რუსეთი წყვეტს საქართველოს არჩევანს? - როცა კრემლი საზღვრებს ნატოსაც "უწესებს"
მაშინ, როცა კრემლი ნატოსთვის წითელი ხაზების დაწესებას ცდილობს და ალიანსში უკრაინა-საქართველოს გაწევრიანებაზე გარანტირებულ უარს ითხოვს, საზოგადოების ერთმა ნაწილმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასა საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადება.