Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2020

Новости за 17.07.2020

Radiotavisupleba.ge 

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ზაზა გახელაძის საქმეზე სისხლის სამართლის ორ მუხლს ასახელებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი გახსნილად აცხადებს დაკავებული საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის საქმეს. განცხადებაში ნახსენებია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევა „საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ და „სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა“. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მაქსიმალური აჟიოტაჟის გამოწვევის მიზნით საქართველოს მთავრობა ფარისევლურად იყენებს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს იმით, რომ მათ განცხადებებს პოლიტიზებულ კონტექსტში აქვეყნებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაქოს მუქარა დაძაბულობას ზრდის

ძველი მტრების - აზერბაიჯანისა და სომხეთის - სასაზღვრო კონფლიქტს ივლისის შუა რიცხვებში მოჰყვა სიტყვიერი გაფრთხილება, რომ გარკვეულ ვითარებაში აზერბაიჯანმა შეიძლება სომხეთის ბირთვულ სადგურს დაარტყას. შემაშფოთებელი მუქარაა, მაგრამ არა უპრეცედენტო. აზერბაიჯანმა სომხეთთან სასაზღვრო კონფლიქტი ერთობ გაამძაფრა, როცა დაიმუქრა, რომ შეუძლია ზუსტად დაარტყას მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს, რაც „დიდი კატასტროფა“ იქნება სომხეთისთვის. 16 ივლისის ამ გაფრთხილებამ ერევანში გამოიწვია მღელვარება და გააღრმავა შეშფოთება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"როგორც ჩანს, "ფეისბუკიც" უკვე მზად აღმოჩნდა, რომ ამ მოთხოვნას მეტი გულისყურით მოკიდებოდა იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები მოახლოვდა"

ორიოდე დღის წინ “ფეისბუკის“ ადმინისტრაციამ უპასუხა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების 29 ივნისის მიმართვას.

Radiotavisupleba.ge 

ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ვითარება დაძაბულია

17 ივლისს, ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ მაღალი დაძაბულობა რჩება დღეების განმავლობაში საბრძოლო შეტაკებებისა და ბაქოს მუქარის შემდეგ, რომ მას შეუძლია იერიშის მიზანში ამოიღოს ატომური ელექტროსადგურები. 17 ივლისს სომხეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვითარება საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში "შედარებით მშვიდია" ღამის განმავლობაში და რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები "სიტუაციას მყარად აკონტროლებენ მთელი საზღვრის გასწვრივ". აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სერგეი გავრილოვმა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩის“ სტატუსი მიიღო

დღეს, 17 ივლისს ოკუპირებულ სოხუმში ჩატარდა პრესკონფერენცია საქველმოქმედო მოძრაობის „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“. სოციალური პლატფორმის „აფხაზეთის მომავლის“ თანათავმჯდომარის მილანა ხაშბას თქმით, „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ ახალ შემადგენლობაში აფხაზური და რუსული მხარეებიდან 10-10 ადამიანი შევიდა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ სტატუსი ერგო რუსეთის დუმის დეპუტატს სერგეი გავრილოვს. ეს სტატუსი ასევე მიიღეს რუსეთის სახალხო არტისტმა ნიკოლაი ბასკოვმა, მომღერალმა ვალერიამ და სხვ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ექვსი წლის ბიჭუნას კრივში მსოფლიოს ჩემპიონის საპატიო ტიტული მიენიჭა

მსოფლიოს კრივის საბჭომ (WBC) ამერიკელ ბრიჯერ უოკერს მსოფლიოს საპატიო ჩემპიონის ტიტული მიანიჭა. ექვსი წლის ბიჭუნა რამდენიმე დღის წინ გაიცნო ხალხმა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ძაღლის თავდასხმისგან გადაარჩინა უმცროსი და. მას შემდეგ რაც გერმანულმა ნაგაზმა გოგონას შეუტია, ბრიჯერი მათ შორის ჩახტა და ცხოველს თავად დაუპირისპირდა. შედეგად, მძიმე დაზიანებები მიიღო და სახეზე 90 ნაკერის დადება დასჭირდა. „გვაქვს პატივი, ექვსი წლის ბრიჯერ უოკერი WBC-ის ვერსიით მსოფლიოს საპატიო ჩემპიონად დავასახელოთ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„მოულოდნელი შემოწმების“ კავკასიური განზომილება

ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში დაიწყო „ბრძოლისუნარიანობის მოულოდნელი შემოწმება“, რომელიც კრემლმა რეგულარულად აქცია ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში საომარი კონფლიქტის დაწყების შემდეგ. რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, შემოწმებამ უნდა დაადგინოს, თუ რამდენად შესწევს რუსეთის არმიას უნარი, უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში და მოამზადოს ნიადაგი სექტემბერში ფართომასშტაბიანი სწავლების, „კავკასია-2020“-ის ("Кавказ-2020), ჩასატარებლად.   „ტერორისტული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სიკვდილის შიში VS შიმშილის შიში - ვინ უნდა ხალხს

„ედისონ რისერჩის“ (Edison Research) ახალი კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნება“ 2020 წლის პარლამენტში უმრავლესობის ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს

Radiotavisupleba.ge 

დავით ზალკალიანი ტელეფონით ელაპარაკა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს

აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა​ მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს ტელეფონით ელაპარაკა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანმა. სამინისტროს ცნობით, ზალკალიანი დაინტერესდა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მიმდინარე ესკალაციით და კოლეგისგან მოისმინა ინფორმაცია შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა წუხილი ვითარების ესკალაციის გამო და აღნიშნა, რომ „კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ალტერნატივა არ გააჩნია". მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო მექანიზმების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღამურები, ჩვენება რუსულად და მორიგი პროპაგანდა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ

ცხინვალი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქე მის კონტროლირებად  ტერიტორიაზე გამიზნულად ღამურების დასაჭერად გადავიდა, რათა შემდგომ ისინი თბილისში გაეყიდა.

Radiotavisupleba.ge 

ვინ აკონტროლებს ქუთაისში ტრანსპორტსა და მაღაზიებში პირბადის ტარების წესის დაცვას

ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებზე განთავსებულ ქსელურ მარკეტებში, აფთიაქებსა და სხვა ობიექტებში მომხმარებელთა მიერ პირბადის ტარებას თავად  ობიექტებში დასაქმებულები აკონტროლებენ და თავადაც მოიხმარენ პირბადეს, თუმცა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვადასხვა უბანში განთავსებულ მცირე სასურსათო ან შერეულ  მაღაზიებში სულ უფრო ხშირად არღვევენ ადამიანები პირბადის ტარების წესს. სავალდებულო წესის დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე ლაპარაკობენ რესპონდენტებიც და სხვადასხვა მიზეზსაც ასახელებენ, თუმცა იმასაც დასძენენ, რომ  სიფრთხილე და წესების დაცვა აუცილებელია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შაქარაშვილის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიამ მათი ოჯახის მიმართ, იძულებული გახადა დაწეროს მიმართვა. „მივმართავ იმ ხალხს, ვინც დაუნდობლად გვლანძღავს და გვაძაგებს მხოლოდ იმის, გამო, რომ არ ვიქცევით ისე, როგორც მათ სურთ. რას გვთხოვთ, რას გვაიძულებთ, რომ საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე გამოვაძიებინოთ იმ ხალხს, რომლებიც მიმტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ გიორგის აღმოჩენამდე, კინოლოგებისთვის ჩემივე ხელით მიტანილი ბავშვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნინო ლომჯარია პრეზიდენტს პასუხობს: ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას იმის შესახებ, რომ ომბუდსმენი არასდროს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ განცხადებებზე. „თუკი ის, როგორც პრეზიდენტი, თუნდაც უმაღლესი მთავარსარდალი დაექვემდებარება დისკრიმინაციას გენდერული ნიშნით, ან მის მიმართ გაკეთდება ისეთი განცხადებები, რაც შეიცავს დისკრიმინაციის წახალისებას გენდერული თუ სხვა ნიშნით, ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს აუცილებლად ექნება რეაგირება, ისევე, როგორც ვახდენთ და მოგვიხდენია რეაგირება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დედოფალმა რაინდად აკურთხა 100 წლის კაპიტანი ტომი, რომელიც ქველმოქმედებისთვის აგროვებდა ფულს

კაპიტანი ტომ მური, ასი წლის ბრიტანელი ვეტერანი, რომელმაც მილიონობით გირვანქა სტერლინგი შეაგროვა ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ადამიანებისთვის კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, 17 ივლისს გახდა "სერ ტომი", მას მერე, რაც დედოფალმა ელისაბედ II-მ ის რაინდად აკურთხა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ბრიტანეთის ეროვნული გმირი გახდა მას შემდეგ, რაც რეკორდული 33 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეკრიბა (41 მილიონი დოლარი), როცა 100-ჯერ შემოუარა თავის ბაღს სასიარულო მოწყობილობის დახმარებით აპრილში, თავისი ღირსშესანიშნავი დაბადების დღის მოახლოების წინ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ ბენიძე "ფეისბუკის" ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე

ორიოდე დღის წინ “ფეისბუკის“ ადმინისტრაციამ უპასუხა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების 29 ივნისის მიმართვას. მიხეილ ბენიძე "დილის საუბრებში" დეტალებით:

Radiotavisupleba.ge 

პეკინსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირების ფონზე პეკინი აცხადებს, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები „ჭკუიდან გადავიდნენ“

ჩინეთმა აშშ-ის სახელმწიფო მოხელეები დაადანაშაულა, რომ „ჭკუიდან გადავიდნენ“ ორ ქვეყანას შორის გამოთქმული  ურთიერთბრალდებების ფონზე. პეკინსა და ვაშინგტონს შორის უთანხმოებაა საკითხების დიდ სპექტრში, კორონავირუსიდან დაწყებული, სავაჭრო სფეროთი დამთავრებული. დასავლეთში ფიქრობენ, რომ ჩინეთი სულ უფრო აგრესიულ პოლიტიკას მიმართავს, რათა გააფართოვოს მსოფლიოში გავლენა სამხედრო, ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ, ასევე სხვა სფეროებში.   ჩინეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა, ჰუა ჩუნინმა განაცხადა 17 ივლისს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრალდებული მორაგბეების ადვოკატებს სურთ თავად გამოკითხონ მთავარი მოწმეები

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატები მოითხოვენ თავად გამოკითხონ ის ხუთი ახალგაზრდა, რომლებიც 19 ივნისის ღამეს, მცხეთის მაგისტრალზე, გიორგი შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ. მათივე განცხადებით, თუკი მოწმეები უარს იტყვიან გამოკითხვაზე, მაშინ ისინი მოითხოვენ, რომ მოწმეები მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხონ. ბრალდებულების ადვოკატებმა მოწმეებს უკვე გაუგზავნეს უწყებები და მათ ოფისში, 18 ივლისს, 14 საათისათვის ელოდებიან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კალაძის თქმით, მათთვის 39%-ის "დაწერის დროს" ციფრი 5 სამიანით შეეშალათ

"ქართული ოცნების" ლიდერის, კახა კალაძის თქმით, მათი პარტიის რეიტინგი 60 პროცენტამდეა. ასე გამოეხმაურა ის "ედისონ რისერჩის" კვლევას, რომელიც "ფორმულას" დაკვეთით ჩატარდა და "ქართულ ოცნებას" 39 პროცენტი ჰქონდა. "ამ კონკრეტულ კვლევებში, როცა ქართულ ოცნებას 39 პროცენტი დაუწერეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ და 3-ის ნაცვლად 5 უნდა ყოფილიყო. პარტია ქართული ოცნება არის ერთადერთი ძალა, რომელმაც შეიძლება უმრავლესობა მოიპოვოს ყოველგვარი კოალიციების გარეშე", - განაცხადა კალაძემ. გუშინ, 16 ივლისს "ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული კვლევა გასაჯაროვდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანში დემონსტრანტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს სიკვდილმისჯილებს

ირანში, შირაზსა და ბეჰბეჰანში გაიმართა საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეები ქვეყნის ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებს გაიძახოდნენ. სოციალური მედიის მომხმარებლებმა 16 ივლისს მოუწოდეს საზოგადოებას, გამოსულიყვნენ და მოეწყოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაცია საღამოს 7 საათზე ადგილობრივი დროით, სასამართლოს იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც სამ კაცს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს გასული წლის საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში, ცნობებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მისია ეუთოში რუსეთს კატეგორიულად მოუწოდებს საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შეწყვეტისკენ

აშშ-ის მუდმივმოქმედი მისია ეუთოში, ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე დაჭრილი ზაზა გახელაძის მდგომარეობას და გმობს რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტს. ამის შესახებ მისიის პოლიტიკური მრჩეველი ლეინ ბალი აცხადებს. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და შემდგომ დაკავებას და მოვითხოვთ მის დაუყოვნებელ განთავისუფლებას“ - ნათქვამია მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

14 კითხვა ექსპერტიზას იმის დასადგენად, თუ როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილი არაგვში

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოთხოვნით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად, უახლოეს დღეებში დაიწყებს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კიდევ ერთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის წარმოებას. ექსპერტებს მოუწევთ დააკონკრეტონ რამდენიმე დეტალი, მათ შორის, რა ვითარებაში იყო შესაძლებელი იმ დაზიანებების მიღება, რაც 19 წლის ფეხბურთელმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო. ექსპერტებმა უნდა დააზუსტონ ასევე სიკვდილამდე რამდენი ხნით ადრე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ენერგოკომპანია სემეკის გარეშე წილებს ვერ გაასხვისებს

პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ენერგეტიკის სფეროში არსებული კომპანიები წილის გასხვისებამდე ვალდებული იქნებიან ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიისგან თანხმობა მიიღონ. ეს ეხება კომპანიების წილის მინიმუმ 5 პროცენტის შეცვლას. კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილებოდა და რამდენიმე დღეში მიიღეს. მესამე მოსმენაზე 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ იყო. კანონპროექტის განხილვის დროს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ თქვა, რომ კანონპროექტის მიზანია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტმა სატელეკომუნიკაციო სფეროში მმართველის დანიშვნის შესახებ კანონი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების კომისიას შეეძლება სატელეკომუნიკაციო სფეროში ავტორიზებულ პირს სპეციალური მმართველი დაუნიშნოს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილებოდა. მას დღევანდელ, მესამე კენჭისყრაზე 88 მომხრე ჰყავდა, წინააღმდეგი არავინ იყო. დოკუმენტის მიხედვით, კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნა შეეძლება იმ კომპანიაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ფლობს და წინასწარი თანხმობის გარეშე გაასხვისებს წილებს. მას შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ადმინისტრაცია ომბუდსმენს საყვედურობს: არასდროს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ განცხადებებზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს სახალხო დამცველს საყვედურობს და ამ მოტივით განცხადებას ავრცელებს. ადმინისტრაცია ომბუდსმენის მხრიდან პრეზიდენტის 16 ივნისს გაკეთებული განცხადების არასწორ ინტერპრეტაციაზეც საუბრობს. "სახალო დამცველი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, მაშინ როცა ის სხვა პოლიტიკოსი ქალებისა და აგრეთვე მის მიმართ განხორციელებულ შეტევებს პასუხობს. მეტად სამწუხაროა, ამ პირობებიდან გამომდინარე, რომ ომბუდსმენმა ჩათვალა საჭიროდ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კოსოვოს პრეზიდენტი: დანაშაული არ ჩამიდენია

კოსოვოს პრეზიდენტმა, ჰაშიმ ტაჩიმ დაასრულა ოთხდღიანი გამოკითხვის პროცედურა, რომელიც მას ჩაუტარეს ჰააგაში, საერთაშორისო სასამართლოს პროკურორებმა. როცა ტაჩიმ 16 ივლისს სასამართლო დატოვა, განაცხადა, რომ გამოკითხვები პროდუქტიული იყო. „თუ პროკურორები და მოსამართლე ჩემს ჩვენებას მიუკერძოებლად განიხილავენ, თუ ისინი ამას მიუკერძოებლად, პროფესიულად და სამართლიანად გააკეთებენ, იოლად დაასკვნიან, რომ მე დანაშაული არ ჩამიდენია“. კოსოვოს სპეციალისტთა პალატამ მოულოდნელად გამოაცხადა 24 ივნისს, რომ ტაჩი და სხვა... Читать дальше...


В Йошкар-Оле росгвардейцы поздравили подшефных кадет с завершением учебного года

«Моя душа всегда с тобой», – дочь Анастасии Заворотнюк трогательно обратилась к матери в день ее кончины и опубликовала фото с актрисой

"Контракт" на выступление Канье Уэста в Москве назвали фейком

Заворотнюк могут похоронить на Анкудиновском кладбище в Новой Москве



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Концепцию развития Гордеевского пятачка разрабатывают в Нижнем Новгороде

Современную детскую площадку открыли в деревне Дубнево

"Контракт" на выступление Канье Уэста в Москве назвали фейком

Врио губернатора Кузбасса Илья Середюк принял участие в совещании по нацпроектам в Москве

Музыкальные новости

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

«Сурганова и Оркестр» приглашают на Летник на Флагшток

Почта России помогла маленькому жителю Перми встретиться с футболистами ЦСКА

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Новости России

"Контракт" на выступление Канье Уэста в Москве назвали фейком

Заворотнюк могут похоронить на Анкудиновском кладбище в Новой Москве

В Йошкар-Оле росгвардейцы поздравили подшефных кадет с завершением учебного года

Концепцию развития Гордеевского пятачка разрабатывают в Нижнем Новгороде

Экология в России и мире

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Теннисист Рублев объяснил, почему проиграл сет в первом круге "Ролан Гаррос"

Moscow.media

В Арамиле возбудили уголовное дело из-за "дома-монстра", в котором продолжают жить люди

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

Рождественское утро...

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *