Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Май
2021

Новости за 09.05.2021

Radiotavisupleba.ge 

როდის დატოვებს მელია ციხეს? - რა არ უნდა გამოგრჩეს 10 მაისს

გირაო გადახდილია - რა პროცესია წინ ნიკა მელიას გათავისუფლებამდე? 9 მაისს პროკურატურამ დაადასტურა, რომ უკვე მიმართა სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით. ახლა წინ არის პროცესი საქალაქო სასამართლოში, რომლის შემდეგაც მელია უნდა გათავისუფლდეს, თუმცა უცნობია როდის დაინიშნება სასამართლო. ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკა მელიას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ თქვა: „ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა მისი პატიმრობა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაიკარგა ომსკის იმ საავადმყოფოს მთავარი ექიმი, სადაც ნავალნის მკურნალობდნენ

რუსეთის პოლიციის 9 მაისის განცხადებით, დაიკარგა იმ საავადმყოფოს ხელმძღვანელი ექიმი, რომელშიც გასულ ზაფხულს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის თვითმფრინავში კოლაფსის შემდეგ მკურნალობდნენ. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ომსკის რეგიონის პრესსამსახური ადასტურებს, რომ ექიმი ალექსანდრ მურახოვსკი აღარავის უნახავს მას შემდეგ, რაც 7 მაისს სანადირო ბაზა ყველგანმავალი მანქანით დატოვა. სამინისტრო აცხადებს, რომ მურახოვსკის ძებნის ოპერაციაში მონაწილეობენ გადაუდებელი დახმარების უწყებები, ნადირობის ინსპექტორები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სამთავრობო უწყებები გამოძიებაზე მუშაობენ კიბერთავდასხმით პარალიზებული მილსადენის ოპერატორთან

აშშ-ის სამთავრობო უწყებები მჭიდროდ თანამშრომლობენ იმ საწვავის მილსადენის ოპერატორთან, რომელსაც კიბერთავდასხმის გამო დახურვა მოუხდა.  ვაჭრობის მინისტრმა, ჯინა რაიმონდომ 9 მაისს განაცხადა, რომ კოორდინირებულ გამოძიებას მაქსიმალური ძალები ხმარდება. CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში რაიმონდომ დასძინა, რომ ფედერალური მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს კომპანიასთან და სახელმწიფო და ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან და ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ მილსადენმა მუშაობა მალე, მიწოდებაში შეფერხების გარეშე აღადგინოს.... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის გმობს ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს

სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებს გმობს  კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეისწავლოს მედიის წარმომადგენლებზე  სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების ფაქტები.  „გუშინ, 2021 წლის 08 მაისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის კიდევ ერთი ფაქტის შესახებ. მასალაში ჩანს, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს, გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

TDI: სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა საგანგაშო ხასიათი მიიღო

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი აცხადებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა და ჟურნალისტებზე თავდასხმამ საგანგაშო ხასიათი მიიღო და რომ ხელისუფლება თვალს ხუჭავს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ ძალადობასა და ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელშეშლის ფაქტებზე. და ამის დასტურია ის, წერს ორგანიზაცია, რომ არ არსებობს არც ერთი ფაქტი, ეკლესიის სასულიერო პირებს პასუხი ეგოთ ჩადენილი ძალადობისთვის. მათი ქმედებები კი TDI-ის განცხადებით,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახმეტა, საგარეჯო და გურჯაანი სტიქიამ დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ, ქარმა და წვიმამ ახმეტის, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები დააზარალა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახმეტის სოფლებში, ფიჩხოვანში, არგოხსა და მაღრაანში დაზიანებულია ვენახები, ერთწლიანი კულტურები, კენკროვანი ხილისა და ხეხილის ბაღები. ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა საგარეჯოშიც. იქ ძირითადად წაქცეულია ხეები. გურჯაანში კი მდინარეებმა უხვი ნალექი ვერ გაატარა და საავტომობილო გზებზე გადმოვიდა. როგორც რადიო თავისუფლებას გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე, რუსეთი ტაჯიკეთს დახმარებას დაჰპირდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ რუსეთი მუშაობს ტაჯიკეთში თავისი სამხედრო ბაზის გაძლიერებაზე, რათა ხელი შეეწყოს რეგიონულ უსაფრთხოებას, ავღანეთში ვითარების ესკალაციის ფონზე. ტაჯიკეთის პრეზიდენტთან, ემომალი რაჰმონთან 8 მაისს კრემლში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი ტაჯიკეთს შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში ეხმარება. მეზობელ ავღანეთში დაძაბულობის მატების შესახებ შეშფოთება რაჰმონმა მას მერე გამოთქვა, რაც აშშ-მა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ 11 სექტემბრამდე ავღანეთიდან გაიყვანს თავის დარჩენილ სამხედრო ძალებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ფლოტმა არაბეთის ზღვაში იარაღის გადაზიდვა შეაჩერა

აშშ-ის ფლოტი აცხადებს, რომ შეაჩერა იარაღის პარტია, რომელიც არაბეთის ზღვაში, ხომალდზე იყო დამალული. აშშ-ის ფლოტს არაბეთის ზღვაში უწინაც შეუჩერებია მაღალტექნოლოგიური იარაღის გადაზიდვა, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, ირანიდან მოდიოდა და იემენში, ჰუთიტი მეამბოხეებისთვის იყო განკუთვნილი. 9 მაისით დათარიღებულ განცხადებაში აშშ-ის ფლოტი ამბობს, რომ მიმდინარეობს გამოძიება იარაღის პარტიის გამგზავნი და სამიზნე ქვეყნების თუ ძალების შესახებ. "იარაღის პარტია მოიცავს რუსული წარმოების ათობით მაღალტექნოლოგიურ ანტისატანკო რაკეტას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი ვაშაძე: "ნიკა მელია იქნება თავისუფალი, დავიმშვიდოთ ნერვები"

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნიკა მელია მალე იქნება თავისუფალი და ამისთვის, მადლობა, პირველ რიგში, ევროპას ეკუთვნის. „პირველ რიგში მადლობა ევროპას. მადლობა შარლ მიშელს, მადლობა შეთანხმებას და მადლობა ყველა ხელმომწერს, ვინც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებაზე. იმედი მაქვს, რომ დავასრულებთ კინკლაობას ამ საკითხებთან დაკავშირებით, ცუდი იყო თუ კარგი იყო. ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგია. რამდენიმე საათში, ნიკა მელია იქნება თავისუფალი. ის არის კიდევ ერთი მონაპოვარი შარლ მიშელის ევროპული შეთანხმების. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიბერთავდასხმის გამო "პროაქტიულად" დაიხურა აშშ-ის უდიდესი საწვავის მილსადენი

აშშ-ის უდიდესი საწვავის მილსადენი - რომელიც საწვავს აღმოსავლეთის სანაპიროს დაახლოებით ნახევარს აწვდის - მასზე განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო იძულებული გახდა მთელი ქსელის მუშაობა შეეჩერებინა, - იუწყება ოპერატორი. Colonial Pipeline-მა 8 მაისს გამოაცხადა, რომ წინა დღეს მსხვერპლი გახდა გამომძალველი პროგრამით განხორციელებული თავდასხმისა და საფრთხის გასანეიტრალებლად, "პროაქტიულად", თავისი სისტემები ინტერნეტიდან მოხსნა - რის გამოც შეჩერდა მილსადენის მუშაობა და შეფერხდა ზოგიერთი კომპიუტერული სისტემა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იერუსალიმში შეტაკებებისას დაშავდა კიდევ ბევრი პალესტინელი

კიდევ ბევრი პალესტინელი დაშავდა იერუსალიმში, განახლებულ შეტაკებებში დემონსტრანტებს და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის. მიმდინარე კონფრონტაცია ყველაზე მწვავეა ბოლო წლების განმავლობაში, და მისი ესკალაციის საფრთხე გლობალური მასშტაბით იწვევს  შეშფოთებას.  დაძაბულობა იზრდება მუსლიმთათვის რიგით მესამე წმინდა ადგილის, ალ-აქსას მეჩეთისა და ებრაელი მოსახლეების გამო პალესტინელების შესაძლო გამოსახლების გარშემო. პალესტინური წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ 9 მაისს გამოაცხადა, რომ გასულ ღამეს შეტაკებებისას დაიჭრა 100-მდე პალესტინელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იერუსალიმში განახლდა შეტაკებები ისრაელის პოლიციას და პალესტინელებს შორის

8 მაისს იერუსალიმში შეტაკებები განახლდა პალესტინელებს და ისრაელის პოლიციას შორის, იმ ფონზე, როცა იზრდება დაძაბულობა მუსლიმთათვის რიგით მესამე წმინდა ადგილის, და ებრაელი მოსახლეების გამო პალესტინელების შესაძლო გამოსახლების გარშემო. პოლიციამ ათასობით პალესტინელის წინააღმდეგ გამოიყენა არალეტალური ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც კონფრონტაციის შედეგად დაიჭრნენ სულ მცირე 205 პალესტინელი და ისრაელის 18 ოფიცერი. პალესტინელი ექიმები აცხადებენ, რომ 8 მაისს დაშავდა კიდევ 64 პალესტინელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკამ ხელი მოაწერა ბრძანებას საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესახებ

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ხელი მოაწერა ბრძანებას საპრეზიდენტო უფლებამოსილების უშიშროების საბჭოსთვის გადაცემის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუკი ის გარდაიცვლება, ან სხვა მიზეზით ვეღარ შეძლებს თავისი მოვალეობის შესრულებას. ბევრი მთავრობა ლუკაშენკას პრეზიდენტობას უკვე არალეგიტიმურად მიიჩნევს, აგვისტოში ჩატარებულ, მწვავე უთანხმოების გამომწვევ არჩევნებში მისი გამარჯვების და ოპოზიციური გამოსვლების მიმართ მიმდინარე სასტიკი რეპრესიების ფონზე. აქამდე, თუკი პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური გახდებოდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ატენში გადაუღებელი წვიმის შედეგად კლდე ჩამოიშალა

უამინდობამ და გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ გორის რაიონის სოფელ ატენში, კლდის ჩამოშლა და მეწყრული პროცესები გამოიწვია. მიწა და კლდის ნაშალი გორი-ბოშური-ატენის მონაკვეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ჩამოვიდა. ამ წუთებში იქ გზის გასაწმენდად მძიმე ტექნიკას ელოდებიან. ადგილზე მუშაობს რადიო თავისუფლების კორესპონდენტიც.

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთი და გერმანია აშშ-ს მოუწოდებენ, მოხსნას ვაქცინების ექსპორტის აკრძალვა

საფრანგეთი, ევროპის სხვა ქვეყნების მხარდაჭერით, აშშ-ს მოუწოდებს, მოხსნას აკრძალვა, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და ამ პრეპარატების კომპონენტების ექსპორტზეა დაწესებული. "აშშ-ს ძალიან მკაფიოდ მოვუწოდებ, დაასრულოს საექსპორტო აკრძალვა არა მხოლოდ ვაქცინებისთვის, არამედ ვაქცინათა კომპონენტებისთვის, რაც წარმოებას აფერხებს", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პორტოში 8 მაისს გამართულ ევროკავშირის სამიტზე. ამ განცხადების ფონია ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან განხილვა აშშ-ის მოულოდნელი გადაწყვეტილებისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურამ მიმართა სასამართლოს ნიკა მელიას პატიმრობის შეცვლის საკითხზე

საქართველოს პროკურატურა ადასტურებს, რომ უწყებამ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით. „ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა მისი პატიმრობა. ვადების შესახებ ვერაფერს გეტყვით, სასამართლოზეა დამოკიდებული, როდის ჩანიშნავს პროცესს. ჩვენი მხრიდან გონივრულ ვადაში იქნა შუამდგომლობა შეტანილი“, - განაცხადა ჟურნალისტებთნ საუბრისას პროკურორმა მიხეილ სადრაძემ. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაინიშნება სასამართლო პროცესი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში ასაფლავებენ სკოლაზე სისხლიანი თავდასხმისას დაღუპულებს

ავღანეთის დედაქალაქში 9 მაისს დაკრძალვის ცერემონიები გაიმართა, ერთი დღით ადრე გოგონათა სკოლაზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთათვის. თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე 50 ადამიანი, დაიჭრა 100-მდე პირი.  ქაბულში, ერთ-ერთ გორაკზე განთავსებულ სასაფლაოზე დაკრძალულთა უმრავლესობა ქალი მოსწავლეები არიან, ძირითადად შიიტებით დასახლებული უბნის, ჰაზარას სკოლიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, ტარიყ არიანი 9 მაისს აცხადებს, რომ სკოლის წინ ჯერ  დანაღმული მანქანა აფეთქდა, ხოლო როცა შეშინებული მოსწავლეები შენობიდან გარეთ გამოიქცნენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქარტია მოითხოვს, დაისაჯონ „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე მოძალადე პირები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მკაცრად გმობს „მთავარი არხის“ თანამშრომელზე, ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერიძეზე სასულიერო პირის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას და სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ მომხდარი და პასუხი აგონ კონკრეტულმა პირებმა. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერიძეს, 8 მაისს, გადაღების დროს, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა - მეუფე ანტონმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა, აუკრძალა ეპარქიაში გადაადგილება და ფიზიკურად დაუპირისპირდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში გამარჯვების დღის აღლუმი ტარდება

რუსეთი თავისი სამხედრო ძალის დემონსტრირებას მიმართავს ქვეყნის მასშტაბით გამართულ აღლუმებზე, რომლებითაც აღინიშნება მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 76-ე წლისთავი. მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულ მთავარ აღლუმს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაესწრება. აღლუმში მონაწილეობას მიიღებს 12,000 სამხედრო, ისევე, როგორც 191 სამხედრო მანქანა და საჰაერო ხომალდები. სანახაობას პუტინი, ტრადიციულად, ომის ვეტერანებთან ერთად ადევნებს ხოლმე თვალს. ორი ათწლეულის წინ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პუტინი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გორში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

გორში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 76 წლისთავის აღსანიშნავად სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე სკვერში სტალინური ორგანიზაციების და კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მოძრაობა „სტალინელების“ წევრებმა, რომლებიც მიტინგზე საბჭოთა სიმბოლიკებით მივიდნენ, პრორუსული და ანტიამერიკული განცხადებები გააკეთეს. დღეს გორში „უკვდავი პოლკის“ წარმომადგენლებიც ჩავიდნენ. გორში გამართულ აქციაზე მცირე ინციდენტიც მოხდა: „სტალინელებს“ შორის დაპირისპირება აქციაზე მიტანილმა ტრანსპარანტმა გამოიწვია, რომელსაც ეწერა „მეგობრობა და სამართლიანობა“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი 10 მაისს ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10 მაისს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩავა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან: პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისა და პირველ ვიცეპრემიერ არტან გრუბისთან. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც „ვილა ვოდნოს“ სასახლეში გაიმართება, დაგეგმილია ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

6 დღის წინ თელავიდან დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

თელავიდან 3 მაისს გაუჩინარებული 22 წლის ახალგაზრდა, ნიკოლოზ რაზიკაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას გარდაცვლილის ძმამ, სუმელჯი რაზიკაშვილმა დაუდასტურა. ნიკოლოზი ჩამომხრჩვალი ნახეს თელავთან ახლოს, ტყეში. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. ნიკოლოზ რაზიკაშვილს მამა გარდაცვლილი ჰყავდა და მას  5 დედმამიშვილთან ერთად დედა ზრდიდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, წლების განმავლობაში ახალგაზრდა მამაკაცი აქტიურად იყო ჩართული თელავში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი: "გზა ევროპისკენ წინსვლის რეალური გზაა"

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა ცარიელი სიტყვები კი არა, რეალური მიზანი და ამოცანაა - ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაში აღნიშნულია, რომ ევროპა საქართველოს წინსვლის რეალური გზაა: „მთელს ევროპაში ევროპის დღე ევროპელ ხალხთა და ევროპის ქვეყნების ერთიანობის დღედ აღინიშნება. იგი ეფუძნება ევროპულ კულტურისა და ისტორიის შემქმნელ ფასეულობებს. ევროპის ისტორია გვაჩვენებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დეზერტირები მეორე მსოფლიო ომში

მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ხალხი მასობრივად გაიწვიეს საბრძოლველად, იყვნენ ისეთებიც, ვისაც ომში წასვლა არ სურდა. მიზეზი შეიძლება მრავალი ყოფილიყო, უბრალო შიშით დაწყებული იდეოლოგიით დასრულებული. ომის დეზერტირებს საბჭოთა რეჟიმი ყველგან ეძებდა და სამაგალითოდ სჯიდა. „გაიყვანეს და პირდაპირ დახვრიტეს ზღვაზე“, - სოსო ტუხაშვილი, რომელიც ქერჩში იბრძოდა ყვება, რომ დეზერტირობის შემთხვევები ცოტა არ იყო, - „ქერჩში შვიდი თვე დღე-და ღამე მიწაში ვისხედით. ყირიმი როგორი ადგილია იცით? მთაგორიანი. აგერ ჩვენ ვართ და 10-15 მეტრში ხევი ჩამოდის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახა კუჭავა: მელიამ პარლამენტში თავისი ადგილი უნდა დაიკავოს

„რა თქმა უნდა, ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი - მიშელის დოკუმენტის პუნქტების შესრულება არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი ყველა პოლიტიკოსისთვის, მათ შორის, ნიკა მელიასთვის“- განაცხადა 9 მაისს, ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ. მისი სიტყვებით, მას შემდეგ რაც „ნაციონალუირ მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს, მან პარლამენტში თავის ადგილი უნდა დაიკავოს. „ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა, პირველ რიგში... Читать дальше...


На западе Москвы столкнулись несколько автомобилей

Концерты детского патриотического конкурса прошли в Музее Победы

LISA FM Александр Белоносов выпустил альбом «Родина Сердца: Дневник Психолога»

«От матча с «Краснодаром» отходил два дня» 



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Два автомобиля столкнулись на Кутузовском проспекте в Москве

Полностью выгоревший автокран в Москве попал на видео

На западе Москвы столкнулись несколько автомобилей

Пригородное пассажирское сообщение • Re: Московские Центральные Диаметры(МЦД)

Музыкальные новости

В 16-ти городах состоялись первые этапы «Чемпионата «Школы Росатома» по хоккею на траве 5+»

Приглашенные солистки выступят в опере «Руслан и Людмила»

Яндекс, А.С. Пушкин, Святой Ленин ведут следствие. Настоящая сенсация!

Фонд «Восход» выпустил на «Атомайз» первые в России венчурные ЦФА

Новости России

Василия Бойко-Великого вернули на подмосковную землю // Дело бизнесмена рассматривается заново

Два автомобиля столкнулись на Кутузовском проспекте в Москве

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом хочет приобрести вингера

Российский ВПК производит в 7 раз больше техники и боеприпасов, чем весь Запад

Экология в России и мире

Приглашенные солистки выступят в опере «Руслан и Людмила»

Новая коллекция ювелирных украшений Louis Vuitton

Антисанитария в службах доставки: токсиколог Кутушов рассказал, почему опасно заказывать еду

Немцы решили элегантно кинуть турецкие отели: гостиницы Анталии уже в шоке и угрожают массовыми удержанием туристов

Спорт в России и мире

Теннисистка Андреева заявила, что хочет войти в топ-20 рейтинга WTA ради собаки

Калинская поддержала Синнера после поражения на "Ролан Гаррос"

Испанец Карлос Алькарас выиграл Открытый чемпионат Франции по теннису

Зверев вышел в финал «Ролан Гаррос»

Moscow.media

Роман Старовойт выразил готовность оказывать дальнейшую поддержку в строительстве Ленского моста в Якутии

Армянские ковры Арцаха (Карабаха) с уникальным орнаментом представлены как «генетический код» Азербайджана - сайт monumentwatch

В этом году планируют заключить контракт на реконструкцию еще одного участка трассы Р-23 в Ленобласти

Остров Огой.







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *