Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2021

Новости за 18.08.2021

Radiotavisupleba.ge 

6 კვირა არჩევნებამდე და გაურკვევლობა პოლიტიკურ ძალებში - რა არ უნდა გამოგრჩეს 19 აგვისტოს

რაც ჩანს და არ ჩანს - პოლიტიკური სქემები არჩევნებისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. ბევრ რამეში გარკვევა ამომრჩევლის გარდა თავად პოლიტიკურ ძალებსაც უწევთ. ოპოზიციის დიდ ნაწილს ერთი მიზანი აქვს - ვერ მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“ 43%-ზე მეტი და შემდეგ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. თუმცა „ქართულ ოცნებას“ სულაც არ თვლის, რომ მის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია „შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებული 43%-იანი დათქმა. ამ შეთანხმებას „ქართულმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ თამარ კაპანაძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ პროცესზე ზურაბ ზვიადაურის ინტერესების დამცველებმა გირაოს (50 000 ლარი) შუამდგლომლობა დააყენეს. პროკურატურა ზვიადაურის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას არ დაეთანხმა იმ არგუმენტით, რომ თუ ის გათაივსუფლდებოდა, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის საფრთხე. ზვიადაურს ასევე თავდებში დაუდგნენ სპორტსმენები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ილია მეორე მღვდლებს აძლევს კურთხევას კოვიდით დაავადებულთათვის გადაიხადონ საჯანმრთელო პარაკლისი

ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიმართვას აქვეყნებს. ის განსაკუთრებით ულოცავს COVID - 19-ით ინფიცირებულებს და სასულიერო პირებს კურთხევას აძლევს საჯანმრთელო პარაკლისი გადაიხადონ. „ეს უდიდესი ზეიმი განსაკუთრებით მინდა მივულოცო პანდემიის გამო უძლურებაში მყოფ ჩვენს დებსა და ძმებს და, საერთოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ჩვენს სულიერ შვილებს. არ შეგეშინდეთ, არ დაბრკოლდეთ, ღმერთის იმედი გქონდეთ და, პირველ რიგში, დახმარება მას სთხოვეთ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რაც ჩანს და არ ჩანს - პოლიტიკური სქემები არჩევნებისთვის

არჩევნებამდე 6 კვირა რჩება და ამ დროში, 2 ოქტომბრამდე, ამომრჩევლებთან ერთად, ბევრ რამეში გარკვევა თავად პოლიტიკურ ძალებსაც უწევთ.

Radiotavisupleba.ge 

თელავში ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესი იწყება

წუთი-წუთზე სხდომა უნდა დაიწყო თელავის რაიონულ სასამართლოში, სადაც მოსამართლე თამარ კაპანაძე ოლიმპიური ჩემპიონისთვის, ზურაბ ზვიადაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. როგორც წინასწარ იყო დაანონსებული, სასამართლო სხდომა 19 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესის გადმოწევა ზვიადაურის ადვოკატებმა მოითხოვეს, რაზეც თანხმობა მიიღეს. ერთ-ერთი ადვოკატი კახა ცნობილაძე ამბობს, რომ დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავენ ზვიადაურისთვის გირაოს შეფარდების, ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„20 კილომეტრს ფეხით გავდივარ“ - რატომ ძვირდება ტაქსი მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვიჭირს?  

მას შემდეგ, რაც თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა , ტაქსების ფასები განუხრელად იზრდება. მას, ვისაც ქალაქში მოძრაობა ყოველდღიურად უწევს, ამბობს, რომ ახლა მგზავრობაში ჩვეულებრივზე 2-3-ჯერ მეტს ხარჯავს. ირმა ნაძალადევის მეტროსთან ცხოვრობს. ყველაზე ხშირად სწორედ მეტროთი დადიოდა, მაგრამ ახლა იძულებულია ტაქსი გააჩეროს. თან მისი მარშრუტი მხოლოდ „სამსახური-სახლი“ არ არის. იმის გამო, რომ  დღეში რამდენიმე ადგილას სჭირდება მისვლა საგრძნობლად ბევრს ხარჯავს. „ბეჟანიშვილის ქუჩიდან სადგურამდე 8 ლარი გამომართვა ტაქსიმ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა პარტია „საქართველოსთვის" მხარდამჭერს აკაკი ბართაიას

პარტია „საქართველოსთვის" მხარდამჭერს აკაკი ბართაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გიორგი გახარიას პარტია ბართაიას დაკავებას პოლიტიკური დევნას უკავშირებს. „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლი აკაკი ბართაია, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთი დაზარალებულია, ამჯერად ქართული ოცნების მსხვერპლი გახდა, მას იარაღი ჩაუდეს", - ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში. გახარიას პარტიის განცხადებას გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვილნიუსი აპროტესტებს ბელარუსი ოფიცრების მიერ საზღვრის უკანონოდ გადალახვას

ლიეტუვამ მინსკს გაუგზავნა დიპლომატიური ნოტა, რომელშიც მკაცრად აპროტესტებს ლიეტუვის საზღვრის დარღვევას ბელარუსი ოფიცრების მხრიდან.  ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 18 აგვისტოს "პროვოკაცია" უწოდა ერთი დღით ადრე მომხდარ ამ ინციდენტს. "ბელარუსს შევატყობინეთ, რომ ინციდენტი აღრიცხულია და ჩვენ ის ძალიან გვაშფოთებს, რადგან მას მივიჩნევთ კიდევ ერთ პროვოკაციად, ისედაც დაძაბული სიტუაციის ესკალაციად" - ამბობს ლანდსბერგისი. მისი თქმით, ლიეტუვამ - რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთიდან გაქცეული პრეზიდენტი ღანი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მიიღო

თალიბანის მიერ ქაბულის დაპყრობის შემდეგ ავღანეთიდან გაქცეული პრეზიდენტი აშრაფ ღანი მიიღო არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობამ, - იუწყება ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო 18 აგვისტოს. სამინისტროს განცხადების თანახმად, უწყებას შეუძლია დაადასტუროს, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ღანი და მისი ოჯახის წევრები მიიღო ჰუმანიტარული მოსაზრებების საფუძველზე. აშრაფ ღანიმ ავღანეთი დატოვა 15 აგვისტოს, როცა თალიბანის წარმომადგენლებმა ქაბულს ჯერ ალყა შემოარტყეს და შემდეგ მასში შევიდნენ, არმიისა და პოლიციისგან წინააღმდეგობის გარეშე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რეპრესიებს გამოქცეულები - გასცემს საქართველო ბელარუს დისიდენტებს?

ჯერ კიდევ უსაფრთხოდ არიან, მაგრამ არავინ იცის რამდენი ხნით. საქართველოში გამოქცეული ბელარუსი ჟურნალისტები შიშობენ - შეთანხმება სუს-სა და ლუკაშენკას სპეცსამსახურებს შორის მათთვის შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს.

Radiotavisupleba.ge 

ტალახაძე და ბექაური ზურაბ ზვიადაურს თავდებად უდგებიან - ადვოკატი

ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა ტალახაძემ სურვილი გამოთქვეს, თავდებად დაუდგნენ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ზვიადაურის ერთ-ერთმა ადვოკატმა კახა ცნობილაძემ განუცხადა. „მათ ამ ეტაპზე სურვილი გამოთქვეს, რომ ზვიადაურს დაეხმარონ და თავდებში ჩაუდგნენ. ახლა ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამას სამართლებრივი ფორმა მივცეთ. ჩვენ 19 აგვისტოს, დილით მივმართავთ სასამართლოს და მოვითხოვთ ან გირაოთი გათავისუფლებას, ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას“, - ამბობს ადვოკატი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვერ გაექცევი

ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტს უთქვამს რამდენიმე წლის წინ, ჩემმა ბიჭმა რატომ უნდა იბრძოლოს ავღანელი ქალების უფლებებისთვისო. ეს რაციონალურადაც გასაგებია და ბუნებრივია ადამიანურადაც. მაგრამ მაინც ძველი კაცის ნათქვამია. არა ამ ეპოქის. რადგან, აბა, რისთვის უნდა იბრძოლო დღეს, თუ არა უფლებებისთვის? რომელ პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ, ტაქტიკურ ან სტრატეგიულ გამოსავალზე შეიძლება დღეს ილაპარაკო, თუკი ამ ბრძოლაში წააგებ? თუკი მოძალადეს "ცხრა მთას იქით" შეატოვებ ჩაგრულს, სადღაც იქ კი არ იწვნევ მარცხს, არამედ სახლში და საკუთარ ქვეყანაშიც წააგებ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანი ადასტურებს IAEA-ის ცნობას, რომ მან უფრო ინტენსიურად დაიწყო ურანის მაღალ დონეზე გამდიდრება

ირანმა დაადასტურა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ანგარიშის დასკვნა, რომ ქვეყანამ უფრო ინტენსიური გახადა იარაღის დონის შესაბამისი ურანის გამდიდრება და ის 60 პროცენტამდე აიყვანა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, საიდ ხატიბზადემ 18 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არის პასუხი საერთაშორისო ატომური ხელშეკრულების განუხორციელებლობასა და აშშ-ის მხრიდან ირანისთვის სანქციების აღდგენაზე. როგორც კი დაინერგება 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, ატომური იარაღის გაუვრცელებლობის (NPT)... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტის მკვლელობის პროცესზე მალტის პროკურატურა ბიზნესმენისთვის მოითხოვს სამუდამო პატიმრობას

მალტის გენერალურმა პროკურორმა ოფიციალურად დასდო ბრალი ბიზნესმენ იორგენ ფენეკს, რომ ის იდგა ჟურნალისტ დაფნეი კარუანა გალიციას მკვლელობის უკან ოთხი წლის წინ. სასამართლო პროცესის თარიღი ჯერ დანიშნული არ არის. გენერალური პროკურორი ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს. კარუანა გალიცია დაიღუპა მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად, 2017 წლის 26 ოქტომბერს, როცა თავის სახლს ტოვებდა. მკვლელობამ თავზარი დასცა ევროპას და წამოჭრა შეკითხვები ევროკავშირის ამ ყველაზე პატარა წევრ სახელმწიფოში კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარტიის „საქართველოსთვის“ განცხადებით, მის მხარდამჭერ აკაკი ბართაიას „იარაღი ჩაუდეს“ 

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერის აკაკი ბართაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. პარტიის „საქართველოსთვის" მხარდამჭერის აკაკი ბართაიას დაკავებას გიორგი გახარიას გუნდი პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს. „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლი აკაკი ბართაია, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთი დაზარალებულია, ამჯერად ქართული ოცნების მსხვერპლი გახდა, მას იარაღი ჩაუდეს", - ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში. როგორც გიორგი გახარიას პარტია აცხადებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთიდან ძალადობის შესახებ ცნობების ფონზე საერთაშორისო ძალები თალიბანის მიზნებზე მსჯელობენ

ქაბულში 18 აგვისტოს სროლის ხმა ისმოდა, ავღანეთის აღმოსავლეთში თალიბანის წევრებმა ძალადობრივად დაშალეს საპროტესტო აქცია. ამ ცნობების ფონზე, საერთაშორისო ძალები აცხადებენ, რომ თალიბანის ყველა ნაბიჯს აკვირდებიან საიმისოდ, რომ დადგინდეს, შეასრულებს თუ არა ჯგუფი პირობას, რომ ადამიანის უფლებების უგულებელყოფის პრაქტიკა წარსულს ჩააბარა. 18 აგვისტოს ასობით ავღანელმა დატოვა ქვეყანა თვითმფრინავებით, ბრიტანეთის სამხედროებმა უხელმძღვანელეს მასობრივ ევაკუაციის პროცესს იმ ხალხისა, რომელთაგან ბევრი აშშ-ის ხელმძღვანელობით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თუ სწავლა ისევ ონლაინ დაიწყო: მშობლები და ბავშვები ზღვარზე

პანდემიის დასაწყისში, 10 წლის გიორგი ბარბაქაძის დედა, დიანა ანფიმიადი ფეისბუკზე სხვა დედებსაც აქტიურად აძლევდა რჩევებს, თუ როგორ უნდა გაეხალისებინათ საკუთარი შვილებისათვის ჩაკეტილობის დღეები. ათას რამეს იგონებდა, როგორ დაეინტერესებინათ ბავშვები სწავლის პროცესით ისე, რომ "ეკრანის სკოლის" მიღმა მიმდინარე გაკვეთილებისათვის თვალი ედევნებინათ და სასწავლო პროცესს არ ჩამორჩენოდნენ. მაგრამ გავიდა ერთი წელი და ძალები ამოიწურა. წინ ისევ იმის მოლოდინია, რომ ძველებურად აღარაფერი იქნება, არც სკოლა იქნება ისეთი, როგორიც იყო და არც გიორგი დათმობს შინყოფნას.

Radiotavisupleba.ge 

შევსებული ვაკანსიები და მაინც საკადრო დეფიციტი დე ფაქტო ჯანდაცვაში

ოსური მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ დანიშნულმა ე.წ ჯანდაცვის მინისტრმა ომი გამოუცხადა თანამდებობების შემთავსებლებს, იმ ადამიანებს, ვინც ერთბაშად რამდენიმე პოზიციაზე მუშაობს.

Radiotavisupleba.ge 

როგორ (ვერ) გადავიტანეთ „აგვისტოს პუტჩი“

30 წელი გავიდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობიდან, რომელიც ისტორიაში შევიდა „აგვისტოს პუტჩის“ სახელით. 1991 წლის 18 აგვისტოს, ფოროსის აგარაკზე ბლოკირებული საბჭოთა კავშირის (სსრკ) პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი თანამდებობიდან გადაყენებულად გამოაცხადა ე.წ. საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტმა - ГКЧП-მ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სსრკ-ს ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელები. პუტჩის ორგანიზატორებმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID-19-ით გარდაცვლილ 7 თვის ორსულს ამავე ვირუსით მამაც დაეღუპა

თბილისში, ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში კორონავირუსით გარდაცვლილი 7 თვის ორსული, 31 წლის თეონა აბაშიძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში რამდენიმე საათის წინ გადაასვენეს. მას ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მას ჰერეთისკარში ხვალ დაკრძალავენ. რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსის მძიმე ფორმით გარდაიცვალა თეონას მამა, 58 წლის ჯემალ აბაშიძეც. ის წლების განმავლობაში სოფლის გამგებელი იყო, შემდეგ კი პედაგოგად მუშაობდა. ჯემალ აბაშიძე, კვირას, 15 აგვისტოს დაკრძალეს. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრალი წარუდგინეს ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს

ოლიმპიურ ჩემპიონსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება ზვიადაურს, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავება. სამართალდამცავი უწყების ვერსიით, 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ახმეტის მკვიდრმა, ვასილ ცოცხალაშვილმა, იქვე მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპი გამოდის მოწოდებით ვაქცინაციისკენ, როგორც "სიყვარულის აქტისკენ"

რომის პაპმა, ფრანცისკემ 18 აგვისტოს ხალხს მოუწოდა, აიცრან COVID-19-ის წინააღმდეგ და თქვა, რომ ისინი ამით პანდემიის დასასრულის იმედს გააჩენენ. "მადლობა ღმერთს და ბევრის მიერ ჩატარებულ სამუშაოს, ახლა გვაქვს ვაქცინები, რომლებიც COVID-19-ისგან გვიცავს", - ამბობს 1,2 მილიარდი კათოლიკე ქრისტიანის წინამძღოლი ვიდეომიმართვაში, რომელიც ჩაიწერა აშშ-ის ჯგუფის, Ad Council-ის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოალიციის, COVID Collaborative-ის მეშვეობით. "ვაქცინაცია არის მარტივი, მაგრამ მძლავრი გზა საერთო სიკეთის ხელშეწყობისთვის და ერთმანეთზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამირან გამყრელიძის ვარაუდით, 12 წლიდან მოზარდების აცრა შემოდგომიდან დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ძლიერი მარეგულირებლების რეკომენდაციის შემდეგ შეძლებს საქართველო 12 წელზე ზემოთ ასაკის მოზარდების აცრას. მისი ვარაუდით, ეს შემოდგომაზე იქნება შესაძლებელი. „ვადასტურებ, რომ ეს მსჯელობა მიმდინარეობს, როგორც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტში, ისე საკოორდინაციო საბჭოზე. ჩვენ ამ თვალსაზრისით ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, სადაც იგივე იხილება. ბევრმა ქვეყანამ აცრა დაიწყო თავისი მარეგულირებლების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯონსონი: მსოფლიო თვალყურს ადევნებს, რამდენად დაემთხვევა თალიბანის ნაბიჯები მათ სიტყვებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, მსოფლიო თვალყურს ადევნებს, რამდენად დაემთხვევა თალიბანის ნაბიჯები მათ სიტყვებს - მას შემდეგ, რაც თალიბანმა განაცხადა, რომ შურს არ იძიებს ოპონენტებზე, პატივს სცემს ქალების უფლებებს და ავღანეთს ამჯერად ორი ათწლეულის წინანდელი მმართველობისგან "განსხვავებულად" მართავს. "ამ რეჟიმს შევაფასებთ მის მიერ გაკეთებული არჩევანით და მისი ნაბიჯებით, სიტყვების ნაცვლად - ტერორიზმთან, დანაშაულსა და ნარკოტიკებთან მისი დამოკიდებულებით, ისევე, როგორც ჰუმანიტარული... Читать дальше...


Платформа Bazos Market: продвигайте свои товары и услуги через ведущую торговую площадку России.

SHOT: Даня Милохин планирует вернуться в Москву летом

Правление Газпрома рассмотрело ход работ по газоснабжению и газификации субъектов РФ в 2024 г.

Дума предложили дать многодетным право бесплатного проезда по платным дорогам



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Москвичам рассказали о летней программе кинотеатра на ВДНХ

Троллейбусы Химок обновили к началу летнего сезона

В Химках провели международный форум «Россия-Китай»

Показательные соревнования по сап-поло пройдут в выходные на Гольяновском пруду

Музыкальные новости

Чемпионская ночь! В Оренбурге «Кама» в рамках командного боксерского турнира «Кубок Победы» разгромила «Сталинград» – 5:0

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Заявление Союза армян России

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Новости России

Врач: в Москве вскоре начнется второй пик аллергического сезона

Правление Газпрома рассмотрело ход работ по газоснабжению и газификации субъектов РФ в 2024 г.

Дума предложили дать многодетным право бесплатного проезда по платным дорогам

Свыше 550 учащихся Подмосковья стали победителями чемпионата «Абилимпикс»

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Россиянам озвучили цены на отдых в Крыму, которые приятно удивили

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Спорт в России и мире

Лишь две теннисистки моложе Свёнтек выигрывали 16 матчей подряд на «Ролан Гаррос»

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

Губернатор ХМАО Комарова объявила, что уходит в отставку

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Лето в урочище Кокоря

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *