Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2021

Новости за 16.08.2021

Radiotavisupleba.ge 

ქაბულში ჩარჩენილები - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 აგვისტოს

ვითარება ავღანეთში - ბაიდენმა ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება დაიცვა ავღანეთში თალიბანის გაბატონების შემდეგ შვებულება შეწყვიტა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდანმა და წუხელ განცხადება გააკეთა ბოლო დღეების მოვლენებზე. ბაიდენმა დაიცვა ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება. მისი თქით ვაშინგტონის მისია ავღანეთში ყოველთვის იყო ორიენტირებული ტერორიზმის დამარცხებაზე და არა "ქვეყნის აშენებაზე". "ბოლო კვირის მოვლენებმა დაადასტურა, რომ აშშ-სი სამხედრო ჩარევის დასრულება ავღანეთში ახლა სწორი გადაწყვეტილება იყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტოკიოს პოლიციამ დააკავა პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური

ავტორი: „ამერიკის ხმა"  რიოს 2016 წლის პარაოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ახმეტელი პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური, ტოკიოს პარაოლიმპოიადის გახსნამდე, 8 დღით ადრე, იაპონიაში, სასტუმროს დაცვის თანამშრომლის ცემის ბრალდებით დააპატიმრეს. იაპონური მედიის ცნობით, 34 წლის ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, 63 წლის დაცვის თანამშრომელს სცემა და ნეკნი გაუტეხა. ჩხუბი სასტუმროში მას შემდეგ მოხდა, რაც სასტუმროს დაცვამ გოგოჭურს და სხვა ქართველ პარაოლიმპიელებს არაერთხელ მოუწოდა არ ეხმაურათ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაიდენი იცავს ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილებას, ქაოსის მიუხედავად

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 16 აგვისტოს აცხადებს, რომ ავღანეთიდან გავრცელებული კადრები შემაძრწუნებელია და თალიბანის მიერ ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების პროცესთან დაკავშირებული მოვლენები მოულოდნელი სისწრაფით განვითარდა - თუმცა ის იცავს ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანის გადაწყვეტილებას, და აცხადებს, რომ ვაშინგტონმა ავღანეთის არმიას "ყველა შესაძლებლობა" შეუქმნა თალიბანის საწინააღმდეგოდ.  ეს ბაიდენის პირველი საჯარო გამოსვლაა მას შემდეგ, რაც ავღანეთზე კონტროლი თალიბანმა დაამყარა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამცრელი პუნქტების მიმართულებით ახალი რეისები დაემატა

თბილისის მერიის ცნობით, 16 აგვისტოდან ოთხ სექტემბრამდე, მოქალაქეებს ამცრელ პუნქტებთან მისასვლელად სპეციალური ტრანსპორტი დამატებით რამდენიმე მისამართზე მოემსახურება.  ავტობუსი მოქალაქეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცის (კოსტავას 77) მიმართულებით, გლდანის VII-VIII მ/რაიონის შემაერთებელი გზიდან (პაიჭაძის ქ. პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორია), 10:00-დან 20:00-მდე გადაიყვანს.  შპს „გაგუას კლინიკის“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) მიმართულებით, მგზავრებს 09:00-20:30 საათების განმავლობაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ხელმძღვანელი უშიშროების საბჭოს სთხოვს ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვას, თალიბანის მიერ ავღანეთის დაპყრობის ფონზე

გაეროს ხელმძღვანელმა, ანტონიო გუტერეშმა ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მოუწოდა მის განკარგულებაში არსებული "ყველა საშუალება" გამოიყენოს საიმისოდ, რომ ავღანეთში ადამიანის უფლებები დაცული იყოს, ქვეყანაზე თალიბანის მიერ კონტროლის დამყარების ფონზე.  თალიბანის მიერ ქაბულის უეცრად ხელში ჩაგდებამ, მას შემდეგ, რაც ჯგუფმა სწრაფად დაიპყრო ტერიტორიები ქვეყნის მასშტაბით, აღძრა შიში, რომ თალიბანი მოშლის თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის სფეროში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვინ არის მოლა ბარადარი - ყველაზე ცნობილი თალიბი?

აბდულ ღანი ბარადარი, რომელსაც მოლა ბარადარს უწოდებენ, თალიბანის ერთ-ერთი დამაარსებელი და გასამხედროებული ისლამისტური დაჯგუფების ყველაზე მაღალი რანგის ლიდერია. როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მიერ ავღანეთზე კონტროლის დაწესების შემდეგ სწორედ მის ხელში იქნება ქვეყნის მართვის მთავარი სადავეები. ბარადარი - თალიბანის ყველაზე უფრო საჯარო სახე - ხელმძღვანელობდა თალიბების ჯგუფს, რომელმაც 2020 წლის თებერვალში აშშ-სთან ხელი მოაწერა საკვანძო მნიშვნელობის შეთანხმებას ავღანეთში 20-წლიანი ომის დასრულების თაობაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავტომანქანაში ჩაცხრილეს ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა

კახეთში ავტომანქანაში მოკლული სამი ადამიანიდან ერთ-ერთი, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არის ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა. სოფელ წინანდლიდან რამდენიმე კილომეტრში ჩაცხრილული პირები თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა ხათუნა ჭონიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, კლინიკაში შეყვანისას სამივე უკვე გარდაცვლილი იყო. ამავე ინციდენტის მონაწილე კიდევ ორი პირი დაჭრილია და კლინიკაშია გადაყვანილი. „ორი მამაკაცი თვითდინებით შემოვიდა. მათ სავარაუდოდ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქაბულის აეროპორტში ევაკუაცია შეწყდა, ადამიანების დაღუპვის და ქაოსის ფონზე

შვიდი ადამიანის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ცნობა ქაბულის აეროპორტიდან, რომელსაც ათასობით ავღანელი მიაწყდა, ქვეყანაში თალიბანის მიერ კონტროლის დამყარების შემდეგ ქვეყნის დატოვების სურვილით. ქვეყანას ტოვებს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია, რომელიც ავღანეთში თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში იმყოფებოდა.  ვაშინგტონში ელიან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამოსვლას ავღანეთში განვითარებული პროცესების შესახებ. პენტაგონმა 16 აგვისტოს გამოაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროებმა ორი ადამიანი მოკლეს, მას შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახეთში ავტომანქანაში სამი ადამიანი ჩაცხრილეს

სოფელ წინანდლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ავტომანქანაში სამი ადამიანი ჩაცხრილეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავტომანქანას უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. გარდაცვლილია სამი ადამიანი. ისინი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა ხათუნა ჭონიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა,  კლინიკაში შეყვანისას სამივე უკვე გარდაცვლილი იყო. „თვითდინებით შემოიყვანეს. სასწრაფო არ ყოფილა. არ მომხდარა მათი იდენტიფიცირება, რადგან არანაირი დოკუმენტი არ ყოფილა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საჭიროების შემთხვევაში „დელტას“ ბაზაზე საწოლებს დაამზადებენ - თავდაცვის სამინისტრო COVID-თან ბრძოლაში ჩაერთო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის ეფექტიანად განხორციელების პროცესში თავდაცვის ძალები უკვე ჩაერთო. თავდაცვის უწყებამ შექმნა მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც შესაბამისი საჭიროების მიხედვით ჩაერთვებიან პროცესებში. ისინი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ, ვაქცინაციის პროცესი ხელმისაწვდომი გახადონ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არსებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში ყოფნის მიზანი ალ-ყაიდის დასუსტება და ბინ ლადენის ელიმინაცია იყო, რაც ასე თუ ისე მოხდა - ნოდარ ხარშილაძე

ავღანეთში ჯარების შეყვანის მიზანი ალ-ყაიდის დასუსტება და ოსამა ბინ ლადენის ელიმინაცია იყო, რაც ასე თუ ისე ამერიკამ მოახერხა, მიიჩნევს ნოდარ ხარშილაძე, „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ხარშილაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დასავლეთმა თავისი თავდაპირველი მიზანი შეცვალა და ავღანეთისგან სახელმწიფოს შექმნა გადაწყვიტა, რაც არასწორი იყო, „იმიტომ, რომ ეს შეუსრულებელი მიზანი აღმოჩნდა“. „მაგ რეგიონში ადამიანის უფლებებზე ამერიკა აქამდე ნაკლებად დარდობდა. არ დაგვავიწყდეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„სიცოცხლე სიცოცხლის წილ“ - როგორ გადაარჩინეს ქართველმა და ოსმა ერთმანეთი სიკვდილს

ეს არის ოსი და ქართველი ბიჭის მეგობრობის ისტორია, რომლებმაც ერთმანეთი სიკვდილისგან იხსნეს. „პირველად ტყვია რომ გავისროლე, თან პირჯვარი გადავისახე, ნეტა არავის მოხვდეს-მეთქი, მაგრამ ადამიანი თანდათან ეჩვევა ყველაფერს. ყველა ომში და კონფლიქტში ვმონაწილეობდი. ვგრძნობდი, რომ სიკვდილი მუდამ გვერდით დამდევდა, მთელი ჩემი ახალგაზრდობა ხელგადახვეული ვიარე სიკვდილთან, ხან ისე გავთამამდებოდი, თვალებშიც კი ჩამხედავდა, მაგრამ მაინც არ მიმეტებდა. ხოდა ასე გათამემებულს სიკვდილის აღარ მეშინოდა“, - მეუბნება ვეფხო და მთანხმდება, თავისი ამბავი მიამბოს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გორის მუნიციპალიტეტში აცრის ჩატარება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეიძლება

რეგისტრაციის გარეშე აცრის კაბინეტები უკვე მოქმედებს გორის მუნიციპალიტეტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ლოკაციაზე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე აცრის ჩატარება, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარი გიუნაშვილმა განაცხადა. „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც განთავსებულია ვაქცინაციის პუნქტები, უკვე შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრის ჩატარება. ეს ეხება როგორც საავადმყოფოების ვაქცინაციის კაბინეტებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უზბეკეთი აცხადებს, რომ თავის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდო ავღანეთის საბრძოლო თვითმფრინავი

უზბეკეთის განცხადებით, მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს ავღანეთის სამხედრო თვითმფრინავი, მას შემდეგ, რაც ხომალდი უკანონოდ შევიდა შუა აზიის ამ სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში.   უზბეკეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ თავდაცვითმა ძალებმა წინა დღეს აღკვეთეს "უზბეკეთის საჰაერო საზღვრებში ავღანეთიდან სამხედრო თვითმფრინავის უკანონო შეჭრა", შერობოდის ოლქში.   სამინისტროს თანახმად, ციცხალი გადარჩა ორი ავღანელი პილოტი, რომლებიც საავადმყოფოში არიან და მათი მდგომარეობა მძიმეა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პოლიტიკა კრიტიკის სამიზნეა, ავღანეთში თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების ფონზე

თალიბანის მებრძოლების მიერ ქაბულის სწრაფად ხელში ჩაგდებამ - მას შემდეგ, რაც მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკავეს ტერიტორიები - გამოიწვია ავღანეთში აშშ-ის მიერ გატარებული პოლიტიკის მწვავე კრიტიკა. კრიტიკოსების თქმით, ვაშინგტონმა, მილიარდობით დოლარის დახარჯვის და ორი ათწლეულის განმავლობაში სამხედრო დახმარების გაწევის მიუხედავად, ვერ შეძლო ავღანეთში შეექმნა დემოკრატიული ხელისუფლება, რომელიც მეამბოხეების მოგერიებას მოახერხებდა. აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ჯერ არ გაუვრცელებია განცხადება 15 აგვისტოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საკონტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ქუთაისის შემდეგ თბილისში გაგრძელდება

დღეს, 16 აგვისტოს ქუთაისიდან დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა. საორგანიზაციო კომისიის შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ცვლილებები განიხილეს საპარლამენტო უმრავლესობისა და იმ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც პროექტის ინიცირებას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან გაერთიანება „მოქალაქეები“, „გირჩი“, „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი, ფრიდონ ინჯია , „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბელარუს აქტივისტს, სტსიაპან ლატიპაუს რვა-ნახევარი წლით მიუსაჯეს პატიმრობა

მინსკის სასამართლომ რვა-ნახევარი წლით კოლონიაში პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა 41 წლის აქტივისტს, სტსიაპან ლატიპაუს, - იუწყება უფლებადამცველი ცენტრი "ვიასნა". ის დამნაშავედ ცნეს განსაკუთრებით მსხვილი მასშტაბის მაქინაციებში, წესრიგის უხეშ დარღვევასა და მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. თავად ლატიპაუ ბრალს არ აღიარებს. ლატიპაუ ხეების მოვლის სპეციალისტია, ის იყო აქტივისტი "ცვლილებების მოედანზე" - მინსკის ჩრდილოეთში მდებარე ადგილზე, სადაც 2020 წლის ზაფხულში იკრიბებოდნენ საპრეზიდენტო არჩევნების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როგორ ითანამშრომლებენ სუს-ი და ბელარუსის КГБ?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კრიტიკოსებს უწყების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. „ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციის პროცესში საერთაშორისო შეთანხმებების გამოყენება წარმოადგენს განსაკუთრებული შეშფოთების საგანს, რადგან შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს”, - ნათქვამია უწყების მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში. რაშია საქმე? საუბარია სუს-სა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის 2016 წლის 5 აგვისტოს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ძალაში 2021 წლის 12 აგვისტოს შევიდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აუდიტი აქვეყნებს დასკვნას ჭიდაობის ფედერაციის საეჭვო ხარჯებზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა − საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის 2017-2019 წლების საქმიანობა. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ფედერაცია რიგ შემთხვევებში მომსახურებას და სხვადასხვა საქონელს ბაზრის კვლევის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით ყიდულობდა. მაგალითად, ფედერაციამ ბიუჯეტიდან გამოყოფილი 7,958,212 ლარიდან, 3,096,497 ლარი გადაიხადა კვლევის გარეშე ბორჯომის, სასტუმრო-სპორტულ კომპლექს „ოლიმპის“ მომსახურებაში. ორი წლის განმავლობაში ზედმეტად გადახდილმა სასტუმრო მომსახურების ღირებულებამ 33,235 ლარი შეადგინა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მალალა იუსაფზაი „ღრმად შეშფოთებულია“ თალიბანის მიერ კონტროლის აღებით

პაკისტანელი აქტივისტი მალალა იუსაფზაი, რომელსაც თალიბებმა თავში ესროლეს ქალებისა და გოგოების განათლების საჯარო ადვოკატირებისთვის, აცხადებს, რომ „სრულიად შოკშია“, ჯგუფის მიერ კონტროლის აღებით ავღანეთში. „სრულიად შოკირებულნი ვუყურებთ, როგორ იღებს კონტროლს თალიბანი ავღანეთში. მე ღრმად ვარ შეშფოთებული ქალების, უმცირესობების და ადამიანის უფლებების დამცველების გამო. გლობალურმა, რეგიონულმა და ადგილობრივმა ძალებმა უნდა მოითხოვონ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა, უზრუნველყონ სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელმა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად საკმარისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ისრაელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად საკმარისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. ეკატერინე ტიკარაძე ასე გამოეხმაურა ჟურნალისტების კითხვას, რატომ ჩაიშალა მედიკამენტის საქართველოში შესაძლო გამოცდის პროცესი. „ეს პრეპარატი არ წარმოადგენდა სანდო პრეპარატს, მათ ვერ წარმოადგინეს საკმარისი დოკუმენტაცია იმისათვის, რომ ჩვენ გვქონოდა საკმარისი საფუძველი ამ პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად და საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ევროპულმა საქართველომ“ 12 საარჩევნო ოლქში დაასახელა მერობის კანდიდატები

გიგა ბოკერიამ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დაასახელა პარტიის მერობის 12 კანდიდატი. როგორც ბოკერია განმარტავს, მათ შორის, ორი კანდიდატი შეირჩა საერთო ოპოზიციური შეთანხმებით. შეთანხმებული კანდიდატები არიან: ხონში - ზურაბ ჯიბუხია თერჯოლაში - ზურაბ ბუცხრიკიძე. პარტიის დანარჩენი კანდიდატები არიან: გორი - ეთერ ჯალაღონია ახალციხე - ზურაბ სადათიერაშვილი ახალქალაქი - არაენ კარაპეტიანი მარნეული - ახმედ იმამკულიევი სამტრედია - ჟუკიანა ფოფხაძე კასპი - აკაკი (კახა) გეჯაძე ამბროლაური - მაია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქაბულის დაცემა — ფოტოებში

სასოწარკვეთილი ხალხი ცდილობს გაიქცეს ავღანეთიდან, მას შემდეგ, რაც 20-წლიანი ომი დასრულდა, თალიბანმა ძალაუფლება დაიბრუნა და კონტროლი დაამყარა დედაქალაქ ქაბულზე.

Radiotavisupleba.ge 

დაუზუსტებელია, რამდენი ადამიანია დასაქმებული საჯარო სექტორში - სახელმწიფო აუდიტი 

საქართველოში საჯარო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია, რომელიც დასაქმებულების 34%-ს ქირაობს, თუმცა დაუზუსტებელია, კონკრეტულად რამდენი ადამიანია დასაქმებული საჯარო სექტორში. ამ მონაცემებს რამდენიმე უწყება - სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საჯარო სამსახურის ბიურო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლის, ამიტომ მონაცემები დასაქმებულთა შესახებ ფრაგმენტულია. ზუსტი მონაცემების არქონამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს მთავრობის მხრიდან ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"აეროპორტიდან 50 წუთის სავალზე ვართ" - ინტერვიუ ავღანეთში მყოფ ქართველთან

თალიბანის მიერ დაპყრობილ ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ელოდებიან.


«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Дизайнер Наталья Душегрея выпустила капсульные коллекции Весна-Лето 2024

Космонавту из Новосибирска Анне Кикиной вручили «Золотую Звезду» Героя России

Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Юлия Миронова стала VIP-участником форума THE TRENDS 2.0

ЗАПИШИ СЕМЕЙНЫЙ РОЛИК — ПОПАДИ В ЭФИР ТЕЛЕКАНАЛА RU.TV

Онколог Марина Шорина: «Раковая опухоль потребляет колоссальное количество энергии из запасов человека»

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»

Музыкальные новости

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Спортсмены Улан-Удэнского ЛВРЗ стали победителями региональной спартакиады

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Белый дом: Байден посетит Францию на годовщину высадки союзников в Нормандии

Новости России

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Международный День защиты детей вместе с LES Art Resort и КидБург

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Экология в России и мире

ONYX отправляется в Большой тур по России

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Глава Реутова проверил содержание территории города

Спорт в России и мире

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Moscow.media

ТСД промышленного класса Saotron RT-T60

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO

Муруджинские озера







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *