Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2021

Новости за 29.10.2021

Radiotavisupleba.ge 

ბაიდენმა მაკრონს უთხრა, რომ ავსტრალიასთან წყალქვეშა ნავებზე შეთანხმება აშშ-ის „მოუქნელი“ ქმედება იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, თავის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ ვაშიგნტონი „მოუქნელად“ მოიქცა, როცა  ინდოეთის და წყნარი ოკეანეების აუზში უსაფრთხოების პაქტი დაიდო, რის გამოც საფრანგეთმა მილიარდობით დოლარი დაკარგა. ბაიდენმა ეს თქვა 29 ოქტომბერს მაკრონთან პირველი შეხვედრისას მას მერე, რაც აშშ-მა, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა შეათანხმეს AUKUS-ის პაქტი, რის გამოც ჩაიშალა პარიზსა და კანბერას შორის წყალქვეშა ნავების შესახებ დადებული 40 მილიარდი დოლარის მოცულობის კონტრაქტი და რასაც... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სუსის აუდიოჩანაწერი - ბრალდებები არჩევნების წინა დღეს

არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ იძებს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტს. საქმე ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" შეეხება;  მძიმე ბრალდებებს ამ განცხადებამდე გაცილებით ადრე აჟღერებდა პრემიერ-მინისტრი.

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილმა განცხადება შეცვალა: უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში თავადვე ილაპარაკა საკუთარი განცხადების შესახებ, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველებმა უარყოფითად შეაფასეს.  „მე ვთქვი, რომ ჩვენ ადამიანს და პატიმარს ვერ ავუკრძალავთ შიმშილობას, უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა. ალბათ, ამით ერთგვარი არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. ბუნებრივია, მე აღარ შევალ დეტალებში და კანონის განმარტებას არ დავიწყებ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ ადგილზეც გვყავს მობილიზებული ექიმების ჯგუფიც, რეანიმობილიც, აბსოლუტურად სრული მზაობაა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის მთავრობამ და რუსეთის გაზპრომმა შეთანხმებას მიაღწიეს ხელშეკრულების ვადის ხუთი წლით გაგრძელების შესახებ

მოლდოვის მთავრობამ და რუსეთის სახელმზწიფო კოლმპანია გაზპრომმა შეთანხმებას მიაღწიეს მათ შორის ბუნებრივი აირის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის 1 ნოემბრიდან ხუთი წლით გახანგრძლივების შესახებ. გაზრომმა განაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია „ორივე მხარისთვის სასარგებლო“ პირობებით. მოლდოვამ გასულ კვირაში ენერგეტიკული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას მერე, რაც გაზპრომთან მის შეთანხმებას ვადა გაუვიდა და მათ შორის შეთანხმება ფასებზე და ვადებზე ვერ მოხერხდა. რუსეთი ემუქრებოდა მოლდოვას, რომ შეუწყვეტდა აირის მიწოდებას წლის ბოლოსთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრეგაძე სააკაშვილის გადაყვანაზე: თუ საჭირო გახდება, ჩვენ გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც

სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების საქმეზე სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიებას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. როგორც ის ამბობს, თუ საჭირო იქნება, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად, ვერტმფრენსაც გამოიყენებენ.  „ჩვენ ვიხილეთ, რომ საუბარი იყო შესაძლო ძალიან მძიმე დანაშაულზე და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისათვის 24 საათის განმავლობაში. მათ შორის, თუ საჭირო გახდება, ჩვენ გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც იმისათვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში „ონლაინ“ გაიმართა სტალინის „დიდი ტერორის“ მსხვერპლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ცერემონია

საბჭოთა დიქტატორის, სტალინის, "დიდი წმენდის" დროს, სიკვდილით დასჯილი ათასობით ადამიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ცერემონია უკვე მეორე წელია ონლაინ იმართება კორონავირუსის პანდემიის გამო.   მოსკოვში არსებული ადამიანის უფლებათა დამცველი ცენტრი "მემორიალი" 2006 წლის შემდეგ ყოველწლიურად ატარებს ცერემონიას "სოლოვეცკი კამენ"-ის მემორიალთან, მოსკოვის ლუბიანკას მოედანზე, სადაც საბჭოთა კა-გე-ბე-ს ყოფილი შტაბ-ბინა იმყოფებოდა და ახლა მის მემკვიდრეს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს, უდევს ბინა.   12 საათის განმავლობაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრეგაძის თქმით, უკრაინის სახალხო დამცველმა ფაქტობრივად გაახმოვანა ცალმხრივი ინფორმაცია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოეხმაურა უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას განცხადებას. ის რამდენიმე დღის წინ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა. „უკრაინის ომბუდსმენის განცხადება პირდაპირ ვიტყვი, ჩემთვის იყო ძალიან გასაკვირი. იმ მარტივი მიზეზის და გამო, რომ ჩვენი კეთილი ნების საფუძველზე აღმოჩნდა ქალბატონი ომბუდსმენი საპატიმროში და მოინახულა პატიმარი. შესაბამისად, როდესაც ის ქალბატონი გამოვიდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრეგაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა" არის კლასიკურად არაფორმალური მმართველობის ნიმუში

#18 პენიტენციური დაწესებულების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ. წამყვანი დაინტერესდა, რას იტყოდა მინისტრი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებაზე, რომლის თანახმად, #18 დაწესებულებაში სანიტრებად დასაქმებულები არიან პატიმრები. იუსტიციის მინისტრი პასუხობს: „ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც მე-18 დაწესებულებაში, ასევე იმ დაწესებულებაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რას ფიქრობთ განახლებულ ვაკის პარკზე?

მეორე დღეა რაც 6 თვით სრულად ჩაკეტილი ვაკის პარკი გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, განახლდა მცენარეული საფარი - პარკში დარგეს სხვადასხვა სახეობის 12 ათასი ძირი ბუჩქი და 1300-ზე მეტი ხე. პარკის გამწვანება-რეაბილიტაცია ქალაქს 20 მილიონი ლარი დაუჯდა. მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა და ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, თბილისელები უკვე დაუბრუნდნენ პარკს. რადიო თავისუფლებამ რამდენიმე მათგანს ჰკითხა აზრი განახლებულ რეკრეაციულ ზონაზე და სხვადასხვა აზრიც მოისმინა. ეს წყვილი ვაკის პარკში 50 წელზე მეტია სეირნობს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ედუარდ მარიკაშვილი - "საკითხები, რომლებიც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება, უნდა გადაწყდეს ყოველგვარი პოლიტიკური მიზანშეწონილობის გარეშე"

„სახელმწიფო როდესაც იღებს ვალდებულებას, რომ მსჯავრი დასდოს და იზოლაციაში მოაქციოს ადამიანი, იქვე იღებს პასუხისმგებლობას, რომ ეს სასჯელი იმაზე მეტი არ გახდება, ვიდრე სასჯელის მიზნებს ემსახურება", - განმარტავს ედუარდ მარიკაშვილი, GDI-ს გამგეობის თავმჯდომარე.

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში წითელ მოედანზე ორალური სექსის იმიტაციისთვის ბლოგერს და მისი მეგობარი ქალს ათ-ათი თვით პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ბლოგერს და მისი მეგობარ ქალს, მოდელს, და ათ-ათი თვით პატიმრობა მიუსაჯა მათ ფოტოსთვის, რომელზეც გამოსახულია ორალური სექსის იმიტაცია მათ შორის რუსეთის დედაქალაქის წითელ მოედანზე, ვასილი ნეტარის ტაძართან. სასამართლომ 29 ოქტომბერს დამნაშავედ ცნო ტაჯიკეთის მოქალაქე, რუსლან ბობიევი, ასევე ცნობილი, როგორც რუსლანი თალაბჯონი და მოდელი, ანასტასია ჩისტოვა მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის და იმავე დღეს განაჩენი გამოუტანა ორივეს.    სექტემბრის ბოლოს, ბობიევმა ინსტაგრამით გაავრცელა ფოტო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნინო თარხნიშვილი - "საქართველოს აქვს პატიმრობის კოდექსი და იქ ძალიან კონკრეტულად არის გაწერილი რისი უფლებები აქვს პატიმარს"

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი შეეცადა გაერკვია პენიტენციური სისტემის მიღმა არსებულ სამკურნალო დაწესებულებაში პატიმრების მკურნალობის რა პრაქტიკაა საქართველოში. დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურს და გაესაუბრა კლინიკა "ვივამედის" კლინიკურ დირექტორს და ჩვენს ეთერში ყვება - რა უპასუხეს.

Radiotavisupleba.ge 

Ipsos: გაუგებრობა მოხდა, "მთავარმა" წინასწარი, შეუწონავი მონაცემები გამოაქვეყნა

მთავარი არხის ეთერში გასული ეგზითპოლის შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს კომპანია Ipsos-ი.  27 ოქტომბერს მთავარმა საზოგადოებას  5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარებული ეგზითპოლების შედეგები ამცნო, მოგვიანებით Ipsos-მა თავად გამოაქვეყნა იგივე კვლევის შედეგები, სადაც განსხვავებული იყო ზუგდიდის შედეგები.  “IPSOS-ს სწამს, რომ ინციდენტი გამოიწვია „მთავარი არხის“ მხრიდან გაუგებრობამ, თუ რა იყო განკუთვნილი გამოსაქვეყნებლად. „მთავარი არხისადმი“ გაგზავნილი ჩვენი ანგარიში მოიცავს სრულ შეწონილ და შეუწონელ შედეგებს ზუგდიდისთვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქეთი სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ერევნიდან დადებით სიგნალებს ელის, ნაბიჯებს ბაქოსთან შეათანხმებს 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, CNN Türk-ის ეთერში 29 ოქტომბერს  სომხეთ-თურქეთის მომავალ ურთიერთობებს შეეხო ფიზულისა და ზანგელანში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ ტაიპ ერდოანთან ერთად ვიზიტის შემდეგ, ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ბოლო ვიზიტისას, თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვიჩთან, და სხვა პარტნიორებთან ერთად, მათ განიხილეს რეგიონული სტაბილურობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ერთობლივი ნაბიჯები. "ომი დასრულდა და ახლა, აზერბაიჯანის წინადადების თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნინო სამხარაძე - "მეორე ტურის შემდეგ მეტად დინამიური პროცესები გველის ქვეყანაში, ვიდრე ეს უშუალოდ მეორე ტურს შეიძლება მიემართებოდეს"

"მეორე ტურის განსაზღვრა მარტივად ვერ მოხდება", - ასე ფიქრობს ნინო სამხარაძე, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" მკვლევარი - "ოპოზიციური ძალების მხრიდან სავარაუდოდ გარკვეული შედეგების საკითხი ეჭვქვეშ კვლავ დადგება, რაც შემდეგ წინწასულ მწვავე დაპირისპირებას გამოიწვევს"..

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული სოფელი ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ორი პირი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 28 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე, ზაზა მელიქიშვილი და ვალერი გაგნიძე თავისუფალია. ისინი ცოტა ხნის წინ ერგნეთის საგუშაგოზე გადმოსცეს ქართველ სამართალდამცველებს. „უკანონოდ დაკავებულთა უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა. აქტიურდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. პროცესში ჩართულნი იყვნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზვიად ქორიძე პრეზიდენტებისადმი მიმართვაზე - "ყველამ ვიფიქროთ ახლა ეროვნულ კონსოლიდაციაზე!"

"მოქმედ პრეზიდენტსა და მეოთხე პრეზიდენტს მივმართავთ ზუსტად ამ თხოვნით - დასხედით, თქვენ გაქვთ სხვა პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და გააკეთეთ ყველაფერი, რაც საჭიროა, იმისთვის, რომ ქართული სახელწმიფოებრივი სხეული მორიგ ჯერზე არ გავხლიჩოთ", - ამბობს ზვიად ქორიძე, 28 ოქტომბრის პეტიციის ხელმომწერი.

Radiotavisupleba.ge 

მთავარი არხი ეგზიტპოლს მაინც ჩაატარებს, IPSOS-თან ხელშეკრულებას წყვეტს

არჩევნების მეორე ტურის წინ ეჭვქვეშ დადგა* მთავარი არხის ეგზიტპოლის ჩატარების საკითხი, და ვინაიდან ამომრჩევლის გამოკითხვის შედეგები არ შეუკვეთავს არც მეორე, ოპოზიციურად განწყობილ ტელეკომპანიას, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ  30 ოქტომბერს ეგზიტპოლის შედეგებს მხოლოდ ტელეკომპანია  იმედი გამოაქვეყნებდა.

Radiotavisupleba.ge 

კობახიძე: დაგეგმილი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სიმულირება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. „ამ ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის ბოროტება, ეს არის რევანშისტული პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი მიზანია, შექმნას არეულობა და ქაოსი ჩვენს ქვეყანაში", - თქვა საუბრის დასაწყისში ირაკლი კობახიძემ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა სუს-ს მადლობა გადაუხადა. „სახელმწიფო და ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მისცემს ამგვარი მიზნების განხორციელების საშუალებას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანა წითლიძის თქმით, ზუგდიდში დააკავეს ციხის ყოფილი უფროსი, ენმ-ის მხარდამჭერი ამირან ჯანაშია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტარ ანა წითლიძის განცხადებით, ცოტა ხნის წინ დააკავეს ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია. როგორც წითლიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, მას „იარაღი ჩაუდეს“. „სენაკის გზაზე დააკავეს, თბილისიდან მოდიოდა. მას ჩაუდეს იარაღი და ეს რომ მოსალოდნელი იყო, ამაზე მან ჯერ კიდევ მანამდე დაწერა „ფეისბუკ"-გვერდზე და ჩვენც ვამბობდით ამას“, - განაცხადა ანა წითლიძემ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათი პარტიის მხარდამჭერ ყოფილ სამართალდამცავებს პოლიტიკური ნიშნით დევნის ხელისუფლება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბესო წერედიანი: რაც სუს-ის ბრიფინგზე თქვეს, ყოველ დღე ვწერ „ფეისბუკზე“

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ბესო წერედიანი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები მხოლოდ იმას მოწმობს, რომ მას 24 საათის განმავლობაში უსმენენ.  „მართალი გითხრათ ამ მისმენია ამ ჩანაწერებისთვის და ვერ დავადასტურებ მის ავთენტურობას. მაგრამ ის რომ „ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს ამაში ეჭვი არავის არ ეპარება. ყველაზე საოცარი ის არის, რომ რასაც ახლა თქვენ მეუბნებით, რომ მათ ბრიფინგზე განაცხადეს, მე ამას ყოველ დღე ვწერ ფეისბუკზე, საკუთარ გვერდზე და ის რომ მათ სადღაც ჩანაწერები გააკეთეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანის პარლამენტმა ახლო მომავალში შესაძლოა, გადაწყვიტოს საფეხბურთო სტადიონებზე ქალების დაშვება

ირანის პარლამენტი უახლოეს მომავალში გადაწყვეტს, დაუშვან თუ არა ქალები საფეხბურთო სტადიონებზე. ამას აქტიურად მოითხოვს ფიფა, ფეხბურთის საერთაშორტისო ფედერაცია. ირანში, მაჰმადიანურ ქვეყანაში, ქალებს, უკვე ოთხი ათწლეულია, აკრძალული აქვთ სტადიონებზე საფეხბურთო მატჩებზე დასწრება. "ირანის ფეხბურთის ფედერაციამ [FFI] პარლამენტს პროექტი წარუდგინა ", განაცხადა ირანის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა დირექტორმა, ჰასან ქამრანიფარმა 28 ოქტომბერს, იტყობინება ირანის მედია. "თუ მას დაამტკიცებენ, ქალებს მალე შეეძლებათ საფეხბურთო სტადიონებზე შესვლა"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლევან ხაბეიშვილი: რაზეც საჯაროდ არ ვსაუბრობთ, იქ [სუს-ის ჩანაწერებში] საუბარი არ ყოფილა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისიდან გამოეხმაურა პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს, რომელზეც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმის შესახებ იყო ლაპარაკი. „შემდგარი რეალობაა, რომ კახი კალაძის და „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას არა პარტია, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) სუსის ოფიციალური „შპიონები“ აწარმოებენ. დღეს ამ ხალხმა გვამცნო ის, რასაც საჯაროდ ისედაც ვამბობთ და ვსაუბრობთ. პირველი, არ მივცემთ სააკაშვილის მკვლელობის უფლებას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა აშშ-ის ავიახაზებს დამატებითი გადაფრენების ნება დართო  

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთმა მხარი დაუჭირა აშშ-ის ავიახაზების მოთხოვნას დამატებითი გადაფრენების ნებართვების შესახებ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართეს "სასწრაფო" თხოვნით მოსკოვთან ურთიერთობაში დასახმარებლად. სახელმწიფო დეპარტამენტმა 28 ოქტომბერს, საღამოს, დაადასტურა, რომ მიიღო წერილი და განაცხადა, რომ "რუსეთმა დაამტკიცა აშშ-ის გადამზიდველების განაცხადი გადაფრენების შესახებ გასულ კვირას". "სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს ურთიერთობას შესაბამის რუსულ უწყებებთან აშშ-ის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოფელ ვაყაში საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას მოითხოვენ

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული ზაზა მელიქიშვილის და ვალერი გაგნიძის ოჯახების წევრები მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. 28 ოქტომბერს სოფლის 5 მცხოვრები საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ოკუპირებულ ლოპანთან ახლოს შეშის დასამზადებლად წავიდა. ტყის ნაწილი ოკუპირებულია, მეორე ნაწილი კი სოფელ ჩორჩანას ესაზღვრება, ვაყელები სწორედ ამ ტერიტორიაზე მუშაობდნენ, როცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. დაკავებისას ზაზა მელიქიშვილმა რუსებს დაუძახა, რომ... Читать дальше...


Курс рубля к доллару, юаню и евро снизился на открытии торгов Мосбиржи

Глава Екатеринбурга признался, что ему стыдно за состояние некоторых дорог

По «московским ценам» предлагают арендовать квартиры в Тынде в дни юбилея БАМа

В запасе есть мощнейший козырь: эксперт предрёк неожиданный шаг Путина



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Показательные соревнования по сап-поло пройдут в выходные на Гольяновском пруду

В арктическую экспедицию Росатома может отправиться школьник из Приамурья

Чемпионская ночь! В Оренбурге «Кама» в рамках командного боксерского турнира «Кубок Победы» разгромила «Сталинград» – 5:0

Глава Екатеринбурга признался, что ему стыдно за состояние некоторых дорог

Музыкальные новости

Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

Сотрудники Росгвардии задержали устроившего стрельбу с балкона мужчину в Подмосковье 

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Путин запретил списывать пенсии детей-инвалидов при взыскании долгов

Новости России

Светлана Баланова рассказала о важности общения с молодежью на одном языке

По «московским ценам» предлагают арендовать квартиры в Тынде в дни юбилея БАМа

Чемпионская ночь! В Оренбурге «Кама» в рамках командного боксерского турнира «Кубок Победы» разгромила «Сталинград» – 5:0

«На телевидении зарабатывают ровно столько, скольким миллионам людей приносят пользу!» Люди со способностями раскрыли секреты Дмитрия Диброва в шоу «Человек-невидимка» на ТВ-3

Экология в России и мире

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

Спорт в России и мире

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

Moscow.media

ТСД промышленного класса Saotron RT-T60

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

Экс-редактор Comnews присоединился к команде iTrend

НА ДЕТСКОМ ФЕСТИВАЛЕ ИСКУССТВ «НЕБО» СОСТОИТСЯ 5 ПРЕМЬЕР И ПОКАЖУТ НОВИНКИ ОТ ВЕДУЩИХ МОСКОВСКИХ ТЕАТРОВ







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *