Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2023

Новости за 27.10.2023

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ქალაქებში არმიიდან დემობილიზაციის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

27 ოქტომბერს უკრაინის ბევრ ქალაქში გაიმართა აქციები სამხედროების დემობილიზაციის მხარდამჭერი აქციები. ადგილობრივი ტელეგრამის არხების თანახმად, აქციები კერძოდ გაიმართა კიევში, ოდესაში, ვინიციაში, სუმიში, კრივოი როგში, ტერნოპილში, ზაპოროჟიეში და რიგ სხვა ქალაქებში. სამხედრო მოსამსახურეების ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა უკრაინის ხელისუფლებას მობილიზაციისთვის ჯარში სამსახურის "კონკრეტული პირობების" შემუშავებისკენ მოუწოდეს. ისინი ჯარში როტაციას და 18 თვიანი სამსახურის შემდეგ დემობილიზაციის შესახებ კანონის მიღებას ითხოვდნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"რუსეთის თხოვნას ყურადღებით ვეკიდებით". რა საერთო ინტერესები აქვთ "ჰამასს" და მოსკოვს

პალესტინელთა რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ დელეგაციამ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით, მოსკოვში შეხვედრები 26 ოქტომბერს გამართა. ისრაელმა რუსეთის გადაწყვეტილებას უწოდა "გასაკიცხი ნაბიჯი, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს და ახდენს „ჰამასის“ ტერორისტების შემზარავი აქტების ლეგიტიმაციას".

Radiotavisupleba.ge 

კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში განაცხადი ორმა კანდიდატმა შეიტანა

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ცნობით, 27 ოქტომბერს დასრულდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია. კონკურში ორი კანდიდატი დარეგისტრირდა: ა) გიორგი შავერზაშვილი (საკომპოზიტორო მიმართულების პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი, სადისერტაციო საბჭოს წევრი); ბ) მაია ვირსალაძე (კონსერვატორიის კომპოზიციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, სამუსიკო ხელოვნების დოქტორი). კონსერვატორიამ გამოაქვეყნა კანდიდატთა მიერ წარდგენილი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის არმია ღაზის სექტორში სახმელეთო მანევრების გაფართოების თაობაზე იუწყება

ისრაელის თავდაცვის ძალები შაბათს ღამით ღაზის სექტორში, " მნიშვნელოვნად გააფართოებენ " სახმელეთო ოპერაციებს, რომელიც მიზნად ისახავს „ჰამასის“ ბოევიკებისა და მათი ინფრასტრუქტურის განადგურებას. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დანიელ ჰაგარიმ, განაცხადა. პარასკევს ღამით, ისრაელის თავდაცვის ძალების ნაწილებმა სექტორში რეიდი განახორციელეს და „ჰამასის“ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელი ამტკიცებს, რომ იერიშის დროს „დასავლეთ ყან-იუნისის ბატალიონის მეთაური, მადჰატ მუბაშირი დაიღუპა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

11 პედაგოგს „მასწავლებლის ეროვნული პრემია" გადასცეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ახლად დაფუძნებული „მასწავლებლის ეროვნული პრემიის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე 11 პედაგოგს გადაეცა მასწავლებლის ეროვნული პრემია - სამკერდე ნიშნები და ჯილდო (10 000 ლარი). მედეა ტრამაკიძე – შიდა ქართლი, გორი, ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი; ვენერა აბუსელიძე – აჭარა, ბათუმი, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი; კახაბერ ჩაკვეტაძე ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სოხუმის აეროპორტს რაშიდ ნურგალიევის შვილის კომპანია აღადგენს

27 ოქტომბერს, აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას მონაწილეობით ხელი მოეწერა სოხუმის აეროპორტის ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის შეთანხმებას,-ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახური ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ და რუსულმა სააქციო საზოგადოება „ინფრასტრუქტურულმა განვითარებამ“, რომლის ხელმძღვანელი და მფლობელი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილი, რაშიდ ნურგალიევია. საინფორმაციო სააგენტო “აფსნისპრესის“ ინფორმაციით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„განწირული არ არის“, მაგრამ გაურკვეველია: რა გავლენა ექნება აშშ-ის კონგრესის ახალ სპიკერს უკრაინის დახმარებაზე

​22-დღიანი საკანონმდებლო ქაოსის შემდეგ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 25 ოქტომბერს ახალი სპიკერი აირჩია. რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონის გამარჯვება ასახავს მისი პარტიის უფრო მარჯვნივ გადახრას, რაც ახალ შეკითხვებს წარმოშობს აშშ-ის მიერ უკრაინის დახმარების მომავალზე.

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის სამიტზე ლიდერთა უმეტესობამ დაუჭირა მხარი კიევისთვის ახალი დახმარების გამოყოფას

ევროკავშირის ლიდერების უმეტესობამ ბრიუსელის სამიტზე მხარი დაუჭირა რუსეთის სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ უკრაინისთვის მეტი ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფას. ამავე დროს, გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ უნგრეთსა და სლოვაკეთს, რომელთა მთავრობებს ხელმძღვანელები მხარს უჭერენ მოსკოვთან კონტაქტების შენარჩუნებას. როგორც Reuters-ი წერს, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა დეკემბერში უნდა მიიღონ. ევროკომისია დაჟინებით მოუწოდებს, რომ ბლოკის 27 წევრმა ქვეყანამ თავიანთი ბიუჯეტების გადახედვის პროცესში 2027 წლამდე უფრო გაზარდონ ხარჯვითი ნაწილი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა გერმანიისგან ახალი სამხედრო დახმარების ფარგლებში სისტემა IRIS-T-ს მიიღებს

გერმანიამ უკრაინის არმიას გადასცა სამხედრო დახმარების მორიგი პარტია, რომელიც საზენიტო-სარაკეტო სისტემა IRIS-T SLM-ს მოიცავს. გერმანიის მთავრობის თანახმად, ახალ პაკეტში ასევე შედის დამატებითი რაკეტები IRIS-T SLS, სარადარო TRML-4D სისტემა, 4 ჯავშანტრანსპორტიორი, საბრძოლო მასალა MARS II-ის მრავალფუნქციური ზალური ცეცხლის სარაკეტო სისტემებისთვის, 8 სადაზვერვო დრონი, ოთხი ბატარეის საწინააღმდეგო რადარი, 5 ათასი 155 მმ-იანი ჭურვი და სხვა.   რუსეთის წინააღმდეგ ომში თავდაცვითი და შეტევითი პოტენციალის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველო - პალესტინა: (უცნაური) ურთიერთობების ისტორია

საქართველოსა და პალესტინის ხელისუფლებების გზები პირველად 1992 წლის 24 აპრილს გადაიკვეთნენ. ამ დროს ედუარდ შევარდნაძე ორი თუ სამი თვის დაბრუნებული იყო რუსეთიდან.

Radiotavisupleba.ge 

ავსტრალიაში "ბუნების დაცვის" მიზნით 15 ათასზე მეტ ველურ ცხენს დახოცავენ

ავსტრალიის ეროვნულ პარკ კოსციუშკოში 15 ათასზე მეტ ველურ ცხენს დახოცავენ, რაც ხელისუფლების გადაწყვეტილებით ველური ბუნების დასაცავად არის საჭირო. ხელისუფლების განცხადებით, გადაწყვეტილება საზოგადოებასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. ცხენებს ჰაერიდან ესვრიან. შედეგად სამი წლის განმავლობაში, ქვეყანაში არ უნდა დარჩეს სამი ათასზე მეტი ველური ცხენი. ახლა მათი რაოდენობა 18.8 ათასია. "ბრამბები შეიძლება გამხდარიყვნენ გადამწყვეტი ფაქტორი", რის გამოც, ავსტრალიის ხელისუფლების თანახმად, შესაძლოა მომხდარიყოს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ისრაელი Amnesty International-ის პოზიციას ღაზასთან დაკავშირებით "ანტისემიტურს" უწოდებს

ხუთშაბათს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა, კონფლიქტის ორივე მხარეს ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამასთან, მიმართვაში ხაზგასმულია, რომ ისრაელის სამხედრო ქმედებები სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვას იწვევს. Amnesty International-ი ასევე მოითხოვს, რომ ისრაელმა განაახლოს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და გააუქმოს მისი ტერიტორიის ბლოკადა. ამასთანავე, უფლებადამცველები ითხოვენ ორივე მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვინიცაში აიკრძალა რუსულენოვანი მუსიკისა და წიგნების საჯარო გამოყენება

დასავლეთ უკრაინის ქალაქ ვინიცაში მორატორიუმი გამოცხადდა რუსულენოვანი მუსიკის, ფილმებისა და წიგნების საზოგადოებრივ გამოყენებაზე, ასევე რუსულ ენაზე თეატრალური და საცირკო წარმოდგენების ჩვენებაზე. ამის შესახებ ქალაქის ხელმძღვანელმა სერგეი მორგუნოვმა განაცხადა. "სიმბოლურია, რომ სხდომამ ეს გადაწყვეტილება 27 ოქტომბერს – უკრაინული დამწერლობისა და ენის დღეზე მიიღო. ამ საკითხებზე კომპრომისი არ შეიძლება. ომმა დაამტკიცა, რომ მეტყველება მნიშვნელოვანია", -წერს მორგუნოვი ტელეგრამის არხში. ლვოვში "რუსულენოვანი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალგორის მუნიციპალიტეტში უკანონოდ დაკავებული ივანე ილურიძე გაათავისუფლეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯში 8 ივნისს უკანონოდ დაკავებული ივანე ილურიძე თავისუფალია. ის ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. „ილურიძის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კრემლი მთელ რუსეთში აშენებს ახალ სამხედრო ქარხნებს და ძველებს აფართოებს - „სქემები“

რუსეთი აქტიურად ზრდის სამხედრო პროდუქციის წარმოების შესაძლებლობებს თავის სამხედრო ქარხნებში. ლაპარაკია საწარმოებზე, რომლებშიც აწარმოებენ და არემონტებენ ტაქტიკურ და სტრატეგიულ თვითმფრინავებს, საბრძოლო ვერტმფრენებს, ასევე აწყობენ სამხედრო თვითმფრინავებსა და მართვად საბრძოლო მასალას. ამის შესახებ ნათქვამია რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო პროექტ "სქემის" ახალ გამოძიებაში. სატელიტური სურათების ანალიზით, გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრ უკვე არსებულ რუსულ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ "უხამსობის" რეგულირება ევროდირექტივის ნაწილი არ არის

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ "უხამსობის" რეგულირება ევროდირექტივით გათვალისწინებული მოთხოვნების ნაწილი არ არის. ამაზე ლაპარაკია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ რადიო თავისუფლებისთვის კითხვის პასუხად მოწოდებულ ინფორმაციაში. "უხამსობის" საკითხის თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადატანასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით შეიტანა. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებდნენ, რომ ეს იყო ევროდირექტივით გათვალისწინებული მოთხოვნა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსული Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით კვირაში 23 ავიარეისის განხორციელებას გეგმავს

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოს ქალაქების მიმართულებით ფრენების გეოგრაფიას აფართოებს. ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დეკემბრიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით კვირაში 23 რეისი შესრულდება. ფრენები დაგეგმილია მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სამარიდან, ეკატერინბურგიდან, ჩელიაბინსკიდან და სოჭიდან. მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი - კვირაში სამი რეისი; მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი - კვირაში ხუთი რეისი; სანქტ-პეტერბურგი–ქუთაისი–სანქტ-პეტერბურგი - კვირაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ესროლეს და დაჭრეს პრორუსული უკრაინელი პოლიტიკოსი - ცარიოვი

პრორუსული უკრაინელი პოლიტიკოსი, უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ოლეგ ცარიოვი, რომელსაც Reuters-ის მონაცემით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვი განიხილავდა კიევში მარიონეტული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, რეანიმაციაში იმყოფება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ უკრაინაში, ვლადიმირ როგოვმა, რომელსაც არ დაუზუსტებია, სად მოხდა შემთხვევა, და დასძინა: „ოლეგის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ის რეანიმაციაშია“. Telegram-ის არხით ის მან მართლმადიდებლებს მიმართა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილმა სასამართლოდან ხალხს მიმართა: ჩვენ ერთმანეთთან დაქორწინება არ გვჭირდება

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის გრძნობს ქართველი ხალხის სიყვარულსა და მხარდაჭერას. მან თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, რომელშიც დისტანციურად მონაწილეობდა კლინიკა "ვივამედიდან", განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლება "არჩევნების გზით წასვლას არ აპირებს, მაგრამ მოუხდება და რომ მოუხდეს, ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი ზეწოლის, ბრძოლის და ერთმანეთთან შეკავშირების". "ძალიან კომფორტული ცხოვრება მქონდა უკრაინაში, დედაჩემთან ერთად ვიხსენებდი ამასწინათ, ასე კომფორტულად არასდროს არ ყოფილხარო.

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ბინები უცხოეთში მყოფმა ქართველებმა უნდა შეიძინონ

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხოდომაზე ვიდეო ზარის მეშვეობით ჩართვისას, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების კუთვნილ ქონებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ საკუთრებაში არსებული ბინების გასაყიდად ერთწლიანი ვადა უნდა მიეცეთ, შემდეგ კი შეღავათიანი პირობებით, ეს ქონება, უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინონ. „პირადი საკუთრება ხელშეუხებელი უნდა იყოს და პირადი საკუთრების გაძლიერებულ დაცვას ვაპირებ, მაგრამ რაც შეეხება რუსებს, მათ უნდა მიეცეთ ერთი წელი, რომ გაყიდოთ თავი ბინები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სერბეთ-უნგრეთის საზღვარზე მიგრანტებს შორის სროლისას სამი ადამიანი მოკლეს

უნგრეთის და სერბეთის საზღვარზე 27 ოქტომბერს მიგრანტებს შორის სროლა იყო, რის შედეგად სამი ადამიანი მოკლეს, ხოლო ერთი მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ სერბეთის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება.   სროლა მოხდა მიტოვებულ სასოფლო სამეურნეო საწყობში, სოფელ ხორგოშთან, ნათქვამია ცნობაში. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციელთა დიდი რაზმი. ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.   სერბეთის და ევროკავშირის წევრი უნგრეთის საზღვრის არეალში ძალადობის და სროლის შემთხვევები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ორ სახელმწიფოს ყოფს 175-კილომეტრიანი საზღვარი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში მყოფი „ჰამასის“ წევრი აცხადებს, რომ მძევლებს ცეცხლის შეწყვეტამდე ვერ გაათავისუფლებენ

„ჰამასი“ მძევლებს ვერ გაათავისუფლებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევამდე. ამის შესახებ რუსულ გამოცემა „კომერსანტს“ მოსკოვში განუცხადა პალესტინელთა ამ რადიკალური ისლამისტური მოძრაობის დელეგაციის წევრმა აბუ ხამიდმა. ინფორმაცია, რომ „ჰამასის“ დელეგაცია მოსკოვში იმყოფება, 26 ოქტომბერს გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ და მოგვიანებით დაადასტურა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „კომერსანტის“ მიერ დღეს, 27 ოქტომბერს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, აბუ ხამიდმა განაცხადა, რომ „1948 წელს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაეროს სააგენტოს განცხადებით, ღაზას უწყვეტი დახმარება სჭირდება

გაეროს განცხადებით, „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის ავიაციის მიერ თითქმის სამკვირიანი, შეუჩერებელი დაბომბვის შემდეგ, რასაც ჰუმანიტარული კრიზისი მოჰყვა პალესტინელთა ალყაშემორტყმულ ტერიტორიაზე, ღაზას ესაჭიროება „უწყვეტი“ დახმარება. ამის შესახებ განაცხადა გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს გენერალურმა კომისარმა ფილიპ ლაზარინიმ: ღაზის სექტორს ესაჭიროება „მნიშვნელოვანი და უწყვეტი“ დახმარება... საჭიროა არსებობდეს დახმარების მნიშვნელოვანი და შეუფერხებელი ნაკადი. და წარმატების მისაღწევად საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ჰუმანიტარული მიზნით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილმა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებთან გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებთან, ნიკოლ ფაშინიანთან და ალი ასადოვთან 26 ოქტომბერს გამართულ სამმხრივ შეხვედრას და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც შუამავალი, დაინტერესებულია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობითა და სტაბილურობით. „გუშინ ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრებიც გავმართეთ. იყო სამმხრივი შეხვედრა, საუბარი. საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალური და ობიექტური შუამავალი და მეგობარი ორივე ქვეყნის, არის დაინტერესებული იმაში... Читать дальше...


Заведующая поликлиническим отделением «Евроонко» Ольга Козлова выступила на Всероссийском кардиохирургическом саммите

На ВДНХ пройдет Удмуртский национальный праздник Гербер

Будущие инженеры активно участвуют в проектах компании-партнера

Открытие первого дилерского центра VGV в России. ГК «АВТОРУСЬ» стала первым дилером



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Беспилотный трамвай в Москве проехал свои первые 100 км по маршруту №10

Заведующая поликлиническим отделением «Евроонко» Ольга Козлова выступила на Всероссийском кардиохирургическом саммите

Современная культура – это ограничитель свободы человека или инструмент развития?

Песков рассказал о подготовке визита Путина в Северную Корею

Музыкальные новости

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже товаров из магазина

Почта России помогла маленькому жителю Перми встретиться с футболистами ЦСКА

Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

«Россети Новосибирск» продолжает конструктивный диалог с бизнесом по вопросам подключения к электрическим сетям

Новости России

Современная культура – это ограничитель свободы человека или инструмент развития?

Открытие первого дилерского центра VGV в России. ГК «АВТОРУСЬ» стала первым дилером

На ВДНХ пройдет Удмуртский национальный праздник Гербер

Будущие инженеры активно участвуют в проектах компании-партнера

Экология в России и мире

Eleganzza весна-лето 2024

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Всеармянский союз «Гардман-Ширван-Нахиджеван» осуждает лживое заявление президента Азербайджана Алиева

Спорт в России и мире

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен

В России отреагировали на "скрытую баранку" и достижение Рыбакиной на Ролан Гаррос

Moscow.media

Весенний Петербург. Петропавловская крепость

Лето в урочище Кокоря

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *