Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2021

Новости за 05.08.2021

Radiotavisupleba.ge 

კობახიძის განცხადებით, 2024 წლამდე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება" ოპოზიციურ პარტიებთან „შარლ მიშელის დოკუმენტის" მსგავს შეთანხმებებს აღარ გააფორმებს. მან განაცხადა, რომ შეთანხმება ანულირებულია და 2024 წლამდე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. „შეთანხმება არის ანულირებული და ჩვენ ვთქვით არაერთხელ, მომავალში აღარასდროს ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარ გავაფორმებთ. აქ საუბარი იყო დროებით, კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლაზე, მეორედ, ეს აღარასდროს მოხდება, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიონელ მესი "ბარსელონას" ტოვებს

ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, არგენტინელი ლიონელ მესი, ტოვებს ესპანეთის კლუბ „ბარსელონას“, რომელშიც მან 21 წელი - ფაქტობრივად, მთელი თავისი პროფესიონალური კარიერა გაატარა. მესის ივლისში დაუმთავრდა კონტრაქტი. კლუბის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ მიუხედავად ორმხრივი სურვილისა, ხელი მოეწერათ ახალი ხელშეკრულებისთვის, „ეს შეუძლებელია ფინანსური და საორგანიზაციო წინაღობების გამო“, რაც ესპანეთის საფეხბურთო ლიგის ნორმებთანაა დაკავშირებული. „შეუძლებელია დოკუმენტის ოფიციალურად გაფორმება“, აღნიშნულია „ბარსელონის“ განცხადებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინის ახალი ტაქტიკა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 აგვისტოს

ჭამაში მოსული მადა - რას ნიშნავს რუსეთის ახალი ნაბიჯი? ცხინვალი კმაყოფილია მოსკოვის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეობა მისცეს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის იმ მცირე ნაწილსაც, რომელსაც დღემდე რუსეთის პასპორტი არ ჰქონდა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ 4 აგვისტოს ხელმოწერილი განკარგულება ცხინვალთან იმგვარი შეთანხმების გაფორმებას გულისხმობს, როგორიც ამჟამად მხოლოდ რუსეთსა და ტაჯიკეთს შორის მოქმედებს. პროექტი და თხოვნა რუსეთში წლების წინ იყო გაგზავნილი, მაგრამ მოსკოვი მხოლოდ ახლა ამოქმედდა.... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი კობახიძის თქმით, საუბარი ვერ იქნება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უპასუხა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ საუბარი ვერ იქნება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე. „ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა გვაქვს, არსებობს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია დეოკუპაციასთან, ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან. ამ წითელი ხაზის ფარგლებში ყველაფერზე შეიძლება ზოგადად მსჯელობა. ეს ნიშნავს იმას, რომ წითელი ხაზები არ გადაიკვეთება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვი მზად არის აღადგინოს ურთიერთობები საქართველოსთან, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე - რუსეთის საგარეო უწყება

5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ ბიკანტოვი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საუბრისას საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის საკითხს შეეხო. „ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის (იმ დონეზე), რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობის მშენებლობას მეზობლებთან, ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით“, - თქვა ბიკანტოვმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლგბტქ ათლეტები ოლიმპიადაზე - 33-წლიანი ისტორია გრძელდება

ავტორი: საბა გუჯაბიძე, "ამერიკის ხმა" 33 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ღიად ლგბტქ თემის წარმომადგენელმა პირველი ოლიმპიური მედალი აიღო. ებრაული წარმოშობის ამერიკელმა რობერტ დოვერმა 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში ცხენოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სპორტსმენმა ჩიკაგოდან საერთო ჯამში 5 ოლიმპიადაში ( 1988, 1992, 1996, 2000 და 2004 წლებში) მიიღო მონაწილეობა. დოვერი იყო პირველი სპორტსმენი ოლიმპიადის ისტორიაში, რომელმაც ღიად გამოაცხადა საკუთარი ორიენტაციის შესახებ. დოვერი ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„იმედის" საკუთრების უფლება გადაეცა ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებულ კომპანიას

ტელეკომპანია „იმედის" დამფუძნებლის გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ საკუთრების უფლება გადასცა „ჰანიველ პარტნერზ“-ის (Hunnewell Partners) კონტროლირებად კომპანიას. „ტრანზაქცია დასრულდა 2021 წლის აგვისტოში, რასაც წინ უძღოდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მხრიდან თანხმობის მიღება. გარიგების პირობებით, მედიაჰოლდინგ „იმედის“ მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუფის“ (Georgian Media Production Group) 100%-ანი წილი გადაეცა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სექსუალური შევიწროება და ძალადობა ქართველ ქალ სპორტსმენებზე  

“ბევრჯერ შემოსულა [მწვრთნელი] თამაშამდე, წელზემოთ ვიყავით ხოლმე შიშვლები, წელქვემოთაც. ჩვენ გვითქვამს, რომ გასულიყო და მერე გადიოდა, მაგრამ კვლავ იგივე მეორდებოდა”.[ფეხბურთელი ქალი] ,,2-3 წლის წინ მქონდა დაპირისპირება დირექტორთან, პირდაპირ გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, მარტო მე არა, ჩემს სპორტსმენებს. ითხოვდნენ ჩვენს გასახდელში შემოსვლას, უფროსობა იყვნენ და შემოდიოდნენ, ბირჟაზე არჩევდნენ მერე ყველაფერს. რომ შემოვიდნენ, გასახდელში ლიფები ეკიდა და ამას განიხილავდნენ. ეს გაგრძელდა - იქ შემოვარდნა და ბავშვების მასხრად აგდება და დაცინვა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფაშინიანისადმი წერილში ბაიდენი აღნიშნავს საქართველოს მნიშვნელობას რეგიონული თანამშრომლობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და მინისტრთა ახალი კაბინეტის შექმნა მიულოცა, იტყობინება ფაშინიანის ოფისი. როგორც მისალოც წერილში წერს ბაიდენი, არჩევნებმა აჩვენა, რომ სომეხ ხალხს სურს ჰქონდეს უფრო დემოკრატიული, სამართლიანი და აყვავებული საზოგადოება, რომელიც თავისუფალი იქნება კორუფციისგან. „უკანასკნელი წამი წლის განმავლობაში სომხეთში წინსვლა აღინიშნება ამ სფეროებში. შეერთებული შტატები სიამოვნებით გაუწევს მას დახმარებას იმ ძალისხმევაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

 ჭამაში მოსული მადა - რას ნიშნავს რუსეთის ახალი ნაბიჯი?

ცხინვალი კმაყოფილია მოსკოვის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეობა მისცეს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის იმ მცირე ნაწილსაც, რომელსაც დღემდე რუსეთის პასპორტი არ ჰქონდა.

Radiotavisupleba.ge 

ჯო ბაიდენმა დროებითი თავშესაფარი შესთავაზა აშშ-ში მყოფ ჰონგ-კონგელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 5 აგვისტოს დროებითი თავშესაფარი შესთავაზა აშშ-ში მყოფ ჰონგ-კონგის მოქალაქეებს, რომლებიც შიშობენ, რომ შინ დაბრუნების შემთხვევაში საფრთხე დაემუქრებათ. ბაიდენის თქმით, ამ ნაბიჯით აშშ აღიარებს ჰონგ-კონგში უფლებებისა და თავისუფლებების „სერიოზულ ეროზიას“ ჩინეთის მთავრობის მხრიდან. დღეს ხელმოწერილ მემორანდუმში ბაიდენმა საშინაო უსაფრთხოების სამინისტროს დაავალა, 18 თვემდე „გადაუვადონ გასახლება“ ჰონგ-კონგის მოსახლეებს, რომლებიც ამჟამად აშშ-ში იმყოფებიან, და არგუმენტად მოიტანა „დამაჯერებელი საგარეოპოლიტიკური მიზეზები“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გივი ალხაზიშვილი: „მე მირჩევნია სადმე იყო, თუნდაც არ ჩანდე“

77 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი გივი ალხაზიშვილი. გივი ალხაზიშვილის პოეზია მე-20 საუკუნეში დაიწყო და 21-ეს გადმოსცდა. ძველი თაობის პოეტებიდან ის იმ იშვიათ გამონაკლისთა შორისაა, ვინც ხანდაზმულობაშიც წერდა და, ამასთანავე, ბოლო პერიოდში დაწერილი მისი ლექსები ადრინდელივით ძლიერია. „იშვიათად, რომ უკვე ასაკში შედევრები შექმნას მწერალმა. მისი ლექსი ღირებულია არა მხოლოდ პოეტური ფილოსოფიით და განწყობით, არამედ ლექსის ფორმითაც. მისი ყველა გამოცემა სიახლეს წარმოადგენდა. ძალიან პოეტური სულის ადამიანი იყო და სამყაროსაც ასეთი თვალით აკვირდებოდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თვითმკვლელობა, თუ კაგებეს ხელწერით ჩადენილი სუიციდის იმიტაცია?

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამის სამსახურებს ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ბელორუსთა დამატებითი დაცვა დაავალა მას შემდეგ, რაც 3 აგვისტოს კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ სკვერში ჩამოხრჩობილი იპოვეს ორგანიზაცია „ბელორუსული სახლის“ ხელმძღვანელი ვიტალი შიშოვი. გავრცელებული ვერსიით, შიშოვმა თავი ჩამოიხრჩო მის საცხოვრებელ სახლთან მდებარე სვიატოშინოს სკვერში, რომლის გავლითაც ის დილის სირბილის შემდეგ შინ ბრუნდებოდა. ამ ვერსიაზე გამოძიებაც მუშაობს, თუმცა პოლიცია არც მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახა კალაძის საარჩევნო შტაბს დეპუტატი გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს

საარჩევნო შტაბი გახსნა და ხელმძღვანელად დეპუტატი გიორგი ამილახვარ წარადგინა თბილისის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან" კახა კალაძემ. როგორც მან აღნიშნა, გიორგი ამილახვარს განათლების სფეროში მუშაობის, ახალგაზრდებთან საქმიანი ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და კარგი მენეჯერია. „წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს საარჩევნო შტაბს, რაზეც დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩემი, როგორც კანდიდატის გამარჯვება, არამედ ამ ქალაქში მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანის იმედები. რაც მთავარია, მინდა წარმატება ვუსურვო თბილისს - ქალაქს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბიბილოვი ორმაგ მოქალაქეობაში ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის სოციალურ გარანტიებს ხედავს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის საკითხების შესახებ რესპუბლიკის მოქალაქეებს დამატებით სოციალურ გარანტიებს მისცემს. როგორც ბიბილოვი აცხადებს, დოკუმენტის მიღება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე იგეგმება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან „ორმაგი მოქალაქეობისა და „რესპუბლიკის“ მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საწვავზე ფასი ისევ იზრდება

2021 წელს უკვე მესამედ იზრდება საწვავზე ფასი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ფასის ბოლო ზრდა მიმდინარე წლის ივნისში სამი რუბლით დაფიქსირდა. ამჟამად ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 45-იდან 50 რუბლამდე (2.11 ლარი) გაიზარდა. ოსური მედიის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში დე ფაქტო რესპუბლიკაში საწვავი პირველად 4 რუბლით გაძვირდა, ივნისში კი კიდევ სამი რუბლით. ადგილობრივი ბენზინგასამართი სადგურების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 6 ივნისიდან ფასი კიდევ ერთხელ რამდენიმე რუბლით გაიზრდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის დამატებით 300-ზე მეტი საწოლია მობილიზებული

გორის ჰოსპიტალს კოვიდპაციენტებისთვის 84 საწოლი დაემატება. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამჟამად, ჰოსპიტალში თითქმის ყველა საწოლი დაკავებულია და ეს ახალი საწოლები გათვალისწინებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდება. „გორმედის" ქსელისა და სამხედრო ჰოსპიტალის კოვიდკლინიკებში 330 საწოლია მობილიზებული. „გორმედის" ქსელის კლინიკებში, ჯამში, 160 საწოლია მობილიზებული, რომელსაც დღეიდან კიდევ 86 საწოლი დაემატა ხაშურის „გორმედის" კლინიკაში. ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შარგაევის საიდუმლო ვიზიტი ცხინვალში და ე. წ. დეპუტატების შეწყვეტილი ბოიკოტი 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრების ნაწილმა ბოიკოტი შეწყვიტა და საპარლამენტო სესიებს დაუბრუნდა, ამას კი წინ უძოდა კრემლიდან დე ფაქტო რესპუბლიკის კურატორის, ვიქტორ შარგაევის, საიდუმლო ვიზიტი ცხინვალში.

Radiotavisupleba.ge 

კრისცინა ციმანოუსკაიას თქმით, ბელარუსში მაშინ ჩავა, როცა იქ თავს უსაფრხოდ იგრძნობს

ბელორუსმა მორბენალმა კრისცინა ციმანოუსკაიამ, რომელიც ბელარუსის ჩინოვნიკების კრიტიკის გამო ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ შეეცადნენ ტოკიოდან მის წაყვანას, ვარშავაში პრესკონფერენცია გამართა. ციმანოუსკაიამ თქვა, რომ პოლონეთში თავს უსაფრთხოდ გრძნობს. მალე მასთან უნდა ჩავიდეს მეუღლე, რომელიც მანამდე ბელარუსიდან უკრაინაში გაემგზავრა. ამის შემდეგ ისინი შეძლებენ გადაწყვიტონ, რამდენ ხანს დარჩებიან პოლონეთში. სპორტსმენის თქმით, ის მზადაა დაბრუნდეს ბელარუსში, თუკი დარწმუნებული იქნება, რომ იქ საფრთხე არ დაემუქრება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაგა ჩხეიძე ქართველ კინემატოგრაფისტებს მოუწოდებს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერისკენ

უსაფუძვლოსა და არაარგუმენტირებულს უწოდებს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე კინოცენტრის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას. ჩხეიძე განცხადებაში, რომელსაც კინოცენტრი ავრცელებს, მიუთითებს, რომ საუბრობენ მის გაუქმებაზე ან რეორგანიზაციაზე. „ამ ბოლო დროს მასმედიის საშუალებებში აქა-იქ გაისმა კრიტიკა, თითქოს კინოცენტრმა თავისი თავი ამოწურა. კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ მის დადებითი როლს კინოინდუსტრიაში და საუბრობენ მის გაუქმებაზე ან რეორგანიზაციაზე. ყველა ეს ბრალდება სრულიად უსაფუძვლო და არაარგუმენტირებულია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლების შესახებ მედიით შევიტყვეთ

ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლების ფაქტის შეფასებისას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განმარტავენ, რომ საქმეზე მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, უპირველესად დაზარალებულის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, როგორც მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების ორგანოს, განმარტებით მარიანა ჩოლოიანის საქმე იყო ერთ-ერთი რეზონანსული და პრეცედენტული საქმე, რომელზეც სხვადასხვა ეტაპზე მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაიცავი "არარენტაბელური" მემკვიდრეობა - ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად აქცია იმართება

თბილისის ცენტრში მრავალწლიანი შენობის გადასარჩენად, სადაც ხელოვნების მუზეუმი არის, პუშკინის სკვერში აქცია იმართება. ეს უკვე დღეს მეორე აქციაა იმავე მოთხოვნით, თუმცა ეს უფრო ხალხმრავალია. აქციის ორგანიზატორები ითხოვდნენ, რომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, მხოლოდ ვაქცინირებული მოქალაქეები მისულიყვნენ. "ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, მასში დაცული კოლექცია, ქართული კულტურის საგანძურია და მისი ფუნქციის შეცვლა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლუკაშენკამ განკარგულება გასცა, დაიცვან "საზღვრის ყოველი მეტრი"

ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ძალოვან უწყებებს უბრძანა, გააძლიერონ მუშაობა სახელმწიფო საზღვრის დასაცავად. ამის შესახებ იტყობინება საინფორმაციო სააგენტო BelTA. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მიგრაციასთან დაკავშირებული კრიზისის გამო. „დღეიდან ბელარუსის ტერიტორიაზე მეზობელი ქვეყნიდან - გნებავთ სამხრეთიდან, გნებავთ დასავლეთიდან - არავინ უნდა შემოდგას ფეხი... ჩაკეტეთ საზღვრის ყოველი მეტრი. ტყუილად არ ჩავდეთ კოლოსალური სახსრები სასაზღვრო ჯარებში, საერთოდ ჩვენს ძალოვან სტრუქტურებში. ჩვენმა ხალხმა მშვიდად უნდა იგრძნოს თავი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წარწერების გაკეთების გამო პროკურატურასთან "დროას" წევრი დააკავეს

პროკურატურასთან წარწერების გაკეთების გამო მთავარ პროკურატურასთან სამოქალაქო მოძრაობა "დროას" წევრი, შუშანა მაცაბერიძე დააკავეს. რას მუხლებით დააკავეს ის, უცნობია. მაცაბერიძე და სხვა აქტივისტები იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის შენობებთან მივიდნენ და გზაზე "ამ სისტემის დედაც" წარწერებს ტოვებდნენ. ასე აპროტესტებდნენ მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებას, რომელიც 15 წლის გარდაცვლილი ლუკა სირაძის გამოძიების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის პატიმრობაში იყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საიას შეფასებით, მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლება უსამართლობის განცდას აჩენს

ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებულის, პოლიციის ყოფილი თანამშრომლის მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებას კრიტიკულად აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. „იმ პირობებში, როდესაც პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გამოყენება საქართველოში როგორც წესი, დაუსაბუთებლად, ინდივიდუალური გარემოებების მხედველობაში მიუღებლად, გაჭიანურებულად მიმდინარეობს, უსამართლობის განცდას აჩენს და სამართლიან კრიტიკას იწვევს მარიანა ჩოლოიანის სწორედ ამ მექანიზმის გამოყენებით სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება", - აცხადებს საია. Читать дальше...


Двенадцать стартапов получили 19,5 млн руб на U-NOVUS 2024 в Томске

МК: первый муж Заворотнюк Шварцкопф не приедет проститься с артисткой

Товарооборот России и Таджикистана за 4 месяца вырос на 24%

Воздушный жар: москвичей ожидают очень теплые выходные



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Администрация Лобни усилила контроль за управляющими компаниями

Студентка из Щелкова стала победителем конференции «Сохраним историю»

Белорусские синхронистки выиграли серебро и бронзу в соревнованиях дуэтов на турнире в Москве

Воробьев: 11,5 тыс человек обратились в филиал «Защитники Отечества» за год

Музыкальные новости

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Спортсмены Улан-Удэнского ЛВРЗ стали победителями региональной спартакиады

Собянин анонсировал большую летнюю спортивную программу

Сотрудники Росгвардии задержали устроившего стрельбу с балкона мужчину в Подмосковье 

Новости России

Столичные производители представляют новые ...

Воздушный жар: москвичей ожидают очень теплые выходные

21-летняя девушка получила травмы в аварии в Смоленской области

МК: первый муж Заворотнюк Шварцкопф не приедет проститься с артисткой

Экология в России и мире

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Eleganzza весна-лето 2024

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Спорт в России и мире

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Moscow.media

Лучший HR-бренд – «Грузовичкоф»

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Одна ночь на Вуоксе

В Нижнем Тагиле будут судить бандитов, расстрелявших главаря конкурирующей ОПГ







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *