Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2021

Новости за 24.10.2021

Radiotavisupleba.ge 

ომბუდსმენი: გლდანის ციხის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანა მართებული არ იქნება - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 ოქტომბერს

რა ელის მიხეილ სააკაშვილს #18 დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში? #18 სამკურნალო დაწესებულება სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას. ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა. ნინო ლომჯარიას რწმუნებულმა დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეისწავლა და ასეთი დასკვნა გააკეთა: "#18 დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებით, ასევე, ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო აღჭურვილობის დათვალიერებით დადგინდა, რომ დაწესებულებას გააჩნია პატიმართა (მათ შორის მოშიმშილეების)... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი გმობს აშშ-ის გადაწყვეტილებას, აშშ-ის ვიზის მიღების მოსურნე რუსები "უსახლკარო მოქალაქეების" სიას დაემატონ

რუსეთმა დაგმო ვაშინგტონის გადაწყვეტილება აშშ-ის ვიზის მიღების მოსურნე რუსები დაემატებინა "უსახლკარო მოქალაქეთა" სიისთვის, რომლებსაც ვიზებზე განაცხადის შეტანა მესამე ქვეყნებში შეუძლიათ.  ეს გადაწყვეტილება რუსებს საშუალებას აძლევს აშშ-ის ვიზაზე განაცხადი შეიტანონ ვარშავაში, მათი ქვეყნის ნაცვლად, მას შემდეგ, რაც აშშ-ის საელჩომ მაისში შეწყვიტა სავიზო განაცხადების უმეტესობის განხილვა, საელჩოს თანამშრომლების რუსეთში დაქირავების მოსკოვის მიერ აკრძალვის გამო. აშშ "უსახლკაროს" უწოდებს განაცხადის გამკეთებელ იმ პირებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უზბეკეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები

უზბეკეთში 24 ოქტომბერს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მოქმედ პრეზიდენტს, შავკატ მირზოევს არ დაპირისპირებია რეალური ოპოზიცია და ის, გავრცელებული მოლოდინით, არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს.  მირზოევს უპირისპირდებოდა ოთხი ნაკლებად ცნობილი კანდიდატი, რომლებიც დიდწილად ხელისუფლებას უჭერენ მხარს. სამ ოპოზიციურ პარტიას არ მიეცა რეგისტრაციის უფლება, კენჭისყრაზე თავ-თავიანი კანდიდატების დასახელებისთვის. მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეს მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნებია უზბეკეთისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უწყებები კვლავ ამტკიცებენ, რომ ციხის კლინიკაში სააკაშვილს სრულფასოვნად უმკურნალებენ

იუსტიციის სამინისტრო პრეს რელიზს ავრცელებს, სადაც წერია, რომ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან ერთად მოინახულა გლდანის ციხის ჰოსპიტალი იმის შესამოწმებლად, რამდენად მართებული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის იქ გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ.  "როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულიად გამართული პაციენტის მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კონსილიუმის წევრებს მიეცეთ, ასევე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველი შემოწმების შემდეგ ამბობს, რომ გლდანის ციხის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანა მართებული არ იქნება

სახალხო დამცველმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და თვლის, რომ მოშიმშილე პატიმრის გადაყვანა ამ დაწესებულებაში მართებული არ იქნება.  "დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. N18 დაწესებულების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხაბეიშვილი სააკაშვილზე: მხოლოდ მისი მმართველობის დროს იყო საპატრიარქოს რეიტინგი და ნდობა 99%

რუსთავში, საპატიმრო დაწესებულებასთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ხაზი გაუსვა მის საქმიანობას მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებისთვის. ხაბეიშვილის თქმით, არც ერთი სხვა მმართველის დროს არ ყოფილა ეკლესიის მიმართ იმხელა ნდობა და არც ერთ სხვა დროს არ აშენებულა იმდენი ეკლესია მონასტერი, რამდენიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას.  „მიშა სააკაშვილმა საქართველოს დაუბრუნა გამარჯვების დროშა, ხუთჯვრიანი დროშა. ჩვენს დროშაზე გამოსახულია ხუთი ჯვარი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრემიერი მეჭიაურს თხოვს "გზა დაუთმოს "ქართული ოცნების" ახალგაზრდა, კანდიდატს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თიანეთში მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს და ყოფილ თანაგუნდელს, თამაზ მეჭიაურს სთხოვს, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე მმართველი პარტიის "ახალგაზრდა, ნიჭიერი" კანდიდატის სასარგებლოდ. თამაზ მეჭიაურმა 2 ოქტომბერს ამომრჩეველთა 30% მიიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა 43%. "თიანეთში ჩვენ გვაქვს მეორე ტური, აქ ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული, ახალგაზრდა, გამოცდილი, ძალიან წესიერი, კვალიფიციური კაცი, ლევან წიკლაური, რომელიც, რა თქმა უნდა, გახდება თიანეთის მერი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება

რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათი მხარდამჭერები და აქტივისტები აქციას მართავენ. აქციის მიზანი მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა და გამხნევებაა. მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები მოითხოვენ სასწრაფოდ გადაწყდეს მისი მრავალპროფილიან კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი, საჯარო პირები, მათ შორის იუსტიციის და პრემიერ-მინისტრი კი ამბობენ, რომ სააკაშვილს სამედიცინო დახმარებას თბილისში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრემიერ-მინისტრი: არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას

"მე, როგორ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაცის" - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში წინასაარჩევნო შეხვედრების დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბრისას. პრემიერი ამბობს, რომ სწორი არა მოქალაქეების იძულება, არამედ დარწმუნებაა, რომ ვაქცინაცია ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალია. პრემიერის განცხადების ფონია დრამატულად შემცირებული ვაქცინაციის ტემპი, მზარდი ინფიცირების შემთხვევები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"არ გაგცემთ პასუხს" - პრემიერის პასუხი რადიო თავისუფლების კითხვაზე

"ვინ ხართ თქვენ? რადიო თავისუფლებას არ გაგცემთ პასუხს" - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის კითხვას თელავში, წინასაარჩევნო რეგიონული ტურნეს დროს. რადიო თავისუფლებას პრემიერისგან აინტერესებდა მოესმინა, რატომ ვერ შესრულდა ის დაპირებები, რომელიც მან პირადად და მისმა გუნდმა სხვადასხვა დროს, 2012 და 2015 წლებში გასცეს კახეთში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს. 2015 წელს, პირველი პრემიერობის დროს ღარიბაშვილი კახეთის მოსახლეობას რამდენიმე პროექტის განხორციელებას დაპირდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ უნგრელებს ულოცავს 1956 წლის ამბოხების 65-ე წლისთავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შაბათს გაავრცელა განცხადება უნგრეთის ანტიკუმუნისტური ამბოხების 65-ე წლისთავთან დაკავშირებით. 1956 წელს უნგრეთში კომუნისტური მმართველობის საწინააღმდეგო ამბოხება მოხდა, რომელიც საბჭოთა არმიის ძალებმა ჩაახშეს. ოფიციალური მონაცემებით, აჯანყების და საომარი მოქმედებების დროს, 1956 წლის ოქტომბრის ბოლოდან 31 დეკემბრამდე დაიღუპა 2652 უნგრელი მეამბოხე, 348 მშვიდობიანი სამოქალაქო პირი, დაიჭრა 19 226 ადამიანი. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ: "უნგრეთის 1956... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ქაბულში იპოვეს შიმშილით დაღუპული რვა ობოლი ბავშვი

ჰაზარელების ეთნიკური ჯგუფის პოლიტიკური ლიდერი და ავღანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ამბობს, რომ ქაბულის დასავლეთით იპოვეს შიმშილით დაღუპული რვა ობოლი ბავშვის გვამი.  24 ოქტომბერს ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში მოჰამად მოჰაყიყი ამბობს, რომ ბავშვები დაახლოებით სამი კვირის წინ გარდაიცვალნენ. მისი თქმით, ბავშვები ადგილობრივმა სასულიერო პირმა და მეზობლებმა დაასაფლავეს.  ადგილობრივი სასულიერო პირი, მოჰამად ალი ბამიანი ამბობს, რომ დაღუპულ ბავშვებს შორის ყველაზე უფროსი რვა წლის იყო, ყველაზე პატარა - წლინახევრის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში თავს დაესხნენ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბს

რუსთავში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ოფისზე თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც დაშავდა 3 ადამიანი. შემთხვევისას შტაბში მყოფი პირები ამბობენ, რომ მათ თავს დაესხნენ მმართველი პარტიის მხარდამჭერები და სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ის პირები, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობრივი ექსცესებისთვის იყენებს. ამ დროისთვის დაშავებულები გამოკითხვაზე იმყოფებიან ადგილობრივი პოლიციის სამმართველოში, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსი, ალექსანდრე ბერიძე კი რადიო თავისუფლებას ეუბნება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრემიერი ამბობს, რომ გამორიცხულია სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია. სააკაშვილი 20 დღეზე მეტია, შიმშილობს. მისი ექიმის თქმით, მდგომარეობა მძიმდება, ადვოკატები კი ითხოვენ მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში მის გადაყვანას, ვინაიდან არსებობს გულის გაჩერების საფრთხე.  პრემიერ-მინისტრი ამ თემაზე საუბრისას ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი არ არის პრივილიგირებული პატიმარი და მას სხვების მსგავსად, ციხის კლინიკაში უმკურნალებენ, თუკი საჭირო გახდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამირან გამყრელიძე საჭიროდ მიიჩნევს სავალდებულო აცრას ცალკეული ჯგუფებისთვის მაინც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვაქცინაციის შემცირებული ტემპის ფონზე თვლის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები სავალდებულო უნდა გახდეს გარკვეული ჯგუფებისთვის მაინც. პანდემიის მეორე წლის მიწურულს ის ასევე საუბრობს ინფორმაციის ნაკლებობაზე მოსახლეობაში.  „მომხრე ვიქნებოდი აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიებების. სოფლებში რომ დავდივართ, გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატი: პატიმრები, ვინც უარს ამბობს დაეხმაროს ხელისუფლებას არჩევნებში, სადამსჯელო კამერებში ჰყავთ

რუსთავის მერიასთან აქცია გამართეს ქურდულ სამყაროსთან კავშირისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულთა უფლებადამცველებმა და ოჯახის წევრებმა. ისინი ამბობენ, რომ საპატიმრო დაწესებულებაში დაკავებულების უფლებების შეზღუდვას აქვს ადგილი მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს, არჩევნებში ხელისუფლებისთვის დაეჭირათ მხარი და დახმარებოდნენ მათ გამარჯვებაში.  "ბრალდებულებს არ აძლევენ პაემნის და  ტელეფონით სარგებობის უფლებას, ამყოფებენ სპეციალურ სადამსჯელო  კამერებში.  ბრალდებებს უმძიმებენ. არაერთი მიმართვის და პროტესტის გამო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში სახლის ნგრევისას გარდარჩენილმა 37 წლის კაცმა კლინიკა დატოვა

კლინიკიდან ოჯახში დაბრუნდა 37 წლის ზვიად თავდგირიძე. ის ერთადერთია მათ შორის, ვინც ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შემდეგ ცოცხალი გადარჩა. 37 წლის კაცმა, სანამ მაშველები გამოიყვანდნენ, ათ საათზე მეტი გაატარა სახლის ნანგრევებში, შემდეგ კი კლინიკა "მედცენტრში" მკურნალობის 16 დღიანი კურსი გაიარა. სამაშველო ოპერაციის დროს მასთან კონტაქტზე იმყოფებოდნენ მაშველები და ოჯახის წევრები, აწვდიდნენ წყალს და ესაუბრებოდნენ ნანგრევების მიღმა.  "პაციენტს ჰქონდა პოლიტრავმა და პოლიორგანული უკმარისობა. თავიდან მკურნალობდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხელისუფლებასთან შეთანხმების გამო, პაკისტანელმა ისლამისტებმა გადადეს საპროტესტო აქცია

პაკისტანის რადიკალური ისლამისტური პარტია 24 ოქტომბერს დათანხმდა სამი დღით გადაედო საპროტესტო აქცია, მას შემდეგ, რაც პაკისტანის ხელისუფლება მათ დაპირდა, რომ პარტიის ლიდერს ბრალდებებს მოუხსნის.  პარტია ტეჰრიკ-ე-ლაბიაკის ლიდერი, საად რიზვი 2020 წელს დააკავეს, საფრანგეთის წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციების დროს, რომლებიც უკავშირდებოდა წინასწარმეტყველ მუჰამედის პოლიტიკური კარიკატურების გამოქვეყნებას. რიზვი დააკავეს ხალხისთვის უკანონო შეკრების მოწოდების გაცემის ბრალდებით. ჯერჯერობით გაურკვეველია რიზვის როდის გაათავისუფლებენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სერბეთი კოსოვოელ მოკრივეებს არ აძლევს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის საშუალებას

მოყვარულთა კრივის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მოლაპარაკებას მართავს სერბეთის კრივის ფედერაციასთან, იმის გამო, რომ ბელგრადი უარს აცხადებს კოსოვოელ მოკრივეებს მისცეს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება.  2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კრივში სერბეთში ტარდება, 24-დან 6 ნოემბრამდე. კოსოვოს ოლიმპიურმა კომიტეტმა 23 ოქტომბერს, გვიან საღამოს განაცხადა, რომ მის სპორტსმენებს სერბმა ოფიციალურმა პირებმა უკვე ორჯერ უთხრეს უარი საზღვრის გადალახვაზე.   ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტი ამბობს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნებია, გავრცელებული მოლოდინით გამარჯვებას მოქმედი პრეზიდენტი მოიპოვებს

24 ოქტომბერს უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც, როგორც მოელიან, მოქმედი პრეზიდენტი, შავკატ მირზოევი მეორე ვადით მოიპოვებს გამარჯვებას, ოპოზიციური კანდიდატების არარსებობის ფონზე.  მირზოევს უპირისპირდება ოთხი ნაკლებად ცნობილი კანდიდატი, რომლებიც დიდწილად ხელისუფლებას უჭერენ მხარს. სამ ოპოზიციურ პარტიას არ მიეცა რეგისტრაციის უფლება, კენჭისყრაზე თავ-თავიანი კანდიდატების დასახელებისთვის.  მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეს მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნებია უზბეკეთისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

IAEA-ის ხელმძღვანელი: ირანის ობიექტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა საფრთხეს უქმნის სადამკვირვებლო პროგრამას

გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელის თქმით, მისი ორგანიზაციის სადამკვირვებლო პროგრამას ირანში შეზღუდვებს უქმნიან მნიშვნელოვან ობიექტზე, რაც ზრდის შეშფოთებას, რომ 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების ხელმომწერი, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ვერ შეძლებენ ირანის ბირთვული პროგრამის "სურათის რეკონსტრუქციას".  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი ამ განცხადებებით გამოვიდა 23 ოქტომბერს, NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში. გროსი ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება, იმ ფონზე, როცა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში გასცეს ციხეში წამების შესახებ ინფორმაციის გამავრცელებელი პირის დაპატიმრების ორდერი

რუსეთში გასცეს დაპარტიმრების ორდერი ყოფილ პატიმარზე, რომელმაც აღიარა, რომ გაავრცელა მძიმე ვიდეო მტკიცებულება ციხეში პატიმრების წამების შესახებ. მტკიცებულებაში ასობით შემთხვევაა ასახული, როცა პატიმრებს ციხის მესვეურთა დავალებით სხვა პატიმრები აწამებენ.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 ოქტომბერს ბრალდების დაკონკრეტების გარეშე გასცა დაპატიმრების ორდერი ბელარუსული წარმომავლობის სიარჰეი საველიეუს მიმართ. პატიმრების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის, Gulagu.net-ის თანახმად - რომელმაც ვიდეოჩანაწერების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სანკტ-პეტერბურგის პოლიციამ დააკავა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ყალბ სქემაში ეჭვმიტანილები

სანკტ-პეტერბურგის პოლიციამ დააკავა ექიმი და ოთხი მედდა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ყალბი მოწმობების გაცემაში.  როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 23 ოქტომბერს განაცხადა, ხუთივე დაკავებული მუშაობდა პავლოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში. მათ ბრალად ედებათ მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის სერტიფიკატის დაბეჭდილი და ციფრული ფორმებით გაცემა, როცა სინამდვილეში ისინი გამოუყენებელ ვაქცინებს ანადგურებდნენ.  გამომძიებლები აცხადებენ, რომ იძიებენ 12 შემთხვევას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

23 ოქტომბერს კვლავ 5 000-ზე ნაკლები აცრა ჩატარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 23 ოქტომბერს აიცრა 4 209 ადამიანი. 24 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 948 787 აცრა, 1 დოზით ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 36,0%, სრულად ვაქცინირებულია მოსახლოების მხოლოდ 32,4%. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, რომელიც საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ქვეყანაში შემოტანამდე შეიმუშავა, წლის ბოლომდე აცრილი უნდა ყოფილიყო მოსახლეობის 60%. ზაფხულში გადაწყვეტილების მიმღები პირები საუბრობდნენ იმაზე, რომ დღეში აუცილებელი იყო მინიმუმ 20-30 ათასი ვაქცინის გაკეთება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გვარამია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: არ უნდა გადავიდეთ ტრაგიკულ ფაზაში, მძიმედ დრამატულ ფაზაში ვართ

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საგანგებო ბრიფინგი გაავრცელეს და მოითხოვეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაყვანილ იქნას არა ციხის საავადმყოფოში, არამედ  მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანა, რასაც იუსტიციის სამინისტრო აპირებს, დაუშვებელია როგორც ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით, ისე უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით.   "იქნება იმიტირებული ბუნტი ციხის საავადმყოფოში... Читать дальше...


Показательные соревнования по сап-поло пройдут в выходные на Гольяновском пруду

Красноярский край готовится принять участников и экспертов Отборочного этапа Национального чемпионата профессионального мастерства «Абилимпикс»

Зачем офицеры НАТО и дипломаты ЕС рыщут по регионам Дальнего Востока

Пронько: В России создан "вечный двигатель" распила и воровства. Дело "рыжего Толика"



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Утреннее чтиво: смерть актеров, много детей - это норма, авиадебошир пытался открыть дверь самолета в полете

Российского тяжелоатлета Албегова лишили олимпийской медали

Как Россия установила мир в Европе

Поздравить с Днем защиты детей стоит 1 июня 2024 года

Музыкальные новости

Дизайнер Наталья Душегрея выпустила капсульные коллекции Весна-Лето 2024

Олег Рой и Дарья Донцова высказались о необходимости масштабирования опыта Башкортостана в проведении книжных фестивалей

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

Новости России

Скидки в магазинах и драка на пляже: советы ярославцам про отдых в Турции

Пронько: В России создан "вечный двигатель" распила и воровства. Дело "рыжего Толика"

Зачем офицеры НАТО и дипломаты ЕС рыщут по регионам Дальнего Востока

Красноярский край готовится принять участников и экспертов Отборочного этапа Национального чемпионата профессионального мастерства «Абилимпикс»

Экология в России и мире

В РУМЦ МГППУ действует правовой просветительский лекторий для студентов с инвалидностью и сотрудников вузов-партнеров

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

Спорт в России и мире

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

Медведев на отказе серба Кецмановича вышел в третий круг «Ролан Гаррос»

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Moscow.media

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ

Муруджинские озера

Девятый вал...

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *