Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2020

Новости за 21.07.2020

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში ავტობუსის მგზავრების მძევლად აყვანის ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა, მსხვერპლი არ არის, ტერორისტი დაკავებულია

უკრაინის სამართალდამცავებმა 21 ივლისს დააკავეს ტერორისტი, რომელსაც 13 ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი ავტობუსში ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ ლუცკში.  მსხვერპლი არ არის. ტანკი სპეცნაზელებით მივიდა ავტობუსთან მაშინვე, როცა აფეთქებას მოჰყვა ძლიერი ნათება, ჩანს ვიდეოფირზე, რომელიც თვითმხილველმა გაავრცელა. 44 წლის მაკსიმ კრივოში ლუცკის მცხოვრები, დამნაშავეობრივი წარსულით, რომელმაც ადრე ფსიქიატრიული მკურნალობა ჩაიტარა, დააპატიმრეს. მან პოლიციასთან სატელეფონო საუბრისას თავი წარადგინა, როგორც მაკსიმ სუხოიმ, რაც რუსულად „ცუდს“ ნიშანავს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-19: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 ივლისს

ერთი კვირის განმავლობაში დადასტურებული 63 შემთხვევიდან 7 კოვიდინფიცირებულის წყარო უცნობია გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 63 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 7 პირის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ეს ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს მიაწოდა. მისი თქმით, ასევე ერთი კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში გზა გადაკეტეს დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა თბილისში, ქვემო ფინიჭალაში გზა გადაკეტეს. 23 წლის ახალგაზრდა ქალს მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ. „სრულ ვაკუუმში ვარ, არავინ არაფერს მაგებინებს. მეუბნებიან ვმუშაობო“, - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა. ოჯახის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან ავტომანქანით გავიდა. ბოლოს ის კამერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააფიქსირეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის დამცველთა ძველი მოთხოვნები და მოქალაქეებისგან თვითმმართველობის მეტად დაშორების ახალი საფრთხე

ბათუმს,  ერთი კვირაა,  ახლად დანიშნული მერის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს.

Radiotavisupleba.ge 

მაიკ პომპეოს ბრიტანეთის პრემიერთან „კონსტრუქციული“ მოლაპარაკება ჰქონდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ  "კონსტრუქციული" მოლაპარაკებები ჰქონდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსთან - ტრანსატლანტიკური მოკავშირეები ესწრაფვიან დაუპირისპირდნენ ჩინეთის მზარდ გავლენას. პომპეო ჯონსონს ლონდონში, 21 ივლისს შეხვდა და როგორც მოსალოდნელი იყო, მათ მოლაპარაკებებში მთავარი ყურადღება დაეთმო მოვლენათა განვითარებას ჰონგ-კონგში, ბრიტანეთის ყოფილ კოლონიაში, ადამიანთა უფლებების დარღვევას სინიანში და ჩინეთის მიერ სწრაფი მობილური ტელეფონების ტექნოლოგიის გაყიდვას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისის ზღვაში მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს

მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს თბილისის ზღვაში, რომლის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. მაშველებმა პირველი არასრულწლოვნის ცხედარს დაახლოებით ერთი საათით ადრე მიაკვლიეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შეტყობინება თბილისის ზღვარი ორი არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ დღეს, 21 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე შევიდა.

Radiotavisupleba.ge 

"სანამ ფინანსების 80% და ქონების 90% იქნება ცენტრში და ცენტრის გარეშე ადგილზე ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, ავტორიტარულ სისტემაში ვიცხოვრებთ"

საპარლამენტო არჩევნები და ადგილობრივი თვითმმართველობა - რა როლს ასრულებენ ადგილობრივი ხელისუფლებები?

Radiotavisupleba.ge 

მიწისქვეშა სამუშაოზე ვერ დასაქმდება მეშახტე რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა

ტყიბულის შახტის ადმინისტრაციის განმარტებით, ამირან ბოჭორიშვილი, რომელმაც დილით დირექტორის კაბინეტში თვითდაზიანება მიიყენა, ძველ პოზიციაზე მუშაობას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამო ვერ შეძლებს. შპს „საქნახშირის" დირექტორის მოადგილე შრომის უსაფრთხოების საკითხებში, ავთანდილ ბოჭორიშვილი განმარტავს, რომ კომპანიამ მიწისქვეშა სამუშაოებზე ქვანახშირის მომპოვებელ იმ მეშახტეთა ჯანმრთელობის გადამოწმება დაიწყო, რომლებიც პენსიონერები ან საპენსიო ასაკს მიღწეულნი არიან. ასე მოხდა ამირან ბოჭორიშვილის შემთხვევაშიც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ჩვენი ექიმები“ - „ოცნების“ სასწრაფო სამედიცინო დახმარება?

საქართველოს მმართველი პარტია თავს იწონებს პანდემიასთან წარმატებული ბრძოლით. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას ეს წარმატება სახელისუფლებო გუნდის პროფესიონალიზმითა და ხალხის (ქვეყნის) მსახურების წყურვილით ახსნა. ბიძინა ივანიშვილს არაფერი უთქვამს შეუსრულებელ დაპირებებზე, ისევე როგორც არაფერი უთქვამს ამ დაპირებების (ან ახალი დაპირებების) სამომავალოდ შესრულების პერსპექტივაზე. ისე გამოვიდა, თითქოს, 2012 წელს მხოლოდ იმის გამო შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“ მაშინდელი მმართველი პარტია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin საქართველოს საგარეო უწყებას ახალი ბრალდებებით პასუხობს

აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან აფილირებული მედია Haqqin.az ახალ სარედაქციო წერილს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს. რედაქცია წუხს, რომ ოფიციალურმა პირებმა საქართველოში გამოცემის კომპეტენტურობა ეჭვქვეშ დააყენეს და საქართველოს გავლით სომხეთში იარაღის შესაძლო ტრანზიტის ისტორიას ახალ დეტალებს ამატებს. Haqqin-ის მტკიცებით, სომხეთში შეიარაღების გასაგზავნად, საქართველომ საკუთარი ტერიტორიის გამოყენების უფლება მისცა სლობოდან ტესიჩს, იარაღით მოვაჭრეს, რომელიც სანქცირებულია აშშ-ის კონგრესის მიერ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი მელაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობების როლზე არჩევნების წარმართვაში

საპარლამენტო არჩევნები და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი. თვითმმართველობის ექსპერტი ირაკლი მელაშვილი "დილის საუბრებში":

Radiotavisupleba.ge 

თბილისის ზღვაში მაშველებმა ერთი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს, მეორე ბავშვს ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თბილისის ზღვაში დაკარგული ერთი არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მეორე დაკარგულის ძებნა გრძელდება. შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დღეს, 21 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე შევიდა.

Radiotavisupleba.ge 

რა ელის აია სოფიას ტაძარს თურქეთში? ძეგლები, რომლებიც თურქეთში მეჩეთებად გადააკეთეს

მას შემდეგ, რაც თურქეთის სამთავრობო საბჭომ წმინდა სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი დაუბრუნა, მეცნიერები და იუნესკოს წარმომადგენლები ბჭობენ: მოხერხდება თუ არა, რომ ისტორიული ძეგლი ტურისტებისა და მკვლევრებისთვის კვლავაც ხელმისაწვდომი იყოს, რა მოუვათ ფრესკებსა და მოზაიკებს და ასე შემდეგ. წმინდა სოფიას ტაძარი პირველი არ არის, რომელიც ჯერ  მეჩეთად გადაკეთდა, შემდეგ მუზეუმად და შემდეგ ისევ მეჩეთად. 2019 წელს მეჩეთის სტატუსი მიიღო მაცხოვრის სახელობის ტაძარმაც, 2013 წელს აია სოფიას ტაძარმა ტრაპზონში, 2011 წელს კი აია სოფიას ტაძარმა ნიკეაში (იზნიქი). Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მუქარის გამო ბელარუსის ოპოზიციურმა კანდიდატმა თავისი შვილები ქვეყნიდან გაიყვანა

თავისი ორი შვილის უსაფრთხოების გამო შეშფოთებულმა, ბელარუსის პრეზიდენტობის მთავარმა ოპოზიციურმა კანდიტატმა, ისინი ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში გაამგზავრა მას შემდეგ, რაც მუქარების მიღება დაიწყო არჩევნების წინ, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება. სვეტლანა ციხანოვსკაია გახდა მთავარი ოპოზიციური კანდიდატი ფართო ძალაუფლების მქონე პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასთან ბრძოლაში მას შემდეგ, რაც ოპოზიციის სხვა მთავარ კანდიდატებს არ მისცეს რეგისტრაციის საშუალება განსხვავებულად მოაზროვნეებზე წინასაარჩევნო ძლიერი ზეწოლის ფონზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კელი დეგნანი: აშშ შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული ვითარებით

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული ვითარებით. მისი სიტყვებით, „საშიში კონფლიქტი“ დიალოგის და დიპლომატიური მექანიზმების გამოყენებით უნდა გადაწყდეს. „ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია იმით, რაც აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან ხდება, ეს ძალიან საშიში კონფლიქტია და უნდა მოხდეს არსებული მექანიზმების გამოყენება, დიალოგის და დიპლომატიური საშუალებების გზით. ამას კიდევ უფრო უნდა შევუწყოთ ხელი კონფლიქტის მეტად გამღრმავებამდე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლომჯარია დეგნანს ელაპარაკა ამომრჩევლის მოსყიდვისა და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებზე

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. მათ სახალხო დამცველის აპარატის მუშაობასა და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „შეხვედრაზე მადლობა გადავუხადე ამერიკის ელჩს მისი პოზიტიური წვლილისთვის საქართველოში, მათ შორის, პოლიტიკური პროცესების სტაბილიზაციის, ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის თვალსაზრისით. ვისაუბრეთ ადამიანთა უფლებების პრობლემაზე, საარჩევნო გარემოზე, სასამართლო სისტემაზე და განსაკუთრებით ელჩი დაინტერესდა იმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კელი დეგნანი: საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის მსურველები ამის გაკეთებას შეეცდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოს საზოგადოება კარგად არის გაწაფული რუსული დეზინფორმაციის ამოცნობაში, თუმცა დარწმუნებულია, რომ ვისაც სურს საქართველოში არსებულ პოლარიზებულ გარემოში დესტაბილიზაციის გამოწვევა, ამის გაკეთებას შეეცდება. კელი დეგნანმა ეს კომენტარი ჟურნალისტების კითხვის პასუხად გააკეთა, სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. მას ჰკითხეს, მოსალოდნელია თუ არა რუსეთის მხრიდან პროვოკაციები საქართველოში საარჩევნო პერიოდში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში მძევლების ამყვანმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გადმოაგდო ავტობუსიდან

პირმა, რომელმაც უკრაინაში, ლუცკში, ავტობუსის მგზავრები აიყვანა მძევლად, რამდენჯერმე ესროლა დრონს, რომელსაც უშიშროების სამსახური იყენებს, შემდეგ კი ავტობუსტიდან გადმოაგო ნივთი, რომელიც აფეთქდა. ცეცხლსასროლი იარაღითა და ასაფეთქებელი მოწყობილობით შეიარაღებულმა პირმა 21 ივლისს ხელთ იგდო ავტობუსი და მძევლად აიყვანა, პოლიციის თანახმად, ოცამდე, ხოლო უშიშროების სამსახურის თქმით, 10 ადამიანი უკრაინის ქალაქ ლუცკში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის ვოლინის ოლქში. Интерфакс-Украина-ს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როცა მიწას განგებ წვავ - რატომ ვერ პოულობენ კანონდამრღვევ მოქალაქეებს?

​ცეცხლის ალში გახვეული ალაზნისა და შირაქის ველები თითქმის მთელი კახეთიდან ხელისგულივით ჩანს, განსაკუთრებით ღამით.

Radiotavisupleba.ge 

განგებ გაჩენილი ხანძრები - რატომ ვერ პოულობს სამინისტრო კანონდამრღვევ მოქალაქეებს?

​ცეცხლის ალში გახვეული ალაზნისა და შირაქის ველები თითქმის მთელი კახეთიდან ხელისგულივით ჩანს, განსაკუთრებით ღამით.

Radiotavisupleba.ge 

გახელაძეების ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ

სოფელ ქვემო ჭალაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური, შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მიერ დაჭრილი და გატაცებული გახელაძის ოჯახის წევრებს ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაცია გაუზიარეს და შეატყობინეს, რომ 30 ივლისს ერგნეთში ინციდენტების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ეარ ფრანსი“ 8 აგვისტოდან შეასრულებს თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით რეისებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ აგვისტოს დასაწყისიდან ავიაკომპანია „ეარ ფრანსი“ თბილისი-პარიზის მიმართულებით კვირაში ორჯერ შეძლებს რეისების შესრულებას.„შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული და ამის შესახებ კომპანიასაც ეცნობება. ფრენების დაწყების ზუსტ თარიღს თავად კომპანია გადაწყვეტს. „ეარ ფრანსის“ რეისები პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში შესრულდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. სამოქალაქო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის პარლამენტის კომიტეტს სურს რეფერენდუმში რუსეთის ჩარევის შემდგომი შესწავლა და ამტკიცებს, რომ ჩაერია შოტლანდიაზე კენჭისყრისას

ბრიტანეთის პარლამენტის დაზვერვისა და უშიშროების კომიტეტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობამ უნდა გამოიძიოს, ჩაერია თუ არა რუსეთი ევროპის კავშირიდან ბრიტანეთის გასვლის თაობაზე 2016 წელს გამართულ რეფერენდუმში. თუმცა, „რთული და, ალბათ, შეუძლებელიც კი“ იქნება ჩარევის ამ ბრალდების დამტკიცება, რომელსაც კრემლი უარყოფს. ანგარიშში, რომელმაც პოლიტიკური ვებსაიტის, Guido Fawkes-ის გზით გამოჟონა, ვიდრე ის ოფიციალურად გამოვიდოდა 21 ივლისს, აღნიშნულია, რომ რუსეთი ბრიტანეთს მიიჩნევს დასავლეთში თავისი დაზვერვის „ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ“... Читать дальше...


Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о поддержке ИТ-сегмента отечественной экономики

Онколог Марина Шорина: «Раковая опухоль потребляет колоссальное количество энергии из запасов человека»

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о суверенной финансовой системе в России

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Музыкальные новости

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 3 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Новости фармацевтики в России и в мире

Путин поручил утвердить проект «Пять морей и озеро Байкал»

Новый монитор Philips Evnia 49M2C8900L подарит игровой опыт высочайшего уровня

Новости России

Почему уйдут все, кроме поляков: скрытый смысл слов Путина, посеявших панику в Варшаве

Процентов — максимум: «Выберу.ру» подготовил рейтинг лучших вкладов на полгода в мае 2024 года

Все площадки фестиваля «Рыбная неделя» оформили в морской тематике

Здание обрушилось. На востоке Москвы сильно горит бывший завод «Торос»

Экология в России и мире

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Коллекция купальников Love Republic

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Надежда Петрова высказалась о перспективах Арины Соболенко снова возглавить рейтинг WTA

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Moscow.media

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO

Елена Шерипова: самые модные головные уборы на лето

ТСД промышленного класса Saotron RT-T60







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *