Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2021

Новости за 16.10.2021

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ციხეში ძალადობის ვიდეოჩანაწერის წყარო საფრანგეთში გაიქცა პოლიტიკური თავშესაფრის საძიებლად

ინფორმაციის მასობრივი გაჟონვის წყარო, რომელმაც გაავრცელ  რუსეთის პენიტენციურ სისტემაში სავარაუდო წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, საფრანგეთში გაიქცა, სადაც პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს. ეს ახალი ამბავი 16 ოქტომბერს დაადასტურა ვლადიმირ ოსეჩკინმა, ცნობილმა რუსმა უფლებადამცველმა, რომელიც წამების წინააღმდეგ ბრძოლის პროექტს Gulagu.net-ს ხელმძღვანელობს და რომელმაც გამოაქვეყნა წყაროს მიერ - რომელიც აქამდე მხოლოდ სახელით, სიარჰეი, მოიხსენიება - მიწოდებული ვიდეოჩანაწერის დიდი ნაწილი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნორვეგიის პოლიციას ახლა ეჭვი ეპარება მშვილდ-ისრით თავდამსხმელის რადიკალ-ისლამისტობაში

ნორვეგიის პოლიცია, რომელიც იძიებს  ამ კვირაში ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში მშვილდ-ისრით შეიარაღებული კაცის მიერ  ხუთი ადამიანის მკვლელობის საქმეს, აცხადებს, რომ მას სულ უფრო ეპარება ეჭვი იმაში, რომ თავდამსხმელი ისლამისტური იდეოლოგიით იყო მოტივირებული. პოლიციის ინსპექტორმა, ტომას ომჰოლტმა, 16 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როგორც ახლა ჩანს, ეჭვმიტანილს სინამდვილეში ისლამი არ მიუღია, როგორც ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ომჰოლტმა განაცხადა, რომ სულ უფრო იხრებიან იმისკენ, რომ ფსიქიური დაავადება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა გაუშვა კოსმოსური აპარატი, რომელიც ასტეროიდებს გამოიკვლევს 12 წლიანი მისიის განმავლობაში

აშშ-ის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციამ, NASA-მ, 16 ოქტომბერს კოსმოსში გაუშვა ზონდი, რომლის მიზანია ახალი მონაცემების შეგროვება მზის სისტემის ჩამოყალიბების შესახებ - ასტეროიდების შესწავლის მეშვეობით. მისია, სავარაუდოდ, 12 წელიწადს გასტანს. კოსმოსური ხომალდი სახელწოდებით Lucy, პირველი იქნება, რომელიც გამოიკვლევს ქვიან სხეულებს, რომლებიც იუპიტერის ტროას ასტეროიდების სახელითაა ცნობილი. Lucy დილას ადრე, United Launch Alliance Atlas V "რაკეტით გაუშვეს კანავერალის კონცხის კოსმოსური ძალების სადგურიდან ფლორიდაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანა დოლიძის პარტია არჩევნების მეორე ტურში თავისუფალ არჩევანს ემხრობა

ანა დოლიძის პარტიამ „ხალხისთვის“,აზრთა სხვადასხვაობის გამო, მხარდამჭერებს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში თავისუფალი არჩევნის გაკეთების საშუალება მისცა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი წევრებისა და მხარდამჭერების თავისუფალ არჩევანს. თვითონ გადაწყვიტონ, როგორ, რა ფორმებში და როდის არის წინსვლა და ცვლილება საუკეთესო მათთვის, მათი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის“ - განაცხადა ანა დოლიძემ 16 ოქტომბერს. პოლიტიკოსი თვლის, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხალხის წინაშე ისევ „ორპოლუსიანი არჩევანი“ დგას და ამ მოცემულობის გათვალისწინებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„შავმა ლომმა“ პრემიული ქულით მოუგო ისრაელის „თელავივ ჰითს“

რაგბის პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა ევროპის სუპერთასის გათამაშებაში, სადებიუტო მატჩში ადვილი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრების მორაგბეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, ტურნირის პირველ ტურში „თელავივ ჰითს“ ავჭალის სტადიონზე ოცდასამქულიანი უპირატესობით და პრემიული ქულით აჯობა - 33:10. მასპინძლებმა ოთხი ლელო გაიტანეს. სამჯერ აკაკი ტაბუცაძემ შეიტანა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში, ერთხელ - შალვა მამუკაშვილმა. 23 ოქტომბერს „შავი ლომი“ პენზის „ლოკომოტივს" ესტუმრება. 30 ოქტომბერს - „ენისეის“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის სასამართლომ უარყო ალექსეი და ოლეგ ნავალნების სარჩელი "ივ როშე"-ს წინააღმდეგ

საფრანგეთის დასავლეთში მდებარე ქალაქ რენის სააპელაციო სასამართლომ უარყო ალექსეი და ოლეგ ნავალნების სარჩელი კოსმეტიკური ფირმა "ივ როშე-ს" წინააღმდეგ. ამის შესახებ 16 ოქტომბერს იტყობინება საერთაშორისო ფრანგული რადიო, ფრანგულ გამოცემა Challenges-ზე დაყრდნობით. დაცვის მხარემ სინანული გამოთქვა სარჩელის უარყოფასთან დაკავშირებით და შეხსენება გააკეთა, რომ რენის პროკურატურამ, საქმის მოსმენისას, ადრე მხარი დაუჭირა მოთხოვნას დამატებითი გამოძიების ჩატარების შესახებ. ამის შესახებ სააგენტო AFP-ს განუცხადა ადვოკატმა, ამელი ლეფევრმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ უარყოფს რუსეთის მტკიცებას, რომ აშშ-ის სამხედრო გემი მის ტერიტორიულ წყლებში შესვლას ცდილობდა იაპონიის ზღვაში

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა უარყვეს მოსკოვის განცხადება, რომ აშშ-ის სამხედრო გემი შეეცადა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შესვლას იაპონიის ზღვაში რუსეთ-ჩინეთის სამხედრო სწავლების დროს 15 ოქტომბერს. აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის შტაბში განაცხადეს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება ორი ხომალდის ურთიერთქმედების შესახებ "ტყუილია". აშშ-ის ფლოტის განცხადებით, მისი ხომალდი USS Chafee ასრულებდა ჩვეულებრივ ოპერაციას იაპონიის ზღვის საერთაშორისო წყლებში და მოქმედებდა საერთაშორისო სამართლის და წესების შესაბამისად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ისლამური სახელმწიფოს" განშტოებამ პასუხისმგებლობა აიღო აფეთქებაზე ყანდაარის მეჩეთში

"ისლამური სახელმწიფოს" განშტოებამ, "პროვინცია ხორასანმა" (IS-K) პასუხისმგებლობა აიღო თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებაზე ხალხმრავალ შიიტურ მეჩეთში ყანდაარში, სამხრეთ ავღანეთში, პარასკევის ლოცვისას. ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ორმა თვითმკვლელმა ცალ-ცალკე თავდასხმა განახორციელა მეჩეთის სხვადასხვა ნაწილში მაშინ, როცა მორწმუნეები შიგნით ლოცულობდნენ. IS-K-მ Telegram-ის არხით განაცხადა, რომ პირველმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მეჩეთის დერეფანში აიფეთქა, ხოლო მეორემ - მეჩეთის ცენტრში.... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"თავისუფლება მესამე პრეზიდენტს" - ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გაიმართა

შეძახილებით „მიშა, მიშა“, მიხეილ სააკაშვილის სწრაფი გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია გაიმართა სოლოლაკში, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის სახლის მისადგომებთან. პოლიციამ აქციის მონაწილეებს გვირაბის გავლის საშუალება არ მისცა. „არ გაქვთ ჩვენი შეჩერების კანონიერი უფლება. გთხოვთ, გაგვითავისუფლოთ გზა და გაგვატაროთ... თქვენ ახლა ჩვენს უფლებებს არღვევთ“, - მიმართავდნენ სამოქალაქო აქტივისტები სამართალდამცველებს. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინებოდა, ადგილზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მუსიკა: რევაზ ლაღიძისა

საოცრად ქარიზმატული ადამიანი, ციმციმა, მწვანე თვალებით - ასე ახასიათებენ რევაზ ლაღიძეს, რომელმაც 60 წელი იცოცხლა და თითქმის ამდენივე შედევრი დატოვა.

Radiotavisupleba.ge 

"მზიდ კედლებს ხელი არ მოკიდოთ"- მუშები წინასწარ გააფრთხილა კაცმა, რომელსაც ბათუმში ოჯახის 4 წევრი დაეღუპა

რამაზ დავლაძემ, რომელსაც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაეღუპა, 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე, პირველ სართულზე მომუშავე პირები თავად გააფრთხილა - მზიდი კედლები არ დაენგრიათ. დავლაძემ შეამჩნია, რომ ბინაში, სადაც რემონტი მიმდინარეობდა, კედლები იყო დანგრეული და ოროთახიანი ბინა ერთ სივრცედ იყო გადაქცეული; თუმცა მზიდი კედლები ჯერ ისევ ადგილზე იყო. შემდეგ მას რამდენიმე დღით მოუწია ბათუმიდან გამგზავრება და მხოლოდ ტრაგედიის შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური წარმომადგენელი მზადაა, შეხვდეს ირანის ოფიციალურ პირებს ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით

ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის  ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა, განაცხადა, რომ ის "მზად" არის შეხვდეს ირანის ლიდერებს ბრიუსელში - თეირანსა და მსოფლიო სახელმწიფოებს შორის დადებული 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების განახლებისთვის ძალისხმევის ჩარჩოებში - და ამასთანავე თქვა, რომ "დრო არ იცდის".  ბორელმა ეს კომენტარი 15 ოქტომბერს გააკეთა, ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ევროპის კავშირის დესპანი ენრიკე მორა თეირანში იმყოფებოდა იმ მიზნით, რომ მიეღწია მოლაპარაკებების განახლების მტკიცე თარიღისთვის. ბირთვული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახეთის ადგილობრივი ბიუჯეტების პროექტებში მერებისთვის "ხელფასების გაორმაგების" დაპირება არ ასახულა

კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში უკვე მომზადებულია მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტები. რადიო თავისუფლებამ გურჯაანისა და თელავის მერიაში გაარკვია, რომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდის საკითხი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტებში ასახული არ არის. მერების ხელფასების გაორმაგებისა და საჯარო მოხელეების ანაზღაურების 2022 წლის იანვრიდან გაზრდის ინიციატივა მიმდინარე წლის აგვისტოში გაახმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.   „პრემიერის განცხადება იყო, მაგრამ არ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია დასრულდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამუდამო პატიმრობა და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა მოითხოვეს რუსთავის ციხესთან გამართული აქციის მონაწილეებმა. როგორც კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, ყოფილი პატიმრის, გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, აქციის ორგანიზატორები ის და მისი მეგობრები არიან. "ნაციონალური მოძრაობა უნდა აიკრძალოს, რომელმაც ათობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა", - თქვა აქციაზე გამოსვლისას თორნიკე მოლაშვილმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის პრემიერი მივიდა ეკლესიაში, სადაც წინა დღეს პარლამენტის წევრი მოკლეს დანით

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი 16 ოქტომბერს მივიდა ეკლესიაში, სადაც კანონმდებელი მოკლეს დანით წინა დღეს და ყვავილები მიიტანა. პოლიცია აცხადებს, რომ ეს იყო ტერორისტული თავდასხმა, სავარაუდოდ, ისლამისტურ ექსტრემიზმთან კავშირში. ჯონსონის კონსერვატორული პარტიის წევრზე, თემთა პალატის დეპუტატ დევიდ ეიმსზე თავდასხმა მოხდა ხუთი წლის შემდეგ მას მერე, რაც მოკლეს ჯო კოქსი, ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის კანონმდებელი. დევიდ ეიმსს უცნობი პირი ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს დანით დაესხა თავს. თავდასხმა მოხდა ქალაქ ლეი-ონ-სის ეკლესიაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ კომპენსაციას და აშშ-ში წაყვანას სთავაზობს დრონით თავდასხმისას დახოცილი ავღანელების ნათესავებს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შესთავაზა კომპენსაციის გადახდა იმ ათი ადამიანის ნათესავებს, რომლებიც აგვისტოში, ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის ბოლო ეტაპზე, დრონით თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. თავდაცვის სამინისტრო მუშაობს სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, რათა დაეხმაროს დახოცილების ოჯახებს, გადასახლდნენ აშშ-ში, განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ. კირბის თქმით, კოლინ კალიმ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, დაადასტურა მინისტრ ლოიდ ოსტინის ეს გადაწყვეტილება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილის გათავისუფლების მოწინააღმდეგეები რუსთავის ციხესთან იკრიბებიან

რუსთავის ციხესათან აქციისთვის ემზადებიან ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას აპროტესტებენ. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, ადგილზე შეკრებილთა შორის არიან რუსთავის მერიის თანამშრომლები, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობის წევრები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები. „აქციას სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარალებული ოჯახები მართავენ, რომელსაც მეც ვუერთდები", - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი წილოსანმა, რუსთავის მერიის ერთ-ერთი აიპ-ის თანამშრომელმა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში პირველად აღირიცხა დღეში კოვიდით ათასი გარდაცვლილი

კორონავირუსის შედეგად გამოწვეულმა დაავადებამ რუსეთში ერთ დღეში სიკვდილიანობის უმაღლეს რაოდენობას მიაღწია. 16 დეკემბერს გარდაცვლილთა რიცხვმა მიაღწია 1002-ს. წინა დღით ეს მაჩვენებელი უდრიდა 999-ს. ეს მონაცემები ეკუთვნის რუსეთის ფედერაციის დაავადებასთან ბრძოლის ფედერალურ ოპერატიულ შტაბს, რომლის ინფორმაციასაც ავრცელებს სააგენტო „ტასი“. ამავე ცნობით, პირობითი სიკვდილიანობის მონაცემი (საბოლოო დადგინდება ეპიდემიის დასრულების შემდეგ) დარჩა 2,79 პროცენტზე. მთლიანად, რუსეთში, კოვიდის 7,9 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახეთში ყურძნის მოსავალი საპროგნოზო მაჩვენებელზე ნაკლებია

კახეთის რეგიონში რთველი დასასრულს უახლოვდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, ყურძნის მოსავალი სრულად არის დაბინავებული დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. მოსავალი მცირე ფართობზე ჯერ ისევ ასაღებია ახმეტასა და საგარეჯოში. წინასწარი პროგნოზი არ გამართლდა და წელს იმაზე ნაკლები მოსავალი მოვიდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 300 ათასის ნაცვლად, 225 ათას ტონამდე ყურძენი დაიკრიფა. ეს რაოდენობა ბევრად ნაკლებია 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებითაც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოში მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოში მოქმედი აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ევროპულ ტურნეს მიმდინარე კვირის ბოლოს იწყებს და შედგება ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში. თავდაცვის მინისტრი ასევე ჩავა ბრიუსელში და პირველად მიიღებს მონაწილეობას ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში. თავდაცვის მდივნის ევროპული ტურნეს მთავარ მიზნად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა სახელდება. „თავდაცვის დეპარტამენტი ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს მტკიცედ უჭერს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონში საპატიმროში არეულობის შემდეგ ვითარება შედარებით დამშვიდდა

რუსეთის სამხრეთში, ქალაქ ვლადიკავკაზის ერთ-ერთ კოლონიაში არეულობის შემდეგ, რომელშიც რამდენიმე ასეული პატიმარი იყო ჩარეული, ვითარება შედარებით დამშვიდდა. ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონის ხელისუფლების თანახმად, არეულობის დროს არავინ დაშავებულა. რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში წარმომადგენელმა, ტამერლან ცგოევმა, განაცხადა ასევე, რომ სასჯელაღსრულების სამმართველოსთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, მოლაპარაკებოდნენ პატიმრებს, რათა მათ თავიანთი პრეტენზიები გამოთქვან. ეს ცნობა რუსეთის სააგენტო „ТАСС“-მა გაავრცელა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როცა სხვა გლოვობს, შენ კი აშუქებ - როგორ ვყვებით ტრაგედიაზე?

ჩვენი პროფესია ასეთია - შეიძლება მშვიდად ამზადებდე რეპორტაჟს, ვთქვათ, სოციალურ უსამართლობაზე ან ქვეყანაში პოლიტიკურ პერიპეტიებზე და უცებ დაგეწიოს ელვა ამბავი - სადღაც კორპუსი ჩამოინგრა ან დიდი აფეთქება მოხდა… მაშინვე დგები და შემთხვევის ადგილზე გარბიხარ, რომ ნახო, რა მოხდა და სხვებსაც მოუყვე. წასვლის წინ უკვე იცი, რომ ტრაგედიის გაშუქება მოგიწევს და შესაძლოა, მგლოვიარე ადამიანებსაც შეხვდე. როგორ იქცევი ასეთ დროს, რა ცოდნა გეხმარება მსგავსი ამბების გაშუქებისას, და როგორ უნდა მოჰყვე ამბავს ისე, რომ არც ტრაგედიის მსხვერპლი დააზიანო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

COVID 19: საქართველოში 5 076 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 44 პაციენტი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის 5 076 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ჩატარდა 62 994  ტესტი. გუშინ ეს მაჩვენებელი 3 270 იყო, 38 093 ტესტის ჩატარების ფონზე. Stopcov.ge-ზე ახლახან შეცვლილი მონაცემების თანახმად, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 44 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 440-ს შეადგენს. გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 126 -ით გაიზარდა განკურნებულთა რიცხვი და საერთო მაჩვენებელმა 609 987-ს მიაღწია. ამჟამად კარანტინის რეჟიმში რჩება 59 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს მკურნალობას 5 176 პაციენტი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გახარია: დაგენიძლავებით, „ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ექსპრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გარდაუვალი იქნება და მმართველი პარტია ამის საჭიროებას თავად დაინახავს. „მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არც „შარლ მიშელის შეთანხმებას“ და არც ამ არჩევნების შედეგებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება ვადამდელი არჩევნებისთვის. ადრე ვთქვი კიდეც - 90% რომ აიღონ [ადგილობრივ არჩევნებზე] ვადამდელი არჩევნები მაინც იქნება. ვადამდელი არჩევნები პირდაპირ დაკავშირებულია მმართველი ძალის პოლიტიკურ რესურსთან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სპორტული სეზონი დაუმთავრებელია...

საქართველოს ნაკრების გამარჯვებისა და ჩვენი ფეხბურთელების სავარაუდო გამოცოცხლებაზე საუბრობს მიმომხილველი, ვეტერანი ფეხბურთელი გია ცანავა; სპორტული ჟურნალისტი გიორგი ჭანიშვილი, რომელიც სარდინიაში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნდა, შეაფასებს ჩვენი ახალგაზრდების ტრიუმფალურ გამარჯვებას; ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი ლაპარაკობს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების არც თუ წარმატებულ გამოსვლაზე მსოფლიოს ჩემპიონატზე და პეკინის მომავალ... Читать дальше...


Таллин расторг договор с Эстонской православной церковью об аренде помещений

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

Кинологи псковского управления ФСИН успешно выступили на чемпионате в Московской области 

Не пейте эту гадость: марки кофе, которые лучше обходить за версту



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

To Body: лучшие друзья путешественника

Кинологи псковского управления ФСИН успешно выступили на чемпионате в Московской области 

«Юмор FM» подарит миллион за улыбку 31 мая

В Маньжурии открывается российско-китайский ночной клуб Felicity Port

Музыкальные новости

Сотрудники Росгвардии обеспечили безопасность транспортировки ракеты-носителя «Союз-2.1б» и грузового корабля «Прогресс МС-27» на космодроме «Байконур»

Бастрыкин поручил возбудить новое дело после нападения на медиков в Самарской области

Путин встретился с главой Ингушетии Калиматовым

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «ЗЕНИТ» В ГРОЗНОМ

Новости России

Около 100 тыс детей появились на свет в стенах роддома Химок за полвека работы

«Юмор FM» подарит миллион за улыбку 31 мая

МК: мать «смолинского маньяка» Ческидова знала о невольном положении пленницы

В Москве иномарка сбила самокатчика-подростка

Экология в России и мире

«Гениальная идея!»: звезды о новом музыкальном лейбле Детского радио

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Спорт в России и мире

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Российский теннисист Сафиуллин опустился на две позиции в рейтинге ATP

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Касаткина опустилась на 13-ю строчку в рейтинге WTA, Рахимова поднялась на 18

Moscow.media

Бузова и "Зенит"

Дипломатическая бизнес-встреча «Россия - Африка» прошла в Белом Особняке Villa Barvikha

Российские туристы назвали города, где лучше путешествовать в одиночестве

На закате.







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *