Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Май
2021

Новости за 05.05.2021

Radiotavisupleba.ge 

Bellingcat-ი: ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა დააწინაურეს და ისინი კრემლისთვის მუშაობენ

რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები, ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ეჭვმიტანილი არიან გრუ-ს ყოფილ თანამშრომელზე, სერგეი სკრიპალზე და მის ქალიშვილზე თავდასხმაში და რომლებიც ჩეხეთის ხელისუფლების მიერ ეჭვმიტანილი არიან სოფელ ვრბეტიცეში აფეთქების ორგანიზებაში, დააწინაურეს და ამჟამად ისინი კრემლისთვის მუშაობენ. ამის შესახებ განაცხადა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის წარმომადგენელმა, ბულგარელმა ჟურნალისტმა ხრისტო გროზდევმა. მას არ დაუზუსტებია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„მესამე ცენტრის“ პოლიტიკური პერსპექტივები - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 მაისს

დაკარგული ნდობა და მესამე ცენტრი "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ოპოზიციაში გაჩენილმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ ახალ საფეხურზე გადაინაცვლა მას მერე რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ არ აპირებს თანამშრომლობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მისი განცხადებებიდან გამომდინარე, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მესამე ცენტრის შექმნაც ენმ-ის გარეშე იგეგმება. ჩვენი მიზანია (თვითმმართველობის არჩევნებზე) ჩატარდეს არა რეფერენდუმი „ქოცებსა“ და „ნაცებს“ შორის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გორში გიორგობის დღესასწაულზე რეგულაციები იმოქმედებს

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პანდემიის პირობებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით დაწესებული შეზღუდვები ხვალინდელ (გიორგობის) დღესასწაულთან დაკავშირებითაც იმოქმედებს. გორთან ახლოს, გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო მსახურება 6 მაისს, 07:00 საათიდან დაიწყება. სალოცავში მისვლა კი მოქალაქეებს გარკვეული რეგულაციების დაცვით მოუწევთ. გასული წლის მსგავსად გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორი ინტერვალია საჭირო „ასტრაზენეკა"-თი მე-2 დოზით ასაცრელად - გამყრელიძის განმარტება

საქართველოში დაიწყო რეგისტრაცია „ასტრაზენეკა"-ს (Oxford-AstraZeneca) ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად. აცრის გაკეთება კი 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციაში, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ დოზებს შორის ინტერვალი 4-12 კვირაა.   ბრიტანელი ექიმებისთვის განკუთვნილ „ასტრაზენეკა"-ს გაიდლაინში კი ვკითხულობთ, რომ, რაც უფრო დიდია ინტერვალი დოზებს შორის, მით უფრო მაღალია ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი.  პირველი დოზის მიღებიდან 6 კვირის თავზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პენტაგონმა დაიწყო ახალი კვლევა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა შეამოწმოს, რამდენად სერიოზულად მოეკიდა აშშ-ის ხელისუფლება პრობლემას ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ შეჭრილან აშშ-ის საჰაერო სივრცესა და დახურულ ზონებში. როგორც Politico იტყობინება, ამის შესახებ ლაპარაკია უწყების გენერალური ინსპექტორის განცხადებაში. ანალიზი ტარდება ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ კიდევ ერთი ანგარიშის გამოქვეყნების წინ. მას სპეცსამსახურები ამზადებენ კონგრესის მოთხოვნით. კანონმდებლებს სურთ გაარკვიონ, ხომ არ ცდილობს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მთავრობა ტურიზმის სფეროში დასაქმებულების აცრაზე ფიქრობს

მთავრობა ქართული ტურიზმის წარმომადგენლებს და ამ სფეროში დასაქმებულებს ვაქცინაციის ინდივიდუალურ პროგრამას სთავაზობს. აცრა ნებაყოფლობითია, თუმცა მთავრობა, მათ ვინც ამ შეთავაზებას დასთანხმდება, სარგებელს ჰპირდება.   ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი გადაწყვეტილა, მაგრამ საუბარია პლატფორმაზე, სადაც უსაფრთხო რესტორნების, სასტუმროების, სააგენტოების ნუსხა გამოქვეყნდება. უსაფრთხოდ ჩაითვლება ის ობიექტები, რომელთა თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი ვაქცინას გაიკეთებს. ამ ეტაპზე არც ის არის განსაზღვრული თანამშრომლების კერძოდ რა პროცენტი უნდა იყოს აცრილი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლავროვით უკმაყოფილო სომხეთი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამუშაო ვიზიტით სომხეთს ესტუმრა, სადაც 6 მაისს, მასპინძელი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს მთიანი ყარაბაღის შესახებ არსებული შეთანხმებების შესრულებასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე გამახვილდება ყურადღება.

Radiotavisupleba.ge 

ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი რუსეთში გრან სლემის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯანმრთელობის პრობლემით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ტატამს დაუბრუნდა და პირველსავე შეჯიბრებაზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ევროპის და მსოფლიოს ქართველმა ჩემპიონმა, რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - გრან სლემზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა, ხუთივე მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა. ნახევარფინალსა და ფინალში ჩხვიმიანმა რუსეთის ნაკრების წევრებს რამაზან აბდულაევსა და რობერტ მშვიდობაძეს აჯობა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ძალადობა დავით-გარეჯში - რა კვებავს სიძულვილს

დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე სასულიერო პირები 4 მაისს ფიზიკურად გაუსწორდნენ “მთავარი არხის” ჟურნალისტებს  და “მოღალატე” ეძახეს ივერი მელაშვილს. ხელისუფლება და საპატრიარქო ძალადობის ფაქტს არ აღიარებს და მელაშვილს ადანაშაულებს  პროვოკაციის მოწყობაში.

Radiotavisupleba.ge 

ვაშაძე: ენმ-ს გამბედაობა და ერთი ადგილი უნდა ეყოს რომ თავის თავზე აიღოს პასუხისმგებელობა 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხზე ამავე პარტიის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე. „ნიკა მელიას არ ვგულისხმობ, „ნაციონალურ მოძრაობას" გამბედაობა და ერთი ადგილი უნდა ეყოს, რომ თავის თავზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საკუთარი თავმჯდომარე პოლიტიკური პატიმრობისგან დაიხსნას. და არა ის, რომ მის ზურგს უკან იმალებოდეს თუ სიმართლე გინდათ", - თქვა „მთავარი არხის" ეთერში გიორგი ვაშაძემ.  პარლამენტარმა დაამატა,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამეთვალყურეო საბჭო ეთანხმება Facebook-ის მიერ დონალდ ტრამპის ანგარიშის დროებით შეჩერებას

Facebook-ის დამოუკიდებელმა სამეთვალყურეო საბჭომ ძალაში დატოვა სოცქსელის გადაწყვეტილება, ანგარიში შეუჩეროს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მაგრამ განაცხადა, რომ ანგარიშის სამუდამო შეჩერება გაუმართლებელია. 5 მაისს საბჭომ დაადგინა, რომ ტრამპის დაუსაბუთებელმა მტკიცებამ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, და მოქმედებისკენ მისმა მოწოდებებმა „წარმოშვა გარემო, სადაც გაჩნდა სეროზული ძალადობის შესაძლებლობის საფრთხე“. ლაპარაკია ტრამპის პოსტებზე 6 იანვარს, როცა აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში მის მხარდამჭერთა ბრბო შეიჭრა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„დავით გარეჯზე დიალოგი დაჩქარდება“ - რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და ალიევმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისას აზერბაიჯანში, ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის „ძმურ ურთიერთობას“, თანამშრომლობის გაღრმავებას და დავით გარეჯის კომპლექსის სადავო მონაკვეთზე დიალოგის განახლების აუცილებლობას.

Radiotavisupleba.ge 

გარდაცვლილი 14 წლის ნინის ბაბუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ნინის ბაბუა სოლომონ ცეცხლაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არ დააკმაყოფილა ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა 20 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების შესახებ. 5 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქობულეთში გარდაცვლილი გოგოს საქმეზე არსებითი განხილვა უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მხოლოდ პატიმრობაზე იმსჯელა, პროცესი კი გადაიდო, რადგან საქმის ძირითადი მოსამართლე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას ვერ ესწრებოდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დუმის კანონპროექტი ფაქტობრივად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს ნავალნისა და მის მომხრეებს

რუსეთის კანონმდებელთა ჯგუფი გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავს პირებს, რომლებსაც კავშირი აქვთ სასამართლოს მიერ „ექსტრემისტულად ან ტერორისტულად“ აღიარებული ორგანიზაციების საქმიანობასთან. სახელმწიფო დუმაში წარდგენილ კანონპროექტში ნათქვამია, რომ ასეთი ორგანიზაციების რიგითი თანამშრომლები და ლიდერები ვერ იქნებიან არჩეული კანონმდებლებად, თუკი ასეთ ორგანიზაციებში მუშაობდნენ სასამართლოს მიერ ამ ორგანიზაციების აკრძალვამდე, შესაბამისად, ერთწლიან და სამწლიან პერიოდში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაკარგული ნდობა და მესამე ცენტრი "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე

თვითმმართველობის არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე, დაძაბულ გარემოში, გააქტიურდა დისკუსია მესამე პოლიტიკური ცენტრის „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ჩამოყალიბების შესახებ. ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა.

Radiotavisupleba.ge 

ანუის „ევრიდიკე“

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „სცენის შედევრები“, ამჟამად მიმართავს მეოცე საუკუნის დიდი დრამატურგის, ჟან ანუის პირველ „ანტიკურ“ ტრაგედიას, ფრანგული სცენის დიდ შედევრს, „ევრიდიკეს“. ანტიკურობის თემაზე ჟან ანუიმ სამი „ქალური“ ტრაგედია დაწერა: „ევრიდიკე“ (1941), „ანტიგონე“ (1944) და „მედეა“ (1946). ბოლო ორი დიდი ბერძენი დრამატურგების, სოფოკლესა და ევრიპიდეს ამავე სახელწოდების ტრაგედიების გამოძახილია, ხოლო პირველი – ორფევსისა და ევრიდიკეს ცნობილი მითისა. აპოლონის ძე, ორფევსი უდიდესი ხელოვანი იყო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რამაზ ბეღელური საოკუპაციო ძალებს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლებს

ცხინვალის ციხის ყოფილი პატიმრის, 36 წლის რამაზ ბეღელურის, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ის ორჯერ ,,გორმედის'' კლინიკაში, მესამედ კი თბილისში, ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში, მოათავსეს. თბილისის კლინიკაში მას გამოკვლევები ჩაუტარეს. ექიმებმა უნდა დაადგინონ, რა მიზეზით კარგავს ხოლმე რამაზი გონებას. რამაზ ბეღელური აცხადებს, რომ პრობლემები მას შემდეგ დაეწყო, რაც ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. ის ამბობს, რომ ცხინვალში მას სცემდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დონალდ ტრამპმა საკუთარი ვებსაიტი გახსნა მომხრეებთან ურთიერთობისთვის

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი ვებსაიტი გახსნა თავის მომხრეებთან ურთიერთობისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ამ საინტერნეტო რესურსზე განთავსდება ცნობები უშუალოდ ტრამპის „სამუშაო მაგიდიდან“. ტრამპის მომხრეებს სთავაზობენ, რეგისტრაცია გაიარონ საიტზე და ყოფილი პრეზიდენტის გუნდს დაეხმარონ იმაში, რომ „ამერიკა კვლავ დიადი გახადონ“. იანვარში ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შენობის შტურმის შემდეგ Twitter-მა დაბლოკა ტრამპის ანგარიში, მას ასევე შეუჩერეს ანგარიშები Facebook-სა და YouTube-ზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საჭიროა ნიკა მელიას გასათავისუფლებლად მისი თანხმობა?!

არის თუ არა საჭირო ნიკა მელიას თანხმობა იმისთვის, რომ საპატიმრო დატოვოს - ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც "ქართული ოცნების" შემუშავებული "ამნისტიის კანონის" გასაჯაროების შემდეგ გაჩნდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ჩანაწერი ისე განმარტეს, რომ ეს აუცილებელი პირობაა. რა წერია "ქართული ოცნების" კანონპროექტში "სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტამბოლში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა აზერბაიჯანის ოპოზიციონერი აქტივისტი ბაირამ მამადოვი

სტამბოლში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა აზერბაიჯანის ოპოზიციონერი აქტივისტი ბაირამ მამადოვი. მისი გვამის პოვნის შემდეგ თურქეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. მამადოვის მეგობრებმა 4 მაისს სოცქსელებში დაწერეს, რომ მანამდე ორი დღით ადრე ზღვაში იპოვეს ოპოზიციური ახალგაზრდული მოძრაობა NIDA-ს წევრის გვამი. მამადოვი და დემოკრატიისთვის მებრძოლი კიდევ ერთი აქტივისტი, გიას იბრაჰიმოვი, 2016 წლის მაისში გახდნენ ცნობილი, როცა ბაქოში საღებავით წარწერა გაუკეთეს ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ძეგლს. ამის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ჟაპაროვმა დაამტკიცა კონსტიტუცია, რომელიც ზრდის მის უფლებამოსილებებს

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა დაამტკიცა ახალი კონსტიტუცია, რომელიც აფართოებს მის უფლებამოსილებებს და ცვლის ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას. საპარლამენტო რესპუბლიკა საპრეზიდენტო გახდება. ჟაპაროვი აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ქვეყანას ძლიერი ლიდერი სჭირდება. ყირგიზეთში ახალი კონსტიტუციის თაობაზე 11 აპრილს გაიმართა რეფერენდუმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ძირითად კანონში ცვლილებებს მოსახლეობის 80%-მა დაუჭირა მხარი. მაგრამ ამომრჩეველთა აქტიურობა მხოლოდ 36%-ს შეადგენდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვლავ ვერ შეძლო კოალიციის შექმნა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვლავ ვერ შეძლო სამთავრობო კოალიციის შექმნა. სამშაბათს ღამით პარტია „ლიკუდის“ ლიდერს ამოეწურა მთავრობის შექმნისთვის განკუთვნილი ვადა. პრემიერმა ამის თაობაზე შეატყობინა ქვეყნის პრეზიდენტს, რეუვენ რივლინს და მინისტრთა კაბინეტის შექმნის მანდატი კვლავ დაუბრუნა. პრეზიდენტს შეუძლია მანდატი დაუბრუნოს ქნესეთს - ისრაელის პარლამენტს. ასეთ შემთხვევაში ქნესეთი დათხოვნილ იქნება და ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება - ორი წლის განმავლობაში მეხუთედ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაბუნია: კოვიდ-19-ის დღევანდელი გაზრდილი სტატისტიკა სააღდგომო დღესასწაულებზე დაგროვილ შემთხვევებს ასახავს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდ-19-ის მესამე ტალღის პიკი მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი. მისივე განმარტებით, შესაბამისად, შემთხვევების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია, თუმცა გასული 24 საათის მომატებული სტატისტიკა არ ასახავს „ჭეშმარიტ მაჩვენებლებს“: „ეს არის დაგროვილი შემთხვევები. სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ მოხდა მათი გამოვლენა და ანგარიშგება ამასთან დაკავშირებით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ზრდის ტენდენცია შესაძლებელია და მაისის შუა რიცხვები არის განსაზღვრული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შესაძლოა „სინოვაკით“ ვაქცინაციის პროცესიც ჯანმოს ავტორიზაციამდე დაიწყოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ შესაძლოა საქართველოში, „სინოფარმის“ მსგავსად, ჩინური წარმოების მეორე ვაქცინით „სინოვაკით“ ვაქცინაციაც დაიწყოს ჯანმოს ავტორიზაციამდე, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელ კომპანიასთან არსებობდა წინასწარი შეთანხმება, რომ აცრა მხოლოდ ჯანმოს ავტორიზაციის შემდეგ დაიწყებოდა. ამის შესახებ, მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართული პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისი კითხვის პასუხად. „ჩვენ თავიდანვე „სინოვაკთან“ მიმართებაში გვქონდა შეთანხმება მის მომწოდებელთან და ასევე ექსპერტების ჯგუფებთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თამარ გაბუნიას თქმით, თბილისის კლინიკები კოვიდინფიცირებულებით დატვირთულია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე დატვირთულია თბილისის კლინიკები. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით კოვიდინფიცირებულებისთვის 5910 საწოლია გამოყოფილი, საიდანაც თავისუფალია 1500. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 315 913 შემთხვევა. მათგან 296 532 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4 207 ადამიანი.


В Коломне идет конкурс для предпринимателей на субсидию более 1,6 млн рублей

SHOT: Даня Милохин планирует вернуться в Москву летом

Водителя с особо крупной партией наркотиков задержали на 84-м километре МКАД

Загородный интернет. Есть готовое решение для частных домов от билайна



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Запрет на микроквартиры может распространиться и на Севастополь, но пока не точно

Триумф воли. Как предприниматель из Барнаула в 35 лет начал бегать марафоны по 170 км

В Химках провели международный форум «Россия-Китай»

Росгвардейцы приняли участие в совместных межведомственных учениях в Подмосковье

Музыкальные новости

Команда Центрального округа Росгвардии стала призером на чемпионате по пожарно-спасательному спорту в Москве (видео)

Новости фармацевтики в России и в мире

"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку В.В. Жириновского и В.Г. Мессинга. СЕНСАЦИОННЫЕ ДАННЫЕ!

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

Новости России

Дума предложили дать многодетным право бесплатного проезда по платным дорогам

Водителя с особо крупной партией наркотиков задержали на 84-м километре МКАД

SHOT: Даня Милохин планирует вернуться в Москву летом

Москва возглавила топ направлений для туризма россиян в первый день лета

Экология в России и мире

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Спорт в России и мире

Андреева назвала важнейшей в карьере победу над Азаренко на "Ролан Гаррос-2024"

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Медведев на отказе серба Кецмановича вышел в третий круг «Ролан Гаррос»

Moscow.media

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *