Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июль
2020

Новости за 30.07.2020

Radiotavisupleba.ge 

მინსკში დასრულდა სვეტლანა ციხანოვსკაიას მხარდამჭერი მრავალრიცხოვანი აქცია

მინსკში გვიანობამდე გაგრძელდა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, სველანა ციხანოვსკაიას მხარდამჭერი მიტინგი-კონცერტი, რომელშიც, ორგანიზატორთა ინფორმაციით, სულ მცირე 60 000 კაცი მონაწილეობდა. რადიო თავისუფლება აქციიდან პირდაპირ ტრანსლირებას ახორციელებდა. ხალხთა მეგობრობის პარკში გამართული შეხვედრა-კონცერტი შეთანხმებული იყო ხელისუფლებასთან. სვეტლანა ციხანოვსკაიმ განაცხადა, რომ ბელარუსებს სწადიათ ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება. „არ წახვიდეთ თქვენი სინდისის წინააღმდეგ, ნუ წახვალთ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სენატორი რიში: სალომე ზურაბიშვილმა რურუა უნდა შეიწყალოს

ტელეკომპანია „მთავარის" თანადამფუძნებლის, გიორგი რურუასთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯას, შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ეხმიანება. „ამერიკის ხმის" შეკითხვის პასუხად, თუ როგორ აფასებს ის ამ ნაბიჯს, სენატორი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის. „მე ვრჩები ძალზედ შეშფოთებული, დღეს ბატონი გორგი რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა, არასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად ავღანეთში თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით სულ მცირე 8 კაცი დაიღუპა და ათობით დაიჭრა 30 ივლისს აღმოსავლეთ ლუგარის პროვინციაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, მუსლიმებისათვის წმიდა ყურბან-ბაირამის (იდ ალ-აჰდი) დღესასწაულთან დაკავშირებული, სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად. სავარაუდოდ დანაღმული მანქანა პროვინციის დედაქალაქ პოლ-ე-ალამის ცენტრალურ, თავისუფლების მოედანზე, აფეთქდა იმ დროს, როდესაც უამრავი ადამიანი იყო შეკრებილ დღესასწაულის აღსანიშნავად. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყველა დაღუპული სამოქალაქო პირია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა ესაქმებოდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ბელარუსში?

როცა 29 ივლისს ბელარუსში, მინსკის მახლობლად, ჩატარდა რუსეთის 33 დაქირავებული მეომრის დაკავების ხმაურიანი ოპერაცია, ხელისუფლებამ ეს ინციდენტი სწრაფად დააკავშირა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებთან.

Radiotavisupleba.ge 

აჭარის ტელევიზიიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლებას ქარტია ეხმაურება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს უკიდურესად შემაშფოთებლად აფასებს. ის ეხმაურება დღეს, 30 ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან სამი თანამშრომელის გაშვებას. ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ისეთ საკადრო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც სამსახურიდან დევნის პროფესიონალ კადრებს და ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს. ქარტია მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა ჰაკერული თავდასხმისათვის სანქციები დაუწესა რუსეთის 4 მოქალაქეს

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ოთხ მოქალაქეს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ევროკავშირის ინსტიტუტებზე თავდასხმაში. შეზღუდვების ქვეშ აღმოჩნდნენ ალექსეი მინინი, ალექსეი მორონეცი, ევგენი სერებრიაკოვი და ოლეგ სოტნიკოვი. ამას გარდა სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) სპეციალური ტექნოლოგიების ცენტრი. ევროკავშირის ცნობით, რუსები (ГРУ) სამხერდო დაზვერვის თანამშრომლები არიან. ისინი ვირუსების WannaCry-სა და NotPetya-ის საშუალებით ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე ჰაკერულ თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილი.

Radiotavisupleba.ge 

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო გაიმართება - რა არ უნდა გამოგრჩეს 31 ივლისს 

"თუკი ვიტყვით, რომ მტკიცებულებები არ არის, მაშ, გავუშვათ სახლში ბრალდებულები" 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სამ ნაწილად მიმდინარეობს: სრულწლოვანი ბრალდებულების საქმე, არასრულწლოვანი ბრალდებულების საქმე და 109-ე მუხლით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მუხლით. ეს უკანასკნელი მუხლი ყველაზე მძიმეა, თუმცა ის ჯერ არც ერთი ბრალდებულს არ აქვს წარდგენილი. თუკი 22-ტომიანი საქმის სხვა დეტალები მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურამ ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულს ბრალი ორი მუხლით წარუდგინა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულ ი.ღ.-ს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ორი მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარება. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 15 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ვერსიით, 2020 წლის 28 ივლისს, თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლ.ს.-ს მიმართულებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაიკ პომპეო: „ყველაფერს გავაკეთებთ“, რომ შევაჩეროთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ამერიკელ კანონმდებლებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ აშშ-ი სანქციებს დაუწესებს იმ ფირმებს, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან ევროპასთან დამაკავშირებელი გაზსადენის - „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში. “ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლიათ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ გაზსადენი საფრთხეს არ უქმნის ევროპას“, - განაცხადა სენატში გამართულ მოსმენაზე მაიკ პომპეომ. „ჩვენ გვსურს, რომ ევროპას ჰქონდეს ნამდვილად დაცული, სტაბილური, უსაფრთხო ენერგორესურსები, რომელიც არ შეწყდება იმ შემთხვევაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პირველი პრეზიდენტი, კრავჩუკი უხელმძღვანელებს ეროვნულ დელეგაციას სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში

კრავჩუკმა ამ პოსტზე შეცვალა, დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ასევე ყოფილი პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა, რომელმაც ეს თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კანცელარიამ 28 ივლისს განაცხადა, რომ კუჩმამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს ჯგუფში მუშაობა. ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე განცხადებაში არაფერია ნათქვამი. კრავჩუკის დანიშვა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა.  თავის მხრივ ლეონიდ კრავჩუკი აცხადებს, რომ, თუ რამე შეუძლია, ის არაფერს დაიშურებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს დონბასში მშვიდობის დამყარებას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ ხვიჩა მღებრიშვილის და ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები მეჯვრისხევში, ხვიჩა მღებრიშვილის, ხოლო ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის ოჯახების წევრებს შეხვდნენ. სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მათ ერგნეთში გამართული შეხვედრის შესახებ უამბო. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება იყო. „ამ შეხვედრიდან მოლოდინი უფრო მეტი გვქონდა, ვიდრე შედეგი დადგა. სავარაუდოდ, ზაზას გათავისუფლების პროცესი კიდევ გაჭიანურდება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გააპროტესტეს გიორგი რურუასთვის მისჯილი თავისუფლების აღკვეთა

მოძრაობების „გაბედეს“ და „შეცვალეს“ ორგანიზებით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გააპროტესტეს „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუასთვის გამოტანილი განაჩენი. „ანტისაოკუპციო აქციების აქტიურ მხარდამჭერსა და მონაწილეს გიორგი რურუას დღეს უკანონოდ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მთელი განვითარებული სამყარო, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორები აშშ და ევროკავშირი თანხმდებიან, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და ამას ღიად საკუთარ განცხადებებში აფიქსირებენ. გიორგი რურუას პატიმრობაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერგნეთის შეხვედრა: ოფიციალურ განმარტებაში ღამურების თემა არ ფიგურირებს

სოფელ ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 96-ე შეხვედრა. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა თქვა, ბედნიერია იმით, რომ ჩატარდა შეხვედრა და მასში ყველა მონაწილეობდა. მას ფასილიტაციას შჩიგელთან ერთად უწევდა ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი რუდოლფ მიხალკა. შეხვედრა რეგულარულ ფორმატში 2019 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად გაიმართა. როგორც შჩიგელი ამბობს, მონაწილეები მიესალმნენ მას, როგორც ახალ თანაფასილიტატორს. დიპლომატის თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

31 ივლისს შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა შედგება

31 ივლისს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვანი პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართება. ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება, თუმცა, ბრალდების განცხადებით, ეს გარემოება არ გამორიცხავს, შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი ბრალდებულებისათვის ახალი ბრალდების, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლის წარდგენას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მინსკში უამრავი ადამიანი შეიკრიბა სვეტლანა ციხანოვსკაის წინასაარჩევნო შეხვედრაზე

მინსკში, ხალხთა მეგობრობის პარკში მიმდინარეობს ოპოზიციის კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას, მხარდამჭერი წინასარჩევნო შეხვედრა-კონცერტი. ციხანოვსკაია ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატია, რომელიც საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა 9 აგვისტოს დანიშნული პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ხალხთა მეგობრობის პარკში შეკრებილია სულ მცირე 25 ათასი ადამიანი და ხალხის ნაკადი არ წყდება. აქციაზე სიტყვით გამოვა სვეტლანა ციხანოვსკაია. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებიან პოლიტიკოსები და არტისტები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამსახურიდან გაანთავისუფლეს აჭარის ტელევიზიის სამი თანამშრომელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან გაუშვა სამი თანამშრომელი: ბაჩო გურაბანიძე, გადაცემა „დილის ტალღის" დირექტორი, გიორგი მურვანიძე, აჭარის ტელევიზიის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი და გურამ ქადიძე, გრაფიკოს-მემონტაჟე. ტელევიზიის უკვე ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ დირექტორის ბრძანება სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ საღამოს ჩაბარდათ. ბაჩო გურაბანიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კოხრეიძე ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირების წევრ ჟურნალისტებს დევნის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში მსგავს დანაშაულში არიან ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ მებრძოლები, ციხანოვსკი და სტატკევიჩი

ბელარუსში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს და ორ ბელარუს აქტივისტს - ბლოგერ სერგი ციხანოვსკისა და ოპიზიციონერ პოლიტიკოსს, ნიკოლაი სტატკევიჩს, - ერთსა და იმავე სისხლის სამართლის დანაშაულში, - მასობრივი არეულობის მომზადებაში, ედებათ ბრალი. ამის თაობაზე ხუთშაბათს განაცხადა ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, იულია გონჩაროვამ.   უფრო ადრე, ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივანმა ანდრეი რავკოვმა, ჟურალისტებს განუცხადა, რომ ოთხშაბათს დაკავებული 30-ზე მეტი რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ აღძრულია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კონგრესმენები: საქართველოს ხელისუფლება ავიწროებს აშშ-ის ბიზნესს

მიმდინარე კვირაში აშშ-ის კონგრესის წარმოადგენელთა პალატის ექვსმა წევრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში არსებული ვითარების გამო. „მოგმართავთ, რათა კვლავ გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატული მმართველობის დაღმასვლისა და პოტენციური კორუფციის გამო,“ წერენ კონგრესმენები. 27 ივლისით დათარიღებულ წერილში საუბარია 1991 წლის შემდეგ საქართველოს მიერ განვლილ გზაზე, მნიშვნელოვან რეფორმებზე გლობალური სავაჭრო პარტნიორობის განვითარების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"გირჩი" აცხადებს, რომ საარჩევნო სიის დასახელების დროს შეცდომა დაუშვეს

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სიის მედიისთვის წარდგენიდან, დაახლოებით, ერთ საათში განცხადებას ავრცელებს, რომ შეცდომა დაუშვეს. პარტიის განმარტებით, მოქალაქეთა მხარდაჭერა ვებგვერდზე არსებულმა სისტემამ არ ასახა.  "ჩვენ, ჩვენმა კონტრაქტორმა დეველოპერულმა კომპანიამ და თანამშრომლებმა ყველაფერი გავაკეთეთ პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად და დათქმული დროიდან დაახლოებით 2 საათში სია გასწორებული იყო. თუმცა, იმისათვის, რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები და ყველაფერი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სერბეთის პრეზიდენტი მხარს უჭერს სადავო გამოძიებას ათობით არასამთავრობო ორგანიზაციისა და ჟურნალისტის მიმართ

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა მხარადაჭერა გამოუცხადა ქვეყნაში დაწყებულ გამოძიებას, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმესთან ათობით არასამთავრობო ორგანიზაციისა და ჟურნალისტის სავარაუდო კავშირებს იკვლევს. სერბეთის ფინანსთა სამინისტრომ 37 არასამთავრობო ორგანიზაციას და 22 ფიზიკურ პირს მოსთხოვა, წარმოადგინონ სრული საბანკო ინფორმაცია 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე. ტელეკომპანია Newsmax Adria Serbia-ს 28 ივლისის სიუჟეტის თანახმად, გამოძიების ყურადღების ცენტრში მოექცა ის ორგანიზაციები და ფიზიკური პირები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"თუკი ვიტყვით, რომ მტკიცებულებები არ არის, მაშ, გავუშვათ სახლში ბრალდებულები"

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე თითქმის თვენახევრის თავზე სამ ნაწილად დაიყო - გამოძიება სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართულებით, გამოძიება არასრულწლოვანი ბრალდებულების მიმართულებით და გამოძიება 109-ე მუხლით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მუხლით. საქმის გაყოფის გადაწყვეტილება გენერალურმა პროკურატურამ შაქარაშვილის სიკვდილიდან 40 დღის თავზე მიიღო 22 ტომი, რომელიც ამ თვენახევრის განმავლობაში, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში დაიწერა და რომლის დეტალებიც აქტიურად შუქდებოდა მედიაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში ოპოზიციას დეპუტატობის ერთიანი კანდიდატი არ ეყოლება - კარგია ეს თუ ცუდი?

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ერთიანი კანდიდატის მნიშვნელობაზე ლაპრაკობს, ამ კანდიდატზე ვერ თანხმდება. ქალაქი ერთდროულად ირჩევს პარლამენტარს და მერს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობის”, „ევროპული საქართველოსა“ და „ლელო საქართველოსთვის“ - ოფისები ქუთაისში ქალაქის ისტორიულ უბანში, თამარ მეფის ქუჩაზე, შეიძლება ითქვას, გვერდიგვერდაა. დღეს ამავე ქუჩაზე ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების რიგს კიდევ ერთი, „თავისუფალი საქართველოს“, ოფისიც მიემატა. შენობებზე მხოლოდ პარტიების სიმბოლოიანი ბანერებია გაკრული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დონალდ ტრამპმა წამოჭრა პრეზიდენტის არჩევნების გადავადების საკითხი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა წამოჭრა 3 ნოემბრისათვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების გადავადების საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების თარიღი ქვეყნის კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ტვიტერში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში, დონალდ ტრამპი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საყოველთაო კენჭისყრას „ფოსტის საშუალებით“ და მიიჩნევს, რომ დისტანციური კენჭისყრის გამო 2020 წლის არჩევნები, შესაძლოა, გახდეს ყველაზე „არაზუსტი და გაყალბებული“ ქვეყნის ისტორიაში.   „ეს იქნება დიდი სირცხვილი აშშ-ისთვის. ხომ არ გადავდოთ არჩევნები იმ დროისათვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი გახარია: წარმოდგენა არ მაქვს, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი რურუას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ არ იცის, შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულ გიორგი რურუას. „შეწყალება არის სრულად პრეზიდენტის დისკრეცია, წარმოდგენა არა მაქვს, პრეზიდენტი შეიწყალებს მას თუ არა“, - უთხრა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას მსგავსად, პრეზიდენტმა გიორგი რურუაც შეიწყალოს. „თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემთვის მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი უნდა იყოს ყველასთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ემპათიამ" ომბუდსმენის აპარატს მათსა და ადვოკატზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები გააცნო

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ შესაძლო მუქარისა და ზეწოლის საქმეზე ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელს, ექსპერტსა და თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს მოუსმინა. შეხვედრა დღეს, 30 ივლისს გაიმართა. "გარკვეული მტკიცებულებებიც გავაცანით, შევთანხმდით სამომავლო ურთიერთანამაშრომლობაზეც. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოახდენს რეაგირებას", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა", - განაცხადა "ემპათიას" დამფუძნებელმა, მარიამ ჯიშკარიანმა. ორგანიზაციის... Читать дальше...


Трансляцию концерта Московского джазового оркестра в Китае посмотрело 50 миллионов

«Это немножко клиника»: Лазарев показал свой переполненный туалетный столик

Американские танкеры вовсю везут нефть из России вопреки санкциям

Сделано в СССР. Первое историческое ралли в Москве стартует 2 июня



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

МК: мать «смолинского маньяка» Ческидова знала о невольном положении пленницы

Кинологи псковского управления ФСИН успешно выступили на чемпионате в Московской области 

В Кишиневе отпустили задержанного лидера оппозиционной партии «Шанс» Лунгу

Инспекторы выявили 38 тысяч неиспользуемых объектов в Подмосковье

Музыкальные новости

Новый монитор Philips Evnia 49M2C8900L подарит игровой опыт высочайшего уровня

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Летние товары в магазинах Fix Price

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

Новости России

Американские танкеры вовсю везут нефть из России вопреки санкциям

Суд арестовал жителя Подмосковья, переехавшего возлюбленную на машине

Foton представила в РФ новую модель Tunland V9

Готовь жилье к лету…

Экология в России и мире

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Новая зубная паста Revyline ChocoWhite для укрепления эмали доступна на сайте магазина Ирригатор.ру

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Спорт в России и мире

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Moscow.media

Дипломатическая бизнес-встреча «Россия - Африка» прошла в Белом Особняке Villa Barvikha

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Вечернее Подмосковье.

Двигатель города на Неве: как «Грузовичкоф» участвует в жизни Санкт-Петербурга







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *