Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2021

Новости за 07.08.2021

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვა 300 ევროს დაჰპირდა უკანონო მიგრანტებს ქვეყნიდან წასვლის თანხმობის სანაცვლოდ

ლიეტუვის ხელისუფება 300 ევროს გადახდას ჰპირდება ქვეყანაში მყოფ არალეგალ მიგრანტებს, თუ ისინი ქვეყნიდან გამგზავრებას დათანხმდებიან. ამის შესახებ რადიოსადგურ LRT-ს განუცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფროსმა, ეველინა გუდზინსკაიტემ, რომელმაც განმარტა, რომ მიგრანტები დაპირებულ თანხას ნაღდი ფულის სახით მიიღებენ ლიეტუვიდან მიმავალ თვითმფრინავზე ასვლის შემდეგ. თანხის მოთხოვნა მიგრანტს შეეძლება ერთხელ. მაგრამ თუ პირი განმეორებით მოხვდება ლიეტუვის ტერიტორიაზე, მას კომპენსაციის მიღების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯო ბაიდენმა ჰონგ-კონგიდან დევნილებს აშშ-ში „განუსაზღვრელი ვადით“ დარჩენის უფლება მისცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ხელი მოაწერა მემორანდუმს ჰონგ-კონგის იმ მცხოვრებთა დახმარების შესახებ, რომლებიც ჩინეთის ხელისუფლების დევნას გაექცნენ. დოკუმენტის თანახმად, ვადაგასული ვიზების მფლობელი ჰონგ-კონგის მოქალაქეები აშშ-ში დარჩენას შეძლებენ კიდევ წელიწადნახევრით, ვადის შემდგომი გაგრძელების უფლებით. ამ ნაბიჯის კომენტირებისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთი დაადანაშაულა „ჰონგ-კონგის თავისუფლებისა და მათი მოქალაქეები უფლებების შელახვაში“. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ბედს შეუმსუბუქებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თალიბანმა ავღანეთის პროვინციის კიდევ ერთი დედაქალაქი დაიპყრო

ექსტრემისტულმა დაჯგუფება თალიბანმა 7 აგვისტოს ავღანეთის პროვინციის კიდევ ერთი დედაქალაქი, ქალაქი შებერღანი დაიპყრო მას შემდეგ, რაც წინა დღით თალიბებმა ნიმროზის პროვინციის დედაქალაქ ზარანჯზე დაამყარეს კონტროლი. ინფორმაცია შებერღანის დაკარგვის შესახებ რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს პროვინცია ჯაუზჯანის პოლიციის მაღალი რანგის თანამშრომელმა დაუდასტურა. წყაროს ცნობით, ავღანეთის უსფართხოების ძალებმა ქალაქ შებერღანიდან აეროპორტის მიმართულებით დაიხიეს უკან. ვრცელდება ინფორმაციები სამთავრობო ჯარებსა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერგნეთის ოკუპაციის მუზეუმში ომის ფოტოების გამოფენა მოეწყო

ერგნეთში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, აგვისტოს ომის მუზეუმის ეზოში ომის ფოტოები მუზეუმის დამფუძნებელმა ლია ჩლაჩიძემ გამოფინა. მან გაიხსენა 2008 წლის 7 აგვისტო, როდესაც რუსეთის ავიაციამ სოფლის დაბომბვა დაიწყო. მისი თქმით, უმძიმესი გასახსენებელია 13 წლის წინანდელი მოვლენები. "მაშინ სოფელში შემოსულმა საოკუპაციო ძალებმა გაანადგურეს და გადაწვეს 160 სახლი. დაიღუპა 12 მშვიდობიანი მოქალაქე. დღევანდელი ღონისძიება ამ ტრაგიკულ მოვლენებს ეძღვნება. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, წლევანდელი ღონისძიება მოკრძალებულად აღინიშნება"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვინ არიან თალიბები და როგორ მოქმედებენ ისინი?

თალიბანის მმართველობის სტრუქტურა ნათელყოფს, რომ მისი პოლიტიკური გუნდი, რომელიც დოჰაში აწარმოებს მოლაპარაკებებს, პირდაპირ ვერ აკონტროლებს საველე მეთაურებსა და მებრძოლებს ავღანეთში. მაშინ, როცა მოძრაობა თალიბანი ავღანეთის ყველა ოლქის ნახევარზე მეტს აკონტროლებს, მისი პოლიტიკური გუნდის მიერ გაცემული დაპირებები ეჭვებს იწვევს. 2020 წლის თებერვალში თალიბანის პოლიტიკური საკითხების კომისიამ ყატარის დედაქალაქ დოჰაში აშშ-სთან მოლაპარაკებებში პირობა დადო, რომ თალიბანის პატივს სცემს ადამიანის უფლებებს და... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრემიერ-მინისტრი ხალხმრავალ წვეულებაში რეგულაციების დაუცველად მონაწილეობს

საზოგადოების ერთი ნაწილის აღშფოთება და მწვავე რეაქციები გამოიწვია ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა ლაივ-ვიდეომ, რომელზეც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პანდემიის პირობებში, დახურულ სივრცეში ხალხმრავალ წვეულებაში მონაწილეობს. გრძელ სუფრებთან მსხდომ ადამიანებს არც პირბადეები უკეთიათ და არც უსაფრთხოებისთვის დაწესებულ დისტანციას იცავენ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მრავალრიცხოვან სტუმარს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ არხილოსკალოში 7 აგვისტოს ოლიმპიური ჩემპიონის, ოქროს მედლის მფლობელის, ლაშა ბექაურის ოჯახი მასპინძლობს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა დონბასში სეპარატისტების პოზიციებიდან სროლის შედეგად

უკრაინული სარდლობის ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში ჰიბრიდული ძალების წარმომადგენლებმა დასახლებულ პუნქტ პესკის მახლობლად ცეცხლი გაუხსნეს უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ადგილობრივ მცხოვრებლებს ეხმარებოდნენ. სროლის შედეგად ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო მეორე დაიჭრა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. „7 აგვისტოს, რუსმა დაქირავებულებმა მზაკვრულად დაარღვიეს მინსკის შეთანხმებით ნაკისრი მოთხოვნები და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა ესროლეს ავტოამწეს, რომელიც დასახლებულ პუნქტ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა წყალს ითხოვს

7 აგვისტოს, ახალქალაქის მერიასთან, სოფელ ტურცხის მკვიდრთა საპროტესტო აქცია გაიმართა. რამდენიმე ათეული ადამიანი სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარების გარდა, საბიუჯეტო ხარჯის შესწავლის მოთხოვნითაც გამოვიდა. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლების უყურადღებობის გამო, წყლის ნაკლებობის მიზეზით, რამდენიმე დღის წინ წყალსაცავში დიდი რაოდენობით თევზი დაიხოცა და ეს ფაქტი ცუდად აისახება მათ შემოსავალზეც. „ტურცხში არც სასმელი წყალი გვაქვს და არც სარწყავი. ბიუჯეტიდან ფული იხარჯება და ჩვენთან არაფერი კეთდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის სასამართლომ ხუთ-ნახევარი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა ამერიკელ ინვესტორ მაიკლ კალვის

ამერიკელ ინვესტორს, საინვესტიციო ფონდ „ბერინგ ვოსტოკის“ დამაარსებელს, მაიკლ კალვის მოსკოვის მეშჩანის რაიონულმა სასამართლომ ხუთ-ნახევარი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. ხოლო კალვის ექვს კოლეგას, ფონდ „ბერინგ ვოსტოკისა“ და ბანკ „ვოსტოჩნის“ წამყვან მენეჯერებსა და პარტნიორებს 3-დან 5 წლამდე პირობითი პატიმრობა შეეფარდათ. გამოსასწორებელი ვადის პირობებში კალვის ეკრძალება შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირობით პატიმრობაში მყოფ პირთა ზედამხედველი სახელმწიფოს სპეციალიზებული ორგანოს შეტყობინების გარეშე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველომ რვა მედალი მოიპოვა "ტოკიო - 2020"-ზე

ქართველმა სპორტსმენებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა რვა მედლით დაასრულეს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ოლიმპიადაზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგია, მედლების რაოდენობის მხრივ. ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - ასეთია საქართველოს დელეგაციის საერთო მონაგარი. ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი (სამივე ძიუდო), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა). Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საპატრიარქო ადასტურებს ბერის კავშირს მკვლელობის საქმესთან 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბორჯომში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული პირი მამათა მონასტრის ბერია. "ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა", - წერია გავრცელებულ განცხადებაში. საპატრიარქო ასევე ადასტურებს, მედიით გავრცელებულ ინფორმაციას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავსტრიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ბლოგერ უმაროვის მკვლელობაში ბრალდებულ ჩეჩენს

ავსტრიის ქალაქ კორნოიბურგის სასამართლომ ბლოგერ მამიხან უმაროვის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო 48 წლის ჩეჩენი, სარალი ახატაევი და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა. თავშესაფრის მაძიებელი, ჩეჩნეთის ამჟამინდელი ლიდერის, რამზან კადიროვის კრიტიკოსი მამიხან უმაროვი, 2019 წლის 4 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს ვენის შემოგარენში, გერასდორფში მდებარე სავაჭრო ცენტრთან ახლოს. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე უმაროვმა რამზან კადიროვის შეურაცხმყოფელი ვიდეომიმართვა ჩაწერა. მამიხან უმაროვის ნათესავებმა, მათ შორის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების გაფიცვას მერი ენმ-ს უკავშირებს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე 7 აგვისტოს კიდევ ერთ ფეისბუკლაივში  გამოჩნდა მას შემდეგ, რაც „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს.

Radiotavisupleba.ge 

პარიზში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი საბჭოთა დისიდენტი არინა გინზბურგი

6 აგვისტოს, პარასკევს პარიზში გარდაიცვალა საბჭოთა დისიდენტი და უფლებადამცველი, არინა გინზბურგი, ასევე ცნობილი საბჭოთა დისიდენტის, ალექსანდრ გინზბურგის (1936-2002) მეუღლე. 1968 წლიდან მოყოლებული ფილოლოგმა არინა გინზბურგმა მონაწილეობა მიიღო „ოთხთა პროცესის“ (გინზბურგის, გალანსკოვას, დობროვოლსკისა და ლაშკოვას) გარშემო პეტიციის კამპანიის ორგანიზებაში. აქვეყნდებდა სტატიებს სამიზდატში, ავტორია კრებულების „ერთი შიმშილის ისტორია“ და „კალუგა, 1978 წლის ივლისი“. არინა გინზბურგი მონაწილეობდა პოლიტპატიმრების დახმარების ორგანიზებაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში 23 წლის პაციენტი კოვიდით გარდაიცვალა

ჰოსპიტალ "ბაუში", სადაც ახალგაზრდა ქალს მკურნალობდნენ, აცხადებენ, რომ პაციენტი ფილტვების დაზიანების შედეგად გარდაიცვალა; მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, ხოლო კლინიკაში შესვლის მიზეზი ნეიროქირურგიული ოპერაციის გართულება გახდა. 23 წლის ქალი "ბაუში" 24 ივლისს შეიყვანეს.  პირველ დღეს გაკეთებული ტესტით კორნავირუსი არ დაუდგინდა, შემდეგ დღეებში კი ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და ის 6 აგვისტოს გარდაიცვალა. პაციენტს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უზბეკეთის მმართველი პარტია მირზიოევის მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის წინადადებით გამოდის

უზბეკეთის მმართველმა ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ განაცხადა, რომ მოქმედი პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის კანდიდატურას წამოაყენებს 24 ოქტომბრისთვის დანიშნულ პრეზიდენტის არჩევნებში. პროსაპრეზიდენტო პარტიის 7 აგვისტოს ამ განცხადებაზე უცნობია თავად მირზიოევის პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ 64 წლის ლიდერი, გავრცელებული მოსაზრებით, ესწრაფვის მეორე ვადითაც უხელმძღვანელოს ცენტრალური აზიის ავტორიტარულ ქვეყანას. შავკატ მირზიოევი, უზბეკეთის ვეტერანი პოლიტიკური ლიდერის, ისლამ ქარიმოვის გარდაცვალების შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახეთში 21 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, 21 წლის კაცმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. ახალგაზრდა, რომელიც 6 აგვისტოს ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან დაბრუნდა, ნათესავებმა სოფელთან ახლოს მდებარე ფერმაში ჩამომხრჩვალი ნახეს. ოჯახის წევრები და ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავენ, თუმცა მათთვის მიზეზი უცნობია. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Radiotavisupleba.ge 

აგვისტოს ომის დაწყების წლისთავს პოლიტიკოსები ისევ 7 ან 8 აგვისტოს აღნიშნავენ

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 7 აგვისტოს მივიდნენ არაერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. "ქართული ოცნება" ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს. განსხვავებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია.

Radiotavisupleba.ge 

თალიბებმა ხელთ იგდეს ავღანეთის პროვინცია ნიმროზის დედაქალაქი. მოკლეს ქაბულის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი

თალიბებმა მასშტაბური იერიშების განმავლობაში პირველად, 6 აგვისტოს, ხელთ იგდეს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ნიმროზის პროვინციის დედაქალაქი ზარანჯი. ამის შესახებ ცნობა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს პროვინციის საბჭოს წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუდასტურეს. სხვა ანონიმური წყაროები კი ამტკიცებენ, რომ ქალაქი, რომელშიც 31 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ექსტრემისტებს უბრძოლველად ჩაბარდა. ზარანჯის აღების გარდა, თალიბებმა ქაბულში მდებარე ავღანეთის მთავრობის საინფორმაციო და მედიაცენტრის დირექტორის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხანძრების მოლოდინში - მზად ვართ? 

ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში განსაკუთრებით მაღალი სიცხეები იქნება - მაგალითად, თბილისში ტემპერატურა 36 გრადუსს მიაღწევს. ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება ტყის ხანძრების ალბათობა.  რისკებს თან   მინდვრების გადაწვის  ადგილობრივი ტრადიციაც ერთვის. ახლა საქართველოში - განსაკუთრებით ეს ეხება აღმოსავლეთ საქართველოს - გლეხები სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს წვავენ, ეს არის მარტივი და იაფი გზა იმისთვის, რომ ნაკვეთი ნარჩენებისგან გაწმინდო.   „ბოლო ერთი თვის განმავლობაში მთელი შირაქი, მთელი კახეთი იწვოდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საგარეო უწყება: 13 წლის შემდეგ რუსეთი აგრესიულ და დესტრუქციულ პოლიტიკას აგრძელებს

აგვისტოს ომის 13 წლისთავის აღნიშვნა, შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მისვლით დაიწყო. სოფელ გუგუტიაანთკარში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ჩავიდა და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას. ზუსტად ორი წლის წინ, 2019 წლის 7 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გუგუტიაანთკარში მანამდე არსებული ძველი საოკუპაციო ხაზი თავადვე დაარღვიეს და ახალი საოკუპაციო ღობე გაავლეს. ადგილობრივი მცხოვრების, გივი რაზმაძის სახლი და მიწის ნაკვეთი ამ ახალი ხაზის მიღმა დარჩა მოქცეული. გუგუტიშვილების ნახევრად დანგრეულ სახლთან კი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დასუფთავების სამსახურის გაფიცულმა თანამშრომლებმა მერიისგან დაპირებები მიიღეს

„თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის გაფიცულმა თანამშრომლებმა მიიღეს დაპირება, ხელფასების მომატების გარდა, ყველა სხვა მოთხოვნის 15 დღის ვადაში შესრულების შესახებ. დილიდან განახლებულ აქციაზე, ხელმძღვანელი პირების სახელით გამოცხადდა, რომ ხელფასის მატების საკითხი მომავალი წლის იანვარში განიხილება. „ხელფასის გაზრდას სხვა პროცედურები სჭირდება, მაგრამ გარანტია არის, რომ პირველი იანვრიდან უეჭველად მომატებული იქნება... 15 დღეში გვეტყვიან, რამდენი იქნება მატება იანვრიდან“, - ასეთია აქციაზე პროფკავშირების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილის გაფიცვა გრძელდება

„თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა გაფიცვა გრძელდება, დედაქალაქის მერის მიერ გამთენიისას გაკეთებული განცხადებების მიუხედავად. დედაქალაქის მუნუციპალიტეტის დაქვემდებარებაში მოქმედი ორგანიზაციის - „თბილსერვის ჯგუფის“ შენობის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან.  როგორც გაფიცულთა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დასუფთავების სამსახურის მანქანის მძღოლმა, ილია ხოკენაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სიმართლეს არ შეესაბამება კახა კალაძის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ევროპული საქართველო": რუსეთის ვერსიაა, რომ ომი 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების პატივისცემის ნიშნად, „ევროპული საქართველოს” ლიდერები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ.  „დღეს პატივი მივაგეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მისცეს დრო ჩვენს ქვეყანას და საქართველოს მოკავშირეებს, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი დამოუკიდებლობა გადარჩენილიყო. ამისათვის მათ ეკუთვნით მუდმივი ხსოვნა და პატივისცემა. სწორედ ეს ხსოვნა გვავალდებულებს, რომ ეს საფრთხე, რომელიც არ გამქრალა პუტინის რუსეთისგან გავანეიტრალოთ და არასდროს დავუშვათ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID 19: აღირიცხა 4216  ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 38 პაციენტი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის 4216 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გუშინ ეს მაჩვენებელი 3780 იყო, 41 907 ტესტის ჩატარების ფონზე. Stopcov.ge-ზე ახლახან შეცვლილი მონაცემების თანახმად, ჩატარდა 45 351 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი - 26470, PCR ტესტი - 18881. ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 38 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 6054-ს შეადგენს. გასული დღე-ღამის განმავლობაში 1735-ით გაიზარდა განკურნებულთა რიცხვი და საერთო მაჩვენებელმა 397240-ს მიაღწია. ამჟამად კარანტინის რეჟიმში რჩება 42 პირი. Читать дальше...


От лифта до елочки: российская стройка ищет и находит ресурсы и идентичность

Подмосковное УФАС выявило нарушение в Одинцовском округе при проведении конкурса

Прием заявок на кубок по баскетболу 3×3 идет в Чехове

Эксперт Сиденко перечислил самые опасные онлайн-угрозы для детей



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Эксперт Сиденко перечислил самые опасные онлайн-угрозы для детей

"ПроКвант" запускает производство в новом корпусе в ОЭЗ "Томск"

Жители Москвы стали чаще болеть сифилисом

Российские летчики приняли участие в учениях с ВВС и ПВО Беларуси

Музыкальные новости

Новости фармацевтики в России и в мире

Грандиозный концерт закроет сезон в Бурятском театре оперы и балета

ONYX отправляется в Большой тур по России

Компании Группы "Интеррос" взяли ряд наград премии FINAWARD

Новости России

Эксперт Сиденко перечислил самые опасные онлайн-угрозы для детей

От лифта до елочки: российская стройка ищет и находит ресурсы и идентичность

Российско-китайская перчатка больно прошлась по сусалам коллективного запада (Ko3а), оказалось, что отвечать ему нечем…

Подмосковное УФАС выявило нарушение в Одинцовском округе при проведении конкурса

Экология в России и мире

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

На европейских курортах жители начали обносить улицы цепями, запрещая туристам туда заходить: романтический отдых закончился

В исторических парках покажут любимые мультфильмы от СТС Kids ко Дню защиты детей

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Спорт в России и мире

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Белорусские теннисистки проведут стартовые встречи открытого чемпионата Франции

Moscow.media

Жулан.

Экс-редактор Comnews присоединился к команде iTrend

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO

Одна ночь на Вуоксе







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *