Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Август
2021

Новости за 24.08.2021

Radiotavisupleba.ge 

ბუნინის სილუეტი

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „სილუეტი“ გთავაზობთ საუბარს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის პირველ რუს ავტორზე, კლასიკური რუსული ლიტერატურის დასასრულის დიდ პოეტსა და პროზაიკოსზე, ივან ბუნინზე. ბუნინი გარდამავალი ხანის, კლასიკური რუსული ლიტერატურის დასასრულისა და მოდერნიზმის ეპოქის შემაერთებელი შემოქმედია, იგია მოდერნისტი ავტორი, რომელიც კლასიკურად წერდა, ძველი ფორმულირება რომ ვიხმაროთ, ბუნინი იყო ფორმით კლასიკური და შინაარსით მოდერნისტი. ბუნინმა საკმაოდ უცნაური ცხოვრებით იცხოვრა: შუა რუსეთში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა შეიძლება დაკარგოს საქართველომ 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობით - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 აგვისტოს

რა პასუხი აქვს ხელისუფლებას შარლ მიშელისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კიევში გამართული არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს შეთანხმების ერთგულება შეახსენა და ამ კონტექსტში ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზეც გააკეთა აქცენტი. მიშელმა განცხადება ტვიტერზე გამოაქვეყნა: „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ხაზი გაესვა, რომ რეფორმები ახლა საჭიროა ისე, როგორც არასდროს, მიკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

​მალხაზ მაჩალიკაშვილი ახმეტის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატობას გეგმავს

ონლაინგამოცემა „რეგინფოს“ ინფორმაციით, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატობას გეგმავს. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ კენჭს იყრის დუისის საარჩევნო ოლქში. „რომ მივხვდი, ოპოზიციიდან კაციშვილი არ გადიოდა, იძულებული გავხდი, თავად მეყარა კენჭი. ეს გადაწყვეტილება ჩემი ბრძოლის ნაწილია. „ქართული ოცნება“ უნდა მოშორდეს მართვის სადავეებს. ეს განწყობა პანკისის ხეობაშიც კარგად ჩანს, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალში ემზადებიან 26 აგვისტოსთვის

26 აგვისტოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მიერ ცნობის მე-13 წლისთავისათვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ამასთან დაკავშირებით საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულებისთვის ოთხი დღე უქმე იქნება. როგორც დე ფაქტო მთავრობის პრესსამსახურიდან სააგენტო „რესს“ აცნობეს, რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება, საჯარო სექტორის თანამშრომლები კი 26 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით დაისვენებენ. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აფგან მუხთარლის ცნობით, თბილისში აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ემუქრებიან

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლის „ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს, რომ თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მიგრანტ ჟურნალისტს ემუქრებიან. მას „ოჯახით აშანტაჟებენ“. როგორც მუხთარლი აღწერს, მომხდარის შესახებ პოლიციას გუშინ, 23 აგვისტოს, შეატყობინეს. პოლიცია დაუკავშირდა ჟურნალისტს და დაჰპირდა ინციდენტის გამოძიებას. „პოლიციის დაჟინებული მოთხოვნის გამო, მე არ ვწერ ჟურნალისტის სახელს და ტელეფონის ნომრებს, რომლებიდანაც ემუქრებოდნენ მას. ვიმედოვნებ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სერიოზულად მიიღებს მუქარას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯონსონი: ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გასვლის ვადა არ გახანგრძლივდება

უკიდურესი ვადა, 31 აგვისტო, როცა ამერიკის ყველა სამხედრომ უნდა დატოვოს ავღანეთი, არ გახანგრძლივდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა ონლაინ თათბირის შემდეგ. მანამდე საინფორმაციო სააგენტოებმა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა, არ გადაავადოს ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა. ამ რეკომენდაციით გამოვიდა პენტაგონი, რომლის თანახმად, ამ თარიღის შემდეგ შეიარაღებული ძალები ვეღარ შეძლებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

80 წლის ასაკში გარდაიცვალა როკჯგუფ Rolling Stones-ის დრამერი ჩარლი უოტსი

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანული როკჯგუფის, The Rolling Stones-ის დრამერი ჩარლი უოტსი. ის ჯგუფში 1963 წლიდან გამოდიოდა. მუსიკოსი გულის ოპერაციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ის მონაწილეობას ვერ მიიღებდა ჯგუფის ტურნეში, რომლის დაწყება სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. უოტსი ერთ-ერთია The Rolling Stones-ის სამი მუსიკოსიდან, რომლებიც 30-ვე სტუდიური ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ. პირველი ალბომი, რომელსაც ჯგუფის სახელწოდება ჰქვია, 1964 წელს გამოვიდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რას ვეუბნებით მიშელს და რა ხდება რეალურად?

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება“ და შესრულების პროცესიც „მტკიცედ“ გრძელდება.

Radiotavisupleba.ge 

როგორ ავიცერი -  ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების ამბები

თუ შარშან, კოვიდინფექციით ერთი ორსული გარდაიცვალა 2021 წელს 8 ასეთი შემთხვევა დადასტურდა. იმატა კორონავირუსით ბავშვთა ინფიცირების რიცხვმაც. სოციალურ ქსელში ორსული ქალები, რომლებიც აიცრნენ სხვებსაც მოუწოდებენ იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ, საკუთარი თავისა და შვილების უსაფრთხოებისთვის. 36 წლის მაგდა ნებიერიძე ერთ-ერთი მათგანია. ის ონკოლოგიური პაციენტია, შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ განსაკუთრებით იზოლირებულია გარემოსგან, სახლიდან გასვლას ერიდება და თუკი გადის, ზედმიწევნით იცავს უსაფრთხოების წესებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაეროში იმსჯელეს ცნობებზე თალიბანის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ

ადამიანის უფლებების საკითხში გაეროს ემაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ მოეპოვება სანდო ცნობები ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნებული თალიბების სერიოზულ დანაშაულებებსა და დარღვევებზე. ბაჩელეტის თქმით, არსებობს ინფორმაცია თალიბანის მეომრების მიერ სასამართლოს გარეშე სამოქალაქო პირების სიკვდილით დასჯის ფაქტების შესახებ. ასევე  მოდის ცნობები სამხედრო შენაერთებში ბავშვების აყვანის, ქალთა უფლებების დარღვევებისა და თალიბანით უკმაყოფილოთა პროტესტის შეზღუდვის შესახებ. სამშაბათს ჟენევაში ადამიანის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცრუ კავკასიური ცარცის წრე

ერლომ ახვლედიანი თავის ერთ წერილს, რომელიც 2000 წელს გამოქვეყნდა, 54-ე ფსალმუნის ფრაგმენტით იწყებს. „შიში და ძრწოლა მოდის ჩემზე და შიშის ზარი მიპყრობს. და ვამბობ: „ვინ მომცემს ფრთას, ვითარცა მტრედს?“ გავფრინდებოდი და დავბინავდებოდი. აჰა, შორს, შორს გადავიხვეწებოდი, უდაბნოში დავიდებდი ბინას. ავჩქარდებოდი, რომ მომენახა თავშესაფარი...“ მერე წერს, აი ამ მდგომარეობაშია საქართველო, ყოველი ჩვენგანიო... 21 წლის შემდეგაც შეიძლება იმავეს გამეორება, საქართველო ისევ ასეთ დღეშია და ამას ხედავს ყოველი ჩვენგანი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვა გამოვიდა წინადადებით, ბელარუსს სანქციები დაუწესდეს მიგრანტთა გატარებისთვის

ლიეტუვის თქმით, მან ევროკავშირში წამოაყენა წინადადება, სანქციები დაუწესდეთ ბელარუსის მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომლებიც, მისი თქმით, ევროკავშირში მიგრანტების შესვლას უწყობენ ხელს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ათასობით მიგრანტმა - ძირითადად ერაყიდან და ავღანეთიდან - გადაკვეთა მარტო ბელარუსსა და ლიეტუვას შორის საზღვარი. მაგრამ მეზობელ ქვეყნებშიც, ევროკავშირის წევრ პოლონეთსა და ლატვიაშიც გაიზარდა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევები. პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები მინსკის მოქმედებას ევროკავშირზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობახიძის განცხადებით, არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მან პარტიის ოფისში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამისთვის მხოლოდ ერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს. „არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, ეს არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. როდესაც სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად არის უკვე ანომალია. ხედავთ, რომ გაშლილია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი კამპანია არჩევნების გადადების საკითხზე, რაც არის საარჩევნო მარცხის წინასწარი აღიარება“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნინო ლომჯარია: თუ სიცოცხლე საფრთხეშია, დიახ, ჩვენი თავისუფლებებიც შეიძლება შევზღუდოთ!

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფეისბუკის გვერდზე ეხმაურება იმ პოლიტიკოსთა განცხადებებს, რომლებიც არჩევნების გადადების მიზანშეწონილობას ვერ ხედავენ არსებული ეპიდსიტუაციის პირობებში. ომბუდსმენი წერს, რომ ეპიდსიტიაციის გამო მესამე სასწავლო წელი იწყება ისე, რომ ბავშვები სკოლაში ვერ მიდიან „მესამე წელი უნდა დარჩნენ ფიზიკური თუ გონებრივი განვითარების შესაძლებლობის გარეშე“, ამ ფონზე კი, მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. „ხომ ყველამ ვიცით, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პანდემიის 10 სიკეთე - დიახ, ასეთიც არსებობს 

კოვიდ პანდემიაში კარგი  არაფერია, მაგრამ მსოფლიო კრიზისმა გარკვეულწილად, ცხოვრების ცალკეული მიმართულებების  გაუმჯობესებაც გვაიძულა. კაცობრიობას ისეთი  ამოცანები დაუსვა, , რომლებსაც მხოლოდ კოლექტიურად თუ გადავწყვეტთ; ონლაინ მუშაობამ და სწავლებამ დროის დაზოგვა გვასწავლა, დახურულ სივრცეში ყოფნის შიშმა  ჰაერზე გამოგვიყვანა. იქნებ ახლა, როცა კოვიდის ახალ შტამთან ბრძოლა დავიწყეთ, დროა დავფიქრდეთ  - რა დადებითი მხარე ჰქონდა პანდემიას მსოფლიოში და საქართველოში? 1 ვაქცინა 1 წელიწადში - მეცნიერების წარმოუდგენელი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კიევში სამხედრო აღლუმი გაიმართა უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით

24 აგვისტოს კიევში სამხედრო აღლუმი გაიმართა უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით. სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. ოდესაში გაიმართა სამხედრო-საზღვაო აღლუმი. აღლუმი პირველად იმართება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანამდებობაზე ყოფნისას. კიევის ცენტრალურ ქუჩაზე, კრეშჩატიკზე, გაიარა ოთხი ათასამდე სამხედრო მოსამსახურემ, ასევე სამხედრო ტექნიკამ, ცაზე გადაიფრინა ავიაციამ, მათ შორის მსოფლიოში უდიდესმა თვითმფრინავმა An-225 Mriya-მ. აღლუმში მონაწილეობდნენ უკრაინის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალში პანდემიის ახალ ტალღას შემოდგომაზე ელოდებიან

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მეორე დღეა უშედეგოდ სრულდება ადგილობრივი ექიმების მცდელობა, გადაარჩინონ კოვიდპაციენტები, ორ დღეში 80 წლის ქალი და 87 წლის კაცი დაიღუპნენ.

Radiotavisupleba.ge 

გადარჩება სახლი ჭონქაძის თორმეტში?

დანიელ ჭონქაძის 12 ნომერში მდებარე არტნუვოს სტილის სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. კედლებიდან და ჭერიდან ყოველ დღე სახლის ფრაგმენტები ცვივა. ეს ისტორიული შენობა წლებია შეკეთებას ელოდება.  1914 წელს თბილისელ თამბაქოს მწარმოებელ, ნიკოლოზ ბოზარჯიანცს ის არქიტექტორ მიხეილ ოჰაჯანოვისთვის დაუკვეთავს და მშენებლობისთვის არც სახსრები დაუზოგავს. სახლის მოსაპირკეთებლად მასალა პარიზიდან და ვენეციიდან ჩამოუტანიათ.  1915 წელს შენობა  საუკეთესო საცხოვრებელ სახლზე გამოცხადებული კონკურსის ვერცხლის მედლის მფლობელი  გახდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძე დააჯილდოვა „იაროსლავ ბრძენის ორდენით"

24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „იაროსლავ ბრძენის ორდენით“ დააჯილდოვა ქართველი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე. კიკაბიძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრია. ის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი საარჩევნო ბლოკის პარტიული სიის პირველი ნომერი იყო. დაჯილდოების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ხატია დეკანოიძემ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"შესაძლოა საქმე იზოლაციისკენაც წავიდეს" - გია ხუხაშვილი ღარიბაშვილი-მიშელის აღქმებს აფასებს

ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 24 აგვისტოს კიდევ ერთხელ შეახსენა „ქართულ ოცნებას“, რომ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ფინანსური დახმარების შეჩერებას გამოიწვევს.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ CIA-ის უფროსი უილიამ ბერნსი თალიბანის ლიდერს შეხვდა ქაბულში

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი გაგზავნა ქაბულში თალიბანის ლიდერთან მოსალაპარაკებლად. ამის შესახებ ვაშინგტონ პოსტი იტყობინება აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, რომლებმაც ანონიმურობის დაცვა ისურვეს. გამოცემა იუწყება, რომ ბერნსი ორშაბათს ქაბულში შეხვდა თალიბების ლიდერს, აბდულა ღანი ბარადარის. რა საკითხს შეეხებოდა მათი მოლაპარაკებები, უცნობია. ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ თალიბანი არ ეთანხმება ავღანეთიდან ამერიკისა და სხვა უცხოური ჯარების გაყვანის გადავადებას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Foreign Policy: თალიბანი 12-წევრიანი მმართველი საბჭოს შექმნას აპირებს

ისლამისტური ორგანიზაცია თალიბანი შექმნის საბჭოს 12 ადამიანის მონაწილეობით, რომელიც მართავს ავღანეთს. ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy იტყობინება. გამოცემის წყაროთა თანახმად, საბჭოში შევლენ თალიბანის პოლიტიკური ფრთის ლიდერი აბდულ ღანი ბარადარი; სამხედრო კომისიის ხელმძღვანელი, მოძრაობის დამაარსებლის, მოლა ომარის ვაჟი მუჰამედ იაყუბი; ასევე ტერორისტული დაჯგუფება „ჰაკანის ქსელის“ წევრი ხალილ ალ-რაჰმან ჰაყანი. გამოცემა ასევე იუწყება, რომ თალიბებს სურთ, საბჭოში შეიყვანონ სახელგანთქმული ავღანელი საველე მეთაურის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩხოროწყუში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია მისი ძმაც

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს ადმინისტრაციულ ერთეულში სავარაუდოდ ბასრი საგნით 24 წლის მამაკაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს. მერის წარმომადგენელი სოფელ ნაფიჩხოვოში ხვიჩა ლაგვილავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ფაქტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება თანასოფლელებს შორის. მისივე ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია. „მე როგორც ვიცი, იყო წაკინკლავება ყოფით ნიადაგზე. ეს მოხდა წუხელ ცხრა საათისთვის. გარდაცვლილის ძმა მსუბუქად არის დაჭრილი... პოლიციამ უკვე გამოკითხა ინციდენტში მონაწილე პირები“, - თქვა მერის წარმომადგენელმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ქაბულში არ გაუტაცებიათ უკრაინის თვითმფრინავი

ავღანეთში უცნობი პირები ირანში გაფრინდნენ თვითმფრინავით, რომელიც ქაბულიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციისთვის იყო განკუთვნილი. ამის შესახებ „ჰრომადსკე რადიოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ენინმა. მისი თქმით, ინციდენტი გასულ კვირაში მოხდა. მას დეტალებზე არ უსაუბრია. უკრაინის საგარეო-პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ 24 აგვისტოს განაცხადა, რომ „გატაცებული თვითმფრინავის“ შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ზოგი მედიასაშუალება ავრცელებს, არ შეესაბამება სინამდვილეს.

Radiotavisupleba.ge 

სუს-ის თანახმად, პანკისში დაკავებულები „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდნენ და სირიაში გამგზავრებას გეგმავდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანახმად, კახეთის რეგიონში სპეცოპერაციისას დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. „ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან. ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ... Читать дальше...


Молодые парламентарии Серпухова встретились с депутатом Мособлдумы

Два турпроекта из Клина стали победителями областного этапа Russian Event Awards

Кажетта Ахметжанова рассказала о пользе кристаллов в обычной жизни

Фигуристка Елизавета Туктамышева заявила, что считает себя русской



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Mash: посла Зимбабве в РФ Мутинири госпитализировали с подозрением на инсульт

Состоялась первая персональная выставка Серджио Бело в Москве 

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

Семинар по подготовке к заседанию Совета по нацпроектам проходит на выставке «Россия»

Музыкальные новости

Собянин: Уникальные сервисы в центре "Профессии будущего" упрощают поиск работы

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

Новый монитор Philips Evnia 49M2C8900L подарит игровой опыт высочайшего уровня

Сотрудники Росгвардии обеспечили безопасность транспортировки ракеты-носителя «Союз-2.1б» и грузового корабля «Прогресс МС-27» на космодроме «Байконур»

Новости России

От мала до велика. Россияне оформили около 2 млн карт болельщика

Доллар обвалился на Мосбирже: такого не было давно

Эксперты Минтранса Подмосковья 29 мая проведут вебинары по дорогам и транспорту

Состоялась первая персональная выставка Серджио Бело в Москве 

Экология в России и мире

BYD-FORKLIFT - официальный дистрибьютор BYD в России

Новые электрические зубные щетки Revyline RL 075 Peach Fuzz появились в филиале бренда в Москве

Аделина Панина: какие элементы фэншуй должны быть на кухне, чтобы есть и худеть

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Последний танец Надаля и юбка Сюзанн Ленглен: 6 важных фактов о «Ролан Гаррос»-2024

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Moscow.media

Ксения Караулова: о пользе гастродипломатии и новом взгляде на национальную кухню

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Двигатель города на Неве: как «Грузовичкоф» участвует в жизни Санкт-Петербурга

Торговые настольные электронные весы CAS PR-15P







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *