Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Март
2021

Новости за 06.03.2021

Radiotavisupleba.ge 

"BERA მოძალადე ტიკ-ტოკერი" – „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია იმართება

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან, სადაც ცოტა ხნის წინ მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს სხდომა დამთავრდა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ტელეკომპანია TV პირველის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს აპროტესტებენ, სადაც, სავარაუდოდ, ისმის ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ხმები. ტელეკომპანიის ცნობით, ისინი, სატელეფონო საუბრისას, კონკრეტული პირების, მათ შორის, ბავშვების დასჯაზე ლაპარაკობენ, რადგან სოციალურ ქსელში მათ მიერ გაკეთებული კომენტარები არ მოეწონათ. ქართულ ოცნებასთან აქტივისტები მივიდნენ პლაკატებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მდინარაძე: „ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ“

ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, თავისი პარტიის ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადა, რომ ოპოზიცია მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში გარკვეულ დათმობებზე წავა. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, მდინარაძემ აღნიშნა, რომ 6-პუნქტიანი დოკუმენტიდან, რაც ახლა მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა დათქმების შესრულების შემდეგ გაგრძელდება. „ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი და გარკვეული ინფორმაციებიც კი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი და 2023 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ორწლიანი ციკლი მოგებით გახსნა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი ლისაბონში დაუპირისპირდა პორტუგალიის ნაკრებს და დაამარცხა ანგარიშით 29:16. ქართველთაგან ლელოები გაიტანეს მოდებაძემ, ბრეგვაძემ, მელიქიძემ, მამუკაშვილმა და ჯალაღონიამ. ორი გარდასახვა მიითვალა მათიაშვილმა. მეორე ტურის შეხვედრას ბორჯღალოსნები 14 მარტს, ისევ სტუმრად გამართავენ, ესპანეთის წინააღმდეგ.

Radiotavisupleba.ge 

თინეიჯერები სექსის შესახებ - ხუთი ამბავი

„არასრულწლოვანი“ და „სექსი“ - ეს ორი სიტყვა გვერდიგვერდ საზოგადოების მყისიერ აღშფოთებასა და განკითხვას იწვევს. ამ დროს სქესობრივი ცხოვრების მიმართ ინტერესი და მოთხოვნილება გაცილებით ადრე იღვიძებს, ვიდრე ბავშვები სრულწლოვანებას მიაღწევდნენ. საქართველოში სექსუალური განათლების გაკვეთილები არ არსებობს, მოზარდები ინფორმაციას ინტერნეტში ეძებენ და საკუთარ მოთხოვნილებებს არცთუ ისე უსაფრთხო სიტუაციებში იკვლევენ. ხუთი ახალგაზრდა გველაპარაკა იმაზე, თუ რა კითხვები და საჭიროებები გაუჩნდათ, როცა საქმე სექსთან მივიდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვა პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც კოვიდ-19-ის ვაქცინა COVAX-ის პროგრამით მიიღო

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ, პირველმა ევროპაში, მიიღო AstraZeneca-ს ვაქცინა მსოფლიო სქემის, ღარიბი ქვეყნებისთვის შექმნილი პროგრამის, COVAX-ის გზით. სანდუმ ტვიტერით დაწერა, რომ 14400 დოზა უკვე ჩავიდა მოლდოვაში. ორი დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინებოდა, რომ მოლდოვამ მოიპოვა საკმარისი რაოდენობის ვაქცინა იმისთვის, რომ აიცრას 1,7 მილიონი მოქალაქე, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი.   მოლდოვამ იაქტიურა ვაქცინისთვის მსოფლიო ბრძოლაში და შეწირულობები მიიღო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის ელჩმა გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს საპასუხო წერილი გაუგზავნა

გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ კნირშმა, გერმანიაში მცხოვრები ქართველების 3 მარტის წერილს უპასუხა. ელჩის თანახმად, გერმანიის საგარეო პოლიტიკისთვის მნივნელოვანია საქართველოს ყოველმხრივი განვითარება. „გსურს გავაძლიეროთ  საქართველო როგორც დაფასებული პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ გზად იმყოფება“, წერს კნირში და აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას შეშფოთებით უყურებს და მოუწოდებს პარტიებს, დიალოგის რეჟიმში დარჩენას. ჰუბერტ კნირში პატივს ცემს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჰაკერებმა აშშ-ის 20 ათასამდე ორგანიზაციაზე მიიტანეს იერიში

ჰაკერებმა აზიისა და ევროპის ქვეყნებში აშშ-ის 20 ათასამდე ორგანიზაციაზე მიიტანეს იერიში. თავდასხმისთვის მათ საფოსტო სამსახური Microsoft Exchange გამოიყენეს. გაზეთი Wall Street Journal-ი და სააგენტო Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ აშშ-ის ხელისუფლების ეჭვით, თავდასხმის უკან ჩინეთი დგას. იერიში, სავარაუდოდ, დაიწყო შარშან, წლის ბოლოს. Microsoft-მა საპროგრამო უზრუნველყოფის სასწრაფო განახლება განახორციელა, რათა ჰაკერებისთვის კომპიუტერების გატეხვის შანსი არ მიეცა. 5 მარტის მონაცემებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები მიესალმებიან შშმ პირთა უფლებების კონვენციის ოქმის რატიფიცირებას

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები მიესალმებიან 5 მარტს, საქართველოს პარლამენტის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირებას. „ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის“ განცხადებით, შშმ პირთა თემისა და ორგანიზაციების მრავალწლიანი ადვოკატირების შედეგად, ოქმის სავალდებულოდ აღიარება მისი ხელმოწერიდან მხოლოდ 12 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი: „იმედს ვიტოვებთ, რომ ოქმი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას როგორც ინდივიდუალური შემთხვევების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის ციხის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს, ოსური მხარე კი - საგუშაგოს აღებას

ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულებას ყველაზე მეტად ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ელოდნენ. შეხვედრაზე ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა, თუმცა ზაზა გახელაძის ცოლი,  ირმა ბუთხუზი, ფიქრობს, რომ პირისპირ შეხვედრების აღდგენა უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე სატელეფონო მოლაპარაკებები. „იმედს არ ვკარგავთ, რომ ეს საქმე მალე დამთავრდება. ჩვენი ოჯახი ყოველწამს ველოდებით ახალ ინფორმაციას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის საელჩო: ეუთო/ODIHR-ის ანგარიში ხაზს უსვამს რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ეუთო/ ODIHR-ის არჩევნების მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში: „ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, კერძოდ, კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობისა და დავების გადაწყვეტის თვალსაზრისით. შეერთებული შტატები იზიარებს ამ შეშფოთებას და მოუწოდებს პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე ფართო და ინკლუზიური მსჯელობის პროცესი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლომჯარია "TV პირველის" ეთერში გასული გადაცემის ანონსს ეხმაურება

ტელეკომპანია "TV პირველის" ეთერში გასული გადაცემის ანონსს „ფეისბუქით“ ეხმაურება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი [„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი], საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის, ბავშვის დასჯას უკვეთავს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ჩანაწერების ავთენტურობისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ სანქციებს უწესებს უკრაინელ ოლიგარქ იჰორ კორომოისკის  

აშშ-ის შტატებმა ამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა გავლენიან უკრაინელ ოლიგარქს, იჰორ კოლომოისკის, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მტკიცე პოზიციას იკავებს ყოფილ საბჭოა რესპუბლიკაში ფესვგადგმული კორუფციის წინააღმდეგ. 5 მაისის განცხადებაში, როცა აკრძალვა გამოცხადდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, გამოხატა „შეშფოთება [კოლომოისკის] ახლანდელი და მიმდინარე მოქმედების გამო, ძირი გამოუთხაროს უკრაინის დემოკრატიულ პროცესებს და ინსტიტუტებს, რაც საფრთხეს უქმნის მის მომავალს". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მეოთხე თვეა, რაც სახელმწიფო მოქალაქეებს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მიმოსვლის თავისუფლებას უკრძალავს. მათი თქმით, დღეს, როდესაც ვირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე შეზღუდვების მოხსნის წინაპირობად იყო გაცხადებული, ხელისუფლებას არ აქვს არანაირი არგუმენტი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

14 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 19 წლის კაცია დაკავებული

არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, სამართალდამცველებმა გორში 19 წლის კაცი დააკავეს. რადიო თავისუფლების გორის კორესპონდენტის ცნობით, ინფორმაცია მას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მისი ცნობით, 5-თვიანი ძიების შემდეგ, 19 წლის კაცი, სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტედ კრუზმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსის დანიშვნა შეაჩერა და "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის წინააღმდეგ სანქციებს ითხოვს

აშშ-ის ტეხასის შტატიდან სენატორმა, ტედ კრუზმა, შეაჩერა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) უფროსად იულიამ ბერნსის დანიშვნა. სენატორი მოითხოვს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან უფრო მკაცრ სანქციებს გერმანიაში რუსეთის გაზსადენის, "ჩრდილოეთის ნაკადი -2-ის" მშენებლობის წინააღმდეგ. ადრე სენატორთა 40-კაციანმა ჯგუფმა კრიტიკული წერილი გაუგზავნა პრეზიდენტს და მოთხოვა მას პროექტის წინააღმდეგ ზომების გამკაცრება. ბერნსი მოსკოვში აშშ-ის ყოფილი ელჩია, პროფესიონალი ჟურნალისტი 33 წლიანი სტაჟით. კონგრესის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპმა ერაყში ისტორიული შეხვედრა გამართა მაღალი რანგის შიიტ სასულიერო პირთან

რომის პაპი ფრანცისკე შიიტური ისლამის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რანგის სასულიერო პირს შეხვდა ერაყში, სადაც კათოლიკური ეკლესიის მამამთავრის პირველი ისტორიული ვიზიტი იმართება. 6 მარტს, დიდ აიათოლა ალ-სისთანისთან შეხვდრა წმინდა ქალაქ ნაჯაფში შედგა. რომის პაპმა მშვიდობიანი თანაარსებობის გზავნილი გადასცა ერაყელებს, მისი სურვილია გააძლიეროს შევიწროვებული ქრისტიანული უმცირესობა ერაყში. აიათოლას და პაპის შეხვედრას ერაყის ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადაცემდა, ხალხი ორი რელიგიურ ლიდერის შეხვედრას მიესალმებოდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ კაცს ბრალი დაუმძიმდა

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის მუხლებით დაუმძიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ზ.მ.-მ, 14 წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებულის მიმართ გაუპატიურება და  ფიზიკური ძალადობა განახორციელა. ზ.მ.-ს ბრალდება წარედგინა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სრულ დისტანციურ სწავლებაზე გადასულია 17 სკოლა და 145 კლასი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მშობელთა თხოვნით, ასევე, კოვიდის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი. როგორც განათლების უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთს კიდევ უფრო მძიმე სანქციები ელოდება

მოსკოვი საპასუხო ნაბიჯებით დაიმუქრა მას შემდეგ, რაც 2 მარტს აშშ-მა და ევროკავშირმა კოორდინირებული სანქციები დაუწესეს რამდენიმე რუს მოხელეს და სახელმწიფო დაწესებულებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის, დაკავებისა და დაპატიმრების გამო. ახალი სანქციებით, აშშ-სა და ევროკავშირში ანგარიშები გაეყინებათ და ვიზების მიღებას ვერ შეძლებენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უახლოესი გარემოცვის უმაღლესი თანმდებობის პირები. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სანქცირებულ პირთა სიის თანხმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტიკარაძის თქმით, დამატებით 200 ათას დოზა ვაქცინაზე კონტრაქტები უკვე ხელმოწერილია

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ გარდა „კოვაქს პლატფორმასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებისა, საიდანაც ქვეყანამ 700 ათასი ადამიანის ასაცრელი დოზა ვაქცინა უნდა მიიღოს, საქართველოს უკვე დაჯავშნილი აქვს მილიონ 700 ათასი დოზა ვაქცინა იმ მწარმოებლებთან, რომელთა ვაქცინებიც, მკაცრი მარეგულირებლისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას აპრილსა და მაისში ელოდებიან. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინების დაჯავშნილი დოზებიდან, 200 ათას დოზა ვაქცინაზე კონტრაქტები უკვე ხელმოწერილია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტიკარაძე თვლის, რომ დროა სამინისტრომ შეაფასოს საკუთარი საქმიანობა 10-დან 8-9 ქულით

„ყოველთვის მეუხერხულება იმის თქმა, თუ როგორ შევაფასებ ჩვენს სამინისტროში ჩვენს მენეჯმენტს, თუმცა, მე არაერთხელ მომისმენია, თუ რამდენად დადებითად აფასებენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები საქართველოში მიმდინარე პროცესებს, თუ როგორ ვმართავთ პანდემიას და აქედან გამომდინარე, ალბათ, შეიძლება დროულიც იყოს უკვე, რომ გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომ ჩვენც შევძლოთ და შევაფასოთ ჩვენი თავი“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში. ის თვლის, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს საქართველო და კერძოდ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 4 პაციენტი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული  19 737 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 355 შემთხვევა. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 1.8%; ბოლო 7 დღის - 1.44%; ბოლო 14 დღის - 1.6%. გასული დღე-ღამის განმავლობაში 91-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტიკარაძე: დღეს რომ იყოს ნოემბერი ან დეკემბერი შეიძლება შემომეტანა ჩინური ვაქცინა

„დღეს რომ იყოს ნოემბერი ან დეკემბერი, რა თქმა უნდა, მე საკუთარ თავზე ავიღებდი პასუხისმგებლობას და მივიღებდი სარისკო გადაწყვეტილებებს, როდესაც შეიძლება ქვეყანაში შემომეტანა ჩინური ვაქცინა ან ნებისმიერი სხვა არარეგისტრირებული ვაქცინა“, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე. მინისტრი ამბობს, რომ როდესაც ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია, ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით, ქვეყანამ არ უნდა გადადგას ნაჩქარევი ნაბიჯები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეუთო/ODIHR-ის საბოლოო ანგარიში: საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიშსს აქვეყნებს და წერს, რომ ეუთო/ODIHR-ის წინა რეკომენდაციებისა და იმის მიუხედავად, რომ საქართველოში არსებული საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიული არჩევნების გამართვის საფუძველს იძლევა, საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება, რასაც, ზოგიერთ შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციის, სასამართლოებისა და სხვა შესაბამისი აქტორების მხრიდან კანონის არასათანადო გამოყენება მოჰყვა.

Radiotavisupleba.ge 

მუდმივი ჩემპიონის ტიტულით...

ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის დაბადებიდან 50 წლის აღსანიშნავად ქუთაისში შეიკრიბნენ უჩვეულო ტალანტით დაჯილდოებული ძიუდოისტის თაყვანისმცემლები, ახლობლები,  სპეციალისტები და ღირსეულად აღნიშნეს უდროოდ გარდაცვლილის დაბადების ორმოცდამეათე წელი - გვიამბობს ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი; ცნობილი მწვრთნელი სოსო ფრუიძე მიმოიხილავს ეროვნული საფეხბურთო ლიგის პირველ ტურს; როტერდამში გამართულ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშების სალიცენზიო ტურნირზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების... Читать дальше...


Котлеты из женщин. Маньяк-людоед готовил еду из своих жертв

Как Россия установила мир в Европе

ЕС резко нарастил закупки российских железа, стали и алюминия

Следующим шагом могут только полететь ракеты: Россия пошла на беспрецедентный шаг и отозвала посла из Армении, но зачем



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Котлеты из женщин. Маньяк-людоед готовил еду из своих жертв

Россия предотвратила наступление "XXI века под предводительством Америки". Для одной планеты и 30 лет гегемонии много.

Следующим шагом могут только полететь ракеты: Россия пошла на беспрецедентный шаг и отозвала посла из Армении, но зачем

Около 50% москвичей хотят переобучиться новой профессии

Музыкальные новости

Команда Центрального округа Росгвардии стала призером на чемпионате по пожарно-спасательному спорту в Москве (видео)

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «ЗЕНИТ» В ГРОЗНОМ

Новости России

Следующим шагом могут только полететь ракеты: Россия пошла на беспрецедентный шаг и отозвала посла из Армении, но зачем

В Москве обезумевший фитнес-тренер зарезал бизнесмена и чуть не убил троих людей

Пожар на нефтебазе в Темрюкском районе Краснодарского края после удара БЛПА полностью ликвидирован

Врач Королева предупредила о риске заболеть в жару из-за потери витаминов

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Спорт в России и мире

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Moscow.media

Завершен монтаж пролетного строения моста через Волгу на обходе Твери

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Лето в урочище Кокоря







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *