Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Март
2021

Новости за 16.03.2021

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილი ბრიუსელში: „მომავალს ევროპის კავშირთან ვხედავთ“

ბრიუსელში 16 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე, მასპინძლებმა - საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც საქართველოს დელეგაციას მეთაურობს განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკურ დიალოგთან, მართლმსაჯულებასთან, თავისუფლებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფასი იქნება დიდი და მას გადაიხდის არა მხოლოდ ხელისუფლება, ჩვენც, ხალხი - ინტერვიუ ყოფილ ელჩთან, გიგი გიგიაძესთან

დანიის სამეფოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, გიგი გიგიაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში 21 წლიანი მუშაობის შემდეგ არასამთავრობო  ორგანიზაციაში  გადაინაცვლა. 15 მარტს მისი პირველი სამუშაო დღე იყო ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში უფროსი მკვლევარის რანგში.

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა

„არსებობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების დიდი პოტენციალი. ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მე-2 ეტაპისთვის აუცილებელია კიდევ უფრო მეტი პროგრესი საკანონმდებლო დონეზე. წინსვლის მთავარი წინაპირობაა სტაბილური პოლიტიკური გარემო", - წერს ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ვალდის დომბროვსკისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში". 16 მარტს  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კოსოვოს საკითხების ჰააგის ტრიბუნალის ორდერით დააკავეს UCK-ს ყოფილი მეთაური

ჰააგაში კოსოვოს ტრიბუნალის ორდერით ბელგიაში დააკავეს ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი. კოსოვოს სპეციალისტთა პალატამ განაცხადა, რომ პიეტერს შალა 16 მარტს დააკავეს ბელგიაში და ჰააგაში მის გადაყვანას ელოდებიან. კოსოვოს ტრიბუნალს სხვა დეტალები არ დაუსახელებია, მაგრამ განაცხადა, რომ მოგვიანებით მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი. შალა კოსოვოს განთავისუფლების არმიის (UCK) ყოფილი მეთაურია. კოსოვოს სპეციალისტთა პალატა შეიქმნა UCK-ს ყოფილი წევრების მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამოსაძიებლად. მათ მიმართ გაისმის ბრალდება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთს მიაჩნია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მინსკის ჯგუფის ჩარჩოებში უნდა მოგვარდეს

სომხეთს მიაჩნია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ ეუთოს მინსკის ჯგუფის ჩარჩოებში უნდა მოხდეს. ერევანში, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ეუთოს მორიგე თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, ან ლინდესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა 16 მარტს თქვა, რომ სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების თაობაზე რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ 9 ნოემბერს ხელმოწერილ სამმხრივ შეთანხმებას პრობლემის დროებით გადაჭრად მიიჩნევს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ასოცირების საბჭო: "2020 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული"

"ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო." - წერია ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივ პრესრელიზში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთო/ოდირის მიერ გამოვლენილი ნაკლოვავნებების გამოსწორება, ამბიციური და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმით საარჩევნო გარემოს განსამტკიცებლად და აქციოს ის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის ხელსაყრელად. საბჭომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ შეაჩერა ბევრმა ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ აცრა

ათზე მეტმა ქვეყანამ - მათ შორის გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ და ესპანეთმა - დროებით შეაჩერა კორონავირუსის წინააღმდეგ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები, რომ დანიასა და ნორვეგიაში რამდენიმე ადამიანს აცრის შემდეგ თრომბი განუვითარდა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამაში დამნაშავე სწორედ აცრა იყო. ევროპის წამლის სააგენტო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ არსებული მონაცემები არ იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ვაქცინა იწვევს თრომბს. აი, რა ვიცით (და რა არ ვიცით) დღეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბორის ჯონსონმა თემთა პალატაში წარადგინა ქვეყნის ახალი თავდაცვითი სტრატეგია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 16 მარტს თემთა პალატაში ოფიციალურად წარადგინა ქვეყნის ახალი თავდაცვითი სტრატეგია 2030 წლამდე პერიოდისთვის. დოკუმენტში სახელწოდებით „უსაფრთხოების, თავდაცვის, განვითარებისა და საგარეო პოლიტიკის კომპლექსური მიმოხილვა“ რუსეთი დასახელებულია ევროატლანტიკურ რეგიონში უსაფრთხოების ყველაზე მწვავე მუქარად. მოსკოვისა და ჩინეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად დოქტრინაში ნათქვამია, რომ გადახედულ უნდა იქნეს უახლოეს წლებში ბირთვული არსენალის შემცირების გეგმები. ახლა მისი 40%-ით გაზრდა იგეგმება 260 ერთეულამდე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

IAEA-ის ხელმძღვანელის თქმით, აშშ შეიძლება დაუბრუნდეს ირანის ბირთვულ პროგრამაზე გარიგებას

გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ აშშ შეიძლება დაუბრუნდეს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს მიღწეულ გარიგებას, მაგრამ აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა გამოთქვას მოლაპარაკებებში მონაწილეობის სურვილი. გროსიმ ეს განცხადება 16 მარტს გააკეთა ევროპარლამენტის სამი კომიტეტის წინაშე ონლაინ რეჟიმში გამოსვლისას. აშშ-მა შეთანხმება 2018 წელს მიატოვა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს სურს, დაუბრუნდეს შეთანხმებას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რთული დიალოგი - რას ამბობენ ბრიუსელსა და თბილისში

5-დღიანი მცდელობის მიუხედავად, მხარეთა პოზიციების არასაკმარისი დაახლოების გამო, ევროკავშირმა ჯერ ისევ ვერ მოახერხა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებების ერთ მაგიდასთან შეკრება.

Radiotavisupleba.ge 

ბოლქვაძე: "პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის მეც მოვიაზრები"

პარლამენტმა მხარი დაუჭირა კულტურის კომიტეტის ცალკე შექმნას. საკანონმდებლო ორგანოში მესამე მოსმენით დამტკიცდა, რომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს კულტურის სფერო გამოეყოფა და ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბდება. წინასწარი ინფორმაციით, კულტურის კომიტეტს დეპუტატი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს. თავად კი ჟურნალისტებთან ასეთი კომენტარი გააკეთა: "პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება - ვინ იქნება თავმჯდომარე, არ ვიცი, რამდენიმე კანდიდატს შორის მეც მოვიაზრები". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გორში შეიარაღებული თავდასხმის დროს 30 წლამდე კაცი დაჭრეს

გორში, ვერხვების დასახლებაში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. დაჭრილია 30 წლამდე კაცი. მას სასწრაფო ოპერაცია "გორმედის" კლინიკაში უტარდება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე ათამდე მასრაა ამოღებული. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულთა შესახებ. რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან ელოდება პასუხს.

Radiotavisupleba.ge 

გამყრელიძე: "მინდა ვთხოვო სინოდს, რომ განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს ვაქცინაციის პროცესში"

"გთხოვთ გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში ექიმზე უფრო ძლიერ, ამირტომ გთხოვთ, განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს ვაქცინაციის პროცესში, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის, ეს ყოველთვის ასე იყო და ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა, დიდი იმედი მაქვს ერთად მივაღწევთ შედეგს." - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ონლაინ პრესკონფერენციაზე. მან ამ ფორმით უპასუხა კითხვას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„როსკომნადზორი“ დაიმუქრა, რომ ერთ თვეში დაბლოკავს რუსეთში Twitter-ის მუშაობას

„როსკომნადზორი“ დაიმუქრა, რომ ერთ თვეში დაბლოკავს რუსეთში Twitter-ის მუშაობას, თუკი პლატფორმა უარს იტყვის აკრძალული ინფორმაციის წაშლაზე. ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან „როსკომნადზორის“ ხელმძღვანელის მოადგილეზე, ვადიმ სუბოტინზე დაყრდნობით. მისი სიტყვებით, ჯერჯერობით უწყებას „არ დაუფიქსირებია Twitter-ის კონკრეტული ნაბიჯები აკრძალული კონტენტის მოშორების თაობაზე“. „თუკი საქმე ასე გაგრძელდება, ერთი თვის შემდეგ ის დაიბლოკება“, განაცხადა სუბოტინმა. გასულ კვირაში, 10 მარტს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტი კრისტიან დანიელსონს ორბელიანის სასახლეში ვახშამზე უმასპინძლებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსონს დღეს 8 საათზე შეხვდება, პრეზიდენტი მას ორბელიანების სასახლეში ვახშამზე უმასპინძლებს. ეს არის რიგით მესამე ოფიციალრი შეხვედრა, კონკრეტულად რა საკითხებზე ისაუბრებენ დანიელსონი და ზურაბიშვილი, უცნობია, თუმცა კრისტიან დანიელსონისა და პრეზიდენტის გუშნდელ შეხვედრაზე, განიხილეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მიმდინარეობის პროცესი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამირან გამყრელიძე: სანამ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება, უარს ვერ ვიტყვით პირბადეზე

სანამ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება, ჩვენ ვერ ვიტყვით უარს პირბადეზე, ვერ ვიტყვით უარს დისტანციაზე, დიდ შეკრებებზე და ასე შემდეგ, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ონლაინპრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ბოლო დროს პირბადის ტარებასთან დაკავშირებით დაუდევარი დამოკიდებულებაა და მისი ტარების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა. „პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვქონდა 72 პროცენტი და რომელსაც არა უშავდა, გვინდოდა ეს ძალიან, ყოფილიყო 90-95 პროცენტი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სენეკას „მედეა“

ლიტერატურულმა გადაცემა „წახნაგებმა“ შექმნა ახალი რუბრიკა „მედეა“, რომლის ეგიდით უნდა გავიდეს რამდენიმე გადაცემა მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ქალ პერსონაჟზე, რომელსაც ძველ, ახალ და უახლეს დროში მიეძღვნა უამრავი ტრაგედია, ოპერა, ბალეტი, ფილმი და ა.შ. იგულისხმება ევრიპიდეს, ლუკიუს ანევს სენეკას, პიერ კორნელის, ჟან ანუის ტრაგედიები; აპოლონიოს როდოსელისა და ვალერიუს ფლაკუსის პოემები, მოზრდილი ნაწყვეტები პინდაროსისა და ოვიდიუსის შემოქმედებიდან და ა.შ. დღეს ვისაუბრებთ სენეკას ტრაგედია „მედეაზე“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წლიური ანგარიში წარმოადგინა

16 მარტს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. მისი თქმით, 2020 წელს, რომელშიც COVID-19-ის პანდემია დომინირებდა, ნატოს პრიორიტეტი იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ჯანდაცვის კრიზისი უსაფრთხოების კრიზისში არ გადაზრდილიყო. ამავე დროს, ნატო მხარს უჭერდა პანდემიაზე სამოქალაქო რეაგირებას და განაგრძობდა საფრთხეებისგან ალიანსის ყველა წევრის დაცვას. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ეკონომიკაზე COVID-19-ის გავლენის მიუხედავად, ნატოს წევრები განაგრძობენ თავდაცვაში ინვესტიციას. ევროპელმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის თქმით, თავიდან იქნა აცილებული „რუსეთის ჰაკერების მასშტაბური კიბერთავდასხმა“

უკრაინის უშიშროების სამსახურმა (SBU) განაცხადა, რომ თავიდან იქნა აცილებული საიდუმლო სამთავრობო რესურსებზე „რუსეთის ჰაკერების მასშტაბური კიბერთავდასხმა“. უკრაინის ხელისუფლებამ თავდასხმაში დაადანაშაულა ფსბ, კერძოდ, „მის კონტროლქვეშ მყოფი ჰაკერული დაჯგუფება Armageddon-ი“. რუსეთის სპეცსამსახურში ამ ბრალდებაზე ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი. კიევში აღნიშნეს, რომ „უკრაინის უშიშროების სამსახურის ოპერატიული რეაგირების წყალობით მოხერხდა შედეგების ნეიტრალიზება“. ადრე უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამი აღმოჩნდა

რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამოვლინდა. ამის შესახებ „როსპოტრებნადზორი“ იტყობინება. უწყების თანახმად, აღმოჩენილია ბრიტანული ვარიანტის 28 და სამხრეთაფრიკული ვარიანტის ორი შემთხვევა. ამავე დროს, იტყობინებიან, რომ ქვეყანაში არ არის ნაპოვნი „ბრაზილიური“ შტამი. აღმოჩენილია 16 სხვა სახის მუტაციაც. მთლიანობაში უკანასკნელ პერიოდში რუსეთის სპეციალისტებმა გამოიკვლიეს რვა ათასზე მეტი კლინიკური მასალა. პირველ რიგში, სინჯებს იღებდნენ უცხოეთიდან დაბრუნებულებისგან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შაქარაშვილის საქმეზე 2 არასრულწლოვანს 10,5 წლით პატიმრობა შეეფარდათ

მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 20 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 2 არასრულწლოვანს, ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდათ. თავდაპირველად მათი განაჩენი იყო 14-წლიანი პატიმრობა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით სასჯელი შემცირდა. განაჩენი მცხეთის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ბიძინა სტურუამ გამოაცხადა. 9 მარტს ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო მოსამართლემ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში. Читать дальше...


Европа оказалась главным апологетом войны с Россией

В Саратове из-за велосипедной гонки остановят три троллейбуса и поменяют маршруты девяти автобусов

Крупный российский банк повысил ставки по вкладам в юанях

Главархив Москвы открыл онлайн-выставку к 500-летию Новодевичьего монастыря



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Главархив Москвы открыл онлайн-выставку к 500-летию Новодевичьего монастыря

Перед судом предстанет грабитель, убивший охранника магазина в 2015 году

В престижном конноспортивном клубе Emerald Stables под Москвой состоится Национальный турнир по конкуру

Синоптик Леус: 31 мая стал самым теплым днем с начала года

Музыкальные новости

Спортсмены Улан-Удэнского ЛВРЗ стали победителями региональной спартакиады

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

Новости России

Намного вкуснее простых оладий. Пышки «Солнышки» — рецепт на кефире с яблоками

Пожарные из Воскресенска напомнили детям правила безопасности

В Луховицах специалисты потушили лесной пожар

Мостовой высказался о матче между «Балтикой» и «Зенитом»

Экология в России и мире

Глава Реутова проверил содержание территории города

Eleganzza весна-лето 2024

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Спорт в России и мире

Лишь две теннисистки моложе Свёнтек выигрывали 16 матчей подряд на «Ролан Гаррос»

Елена Рыбакина удивила решением перед Уимблдоном

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Андреева назвала важнейшей в карьере победу над Азаренко на "Ролан Гаррос-2024"

Moscow.media

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

ТСД промышленного класса Saotron RT-T60







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *