Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Май
2021

Новости за 16.05.2021

Radiotavisupleba.ge 

საელჩოები: დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი+ პირების თანასწორ უფლებებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 მაისს

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე, საელჩოების ერთობლივი განცხადება და ქუჩების კურთხევა - 17 მაისი საქართველოში დღეს 17 მაისს ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით 15-დან 20 მაისამდე თბილისში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება. 16 მაისს საქართველოში ლგბტქი+ ადამიანების უფლებების დაცვის საკითხზე ერთობლივი განცხადება რამდენიმე საელჩომ გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT)... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მილოშ ზემანმა „უგუნურება“ უწოდა რუსეთის მიერ ჩეხეთის შეყვანას "არამეგობრულ სახელმწიფოთა" სიაში

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა, რომელიც წლების განმავლობაში მხარს უჭერს რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობას, „უგუნურება“ უწოდა მოსკოვის მიერ ჩეხეთის შეყვანას „არამეგობრულ სახელმწიფოთა“ სიაში. „ეს არის უგუნურება და შეცდომა რუსეთის მხრიდან, რომ ყოფილი მეგობრები მტრებად აქციო“, - განაცხადა მილოშ ზემანმა რადიოსადგურ „ფრეკვენსე 1“-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ „თუ მეგობრობა შეუძლებელია, მაშინ, ყოველ შემთხვევაში, კორექტული ურთიერთობები უნდა არსებობდეს.“ ჩეხეთის პრეზიდენტის ეს კომენტარი მოჰყვა რუსეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისი პრაიდი:  ლგბტ უფლებების შესახებ 15-მა პარტიამ ხელი მოაწერა საერთო შეთანხმებას

„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ 15 პოლიტიკური გაერთიანება შეთანხმდა, რომ  თითოეული მათგანი, მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, იბრძოლებს ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.  “2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "თბილისი პრაიდმა" დაიწყო პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, მოხარულები ვართ, რომ 15 პოლიტიკურ პარტიას აღმოაჩნდა მზაობა, სიმბოლური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„გლოვო“ ადასტურებს სამსახურიდან 50-მდე კურიერის გათავისუფლებას

კომპანია „გლოვო“ ადასტურებს, რომ დღეს, 16 მაისს აპლიკაციასთან წვდომა დროებით შეუჩერა „გლოვოში“ დასაქმებულ 50-მდე კურიერს. კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზი იყო არა მათი მონაწილეობა საპროტესტო აქციაში, არამედ მიმდინარე დღის განმავლობაში აპლიკაციის ბოროტად გამოყენების ფაქტები. „პარტნიორი კურიერები იღებდნენ და შემდეგ ბლოკავდნენ რესტორნების შეკვეთებს. მოგეხსენებათ, შაბათ-კვირას კვების ობიექტები მხოლოდ მიტანის სერვისის საშუალებით მუშაობენ, შესაბამისად, ამ არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო საკმაოდ დაზარალდნენ რესტორნებიც და მომხმარებლებიც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, ვრბეტიცეში მომხდარი აფეთქება შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო „დანაკლისთან“

ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა, ახალი ვარაუდი გამოთქვა 2014 წელს დაბა ვრბეტცეში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რაშიც ჩეხეთის მთავრობამ ცოტა ხნის რუსეთის სამხედრო დაზვერვას დადო ბრალი. ჩეხურ რადიოსადგურ „ფრეკვენცე 1“-თან ინტერვიუში ზემანმა თქვა, რომ აფეთქების მოწყობა შესაძლოა უკავშირდებოდეს იქ არსებული საბრძოლო მასალის „დანაკლისის დაფარვას“. ზემანმა მოიშველა ქვეყნის იუსტიციის მინისტრი, მარია ბენეშოვა, რომელმაც იგივე მოსაზრება გამოთქვა. პრეზიდენტმა ზემანმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

21 თალიბი ექსტრემისტი დაიღუპა სამთავრობო ჯარებთან შეტაკებაში

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით სულ მცირე 21 თალიბი დაიღუპა 16 მაისს დილიდან ავღანეთის სამხრეთ ჰელმანდის პროვინციაში ექსტრემისტის მიერ სამთავრობო ჯარების ობიექტებზე თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ განაცხადა ჰელმანდის პროვინციის წარმომადგენელმა, ატაულაჰ აფღანმა, რომლის თქმითაც, თალიბები თავს დაესხნენ უსაფრთხოების ძალების საგუშაგოებს პროვინციის დედაქალაქ ლაშქარ გაჰსა და სხვა რაიონებში. ექსტრემისტული ორგანიზაცია თალიბანის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ იერიში ავღანეთის არმიამ წამოიწყო. „ჩვენ ნურაფერს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„გლოვომ“ კურიერების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლა

დღეს გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ კომპანია "გლოვომ“ სამსახურიდან 50-მდე კურიერი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ნეტგაზეთი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მას დაუკავშირდა „გლოვოსთვის“ დასაქმებული 2 კურიერი, რომლებმაც აცნობეს, რომ სამსახურიდან აქციაში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს. კომპანიის თანამშრომელთა ნაწილისთვის ანგარიშის დეაქტივაციის ფაქტი „ნეტგაზეთს“ კომპანიაშიც დაუდასტურეს, თუმცა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად დაასახელეს არა აქციაში მონაწილეობა, არამედ მათ მიერ რესტორნების დაბლოკვის ფაქტები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში დააკავეს საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები

მოსკოვში პოლიციამ დააკავა საგანმანათლებლო აქციაში მონაწილე 10-ზე მეტი ადამიანი, რომლებმაც ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებზე, სადაც სახელმწიფო დუმის დეპუტატს, კომუნისტ, ვალერი რაშკინთან შეხვედრა ტარდებოდა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, დაკავება დაიწყო მაშინ, როცა აქციის მონაწილეებმა პლაკატები გაშალეს და მოითხოვეს 5 აპრილს მიღებული ცვლილების გაუქმება. ლაპარაკია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილ განათლების შესახენ კანონში შესულ შესწორებაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში დააპატიმრეს ჟურნალისტები, რომლებიც იზოლატორში წამებაზე ლაპარაკობენ

შაბათს ბელარუსის ქალაქ მოგილიოვში 20 დღე-ღამით პატიმრობა მიუსაჯეს „დოიჩე ველეს“ შტატგარეშე კორესპონდენტ ალექსანდრ ბურაკოვსა და ქალაქის ახალი ამბების საიტ 6tv.by-ის თანამშრომელ, ვლადიმირ ლაპტევიჩს, რომლებიც დამნაშავედ მიიჩნიეს სასამართლოს წინ „არასანქცირებულ აქციაში“ მონაწილეობისთვის. ჟურნალისტები 12 მაისს დააკავეს, მოგილიოვის სასამართლოსთან, სადაც აქტივისტ პაველ სევერენიცისა და ბელარუსის ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების დახურული პროცესი მიმდინარეობდა. უფლებადამცველი ტელეგრამის არხის Mayday-ის თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში გაიმართა ისრაელის სოლიდარობის აქცია

თბილისში დღეს ისრაელის სახელმწიფოს სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები და ინიციატორები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ისრაელის სახელმწიფოსა და ხალხისადმი სოლიდარობა მძიმე დღეებში მნიშვნელოვანია. „ისრაელი არის ტერორისტული თავდასხმის ქვეშ. ისრაელის მიმართულებით გაშვებულია, შეიძლება ითქვას, ათასობით ჭურვი, რაკეტა“, - უთხრა მედიას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ბერშტეინმა. მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში, ძალიან მნიშვნელოვანია ისრაელის სამართლიანი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნაძალადევში სროლის ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო

დღეს თბილისში, ნაძალადევში ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელშიც სამი პირი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ავტომობილის მძღოლი, სროლა კი ხალხმრავალ ადგილზე ხუდადოვისა და მანჯგალაძის ქუჩების კვეთაზე მოხდა. მედიის თანახმად, ცეცხლი მოძრავ მანქანაში მყოფმა პირებმა პარკინგზე გაჩერებულ მანქანას გაუხსნეს და ადგილიდან მიიმალნენ. რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სროლის ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლევან ვასაძე სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან

ულტრანაციონალისტი ბიზნესმენი ლევან ვასაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი პოლიტიკით ქვეყანას არცხვენს და დროა, მან დაკავებული თანამდებობა დატოვოს. ეს განცხადება მან  საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ საჯარო პრტეზენტაციაზე გააკეთა, რომელიც დღეს გაიმართა თბილისში, 9 აპრილის ბაღში: "ქალბატონო სალომე, ქალბატონი, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ბრძანდებით და ამიტომ, ყველანაირი ზრდილობისა და კორექტულობის დაცვით გავაკეთებ თქვენდამი ამ მომართვას. გვესმის, რომ იმ ფორმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა მხარდაჭერა გამოუცხადა დაჯგუფება „ჰამასს“

გენერალმა ისმაილ ღაანიმ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა დაჯგუფება „ჰამასს“ ისრაელთან მიმდინარე დაპირისპირებაში. ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, გენერალმა ღაანიმ ეს აღნიშნა 15 მაისს დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერ, ისმაილ ჰანიასთან სატელეფონო საუბრის დროს, რომელმაც განაცხადა, რომ ბრძოლა ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლა არა მხოლოდ „ჰამასის“, არამედ მთელი ისლამური სამყაროს ბრძოლას წარმოადგენს.   ამ სატელეფონო საუბრამდე, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ენტონი ბლინკენი არქტიკული საბჭოს ფარგლებში სერგეი ლავროვს პირველად შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, 16 მაისს ხუთდღიან ტურნეს გამართავს დანიაში, ისლანდიასა და გრენლანდიაში, რაც ასევე ითვალისწინებს არქტიკულ საბჭოში მონაწილეობას და პირველ პირისპირ შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენი თავის ვიზიტს დაიწყებს კოპენჰაგენით, სადაც პრემიერ-მინისტრ მეტ ფრედერიკსენსა და საგარეო საქმეთა მინისტრ იეპე კოფოდთან შეხვედრის დროს „იმსჯელებს კლიმატის ცვლილებებსა და ტრანსატლანტიკური კავშირების განმტკიცებაზე“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საელჩოები: დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი+ პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში

საქართველოში ლგბტქი+ ადამიანების უფლებების დაცვის საკითხზე ერთობლივი განცხადება რამდენიმე საელჩომ გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), ისინი მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში და ერთიანდებიან, რათა ყველამ იცხოვროს თავისუფალ და თანასწორ გარემოში უსაფრთხოდ და ღირსეულად. „ლგბტქი+ ადამიანები საქართველოში კვლავ აწყდებიან მიკერძოებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალის ციხეში პატიმრები შიმშილობენ და სამართლიან გამოძიებას მოითხოვენ

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში შიმშილობა გამოაცხადა ექვსმა პატიმარმა და დე ფაქტო პროკურატურას განცხადებით მიმართა. ეს პატიმრები ეჭვმიტანილები არიან, ინალ ჯაბიევის მკვლელობაში.

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატი ამბობს, რომ მოკლული ყაზახი გოგოს საქმეში ოჯახი ტრეფიკინგის მუხლის დამატებას ითხოვს

საქართველოში მოკლული 26 წლის ასსელ აიტპაევას ოჯახის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი ამბობს, რომ ოჯახი საქმეში ტრეფიკინგის მუხლის დამატებას და გაუპატიურების მუხლით ბრალდებული მურატ მეირბეკოვის საქართველოში გასამართლებას ითხოვს: „თავიდანვე ოჯახის პოზიცია იყო და ასევე ჩვენი პოზიცია, რომ რომ ეს ადამიანი უნდა დასჯილიყო და პასუხისმგებლობაში უნდა ყოფილიყო მიცემული ტრეფიკინგის მუხლით. ეს მოლოდინი გვქონდა ჩვენ საქართველოს მხარისგან, თუმცა როგორც ჩანს, ყაზახეთის მხარემ დაასწრო“, - განაცხადა ნინო ანდრიაშვილი. მისი თქმით, შესაძლებელია საქმეების გაერთიანება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მოქალაქეთა 20% მზად არის ასაცრელად, თუ ეს აუცილებელი იქნება საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის

პორტალ SuperJob-ის მიერ გამოკითხული რუსეთის ყოველი მეხუთე მოქალაქე მზად არის ჩაიტაროს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი აუცილებელი იქნება საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის. გამოკითხვის თანახმად, რომელშიც 1600 ადამიანი მონაწილეობდა, ნებისმიერ შემთხვევაში ვაქცინაციას თანხმდება 18%. მაგრამ ბევრად მეტი, 42%-ია იმათი რაოდენობა, ვინც არცერთ შემთხვევაში არ აპირებს აცრის ჩატარებას. რუსეთის ხელისუფლება არ აქვეყნებს ოფიციალურ სტატისტიკას, თუ რამდენი ადამიანია აცრილი ქვეყანაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ოქროს ციხის ტყის მასივთან ხანძარია

ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ შოყის თავზე, ოქროს ციხის ტყის მასივთან ხანძარია. ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეებსა და ბუჩქებს ცეცხლი უკიდია. შეტყობინება სახანძრო სამსახურში გამვლელისგან შუადღისთვის შევიდა, რა დროსაც ხანძრის ჩასაქრობად ადიგენიდან ოთხი ეკიპაჟი გავიდა. მობილიზებულია რეგიონის სამაშველო ბრიგადები. ადიგენში გაჩენილი ხანძარი არ ვრცელდება, - აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი. ზაქარია ენდელაძის განმარტებით, სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა დროულად მოახდინეს რეაგირება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„კომერსანტი“: ლუკაშენკა და პუტინი ერთმანეთს თვის ბოლოს რუსეთში შეხვდებიან

ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც დასავლეთის მზარდი იზოლაციის ქვეშ იმყოფება სამშვიდობო საპროტესტო გამოსვლების ჩახშობისთვის, თვის ბოლოს რუსეთში ვლადიმირ პუტინს შეხვდება. გაზეთ „კომერსანტის“ თანახმად, ეს იქნება პუტინ-ლუკაშენკას მესამე შეხვედრა მიმდინარე წელს, რომელზეც ორი ლიდერი ეკონომიკური და სავაჭრო საკითხების გარდა, კვლავ იმსჯელებს ორი ქვეყნის კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციაზე. ბოლო წლების განმავლობაში ვლადიმირ პუტინი ზეწოლას ახდენს ლუკაშენკაზე, რათა გადადგას ნაბიჯები ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციისკენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლევან ვასაძე მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ საჯარო პრეზენტაციას მართავს

ულტრანაციიონალისტი ბიზნესმენი ლევან ვასაძე მის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ საჯარო პრეზენტაციას თბილისში, 9 აპრილის ბაღში მართავს. ბაღში შეკრებილ თანამოაზრეებს მან საკუთარი ოჯახი წარუდგინა, სამოქმედო გეგმა გააცნო და განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა სულ მალე გადაიქცევა პარტიად და ხალხის მხარდაჭერით შეცვლის „გამოუვალ ვითარებას“ საქართველოში: „მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზა, რომელსაც ჩვენ ახლა შევუდექით, არ იქნება ადვილი. არ იქნება ია-ვარდით მოფენილი, ჩვენ გველოდება წინ ბევრი ერთობლივი ბრძოლა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკა მელია კიევში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კიევში გაემგზავრა. ტელეკომპანია „ფორმულას“ თანახმად, უკრაინაში მასთან ერთად გაემგზავრნენ პარტიის წევრები: კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი. როგორც „ფორმულას“ უკრაინაში გაფრენის წინ უთხრა ნიკა მელიამ, იგი ექსპრეზიდენტთან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრებს. "ორწელიწად-ნახევარია კაცი არ მინახავს და არც მას ვუნახივარ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ ავღანეთში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს სამთავრობო ჯარებსა და თალიბანს შორის

16 მაისს დილიდან ბრძოლები განახლდა ავღანეთის სამხრეთში სამთავრობო ჯარებსა და ორგანიზაცია თალიბანს შორის მას შემდეგ, რაც ამოიწურა რამადანის წმინდა თვის დასასრულის, ეიდ ალ-ფითრის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის სამდღიანი ვადა. იუწყებიან, რომ ინტენსიური ბრძოლები გრძელდება ჰელმანდის დედაქალაქ ლაშქარ გაჰის გარეუბნებში იმ ფონზე, როდესაც თვის დასაწყისში გასვლის პროცესი დაიწყო კოალიციური ძალების ყველაზე მძლავრმა დანაყოფმა, აშშ-ის სამხედრო ძალამ. „ბრძოლები დილიდან დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბენიამინ ნეთანიაჰუ: იერიშები ღაზის სექტორზე გაგრძელდება „იმდენი ხნით, რამდენიც საჭირო იქნება“

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, პალესტინელი ექსტრემისტების წინააღმდეგ „ამჟამად მიმდინარე კამპანია გაგრძელდება იმდენი ხნით, რამდენიც საჭირო იქნება“. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების ფონია სიმშვიდის აღდგენისკენ ვაშინგტონისა და გაეროს მოწოდებები. „თქვენ ვერ დაიმალებით ვერც მიწაზე და ვერც მიწის ქვეშ. ხელშეუხებელი არავინაა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ პალესტინელი ექსტრემისტების მისამართით მას შემდეგ, რაც 15 მაისს ისრაელის არმიის მიერ განხორციელებული საავიაციო იერიშების შედეგად გაანადგურეს „ჰამასის“ მეთაურები და სხვა მაღალჩინოსნები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

GDI შსს-ს მოუწოდებს, მყისიერი რეაგირება ჰქონდეს ჰომოფობიურ თავდასხმებზე

GDI, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" ეხმაურება 2021 წლის 15 მაისს დედაენის ბაღში ჰომოფობიურ ნიადაგზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს შსს-ს, ჰქონდეს მყისიერი და მკაცრი რეაგირება სამართალდარღვევის თითოეულ ასეთ შემთხვევაზე, რომელიც სცდება გამოხატვის თავისუფლების დასაშვებ ფარგლებს და საფრთხეს უქმნის როგორც კონკრეტული ინდივიდების ფიზიკურ ხელშეუხებლობას, ასევე საზოგადოებრივ წესრიგსა და მშვიდობიან თანაცხოვრებას. „აღსანიშნავია, რომ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (IDAHO)... Читать дальше...


Песков: Суд над Трампом похож на попытку устранения политических конкурентов

Аттестация тхэквондистов на цветные пояса прошла в Лобне

«Эта история о том, что надо уметь сделать выбор». В Новом Молодёжном театре состоится премьера музыкальной комедии «Пингвины навсегда» (ВИДЕО)

Риэлторы назвали самые дешевые варианты жилья в самых дорогих районах Москвы



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Риэлторы назвали самые дешевые варианты жилья в самых дорогих районах Москвы

Рия Горбунова: трендовые идеи в макияже для выпускниц

Путин подписал закон о бесплатной земле наследникам Героев СССР и России

Международный день защиты детей: как отмечают праздник в России и мире

Музыкальные новости

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

Сотрудники Росгвардии задержали устроившего стрельбу с балкона мужчину в Подмосковье 

"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку В.В. Жириновского и В.Г. Мессинга. СЕНСАЦИОННЫЕ ДАННЫЕ!

Путин запретил списывать пенсии детей-инвалидов при взыскании долгов

Новости России

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: В Московском регионе более 62 тысяч семей распорядились материнским капиталом через банки

Массовый сбой произошел в мессенджере Telegram

Бойцам СВО в реабилитационном центре «Ясенки» организовали выставку картин

Свердловчане берут в микрофинансовых организациях все более крупные суммы

Экология в России и мире

В РУМЦ МГППУ действует правовой просветительский лекторий для студентов с инвалидностью и сотрудников вузов-партнеров

Глава Реутова проверил содержание территории города

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Спорт в России и мире

Медведев на отказе серба Кецмановича вышел в третий круг «Ролан Гаррос»

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Moscow.media

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Муруджинские озера

Одна ночь на Вуоксе







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *