Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Декабрь
2021

Новости за 16.12.2021

Radiotavisupleba.ge 

გაირკვა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეთა ვინაობა უეფას ერთა ლიგაზე

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში, სანაკრებო ტურნირის - ერთა ლიგის მესამე გათამაშების წილისყრა გაიმართა და ევროპის ორმოცდათხუთმეტი ქვეყნის ნაკრები ოთხ ლიგაში გადანაწილდა. საქართველოს ნაკრებმა C ლიგის წილისყრაში მიიღო მონაწილეობა და მეოთხე ჯგუფში მოხვდა. მეტოქეებად კი ერგო: ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და გიბრალტარი. ჯგუფურ ეტაპზე, გუნდები ერთმანეთს ორ-ორჯერ დაუპირისპირდებიან. ექვსი თამაშიდან ოთხი მომავალი წლის ივნისში გაიმართება, ბოლო ორი ტურის თამაშები კი სექტემბერში შედგება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შევარდნაძის ყვირილი 22 000 დოლარად - რა დოზანაა ეს NFT?

ციფრული სურათები, ვირტუალური ბოტასები, ისტორიული პიროვნებები, ქართული ღვინოც კი - დღეს ეს ყველაფერი NFT-დ იქცა, და ამაში ათასებს, ხანდახან კი მილიონებს იხდიან. რა არის NFT? უმეტესობამ ეს ჯერ არ იცის.

Radiotavisupleba.ge 

რუსი ტყვეები, დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები და პატიმარი ექსპრეზიდენტი - გორის სამხედრო ჰოსპიტლის ისტორია

ნუგზარ გოგორიშვილი 2006 წლის 1 ნოემბერს ოჯახთან ერთად თბილისიდან გორში გადასახლდა. ამ დღეს გორში სამხედრო ჰოსპიტალი გაიხსნა, მისი მეუღლე, სამედიცინო სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკი ნინო გოგორიშვილი კი კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელი გახდა.

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში მოქმედი სამი კომპანია აშშ-ის სანქციათა სიაში მოხვდა

ვაშინგტონი იღებს ზომებს, რათა რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, ირანის სამხედრო პროგრამებში არ მოხვდეს აშშ-ის პროდუქცია, - ამის შესახებ ნათქვამია 16 დეკემბერს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს უსაფრთხოებისა და მრეწველობის ბიუროს (BIS) მიერ სანქციების შესახებ გამოქვეყნებულ შესაბამის აქტში. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ „შავ სიაში“ შეიყვანა თურქეთში, მალაიზიაში, საქართველოსა და ჩინეთში მოქმედი 37 ორგანიზაცია, რომლებიც „აშშ-ის საგარეო პოლიტიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებიან“ . Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რატომ არ იციან პრორუსმა ქართველებმა რუსული

საქართველოში მორიგი პრორუსული პარტია გამოჩნდა. როგორც ყველა მის წინამორბედს, არც ამ პარტიას უყვარს, როდესაც მას პრორუსულს უწოდებენ, უფრო მოდურია „პროქართული“ უწოდონ. ანუ, „ჩვენ არც პრორუსულები ვართ და არც პროდასავლურები. ჩვენ ვართ პროქართული“. თითქოსდა მათ ექსკლუზიური უფლება ჰქონდეთ, ეროვნული ინტერესების წარმომადგენელები იყვნენ, თითქოს მხოლოდ მათ იციან, საქართველოს რა სჭირდება. მათი მთავარი „გზავნილი“, რითაც ამომრჩევლების წინაშე წარდგებიან ხოლმე, ასეთია: „თუ კარგად მოვიქცევით, კრემლი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილი ზურაბიშვილის გამოსვლაზე: მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლისგან სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება

ორბელიანების სასახლეში გამართულ საახალწლო მიღებაზე პრეზდიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოთქმულ სიტყვას გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. „ვუყურე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას. პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლისგან სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება. ის, რომ ჩვენ ეკონომიკური ბუმი და წარმატებები კი არ გვაქვს, როგორც მთავრობა ამბობს, არამედ ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი და საქართველოს მასობრივად ტოვებს ხალხი.

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის ეროვნული ვალუტის ისტორიული გაუფასურების ფონზე, ერდოანი მოქალაქეებს მინიმალური ანაზღაურების მატებას ჰპირდება

თურქეთის ეროვნული ვალუტის, ლირის, კურსი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა აშშ-ის დოლართან მიმართებით მას შემდეგ, რაც ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა ზედიზედ მეოთხე თვეა, რაც კვლავ შეამცირა საბაზისო პროცენტული განაკვეთი 15-დან 14%-მდე. ასეთი ცვლილების მიზეზია პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის სადავო ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც სესხის განაკვეთის შემცირებით ინფლაციის მოთოკვას ისახავს მიზნად. მიუხედავად ამისა, თურქეთში სწრაფი ტემპებით გრძელდება ეროვნული ვალუტის გაუფასურება. წლის დასაწყისიდან მოყოლებული ლირამ დაკარგა ღირებულების თითქმის ნახევარი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობახიძე ასახელებს წინაპირობას რაც შერიგების პროცესს საფუძვლად უნდა დაედოს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ მისი ინიციატივა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. კობახიძემ დაასახელა წინაპირობა, რომელიც, მისი აზრით, საჭირო არის შერიგებისთვის. „ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ნებისმიერ შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა. სამართლიანობაში იგულისხმება ის, რომ უნდა შეფასდეს, მათ შორის, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, დღევანდელობა და მათი სამომავლო პერსპექტივა. ამის მიხედვით, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ურთიერთობა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პროცესი უნდა დაიწყოს წინაპირობების გარეშე - თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და წარმომადგენლებ უმასპინძლა, თავის სიტყვით გამოსვლაში განმარტა, როგორ ხედავს ეროვნული თანხმობოს პროცესს, რომლის წარმართვასაც აპირებს. „ეს არის ძალიან საწყისი პროცესი და მე ის მინდა ვთქვა პირველ რიგში, რომ არა მაქვს ჩამოყალიბებული რაღაცა წინასწარ შექმნილი გეგმა, რომელიც მერე აღარ ექვემდებარება ცვლილებას, პირიქით ეს არის ღია პროცესი, რომელიც უნდა იყოს ყველას ჩართულობით და პირველი ეტაპი ამ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სექსუალურად მხნე დელფინი და ბრძოლა მაროკოულ კალიებთან - რა ამბებს ინახავს 2021 წლის ტენდერები

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში თავმოყრილი ტენდერები, რომლებსაც აქ ნახავთ, ყურადღებას იქცევს არა კორუფციულ გარიგებებზე ეჭვის ან დაუსაბუთებელი ხარჯების გამო, არამედ მათი მოულოდნელი შინაარსით და იმ ამბებით, რომლებსაც ტენდერების საშუალებით მივაგენით.

Radiotavisupleba.ge 

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის დეტალები - ზღვარი ინტერესსა და უფლებებს შორის

ირღვევა თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პაციენტის უფლება, როდესაც ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალების შესახებ პირდაპირ ეთერში ლაპარაკობენ? აქვთ თუ არა მათ თანხმობა ექსპრეზიდენტისგან, რომ საჯაროდ გამოიტანონ ინფორმაცია პაციენტის კონკრეტული სამედიცინო ჩივილების შესახებ? ათანხმებენ თუ არა ექიმები მიხეილ სააკაშვილთან რის შესახებ და რა ფორმით ილაპარაკებენ ისინი ჟურნალისტებთან? „რა თქმა უნდა, არცერთ ექიმს არ უხარია პაციენტის მდგომარეობის შესახებ საუბარი“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თალაკვაძის განცხადებით, „ოცნება“ მაქსიმალურად უზრუნველყოფს თანამშრომლობას ეროვნული ინტერესების გარშემო

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართული საახალწლო მიღების შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მაქსიმალურად უზრუნველყოფს თანამშრომლობას ეროვნული საკითხების გარშემო. „დიდი მადლობა საქართველოს პრეზიდენტს ამ ინიციატივისთვის. რა თქმა უნდა, მისი ინსტიტუციური როლი, სწორედ, ეს გახლავთ, რომ პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას და პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობას შეუწყოს ხელი. მან მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება პირველივე მოწვევაზე ყველა მოვიდეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და წარმომადგენლებს უმასპინძლა, თავის სიტყვით გამოსვლაში განმარტა, რატომ გადაწყვიტა ეროვნული შერიგების პროცესის წამოწყება. ისაუბრა საერთაშორისო ექსპერტების დამოკიდებულებაზე ამ საკითხის მიმართ და აღნიშნა ასევე ის, რომ არ სწყინს, მიწვევის მიუხედავად, ღონისძიებას ყველა სტუმარი რომ არ ესწრება. „სამი წელი გავიდა, ამ პერიოდში მე ამ თემაზე ბევრი ვისაუბრე, მაგრამ სიტყვა არ ყოფნის. ბევრი ვისაუბრე ასევე ამ საკითხების გარე ექსპერტებთან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილის თქმით, ახალგაზრდებს არ უნდათ „სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში“ ცხოვრება

საახალწლო მიღებაზე, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და წარმომადგენლებს, მან ილაპარაკა ქვეყანაში ახალგაზრდების მდგომარეობის შესახებ. „პრაქტიკულად ქვეყანაში არ არის არანაირი პერსპექტივა, საით უნდა წავიდეთ, რომ ეს დამშვიდდეს და ჩვენ მივხედოთ იმ მთავარ საკითხებს, რომლებიც ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარია. ე.ი. შიდა განვითარება, სიღარიბის დაძლევა, საზოგადოების გაერთიანება. ყველაფერი დაყოფილია, თუნდაც ეკლესიაც დაყოფილია. სანამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს და სანამდე მიგვიყვანს ეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილი: „დრო არის, რომ ჩვენ გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ პოლიტიკაზე”

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობს პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და წარმომადგენლებს. ღონისძიება მისი სიტყვით გამოსვლით დაიწყო. „ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მინდა მოგილოცოთ ყველას დამდეგი შობა-ახალი წელი. ამავე დროს, არ დავმალავ, რომ ამას აქვს თავისი მიზანი, რომელიც არის ცოტა ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა. ჩვენ ვართ განწყობის ხალხი და მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაც ოდენობით მაინც შეიცვალოს ის განწყობა, რომელიც აწვება ქვეყანას დღეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დავით ბაქრაძე პრეზიდენტთან პოლიტიკური დევნის დასრულების შესახებ კითხვის დასასმელად მივიდა

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ საახალწლო მიღებაზე მივიდა კითხვის დასასმელად, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, რას გააკეთებს იმისთვის, რომ  დასრულდეს პოლიტიკური დევნა და ქვეყანა მართლაც წავიდეს თანხმობის მიმართულებით. "მოვედი, რომ ქვეყანა წავიყვანოთ ეროვნული თანხმობის მიმართულებით და ქვეყანაში შევამციროთ ის უმძიმესი დაპირისპირების ფონი, რომელიც არსებობს. ეს შანსი უნდა იქნეს გამოყენებული, მაგრამ ყველას კარგად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა „რეალობას მოწყვეტილი“ უწოდა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ბერლინის სასამართლოს განაჩენს

რუსეთი სამაგიეროს გადახდით დაიმუქრა გერმანიის იმ ნაბიჯის გამო, რაც ბერლინის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე, რომლის უკან, სასამართლოს თანახმად, მოსკოვი იდგა. მას შემდეგ, რაც 15 დეკემბერს ბერლინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, რომელსაც საქართველოს მოქალაქის, მალხაზ (თორნიკე) ხანგოშვილის მკვლელობაში ედება ბრალი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა დაიბარა რუსეთის ფედერაციის ელჩი გერმანიაში, სერგეი ნეჩაევი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სერგეენკოს თქმით, ორბელიანების სასახლეში მიმდინარე მიღება პოლიტიკური ეტიკეტის გამოხატულებაა

ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის მიღებაზე დასასწრებად მივიდა პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო. „მე არ ვფიქრობ, რომ შერიგება, რომელიც ცალსახად მნიშვნელოვანი პარადიგმაა, ასე ცალსახად იყოს დაკავშირებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლებასთან, რადგანაც ეს დაპირისპირება საქართველოში მის დაბრუნებამდე უკვე იყო. დღევანდელი მიღება არის პოლიტიკური ეტიკეტის გამოხატულება საქართველოს პრეზიდენტისგან, რომელსაც ის ყოველწლიურად გამოხატავს თავის პატივისცემას, საქართველოში მოქმედი პარტიების მიმართ“, - თქვა სერგეენკომ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია გამოკითხვაზე დაიბარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია გამოკითხვაზე დაიბარეს კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. როგორც შსს-ში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ალასანიამ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად იგი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

როსტოვის სასამართლომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ჯარისთვის სურსათის მიწოდების ფაქტები გამოააშკარავა

რუსეთის რაიონულმა სასამართლომ ფარდა ახადა ინფორმაციას, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში, სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ნაწილების სურსათით მომარაგებას ადასტურებს. როგორც როსტოვის რაიონის სასამართლოს განაჩენშია ნათქვამი, აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფ რუს სამხედროებს ორ კვირაში ერთხელ როსტოვის რაიონიდან 1300 ტონა სურსათს უგზავნიდნენ. მოსკოვი ყოველთვის უარყოფს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის არმიის ყოფნას. კერძოდ, 2021 წლის ნოემბერში ქალაქ როსტოვის კიროვის რაიონის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს უხუცესმა წევრმა გული ბაძაღუამ განუცხადა, სხდომაზე გამოცხადებული ორსაათიანი შესვენების შემდეგ. მიზეზად მან, “ქართული ოცნების” და ნაციონალური მოძრაობის” წევრების დარბაზში გამოუცხადებლობის გამო, კვორუმის არქონა დაასახელა. "ქართული ოცნების" წევრის ჯანო პერტაიას განცხადებით, მისი გუნდის წევრები სხვადასხვა მიზეზით ვერ გამოცხადდნენ სხდომაზე. მან თქვა, რომ  საკითხზე დამატებით კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გააკეთებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

2013 წლის 17 მაისის ლგბტ აქციის დარბევის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უპრეცედენტო“ უწოდა 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და 193 500 ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს, რომლის „ხელისუფლების მდუმარე თანხმობითაც“ მოხდა აღნიშნული ძალადობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. „სასამართლომ კერძოდ დაადგინა, რომ (საქართველოს ხელისუფლებამ) არ გაატარა ზომები ბრბოსაგან ლგბტ დემონსტრანტების დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებული იყო ამ მოვლენასთან დაკავშირებით არსებული საფრთხის შესახებ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატი: სააკაშვილი ეჭვების გასაქარწყლებლად მზადაა პალატაში მიიღოს ჟურნალისტები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო დასუსტდა. მისი თქმით, სააკაშვილი მზადაა ეჭვების გამოსარიცხად გორის ჰოსპიტალში, შესაძლებლობის შემთხვევაში, განუსაზღვრელი რაოდენობის ჟურნალისტები მიიღოს. "დღეს მიხეილ სააკაშვილი არის მზად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რაოდენობის ჟურნალისტები მიიღოს პალატაში საჯაროდ, კამერების თანდასწრებით, რათა ეჭვი გაქრეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თითქოს რაღაც მისტიკური ინსიმულაციები(ადვოკატის თანახმად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეგნატე შამუგია - "2020 წელს ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორტი იყო არა პანდემია, არამედ ცენტრალური ბანკის ქმედებები"

"ცენტრალურმა ბანკმა დაასუბსიდირა საბანკო სექტორი. მთელი 2020 ადამიანები სახლში ვიყავით ჩაკეტილები. ....2020 ისეთი იყო , რომ მე ფულის პრობლემა კი არ მქონდა, პირობითად, მქონდა იმის პრობლემა, რომ გარეთ გამოსვლა არ შემეძლო და მაღაზია არ იყო, რომ რამე მეყიდა", - ამბობს მკვლევარი, ეგნატე შამუგია.

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტი, უკრაინას დახმარება გაეზარდა

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტი. მასში გათვალისწინებულია 300 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. მიღებული დოკუმენტი დასამტკიცებლად გაეგზავნა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. 2021 წელს აშშ-მა უკრაინას 250 მილიონი დოლარი გამოუყო, ერთი წლით ადრე - 200 მილიონი. 2022 წელს აშშ-ის სამხედრო ხარჯები განისაზღვრა 770 მილიარდი დოლარით. ეს 5%-ით მეტია შარშანდელზე. ბიუჯეტიდან 4 მილიარდი დოლარი გაიგზავნება ევროპის თავდაცვითი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, 150... Читать дальше...


Опубликовано видео проб Заворотнюк на роль в сериале «Моя прекрасная няня»

Мошенник под видом участника «Битвы экстрасенсов» обманул женщину на деньги

Завершился капремонт дома под названием «Башня Вулыха» в районе Коптево

Синоптики предупредили москвичей о дожде с грозами и жаркой погоде 31 мая



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Финансовый код: что это такое, как работает и как его запустить

Синоптики предупредили москвичей о дожде с грозами и жаркой погоде 31 мая

Более 30 артистов театра и кино прошли по багуловой дорожке в честь открытия Забайкальского международного кинофестиваля в Чите

Адвокат Жорин заявил, что полумиллионный долг Заворотнюк перейдет к наследникам

Музыкальные новости

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Группа Продовольствие стала победителем конкурса «Экспортер года Алтайского края» по итогам деятельности предприятий за 2023 г.

Новости фармацевтики в России и в мире

«Сурганова и Оркестр» приглашают на Летник на Флагшток

Новости России

Закон о запрете на продажу любых вейпов в РФ внесут в Госдуму

Более 30 артистов театра и кино прошли по багуловой дорожке в честь открытия Забайкальского международного кинофестиваля в Чите

Мошенник под видом участника «Битвы экстрасенсов» обманул женщину на деньги

Россия по ППС с 2021 года считается четвертой экономикой мира

Экология в России и мире

В РУМЦ МГППУ действует правовой просветительский лекторий для студентов с инвалидностью и сотрудников вузов-партнеров

Eleganzza весна-лето 2024

Любимый россиянами курорт с белоснежными пляжами готовится запустить прямые рейсы в Россию, чтобы снизить цены на туры

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Спорт в России и мире

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Парижские сюжеты: Медведев играл в кошки-мышки, Котов творил историю, Калинская заставляла нервничать Синнера

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой

Елена Рыбакина удивила решением перед Уимблдоном

Moscow.media

ALMI Partner и «Даком М» будут совместно развивать и продвигать отечественные ИТ-решения

Доступный, летний, твой – StarLine A60 BT GSM ECO

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *