Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2021

Новости за 10.10.2021

Radiotavisupleba.ge 

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. „მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა - 120/90; პულსი - 90; სატურაცია - 97; გლუკოზა - 101mg/dl. როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ,“ ნათქვამია განცხადებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკა მელია: ხელისუფლება დაინტერესებულია სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესებით

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, განაცხადეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, რომლებიც დღეს საღამოს პარტიის მხარდამჭერებთან ერთად რუსთავის ციხესთან მივიდნენ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დღეს ციხეში შესული იყო სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, რომელმაც შეატყობინა, რომ პატიმარს ორგანიზმში მკვეთრად მოემატა შაქრის დონე. უდუმაშვილმა განაცხადა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯამრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ასეთ დასკვნამდე ექიმი მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მივიდა, რომელიც რუსთავის ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება "ტალასემია", რომლის დროსაც შიმშილი არ შეიძლება. "სიტუაცია დამძიმდა. მე პირველად ვნახე მიშა ორი-სამი დღის წინ და ძალიან დიდი განსხვავებაა მის ახლანდელ მდგომარეობაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გორში ხუთი პირი დააკავეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გორში ხუთი პირი დააკავეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის 3 პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი. „2002 წელს დაბადებულ ზ.ფ.-ს, 2004 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, 2001 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს და 1993 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ოქროს მედალი მოიპოვა სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა, ზურაბ დათუნაშვილმა (87კგ), რომელმაც ტურნირის ფინალში ბელარუს კირილ მასკევიჩს სძლია. ზურაბ დათუნაშვილმა პირველ დაპირისპირებაში რუსი სპორტსმენი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ქართველ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს (82კგ-ში) ლაშა გობაძეს მოუგო, ხოლო ფინალში გავიდა დანიელი მოჭიდავის დამარცხების შემდეგ. საქართველოს ნაკრებსი წევრი ლაშა გობაძე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქსენია სობჩაკი მოყვა ავტოავარიაში, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

იმ ავტომობილის მძღოლმა, რომელშიც ცნობილი რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი მგზავრობდა, სასიკვდილო ავტოავარიაში დანაშაული აღიარა. ამის შესახებ „როსიისკაია გაზეტა“ იტყობინება კრასნოდარის მხარის პროკურატურაზე დაყრდნობით. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ სობჩაკი შაბათს საღამოს სოჭში მოყვა ავტოავარიაში, რომლის შედეგადაც, უკანასკნელი მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა. თავად სობჩაკი საჭესთან არ იჯდა და, მისი სიტყვებით, ტრავმების მიუხედავად, უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე. სობჩაკმა Telegram-ის არხში დაწერა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერაყში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა

ერაყის საპარლამენტო არჩევნებზე დაიხურა საარჩევნო უბნები. არჩევნები დაგეგმილზე რამდენიმე თვით ადრე გაიმართა პასუხად სახალხო ამბოხზე, რაც კორუფციისა და ცუდი მმართველობის წინააღმდეგ არის მიმართული. 10 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრაში ამომრჩეველთა აქტიურობა დაბალი იყო. მიმომხილველთა თქმით, მოსახლეობას აღარ სჯერა ოფიციალური დაპირებების, რომ გატარდება რეფორმები. არჩევნების შედეგები 48 საათის განმავლობაშია მოსალოდნელი, განაცხადა დამოუკიდებელმა უწყებამ, რომელიც ერაყში არჩევნებს მეთვალყურეობს. 3449 კანდიდატი პარლამენტის 329 ადგილისთვის იბრძვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას: "გამოცდა ვერ ჩააბარე!"

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, „სახალხო მოძრაობის” დამფუძნებელმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია გააკრიტიკა აქციის იგნორირების გამო. თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ ნიკა მელია, მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურად არ იყო მიწვეული, აუცილებლად უნდა მისულიყო აქციაზე, რომლის მიზანი პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდაჭერაა. „რადგან თბილისის მერობა გადაწყვიტე, აქ უნდა მდგარიყავი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

85 წლის ასაკში გარდაიცვალა „პაკისტანის ბირთვული იარაღის მამა“ - აბდულ ყადირ ხანი

85 წლის ასაკში გარდაიცვალა „პაკისტანის ბირთვული იარაღის პროგრამის მამად“ წოდებული აბდულ ყადირ ხანი. პაკისტანის სახელმწიფო მაუწყებელმა PTV-მ 10 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ხანი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში მოათავსეს ფილტვების პრობლემების გამო. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ხანი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ის მიიჩნეოდა პაკისტანის ეროვნულ გმირად, რომელმაც ქვეყანა ისლამურ სამყაროში პირველ ბირთვულ სახელმწიფოდ აქცია. პაკისტანმა ბირთვული იარაღის პირველი წარმატებული გამოცდა 1998 წელს ჩაატარა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ჭაბუკ მორაგბეთა ნაკრები ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი

საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა, კალინინგრადში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია დაამარცხა, ანგარიშით 27:0 და ზედიზედ მესამედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მთელი ჩემპიონატი ისე ჩაატარეს, ერთი ლელოც არ გაუშვიათ. მეოთხედფინალში მათ ჩეხეთს აჯობეს - 76:0, ხოლო ნახევარფინალში - ბელგიას (37:3). საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ასაკობრივი ევროპირველობის ფინალში 2015 წლიდან ზედიზედ მეექვსედ გავიდა. 2018 წელს საჩემპიონო შეხვედრაში საფრანგეთს მოუგო, 2019 წელს - ესპანეთს.

Radiotavisupleba.ge 

Bild-ი: გერმანიაში იძიებენ ლუკაშენკას კავშირს არალეგალური მიგრაციის ორგანიზებასთან

ევროკავშირის ქვეყნები ბელარუსის ხელისუფლებას და პირადად ლუკაშენკას აკისრებენ პასუხისმგებლობას არალეგალური მიგრაციის ორგანიზებისთვის - პასუხად სანქციებზე, რომლებიც ევროკავშირმა დაუწესა ოფიციალურ მინსკს. საზღვარზე კრიზისი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ჯერ მიგრანტები ლიეტუვაში მიდიოდნენ, ახლა მათთვის მთავარი მიმართულებაა პოლონეთის საზღვარი. Bild-ი თავის პუბლიკაციაში პირდაპირ წერს იმის შესახებ, რომ ბელარუსის მესაზღვრეები მიგრანტებს ეხმარებიან პოლონეთის საზღვრამდე მისვლაში და აჩვენებენ მონაკვეთებს, სადაც ის ცუდად არის დაცული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თაკო ჩარკვიანი: „რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არ უნდა გაასამართლოს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ“

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციას მართავს „სახალხო მოძრაობა”, რომლის დამფუძნებლის, დეპუტატ თაკო ჩარკვიანის თქმით, აქცია ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელი ხასიათისაა. "უდიდესი გლოვაა ქვეყანაში და რამდენჯერმე მოვისმინე, რომ მდუმარების დრო არის და მე მინდა ვთქვა, რომ ახლა სწორედ მდუმარების დრო არ არის. გაჭირვების დროს ქართველი ზარს ამბობდა. გარდაცვლილებს მე ვფიქრობ, რომ პატივი უნდა მოვაგოთ იმიტომ, რომ ბმა არის კორუფციასთან. აღვირახსნილმა კორუფციამ ნანგრევებში მოიყოლა ჩვენი ქვეყანა და მომავალი თაობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ღარიბაშვილი: „განვიხილეთ ახალი სამშვიდობო ინიციატივა და  საქართველოს მზაობა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. საქართველოს მთავრობის მეთაური წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს ახალი სამშვიდობო ინიციატივა და  საქართველოს მზაობა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში მშვიდობისათვის და განვითარების მეტი შესაძლებლობისათვის. “სომხეთის რესპუბლიკაში ჩემი ვიზიტის ფარგლებში პროდუქტიული საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თალიბანი არ აპირებს აშშ-სთან თანამშრომლობას ექსტრემისტულ ჯგუფებთან ბრძოლაში

თალიბანმა განაცხადა, რომ აშშ-სთან არ ითანამშრომლებს ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ მოკავშირეებთან და სხვა ექსტრემისტულ ჯგუფებთან საბრძოლველად. „ჩვენ ძალა შეგვწევს, დამოუკიდებლად გავუმკლავდეთ დაეშს [„ისლამური სახელმწიფოს“ არაბული აკრონიმი],“ თქვა თალიბანის პრესსპიკერმა პოლიტიკის საკითხებში, საჰაილ შაჰინმა. აშშ-ისა და თალიბანის წარმომადგენლები შაბათ-კვირას კატარის დედაქალაქ დოჰაში მართავენ შეხვედრას. ეს ორი მხარის პირველი შეხვედრაა პირისპირ მას შემდეგ, რაც ისლამისტურმა დაჯგუფებამ ავღანეთში ხელისუფლება ჩაიგდო ხელში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურა: "ბრალდებულებმა მოშალეს მზიდი კონსტრუქცია, რითაც დაირღვა შენობის სიმტკიცე და მდგრადობა"

საქართველოს პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია, ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზ.ბ. სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ფიზიკურ პირებს - ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში მდებარე კორპუსის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის პრეზიდენტი საავადმყოფოში მოათავსეს, ახალი პრემიერ-მინისტრის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი კვირას პრაღის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა. „დიახ, ვადასტურებ ამ ინფორმაციას,“ განუცხადა 10 ოქტომბერს უნივერსიტეტის სამხედრო ჰოსპიტლის წარმომადგენელმა იტკა ზინკემ ჟურნალისტებს. მისი თქმით, ექიმები მოგვიანებით გააკეთებენ განცხადებას პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. კვირას დილით ზემანი პრემიერ-მინისტრ ადრეი ბაბიშს შეხვდა თავის რეზიდენციაში და საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ესაუბრა. ჯამრთელობის გაუარესების გამო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ აკრედიტაცია შეუჩერა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიას

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) აკრედიტაცია შეუჩერა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიას. როგორც Reuters-ი იტყობინება, მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასრულებელმა კომიტეტმა მოიწონა თავისი დისციპლინარული კომისიის რეკომენდაცია რუსეთის ეროვნული ანტისადოპინგო ლაბორატორიისთვის აკრედიტაციის შეჩერების თაობაზე. მოსკოვის ლაბორატორიას, რომლის მოქმედება უკვე არის დროებით შეჩერებული 2020 წლის იანვრიდან, შეტყობინება გაეგზავნა აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების თაობაზე. ლაბორატორიას კვლავაც არა აქვს უფლება შეასრულოს სამუშაო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მუღანლოელებმა ცხვარი დაუკლეს მოშიმშილე სააკაშვილს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად რუსთავის მე-12 საპყრობილესთან მივიდნენ სოფელ მუღანლოს მცხოვრებნი, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილს დაკლული ცხვარი, ნაზუქები, ნამცხვრები და ხილის წვენი მიუტანეს. მაჰამად ეიბოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სჭირდება, ამიტომ ვთხოვთ შეწყვიტოს შიმშილობა". ეიბოვის თქმით, ცხვარი და ნაზუქები სწორედ მიხეილ სააკაშვილსითვის მიიტანეს ციხესთან. "რასაც აქ ხედავთ, ეს ყველაფერი მთელი სოფლის სახელით შეგროვდა", - თქვა მაჰამად ეიბოვმა. ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილი: „ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია.“

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 1 ოქტომბრიდან სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში იმყოფება, თავისი პირადი ცხოვრების თაობაზე საზოგადოებაში გაჩენილ ინტერესს ფეისბუკში გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა. „მათთვის, ვინც ჩემი პირადი ცხოვრებით არის დაინტერესებული. ამ ეტაპზე იმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვან ბრძოლაში ვარ ჩართული, ვიდრე ჩემი პირადი ცხოვრებაა. თუმცა, რადგანაც ჩემი ცხოვრების ეს ნაწილიც ინტერესის სფეროა და არაერთი კითხვა დაისვა ამ თემის გარშემო, მინდა გიპასუხოთ - ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა შეცვალა ბიულეტენების გადათვლამ კახეთში?

კახეთის საოლქო საარჩევნო კომისიებმა იმ უბნების შედეგები გადათვალეს, სადაც 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევების დღეს დიდი რაოდენობით ბათილი ბიულეტენები დარჩა.

Radiotavisupleba.ge 

დარღვევები, შეცდომები, აგრესია - 8 საარჩევნო სარჩელის ამბავი 

2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ხმის დათვლის და შეჯამების პროცესის შესახებ  საერთო ჯამში  დაიწერა 1 702 საჩივარი, მათგან 825 შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და უბნების ხელახლა გადათვლას ითხოვს. გადათვლის მოთხოვნას საარჩევნო კომისიები რთულად და იშვიათად აკმაყოფილებენ.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომელშიც პარაშუტისტები იმყოფებოდნენ

თათარსტანში, ქალაქ მენზელსინსკის მახლობლად, ჩამოვარდა L-410 თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც სავარაუდოდ 20-ზე მეტი პარაშუტისტი იყო. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სულ მცირე შვიდი მათგანი ცოცხალია. სააგენტო "ინტერფაქსი" ადრე იტყობინებოდა 19 დაღუპულისა და სამი გადარჩენილის შესახებ. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, თვითმფრინავი რადარის ეკრანიდან გაქრა კვირა დილით. მფრინავების გარდა, ბორტზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი საფრენი კლუბის წევრები, რომლებიც პარაშუტით გადმოხტომას აპირებდნენ. კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პრეზიდენტი: "მიიღეთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და თანადგომა დაღუპულთა ოჯახებისადმი"

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. „გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა სამძიმარი ქალაქ ბათუმში შენობის ჩამონგრევის გამო, რასაც მსხვერპლი და ადამიანთა დაშავება მოჰყვა. მიიღეთ გულწრფელი თანაგრძნობა და თანადგომა დაღუპულთა ოჯახებისადმი. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს“, – ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის მიერ მიერ „ტვიტერის“ საშუალებით გავრცელებულ სამძიმრის წერილში, რომლის ადრესატი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კარლ ჰარცელი: "მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა"

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს. „მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს“,- დაწერა კარლ ჰარცელმა „ტვიტერის“ გვერდზე. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. შს სამინისტრომ, გამოძიების ფარგლებში, სამი პირი დააკავა.

Radiotavisupleba.ge 

ილია მეორე: „დიდია მწუხარება, რომელიც ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა“

საქართველოს საპატრიარქო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს სამძიმარს ავრცელებს. „დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა. გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით. ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც... Читать дальше...


Агентство «Вебер»: больше половины россиян активно путешествуют

В России могут появиться модульные убежища для защиты от ядерного оружия

Купить Диплом: Оперативное Оформление

Ранее судимый 29-летний мужчина пырнул ножом знакомого в Подмосковье



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

«Губернский лесопарк» в Чехове благоустроят к концу сентября

Ранее судимый 29-летний мужчина пырнул ножом знакомого в Подмосковье

Стали известны подробности гибели пассажира самолета в Нижнем Новгороде

В России появились баннеры в защиту жизни детей до рождения

Музыкальные новости

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 3 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Путин защитил от списания по долгам социальные пенсии инвалидов

Рудковская призвала людей чаще проверять своё здоровье в связи со смертью Заворотнюк

ONYX отправляется в Большой тур по России

Новости России

Тая Скоморохова выпустила новый трек «Едем по району»

Угроза Трампа в адрес Путина и Си: Бомба на Россию и Китай

Купить Диплом: Оперативное Оформление

Жители Балашихи смогут пройти осмотр в передвижном акушерском пункте 1 июня

Экология в России и мире

ONYX отправляется в Большой тур по России

Eleganzza весна-лето 2024

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

Спорт в России и мире

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Елена Рыбакина удивила решением перед Уимблдоном

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Медведев на отказе серба Кецмановича вышел в третий круг «Ролан Гаррос»

Moscow.media

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Муруджинские озера

ТСД промышленного класса Saotron RT-T60

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *