Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2021

Новости за 17.10.2021

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მე-18 დღეს - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 ოქტომბერს

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაძლოა დღეს ექიმთა კონსილიუმი შეიკრიბოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მის მკურნალ ექიმს, აძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა ექიმთა კონსილიუმის მოწვევა სამშაბათის ნაცვლად დღესაც გახდეს საჭირო. ამის შესახებ ნიკოლოზ ყიფშიძე რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. „ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში საჭირო არ არის, მაგრამ ვნახოთ. წინა შეხვედრასთან შედარებით უფრო სუსტადაა“ - თქვა მიხეილ სააკაშვილის ექიმმა და დაამატა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კოსოვოში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა

კოსოვოს 1.8 მილიონზე მეტი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული მუნიციპალურ არჩევნებში 17 ოქტომბერს. ეს არის პირველი გამოცდა პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტისთვის. კურტის მოძრაობა  „თვითგამორკვევამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში წელს თებერვალში. 17 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნები ტარდება მოსახლეობის კორონავირუსზე აცრის კამპანიის ფონზე და უმეტესად სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ კოსოვოში მომხდარი ინციდენტების შემდეგ. კოსოვოელები აირჩევენ 38 მერს და 1000-ზე მეტ ადგილობრივ ოფიციალურ პირს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეუთომ შეაჩერა სამეთვალყურეო მისია აღმოსავლეთ უკრაინაში

ეუთომ გადაწყვიტა, შეაჩეროს თავისი მისია აღმოსავლეთ უკრაინაში. ამის მიზეზია საპროტესტო გამოსვლები სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფ დონეცკში, სამეთვალყურეო მისიის შტაბ-ბინასთან, იტყობინება სააგენტო Reuters-ი მისიის ხელმძღვანელის იაშარ ჰალით ჩევიკზე დაყრდნობით. მანამდე 200 პირი შეიკრიბა მისიის შენობასთან და მოითხოვდა უკრაინის არმიის მიერ გასულ კვირაში დატყვევებული სეპარატისტების ერთ-ერთი მეთაურის განთავისუფლებას. ეუთოს ექსპერტები აქამდეც იყვნენ საპროტესტო გამოსვლების მომსწრე. თუმცა ამჯერად, გავრცელებული ცნობით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ადგილობრივი არჩევნები - გამოცდა ჩრდილოეთ მაკედონიის მმართველი სოციალ-დემოკრატებისთვის

ჩრდილოეთ მაკედონიაში ამომრჩევლებმა 17 ოქტომბერს ხმა მისცეს ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც პირველი გამოცდაა პრემიერ-მინისტრ ზორან ზაევის მმართველი კოალიცია - მაკედონიის სოციალურ-დემოკრატიული კავშირისთვის - მას შემდეგ, რაც მან მცირე უპირატესობით მოიგო საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ივნისში. ადგილობრივი დროით 17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 41 პროცენტს მიაღწია. საარჩევნო უბნები გააგრძელებენ მუშაობას დათქმული ვადის, 19 საათის შემდეგაც, რადგან ზოგიერთ უბანში შეფერხებები იყო.  ჩრდილოეთ მაკედონიას დაახლოებით 1.8 მილიონი ამომრჩეველი ჰყავს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანელი კანონმდებლის მკვლელობასთან დაკავშირებით დააკავეს სომალური წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე

ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, სერ დევიდ ემესის მკვლელობასთან დაკავშირებით, დააკავეს ბრიტანეთის მოქალაქე, სომალური წარმოშობის ალი ჰარბი ალი, რომლის მამა ადრე სომალის მთავრობის მეთაურის მრჩევლად მუშაობდა. ამის შესახებ ცნობა გაავრცელა ბი-ბი-სიმ ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით. ალი დაკავებული ჰყავთ ტერორიზმთან ბრძოლის ზომების ჩარჩოებში. მისი დაკითხვა ალბათ, პარასკევამდე გაგრძელდება. გარკვეული დროის წინ, ბრიტანეთის ხელისუფლებმა ალი ჩართეს პროგრამაში, რომელიც მოქალაქეთა ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის რელიგიური გაერთიანების თანახმად, კრიმინალურმა დაჯგუფებამ ჰაიტიში გაიტაცა 17 მისიონერისგან შემდგარი ჯგუფი 

17 ადამიანი, მისიონერების ჯგუფი, მათ შორის ბავშვები, გაიტაცეს დამნაშავეებმა ჰაიტიში 17 ოქტომბერს, იტყობინება ორგანიზაცია, რომელმაც უშუალოდ შეიტყო მომხდარის შესახებ და ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა სხვადასხვა რელიგიურ მისიებს. ქრისტიანული დახმარების უწყების ცნობით, რომელსაც ოჰაიოში უდევს ბინა, მისიონერები სახლში ბრუნდებოდნენ ობოლთა თავშესაფრის მშენებლობიდან. "ეს საგანგებო ლოცვის შეტყობინებაა", იუწყებოდა ერთწუთიანი გზავნილი. "ილოცეთ, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა მოინანიონ. " შეტყობინებაში ნათქვამია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სუსი უარყოფს ინფორმაციას უსაფრთხოების მაღალჩინოსნის სახლის გაქურდვის შესახებ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით სიმართლეს არ შეეფერება მედიით გავრცელებული ინფორმაცია სუსი-ის უფროსის მოადგილის სახლის გაქურდვის შესახებ. ქართული მედიასაშუალებები აცხადებდნენ, რომ მარნეულში სუს-ის ქვემო ქართლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სახლიდან მოიპარეს მეხსიერების ბარათები საიდუმლო ინფორმაციით, ტაბელური იარაღი, ოქრო და ფული. სუს-ის ცნობით, მარნეულში, 28 სექტემბერს მართლაც გაქურდეს სახლი, თუმცა ის ეკუთვნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კელი დეგნანი: ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის მდგომარეობას

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ მნიშნელოვანია არჩევნების მეორე ტურის მშვიდ გარემოში ჩატარება, სადაც ამომრჩეველს საშუალება ექნება, ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. შეკითხვაზე, არის თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი, კელი დეგნანმა უპასუხა, რომ ეს მისი შესაფასებელი არა რის, თუმცა იცის, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში ფოკუსირებულია მის მდგომარეობაზე და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ვაშინგტონიც ყურადღებით აკვირდება მის მდგომარეობას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი შავი ზღვის რეგიონში იწყებს ვიზიტს, ესტუმრება საქართველოსაც

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი გაემართა შავი ზღვის რეგიონისკენ, სადაც მისი ვიზიტის მიზანია, კავშირები განამტკიცოს ქვეყნებთან, რომლებზეც ზეწოლა აქვს რუსეთს და მადლობა უთხრას მათ ავღანეთის მისიაში გაღებული წვლილისთვის. ოსტინი ეწვევა საქართველოს, რუმინეთს და უკრაინას, სანამ პირადად მიიღებდეს მონაწილეობას ბრიუსელის ნატოს სამიტში 21-22 ოქტომბერს. „ჩვენ ვადასტურებთ და ვაძლიერებთ იმ ქვეყნების სუვერენიტეტს, რომლებიც რუსული აგრესიის უშუალო სამიზნე არიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მეუფე შიო „საყოველთაო შერიგების“ შესახებ: „მოიკვეთეთ უკეთური!“

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო საკვირაო ქადაგებისას „საყოველთაო შერიგებას“ შეეხო და თქვა, რომ ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას და მიიჩნევენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო და ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. „ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილის ექიმის რეკომენდაციაა კონსილიუმი სამშაბათზე უფრო ადრე შედგეს

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმის მოწვევა შესაძლოა, სამშაბათზე ადრე გახდეს საჭირო. ყიფშიძის თქმით მიხეილ სააკაშვილი მორალურად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ უჭირს სიარული, აქვს სისუსტე და სახეზე უფერულობა. „ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში საჭირო არ არის, მაგრამ ვნახოთ. წინა შეხვედრასთან შედარებით უფრო სუსტადაა“ - თქვა მიხეილ სააკაშვილის ექიმმა და დაამატა, რომ ამ ინფორმაციას ციხის ექიმსაც მიაწვდიდა.

Radiotavisupleba.ge 

იურისტების ჯგუფი აცხადებს, რომ გირგვლიანის საქმეზე მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს

იურისტების ჯგუფმა 17 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ხელისუფლებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში ადანაშაულებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ  ამ საქმესთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცნენ მაღალი თანამდებობის პირები - შსს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარე - ბაჩო ახალია და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ არ დამდგარა სამართალდამცავი სისტემის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი.  "გირგვლიანის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უზბეკეთი თალიბანთან მოლაპარაკებას მართავს ვაჭრობის, ენერგეტიკის და სარკინიგზო ტრანსპორტის საკითხებზე

უზბეკეთის ოფიციალურმა პირებმა ავღანეთში თალიბანის მეთაურობით მოქმედი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს ვაჭრობის, სასაზღვრო უსაფრთხოების და ჰუმანიტარული დახმარების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ამის შესახებ იტყობინება უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. თალიბანის დელეგაცია, რომელსაც რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების პრემიერ-მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, აბდულ სალამ ჰანაფი ხელმძღვანელობს, ჩავიდა სასაზღვრო ქალაქ თემრეზში, 16 ოქტომბერს. უზბეკური მხარის დელეგაციას სათავეში უდგას პრემიერ-მინისტრის მოადგილე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პრეზიდენტმა „უპატიებელი“ უწოდა პოლიციის ქმედებას პარიზში 1961 წელს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, „უპატიებელი“ უწოდა პოლიციის მოქმედებას 60 წლის წინ, პარიზში, როცა სასტიკად იქნა ჩახშობილი საპროტესტო გამოსვლები. ალჟირული წარმოშობის მოქალაქეებმა პარიზის სენ-მიშელის ხიდთან 1961 წლის ოქტომბერში გამართეს მანიფესტაცია და საფრანგეთის მთავრობისგან ალჟირში საომარი მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვეს. 1961 წლის ტრაგედიის დეტალები ათწლეულების განმავლობაში იმალებოდა, დღემდე არ არის ცნობილი მოკლულთა ზუსტი რიცხვი. ოფიციალური ვერსიით, შეტაკებების დროს, ათეულობით პირი დაიღუპა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ბოლო 24 საათში აიცრა 4 681 ადამიანი

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 16 ოქტომბერს, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 4 681 ადამიანი. სულ, 17 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1 911 877 აცრა. ოქტომბრის დასაწყისიდან ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი 10 000-საც ვერ აღწევს, მაშინ როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევდნენ დღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას. განსაკუთრებით შემცირებულია პირველი დოზით აცრის მაჩვენებელი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კაბო-ვერდეს ხელისუფლებამ აშშ-ს გადასცა მადუროს წარგზავნილი

აფრიკის კუნძული-სახელმწიფოს, კაბო-ვერდეს ხელისუფლებამ აშშ-ს გადასცა ვენესუელის მოქალაქე, ბიზნესმენი, ალექს სააბი. მას ბრალად ედება „ფულის რეცხვა“ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს სასარგებლოდ. აშშ კანონიერ პრეზიდენტად მადუროს არ მიიჩნევს. სააბს მადუროს საგანგებო წარგზავნილის სტატუსი აქვს. სააბის ექსტრადიციის შესახებ ცნობა 16 ოქტომბერს გაავრცელა კაბო-ვერდეს რადიო. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ის გადაეცეს აშშ-ს, სექტემბერში მიიღო ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ.  ბიზნესმენი აშშ-ის მიერ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ამირან გამყრელიძე: ძალიან მძიმე ნოემბერი გვექნება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ მოსალოდნელია ეპიდემიური ვითარების საგრძნობი გაუარესება. „1,8 რეპროდუქციის ინდექსი რომ გაქვს, ეს არის ძალიან საგანგაშო, ანუ გავრცელება ძალიან სწრაფია, ამიტომ მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს ეპიდსიტუაცია" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვაა. „ყველამ შინ და გარეთ უნდა ვატაროთ პირბადე“ - თქვა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ აუცილებელია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ორდღიან ვიზიტს ჩაატარებს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

17-18 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, ივან კორჩოკი. ივან კორჩოკი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავასთან. აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, საქართველოში ჩამოდის სლოვაკური ბიზნეს-დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი ბიზნეს-ფორუმის გამართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობით.

Radiotavisupleba.ge 

COVID-19: საქართველოში 4 581 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 28 პაციენტი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის 4581 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ჩატარდა 46 123 ტესტი. გუშინ ეს მაჩვენებელი 5076 იყო, 62 994ტესტის ჩატარების ფონზე. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 28 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 468-ს შეადგენს. გასული დღე-ღამის განმავლობაში 2494 -ით გაიზარდა განკურნებულთა რიცხვი და საერთო მაჩვენებელმა 612 481-ს მიაღწია. ამჟამად კარანტინის რეჟიმში რჩება 61 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს მკურნალობას 5 176 პაციენტი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა პარიზის გრან სლემზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი მედალი მოიპოვა - ეთერ ლიპარტელიანი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა რეპეშაჟის ფინალამდე, სამი შეხვედრიდან ორი მოიგო და ერთი წააგო. გადამწყვეტ ბრძოლაში კი მეტოქე არ გამოცხადდა და ბრინჯაოს ზედმეტი ნერვიულობის გარეშე დაეუფლა. პარიზის გრან სლემის დასკვნით დღეს - 17 ოქტომბერს, საქართველოს სახელით კონკურენციაში ჩაებმებიან: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ)... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსის ფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიცს ორ სეტში მოუგო, ანგარიშით 7:6, 6:3 და ქართული ჩოგბურთის ისტორიაში პირველმა შეძლო ამ რანგის შეჯიბრების ფინალის საგზურის მოპოვება. მსოფლიოს რეიტინგში ოცდამეთექვსმეტე ადგილზე მყოფ ბასილაშვილს საჩემპიონო ტიტულს ბრიტანელი კამერონ ნორის ძლევა აშორებს. ამ ჩოგბურთელმა ნახევარფინალში ბულგარელ გრიგორი დიმიტროვს აჯობა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსზე სულ ხუთი მატჩი ჩაატარა. ფრიცთან შეხვედრამდე მან მოუგო ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს... Читать дальше...


Финансовый код: что это такое, как работает и как его запустить

Всемирный день без табака: как курение влияет на мозг и как победить привычку

83 пензенских бойца СВО приняли участие в программе «Время Героев»

Наркозависимый житель Твери отделался штрафом за хранение героина



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Свыше 16,6 тыс. москвичей получили квартиры по программе реновации с начала года

Террористов из «Крокуса» могут помиловать. Россияне предупреждают: реакция народа будет жесткой

«Ее талант неоспорим»: учитель Заворотнюк о первых шагах в актерской карьере

По «московским ценам» предлагают арендовать квартиры в Тынде в дни юбилея БАМа

Музыкальные новости

«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Представитель “Лайм-Займ” одержал победу на XII Чемпионате СФО по управленческим переговорам "Сила Сибири"

Концерт студии "Жерминаль"

Собянин: Трасса Солнцево — Бутово — Варшавское шоссе будет готова в 2026 году

Новости России

ММК подал иск на 1,5 млрд рублей к крупному производителю труб с активами в Оренбуржье

Свыше 16,6 тыс. москвичей получили квартиры по программе реновации с начала года

Террористов из «Крокуса» могут помиловать. Россияне предупреждают: реакция народа будет жесткой

Ранил пулей, добил из арбалета. Драма в семье коллекционера оружия

Экология в России и мире

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Представители KAMA TYRES приняли участие в 57-й легкоатлетической эстафете

С чем носить брюки палаццо: примеры образов

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Спорт в России и мире

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Медведев на отказе серба Кецмановича вышел в третий круг «Ролан Гаррос»

Moscow.media

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

Удаленная настройка охранных комплексов StarLine

Экс-редактор Comnews присоединился к команде iTrend

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *