Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Май
2021

Новости за 13.05.2021

Radiotavisupleba.ge 

თბილისში დაიწყო გზების მორეცხვა

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, „თბილსერვის ჯგუფმა“ გზის მორეცხვის გეგმური სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ოქტომბრის ბოლომდე, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, თბილისის ათივე რაიონში ქუჩები, გამზირები და მოედნები მოირეცხება. სამუშაოები შეეხება ასამდე ქუჩას და გამზირს. მათ შორის: ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზას, თამარაშვილის, კოსტავას, შარტავას, ჩოლოყაშვილის, პუშკინის, ბარათაშვილის, გორგასალის, ჯავახიშვილის (ელბაქიძის აღმართი), მარჯანიშვილის, ათონელის, ამაღლების, სულხან-საბას, ლეონიძის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 მაისს

რა ხდება ისრაელში და რას ჰყვებიან იქ მყოფი ადამიანები გამთენიისას ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის უწყება იტყობინება. "ისრაელის საჰაერო და სახმელეთო ძალები ამჟამად ღაზის სექტორს უტევენ",- წერს უწყება ტვიტერზე გაკეთებულ მოკლე განცხადებაში. ამ დრომდე ყველა იერიში ისრაელის მხრიდან მხოლოდ ჰაერიდან ხორციელდებოდა, თუმცა გუშინ 9 ათასი სამხედრო ქვეითის მობილიზაცია გამოაცხადა. პალესტინაში ეიდ ალ-ფითრის რელიგიური დღესასწაულის პირველმა დღემ ისევ აფეთქებების ფონზე ჩაიარა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ილია II მიმართვას ავრცელებს ისრაელის და პალესტინელთა კონფლიქტის შესახებ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შესახებ მიმართვას აქვეყნებს.  „წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები ადგილობრივ მცხოვრებთა და მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია, მაგრამ იგი, ამავე დროს, მილიონობით სხვა ადამიანის გულისტკივილია, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, რადგან ჩვენი სულიერი ცხოვრება დიდად იყო და არის დაკავშირებული იერუსალიმთან და წმინდა მიწასთან", - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.  ისრაელის და პალესტინელთა კონფლიქტი უკიდურესდ გამწვავდა მას შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის შესახებ საინიფორმაციო შეხვედრები იმართება

COVID - 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო სამცხე-ჯავახეთში. 13 მაისს ახალქალაქში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა და ჯანდაცვის ექსპერტებმა მართლმადიდებელი ეკლესიისა და სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირებთან შეხვედრა გამართეს. სამცხე-ჯავახეთში შეფერხებული ვაქცინაციის პროცესი იყო საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. მედიკოსების თქმით, პროცესის თითქმის ორთვიანი შეჩერება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუდა სალია: ჩაიხადა და მომიშვირა უკანალი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღეს, 13 მაისს, ხურვალეთში კიდევ ერთხელ გამოჩნდნენ. სამოქალაქო აქტივისტმა ლუდა სალიამ ისინი სახლის აივნიდან შეამჩნია და ფოტოების გადაღება დაიწყო. ფოტოს გადაღებისას მან დაინახა, რომ რუსეთის ერთ-ერთმა „მესაზღვრემ“ შარვალი ჩაიხადა და მას უკანალი აჩვენა.

Radiotavisupleba.ge 

სასამართლომ პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკს შიდა პატიმრობა შეუფარდა

კიევის პეჩორსკის რაინულმა სასამართლომ 13 მაისს შიდა პატიმრობა მიუსაჯა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „სიცოცხლისათვის პლატფორმის“ პოლიტსაბჭოს წევრსა და ვლადიმირ პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკს, რომელიც პროკურატურის მიერ ბრალდებულია „სახელმწიფოს ღალატში“ მოსამართლე ვიაჩესლავ პიდპალიმ არ დააკმაყოფილა პროკურატურის თხოვნა, რომ მედვედჩუკისათვის მიესაჯათ პატიმრობა და ალტერნატივის სახით დაკისრებოდა 300 მილიონი ჰრივნის (9 მილიონი ევრო) გადახდა. დაცვის მხარე საერთოდ მოითხოვდა, რომ ეჭვმიტანილის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხურვალეთში რუსეთის ჯარისკაცმა სამოქალაქო აქტივისტს უკანალი აჩვენა ფოტოს გადაღების დროს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღეს, 13 მაისს, ხურვალეთში კიდევ ერთხელ გამოჩნდნენ. ადგილობრივმა მცხოვრებმა, მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა, სამოქალაქო აქტივისტმა ლუდა სალიამ ისინი სახლის აივნიდან შეამჩნია და ფოტოების გადაღება დაიწყო. ფოტოს გადაღებისას მან დაინახა, რომ რუსეთის ერთ-ერთმა „მესაზღვრემ“ შარვალი ჩაიხადა და მას უკანალი აჩვენა. „ჩემი სახლიდან კარგად ჩანს მათი ტრაფარეტი, ე.წ სასაზღვრო ბანერი. ბანერთან იდგნენ და თან ძაღლი ჰყავდათ. როგორც კი დავინახე, გავიქეცი, ავიღე ტელეფონი და დავიწყე გადაღება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბი-ბი-სი: დოკუმენტებით მტკიცდება ნავალნის დასკვნები „პუტინის სასახლეზე“

„პუტინის სასახლედ“ წოდებული გელენჯიკის კომპლექსის პირველი მფლობელი იყო რუსეთის პრეზიდენტის დიდი ხნის ნაცნობი და კოოპერატივ „ოზეროს“ ყოფილი წევრი, ნიკოლაი შამალოვი, ხოლო კომპლექსი ნამდვილად პუტინისთვის აიგო. ამის შესახებ საუბარია რეზიდენციის პროექტის შესახებ არსებულ უამრავ დოკუმენტში, რომელიც ბი-ბი-სის რუსულ სამსახურს ჩაუვარდა ხელთ. პროექტთან კავშირის მქონე ადამიანები სწორედ შამალოვს ასახელებენ ფორმალურ მფლობელად მილიარდი რუბლად შეფასებული თითქმის დასრულებული რეზიდენციისა, რომელშიც მან მხოლოდ 4,9 მილიონი რუბლი მიიღო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნაზარბაევის ვიზიტის გამო ქალაქ თურქესტანში შეღებეს გაზონები და სტუმრებს აუკრძალეს გარეთ გამოსვლა

ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა დიდი ხნის განმავლობაში პირველად დატოვა საკუთარი ოფისი დედაქალაქში და ქალაქ თურქესტანში გაემგზავრა, სადაც პრესსამსახურის განცხადებით ნაზარბაევი „გაეცნო პირველი პრეზიდენტის სახელობის პარკის კეთილმოწყობის სამუშაოებს“ და ასევე დაათვალიერა „თურქული სამყაროს სხვადასხვა სოციალურ -კულტურული ობიექტი“. სინამდვილეში კი ნაზარბაევის ვიზიტმა მთელი ქალაქის პარალიზება გამოიწვია. ადგილობრივი მცხოვრებლები ჩიოდნენ, რომ მათ მოსთხოვეს არ გამოეხედათ გარეთ, ხოლო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის „რკინის გუმბათი“ - რა არის, როგორ მუშაობს და რა ნაკლი აქვს

ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირების გამწვავების შემდეგ სოციალურ ქსელებში არაერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს ღაზის სექტორიდან გასროლილი რაკეტები, რომლებიც თითქოს უხილავ კედელს ეჯახება. ეს „რკინის გუმბათია“ – თავდაცვითი სისტემა, რომელიც ისრაელს რაკეტებისგან და ჭურვებისგან იცავს. რა არის „რკინის გუმბათი“? ესაა მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვითი სისტემა, რომელსაც ისრაელი იყენებს 70 კილომეტრის მანძილიდან გასროლილი რაკეტების გასაუვნებელყოფად. სისტემა მოიცავს რაკეტების ამოცნობის, მათი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დე ფაქტო ცხინვალმა „საზღვრის დამრღვევთა" სტატისტიკა გამოაქვეყნა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ცნობით, ბოლო ერთ თვეში გამყოფ ხაზთან 42 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, აპრილში დაკავებულთა რაოდენობა, მარტთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია. „სასაზღვრო სამსახურმა რესპუბლიკის საზღვრის 42 დამრღვევი დააკავა, მაშინ, როდესაც მარტში იგივე მაჩვენებელი იყო 28", - აღნიშნულია განცხადებაში. დაკავებულთა შორის 13 პირი ე.წ. საზღვრის დამრღვევია; ხოლო, 29 მოქალაქე - „სასაზღვრო რეჟიმის" დამრღვევი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო ერთ თვეში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ბოლო 24 საათში შვიდი ადამიანი კოვიდ-19 ით დაინფიცირდა. როგორც ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოებს, დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ აცნობა, ჩატარებული 58 PCR-ტესტიდან შვიდი დადებითი პასუხი ამოვიდა. „რესპუბლიკაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3330-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 3004 ადამიანი, ხოლო დაკვირვების ქვეშ იმყოფება 326 პირი“, - განაცხადა კოჩიევამ. ოკუპირებულ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთი აცხადებს, რომ ვითარება დაძაბულია სიუნიქის რეგიონში, სევის ტბის გარშემო

სომხეთის მთავრობის ცნობით, წუხანდელი დღის შემდეგ ვითარება კვლავინდებურად დაძაბულია სომხეთის სიუნიქის რეგიონში მდებარე სევის ტბის გარშემო, სადაც ერთმანეთის მახლობლად იმყოფებიან სომეხი და აზერბაიჯანელი სამხედროები. ამის შესახებ, 13 მაისს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშნიანმა. 2500-მეტრზე მდებარე ტბის მახლობლად კვლავ რჩება 250 აზერბაიჯანელი სამხედროი, რომლებმაც, ფაშინიანის თქმით, დაარღვიეს საზღვარი და სომხეთის ტერიტორიაზე 3,5 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხაბაროვსკში დეკანოზი ანდრეი ვინარსკი 25 დღე-ღამით დააპატიმრეს ნავალნის მხარდაჭერის გამო

ხაბაროვსკის რაიონულმა სასამართლომ 25 დღე-ღამით მიუსაჯა პატიმრობა დეკანოზ ანდრეი ვინარსკის, 21 აპრილს ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის გამო. სასულიერო პირი დამნაშავედ სცნეს მიტინგის წესების ხელმეორედ დარღვევისთვის. მარტის თვეში დეკანოზი ანდრეი ვინარსკი გადააყენეს ებრაელთა ავტონომიურ ოლქში არსებული ეკლესიის წინამძღოლობიდან იმის გამო, რომ 20 დღით პატიმრობა მიესაჯა ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერ მიტინგებში მონაწილეობისთვის. დეკანოზი 2001 წლიდან დაბა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა სამდღიანი ზავის გამოცხადების მიუხედავად

სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა ავღანეთის ოთხ სხვადასხვა ადგილზე გზებზე დამონტაჟებული ბომბების აფეთქების შედეგად, რაც თალიბანმა და ავღანეთის მთავრობამ ამ კვირის დასაწყისში გამოაცხადეს მთელ ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეიდ ალ-ფითრის განმავლობაში. მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ავღანეთში ბრძოლები გამძაფრდა შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო შეიარაღებული ძალების 11 სექტემბრამდე გაყვანის წინ, მაგრამ თალიბანმა და ავღანეთის მთავრობამ ამ კვირის დასაწყისში გამოაცხადეს სამდღიანი ზავი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„დელტა"-ს ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს დაარსება იგეგმება

უპილოტო საფრენი აპარატების ადგილობრივი წარმოების შექმნას საკითხზე ილაპარაკა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. „დელტას„ ბაზაზე, მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს დაარსების შესახებ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან“ - აცხადებს თავდაცვის მინისტრი. მისი თქმით, მიმდინარე წელს დაგეგმილია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და 2022 წლიდან პროდუქციის გამოშვება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

45 წამი თავშესაფარში ჩასასვლელად - ამბები ისრაელიდან

დაბომბვა ისრაელში არავის უკვირს, მაგრამ იმის მსგავსი, რაც ამ ბოლო დღეებში ხდება, არც იქაურ მოქალაქეებს უნახავთ და არც საქართველოდან სამუშაოდ ჩასულ ადამიანებს.

Radiotavisupleba.ge 

კახა კახიშვილი ამბობს, რომ თუ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებებს არ დაეთანხმება, პარტიას დატოვებს

მმართველი გუნდის დეპუტატი, კახა კახიშვილი ამბობს, რომ თუ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებებს არ დაეთანხმება, პარტიას დატოვებს. მან "პალიტრანიუსის" ეთერში თქვა, რომ გადაწყვეტილებებს, რომელსაც არ ეთანხმება ის მხარს არ დაუჭერს. "ნამდვილად სხვადასხვა პარტიებში გადახტომებს არ ვაპირებ, ეს გუნდი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრ ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ საიმისოდ, რომ პოლიტიკურ სპეკულაციებს მივყვე. მე მირჩევნია, რომ თუნდაც დღეს არ ესიამოვნოს ის, რასაც ვიძახი და გამოფხიზლდნენ, გუნდი უფრო მყარად იყვეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მინისტრი: წლის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ საჰაერო თავდაცვის „რაფაელის“ მოდერნიზებულ სისტემას

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება. როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან აქტიურად მიმდინარე თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. „მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ საჰაერო თავდაცვის „რაფაელის“ მოდერნიზებულ სისტემას. ასევე, დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის შესყიდვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბურჭულაძის თქმით, საქართველოში დაიწყება M-4 ტიპის ავტომატის წარმოება 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტის წევრებს უწყებაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო. როგორც ის ამბობს, საქართველოში იგეგმება M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყება. „მინდა, მოგახსენოთ სასიხარულო ამბავი, რომელიც M-4 ავტომატების წარმოების დაწყებას უკავშირდება. ახალი ქართულ-ებრაული საწარმო „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება, რომელიც M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს“, - თქვა ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კრემლი აცხადებს, რომ არ გეგმავს დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ შეერთებას

რუსეთი არ აპირებს შთანთქოს უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების გავლენის ქვეშ არსებული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა სააგენტო „ბლუმბერგის“ იმ ინფორმაციის კომენტირების დროს, რომელშიც აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების მიმართ ევროკავშირის მიდგომაზეა საუბარი. „ბლუმბერგის“ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირში მომზადდა დოკუმენტი, რომელიც მაისის ბოლოს ბლოკის სამიტზე იქნება განხილული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ მარია კალესნიკავას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ბელარუსი პოლიტპატიმრის, მარია კალესნიკავას სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დასრულდა და ახლა მსჯავრდებული საქმის მასალებს ეცნობა. რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახურის ცნობით, კალესნიკავას სისხლის სამართლის სამი მუხლით აქვს წაყენებული ბრალდება: სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულება, ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა და ინტერნეტითა და საინფორმაციო საშუალებებით ეროვნული უსაფრთხოების საზიანო ქმედებებისაკენ მიმართული მოწოდებები.  თუ სასამართლო გაიზიარებს პროკურატურის მტკიცებულებებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლადო კახაძე ჯარში შემოქმედებითი ჯგუფების შექმნის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პარლამენტის წევრს, ლადო კახაძეს აინტერესებს ჯარში მოტივაციის გასაზრდელად ხომ არ იგეგმება შემოქმედებითი ჯგუფების შექმნა. ამ შინაარსის კითხვა მან თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს დაუსვა, რომელიც "მინისტრის საათის" ფარგლებშია პარლამენტში მისული. "ჩვენ ქართულ ჯარს, საერთოდ ქართველებს დიდი ისტორია გვაქვს შემოქმედებითი კუთხით. თქვენთან [ჯარში] ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყრის უდიდესი ნიჭით შეპყრობილნი - ცეკვა იქნება, სიმღერა იქნება და... იყო ასეთი ტრადიცია, რომ ჯარს ძალიან ძლიერი შემოქმედებითი კოლექტივი ჰყავდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პროკურატურა ვიქტორ მედვედჩუკისგან გირაოს სახით 9 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს

კიევის სასამართლო ხუთშაბათს პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსის, უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი პოლიტიკოსი სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული. პროკურატურა მედვედჩუკისათვის პატიმრობის შეფარდებას ან გირაოს სახით 300 მილიონი ჰრივნის (დაახლობით 9 მილიონი ევროს) გადახდას ითხოვს. პროკურატური მტკიცებულებით, ვიქტორ მედვედჩუკის საქმიანობით სახელმწიფოს 3 მილიარდი ჰრივნის ზარალი მიადგა. მედვედჩუკი, კერძოდ, ბრალდებულია ანექსირებული... Читать дальше...


Если нечем заменить Китай или Когда ситуация диктует

Закон о запрете на продажу любых вейпов в РФ внесут в Госдуму

Более 30 артистов театра и кино прошли по багуловой дорожке в честь открытия Забайкальского международного кинофестиваля в Чите

Опубликовано видео проб Заворотнюк на роль в сериале «Моя прекрасная няня»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Финансовый код: что это такое, как работает и как его запустить

Опубликовано видео проб Заворотнюк на роль в сериале «Моя прекрасная няня»

Синоптики предупредили москвичей о дожде с грозами и жаркой погоде 31 мая

Завершился капремонт дома под названием «Башня Вулыха» в районе Коптево

Музыкальные новости

Путин поручил утвердить проект «Пять морей и озеро Байкал»

Футбольный фестиваль «ЦСКА — все сюда!» пройдет в Домодедове

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Новости фармацевтики в России и в мире

Новости России

Мошенник под видом участника «Битвы экстрасенсов» обманул женщину на деньги

Замглавы пресс-службы Госдепа Пател заявил об отсутствии у США намерений размещать ядерное оружие в АТР

Опубликовано видео проб Заворотнюк на роль в сериале «Моя прекрасная няня»

Россия по ППС с 2021 года считается четвертой экономикой мира

Экология в России и мире

Я думала, мы умрем: американка переехала в Великобританию и столкнулась с левосторонним движением, праворульными машинами и механической коробкой передач

ONYX отправляется в Большой тур по России

Россиянам озвучили цены на отдых в Крыму, которые приятно удивили

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Moscow.media

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

Завершен монтаж пролетного строения моста через Волгу на обходе Твери

Муруджинские озера

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *

Спортивные новости от Sportsweek.org

Добавить новость - здесь

Copyright © 29ru.net
Powered by Cotonti