Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Декабрь
2021

Новости за 07.12.2021

Radiotavisupleba.ge 

ბაიდენმა პუტინთან შეხვედრაზე "ღრმა შეშფოთება" გამოთქვა უკრაინასთან დაკავშირებით

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ აშშ „ღრმად არის შეშფოთებული“ უკრაინის მახლობლად რუსეთის ჯარების თავმოყრით და პირობა დადო, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები „ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ შესაძლო სამხედრო ესკალაციას.“ ამის თაობაზე თეთრმა სახლმა განაცხადა 7 დეკემბერს, ორ ლიდერს შორის ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ. ეს აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების მესამე პირდაპირი მოლაპარაკებები იყო მას შემდეგ, რაც ბაიდენმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რა მოლოდინებს უკავშირდება ბაიდენ-პუტინის ვირტუალური სამიტი?

სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმირ პუტინმა მორიგი მოლაპარაკებები გამართეს უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციით გამოწვეული დასავლეთის მზარდი შეშფოთებისა და აღმოსავლეთით ნატოს შესაძლო გაფართოებით უკმაყოფილო რუსეთის კატეგორიული მოთხოვნების ფონზე. „სხვა განსახილველ თემებს შორისაა დაძაბულობა უკრაინის გარშემო, ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებისკენ და რუსეთის ლიდერის ინიციატივა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად წყვეტს მკურნალობას

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდა მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. მან საზოგადოებას გააცნო ექსპრეზიდენტის წერილი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ პროტესტის ნიშნად წყვეტს მკურნალობას. ამის მიზეზად ყოფილი პრეზიდენტი ასახელებს მის წინააღმდეგ გატარებულ ზომებს. მიხეილ სააკაშვილის წერილის თანახმად, დღეს, 7 დეკემბერს, მასთან იმყოფებოდა გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულების ორი თანამშრომელი. სააკაშვილი აცხადებს, რომ ამოიცნო მისი წამების მონაწილეები. „დღეს დილით გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

PACE-ს თანამომხსენებლები 8-10 დეკემბერს საქართველოს ესტუმრებიან

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები საქართველოს მიერ ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულების საკითხში, რუმინელი პოლიტიკოსი ტიტუს კორლაციანი და ფრანგი კლოდ კერნი 8-10 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრებიან საქართველოს ფაქტების შემოწმების მისიით. როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იტყობინება, ვიზიტის განმავლობაში გაიმართება შეხვედრები, რომლების ყურადღების ცენტრში ძირითადად იქნება უკანასკნელი პერიოდის პოლიტიკური მოვლენები, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საკრებულომ დაამტკიცა დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობა

მერის კახა კალაძის წარდგინებით თბილისის საკრებულომ დაამტკიცა მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლობის კანდიდატურები. თბილისის ვიცე-მერი კვლავ ირაკლი ხმალაძე იქნება. მერის მოადგილეები იქნებიან ირაკლი ბენდელიანი, ილია ელოშვილი და ანდრია ბასილაია. მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებს უხელმძღვანელებენ: თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი - ვლადიმერ ჭიღლაძე; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი - გიგა გიგაშვილი; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი -... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კალაძემ ენმ-ის წევრს მიმართა: ქალბატონო ლილე, არაკორექტული შეკითხვა მაქვს - გვეკაიფებით?

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობის განხილვის დროს, მერმა კახა კალაძემ მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლილე ლიპარტელიანს. კალაძის თქმით, ოპოზიციის დეპუტატი ამბობს, რომ მას არ ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება. „ქალბატონო ლილე, ცოტა არაკორექტული შეკითხვა მაქვს - გვეკაიფებით?“ - მიმართა კალაძემ ლილე ლიპარტელიანს. თბილისის მერმა განმარტა: „ყველაფერი, რაც კი შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა, ბოროტება, ცუდი, ყველაფერს კადრულობთ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთში დააკავეს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი

საფრანგეთში დააკავეს პირი, რომელიც ეჭმიტანლია 2018 წელს სტამბოლში საუდის არაბეთის ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში. ჰაედ აიედ ალ-ოტაიბი სამშაბათს დააკავეს პარიზის „შარლ დე გოლის“ აეროპორტში, იტყობინება საფრანგეთის მედია. დაკავებული ერთ-ერთია საუდის არაბეთის იმ 26 მოქალაქიდან, რომლებსაც თურქეთი ეძებს ჟურნალისიტის მკვლელობასთან დაკავშირებით. ჰალედ ალ-ოტაიბი, კამეფო გვარდიის 33 წლის სამხედრო მოსამსახურე, საკუთარი სახელით ჩავიდა საფრანგეთში და დაკავების შემდეგ ის წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ალბათ ასე იყო, ალბათ ისე იყო...“ - გაფრინდაშვილის ადვოკატების თქმით, „ნეტფლიქსის“ არგუმენტები სუსტია  

საქმეზე „ნონა გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ“ კალიფორნიის სასამართლომ სხდომა 2022 წლის 24 იანვრისთვის დანიშნა. მოჭადრაკე ამტკიცებს, რომ სერიალ „ლაზიერის გამბიტის“ რეჟისორმა სიმართლე იცოდა, მაგრამ განზრახ დაამახინჯა. ნონა გაფრინდაშვილი შეცდომის გასწორებასა და კომპენსაციას, 5 მილიონ დოლარს ითხოვს. ნონა გაფრინდაშვილის წარმომადგენელი, იურისტი მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ „ნეტფლიქსმა“ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და სამართალწარმოების შეწყვეტა მოითხოვა. ადვოკატის თქმით, კომპანიის წარმოდგენილი არგუმენტები არადამაჯერებელი და სუსტია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი ონლაინშეხვედრას მართავენ

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბადენმა და ვლადიმირ პუტინმა, დაიწყეს ონლაინშეხვედრა. საუბარი მიმდინარეობს დაძაბულობის მკვეთრი გამწვავების ფონზე უკრაინასთან დაკავშირებით. დასავლეთის ქვეყნები და კიევი მიიჩნევენ, რომ მოსკოვი შესაძლოა უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას ამზადებდეს. პუტინი სოჭში იმყოფება, ბაიდენი ვაშინგტონში, თეთრ სახლში. საუბარი პრესისგან დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მოლაპარაკებების თაობაზე ერთობლივი განცხადების გაკეთება არაა დაგეგმილი. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ განაცხადა მოლაპარაკებების დაწყებამდე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გალში მცხოვრებ 5 ათასამდე ადამიანს ახალი საბუთის აღება მოუწევს 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც საოკუპაციო ხაზის გადასაკვეთად სოხუმში დამოწმებული საბუთი - ფორმა №9 ჰქონდათ, იანვრიდან ამ დოკუმენტით გალში შესვლას ვერ შეძლებენ.

Radiotavisupleba.ge 

კახეთში დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული კაცი გარდაიცვალა

გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი დაკავებული, 41 წლის კაცი სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. წინასწარი ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულს ეპილეფსიური შეტევა განუვითარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. კაცი სამართალდამცველებმა 2 დეკემბერს ოჯახში ძალადობის ბრალდებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში დააკავეს. იზოლატორში კაცის გარდაცვალების ფაქტის შესახებ სახელმწიფო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კალაძე ენმ-ს: საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ წამება ჰგონია ვინმეს, ჰკითხეთ თქვენს ლიდერს - მეგის ქარდავას

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, კითხვა-პასუხის დროს ილაპარაკა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის მიცემული მედიკამენტის შესახებ. „არავის სიამოვნებს ადამიანის დაჭერა-დაკავება და მისი საპატიმროში ყოფნა, ვინც არ უნდა იყოს ის. რა თქმა უნდა, ადამიანურად ეს სასიამოვნო არაა, მაგრამ როდესაც შენ გაქვს დანაშაული ჩადენილი, შექმენი ის სისხლიანი მმართველობა, ბოროტება, რომელიც იყო უმძიმესი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ამაზე პასუხი უნდა აგო. ზოგადად, ჩვენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები 9 დეკემბერს განახლდება

ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები 9 დეკემბერს გაგრძელდება ვენაში. ამის შესახებ ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Tasnim-ი იუწყება. მოლაპარაკებების მიზანია, სული შთაბეროს 2015 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას, რომლითაც ირანმა იკისრა ვალდებულება, შეზღუდოს საკუთარი ბირთვული პროგრამა სანქციების შემსუბუქების საპასუხოდ. მოლაპარაკებები გასულ კვირაში განახლდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. აშშ, რომელმაც 2018 წელს დატოვა შეთანხმება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვოლსკი „კონსერვატიულ მოძრაობაზე": მე, მაგალითად, არ დავარეგისტრირებდი

საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს მიერ ძალადობრივი, პრორუსული გაერთიანება „ალტ-ინფოს" ბაზაზე შექმნილი პოლიტიკური პარტიის - „კონსერვატიული მოძრაობის" დარეგისტრირებას გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი. „ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაექვემდებაროს კონკრეტულ წესებს... მე, მაგალითად, არ დავარეგისტრირებდი, იმიტომ, რომ ჩემი კრედო, პოლიტიკური შეხედულება რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ არის ვთქვათ, გერმანიაში, რადიკალური მემარჯვენე ხასიათის პარტიები, მაგრამ პოლიტიკა იმაში მდგომარეობს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინის მიმართ მუქარა დაუშვებელია

გერმანიაში ახალი მმართველი კოალიციის წევრმა პარტიებმა სამშაბათს ხელი მოაწერეს კოალიციურ შეთანხმებას. დოკუმენტს ბერლინში ხელი მოაწერეს მომავალმა კანცლერმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ოლაფ შოლცმა, პარტია „კავშირი 90-მწვანეების“ ლიდერმა, მომავალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა და თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, მომავალმა ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა, ასევე პარტიების სხვა წამყვანმა წარმომადგენლებმა. ახალი კოალიცია, ე.წ. „შუქნიშანი“ - მასში მონაწილე პარტიების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩხენკელი: ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც ეხებოდა მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ ისტორიის ორ ახალ სახელმძღვანელოს. ჩხენკელი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. „პირველ რიგში მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ კატეგორიულად მიუღებელია სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება იმ პიროვნებებისგან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მონაწილეობას იღებდნენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საბა ბუაძეს საკრებულოს დეპუტატებს: არ სჭირდება კალაძეს თქვენი დაცვა, დიდი ბიჭია უკვე, დაცვაში თამაშობდა

"მე მაქვს ჩემი მოსაზრება თქვენ მმართველობასა და კეთილსინდისიერებასთან. მიმაჩნია, რომ თქვენ დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი ხართ. არა მხოლოდ პერსონალური გამდიდრების და კორუფციის თვალსაზრისით, პარტიის სასარგებლოდ", - უთხრა საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა საბა ბუაძემ თბილისის მერს, კახა კალაძეს, რასაც “ქართული ოცნების” დეპუტატებისა და საკრებულოს თავმჯდომარის რეპლიკები მოჰყვა. ბუაძემ კოლეგებს უთხრა, რომ ქალაქის მერს მათი დაცვა არ სჭირდებოდა, ვინაიდან ის უკვე “დიდი ბიჭია. "დამშვიდდით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვამ გააგრძელა საგანგებო მდგომარეობა ბელარუსის საზღვარზე და მიგრანტთა ბანაკებში

ლიეტუველმა კანონმდებლებმა გააგრძელეს საგანგებო მდგომარეობის მოქმედება ბელარუსის საზღვარზე და ბანაკებში, სადაც იმყოფებიან ბელარუსიდან ჩასული მიგრანტები, რათა ხელი შეუშალონ ბლოკის აღმოსავლეთი საზღვრებიდან მიგრანტთა შედინებას. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება დაამტკიცა ლიეტუვის პარლამენტმა, სეიმმა. ეს ზომა 14 იანვრამდე იქნება ძალაში საზღვართან 10-კილომეტრიან ზონაში და მიგრანტთა ბანაკებში. საგანგებო ვითარების მიზანია „ხელი შეუშალოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე შესაძლო პროვოკაციებს,“ განაცხადა ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ამ პრეპარატს ნების გასატეხადაც იყენებენ“ - რას არქმევს სააკაშვილის „ფარმაკოლოგიურ წამებას“ მარიამ ჯიშკარიანი?

ფსიქიატრმა მარიამ ჯიშკარიანმა რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას გამოიყენა ტერმინი „ფარმაკოლოგიური წამება“. მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში დაუნიშნეს ანტიფსიქოზური მედიკამენტი, რომელიც მას არ სჭირდებოდა.

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ნადირაძე კახა კალაძეს: სამართლიანია, რომ ამდენი კორუფციული სკანდალის მერე აქ იყოთ და მთავრობას ამტკიცებდეთ?

დედაქალაქის საკრებულოში ხმაურით მიმდინარეობს სხდომა, რომელზეც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უნდა დამტკიცდეს. საპროტესტო აქცია იმართება ასევე საკრებულოს შენობასთან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის მერი კახა კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა და ჰკითხა, კიდევ რამდენი მილიონი ლარის "გაზიდვას" აპირებს ქალაქის ბიუჯეტიდან მილანში და რამდენი მილიონი ლარის ქონების გადაცემას აპირებს "კომოს ტბის ძმაკაცებისთვის". ქალაქის არჩეულმა მერმა დეპუტატის სიტყვით გამოსვლისას მას ჯამბაზი უწოდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროსაბჭომ რუსეთს მოუწოდა შეჩერდეს "მემორიალის" ლიკვიდაციის პროცესი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარემ, დუნია მიატოვიჩმა რუსეთის გენერალურ პროკურატურას მოუწოდა, შეწყვიტოს უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალისა“ და „საერთაშორისო მემორიალის“ ლიკვიდაციის პროცესი. მიატოვიჩმა გენერალური პროკურორის, იგორ კრასნოვის სახელზე გაგზავნილ წერილში შეშფოთება გამოხატა რუსეთის „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონის საფუძველზე ორი ავტორიტეტიანი ორგანიზაციის დევნის გამო. კომისიის თავმჯდომარემ ითხოვა, შეწყდეს ლიკვიდაციის პროცესი და „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახა კალაძემ საკრებულოს თბილისის მთავრობა წარუდგინა: თბილისისთვის არა უბრალოდ კარგი, საუკეთესო მინდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა. საკრებულოს სხდომაზე მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების შესახებ მსჯელობენ. კახა კალაძემ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა და საზოგადოებას არჩევნებში მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. „მადლობა ეკუთვნით იმ ადამიანებსაც, ვინც საკუთარი ქალაქის წინაშე პირნათლად მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი, მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი და ინდოეთი გააგრძელებენ სამხედრო თანამშრომლობას

რუსეთმა და ინდოეთმა 2031 წლამდე გააგრძელეს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ორმხრივი პროგრამა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინდოეთში ვიზიტის დროს 6 დეკემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას ინდოეთის საწარმოების მიერ რუსული საბრძოლო იარაღის გამოშვების შესახებ. კერძოდ, ინდოეთში დაამზადებენ 600 ათას ავტომატ კალაშნიკოვის AK-203s მოდელს. რუსეთი და ინდოეთი გეგმავენ გრძელვადიან თანამშრომლობას ქვანახშირის მოპოვების, გემთმშენებლობის, სასუქების, ფოლადის და კვალიფიციური მუშახელის მომზადების სფეროებში. ორივე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შქმერში, სადაც მანგანუმის მოპოვება დაიწყო, 1000 ჰექტრამდე მიწის პრივატიზება იგეგმება

საქართველოს ხელისუფლება გეგმავს გაყიდოს 1000 ჰექტრამდე მიწა რაჭის სოფლებში, შქმერსა და მრავალძალში, სადაც რამდენიმე თვის წინ მანგანუმის მოპოვება დაიწყო. 25 ნოემბრით დათარიღებულ წერილში ქონების ეროვნული სააგენტო წერს, რომ განიხილავს სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო და სახნავ-სათიბი მიწის პრივატიზების საკითხს. სააგენტო სთხოვს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, გარემოს დაცვის სამინისტროს და წიაღის ეროვნულ სააგენტოს, რომ 9 დეკემბრამდე აცნობონ მოსაზრება მიწის ნაკვეთების განკარგვასთან დაკავშირებით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბ ზვიადაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დაიწყო

თელავის რაიონულ სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის და პარლამენტის ყოფილი წევრის ზურაბ ზვიადაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შესარჩევი პროცესი დაიწყო. სასამართლომ 12 ნაფიცი და 2 სათადარიგო მსაჯული უნდა შეარჩიოს, რომლებიც საბოლოო ვერდიქტს გამოიტანენ. შერჩევის პროცესი რამდენიმე კვირას გასტანს. საქმის ნაფიცი მსაჯულებისათვის გადაცემის გადაწყვეტილება ბრალდებულმა და მისმა ადვოკატებმა წინასასამართლო სხდომაზე გამოაცხადეს. დღევანდელ, 7 დეკემბრის სხდომაზე, სასამართლომ დაამტკიცა მკვლელობის... Читать дальше...


В Сочи 83-летняя одинокая пенсионерка более 30 лет стоит в очереди на жилье

Администрация Химок провела круглый стол с делегацией из Китая

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

Губернатор Новгородской области Никитин рассказал о пилотных проектах по повышению рождаемости



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

ЦСКА разорвал дистанцию // Армейцы увеличили преимущество в финальной серии Единой лиги ВТБ

Более 300 мусорных контейнеров заменили в подмосковных парках

Питьевая вода для пяти районов. В ТиНАО появится инфраструктурный объект

Музыкальные новости

KP: муж изменял Алсу последние 10 лет

«Адвокат Валиевой: ей подсыпали допинг и сделал дедушка». Серьёзное расследование.

Группа компаний Helpers Представляет Совершенный Фулфилмент для Wildberries и Ozon Marketplace

Афиша театра кукол Бурятии "Ульгэр": Россия, Культура, Театр, Дети - Спектакль "Курочка ряба"

Новости России

Слушатели «Авторадио» поедут на премию МУЗ-ТВ на лимузине

«112» опубликовал видео того, как машина снесла подростка на электросамокате

Два турпроекта из Клина стали победителями областного этапа Russian Event Awards

To Body: лучшие друзья путешественника

Экология в России и мире

Пластический хирург, косметолог и дерматолог Мадина Байрамукова: как правильно спать, чтобы не было морщин

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Авторский вечер Эдварда Радзинского из цикла «Встречаясь с тайнами истории» в «Колизей – Арене»

BYD-FORKLIFT - официальный дистрибьютор BYD в России

Спорт в России и мире

Теннисистка Мария Шарапова снялась в красном облегающем платье

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Абсцесс остался позади // Андрей Рублев первым из игроков топ-10 вышел во второй круг

Moscow.media

Летнее нижегородское утро.

Генералов много, а Норат Тер-Григорьянц один!

Объявлена цена первой модели новой российской марки Xcite

По нацпроекту приводят к нормативу опорную сеть дорог Алтайского края







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *