Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Декабрь
2021

Новости за 10.12.2021

Radiotavisupleba.ge 

ბოსნიელ სერბთა პარლამენტმა სეპარატისტული ინიციატივა დაამტკიცა

ბოსნიელ სებთა რესპუბლიკის, რეპუბლიკა სრპსკას პარლამენტმა დაამტკიცა ახალი ზომები, რომელთა მიზანია, დასავლეთის გაფრთხილების მიუხედავად, ხელი შეუწყოს სეპარატისტისტულ მისწრაფებას სახელმწიფო ინსტიტუტების დატოვების თაობაზე. 10 დეკემბერს კანონმდებლებმა 49 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი პროცედურის დაწყებას, რომელიც ითვალისწინებს, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში შემავალმა რესპუბლიკამ, რომელშიც სერბები დომინირებენ, დატოვოს ბოსნიის არმია, უშიშროების სამსახურები, საბაჟო სისტემა და სასამართლო ხელისუფლება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პლატფორმაში „3+3" საქართველოსთვის კარი ღია რჩება - რუსეთის საგარეო უწყება ცნობას აქვეყნებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ეხება რუსეთს, თურქეთს, ირანს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე გამართულ შეხვედრას, ნათქვამია, რომ ეს ქვეყნები დაინტერესებულნი არიან, საქართველო ჩაერთოს „3+3“ პლატფორმის მუშაობაში. ხუთი ქვეყნის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოსთვის კარი ღია რჩება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,  10 დეკემბერს მოსკოვში შედგა პირველი სხდომა საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის „3+3“. განცხადებაში მითითებულია, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შედეგად სომხეთის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დღეს კვლავ იყო სროლა სასაზღვრო რეგიონში, სადაც მხარეები ზედიზედ მესამე დღეა, ერთმანეთს ცეცხლს უშენენ. ერევანი და ბაქო ერთმანეთს აბრალებენ შარშან ნოემბერში მიღწეული საზავო შეთანხმების დარღვევაში. ამ შეთანხმებით დასრულდა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის გამო ექვსკვირიანი ომი, რომელმაც შარშან შემოდგომაზე იფეთქა. მაშინ, როცა იზრდება შეშფოთება ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის კვლავ ზრდის გამო, 10 დეკემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის ერთი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საკრებულოები თავმჯდომარეების გარეშე - რა არის ოპოზიცის ბოიკოტის მიზანი

რიგ მუნიციპალიტეტებში საკრებულოს სხდომებს ოპოზიციის წევრები პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან ან საპროცედურო საკითხების გავლის შემდეგ ტოვებენ, კვორუმის არარსებობა კი თავმჯდომარეების არჩევის ბარიერი ხდება.

Radiotavisupleba.ge 

ტიკარაძის თქმით, საქმიანობის დროს აზრის გამოხატვა არ შეიძლება გადაითარგმნოს როგორც სკანდალი

ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებაზე ილაპარაკა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. ის უარყოფს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირებას, თუმცა მიუთითებს პროფესიული საქმიანობის დროს გამოთქმული აზრის შესახებ. „არანაირი საფუძველი არ არის, რომ ჩვენ ვეძებოთ სკანდალის საფუძველი, ან რაიმე სახის დაპირისპირება. მსგავსი რამ არ მომხდარა. შეიძლება, იყვნენ სრულიად მედია და საზოგადოება მშვიდად. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას, ამასთან დაკავშირებით მე ვიღებ სრულად პასუხისმგებლობას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ექთნების დეფიციტი, ჩავარდნილი ვაქცინაცია და ენგურში დაღუპულები - რა მოხვდა წლის ანგარიშებში?

„ჯანმრთელობისთვის სახიფათო“ - ასე შეაფასა კოვიპანდემიის მართვის პროცესი სახალხო დამცველმა. ომბუდსმენის აპარატმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, 2021 წლის პროცესები, მათ შორის კოვიდპანდემიის შედეგები შეაფასეს.  სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ 2021 წელს, ხელისუფლების მიდგომებმა ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე შეუქმნა. არაეფექტური იყო ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული კამპანია, რეგულაციების შემოღებასა თუ მოხსნაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ძალოსნობა და კრივი არ შეიტანეს 2028 წლის ოლიმპიადის წინასწარ პროგრამაში

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 2028 წლის ოლიმპიური თამაშების წინასწარი პროგრამა სპორტის სამი ტრადიციული სახეობის: ძალოსნობის, კრივისა და თანამედროვე ხუთჭიდის გარეშე შეავსო. Apnews.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ სამი სახეობის საერთაშორისო ფედერაციებს, ოლიმპიური კომიტეტი წელიწადნახევრიან ვადას აძლევს, აქამდე მოუგვარებელი პრობლემების აღმოსაფხვრელად. "ლოს ანჯელესი - 2028-ის" საბოლოო განაცხადი 2023 წელს გამოქვეყნდება. IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა ძალოსნობისა და კრივის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილი 2021 წლის შესახებ: ბევრი საქმე გავაკეთეთ, ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ

რუსთაველის გამზირზე​ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახებთან ერთად დაესწრნენ. პრემიერმა მიმართა ღონისძიებაზე დასასწრებად მისულ მოქალაქეებს. „დამეთანხმებით, რომ საკმაოდ რთული წელი იყო 2021, მაგრამ ეს ამავდროულად იყო დიდი გარდატეხის წელი, ვინაიდან ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ, ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ. მე ახლა მინდა, რომ ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმოთ და გისურვოთ მშვიდობა პირველ რიგში. ჯანმრთელობა თქვენ და თქვენს ოჯახებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილმა მიმართა ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტს

დემოკრატიის ვირტუალურ სამიტს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინიციატივით იმართება, სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სამიტი აერთიანებს მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის ლიდერებს დემოკრატიის განახლებისა და მის წინააღმდეგ არსებული საფრთხეების დასაძლევად. ვირტუალურ სამიტში ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს. სალომე ზურაბიშვილმა მიმართვის დასაწყისში აღნიშნა, რომ ეს მართლაც დროული ინიციატივაა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი ორშაბათს სანქციებს დაუწესებს რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს"

ევროპის კავშირი ორშაბათს სანქციებს დაუწესებს რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს", სამ სხვა გაერთიანებას და შვიდ ან რვა კერძო პირს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება მაღალი რანგის ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით. გადაწყვეტილებას ბრიუსელში დაამტკიცებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე. Reuters-ის თანახმად, ცხრაზე მეტი ადამიანი, ვისაც კავშირი აქვს Vagner-თან, ადრე სააგენტოს მოუყვა კრემლის სახელით წარმოებული საიდუმლო სამხედრო მისიების შესახებ უკრაინაში, ლიბიასა და სირიაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არაჰუმანური გადაწყვეტილებაა - რატომ უკრძალავენ კოვიდპაციენტებს მობილურით სარგებლობას?

საქართველოში მობილურით სარგებლობის უფლებას ყველა კოვიდპაციენტს არ აძლევენ, რაც მათ იზოლაციას კიდევ უფრო აძლიერებს. არც პაციენტის ახლობლებს აქვთ საშუალება, უშუალოდ ოჯახის წევრისგან  შეიტყონ, როგორ გრძნობს თავს და რამდენად კმაყოფილია მედპერსონალის დამოკიდებულებით. ანასტასია სლოვინსკაიამ კოვიდით ინფიცირებული ბებია თბილისში, კლინიკა „ღია გულში“ ნოემბრის დასაწყისში დააწვინა. რეანიმაციაში შეყვანამდე ქალს პირადი ნივთები, მათ შორის მობილურიც გამოართვეს. მას შემდეგ შვილიშვილი სამი კვირის განმავლობაში ბებიის ამბავს მხოლოდ ექიმებისგან იგებდა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთმა დაამტკიცა სავალდებულო ვაქცინაცია 60 წელს გადაცილებულებისთვის

ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა COVID-19-ის წინააღმდეგ სავალდებულო ვაქცინაცია 60 წელზე უფროსებისთვის. ეს მიმავალი მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძანებულებაა, რომელიც 2022 წლის 1 მარტს შევა ძალაში. ვაქცინაცია ასევე სავალდებულო იქნება სამედიცინო პერსონალისთვის, ექიმებისთვის, სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისთვის, პოლიციელებისთვის, მეხანძრეებისა და ჯარისკაცებისთვის. ჯერჯერობით არ არის ნათელი, შეინარჩუნებს თუ არა ამ რეგულაციას ახალი მთავრობა. ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ: ნატოში უკრაინის გაწევრიანება მხოლოდ კიევისა და ნატოს გადასაწყვეტია

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ბუქარესტის ცხრიანის“, ანუ ნატოს აღმოსალეთის ფლანგის ქვეყნების ლიდერებთან გამართა მოლაპარაკებები და მათთან ერთად განიხილა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი ვითარება. აშშ-ის პრეზიდენტისა და ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის ლიდერების მსჯელობის საგანი იყო „რუსეთის მიერ უკრაინის საზღვარზე სამხედრო ძალის თავმოყრა, რაც დესტაბილიზაციას იწვევს, და ნატოს ერთიანი, მომზადებული და მტკიცე პოზიცია მოკავშირეთა კოლექტიური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილს მის საქმეზე გიორგი ლორთქიფანიძის პასუხისგებაში მიცემა რუსეთის დაკვეთა ჰგონია

პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მის საქართველოში შემოყვანის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის, გიორგი ლორთქიფანიძისთვის ბრალის წარდგენა რუსეთის დაკვეთა ჰგონია. ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი მისი ხელისუფლების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის ბრალეულობაზე პროკურატურის განცხადებას. "გიორგი ლორთქიფანიძე არამხოლოდ საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა, არამედ უკრაინაში, ყველაზე დიდი ოლქის, ოდესის, ჩემი გუბერნატორობის დროს, იყო ოლქის პოლიციის პირველი უფროსი ისტორიაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ორივე დაკავებული, კახაბერ ნათენაძე და ვალერი კანიაშვილი გორის მუნიციპალიტეტიდან არის. სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია "ცხელი ხაზი", ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. "ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანის ფუნდამენტური... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

წულუკიანი რკინის ფარდის მიღმა - როგორ ჩაიკეტა კულტურის სამინისტრო ჟურნალისტებისთვის

კულტურის სამინისტროსგან ინფორმაციის მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია - სამინისტროს პრესსამსახური არ პასუხობს ჟურნალისტების ზარებს, არ კითხულობს წერილებს, უწყება არ აქვეყნებს დოკუმენტაციას, რომლის გამოქვეყნებასაც კანონი ავალდებულებს.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა ოქტომბერში უკრაინას გადასცა 30 ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „ჯაველინი“

აშშ-მა ოქტომბერში უკრაინას გადასცა 30 ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „ჯაველინი“ და მისი 180 რაკეტა. ამის შესახებ ლაპარაკია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ვიცე-პოლკოვნიკ ანტონ სემელროთის ცნობაში, რომელიც მან სააგენტო ტასს გაუგზავნა შეკითხვის საპასუხოდ. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, „ჯაველინები“ კიევს გადაეცა უკრაინის 60 მილიონ დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტის ფარგლებში, რომლის შესახებაც აშშ-მა სექტემბერში გამოაცხადა. მთლიანობაში აშშ-მა უკრაინას 2021 წელს 450 მილიონი დოლარი გამოუყო „უსაფრთხოების ამოცანების უზრუნველსაყოფად“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სინოდის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო დეკანოზ ილია ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აუკრძალეს

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მყოფ მღვდელმსახურს, დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძეს საქართველოს საპატრიარქომ მედიაში გაკეთებული განცხადებების გამო მღვდელმსახურება აუკრძალა და "მიეცა დრო სინანულისთვის". ინფორმაციას ამის შესახებ თავად საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს. დეკანოზი ბოლო თვეების განმავლობაში მწვავედ აკრიტიკებდა საპატრიარქოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირებს. ეს განცხადებები სინოდურმა კომისიამ აღიქვა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირების მიმართ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლონდონის სასამართლომ დააკმაყოფილა აშშ-ის აპელაცია და აშშ-ში ჯულიან ასანჟის ექსტრადიციის ნებართვა გასცა

ლონდონის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს აპელაცია დაბალი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე და დაადგინა, რომ პროექტ WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი შეიძლება ექსტრადირებულ იქნეს შეერთებულ შტატებში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თავის მხრივ შეიძლება გაასაჩივროს დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ, რაც იმას ნიშნავს, რომ ასანჟს, რომელიც ამჟამად ბრიტანეთის ციხეშია, ახლავე არ ემუქრება აშშ-ში ექსტრადიცია. ოქტომბერში, აპელაციასთან დაკავშირებულ მოსმენაზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ გადადგა მინისტრი - შიდა კარის ინტრიგები თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა?

მინისტრობის 30 თვის თავზე, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობას ტოვებს. 9 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისში, მოულოდნელად დანიშნულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების წინაშე ის სრულიად მარტო, თანაგუნდელებისა და თანაპარტიელების გარეშე წარსდგა. 6 წუთში ჩაატია მისი გამოსამშვიდობებელი სიტყვა - მადლობა სამედიცინო საზოგადოებას, სამინისტროს გუნდს, მოქალაქეებს, რომლებიც „გაგებით ეკიდებოდნენ“ ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილებებს. ისაუბრა მინისტრობის პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებზე, წარმატებულ პროექტებზე და ბოლოს დაამატა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კოალიცია "ინფორმაციის სანდოობისთვის" "ალტ-ინფოს" შესახებ პროკურატურას მიმართავს

კოალიცია "ინფორმაციული სანდოობისთვის" ჰომოფობიური ჯგუფის - "ალტ-ინფოს" მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების შემდეგ პროკურატურას მიმართავს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს ყველა იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელშიც შესაძლოა ეს ჯგუფი ფიგურირებდეს. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში გახსენებულია 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის შემთხვევა, როცა სიძულვილის ჯგუფები ცენტრალურ ქუჩებში "ალტ-ინფოს" წევრების მოწოდების შემდეგ გავიდნენ. "ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანის ტყვეობიდან გამოხსნილ ხუთ სომეხ სამხედროს ბრალი წაუყენეს

4 დეკემბერს სომხეთში დაბრუნებული 10 ჯარისკაციდან ხუთს ბრალი წაუყენეს სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამხედრო მოვალეობის ან სამხედრო სამსახურის წესების დარღვევა, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია. ამის შესახებ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა ვარდან ტადევოსიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს განუცხადა. უწყებამ ტყვეობიდან დაბრუნებული ხუთი სამხედრო მოსამსახურის დაკავების შუამდგომლობები უკვე წარადგინა. აზერბაიჯანის ტყვეობიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებულმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლომჯარიას არ აქვს მტკიცებულებები, რომ სააკაშვილს ამ ეტაპზე საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მას არ აქვს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ათქმევინებდა, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალობა საზღვარ გარეთ უნდა გაგრძელდეს. ნინო ლომჯარიას მიხეილ სააკაშვილის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჰკითხეს. "საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანაზე უნდა არსებობდეს ექიმთა დასკვნა. თუ ისინი იტყვიან, რომ მას აქვს ისეთი ჯანმრთელობის პრობლემები, რომელთა რეაბილიტაცია შეუძლებელია ციხის პირობებში და გაიცემა შესაბამისი რეკომენდაცია, შეიძლება ამაზე ვისაუბროთ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთში დააკავეს ორი ეჭვმიტანილი, რომლებიც იძულებითი ქორწინების მიზნით გოგოებს იტაცებდნენ

ყირგიზეთის ჯალალ-აბადის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ორ ადგილობრივ მცხოვრებს, რომლებიც იძულებითი ქორწინების მიზნით გოგოების მოტაცებაში არიან ეჭვმიტანილი. როგორც გამოძიება ამტკიცებს, ეჭვმიტანილებმა ცოტა ხნის წინ ამ მიზნით ბაზრა-კორგონის რაიონის ერთ-ერთი სასწავლებლის სტუდენტი, 17 წლის გოგო მოიტაცეს. ამ ინციდენტის შესახებ 8 დეკემბერს ადგილობრივ პოლიციას შეატყობინა თვითმხილველმა, რომელიც შეესწრო, თუ როგორ ჩასვა იძულებით რამდენიმე ბიჭმა გოგო თეთრი ფერის „დეუ მატიზის“ ფირმის მანქანაში. დაზარალებული მშობლებს უკვე დაუბრუნეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის საკრებულოს რიგით მეორე სხდომაც გადაიდო

ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულომ ვერც რიგით მეორე სხდომაზე შეძლო საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა. პროცედურული საკითხების გავლის შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყველა, 22-მა დეპუტატმა. წინა სხდომისგან განსხვავებით, პარტიის „საქართველოსთვის” 3 წევრს სხდომა არ დაუტოვებია, თუმცა დარბაზში არ იმყოფებოდა 23 დეპუტატი და კვორუმის არქონის გამო სხდომა ისევ ერთი კვირით გადაიდო. დღეს „ქართული ოცნების” 20 დეპუტატიდან სხდომას 19 ესწრებოდა. ერთი, მამუკა ყურაშვილი ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა. Читать дальше...


Специалисты МОНИКИ провели мастер-класс для будущих хирургов в Мытищах

Главархив Москвы открыл онлайн-выставку к 500-летию Новодевичьего монастыря

Российское зерно найдет новых покупателей вместо европейцев

В престижном конноспортивном клубе Emerald Stables под Москвой состоится Национальный турнир по конкуру



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Главархив Москвы открыл онлайн-выставку к 500-летию Новодевичьего монастыря

Крупный российский банк повысил ставки по вкладам в юанях

Специалисты МОНИКИ провели мастер-класс для будущих хирургов в Мытищах

Аналитики выявили самые «душистые» регионы России

Музыкальные новости

Грандиозный концерт закроет сезон в Бурятском театре оперы и балета

Ctrl2GO Solutions и РусГидро подписали соглашение о сотрудничестве

Сергей Собянин. Главное за день

Собянин анонсировал большую летнюю спортивную программу

Новости России

Мостовой высказался о матче между «Балтикой» и «Зенитом»

Праздник в детском отделении от Клуба пациентов

Собянин: Фонд музея-заповедника «Царицыно» собрал 61 тыс. произведений искусства

Аналитики выявили самые «душистые» регионы России

Экология в России и мире

Eleganzza весна-лето 2024

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Представители KAMA TYRES приняли участие в 57-й легкоатлетической эстафете

Ozon открывает новый фулфилмент-центр в Ставрополье

Спорт в России и мире

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Андреева назвала важнейшей в карьере победу над Азаренко на "Ролан Гаррос-2024"

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Moscow.media

Лето в урочище Кокоря

Девятый вал...

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Удаленная настройка охранных комплексов StarLine







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *