Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Март
2021

Новости за 21.03.2021

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინას ელოდებიან - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 მარტს

AstraZeneca-ს შემდეგ ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინა შემოდის 22 მარტს საქართველოში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინებს ელოდებიან. ეს უკვე მეორე ვაქცინაა, რომელიც ქვეყანაში შემოვა. უკვე მიმდინარეობს აცრის პროცესი AstraZeneca-ს ვაქცინით. რა ვიცით Pfizer-BioNTech-ის მიერ წარმოებული COVID-ვაქცინის შესახებ: ვაქცინა ორი დოზით კეთდება. ეს არის რიბონუკლეინის მჟავაზე (რნმ) დაფუძნებული ფორმულა. ის შეიცავს, როგორც ქიმიურ, ასევე ბუნებაში არსებულ ნივთიერებებს, მაგალითად ცილებს. Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა არ შეიცავს თავად ვირუსს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პირველად 17 თვის განმავლობაში თურქეთმა სირიაში ქურთების პოზიციებს შეუტია

20 მარტს, საღამოს, თურქეთმა საჰაერო დარტყმები მიიტანა ჩრდილოეთ სირიის ზონაზე, რომელიც ქურთთა შეიარაღებულ რაზმებს უჭირავთ, განაცხადა სირიის სამეთვალყურეო ცენტრმა. "თურქულმა რეაქტიულმა გამანადგურებელმა სირიის დემოკრატიული ძალების სამხედრო პოზიციებზე მიიტანა იერიში სოფელ საიდაში, აინ ისას სასოფლო დასახლებაში, რამაც ხმამაღალი აფეთქებები გამოიწვია", განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის სირიის სამეთვალყურეო ცენტრმა 21 მარტს. ეს პირველი რეიდი იყო "ოპერაცია მშვიდობის გაზაფხულის" შემდეგ.  2019 წელს  ანკარამ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მარნეულის ცენტრში "კომენდანტის საათის" დროს ნოვრუზ ბაირამს ზეიმობენ

მარნეულელმა ახალგაზრდებმა და 100-ზე მეტმა ადამიანმა მარნეულის ცენტრში, ადგილობრივი მერიის წინ, კომენდანტის საათის დაწყების დროს, ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა დაიწყეს. დაანთეს ტრადიციული ცეცხლი, გამოტანილი აქვთ ტკბილეული. ქალაქში ისვრიან პიროტექნიკას. უკრავენ აზერბაიჯანულ ინსტრუმენტებზე, ისმის ქართული მუსიკაც და ცეკვავენ. ადგილობრივმა აქტივისტმა ოქტაი ქაზუმოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბოლო მომენტამდე ელოდებოდნენ ხელისუფლების ნებართვას, მაგრამ არ უპასუხეს. "ეს არის ჩვენი, აზერბაიჯანული თემის, საერო დღესასწაული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ტერორისტთა" მიერ ბომბის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში

ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა ბომბის აფეთქების შედეგად სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში, - განაცხადა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA -მ და მომხდარში თეირანის მტრებთან დაკავშირებული "ტერორისტული ჯგუფი" დაადანაშაულა. ცნობით, თავდასხმა ქალაქ სარავანში მოხდა, სისთან-ბალუჩისტანის მშფოთვარე პროვინციაში, სადაც ბოლო დროს ძალადობის არაერთი გამოვლენა მოხდა. დაჯგუფებამ - რომელიც "გლობალურ ქედმაღლობას“ უკავშირდება,  ფრაზა, რომელსაც ირანული მედია ჩვეულებრივ, შეერთებული შტატებისა და მის მოკავშირეების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ეწვია ავღანეთს, როცა ამ ქვეყნიდან ჯარის გაყვანის ვადა ახლოვდება

21 მარტს, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ქაბულში ჩაფრინდა. ეს მისი, როგორც პენტაგონის ხელმძღვანელის, პირველი ვიზიტია ავღანეთში. ოსტინის გამოუცხადებელი ვიზიტი ავღანეთში იმართება ამ ქვეყნიდან დასავლეთის ჯარის გაყვანის ვადის გასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე, რაც თალიბანთან აშშ-ის მიერ მიღწეული შეთანხმების პირობაა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირას სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონისთვის "რთული" იქნებოდა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა 1 მაისის ვადისთვის, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს, დაუბრუნდეს ქალთა დაცვის ხელშეკრულებას

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა და ევროკომისიის თავმჯდომარემ გააკრიტიკეს თურქეთის გადაწყვეტილება, გამოვიდეს ქალთა დაცვის სტამბოლის კონვენციიდან და მოუწოდეს ანკარას, დაუბრუნდეს ხელშეკრულებას. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს, ევროკომისიის, ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, სტამბოლის კონვენციაზე ხელისმომწერ ყველა ქვეყანას მოუწოდა, რატიფიცირება გაუკეთონ ხელშეკრულებას ტვიტერში 21 მარტს. „ქალებს დაცვისათვის სჭირდებათ მტკიცე სამართლებრივი საფუძველი“, განაცხადა ფონ დერ ლაიენმა და დასძინა, რომ „ქალების მიმართ ძალადობა დაუშვებელია“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მუშაკები ბირმაში საპროტესტო გამოსვლას მართავენ სისხლიანი დარბევის შემდეგ

21 მარტს, დილას, ცენტრალურ ბირმაში (მიანმარი) ექიმები და ექთნები გავიდნენ ქუჩებში მას შემდეგ, რაც კვირის ბოლოს სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგეთა გამოსვლა დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ბირმაში არეულობაა გასული თვის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, რომლის შედეგად სამოქალაქო ლიდერი, აუნ სან სუ ჩი ჩამოაგდეს და რასაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, დემოკრატიის დაბრუნების მოთხოვნით. უშიშროების ძალები გამომსვლელებს ლეტალური ძალით გაუსწორდნენ, მათ ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებთან ერთად, საბრძოლო ვაზნები გამოიყენეს.

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ საწვავის ფასის გაპროტესტების აქციაზე 7 პირი დააკავა

პოლიციამ კახეთის გზატკეცილზე საწვავის ფასის გასაპროტესტებელ აქციაზე 7 პირი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა და მოძრაობის შეფერხება სცადეს. "უკიდურეს ზომამდე მიგვიყვანეს, რომ გზა გადავკეტეთ... ამ ყველაფრის გამო რამდენიმე ადამიანი დაგვაკავეს", - ამბობს ერთ-ერთი დაკავებული. დაკავებულები ამბობენ, რომ მათ 200-ლარიანი ჯარიმა დაუწერეს. ყველა მათგანი თავისუფალია.

Radiotavisupleba.ge 

საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატალია საბანაძის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალი საბანაძის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მას მადლობას უხდის. საბანაძემ გადადგომის შესახებ განცხადება "ფეისბუკით" გაავრცელა და მიზეზებზე არ ისაუბრა. "უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მიმდინარე წლის 16 მარტს გაიმართა", - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ეს შეხვედრა ქვეყნისთვის წარმატებული იყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში რუსეთის ელჩი მოსკოვში დაბრუნდა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ფონზე

რუსეთის ელჩი აშშ-ში 21 მარტს მოსკოვში დაბრუნდა მთავრობასთან სასწრაფო კონსულტაციებისთვის. ორ ქვეყანას შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს „მკვლელი“ უწოდა. ტელევიზიით აშშ-ის პრეზიდენტის ნათქვამს მძაფრი ხუმრობა მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტისგან, რომელმაც ბაიდენს „ჯანმრთელობა“ უსურვა და თქვა, რომ ადამიანებს ახასიათებთ სხვებზე გადაიტანონ ის, როგორც სინამდვილეში საკუთარ თავს ხედავენ. ბაიდენის ინტერვიუ მოჰყვა აშშ-ის დაზვერვის ანგარიშის გამოქვეყნებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დათა ვანიშვილის პანაშვიდზე ოპოზიციონერი ლიდერები მივიდნენ

საოკუპაციო ზოლს მიღმა დარჩენილი დათა ვანიშვილის პანაშვიდზე დღეს დილიდან სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ოპოზიციონერი ლიდერები მივიდნენ. ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს: "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა თეონა აქუბარდიამ და მოძრაობა "დროას" დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ. "დათა ვანიშვილი საქართველოს უკვდავი ჯარისკაცია და ის ასეთად დარჩება მუდამ და მისი სული ცხონდება მაშინ, როცა მის გაყოფილ მამულს გავაერთიანებთ", - თქვა შალვა ნათელაშვილმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მოუწოდა ინდოეთს, ნუ შეიძენს რუსეთის სამხედრო აღჭურვილობას

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა, თავის ინდოელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ-ის მოკავშირეებმა არ უნდა შეიძინონ რუსეთისგან სამხედრო აღჭურვილობა, რათა თავიდან აიცილონ სანქციები. ნიუ-დელიში გამოსვლისას ოსტინმა უთხრა რეპორტიორებს, რომ აშშ მოუწოდებს ყველა მოკავშირეს და პარტნიორს, „უარი თქვან რუსულ აღჭურვილობაზე... და თავი აარიდონ ყოველგვარ შესყიდვას, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სანქციები ჩვენი მხრიდან“. ოსტინის კომენტარი მოჰყვა ინდოეთის თავდაცვის მინისტრ რაჯნათ სინგჰთან ერთად ინდოეთის მიერ რუსეთის ანტისარაკეტო სისტემის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შვილიშვილის თანაკლასელებზე ძალადობაში ბრალდებულ ქალს სასამართლომ 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ქალს, რომელსაც გამოძიება შვილიშვილების თანატოლებზე ძალადობას ედავება, 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოაცხადა. თავდაპირველად სხდომა ღია რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა ბრალდების მხარემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროცესზე ბრალდებული ადვოკატის გარეშე იყო მისული. მან სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. ბავშვებზე ძალადობის შემთხვევა 2020 წლის ნოემბერში მოხდა და მედიაში 4 თვის შემდეგ გაშუქდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"კომენდანტის საათის" გაუქმების მოთხოვნით აქცია იმართება და საკონსტიტუციო სარჩელი მზადდება

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა #სოცაფეთქება და მოქალაქეები "კომენდანტის საათის" გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. ეს აქცია წინა სხვა აქციებისგან იმით განსხვავდება, რომ გროვდება ხელმოწერები საერთო კონსტიტუციური სარჩელისთვის.  "[კომენდანტის საათი] სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური თუ მომსახურების სფეროს მუშაობას აბრკოლებდა და პანდემიის, ე.წ. პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებით, კიდევ უფრო მეტად წაართვა ადამიანებს შემოსავლის მიღების შესაძლებლობა", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის ახალი ტალღა ევროპაში ძლიერდება, ბრიტანეთმა მოზრდილი მოსახლეობის ნახევარი აცრა

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ 20 მარტიდან შემოიღო კარანტინის ახალი ზომები კორონავირუსის მზარდ ინფექციასთან ბრძოლის გამო. ამ დროს, ბრიტანეთმა მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია და მოზრდილი მოსახლეობის ნახევარი აცრა, სულ მცირე, ერთი დოზით. ერთთვიანი შეზღუდვები დაწესდა პარიზსა და საფრანგეთის სხვა რეგიონებში, რაც მოსახლეობის მესამედს მოიცავს. პოლონეთმაც შემოიღო ნაწილობრივი „ლოკდაუნი“ და დახურა ჰიპერმარკეტები, სასტუმროები, საცურაო აუზები, სავარჯიშო ცენტრები და სკოლები. უკრაინაში, კიევში, დაიხურა სკოლები და მოსწავლეები დისტანციურ სწავლაზე გადავიდნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"შეწყდეს ვაშლიჯვარში კორპუსების მშენებლობა!" - მოსახლეობა პეტიციას ავრცელებს

ვაშლიჯვრის ფერდზე დაწყებული მეწყრული პროცესის გამო ადგილობრივი მოსახლეობა კორპუსების მშენებლობის შეჩერებისა და მშენებლობის უფლების გაცემაზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით პეტიციას ავრცელებს. მოქალაქეები ითხოვენ, პროცესებში ჩაერთოს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი. „მნიშვნელოვანია, საჯარო იყოს ამ ჯგუფის წევრების ვინაობა და მათ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გამოიკვლიონ ლისის ქედი სრულად. ჩვენ ხაზგასმით მოვითხოვთ, გამოკვლეული იყოს როგორც დაზიანებული ფერდი, ასევე მთის სრული ნაწილი და არა მხოლოდ ის ადგილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ოცნების ქალაქში" უკანონოდ დასახლებულები ​აქციას მართავენ

ბათუმში "ოცნების ქალაქად" წოდებულ თვითნებურ დასახლებაში მცხოვრებმა ოჯახების ნაწილმა დღეს ხელვაჩაურის ცენტრალური მაგისტრალი პროტესტის ნიშნად გადაკეტა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს კრიტერიუმების დადგენა, რომლითაც ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე უკანონოდ დასახლებულები საცხოვრებელ ფართებს მიიღებენ. „ოცნების ქალაქში“, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამი 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლი შენდება, სადაც 582 ბინა იქნება. თვითნებურად დასახლებულები კი აცხადებენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვაჟა გაფრინდაშვილი დათა ვანიშვილზე: ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოდა მიწა-წყლის შესანარჩუნებლად

ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო ძალებს თვეების წინ დაკავებული ჰყავდათ, დათა ვანიშვილის პანაშვიდზე საოკუპაციო ხაზთან მივიდა. მას, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფ პირებს, არ აქვთ საშუალება, მის სახლში მივიდნენ და ოჯახს თანაგრძნობას გამყოფი ხაზის მიღმა ადგილიდან უცხადებენ. "მიუხედავდ ასაკისა, მან ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლა თავისი მეობის, თავისი მიწა-წყლის შესანარჩუნებლად, რომ არ დაკარგვოდა საქართველოს კიდევ ერთი პატარა კუთხე. სამწუხაროდ, ალბათ, უფრო მეტი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი გადადგა

ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე თანამდებობას ტოვებს. როგორც ის ფეისბუკზე წერს, გადადგომის შესახებ მისი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე დააკმაყოფილა. "დღეს მოვიდა დრო, რომ მე ეს ფურცელი გადავშალო. მივიღე გადაწყვეტილება დამეწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა", - წერს საბანაძე. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირის წევრობა დღეს მნიშვნელოვანია მიზანია, რომელიც თავისუფლებისა და ღირსების შენარჩუნებას უკავშირდება. "საქართველოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 3700-ს გაუტოლდა

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 9 პაციენტი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 11 923 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 262 შემთხვევა. ყველაზე მეტი - 152 თბილისში სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 2,2%; ბოლო 7 დღის - 1,63%; ბოლო 14 დღის - 1,55%. გასული დღე-ღამის განმავლობაში 189-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 2020 წლის 26 თებერვლიდან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნავროზობის დღეს თავის გამოსვლაში ირანის უზენაესმა ლიდერმა „ზღუდეების მოხსნის“ შანსზე ილაპარაკა

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, 20 მარტს, ირანელებს ტელევიზიით მიმართ სპარსული ახალი წლის, ნავროზობის დღესთან დაკავშირებით და იწინასწარმეტყველა, რომ ეს (1400 წელი - სპარსული კალენდრით) იქნება „პროდუქტიულობის, მხარდაჭერის და ზღუდეების მოხსნის წელიწადი.“ ხამენეის თქმით, არის ძალიან კარგი შანსი  „საწარმოო ბიძგისთვის“ და განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა მოიშოროს იურიდიული ზღუდეები, მეტი წარმოების და ზრდის მიზნით. აიათოლას თანახმად, ივნისის არჩევნები, როცა ჰასან როჰანის მემკვიდრე უნდა აირჩიონ... Читать дальше...


Красноярский край готовится принять участников и экспертов Отборочного этапа Национального чемпионата профессионального мастерства «Абилимпикс»

Утреннее чтиво: смерть актеров, много детей - это норма, авиадебошир пытался открыть дверь самолета в полете

Глава Дагестана раскритиковал члена СПЧ за его слова о русофобии в республике

На фестивале «Рыбная неделя» в Москве продут соревнования по сап-поло



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Более 30 артистов театра и кино прошли по багуловой дорожке в честь открытия Забайкальского международного кинофестиваля в Чите

По «московским ценам» предлагают арендовать квартиры в Тынде в дни юбилея БАМа

Лесной пожар потушили в Богородском городском округе

В Москве состоялась научно-практическая конференция «Комплексной безопасности»

Музыкальные новости

Олег Рой и Дарья Донцова высказались о необходимости масштабирования опыта Башкортостана в проведении книжных фестивалей

Представитель “Лайм-Займ” одержал победу на XII Чемпионате СФО по управленческим переговорам "Сила Сибири"

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

В Штабе «Единой России» детям рассказали о правилах безопасного отдыха

Новости России

В большой семье. Немец из Астрахани, ставший певцом нанайцев и чукча

Тыловая база. Почему Владивосток – город воинской славы

В арктическую экспедицию Росатома может отправиться школьник из Приамурья

Более 30 артистов театра и кино прошли по багуловой дорожке в честь открытия Забайкальского международного кинофестиваля в Чите

Экология в России и мире

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Глава Реутова проверил содержание территории города

Спорт в России и мире

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Елена Рыбакина удивила решением перед Уимблдоном

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Moscow.media

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

Экс-редактор Comnews присоединился к команде iTrend

Лучший HR-бренд – «Грузовичкоф»

Девятый вал...







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *