Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Декабрь
2021

Новости за 15.12.2021

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის სასამართლომ დააჯარიმა "მემორიალი", ევროპარლამენტმა მკაცრად დაგმო ორგანიზაციის დევნა

მოსკოვის სასამართლომ ადამიანის უფლებების ცენტრ „მემორიალს“ 500 ათასი რუბლი (6800 აშშ დოლარი) ჯარიმა დააკისრა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ სადავო კანონის დარღვევისთვის. 15 დეკემბრის გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე რუსეთის უზენაესმა სასამართლომ განაახლა საქმის განხილვა, რომელშიც რუსეთის ფედერალური პროკურატურა ითხოვს ჯგუფის ჩარჩო ორგანიზაციის, „საერთაშორისო მემორიალის“ დახურვას. ამ ნაბიჯს მიიჩნევენ რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მთავრობის მიერ წარმოებული კამპანიის ნაწილად, რასაც მკაცრად გმობენ როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრძოლა „მუქთახორობასთან“, ოღონდ არა საქართველოში

საბჭოთა კაშირში, ოფიციალურად, უმუშევრობა არ არსებობდა. შრომის უფლება კონსტიტუციით იყო გარანტირებული, მაგრამ სამაგიეროდ არსებოდა მუქთახორობა, რუსულად Тунеядство, შესაბამისად, იყვნენ მუქთახორები, მუქთამჭამელები, პარაზიტები ანუ „ტუნეიადცები“, რომელთა რიგებს, ძირითადად, ხელისუფლებისთვის მიუღებელი ე.წ. შემოქმედებითი პროფესიების მქონე ადამიანები - პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები და ა.შ. ავსებდნენ. 1961 წლიდან მუქთახორობა ჯერ ადმინისტრაციული წესით (იძულებითი შრომით), შემდეგ კი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მე ამას საქართველოში ვერ ვიტყოდი"- რას ეუბნება თინი ნოღაიდელი დებს

თავიდან, როცა ამ სიმღერას ჩართავ, თითქოს გულის ბაგაბუგი ისმის. მერე პირველი სიტყვა მოდის  - „მჯერა“. მერე პირველი წინადადება: მინდა ვუმღერო ყველა ქალს, ვინც ითმენს მოძალადე ქმარს... და Rémmée-ც, იგივე თინი ნოღაიდელი, როგორც თავად მეუბნება, თავის ახალ სიმღერას, პირველ ქართულ ფემინისტურ ჰიმნს ასრულებს. სიმღერას „დაო“ ჰქვია. თხრობა რომ გავაგრძელო, ჯერ ამ სიმღერას უნდა მოუსმინოთ. ამიტომ,  ჩართეთ. თინიმ შეატრიალა და თქვა: „დაო, დითა ხარ ძლიერი“. რაო? სოციალურ ქსელში ამ ამბავს მაშინვე მოჰყვა რეაქცია - კარგიც, ცუდიც. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბრიუსელში გაიმართა ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ემანუელ მაკრონთან და ოლაფ შოლცთან

ბრიუსელში გაიმართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი იტყობინება. როგორც ცნობაშია ნათქვამი, მაკრონთან შეხვედრაზე მხარეებმა მოახდინეს პოზიციების „კოორდინაცია უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების თაობაზე“. „ლიდერებმა ისაუბრეს უკრაინა-საფრანგეთის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ, ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებთან დაკავშირებული სამთავრობათშორისო შეთანხმებების რეალიზაციაზე,“ ნათქვამია განცხადებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კახაბერ ნათაძეს და ვლადიმერ კანიაშვილს ცხინვალის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, კახაბერ ნათაძეს და ვლადიმერ კანიაშვილს ცხინვალის სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში გვითხრეს, მათ ინფორმაცია „ცხელი ხაზით“ მიიღეს. ორივე მოქალაქე 10 დეკემბერს ოკუპირებულ სოფელ წინაგრის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა საქართველოს დაკავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია დღეს, 15 დეკემბერს, გაავრცელა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გასამართლების შემდეგ გერმანიამ რუსეთის ორი დიპლომატი გააძევა

მას შემდეგ, რაც 15 დეკემბერს ბერლინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, რომელსაც საქართველოს მოქალაქის, მალხაზ (თორნიკე) ხანგოშვილის მკვლელობაში ედება ბრალი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა დაიბარა რუსეთის ფედერაციის ელჩი გერმანიაში, სერგეი ნეჩაევი. ამავე დროს რუსეთის ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, რაც დიპლომატების გაძევების ტოლფასია. გერმანიის ფედერალური პროკურატურა აცხადებს, რომ მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით მოხდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შეძლებს ოპოზიცია ხალხის თანამოაზრეებად ქცევას და „ერთიან პროტესტში“ აყოლიებას?

„არა თუ ვერ გაგვტეხს, გაგვაძლიერებს, გაგვაერთიანებს და კიდევ უფრო აქტიურად გვიბიძგებს მოქმედებისკენ“, - ეს სიტყვები „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ეკუთვნის.

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა შარლ მიშელს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. მთვრობის ადმინისტრაციის ცნობით, „პირისპირ შეხვედრისას, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში ძლიერი გზავნილების დაფიქსირებისა და საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების ასახვის მნიშვნელობას". ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ ბაქოში ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო დემონსტრაცია

აზერბაიჯანის პოლიციამ ბაქოში ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები ითხოვდნენ მოშიმშილე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სალეჰ რუსტამლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. პოლიციამ მინიმუმ 20 დემონსტრანტი დააკავა 15 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე. დაკავებულთა შორის არის პარტია მუსავათის წამყვანი წევრი ტოფიკ იაქუბლუ, იტყობინება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. იაქუბლუ და ათობით სხვა დემონსტრანტი დააკავეს ბაქოში მსგავსი აქციის დროს 1 დეკემბერს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და მთავრობის აქტიური კრიტიკოსი მოგვიანებით გაათავისუფლეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი და ჩინეთი შეეცადნენ, გაერთიანებული ფრონტი წარმოეჩინათ დასავლეთის მხრიდან კრიტიკის ფონზე

რუსეთისა და ჩინეთს ლიდერები შეეცადნენ, გაერთიანებული ფრონტი წარმოეჩინათ იმის ფონზე, რომ ორივე ქვეყანას სულ უფრო და უფრო ეძაბება ურთიერთობები დასავლეთთან. უკანასკნელ წლებში დასავლეთთან რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობები განუხრელად უარესდება საკითხთა ფართო სპექტრის გარშემო, ამიტომ არცერთი არ მიუწვევიათ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივით გაიმართა გასულ კვირაში. კრემლმა განაცხადა, რომ 15 დეკემბერს გამართულ ვიდეოშეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის ჩინელ კოლეგას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპის სახალხო პარტიის დაისი

ბოლო ორი კვირა კარგა მძიმე აღმოჩნდა ევროპის სახალხო პარტიისათვის (ესპ), სადაც კონტინენტის მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტიების უმეტესობას უდევს ბინა. ჯერ იყო და, პარტიის ყველაზე დიდმა სახელმა, ანგელა მერკელმა დაასრულა 16-წლიანი მმართველობა და დატოვა ვაკუუმი, რომლის შესავსებადაც გერმანიის ქრისტიან-დემოკრატებს წლები დასჭირდებათ. ამის პარალელურად ესპ-ის ერთ-ერთმა ყველაზე იმედის მომცემმა ფიგურამ, ავსტრიის ყოფილმა კანცლერმა სებასტიან კურცმა გადაწყვიტა - კორუფციის სკანდალების ფონზე - 35 წლის ასაკში საერთოდ წასულიყო პოლიტიკიდან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტში ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა

საქართველო პარლამენტის შენობაში "ქართული ოცნებისა" და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შესახებ, რომელიც "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სამუშაო ოთახში შედგა, ინფორმაცია მედიისთვის უცნობი იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ მსჯელობის ერთადერთი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებები იყო. "თებერვალში იქნება ძირეული მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ალბათ, ყველა საკუთარ პოზიციას ჩამოაყალიბებს ამ პერიოდისთვის. როგორც გვითხრეს,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Bloomberg-ი: ევროკავშირში უთანხმოებაა უკრაინის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე

ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის უთანხმოებაა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტოს რესპონდენტთა თქმით, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მოსკოვთან მოლაპარაკებების წარმოება და არა სერიოზული ეკონომიკური შეზღუდვების თაობაზე მისი გაფრთხილება. ნიდერლანდის, აღმოსავლეთ ევროპისა და სკანდინავიის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებმა, პირიქით, ევროპის კომისიას სთხოვეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ესტონეთის პრემიერ-მინისტრს კაია კალასს

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონელ კოლეგას, კაია კალასს შეხვდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობები და ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. „უპირველეს ყოვლისა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, განსაკუთრებით მოლდოვას, საქართველოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დასრულდა

ოპოზიციური პარტიების ლიდერები საერთო კოორდინირებულ მოქმედებებზე შეთანხმდნენ - ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელზეც შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა მედიასთან ისაუბრეს. მათი თქმით, ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება. "ერთი მხრივ, ჩვენ ქვეყნის პრეზიდენტისგან გვესმის მნიშვნელოვანი გზავნილი პოლარიზების დასრულების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც, კითხვის ნიშნების მიუხედავად, გვაქვს ინტერესი და მზაობა, რომ დაიწყოს საუბარი. კარგად გვესმის, რომ ეს არის ქვეყნისთვის აუცილებელი და ჩვენი მხრიდან ამას არავინ არ დაბლოკავს"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შარლ მიშელი: ფაშინიანმა და ალიევმა ევროკავშირის შუამავლობით „მნიშვნელოვანი“ მოლაპარაკებები გამართეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროკავშირის შუამავლობით „მნიშვნელოვანი“ მოლაპარაკებები გამართეს ბრიუსელში, განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. წუხანდელმა სამმხრივმა შეხვედრამ ოთხ საათზე მეტ ხანს გასტანა და 14 დეკემბერს ღამით დასრულდა. შეხვედრაზე იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ დაიძლიოს მხარეებს შორის შარშანდელი ომის შემდეგ გამწვავებული დაძაბულობა და როგორ შეუწყონ ხელი ვითარების მოგვარებას დიპლომატიის გზით. 2020 წლის შემოდგომაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის ინიციატივა ილია მეორეს გააცნო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 15 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო და პატრიარქს კურთხევა სთხოვა, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დღესვე პრეზედენტის ადმინისტრაციამ, გაავრცელა სალომე ზურაბიშვილის  "France 24"-ისტის მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტი, სადაც ის სწორედ ეროვნული შერიგების ინიციატივაზე საუბრობს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ქურდული სამყაროს" წევრები აეროპორტთან მდგარ ტაქსისტებს  თანხას ართმევდნენ - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისში აეროპორტთან მდგარ კერძო ტაქსის მანქანების მძღოლებს "ქურდული სამყაროს" წევრები და მათთან კავშირში მყოფი პირები იმ ტერიტორიაზე მუშაობის სანაცვლოდ გამომუშავებული თანხის ნახევარს სთხოვდნენ. უწყების კრიმინალური დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ იმ მძღოლებს, რომლებიც ამ მოთხოვნას არ თანხმდებოდნენ აეროპორტის ტერიტორიაზე მუშაობას უკრძალავდნენ. სულ დაკავებულია 9 პირი. მათ სამიდან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულები არიან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის სასამართლომ ვადიმ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის

გერმანიის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, რომელსაც ბრალად ედება ზელიმხან (თორნიკე) ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში. პროკურორების აზრით, მას მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურებმა დაუკვეთეს.  გამოძიების თანახმად, კრასიკოვმა ხანგოშვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო, 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლა ბერლინის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში, რის შემდეგაც ის მალე დააკავეს.  „არაუგვიანეს 2019 წლის ივნისისა, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებმა გადაწყვიტეს თორნიკე ხანგოშვილის მოკვლა ბერლინში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ღარიბაშვილი: გვჯერა, რომ დადგა ჩვენი ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურმა მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო ალიანსთან მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მკაფიო ხედვის შესამუშავებლად. „გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაგვაჩნია და აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ მოკავშირეებთან, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება მომზადდეს ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს პრემიერის თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

იენს სტოლტენბერგი: უნდა გაგრძელდეს მუშაობა სასამართლო სისტემის რეფორმაზე და მედიის დამოუკიდებლობაზე

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ნატოს სათაო ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნატო გააგრძელებს მისი პარტნიორების პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, საქართველოსგან კი ელის დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნებას. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მუშაობა სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის დამოუკიდებლობაზე და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულებაზე“ - თქვა იენს სტოლტენბერგმა და დასძინა - „ასევე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი: მე ავიღე შერიგების ვალდებულება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ საუბრობს ქვეყანაში შერიგების აუცილებლობასა და ამ პროცესში მის როლზე. ამ საკითხზე მან მცირე კომენტარი "France 24"-თან ინტერვიუში გააკეთა. "მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება, ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვაზიანში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა და თავი მოიკლა

ვაზიანის დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. კაცმა მკვლელობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჩაიდინა. წინასწარი ინფორმაციით, მოკლულებს ჭრილობა ყელის არეში აქვთ მიყენებული. მკვლელობის მოტივი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შსს -ს ცნობით, შემთხვევისას ბინაში სხვა არავინ იმყოფებოდა. უწყებისვე ცნობით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და მე-11 პრიმა მუხლებით, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპაში უფრო აქტიურად დაიწყეს ბავშვების აცრა კორონავირუსის წინააღმდეგ

რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ 15 დეკემბერს დაიწყო ხუთიდან 11 წლამდე ბავშვების იმუნიზაცია კორონავირუსის წინააღმდეგ. გერმანიაში, ესპანეთში, საბერძნეთსა და უნგრეთში აცრის ახალი ცენტრები გაიხსნა, სადაც ექიმები მაღალი მიმართვიანობის შესახებ იუწყებიან. მოთხოვნას აძლიერებს შიში კორონავირუსის ახალი მუტაციის - "ომიკრონის" ვარიანტის გამო. საბერძნეთის განათლების მინისტრი ერთ-ერთი პირველი გამოცხადდა ათენის საავადმყოფოში შვილის ასაცრელად. ამ ქვეყანაში უკვე 30 ათასზე მეტი ბავშვი დაარეგისტრირეს აცრისთვის. ევროკავშირის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე "რუსთავი 2-ის" მოქმედი დირექტორის მეგობარია

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ქონების მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენებისა და გაფლანგვის საქმის განმხილველი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამ საქმეზე დაკითხული, არხის მმართველი კომპანიის, სს "მედია ჰოლდინგის" დირექტორის მეგობარია. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ, 15 დეკემბერს გამართულ სხდომაზე გაირკვა. ინფორმაცია დასტურდება საჯარო რეესტრის საჯარო ამონაწერითაც. მოსამართლემ თქვა, რომ არ იცოდა რა თანამდებობას იკავებს "რუსთავი 2-ში" მისი მეგობარი ზაზა გველესიანი იმის მიუხედავად, რომ ის წინა სხდომაზე დაიკითხა. Читать дальше...


Студентка ВГИКа поучаствовала в съёмках фильма в Индии

Деревню Головково под Солнечногорском благоустроят в 2024 году

На Западе раскрыли, для чего США отправили своих военных советников в Минобороны Армении

В Москву на смену изнуряющей жаре придут грозы



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

На Западе раскрыли, для чего США отправили своих военных советников в Минобороны Армении

«Фонтанка»: главу «Пошли-поехали» Мойжеса арестовали по подозрению в госизмене

Мать оставила трёх детей с мигрантом в Москве. Закончилось всё изнасилованием и полицией

НСА: в рамках XIX Международной Конференции по страхованию состоялось обсуждение зарубежного опыта развития агрострахования

Музыкальные новости

Почта России помогла детям-подопечным благотворительных фондов встретиться с футболистами ЦСКА

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

В Штабе «Единой России» детям рассказали о правилах безопасного отдыха

Грандиозный концерт закроет сезон в Бурятском театре оперы и балета

Новости России

Поездки на речном транспорте включили в абонемент «МультиТранспорт» в Москве

Защита замглавы Генштаба ВС РФ Шамарина обжаловала его арест

В Москву на смену изнуряющей жаре придут грозы

Так и не повзрослел: пять фраз, которые выдают инфантильного мужчину

Экология в России и мире

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

«585*ЗОЛОТОЙ» выступила партнером медиафестиваля творческой молодежи YOUPITER

ONYX отправляется в Большой тур по России

Спорт в России и мире

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Медведев на отказе серба Кецмановича вышел в третий круг «Ролан Гаррос»

Moscow.media

Девятый вал...

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Губернатор ХМАО Комарова объявила, что уходит в отставку







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *