Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2023

Новости за 05.10.2023

Radiotavisupleba.ge 

პუტინის თქმით, პრიგოჟინის თვითმფრინავში დაღუპულთა ცხედრებში ხელყუმბარის ნამსხვრევები აღმოაჩინეს

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ცხედრებში ექსპერტიზის შედეგად ხელყუმბარების ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 5 ოქტომბერს, „ვალდაის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, თვითმფრინავზე გარე ზემოქმედება არ მომხდარა. პუტინი აცხადებს, რომ ამის შესახებ მას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა აცნობა. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრემიერი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: ევროპელი კოლეგები გვეუბნებიან, რომ ეს არ არის ლამაზი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვას გამოეხმაურა ესპანეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისი შეფასებით, „ქართულ ოცნებას" ზურაბიშვილმა აიძულა პროცესის წამოწყება. პრემიერის თქმით, ევროპელ კოლეგებს ესმით, სუფთა სამართლებრივი საკითხი, მაგრამ ამბობენ, რომ „ეს არ არის ლამაზი". „ბევრად მეტი პრობლემა აქვს ქვეყანას მოსაგვარებელი, ვიდრე ასეთი გაუმართლებელი სიტუაცია და ურთიერთობები პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის. მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვა ქალბატონმა სალომემ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გერმანიაში ჩხრეკა ჩატარდა ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის სახლებში. ამოღებულია რამდენიმე მანქანა

პოლიციამ და მებაჟეებმა ბავარიაში ჩხრეკა ჩაატარეს რამდენიმე ობიექტზე, რომელიც რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვს ეკუთვნოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. ტაბლოიდ Bild-ის ცნობით, ჩხრეკის დროს ამოიღეს ხუთი მანქანა, მათ შორის დაახლოებით 140,000 ევროს ღირებულებისMercedes Maybach S500-ი და დაახლოებით 180,000 ევროს ღირებულების Mercedes Brabus-ი, ასევე სხვა მატერიალური აქტივები. სპეციალურმა კომისიამ განაცხადა, რომ ისინი მოქმედებდნენ სასამართლოს მიერ გაცემული საძიებო ორდერის საფუძველზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"პუტინი ფსიქოპატია, მასკი კი ბრიყვი, რომელსაც მისი შურს" - ჯონ სუინი

“ეს არის კაცი, რომელსაც მიზეზები არ სჭირდება ომის გასაჩაღებლად - ასე რომ, სინდისი არ მქენჯნის, როდესაც ვამბობ, რომ მინდა, რაც შეიძლება მალე გაემგზავროს საიქიოს”, - ეუბნება ჟურნალისტი ჯონ სუინი რადიო თავისუფლებას. ის პუტინის შეჭრას უკრაინაში კიევიდან აკვირდება და ომის დღიურებს წერს.

Radiotavisupleba.ge 

პრემიერი: ყველა ევროპელი ლიდერისგან მივიღე დასტური, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობის შესახებ ჟურნალისტებთან ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან თქვა, რომ ყველა ევროპელი ლიდერისგან მიიღო დასტური, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭებას. „მქონდა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრებიც ევროპელ ლიდერებთან. მე მათ ანალოგიურად მივაწოდე ინფორმაცია ამ მიღწეულ პროგრესზე და მათგან, ყველა ევროპელი ლიდერისგან, მივიღე დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტის იმპიჩმენტი - აზიანებს თუ აძლიერებს სალომე ზურაბიშვილს?

„ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ღირსად აღარ თვლის და პოსტიდან მის გადაყენებას ცდილობს. როგორც უნდა დასრულდეს ეს პროცესი, ექსპერტები მოელიან, რომ იმპიჩმენტის პროცედურები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ წონას გაზრდის, ხოლო საქართველოს სახელმწიფოს წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენებს.

Radiotavisupleba.ge 

გერმანია უკრაინას კიდევ ერთ სისტემა Patriot-ს, ესპანეთი კი ექვს საზენიტო-სარაკეტო სისტემა Hawk-ს გადასცემს

ესპანეთი უკრაინას ექვს საზენიტო-სარაკეტო სისტემა Hawk-ს გადასცემს. ამის შესახებ ესპანეთის მთავრობის ვებ-გვერდი იუწყება ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ, პედრო სანჩესსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით. ესპანეთი უზრუნველყოფს Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებით კიევს, რათა იგი გაუმკლავდეს რუსეთის შესაძლო დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ასევე დაიცვას ახალი მარცვლეულის დერეფანი, - ნათქვამია ცნობაში. ვოლოდმირ ზელენსკი ტელეგრამის ოფიციალურ გვერდზე წერს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კანდიდატის სტატუსის თხოვნა არაკონსტიტუციურია? - პრეზიდენტის საქმის განხილვა დასრულდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო წარდგინების განხილვა. სასამართლოს სრული შემადგენლობა, 9 მოსამართლე, სამი დღის განმავლობაში უსმენდა პარტია "ქართული ოცნების" ლიდერებსა და პრეზიდენტის წარმომადგენლებს.

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილი ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის განთავსების გეგმაზე: ეს არის ოკუპაციის შედეგი

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსების გეგმას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან თქვა, რომ ეს არის ოკუპაციის გაგრძელება და კიდევ უფრო აუარესებს ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მულტილატერალიზმისა და გეოსტრატეგიულ საკითხებზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ღარიბაშვილმა დააზუსტა, რომ მიმოიხილეს საქართველოს უსაფრთხოების საკითხები და მონაწილეებში აცნობა აფხაზეთში შექმნილი ვითარების შესახებ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ხალხი კარვებით თუ ხალხი კრავები?

შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში ცვლილებებით, აქციებზე „დროებითი კონსტრუქციების“ მოწყობა შეიზღუდება. კანონი „ქართული ოცნების“ ინიციატივით შეიცვალა. მმართველი პარტიის წარმომადგენლები მიზეზად „მოსალოდნელ დესტაბილიზაციას“ ასახელებენ.

Radiotavisupleba.ge 

50-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი კუპიანსკის რაიონში მაღაზიისა და კაფეს დაბომბვის შედეგად

ბოლო მონაცემებით, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სასურსათო მაღაზიისა და კაფეს დაბომბვის შედეგად უკრაინის ხარკოვის კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაში. დაღუპულთა შორის ექვსი წლის ბავშვიცაა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმა რუსმა სამხედროებმა განახორციელეს. დაბომბვის შედეგების ფოტოები უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გამოაქვეყნა. მან მომხდარს "მიზანმიმართული ტერაქტი" უწოდა." უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, დაბომბვის დროს მოწინააღმდეგემ "ისკანდერის" კლასის სარაკეტო სისტემა გამოიყენა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთმა უარი თქვა ყარაბაღის თაობაზე რუსეთის მიერ შეთავაზებულ კომპრომისზე - პუტინი

რუსეთი 15 წელი სთავაზობდა სომხეთს ბაქოსთან კომპრომისზე წასვლას- ყარაბაღის ხუთი რაიონის დაბრუნებას და ორი თავისთვის დატოვებას , მაგრამ ერევანმა უარი განაცხადა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვალდაის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პუტინს არ უთქვამს, თუ რომელ ორ რეგიონზე იყო საუბარი. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თვითგამოცხადებულ მთიან ყარაბაღში წესრიგის აღდგენა დროის საკითხია. მთიან ყარაბაღში რუსულ კონტინგენტს, პუტინის თქმით, მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგის ამოცანა ასრულებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სამხედრო ფლოტი ოჩამჩირეში - „ეს არის სიგნალი, რომ არ აპირებენ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას"

ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსების გეგმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში შეაფასა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" უფროსმა მკვლევარმა შოთა ღვინერიამ. ის მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ფლოტის განთავსება, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ბევრ რამეს შეცვლის. როგორც ღვინერია ამბობს, საკითხი პირველ რიგში, ორად უნდა დაიყოს - პოლიტიკურად და პრაქტიკულად. „ერთი მხრივ, კრემლს გაჩაღებული აქვთ პოლიტიკური ფლირტი საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლიტერატურის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი იუნ ფოსე გახდა

ლიტერატურის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ნორვეგიელი მწერალი, იუნ ფოსე გახდა. როგორც ნობელის პრემიის ოფიციალურ ვებგვერდის თანახმად, ფოსეს პრესტიჟული ჯილდო „თავისი ინოვაციური პიესებისა და პროზისთვის გადაეცა, რომელიც უთქმელს ხმას ანიჭებს“. იუნ ფოსი დაიბადა 1959 წელს. იგი ცნობილია, როგორც პოეტი, პროზაიკოსი, მაგრამ, პირველ რიგში, როგორც დრამატურგი. მისი ნამუშევრების მიხედვით სპექტაკლები მსოფლიოს მრავალი ქვეყანის თეატრებში იდგმება. ფოსის სადებიუტო რომანი" წითელი, შავი " გამოქვეყნდა 1983 წელს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც აქციებზე "დროებითი კონსტრუქციები" იზღუდება

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ცვლილებები შევიდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში და შეიზღუდა აქციებზე "დროებითი კონსტრუქციების" გამოყენება. საკანონმდებლო ორგანომ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით, სამ დღეში განიხილა.

Radiotavisupleba.ge 

პრიგოჟინის კომპანია "კონკორდი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კვებაზე აღარ იზრუნებს

„ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი კომპანია „კონკორდის" ნაცვლად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურების კვების საკითხებზე კვლავ RBE ჯგუფი მოზრუნებს. ამის შესახებ გამოცემა“ კომერსანტი“ კომპანია RBE-სთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. RBE დაკავებული იყო სამხედროების კვებით 2013 წლამდე, როდესაც ეს კონტრაქტები გადაეცა Concord Group Of Companies-ს. კონტრაქტების ბოლო წელს RBE-მ 60 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ამ გზით მიღებულმა შემოსავლებმა კომპანიის მთლიანი შემოსავლის ნახევარზე მეტი შეადგინა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტთან აქციაზე ბექა გრიგორიადისი და მისი ძმა დააკავეს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც მოქალაქეები შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს, ორი ადამიანი დააკავეს. დაკავებულებიდან ერთ-ერთი 7-8 მარტის აქციებისას პოლიციაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგოდიასის მამა, ბექა გრიგოდიასია. მეორე მისი ძმა. დაკავებულები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებულები. ბექა გრიგორიადისი პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამოა დაკავებული (ადმინისტრაციულ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალი შეზღუდვა პარლამენტში - შალვა პაპუაშვილი აპირებს პარლამენტის თანამშრომლებს ჟურნალისტებთან კომუნიკაცია შეუზღუდოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში ახალი შეზღუდვების დაწესებას აპირებს - შალვა პაპუაშვილი გეგმავს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესის იმგვარად ცვლილებას, რომ პარლამენტის თანამშრომლებს აეკრძალოთ ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე.  "მოსამსახურეს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის წევრებისათვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა "დაინტერესებულია" სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობით-აღნიშნა ზელენსკიმ ფაშინიანთან შეხვედრაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გრანადაში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში პირველად შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანს. თავად ზელენსკის ინფორმაციით, საუბარი სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას შეეხებოდა. "უკრაინა დაინტერესებულია რეგიონის სტაბილურობით და მის ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობებით. ასევე განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონთაშორისი ეკონომიკური პროექტები,"- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ნიკოლ ფაშინიანის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ათობით ადამიანი დაიღუპა რუსი სამხედროების მიერ კუპიანსკის დაბომბვის შედეგად - უკრაინის სარდლობა

ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 48 ადამიანი დაიღუპა რუსი სამხედროების მიერ ხარკოვის მიმართულებით განხორციელებული დაბომბვის შედეგად, რომლის სამიზნე სოფელ გროზა კუპიანსკიში მდებარე სასურსათო მაღაზია და კაფე აღმოჩნდა. დაბომბვის შედეგების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც მომხდარს "მიზანმიმართული ტერაქტი" უწოდა." თუ დაღუპულთა რაოდენობა დადასტურდება, ეს იქნება მსხვერპლის თვალსაზრისით ერთ-ერთი ერთ-ერთ დიდი თავდასხმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის განმავლობაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთს სურს კონფლიქტის გაყინვა, რათა 2028 წელს კვლავ დაგვესხას თავს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთი ახლა უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის გაყინვის გზებს ეძებს. არა იმიტომ, რომ მას მშვიდობა სურს, არამედ იმიტომ, რომ სამხედრო პოტენციალის აღდგენა სჭირდება. თუ ეს მოხდება, მაშინ, როგორც ზელენსკი ვარაუდობს, 2028 წელს რუსეთი კვლავ დაიწყებს შეტევას, ამჯერად არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ბალტიისპირეთის ქვეყნების და, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ. ამის შესახებ ზელენსკიმ 5 ოქტომბერს ესპანეთში, ქალაქ გრანადაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„უნდა იცოდე ვის ეჭიდავებიო!“ - მერის წარმომადგენელს სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები ქისმად ისმაილოვი სოფელში მერის წარმომადგენელს სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებს. როგორც ისმაილოვი ამბობს, მერის წარმომადგენლის სახელით მოკვლით მას შემდეგ დაემუქრნენ, რაც სოციალურ ქსელ ტიკტოკში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდა. ისმაილოვი ვიდეოში ამბობს: „7 სექტემბერს, როცა სტიქია იყო, ჩემს საცხოვრებელ სახლსაც გადახადა სახურავი. მას შემდეგ არაერთხელ ვითხოვე დახმარება, მაგრამ ჩემთან არავინ მოსულა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსი პოლიტპატიმრები 30 ოქტომბერს სოლიდარობის ნიშნად შიმშილობას გამოაცხადებენ

საპატიმროებში მყოფმა რამდენიმე რუსმა პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ, რომლებიც პოლიტპატიმრებად არიან აღიარებული, განაცხადა, რომ 30 ოქტომბერს ერთდღიან შიმშილობას გამართავენ და ამ აქციაში გაწევრიანებისკენ მოუწოდეს ყველას, ვისაც მათი მხარდაჭერა სურს. მიმართვის ტექსტი ალექსეი ნავალნის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ დამფუძნებლის გარდა, მას ხელი მოაწერეს ილია იაშინმა, ვლადიმირ კარა-მურზამ, ლილია ჩანიშევამ, დანიელ ხოლოდნიმ და ვადიმ ოსტანინმა. როგორც მიმართვაშია ნათქვამი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბიშკეკში სპეცსამსახურებმა პირველი ყირგიზი კანონიერი ქურდი მოკლეს

4 ოქტომბერს, ბიშკეკში, ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 49 წლის „კრიმინალური ავტორიტეტი“ კამჩიბეკ კოლბაევი, იგივე კოლია ყირგიზი, მოკლეს. იგი იყო ყირგიზეთში პირველი „კანონიერი ქურდი“- პოსტსაბჭოთა სივრცის კრიმინალურ სამყაროში უმაღლესი იერარქიის წარმომადგენელი, - რომელიც ამერიკის ხელისუფლებამ მსოფლიოს უმსხვილესი ნარკორეალიზატორების სიაში შეიყვანა. რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის ცნობით, კოლბაევის ლიკვიდაცია ოთხშაბათს რესტორან Blonder Pub-ში. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებულია ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის ბაზის განთავსების გეგმით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსების გეგმასთან დაკავშირებულ ცნობას. საქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებულია ამ გეგმით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავს ქმედებებს აფასებს „მორიგ პროვოკაციულ მცდელობად“, რომელიც მიმართულია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ“. „მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით... Читать дальше...


Загородный банкет: разбираем тонкости, смотрим на лучшее

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Победителем конкурса предпринимателей с инвалидностью «Инвастартап–2024» стал воронежский проект модульных домов

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Молодежное сообщество ВЫЗОВ представит креативное пространство на Дне России

Эксперт рассказал о новом тренде на рынке загородной недвижимости Москвы

Волонтеры Президентской академии в Санкт-Петербурге вносят свой вклад в развитие и повышение доступности спорта для граждан

Спрос на квартиры без отделки растет

Музыкальные новости

«Сурганова и Оркестр» приглашают на Летник на Флагшток

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России

Благотворительный Вечер в «Геликон-Опера»: Искусство во Имя Добра

Новости России

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

Самые высокооплачиваемые: ЛЭТИ вошел в ТОП-10 вузов по доходам IT-выпускников

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Экология в России и мире

Россиянам озвучили цены на отдых в Крыму, которые приятно удивили

Третья Московская неделя моды: масштабное событие с участием дизайнеров из России и мира пройдет в октябре

Правильная эксплуатация грузовых шин позволит продлить срок их службы

В Ставропольской психиатрической больнице начались мероприятия ко Дню защиты детей

Спорт в России и мире

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP

Теннисистка Петрова: Карацеву не хватает игровой уверенности

Мирра Андреева вышла во второй круг Открытого чемпионата Франции

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Moscow.media

"ДиМ" строит участок 5 трассы СБВ

ТСД промышленного класса Saotron RT-T60

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *