზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობით, აშშ მზად არის, კორონავირუსის ვაქცინაში გადაიხადოს 2 მილიარდი დოლარი. ვაქცინას აშშ-ის მოსახლეობა სავარაუდოდ წლის ბოლოს მიიღებს უფასოდ, თუ ცდები წარმატებით ჩაივლის და კომპანიები მიიღებენ უფლებას, რომ დაიწყონ პრეპარატის გადაუდებელი წარმოება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შიში და უიმედობა - რას თესავს ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოში?

მედიის განვითარების ფონდი (MDF) და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში 2019 წლის მონიტორინგის შედეგებს მოიცავს და დასკვნაში აღნიშნულია, მაგალითად, 2016 წელთან შედარებით, საგრძნობლად არის გაზრდილი ანტიამერიკული და ნატოს საწინააღმდეგო გზავნილები საქართველოში. ანგარიშის მიხედვით ანტიდასავლური გზავნილების მთავარ წყაროდ კვლავ 5 მედია საშუალება გამოიკვეთა, ესენია: ონლაინ გამოცემები „საქართველო და მსოფლიო“, „საქინფორმი“, ტვ „ობიექტივი“, გაზეთები „ასავალ-დასავალი“ და „ალია“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თენგიზ ცერცვაძე: კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის გაზრდა გარდაუვალი იყო

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის გაზრდა მოსალოდნელი იყო იმ გარემოცვიდან გამომდინარე, რომელშიც საქართველო იმყოფება: „ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ ძალიან ისეთი ქვეყნების გარემოცვაში, სადაც პიკია ამ ინფექციის, სადაც ყოველდღე ფიქსირდება 500-600 შემთხვევა და უბრალოდ საქართველომ რაც არ უნდა ზომები მიიღოს, მთლიანად იზოლირებული ამ ქვეყნებიდან ვერ არის. ძირითადად ტრაილერის მძღოლებს შემოაქვთ, რომლებიც არ შეიძლება რომ არ შემოუშვა იმიტომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

8 ავღანელი სამხედრო დაიღუპა გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად

ავღანეთის უსაფრთხოების ძალების 8 წევრი, მათ შორის სამი მაღალჩინოსანი, დაიღუპა გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად ქვეყნის ცენტრალურ პროვინციაში, სადაც თალიბანმა გაააქტიურა თავდასხმები თებერვალში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად. როგორც რადიო თავისუფლების ავღანური სამსახური იუწყება, დაღუპულთა შორის არიან ხას ურუზგანის ოლქის პოლიციის უფროსი, დედ გული და ასევე ავღანეთის ეროვნული არმიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ურუზგანის პროვინციაში ადგილობრივი პოლიციის შტაბში მიდიოდნენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხაბაროვსკში დემონსტრანტებმა პრეზიდენტ პუტინის გადადგომა მოითხოვეს

ხაბაროვსკში, სადაც არ წყდება მღელვარება ოლქის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის დაპატიმრებისა და სამართალში მიცემისთვის, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა 22 ივლისს კვლავ მოიყარა თავი ქალაქის ცენტრში. აქციის მონაწილეები კვლავ მოითხოვდნენ ფურგალის გათავისუფლებას და აპროტესტებდნენ გუბერნატორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად მიხაილ დეგტიარიოვის დანიშვნას. როგორც ჩვენი რადიოს პორტალი, „სიბირ.რეალიი“ იუწყება, ამჯერად ადგილობრივი მცხოვრებლები უფრო რადიკალურად იყვნენ განწყობილნი ფედერალური ხელისუფლების წინააღმდეგ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ იქცა თბილისის ზღვა სასაკლაოდ

უბედური შემთხვევები, რომლებიც თბილისის ზღვაზე ყოველ ზაფხულს ხდება, გაუმართავი კანონმდებლობისა და მერიის გულგრილობის ბრალია, ამბობენ კამპანიის „იცურე მშვიდად“ მონაწილეები, რომლებიც, უკვე ორი წელია, აქციას აქციაზე აწყობენ. 21 ივლისს ზღვაზე კიდევ ორი ბავშვი დაიხრჩო. 21 ივლისს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ერთდროულად ორი შემთხვევის შესახებ აცნობეს. ვარკეთილში, „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში ორი ბიჭი გაუჩინარდა. შემთხვევები ერთმანეთისგან ორმოცდაათიოდე მეტრის დაშორებით მოხდა და, წინასწარი მონაცემებით, ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წითელი ჯვრის და ერგნეთის შეხვედრის მოლოდინი

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი უკვე მეორედ სთხოვს დე ფაქტო ხელისუფლებას ნებართვას ზაზა გახელაძე საკარანტინო ზონაში მოინახულოს და მას ოჯახის წერილი გადასცეს. ორგანიზაციამ პირველად ეს ზაზა გახელაძის დაკავების მეორე დღესვე გააკეთა: ბიბილოვის ხელისუფლებას დაკავებულის მონახულების ნებართვაზე თხოვნა ოფიციალურად წერილობით  გაუგზავნა, თუმცა ათ დღეზე მეტი გავიდა და დე ფაქტო ხელისუფლებას წითელი ჯვრის თხოვნაზე რეაქცია არ ჰქონია.  22 ივლისს საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაიმეორა.  ე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთში წუხელ 16 ადამიანი გარდაიცვალა COVID-19-ით

სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემებით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადების 439 ახალი შემთხვევა, 16 პაციენტი გარდაიცვალა. მთლიანობაში, COVID-19-ის ეპიდემიის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვმა 678-ს მიაღწია. თუმცა, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ COVID-19-ით დაავადებული 217 პაციენტი სხვა მიზეზით გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემებით, მთლიანად ეპიდემიის განმავლობაში კორონავირუსით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისის ცხელების ცენტრის პერსონალს 4 თვის სახელფასო დავალიანება ჩაურიცხეს

ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკაში არსებული ცხელების ცენტრის თანამშრომლებს კარანტინში მუშაობის 4 თვის აუღებელი ანაზღაურება ჩაურიცხეს. კლინიკის თანამშრომელი სალომე გაბელია რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ხელფასთან ერთად, დაპირებულ პრემიას ელოდებიან. "კარანტინში მუშაობის დავალიანება 4 თვის ხელფასი დიდი წვალების შემდეგ ჩაგვირიცხეს. ხელშეკრულებები თავიდანვე არ გვქონდა გაფორმებული და პრობლემები ამ ტექნიკურმა საკითხმა შექმნა. როგორც იქნა, ჩაგვირიცხეს ხელფასი, მაგრამ ახლა დაპირებულ, ხელფასის ტოლ პრემიას ველოდებით“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს ქუთაისში ქალის მკვლელობაში ბრალდებულს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 30 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა. ბრალდებულის ადვოკატის, ესმა ნორაკიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. „ის არის მძიმე მდგომარეობაში და მას აქვს პრობლემები, რომელსაც არ ვიტყვი. ის არის ძალიან მძიმედ და საჭიროებს სამედიცინო დახმარებას. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის თვალსაზრისით... Читать дальше...


Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о новом «зеленом» стандарте ИЖС

Волонтеры Президентской академии в Санкт-Петербурге вносят свой вклад в развитие и повышение доступности спорта для граждан

ЗАКОН и ПОРЯДОК

В учреждениях УИС Дагестана обсудили вопросы организации и проведения антинаркотического месячника



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о новом «зеленом» стандарте ИЖС

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»

Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

Музыкальные новости

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

«Адвокат Валиевой: ей подсыпали допинг и сделал дедушка». Серьёзное расследование.

В Штабе «Единой России» детям рассказали о правилах безопасного отдыха

Новости России

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Загородный банкет: разбираем тонкости, смотрим на лучшее

Елена Шерипова: самые модные головные уборы на лето

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Экология в России и мире

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

С чем носить брюки палаццо: примеры образов

В РУМЦ МГППУ действует правовой просветительский лекторий для студентов с инвалидностью и сотрудников вузов-партнеров

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Moscow.media

Весенний Петербург. Петропавловская крепость

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *