Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Май
2021

Новости за 14.05.2021

Radiotavisupleba.ge 

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა პროპაგანდისტული მიზნისთვის გამოიყენა კონტრაბანდისტის დაკავება

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ რუსეთის მესაზღვრეებმა „საქართველოსთან საზღვარზე“ სიგარეტის გადატანის მცდელობა აღკვეთეს. 200 ათასი რუბლის (დაახლოებით 9 ათასი ლარი) "Manchester"-ის მარკის სიგარეტი, როგორც ნივთმტკიცება ამოღებულია. დე ფაქტო კა-გე-ბე-ს ცნობით, კანონდარღვევა მოხდა ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუის მიმდებარე ტერიტორიაზე. ოკუპირებული სოფელი ხელჩუა ქართულ სოფელ გუგუტიანთკარს ესაზღვრება. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებულს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალიდან გათავისუფლებულ ალან ჯაფარიძეს ჯარიმის ნაცვლად პირობითი მსჯავრი დაუნიშნეს

14 მაისს საღამოს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია 10 იანვარს დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების შესახებ. 45 წლის ალან ჯაფარიძე ცხინვალის ციხეში 4 თვის განმავლობაში იყო პატიმრობაში, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ცხინვალის სასამართლომ ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო და მას პირობით მსჯავრად 1 წელი განუსაზღვრა. ჯაფარიძე 14 მაისს ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა სანქციები „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა სანქციები „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც ეროვნული უშიშროებისა დ თავდაცვის საბჭომ მიიღო ათთვიანი გამოძიების საფუძველზე. ამის შესახებ ზელენსკის ვებსაიტი იტყობინება. შავ სიაში აღმოჩნდა 557 ყველაზე ცნობილი ბოროტმოქმედი. თითქმის ყველა მათგანი უცხოელია და უკრაინის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, თავად ქვეყანაში კი - მხოლოდ 34, რომელთაგან 17 უკვე იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ამ ადამიანების აქტივები გაყინულია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სევ ლიჩის სასაზღვრო ინციდენტი, რომელსაც დიდი ხმაური ახლავს

სომხეთის ხელისუფლებამ 14 მაისს ოფიციალურად მიმართა რუსეთის ლიდერობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ), რომ დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანთან შექმნილი სასაზღვრო დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, რაც ორ ქვეყანას შორის პირველი სერიოზული დაპირისპირებაა შარშანდელი შემოდგომის 44-დღიანი მასშტაბური ბრძოლების შემდეგ. სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ 12 მაისს დაახლოებით 250-მა აზერბაიჯანელმა სამხედრომ ხელყო სუვერენული ქვეყნის საზღვარი და 3,5 კილომეტრით შეიჭრა სიუნიქის რაიონის სიღრმეში, სევ ლიჩის (სევის ტბის) მახლობლად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველო კოვიდ-პასპორტს ქმნის - რა ვიცით, რა არა

ქართული კოვიდ პასპორტი იქნება ციფრული მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანი აცრილია კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, აქვს კოვიდ-ტესტის ნეგატიური პასუხი, ან გადატანილი აქვს დაავადება.

Radiotavisupleba.ge 

ნაპრალები კულტურაში - მუზეუმები ნახევრად დანგრეულ შენობებში

ლიტერტურის მუზეუმის გაბზარული  კედლები და ჩამონგრეული ჭერი, ხალხური საკრავების მუზეუმის გამსკდარი იატაკი - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სხვადასხვა  კულტურულ ინსტიტუციებს ეცნობა და შეხვედრების შემდეგ ავარიული შენობების ფოტოებს სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ანთავსებს.

Radiotavisupleba.ge 

იმის თქმა გინდათ, რომ მელაშვილი ქართული მხარის ინტერესებს იცავდა? - როგორ მისცა პროკურატურის მოწმემ ჩვენებები მისი ვერსიის წინააღმდეგ

"კარტოგრაფების საქმის" სასამართლო განხილვა გრძელდება. დღეს "კარტოგრაფების საქმის" კიდევ ერთი მოწმე, 2005 წელს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი, ზურაბ გუმბარიძე დაიკითხა. როგორც მან თქვა, ის საზღვრის დადგენის შინაარსობრივ ნაწილში ჩართული არ ყოფილა და ოქმებზე მისი ხელმოწერა მხოლოდ იმის ნიშანია, რომ საკითხი, რომელიც დოკუმენტშია აღწერილი, გადაწყდა. მოწმე სასამართლოზე პროკურატურის მოთხოვნით მივიდა, თუმცა აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩვენებები ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის სასარგებლოდ მისცა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის შეიარაღებული ძალების კაპიტანს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა სამთავრობო წერილის გასაჯაროებისთვის

ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კაპიტანს, რომელიც ბრალდებულია მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ ჯარების გამოყენების თაობაზე სამთავრობო დოკუმენტის გასაჯაროებაში, 18 წლით პატიმრობა მიესაჯა. 14 მაისს ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ 29 წლის კაპიტანი ძიანის ურადი ღალატში დამნაშავედ ცნო. ბელარუსის სასამართლოებს მკაცრი განაჩენები გამოაქვთ საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ხელისუფლებაში მათი მხარდამჭერებისთვის. ურადი მარტში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მან, როგორც იტყობინებიან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოითხოვს თუ არა საქართველო ყაზახი ქალის საქმეზე ბრალდებული პირის ექსტრადირებას?

მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურამ 14 მაისს, 26 წლის ყაზახი ქალის, ასსელ აიტპაევას გარდაცვალების საქმეზე, ყაზახეთის მოქალაქეს მურატ მეირბეკოვს გაუპატიურების მუხლით ბრალი დაუსწრებლად წაუყენა, რადიო თავისუფლება ქალის დედას, ყაზახეთში დაუკავშირდა. აისულ აიტპაევა ერთი კვირაა მურატ მეირბეკოვის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, მეირბეკოვის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით, მან 14 მაისს, ყაზახეთის გენერალურ პროკურატურასაც მიმართა: „გამოვდივარ ტელევიზიებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ხელისუფლებამ აშშ და ჩეხეთი ოფიციალურად შეიყვანა "არამეგობრულ სახელმწიფოთა" სიაში

რუსეთის ხელისუფლებამ აშშ და ჩეხეთი არამეგობრულ სახელმწიფოთა სიაში შეიყვანა. შესაბამისი განკარგულება 14 მაისს გამოქვეყნდა. ეს ტერმინი პირველად აპრილში გაჩნდა რუსეთის კანონმდებლობაში. მაშინ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, „არამეგობრულ სახელმწიფოებს“ შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე აეკრძალოთ თავიანთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამუშაოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეთა აყვანა. დოკუმენტის მიხედვით, ჩეხეთს ახლა ნება ეძლევა, თავის დიპწარმომადგენლობაში 19 ადამიანი აიყვანოს, აშშ-ს - არცერთი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მძიმე დღეების მიუხედავად, ქართველები ისრაელში რჩებიან

ისრაელში მცხოვრებ საქარველოს მოქალაქეებს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, 13 მაისს „ძალიან მძიმე ღამე“ ჰქონდათ, ღაზის სექტორთან ახლოს განლაგებულ ქალაქებში.

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში აშშ-ის საელჩომ დროებით განაახლა საკონსულო მომსახურება

მოსკოვში აშშ-ის საელჩომ დროებით განაახლა საკონსულო მომსახურება რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, გადადოს უცხო ქვეყნების მოქალაქეთა სამსახურში აყვანის აკრძალვა. საელჩომ 14 მაისს განაცხადა, რომ ის დროებით, 16 ივლისამდე განაახლებს აშშ-ის მოქალაქეების რუტინულ მომსახურებას - პასპორტებთან, დაბადების მოწმობებსა და სანოტარო საკითხებთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ასევე „პრიორიტეტულ და გადაუდებელ შემთხვევებში განახორციელებს იმიგრანტთა ვიზების დამუშავებას“. განცხადებაში არაა ნახსენები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სუს-ის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძე გაათავისუფლა

ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალან ჯაფარიძის გათავისუფლების შესახებ იუწყება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. „[დაკავების] ფაქტის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ინფორმაცია 2021 წლის 21 აპრილს, „ცხელი ხაზის“ საშუალებით გააზიარეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ზემოხსენებული მექანიზმის საშუალებით, მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან. პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს 17 მაისის შესახებ განცხადებას აქვეყნებს

ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT) თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განცხადებას აქვეყნებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც ის აღნიშნავს, შსს-სთვის მიწოდებული ინფორმაციით, 15-20 მაისს თბილისში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. „საჯარო სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, ორგანიზატორების წერილობითი მომართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათთან კომუნიკაციისას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„წერტილოვანი ტერორი“ - უფლებადამცველთა ინფორმაციით, ახალგორში საგანგაშო მდგომარეობაა

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ერთ-ერთი პედაგოგი, დაახლოებით ერთი თვის წინ ცდილობდა რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ ვლადიკავკაზში, წასვლას იქ ნათესავების მოსანახულებლად და შემდეგ, ლარსის სასაზღვრო  გამშვები პუნქტის გამოვლით, საქართველოში დაბრუნებას. რუსეთში გასასვლელად მას ყველა საჭირო დოკუმენტი ჰქონდა, ხელთ, მაგრამ დე ფაქტო კაგებემ მას გადაადგილება აუკრძალა. ამის შემდეგ მასწავლებელმა ადგილობრივ ადმინისტრაციას მიმართა და მოითხოვა იმის გარკვევა, თუ  რა საფუძველზე ეკრძალებოდა, როგორც „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისში აქცია გაიმართა ნინოწმინდის პანსიონის ბავშვების მხარდასაჭერად

თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს მოქალაქეებმა და ხელისუფლებას მოთხოვეს დაიცვას მართლმადიდებელი ეკლესიის მართვაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა სკოლა-პანსიონში მყოფი ბავშვების უფლებები და უზრუნველყოს სახალხო დამცველის შესვლა ვითარების შესასწავლად ამ დაწესებულებაში.  "სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა ამ ბავშვებზე ზრუნვა და იმის უზურნველყოფა, რომ სახალხო დამცველი, როგორც ნეიტრალური აპარატი უნდა შედიოდეს ამ პანსიონში. ამ აქციის მიზანია, ვუთხრათ სახელმწიფოს, რომ ვარსებობთ ქვეყანაში ადამიანები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იაპონიამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო ვითარება გაახანგრძლივა

იაპონიამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო ვითარება გაახანგრძლივა ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ათი კვირით ადრე. სამი რეგიონი, სადაც „მოსახლეობა შედარებით მრავალრიცხოვანია და ახალი შემთხვევების რაოდენობა ძალზე სწრაფად იზრდება“, შეუერთდა ტოკიოს და ხუთ დანარჩენ პრეფექტურას, სადაც უკვე მოქმედებს კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვები მიმდინარე თვის ბოლომდე, განაცხადა 14 მაისს პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდა სუგამ. იაპონია ცდილობს, შეანელოს ინფექციის გავრცელება ოლიმპიური თამაშების წინ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახა კახიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ აქვს „ოცნებიდან“ გასვლის საფუძველი

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე „ქართული ოცნებიდან“ გასვლას არ აპირებს, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც მასსა და მმართველ პარტიას შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში მან განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში დატოვებს „ქართული ოცნების“ რიგებს, თუ დაინახავს, რომ მის აზრს არ ითვალისწინებენ: „თუ ვნახავ, რომ ჩემს განცხადებებს რეაგირება არ მოჰყვება, მივიღებ გადაწყვეტილებას. თუ ვნახავ, რომ ჩემი საკითხი, ჩემი რესურსი ამოწურულია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სასამართლომ სააღმსრულებლო პროცესი აღძრა რთე/რთ-ის წინააღმდეგ

რუსეთის სასამართლოს აღმასრულებელთა სამსახურმა სააღმსრულებლო პროცესი აღძრა რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების (რთე/რთ) რუსულენოვანი პროექტების წინააღმდეგ. რუსეთის ხელისუფლების თანახმად, კომპანიის წინააღმდეგ ეს ნაბიჯი გადაიდგა დაგროვილი გადაუხდელი ჯარიმების გამო, რომლებიც რთე/რთ-ს დაეკისრა „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონის დარღვევისთვის. მოსკოვში რადიო თავისუფლების ოფისის მუშაობაში არავინ ჩარეულა და არავინ დაუკავებიათ. წლის დამდეგიდან რუსეთის მედიის სამეთვალყურეო უწყებამ, „როსკომნადზორმა“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ასსელ აიტპაევას საქმე: გაუპატიურების ორ ეპიზოდზე წარუდგინეს ბრალი ყაზახეთის მოქალაქეს 

გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის ასსელ აიტპაევას ​საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების ორ ეპიზოდზე ყაზახეთის მოქალაქე მ.მ.-ს ბრალი წარუდგინა. შსს-ს გამოძიების ვერსიით, 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მ.მ. -მ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით ასსელ აიტპაევასთან ორჯერ დაამყარა არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. მ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის (გაუპატიურება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქაბულის მეჩეთთან აფეთქებას მინიმუმ 12 მლოცველი ემსხვერპლა

ავღანეთის ხელისუფლების თქმით, ქაბულის ჩრდილოეთ ნაწილში მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 12 მლოცველი ემსხვერპლა სამთავრობო ძალებსა და თალიბანს შორის საზავო შეთანხმების ძალაში შესვლის მეორე დღეს. გარდა ამისა, პარასკევის ლოცვისას მომხდარი აფეთქების შედეგად მეჩეთის შიგნით 15 ადამიანი დაიჭრა, იტყობინება ქაბულის პოლიციის წარმომადგენელი ფერდავს ფრამურზი. მისი თქმით, დაღუპულთა შორის არის მეჩეთის იმამი. პოლიციის გამოძიება მიანიშნებს, რომ სავარაუდოდ იმამი იყო თავდასხმის სამიზნე, დასძინა მან. არავის უკისრია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მძიმეა ყველა ღამე - ინტერვიუ საქართველოს ელჩთან ისრაელში, ლაშა ჟვანიასთან

ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირებამ ბოლო დღეებში განსაკუთრებით სახიფათო სახე მიიღო. დაბომბვის პარალელურად, ისრაელის ქალაქები არეულობამ მოიცვა.

Radiotavisupleba.ge 

20 ათასზე მეტი ადამიანი "კომენდანტის საათის" გაუქმების პეტიციას ხელს აწერს

უკვე 20 ათასზე მეტი ხელმოწერა აქვს მანიფესტს, რომლითაც მოქალაქეები "კომენდანტის საათის" გაუქმებას მოითხოვენ. მათი თქმით, გადაადგილების შეზღუდვის პირობებში ვირუსის გავრცელებისთვის აუცილებელი პირობის - დისტანციის დაცვა - შეუძლებელი ხდება. პეტიცია უკვე რამდენიმე დღეა არსებობს. "საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი ვირუსი, გავრცელების ყოველ ჯერზე, ხდება უფრო მეტად გავრცელებადი, რაც საყოველთაო ჩაკეტვებს არაეფექტიანს ხდის. ასევე, უცნობია მეცნიერულად დადასტურებული შემთხვევები, როდესაც ვირუსის სწრაფი გავრცელებისას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავსტრიის ფედერალური კანცლერის ოფისის თავზე ისრაელის დროშა აღმართეს

ავსტრიის ფედერალური კანცლერის, სებასტიან კურცის ოფისის თავზე ისრაელის დროშა აღმართეს. შესაბამისი ფოტო კანცლერმა ტვიტერში გამოაქვეყნა. „ისრაელზე ტერორისტული თავდასხმები უნდა დაიგმოს ყველაზე სერიოზული სახით“, დაწერა კურცმა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა კანცლერს მხარდაჭერისთვის. 10 მაისს მკვეთრად გაუარესდა კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინელებს შორის. ამ ხნის განმავლობაში ღაზის სექტორიდან რადიკალურმა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის ტერიტორიას ათას ხუთასზე მეტი რაკეტა დაუშინა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მელია კობახიძეს პასუხობს: დაგველოდოს ბატონი ირაკლი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს კრიზისის დაძლევის რესურსი. ასე უპასუხა მელიამ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, რომელიც ამბობდა, რომ აზრი არ აქვს, შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში. "​დაგველოდოს ბატონი ირაკლი. ყველა ვარიანტში, ვიქნებით თუ არ ვიქნებით პარლამენტში, ვინმეს თუ არაფერი უნდა უხაროდეს, ბატონი კობახიძეა. მორალური უპირატესობა, პოლიტიკური უპირატესობაც და ბევრი სხვა უპირატესობაც მოპოვებული გვაქვს იმ ძალაზე, რომელსაც... Читать дальше...


Врач Сережина: в день можно съедать не более 200 граммов ягод

В районе Зеленогорска построят ещё один апарт-комплекс

Более 100 работников дошкольного образования прошли практикум в Истре

План противопожарных мероприятий перевыполнили в подмосковных лесничествах



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Более 100 работников дошкольного образования прошли практикум в Истре

Полиция арестовала напавшего на следователя в Москве молодого человека

В районе Зеленогорска построят ещё один апарт-комплекс

План противопожарных мероприятий перевыполнили в подмосковных лесничествах

Музыкальные новости

В филиалах АО "Желдорреммаш" прошли мероприятия ко Дню защиты детей

Выставка Росгвардии «День передовых технологий обеспечения безопасности личности, общества и государства – 2024» продолжает работать в Красноярске

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025

Артисты – они все особенные!

Новости России

В S7 Airlines подтвердили отмену рейсов из Саратова в Москву

В Можайске продолжается реставрация Никольского собора

Время Сиять: Откройте для себя свет творчества и вдохновения

План противопожарных мероприятий перевыполнили в подмосковных лесничествах

Экология в России и мире

Преступления мигрантов с рынков азербайджанского олигарха Года Нисанова продолжают шокировать Москву

3 детские зубные щетки "Ревилайн" по цене 2 в магазине "Ирригатор.ру" ко Дню защиты детей

Конференция «Общество и психическое здоровье» прошла в Ставрополе

Пегас сделал важное заявление по Египту: стали известны цены на туры на предстоящую зиму

Спорт в России и мире

Потапова о поражении от Свентек на "Ролан Гаррос": организм дал сбой

17-летний россиянин Даниил Саркисян разгромил Форбса из США на юниорском «Ролан Гаррос»

Организм был не в состоянии: Потапова прокомментировала поражение на «Ролан Гаррос»

Российские ракетки сообразили на троих // Даниил Медведев, Мирра Андреева и Элина Аванесян дружно вышли в 1/8 финала теннисного Roland Garros

Moscow.media

Вечернее поле.

В филиалах АО "Желдорреммаш" прошли мероприятия ко Дню защиты детей

Белоусов и его зам продолжают зачистку. Настала очередь главного коммунальщика Минобороны. Обвинение просит 12 лет за взятку

Более 40 тысяч семей в Москве и области получают ежемесячные выплаты из средств материнского капитала







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *