Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Март
2021

Новости за 31.03.2021

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთში ფრედ ითამაშა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი ქულა მოიპოვა. დღეს გამართულ მესამე ტურის შეხვედრაში, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი საბერძნეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ დასრულდა - 1:1. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 75-ე წუთზე მასპინძლები ოთარ კაკაბაძის ავტოგოლით დაწინაურდნენ. სამიოდ წუთში კი ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გაათანაბრა. საბერძნეთთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში ორი თამაში ჩაატარა და... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმირ პოზნერის თანმხლებ პირებს „ვინოტელი“ პოლიციის დახმარებით დაატოვებინეს

სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის შემდეგ რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის თანმხლებმა პირებმა სასტუმრო „ვინოტელი“ პოლიციის დახმარებით დატოვეს. შეკრებილების პროტესტის მიუხედავად, პოლიციამ ისინი სასტუმროსთან გაჩერებულ ავტობუსში გადაიყვანა. შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა სასტუმრო „ვინოტელი", სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი და მასთან ერთად რუსეთიდან ჩამოსული პირები ვახშმობდნენ. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები, რომლებიც სასტუმრო „ვინოტელთან“ იმყოფებიან, მოითხოვენ, რომ ვლადიმირ პოზნერმა დატოვოს საქართველო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა „ვინოტელი" რეგულაციების დარღვევის გამო

შრომის ინსპექციის წარმომადგენლის თქმით, 10 000 ლარით დააჯარიმეს სასტუმრო „ვინოტელი", სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი და მასთან ერთად რუსეთიდან ჩამოსული პირები ვახშმობდნენ. „როგორც კი შრომის ინსპექციისთვის გახდა აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია ცნობილი, მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება. შრომის ინსპექციამ გამოავლინა 322-ე დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელება. გამოიკვეთა სამართალდამრღვევი იურიდიული პირი და გამოყენებულია შესაბამისი სანქცია 10 000 ლარის ოდენობით. როგორც აღვნიშნე დაჯარიმდა იურიდიული პირი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში აპროტესტებენ რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლას

პოლიციელები არკვევენ თბილისში, სასტუმრო „ვინოტელში“ მყოფ რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი და მასთან ერთად რუსეთიდან ჩამოსული პირები არღვევენ თუ არა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეგულაციებს. როგორც შსს-ს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ვითარებაში გარკვევის შემდეგ მედიას ამ საკითხზე ინფორმაციას მიაწვდიან. როგორც სამინისტროში აცხადებენ, თავად ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „ოკუპაციის შესახებ“ კანონი. გარდა ამისა, ის არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი თბილისში პროტესტის ფონზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 1 აპრილს

პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო "რუმსი" დატოვეს ხმაურიანი პროტესტის ფონზე რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა წუხელ სასტუმრო "რუმსი" დატოვეს. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით ისინი აეროპორტისკენ გაემართნენ. აქციების ფონზე ჩაიარა გუშინდელმა ღამემ თბილისში. პროტესტი დაიწყო ჯერ სასტუმრო „ვინოტელთან“ სადაც პოზნერი თავდაპირველად დაბინავდა, შემდეგ კი პროცესები სასტუმრო "რუმსთან" გაგრძელდა, მას მერე რაც ის და მისი სტუმრები პოლიციის დახმარებით "რუმსში" გადაიყვანეს. პროტესტი კომენდანტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"კავეას" კინოთეატრების ქსელში ფილმების ჩვენება 8 აპრილიდან დაიწყება

"კავეას" კინოთეატრების ქსელში ფილმების ჩვენება 8 აპრილიდან დაიწყება. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას კომპანიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა პირობებით მოუწევთ კინოთეატრებს მუშაობა. "კავეას" კინოთეატრები აქვს "გალერია თბილისში", "თბილისი მოლში" "სითი მოლსა" და "ისთ ფოინთში". საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კინოთეატრებს მუშაობის დაწყება 1 აპრილიდან შეეძლოთ. მათ მუშაობა 1 წელია შეწყვეტილი აქვთ.

Radiotavisupleba.ge 

„მაინც ვერ გადავარჩინეთ“ - როგორ გადაფრინდა ზვიად გამსახურდია ერევნიდან გროზნოში

1992 წლის 6 იანვარს სამხედრო დაპირისპირების შემდეგ ზვიად გამსახურდიამ ოჯახთან და თანამოაზრეების ნაწილთან ერთად თბილისი დატოვა და სომხეთისკენ გაემართა. უკვე ერევანში ცნობილი გახდა, რომ დევნილობაში მყოფი პრეზიდენტი იქ დიდხანს ვერ გაჩერდებოდა. მისი გროზნოში გადაყვანა მფრინავ ზაურ ბედიას დაევალა. „ოპერაცია საიდუმლო და სახიფათო იყო“ - ზაურ ბედია რადიო თავისუფლებასთან საქართველოს პირველი პრეზიდენტის სომხეთიდან ჩეჩნეთში გადაყვანის დეტალებს იხსენებს. მაშინ ზაურ ბედია სოხუმში ცხოვრობდა. იმ დღესაც მორიგი რეისის შესრულების შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლარი უფასურდება, ფასები იზრდება - არც პროგნოზია ოპტიმისტური

ლარი უფასურდება, ეკონომიკა მცირდება, პირველადი მოხმარების ნივთებზე ფასები უწყვეტად იმატებს, რაც ზრდის სიღარიბის მიღმა მყოფი ადამიანების რიცხვსაც - მსოფლიო ბანკის უახლესი პროგნოზით, საქართველო იმ ეკონომიკურ დონეს, რაც პანდემიამდე იყო, ოპტიმისტური სცენარითაც კი  2022 წლის ბოლოსაც კი ვერ მიუახლოვდება.

Radiotavisupleba.ge 

12 კითხვა რომელსაც covid 19 -ის ვაქცინაციამდე დაგისვამენ -  გაეცანით კითხვარს    

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო და მას შემდეგ, 31 მარტის მონაცემებით, აცრილია 6757 ადამიანი - სამედიცინო პერსონალი და 65 წელს გადაცილებული პირები. 5 აპრილიდან ვაქცინის გასაკეთებლად რეგისტრაცია 55 წელს გადაცილებულებსაც შეეძლებათ. დღეს ვაქცინაცია მიმდინარეობს „ფაიზერითა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებით, უახლოეს პერიოდში კი ჩინური ვაქცინა „სინოფარმიც“ შემოვა. 6757-მა ვაქცინირებულმა აცრამდე შეავსო COVID-19 ვაქცინაციის წინა შეფასების კითხვარი, იმავე კითხვებზე უნდა უპასუხოთ თქვენც, თუკი ვაქცინირებას გადაწყვეტთ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნატოს ავიაცია აქტიურად უპირისპირდება რუსული თვითმფრინავების ფრენას ალიანსის საზღვრებთან

29 მარტს ნატოს თავისი საუკეთესო საავიაციო პოტენციალის დემონსტრირება მოუხდა იმისათვის, რომ არ დაეშვა ერთბაშად რამდენიმე რუსული გამანადგურებლისა და ბომბდამშენის მიახლოება ალიანსის საზღვრებთან  ჩრდილოეთ ატლანტიკის, ჩრდილოეთის ზღვის, ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის თავზე.

Radiotavisupleba.ge 

ნატოს ავიაცია აქტიურად უპირისპირდება რუსული თვითმფრინავების პარპაშს ალიანსის საზღვრებთან

29 მარტს ნატოს თავისი საუკეთესო საავიაციო პოტენციალის დემონსტრირება მოუხდა იმისათვის, რომ არ დაეშვა ერთბაშად რამდენიმე რუსული გამანადგურებლისა და ბომბდამშენის მიახლოება ალიანსის საზღვრებთან  ჩრდილოეთ ატლანტიკის, ჩრდილოეთის ზღვის, ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის თავზე.

Radiotavisupleba.ge 

WISG: საქართველოში პირველად ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარებს

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერთა ჯგუფის" (WISG) ინფორმაციით, 25 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ტრანსი ქალის ლ. მ.-ს მოთხოვნა და მისი გენდერის მარკერი „მამრობითი“ „მდედრობითით“ შეიცვალა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან ტრანსი ადამიანის გენდერის სამართლებრივად აღიარების. „ამ დრომდე არ არსებობს გენდერის სამართლებრივი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყველაფერჩიკი

„მოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო...“ აბა, სად ნიკოლოზ ბარათაშვილი, სად ერეკლე და სად გიორგი გახარია, მაგრამ სწორედ ნიკოლოზ ბარათაშვილის “საფლავი მეფის ირაკლისა” გაახსენდებოდა ქართულ პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტში ჩაფლულ ადამიანს, ზვიად გამსახურდიას საფლავზე დამხობილი ექს-პრემიერის ფოტოს ხილვისას. ცხადია, ეს არ იყო თავხედი პაპარაცის შემთხვევით მოხელთებული და უკითხავად გასაჯაროებული კადრი. ვაჟა-ფშაველას რომ დავესესხოთ, „მთელმა ჯარეგამ მნახოსა“ - აშკარად ამ მიზნით იყო გადაღებული ფოტო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ალექსეი ნავალნიმ კოლონიაში შიმშილობა დაიწყო

რუსეთის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც სასჯელს იხდის ვლადიმირის ოლქში, ქალაქ პოკროვის No2 გამოსასწორებელ კოლონიაში, შიმშილობა გამოაცხადა. ის მოითხოვს „აღასრულონ კანონი“ და მასთან დაუშვან „მიწვეული ექიმი“. ნავალნის განცხადება, რომელიც მან თავის ადვოკატებს გადასცა, პოლიტიკოსის ინსტაგრამის გვერდზეა გამოქვეყნებული. „მაქვს უფლება მოვიწვიო ექიმი და მივიღო წამლები. არც ერთს და არც მეორეს ჯიუტად არ მაძლევენ. ზურგის ტკივილი ფეხზე გადავიდა. მარჯვენა, ახლა კი მარცხენა ფეხის მონაკვეთებშიც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ მარცხდება ევროკავშირი სამეზობლოში

გუშინ ევროკავშირმა მორიგჯერ განიცადა მარცხი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის მცდელობისას. შეიძლება ეს წარუმატებლობა ვინმემ შეადაროს ბლოკის მცდელობებს, მიაღწიოს სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას - პროცესს, რომელიც უკვე ათწლეულებია წინ არ მიდის. ცხადია, არასწორი იქნება პირდაპირი პარალელების გავლება დასავლეთ ბალკანეთის გეოპოლიტიკურ საკითხებსა და სამხრეთ კავკასიის საშინაო საქმეებს შორის, თუმცა მათ ერთი დიდი რამ აკავშირებთ - ბრიუსელს სამეზობლოში რაიმე ზეწოლის განხორციელება სრულიად არ ძალუძს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უშედეგო რაუნდი#2 - რაზე მსჯელობდნენ და რა ჩაიწერა შეთანხმებაში?

ორი უშედეგო რაუნდის შემდეგ, ჯერ ისევ მიუღწეველია ევროკავშირის მიზანი - გამონახოს კრიზისის დაძლევის გზები საქართველოში. უშედეგო აღმოჩნდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის ორი მცდელობა.

Radiotavisupleba.ge 

არჩილ თალაკვაძე მადლობას უხდის ივანე მაჭავარიანს გაწეული სამსახურისთვის

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის გადადგომას „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. მან წარმატება უსურვა მაჭავარიანს მომავალ საქმიანობაში. „ჩვენ გვქონდა, რა თქმა უნდა, პარტიის პოლიტსაბჭოში მასთან საუბარი. გუნდს ამის შესახებ გვქონდა ინფორმაცია. თავადაც განმარტა განცხადებაში, რომ მას სურდა უკვე თანამდებობის დატოვება წლის ბოლოსთვის, თუმცა პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას, რომ ახალი პროგრამის შეთანხმებისთვის, მით უმეტეს, პანდემიის კრიზისის პირობებში, ის დარჩა კიდევ რამდენიმე თვე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გორში ველოსიპედით მოძრავ ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა

სტაბილურად მძიმეა 9 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც გორში, კომბინატის დასახლებაში ავტომანქანა დაეჯახა. ბავშვი ველოსიპედით გადაადგილდებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვი კლინიკა „გორმედში" გადაიყვანა, სადაც სამედიცინო მკურნალობა უტარდება. „კლინიკაში შემოყვანილია პოლიტრავმით, აღენიშნება მენჯის და ორივე ბარძაყის მოტეხილობა. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა", - ამბობს კლინიკის ტრავმატოლოგი დავით ღვინიაშვილი. შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა) დაიწყო.

Radiotavisupleba.ge 

დასჯიან თუ არა აფხაზ გოგოს, რომელმაც TikTok-ზე თქვა, რომ „აფხაზეთი საქართველოა“

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს 19 წლის აფხაზი გოგოს ალიონა თანიას მიერ სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკში“ გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც იგი ამბობს, რომ „აფხაზეთი საქართველოა“. ვიდეომ აფხაზეთის საზოგადოების მკვეთრი აღშფოთება გამოიწვია. საქმეზე წინასაგამოძიებო მოკვლევა მიმდინარეობს, სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა და უცნობია, აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღძრავს თუ არა საქმეს 19 წლის გოგოს წინააღმდეგ. იმის გასარკვევად, როგორ შეიძლება განვითარდეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინის პილოტების კარანტინში ყოფნა 2022 წლის გაზაფხულამდეა დაგეგმილი

ნომრები სასტუმროებში, სადაც კარანტინში იმყოფებიან სპეციალურ საავიაციო ჯგუფ „როსიის“ წევრები, 2022 წლის გაზაფხულამდეა დაჯავშნილი. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ქვეყნის პირველ პირთა გადაყვანას, მათ შორის არის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. პერსონალს და ადამიანებს, რომლებიც მას ხვდებიან, კარანტინში ათავსებენ. ეს პრაქტიკა არ შეწყვეტილა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ის COVID-19-ის წინააღმდეგ აიცრა. კრემლის ცნობით, პუტინმა 23 მარტს გაიკეთა აცრა. რომელი პრეპარატი გამოიყენეს მისი ვაქცინაციისთვის, არ აცხადებენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფინანსთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ფინანსთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან თავად დაწერა "ფეისბუკზე". მაჭავარიანი თავის პოსტში თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არ საუბრობს. "თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო", - აცხადებს მაჭავარიანი. ივანე მაჭავარიანი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრაზილიის პრეზიდენტ ბოლსონარუს პოპულარობა მკვეთრად დაეცა პოლიტიკური კრიზისის ფონზე

ბრაზილიის პოლიტიკური სისტემა მასშტაბურ კრიზისს განიცდის COVID-19-ის ეპიდემიასთან ერთად. BBC-ის თანახმად, მემარჯვენე რადიკალი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს პოპულარობა მკვეთრად დაეცა ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის ფონზე: ერთია მისი წარუმატებელი მცდელობა, შეიარაღებულ ძალებზე გადამეტებული კონტროლი დააწესოს, მეორე კი - კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამწვავება. ქვეყნის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტთან უთანხმოების გამო გადადგნენ ყველა საკვანძო მნიშვნელობის თავდაცვითი უწყების ხელმძღვანელები - თავდაცვის მინისტრი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკა მელია: ივანიშვილი ჩემი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სახელით „ფეისბუკზე" გამოქვეყნებულ წერილში პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ „გამოსასყიდ თანხას" 1 ლარსაც არ გადაიხდის. მელია ყველას მიმართავს, რომ მის გამო თანხის გადახდის შესახებ ალტრუისტული სურვილები წარსულს ჩააბარონ. „1. გამოსასყიდი თანხა 1 ლარიც რომ მქონდეს გადასახდელი, არ გადავიხდი და ყველა ენთუზიასტს (იქნება ის უცხოელი თუ სხვა) დაბეჯითებით ვთხოვდი, ეს ალტრუისტული სურვილები, რომ ჩემი გამოსასყიდი თანხა თავად გადაიხადონ, წარსულს ჩააბარონ. 2. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

1 აშშ დოლარი 3.44 ლარი ღირს - ეროვნული ვალუტა უფრო გაუფასურდა

საქართველოს ბანკმა ლარის ოფიციალური კურსი გამოაქვეყნა. ეროვნული ვალუტა უფრო გაუფასურდა. 1 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსი შემდეგია: 1 აშშ დოლარი - 3.4464 ლარი (31 მარტი - 3.41 ლარი) 1 ევრო - 4.0426 ლარი (31 მარტი - 4.0044 ლარი ) 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.7467 ლარი (31 მარტი - 4.6929​ ​ ლარი) 100 რუსული რუბლი - 4.5632 ლარი (31 მარტი - 4.4926 ლარი ) 1 თურქული ლირა - 0.4141 ლარი (31 მარტი - 0.4064 ლარი) 10 უკრაინული გრივნა - 1.2376 ლარი (31 მარტი - 1.2237 ლარი) 31 მარტს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინამ 100%-იანი ეფექტიანობა გამოავლინა 12-15 წლის ასაკობრივ ჯგუფში

Pfizer-მა და BioNTech-მა განაცხადეს, რომ მათი COVID-19-ის ვაქცინა, რომელიც უკვე მთელ მსოფლიოში არის ხელმისაწვდომი ზრდასრულთა პრიორიტეტული ჯგუფებისთვის, 100%-ით ეფექტიანია 12-15 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ამ ინფორმაციის ფონია გაურკვევლობა დასავლეთში წარმოებული სხვა ვაქცინის, AstraZeneca/Oxford-ის პრეპარატისა და ჩინური წარმოების ორი ვაქცინის თაობაზე. Pfizer/BioNTEch-ის განცხადება იმედს აჩენს, რომ ვაქცინაციის ავანგარდში მყოფ ქვეყნებში კვლავ აღდგება ნორმალური ვითარება. ამ ინფორმაციამ შესაძლოა დრამატულად... Читать дальше...


Нашедший мумию жены без глаз и уха россиянин умер в больнице

Три новые пересадки с БКЛ на радиальные линии метро откроются в этом году

В Лобне обсудили транспортную обстановку

МЧС России приняло участие в VII фестивале «Здоровье и безопасность детей»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

«Эта история о том, что надо уметь сделать выбор». В Новом Молодёжном театре состоится премьера музыкальной комедии «Пингвины навсегда» (ВИДЕО)

Песков назвал безумцами команду Фонда Клуни за идею ареста журналистов России

Почти 250 водителей с признаками опьянения выявили в городе с начала недели

Понижающий коэффициент при экспорте зерна начнут применять уже с 1 июля

Музыкальные новости

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Распределяй и управляй: водители «Грузовичкоф Бизнес» – о преимуществах работы и трудовых буднях  

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве

Новости России

Собянин пригласил москвичей на фестиваль «Москва — на волне. Рыбная неделя»

В Коломне капитально отремонтируют асфальтовое покрытие во дворах

Экс-глава МИД Австрии Кнайсль заявила, что жить в России безопаснее, чем в Европе

Книги, от которых не оторваться: 11 главных новинок на лето 2024

Экология в России и мире

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Глава Реутова проверил содержание территории города

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Спорт в России и мире

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Moscow.media

Муруджинские озера

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *