Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2023

Новости за 03.10.2023

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანში დააკავეს მთირანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის სამი ყოფილი პრეზიდენტი

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის სამი ყოფილი პრეზიდენტი - არკადი ღუკასიანი, ბაკო საჰაკიანი და არაიკ არათიუნიანი. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო APA იტყობინება სამშაბათს.   პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, თუმცა რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება, სააგენტო არ აკონკრეტებს. რადიო თავისუფლების სომხური სამსახური აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტების დაკავებას ადასტურებენ ოფიციალური წყაროები ბაქოში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაარღვია პრეზიდენტმა კონსტიტუცია? - რა არგუმენტებით განიხილეს იმპიჩმენტის საკითხი საკონსტიტუციოში

საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლე 6 საათის განმავლობაში უსმენდა საპარლამენტო უმრავლესობის, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს - სასამართლოში 3 ოქტომბერს  დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა.

Radiotavisupleba.ge 

პრემიერი: დარწმუნებული ვართ, EU აღიარებს საქართველოს წინსვლას და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას

გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით საქართველოში გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა საქართველოს ურთიერთობას გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან. ამასთან, პრემიერმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი „გასული წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნებზე დაუშვა აკრძალული პარტია "შორის" წევრები

სამშაბათს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა, რომ ნოემბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცემათ პარტია „შორის“ ყოფილ წევრებს, რომელიც იმავე სასამართლომ რამდენიმე თვის წინ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და მას შემდეგ ის დაშლილად მიიჩნეოდა.   ნებართვა გაიცა „შორის“ რამდენიმე წევრის საჩივრის შემდეგ. პარტიას ხელმძღვანელობდა დევნილობაში მყოფი ბიზნესმენი ილან შორი. ივნისში საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიის ლიდერებს ხუთი წლით აუკრძალა არჩევნებში მონაწილეობა. მაშინ საკონსტიტუციო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბირთვული შანტაჟი და მფრინავი ჩერნობილის საფრთხე

უკრაინაში გაჭიანურებული ომის ფონზე, რუსეთში ისევ წამოიწყეს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე ლაპარაკი. როგორც წესი, ამის შესახებ საუბრობენ როგორც კრემლთან დაახლოებული პოლიტოლოგები და პროპაგანდისტები, ასევე ცალკეული სახელმწიფო მოხელეები. რა არის ეს - შანტაჟი და ბლეფი მოსკოვის მხრიდან, თუ მზარდი ესკალაცია, რომლის ფინალი ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება?   რუსეთის ბირთვულ შანტაჟს დამაჯერებლობის მორიგ ულუფას სძენს გაზეთ The New York Times-ის მიერ 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული ცნობა იმის შესახებ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბაიდენმა მოკავშირეებს უთხრა, რომ აშშ მყარად იდგება უკრაინის გვერდით და გააგრძელებს მის დახმარებას

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 3 ოქტომბერს ტელეფონით ესაუბრა ამერიკის საკვანძო მნიშვნელობის მოკავშირეებს, რათა დაერწმუნებინა ისინი, რომ აშშ მყარად იდგება უკრაინის გვერდით მას შემდეგაც, რაც მკაცრი კურსის მომხრე რესპუბლიკელებმა ჩაშალეს კიევის სამხედრო დახმარებისკენ მიმართული ძალისხმევა. ბაიდენი ესაუბრა კანადის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, პოლონეთის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, აგრეთვე ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს, ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იტყობინება თეთრი სახლი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში თავის წარმომადგენლებს მადლობას უხდის

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებულ სასამართლო პროცესს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პროცესზე მის წარმომადგენლებს, მაია კოპალეიშვილსა და თამარ ჩუგოშვილს. „მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ბრძოლის ველი აშშ-ის კონგრესში - მილიარდობით დოლარის დახმარება, წესით, წლის ბოლომდე დამტკიცდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 სექტემბერს კაპიტოლიუმში ამერიკელ სენატორებს უთხრა, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე მისი ქვეყანა რუსეთთან ომში დამარცხდებოდა.

Radiotavisupleba.ge 

გაერო: მთიან ყარაბაღში ათასამდე სომეხია დარჩენილი ადრე იქ მცხოვრები 120 ათასიდან

მთიან ყარაბაღში 50-დან 1000-მდე სომეხი რჩება დაახლოებით 120 ათასიდან, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ წლის დასაწყისში. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ანგარიშში 30 წლის განმავლობაში პირველი მოგზაურობის შესახებ ტერიტორიაზე, რომელსაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ აკონტროლებდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე არაღიარებული რესპუბლიკა.   გაეროს მისია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქ სტეფანაკერტს (აზერბაიჯანული სახელია ხანკენდი). ანგარიშში ნათქვამია, რომ ქალაქი მიტოვებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ არ არის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ნიშნები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილი: ზურაბიშვილს ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც ივანიშვილის გეგმებს ეწინააღმდეგება

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის აცხადებს, რომ ზოგადად წინააღმდეგია პრეზიდენტის იმპიჩმენტის. ამავდროულად, შენიშნავს, რომ ზურაბიშვილს ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გეგმებს ეწინააღმდეგება. „ზოგადად წინააღმდეგი ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის, რადგან ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას იწვევს, მაგრამ ის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ დასკვნას არ მოამზადებს

ვენეციის კომისია დასკვნას არ მოამზადებს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც 14 სექტემბერს მიიღო საქართველოს მთავრობამ. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განმარტა, რომ ამის შესახებ აღნიშნულია ვენეციის კომისიისგან მიღებულ პასუხში. „ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიაში ევროპული კომისიის რჩევით და თხოვნით გავგზავნეთ. ვამბობდით კიდევაც, რომ ცოტა უცნაური იყო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისთვის დასკვნა გვეთხოვა. ასეც მოხდა - პასუხად ვენეციის კომისიისგან მივიღეთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტმა მოიწონა 50 მლრდ ევროს მოცულობის უკრაინის ფონდის შექმნა

ევროპარლამენტმა სამშაბათს დაამტკიცა ცვლილებები ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტში 2021-2027 წლების პერიოდისთვის. ცვლილებები ითვალისწინებს, კერძოდ, ე.წ. უკრაინის ფონდის შექმნას 50 მილიარდი ევროს მოცულობით. თუმცა კვლავაც არ არის ნათელი, განხორციელდება თუ არა ეს გეგმა. ბევრი რამ არის დამოკიდებული ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების, კერძოდ, უნგრეთის პოზიციაზე. ასეთი ფონდის შექმნის გეგმაზე ივნისში გამოაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. საუბარია ფინანსურ რეზერვზე უკრაინაში სახელმწიფო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაგლოევი ლავროვს: „სამხრეთი ოსეთი ჩვენი დიდი სამშობლოს სამხრეთი ფორპოსტია“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში შეხვდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტს“, ალან გაგლოევს და „საგარეო საქმეთა მინისტრს“, ასხარ ჯიოევს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებს მიულოცა „მოსკოვის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავი და რესპუბლიკის დღე“. ლავროვის თანახმად, მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები "დინამიკურად ვითარდება". მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს "სამხრეთ ოსეთის" მხარდაჭერას უსაფრთხოების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არარატის 12/არმაზის 27 - სახლი, რომელიც ღმერთს უჭირავს

ავლაბარში, სურბ ეჯმიაწინ ეკლესიას რომ გასცდები, არარატისა და არმაზის ქუჩების კუთხეში, ნახევრად დანგრეული სახლი აგესვეტება. პირველი, რაც თვალში გხვდება და გაკვირვებს, თაღებითა და ხის რიკულებით შემკული ფართო აივანია - სიტყვა ლამაზი და მშვენიერი რომ გეცოტავება, აი, ასეთი. აივნიდან მზერა გამოშიგნული, ამოშავებული ფანჯრებისკენ გადაგაქვს. წლებია იქ აღარავის უცხოვრია. მერე კიდევ უფრო ახლოს მიდიხარ სახლთან და სარდაფის ჩამსხვრეულ ფანჯრებში ყოფ თავს - სანაგვედ ქცეულა იქაურობა. მერე ისევ რამდენიმე ნაბიჯით იხევ უკან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Reuters-ის გამოძიება: რუსეთი "შტორმ-Z"-ის ქვედანაყოფებს საჯარიმო ბატალიონებივით იყენებს

Reuters-მა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები უკრაინაში მებრძოლი რუსული „შტორმ-Z“ ქვედანაყოფების შესახებ, რომლებიც ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთებზე გამოიყენება. როგორც გამოძიებაშია ნათქვამი, ამ ქვედანაყოფებში გაგზავნა დამნაშავე ჯარისკაცების დასჯის ერთ-ერთ მეთოდად იქცა. ფაქტობრივად, საქმე ეხება საჯარიმო ბატალიონების ანალოგებს, რომლებიც წითელ არმიაში არსებობდა მეორე მსოფლიო ომის დროს. Reuters-ი იმოწმებს 13 ადამიანს, ვინც იცნობს ამ ქვედანაყოფების ირგვლივ არსებულ ვითარებას, მათ შორის ხუთ მებრძოლს, ასევე მათი ოჯახების წევრებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინი ბჟანიას შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოთხშაბათს სოჭში შეხვდება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას. კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ბჟანიას პრესსამსახურმა დაადასტურა. იუწყებიან, რომ შეხვედრის დღის წესრიგშია მოსკოვისა და სოხუმის შემდგომი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები სხვადასხვა მიმართულებით. დღეს, 3 ოქტომბერს, ასლან ბჟანიამ შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ გააფართოებს იმ ქვეყნების წრეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„კანვას საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი სუსში გამოჰკითხეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა არაძალადობრივი და სტრატეგიული სამოქალაქო კამპანიების მხარდაჭერის ცენტრის, „კანვას საქართველოს", ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინი გოგიბერიძე. როგორც ის აცხადებს, გაუთქმელობის ვალდებულების გამო, დეტალებზე ვერ ილაპარაკებს. „ჩემი ცოდნის და გამოცდილების ფარგლებში, გამოძიებას ყველა კითხვაზე სრულფასოვნად ვუპასუხე. სამწუხაროდ, შეზღუდული ვარ მოგიყვეთ დეტალები ამ აბსურდის თეატრის, გამოყენებული ლექსიკის და კითხვების ფორმის შესახებ. სახის გასწორება კი მიჭირდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - რუსეთი" უცხოეთში განაახლებს მუშაობას

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - რუსეთი“ რუსეთის ფარგლებს გარეთ განაახლებს მუშაობას. მარტში გენერალურმა პროკურატურამ „არასასურველ ორგანიზაციად“ აღიარა საერთაშორისო მოძრაობა Transparency International-ი (TI), რომლის სათავო ოფისი ბერლინშია. ორგანიზაციის ახალ ვებსაიტზე ნათქვამია, რომ გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილების გამო რუსული ორგანიზაციის მუშაობა არ არის უხიფათო. ამიტომ გადაწყდა 1999 წელს დაარსებული იურიდიული პირის, ავტონომიური არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული კვლევებისა და ინიციატივების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლავროვი ბჟანიას დაჰპირდა რომ გააფართოებს მაღიარებელი ქვეყნების წრეს

რუსეთის საგარეო საქმეათა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში  რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას და „საგარეო საქმეთა მინისტრს“ ინალ არძინბას შეხვდა. ლავროვმა ბჟანიასა და არძინბას მოსკოვის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების 15 და „ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავი მიულოცა“.  „ვიცი, რომ მასშტაბური ღონისძიბები  ჩატარდა, მათ შორის რუსეთის ფედერაციის  წარმომადგენლების მონაწილეობით. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი სოლიდარობა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს ჩამოყალიბებუს ყველა სფეროსადმი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შოიგუ: რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი არ გეგმავს დამატებით მობილიზაციას

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი არ გეგმავს უკრაინის ომისთვის მოქალაქეების დამატებით მობილიზაციას. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა სამშაბათს. შოიგუს თქმით, არმიას ახლა საკმარისი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს ეგრეთ წოდებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩასატარებლად. მინისტრის განცხადება არ არის ტიპური - როგორც წესი, რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლები შესაძლო მობილიზაციის საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა 2022 წლის 21 სექტემბერს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ფიზიკაში ნობელის პრემია გაიცა მატერიაში ელექტრონების დინამიკის შესწავლის ექსპერიმენტული მეთოდებისთვის

ფიზიკაში 2023 წლის ნობელის პრემია გაიცა მატერიაში ელექტრონების დინამიკის შესწავლის ექსპერიმენტული მეთოდებისთვის. ამის შესახებ ნობელის კომიტეტმა განაცხადა. ჯილდო მიიღეს მეცნიერებმა პიერ აგოსტინიმ, ფერენც კრაუშმა და ან ლ'ულიემ, შესაბამისად, აშშ-ის, გერმანიისა და შვედეთის უნივერსიტეტებიდან. ლაურეატების ექსპერიმენტებმა შესაძლებელი გახადა სინათლის უკიდურესად მოკლე იმპულსების მიღება, რომლებიც იზომება ატოწამებით - წამზე კვინტილიონჯერ (ამ რიცხვში თვრამეტი ნულია) მცირე ერთეულით, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძალიან სწრაფი პროცესების გასაზომად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პარლამენტმა "რომის სტატუტის" რატიფიცირება მოახდინა

სომხეთის პარლამენტმა მოახდინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების, იგივე "რომის სტატუტის", რატიფიცირება. რატიფიცირებას მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმების“, 60-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 22 წინააღმდეგი იყო. კენჭისყრამდე ორივე ოპოზიციურმა ფრაქციამ - "ჰაიასტანმა" და "მაქვს პატივმა" - განაცხადა, რომ კანონპროექტის წინააღმდეგ მისცემდნენ ხმას. დოკუმენტს ხელი სომხეთის პრეზიდენტმა ვააგნ ხაჩატრიანმა უნდა მოაწეროს. 2023 წლის 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ყირიმში რუსეთის არმიაზე თავდასხმებს ახლავს ყირიმელი თათრების ჩხრეკა და დაპატიმრება - რეფატ ჩუბაროვი

ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებების შემდეგ, საოკუპაციო ძალები დაუყოვნებლად იწყებენ ყირიმელი თათრების ჩხრეკას და დაკავებას. ოკუპანტები ასე ცდილობენ შეინარჩუნონ კონტროლი საზოგადოებაზე, რისთვისაც რეპრესიებს აძლიერებენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას განუცხადა რეფატ ჩუბაროვმა, დევნილობაში მყოფი ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარემ. "ჩვენ შევამჩნიეთ, რომ რუსეთის საოკუპაციო არმიისთვის ძალიან მძიმე დანაკარგებით მასობრივი დარტყმების შემდეგ, დაუყოვნებლივ განხორციელდა მასობრივი ჩხრეკა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბჟანია: საქართველოს ხელმძღვანელები, პრეზიდენტის გარდა, პრაგმატულები არიან

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები „პრაგმატულები“ არიან. ამის შესახებ მან კრემლის მიერ კონტროლირებად სააგენტო "ტასთან" ინტერვიუში განაცხადა, ჟენევის დისკუსიების პერსპექტივის შესახებ დასმული კითხვის პასუხად. „თუ მხედველობაში არ მივიღებთ პრეზიდენტს, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევის დისკუსიამ რაღაცამდე მიგვიყვანოს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პარლამენტი იმ სასამართლოში გაწევრიანებას განიხილავს, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა

3 ოქტომბერს სომხეთის პარლამენტმა დაიწყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) წესდების („რომის სტატუტი“) რატიფიცირების საკითხის განხილვა. "სომხეთისთვის დამატებით გარანტიებს ვქმნით" ტერიტორიული მთლიანობისთვის იმ საფრთხის წინაშე, რომელსაც ქვეყანა აზერბაიჯანიდან ხედავს, - განუცხადა დეპუტატებს სომხეთის წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში ეღიშე კირაკოსიანმა. ოპოზიციურ ბლოკ "სომხეთის" საპარლამენტო ფრაქციის მდივანმა არცვიკ მინასიანმა თქვა, რომ საკითხი არაკონსტიტუციურია. ერევნის განზრახვას... Читать дальше...


Песков рассказал о подготовке визита Путина в Северную Корею

В Подмосковье расширили перечень специальностей по программе «Земля врачам»

В модельной библиотеке Шатуры прошла встреча в формате выездной администрации

Занятия спортом и хобби: россияне рассказали, чем займутся летом



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Похитившая двухлетнюю девочку в Ярославле женщина планировала уехать с ней в Московскую область

Песков рассказал о подготовке визита Путина в Северную Корею

Занятия спортом и хобби: россияне рассказали, чем займутся летом

Российский фильм получил Гран-при кинофестиваля в Лондоне

Музыкальные новости

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Почта России помогла маленькому жителю Перми встретиться с футболистами ЦСКА

РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ ПРАВОПОРЯДОК ПРИ ПРОВЕДЕНИИ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА РПЛ «АХМАТ» - «ЗЕНИТ» В ГРОЗНОМ

Эксперт сенсационно раскрыл загадку Мессинга и Жириновского.

Новости России

Психолог Макаренко объяснила, как эффективно бороться со стрессом

Песков рассказал о подготовке визита Путина в Северную Корею

Похитившая двухлетнюю девочку в Ярославле женщина планировала уехать с ней в Московскую область

В Одинцовском округе планируют отремонтировать 9 участков автодорог в этом году

Экология в России и мире

Стильные образы на лето, в которых вы покорите окружающих

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

В Ставропольской психиатрической больнице начались мероприятия ко Дню защиты детей

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

Спорт в России и мире

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Moscow.media

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G

В Челябинской области трансгендеру вынесен приговор за поджог военкомата

На закате.

ТСД промышленного класса Saotron RT-T60







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *