Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Март
2021

Новости за 14.03.2021

Radiotavisupleba.ge 

ანგელა მერკელის პარტიამ არჩევნები წააგო გერმანიის ორ რეგიონში

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პარტიამ, ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა, წააგო ადგილობრივი არჩევნები ორ ფედერალურ მიწაზე (ლანდტაგი) - ბადენ-ვიუტემბერგსა და რეინლანდ-პფალცში. ტელეკომპანია ARD-სა და ZDF-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, ბადენ-ვიუტემბერგში იმარჯვებს მწვანეთა პარტია, რომელსაც მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა დაახლოებით 31,5%-მა, რაც წარმოადგენს ამ პარტიის მიერ ლანდტაგის არჩევნების ისტორიაში ნაჩვენებ საუკეთესო შედეგს. 23 %-ით მეორე ადგილს იკავებს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-ვაქცინაცია იწყება - რა არ უნდა გამოგრჩეს 15 მარტს

დღეიდან COVID-აცრა იწყება - ვინ, სად, როგორ აიცრება? დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ნებაყოფლობითია და პირველ ეტაპზე მედპერსონალი აიცრება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ამ დროისთვის აცრაზე სამედიცინო სფეროს 1449 წარმომადგენელია ჩაწერილი. დღეს დემონსტრაციულად, ღია ეთერში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე. ამ ეტაპზე ქვეყანაში AstraZeneca-ს 43 ათასი ვაქცინაა შემოსული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კრისტიან დანიელსონმა ერთი დღით გადადო თბილისიდან გამგზავრება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი კიდევ ერთი დღით დარჩება თბილისში, რათა, მისი თქმით, მმართველ პარტიას და ოპოზიციას დაეხმაროს პოზიციების დაახლობაში და შესაძლებელი გახდეს შეთანხმების მიღწევა. „მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, მე გადავწყვიტე, რომ იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში. ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ. პროცესში ყველა მხარე ძალიან კარგად მუშაობდა.... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაია სანდუ მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მოითხოვს მძიმე ეპიდვითარების გამო

მოლდოვის უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ ქვეყნის მთავრობას და პარლამენტს შესთავაზა აქამდე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის კიდევ ორი კვირით გაგრძელება. ამის შესახებ 14 მარტს სხომის დასრულების შემდეგ განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, რომელმაც ამ ნაბიჯის მიზეზად კორონავირუსთან დაკავიშრებული გაუარესებული ეპიდვითარება და „ცუდი პროგნოზები“ დაასახელა. „ჩვენ ვთვლით, რომ აუცელებლია უფრო მკაცრი ნაბიჯები. საქმე ეხება უსაფრთხოებას და სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენ სხდომაზე მოვისმინეთ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტთა მკაცრი შენიშვნები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არჩილ თალაკვაძე: „საჭიროა ოპოზიციის შემხვედრი ნაბიჯები, რათა შეთანხმება შედგეს“

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ საჭიროა ბევრ საკითხზე მუშაობა, რათა ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდეს. „ჩვენ გვაქვს სამართლიანი შეთავაზებები გაკეთებული. ვფიქრობთ, რომ ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს, ვინაიდან, შეთანხმებისათვის მხარეებმა უნდა გადადგან ნაბიჯები და არა მხოლოდ ხელისუფლებამ გააკეთოს და მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე 18 კაცი დაიღუპა ბირმაში მორიგი ძალადობის დროს

ბირმაში (მიანმარში) სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციებისა და უსაფრთხოების ძალების მიერ დემონსტრაციების სასტიკი ძალით ჩახშობის შედეგად, 14 მარტს, კიდევ 18 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ცნობებით, 14 ადამიანი იანგონის ღარიბულ უბნაში დაიღუპა, კიდევ სამი - ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების დროს დაიღუპა ასევე ერთი პოლიციელი. 1 თებერვლის სახელმწიფო გადატრიალების ქვეყანაში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი კობახიძე: "ოპოზიცია დარჩენილია ქუჩაში ცარიელი ხელებით"

ამის შესახებ განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენლთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ. „ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი ოპოზიცია. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით და უამრავი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში და უამრავი რამ კეთდება ახლაც, ეს არის ასოცირების დღის წესრიგი, რომელსაც ზედმიწევნით ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი კობახიძე: "დიალოგი გაგრძელდება"

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენლთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება ვიზიტის შემდეგ. „შეხვედრები დღეს დასრულებულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, - „ბატონი დანიელსონის ვიზიტმა აჩვენა, რომ მისი ჩართულობა არის ძალიან პროდუქტიული, ძალიან კარგად მიყავს მას დიალოგის პროცესი, ჩვენი სურვილია, ასეთ რეჟიმში გაგრძელდეს დიალოგი და მოლაპარაკებები. ჩვენ დაველოდებით შემდეგ მისიას. მოლაპარაკებები გაგრძელდება უკვე ვიზიტის შემდეგ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩნეთში რამდენიმე ქალი დააკავეს „ჯადოქრობის“ ბრალდებით

ჩეჩნეთის რეგიონის სახელმწიფო არხმა „გროზნომ“ უჩვენა რეპორტაჟი ჩეჩნეთში მცხოვრებ ქალებზე, რომლებიც ჯადოქრობის რიტუალების ჩატარების გამო დააკავეს. „დაკავებულ თაღლითთა შორის იყო საზოგადოებათმცოდნეობისა და ისტორიის მასწავლებელი, რომელიც მჩხიბაობით ღებულობდა შემოსავალს“, - ნათქვამია სახელმწიფო არხის მიერ გავრცელებულ ცნობაში. ტელეკამერის თანხლებით დაკავებულებთან „პროფილაქტიური საუბარს“ ატარებდა ისლამური მედიცინის კვლევის ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ადამ ელჟურკაევი, რომელი აცხადებდა, რომ ჯადოქრობა „ისლამის თანახმად ცოდვად ითვლება“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთში შესაძლოა საქმე აღძრან ბაშარ ალ-ასადის ცოლის წინააღმდეგ

ბრიტანეთის პოლიციამ დაიწყო წინასწარი გამოძიება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ცოლის, ასმა ალ-ასადის წინააღმდეგ. ბრიტანული მედიის თანახმად, სირიელი დიქტატორის ცოლი ეჭვმიტანილია ტერორიზმში. ასმა ასადი დაიბადა და სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, სადაც დღემდე ცხოვრობენ მისი სირიელი მშობლები. ასმა ასადი, ბრიტანეთის მოქალაქე, სირიაში გადავიდა 2000 წელს, სადაც ცოლად გაჰყვა ბაშარ ასადს, პრეზიდენტ ხაფეზ ასადის შვილს, რომელიც შემდეგ თავად გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. 2011 წელს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სირიაში მასობრივი გამოსვლები დაიწყო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თენგიზ ცერცვაძე: „ნუ დავიღუპავთ თავს, არის მესამე ტალღის დიდი შანსი!“

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 70%-დან 43%-მდე შემცირდა, რაც დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობას. „ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, ნუ ვიზამთ ამას, ნუ დავიღუპავთ თავს, არის დიდი შანსი, რომ მესამე ტალღა გავრცელდება“, - განაცხადა ცერცვაძემ. მისი თქმით, არ უნდა მოვიტყუოთ თავი იმით, რომ ვაქცინაცია ყველა რისკს მოხსნის. „ვაქცინაცია, იმუნიზაცია, ყველა ქვეყანაში, შედეგს იღებს სულ ცოტა 2-3 თვის შემდეგ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მედპერსონალის ვაქცინაცია იწყება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეშიც

15 მარტს ვაქცინაცია დაიწყება ზუგდიდში „ევექსის“ კლინიკასა და რეფერალურ ჰოსპიტალში. ხოლო ფოთში, სენაკში, წალენჯიხაში, მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია დაიწყება 17 მარტს. ჩხოროწყუში, აბაშასა და ხობში კი 18 მარტს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 3100 დოზა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული. სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია განხორციელდება სპეციალურ ონლაინპლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით. ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია 13 მარტიდან მიმდინარეობს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსი მედესანტეები ბელარუსში ჩავიდნენ სამხედრო მანევრებში მონაწილეობის მისაღებად

ბელარუსში 14 მარტს, ოსიპოვიჩის სამხედრო პოლიგონზე დაიწყო ორკვირიანი ტაქტიკური წვრთნა, რომელშიც მასპინძელი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფების გარდა მონაწილეობას მიიღებენ ასევე რუსი სამხედროები. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ერთობლივ მანევრებში რუსეთს წარმოადგენს 76-ე გვარდიული სადესანტო-საჰაერო დივიზიის ასეული. წვრთნის სცენარით გათვალისწინებულია პრაქტიკული ვარჯიში სპეციალური ოპერაციების მოსაწყობად. 2020 წელს, ბელარუსში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პაატა იმნაძე საჯაროდ აიცრება

15 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე დემონსტრაციულად, ღია ეთერში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. მისი ინფორმაციით, ეს 09:00 საათზე მათ დაწესებულებაში მოხდება, რითაც ხაზი გაესმება იმას, რომ აღნიშნული კლინიკა იყო ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში. ცერცვაძის მონაცემებით, ვაქცინაციის მიზნით, 13 მარტს 150 ექიმი დარეგისტრირდა ინფექციური პათოლოგიის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბორჯღალოსნებმა სტუმრად მოუგეს ესპანეთის ნაკრებს

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის 2021 წლის სეზონში მეორე მატჩი ჩაატარა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ტურის მსგავსად, ამჯერადაც არადამაჯერებლად ითამაშა, ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მაინც მოიგო და ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. ბორჯღალოსნებმა პორტუგალიის ნაკრებთან ერთი კვირის წინ სტუმრად მოპოვებული გამარჯვების (29:16) შემდეგ, დღეს კვლავ გასვლით მატჩში მიაღწიეს წარმატებას - ამჯერად ესპანეთს აჯობეს დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 25:19. მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 20 მარტს ჩაატარებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კრისტიან დანიელსონი კვლავ "ქართული ოცნების" ლიდერებს ხვდება

კრისტიან დანიელსონს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის დეპუტატი, პოლიტსაბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი ხვდებიან. დღის განმავლობაში კრისტიან დანიელსონმა, "ქართული ოცნების" გარდა, შეხვედრა გამართა ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან. შარლ მიშელის წარმომადგენელი შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან ბლოკში მყოფი "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებს, კიდევ ერთი შეხვედრა მან "ევროპული საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის მესამე ტალღის მოლოდინში ევროპაში მატულობს ვაქცინასთან დაკავშირებული უკმაყოფილება

კომპანია AstraZeneca ძალისხმევას არ იშურებს, რათა გადალახოს ექსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვები და აღმოფხვრას ვაქცინით მომარაგების მხრივ წარმოქმნილი დეფიციტი, რის გამოც ევროპის ქვეყნებში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება. ამას გარდა, ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქვეყანამ შეაჩერა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება. ამის მიზეზი გახდა აცრის შემდეგ ნაჩხვლეტის გარშემო კანზე გაჩენილი სისხლჩაქცევა. მაგრამ არსებობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისაა და ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოს დასკვნები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანში მეორე პროცესი დაიწყო ირანული წარმოშობის ბრიტანელის, ნაზანინ რატკლიფის, წინააღმდეგ

14 მარტს თეირანში მეორე სასამართლო პროცესი დაიწყო ირანული წარმოშობის ბრიტანელის, ნაზანინ ზაღარი-რატკლიფის წინააღმდეგ. ადვოკატის ცნობით, ირანის ხელისუფლება ერთ-ერთი ჰუმანიტარულ ორგანიზაციის თანამშრომელს ბრალს დებს „სისტემის წინააღმდე გპროპაგანდაში “. ამის შესახებ ადვოკატმა ჰოჯიატ კერმანიმ უთხრა ერთ-ერთ ირანულ საინტერნეტო გამოცემას და დასძინა, რომ იმედოვნებს სასამართლო გაამართლებს მისი დაცვის ქვეშ მყოფს. ირანული წარმოშობის ბრიტანელს, ნაზანინ ზაღარი-რატკლიფს, რომელიც ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მუშაობდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კასპში, სავარაუდოდ, სასაფლაოზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს

35 წლამდე მამაკაცის ცხედარი კასპის სასაფლაოზე რამდენიმე საათის წინ იპოვა მწყემსმა. გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილზე წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

Radiotavisupleba.ge 

საქართველო 22 მარტიდან მიიღებს 14,5 ათასი ადამიანისთვის სამყოფ Pfizer-ის ვაქცინას

„საქართველო Pfizer-ის ვაქცინის 14 500 ადამიანისთვის ასაცრელ დოზებს დაახლოებით 22 მარტის კვირაში მიიღებს“, - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ამ განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. „43 200 AstraZeneca-ს ვაქცინას დაემატება ასევე Pfizer-ის ვაქცინა, რომლის დოზებიც უნდა მივიღოთ 22 მარტის კვირაში, ანუ მარტის ბოლომდე. 14 500 ადამიანის ასაცრელად იქნება ეს დოზები საკმარისი ორჯერადი აცრისთვის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ, რომლის თქმითაც, ვაქცინაციისთვის ვიზიტი უკვე დაჯავშნა 1 449 მედპერსონალმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება მხარს უჭერს რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას

სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება მხარს უჭერს ინიციატივას, რომელიც რუსული ენისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, აღნიშნული ინიციატივა შეტანილი იქნება სეპარატისტული საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტის, არაიკ არუთიუნიანის ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტი უკვე იურიდიულ ძალას შეიძენს. საკანონმდებლო პროექტის თანახმად, მთიანი ყარაბაღის ოფიციალურ ენებად სომხური და რუსული ცხადდება. თუმცა ამ საკანონმდებლო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მამუკა ხაზარაძე: "შემდეგი საათები უფრო ნაყოფიერი იქნება"

„მიმდინარეობს მოლაპარაკება ფორმულაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ განაცხადა „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ. მამუკა ხაზარაძის თქმით, მხარეები ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან კრიზისის დაძლევისკენ. „ძალიან პოზიტიური, კონსტრუქციული შეხვედრა იყო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ დანიელსონს მადლობა გადავუხადო. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი საათები უფრო ნაყოფიერი იქნება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქაბული მონაწილეობას მიიღებს როგორც აშშ-ის, ისე მოსკოვის ორგანიზებულ სამშვიდობო კონფერენციებში

ავღანეთის ხელისუფლება სამომავლოდ მონაწილეობას მიიღებს როგორც აშშ-ის, ისე რუსეთის მიერ ორგანიზებულ ორ სხვადასხვა სამშვიდობო კონფერენციაში. 13 მარტს ამის შესახებ ქაბულში ჟურნალისტებს უთხრა ავღანეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩეველმა, ჰამდულაჰ მოჰიბმა. რუსეთი ავღანეთის სამშვიდობო მოწესრიგების თაობაზე მოსკოვში 18 მარტს გეგმავს საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას და შესაბამისი მოწვევა გაუგზავნა რამდენიმე რეგიონულ მოთამაშეს. მომდევნო თვეში კი აშშ-ის ორგანიზებით სამშვიდობო კონფერენციას ავღანეთის საკითხზე თურქეთი უმასპინძლებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაგმო რუსეთში მუნიციპალიტეტების 200-მდე დეპუტატის დაკავება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, დაგმო 13 მარტს პოლიციის მიერ რუსეთის მუნიციპალიტეტების 200-მდე დეპუტატის დაკავება და მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, „შეწყვიტოს დამოუკიდებელი ხმების დევნა“. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფი მდივანმა საკუთარი მიმართვა გაავრცელა ტვიტერში მას შემდეგ, რაც შაბათს მოსკოვში პოლიციამ რეიდი მოაწყო და დააკავა მუნიციპალური დეპუტატების ფორუმის რამდენიმე მონაწილე: მათ შორის, მოსკოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, მიხაილ ტიმონოვი, ილია იაშინი, ევგენი როიზმანი, იულია გალიამინა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვარლამ გოლეთიანი: „შემდეგი აქცია პარლამენტთან!“

ქუთაისში, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, გაითვალისწინოს ათასობით, ათიათასობით ადამიანის პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, გოლეთიანის თქმით, „რეგიონებში შეიქმნება საინიტიაციტო ჯგუფები, რომლებიც დაიძრებიან თბილისისკენ“. „შემდეგი აქცია ჩატარდება პარლამენტთან, თუკი ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა, - გვინდა, ჩამოვყალიბდეთ ისეთ სამოქალაქო საზოგადოებად, რომელსაც ექნება უფლება... Читать дальше...


Больше 5 тыс знаков направления поворота обустроили на дорогах Подмосковья

Лучшие в своей сфере. В России составят именной рейтинг юристов

Болезнь на всю жизнь: к чему приводит застой желчи в организме и как его предупредить

31 мая в Москве ожидается переменная облачность, возможен дождь



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Болезнь на всю жизнь: к чему приводит застой желчи в организме и как его предупредить

Что изменится в жизни россиян с 1 июня

Проект студенческого Профкома «Мой край – моя Сибирь» поддержан Правительством Иркутской области и Общественной палатой РФ

31 мая в Москве ожидается переменная облачность, возможен дождь

Музыкальные новости

Собянин: Трасса Солнцево — Бутово — Варшавское шоссе будет готова в 2026 году

ONYX отправляется в Большой тур по России

Путин поручил утвердить проект «Пять морей и озеро Байкал»

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Новости России

Актрису Светлану Немоляеву выписали из больницы

В Коломне идет конкурс для предпринимателей на субсидию более 1,6 млн рублей

Болезнь на всю жизнь: к чему приводит застой желчи в организме и как его предупредить

«585*ЗОЛОТОЙ» выступила партнером медиафестиваля творческой молодежи YOUPITER

Экология в России и мире

Представители KAMA TYRES приняли участие в 57-й легкоатлетической эстафете

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

«585*ЗОЛОТОЙ» выступила партнером медиафестиваля творческой молодежи YOUPITER

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Спорт в России и мире

Медведев на отказе серба Кецмановича вышел в третий круг «Ролан Гаррос»

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Moscow.media

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ

Лето в урочище Кокоря

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *