Мы в Telegram
Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Октябрь
2023

Новости за 26.10.2023

Radiotavisupleba.ge 

ეს ჩვენი ომი არ არის - ირანელები ნაკლებად უჭერენ მხარს პალესტინელებს ისრაელისა და „ჰამასის“ დაპირისპირების ფონზე

ირანი პალესტინის საქმეში წამყვან ძალად წარმოაჩენს თავს მუსლიმურ სამყაროში. თუმცა, ირანელებმა დიდი მხარდაჭერა არ გამოავლინეს პალესტინელების ბრძოლის მიმართ სახელმწიფოებრიობისთვის და ხელისუფლება გააკრიტიკეს ისრაელთან მებრძოლი „ჰამასის“ მხარდაჭერისთვის.

Radiotavisupleba.ge 

„რუსული მეთოდები ამ ქვეყანაში არ მუშაობს" - კინემატოგრაფისტების სუს-ში დაბარებას აპროტესტებენ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კინოინდუსტრიის წარმომადგენლების დაბარებას მათი კოლეგები გამოეხმაურნენ. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, კინოპროდიუსერი თიკო ნადირაშვილი, მსახიობი თინა ლაღიძე და კინომცოდნე ნინო შველიძე ტრენინგებზე დასწრების გამო სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. „უწყების ვერსიით, თითქოს ჩვენს 20-მდე კოლეგას - რეჟისორებს, მსახიობებს, ფოტოგრაფებს, მწერლებს - საგანმანათლებლო კურსზე „ქვეყნის ჩამოშლა“ ასწავლეს. სუს-ში ყოველდღიურად იბარებენ იმ ადამიანებს, რომლებიც წლებია მსოფლიოს აცნობენ ჩვენს თანამედროვე კულტურას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ჰამასის" დელეგაციამ მოსკოვში განიხილა ტყვეთა გათავისუფლების და ცეცხლის შეწყვეტის საკითხები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს დაადასტურა, რომ მოსკოვს ეწვია გასამხედროებული პალესტინური ჯგუფის, "ჰამასის" დელეგაცია, ღაზის სექტორში შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ - რასაც ისრაელის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. "შემიძლია ვთქვა და დავადასტურო, რომ ამ პალესტინური მოძრაობის წარმომადგენლები მოსკოვში იმყოფებიან" - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე. ზახაროვამ დასძინა, რომ მოსკოვს 26 ოქტომბერს ასევე ეწვია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალი ბაღერი ხანი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თეთრი სახლი: რუსეთი სიკვდილით სჯის სამხედროებს, რომლებიც უარს აცხადებენ ბრძანებათა შესრულებაზე

აშშ-ს მოეპოვება ინფორმაცია, რომ რუსეთის არმია სიკვდილით სჯის ჯარისკაცებს, რომლებიც უარს აცხადებენ უკრაინის ომთან დაკავშირებული ბრძანებების შესრულებაზე - აცხადებს თეთრი სახლი 26 ოქტომბერს. ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ აშშ-ის ინფორმაციით "რუსი მეთაურები მთელ დანაყოფებს ემუქრებიან სიკვდილით დასჯით, თუკი ისინი უკრაინის საარტილერიო ცეცხლიდან უკან დახევას შეეცდებიან".

Radiotavisupleba.ge 

„მშვიდობის გზაჯვარედინი“ - რას სთავაზობს ფაშინიანი მეზობლებს

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ახალი ინიციატივა წარადგინა რეგიონული თანამშრომლობის შესახებ - „მშვიდობის გზაჯვარედინი“; განაცხადა, იმედი მაქვს, ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმებას მალე მოვაწერთ ხელს და თურქეთთანაც მოვაგვარებთ ურთიერთობებსო.

Radiotavisupleba.ge 

ირანი გაეროში აცხადებს, რომ "ცეცხლისგან" აშშ-იც არ იქნება დაცული, ღაზაში ომი თუ გაგრძელდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი 26 ოქტომბერს გაეროში გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუ ისრაელი არ შეწყვეტს სამაგიერო იერიშს ღაზის სექტორში, ჰამასის წინააღმდეგ, აშშ-იც "არ იქნება დაცული ამ ცეცხლისგან".  ამირ-აბდოლაჰიანი ამ განცხადებებით გამოვიდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ახლო აღმოსავლეთის შესახებ. მისი თქმით, ირანი არ მიესალმება რეგიონში ომის გაფართოებას და მზად არის "თავისი როლი შეასრულოს" ჰუმანიტარულ ძალისხმევაში.

Radiotavisupleba.ge 

გახანგრძლივებული აგონია - მოლდოვის მიტროპოლიტის წერილი პატრიარქ კირილეს

მოსკოვის საპატრიარქო .. მოლდოვაში აღიქმება როგორც კრემლის ფორპოსტი და უკრაინაში რუსეთის შეჭრის ქომაგი.

Radiotavisupleba.ge 

ალან გაგლოევმა ოკუპირებულ ახალგორში ახალი დე ფაქტო გამგებელი წარადგინა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო  პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ახალგორის ე.წ. ადმინისტრაციის თანამშრომლებს რაიონის ახალი ხელმძღვანელი მურთაზ ვალიევი წარუდგინა, იუწყება დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური. ვალიევმა ამ თანამდებობაზე ილარიონ გაგიევი შეცვალა. ალან გაგლოევმა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ახალგორში არსებული პრობლემებიც განიხილა. ის ესაუბრა რაიონის საბინაო-კომუნალური სამსახურების თანამშრომლებს, რომლებმაც უთხრეს, რომ დაახლოებით ექვსი თვეა, ხელფასი არ მიუღიათ და ოჯახების სარჩენი ფული აღარ აქვთ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გაიმეორე, რომ უფრო შეაშინო და დააჯერო: ვინ უფრთხის „პროტესტს და წინააღმდეგობას“?

მას შემდეგ, რაც ჟურნალმა „ინდიგომ“ ახალი თემატური ნომრის - „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“ გამოცემა და ამავე თემაზე საჯარო დისკუსია დააანონსა, რამდენიმე ტელევიზიამ ამ ამბისადმი მიძღვნილ სიუჟეტში კითხვა ასე დასვა: რა მიზანს ემსახურება ეს შეხვედრა?

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ოფიციალურად წაუყენა ბრალი უცხოეთის აგენტების კანონის დარღვევაში

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 26 ოქტომბერს დააკონკრეტა ბრალდება რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ჟურნალისტის, ალსუ კურმაშევას მიმართ - ჟურნალისტი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება მას მერე, რაც ის დააკავეს უცხოეთის აგენტად დაურეგისტრირებლობის ეჭვის საფუძველზე. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, კურმაშევას ბრალი ედება უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მონაკვეთით. ეს მონაკვეთი მიემართება უცხოეთის აგენტებს, რომლებიც ახორციელებენ "მიზანმიმართულ შეგროვებას ინფორმაციისა რუსეთის სამხედრო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მეცა თმაში... მახოხიალა - მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი ქალზე ძალადობაშია ბრალდებული

28 წლის გიორგი ყუშიტაშვილი, კრივში საქართველოს ნაკრების წევრი და ევროპის ჩემპიონი, წარსულში რუსეთში ნასამართლევი, 24 წლის ქალზე ძალადობაშია ბრალდებული. 25 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. ძალადობის მსხვერპლი ქალი შიშობს, რომ გიორგი ყუშიტაშვილი საქართველოს დატოვებს და გამოძიებას მიემალება. არ გამორიცხავს ძალადობის განმეორების საფრთხესაც. 26 ოქტომბერს ქალი საქმის პროკურორს შეხვდა. საგამოძიებო უწყებიდან გამოსულმა კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პროკურორის თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

DRI-ის ცნობით, რუსეთის ფლოტის დასახმარებლად, ანაკლიიდან 4 კმ-ში, სამუშაოები მიმდინარეობს

ანაკლიიდან 4 კილომეტრში სამი კვირის წინ დაწყებული მასშტაბური სამუშაოების შესახებ იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI). მისი ინფორმაციით, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ფიჩორთან. ის გალის რაიონის დაბალ ზონაში მდებარეობს. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ადგილობრივი საკონტაქტო პირების მიერ მიწოდებულ ცნობებს აქვეყნებს: რუსი სამხედროები, ადგილობრივებთან საუბრისას აცხადებენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჯაღმაიძის თქმით, მლეთაში, ლომისის ტაძართან, რუსი ჯარისკაცების პატრულირება ახალი ამბავი არ არის

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მლეთაში იმყოფებოდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ის ფეისბუკ-Live-ში გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობას, რომლის თანახმად, სოფელ ზედა მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძართან, რუსეთის საოკუპაციო ძალის ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. როგორც დეკანოზმა თქვა, მლეთაში რუსეთის ჯარისკაცების გამოჩენა ახალი ამბავი არ არის, რადგან ისინი იქ ხშირად პატრულირებენ. „2009 წლიდან სასაზღვრო პატრული [რუსეთის საოკუპაციო ძალის] ამოდის ამ ტერიტორიაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ო'ბრაიენი საქართველოზე: ამიტომ დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნები

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა, 25 ოქტომბერს ვაშინგტონში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე, რომელზეც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება განიხილებოდა, საქართველოს შესახებ კითხვებსაც უპასუხა.

Radiotavisupleba.ge 

როგორ ვასწავლოთ "ტიკტოკის თაობას" შუშანიკი, აბო და გრიგოლ ხანძთელი?

ცოტა ხნის წინ, ტიკტოკში და ფეისბუკზე ათასობით ადამიანმა ნახა და გააზიარა ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის, ლუკა წივილაშვილის ხუმრობით ჩაწერილმა ვიდეო, ჰეშთეგით „არაშუშანიკისწამებას“. ვიდეოში ლუკა თან მეცადინეობს - „შუშანიკის წამების“ შინაარსს წერს, თან მეხუთე საუკუნის ჰაგიოგრაფიული ტექსტის ავტორს, იაკობ ცურტაველს საყვედურობს, ეს რომ არ დაგეწერა, რა მოგივიდოდაო. ლუკა საზეპიროებიც სასწავლი აქვს და კიდევ „ასრაღაცა უცხო სიტყვა“ უნდა დაიმახსოვროს. „აი, რაში მაინტერესებს, მეხუთე საუკუნეში ვინ რა რჯული შეიცვალა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოსკოვს "ჰამასის" დელეგაცია სტუმრობს

გასამხედროებული პალესტინური დაჯგუფების, ღაზის სექტორზე კონტროლის მქონე "ჰამასის" დელეგაცია ამჟამად მოსკოვს სტუმრობს - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA, პალესტინელთა დელეგაციის წევრზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვში მყოფ პირებს შორის არის "ჰამასის" მაღალი რანგის წევრი აბუ მარზუკი. რუსეთს კავშირები აქვს ყველა მნიშვნელოვან მოთამაშესთან ახლო აღმოსავლეთში - მათ შორის ისრაელთან... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სლოვაკეთის პრემიერი აკრიტიკებს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს

სლოვაკეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, თუ ისინი მის ქვეყანას ზიანს მოუტანს.  ხელისუფლებაში ფიცოს მოსვლამდე ბრატისლავა აქტიურად უჭერდა მხარს კიევს - აწვდიდა იარაღს და უერთდებოდა ევროკავშირის მხრიდან მოსკოვისთვის დაწესებულ ყველა შეზღუდვას.  თუ ფიცოს მთავრობა შეწყვეტს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ამით სლოვაკეთი გადაიქცევა ვიშეგრადის ოთხეულიდან მეორე სახელმწიფოდ - უნგრეთის შემდეგ - რომელიც უარს ამბობს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ელჩი: თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმი" უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა

აშშ-ის ელჩი ​საქართველოში რობინ დანიგანი აცხადებს, რომ თბილისში მიმდინარე "აბრეშუმის გზის ფორუმი" უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა. მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას. "როცა ახალგაზრდა დიპლომატი ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის რეალიზების პროექტზე და საოცარია, რომ დღეს აქ დავბრუნდი და ვხედავ, რას მიაღწია საქართველომ "შუა დერეფნის" განვითარების კუთხით, გზების რკინიგზის და პორტების განვითარების კუთხით. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, შეერთებული შტატები და ჩვენი კომპანიები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაპატიმრებულმა უკრაინელმა ოლიგარქმა კოლომოისკიმ დათმო მედიაჰოლდინგის კონტროლი

უკრაინელმა მილიარდერმა იჰორ კოლომოისკიმ - რომელიც  გაყალბების და ფულის გათეთრების ბრალდებებით გასულ თვეში დააკავეს კიევში - თავისი მედიაკომპანიის, "1+1-ის", კორპორაციული უფლებები კომპანიის თანამშრომლებს გადაუფორმა. "1+1-ის" ვებსაიტზე 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში კოლომოისკი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო "სიტყვის თავისუფლების, მიუკერძოებლობის პრინციპებისა და მოვლენათა ობიექტური გაშუქების დაცვის და შენარჩუნების მიზნით". განცხადების თანახმად, ცვლილება ხუთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მაქიი USAID-ის მიმართ პრეტენზიაზე: ყალბია და დეზინფორმაციაა

USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ ელიზაბეტ მაქიი გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ბრალდებებს, თითქოს USAID-ი აფინანსებს რევოლუციურ სცენარებს, აქეზებს ექსტრემიზმს საქართველოში და ერევა არჩევნებში. ერინ მაქიის განცხადებით, USAID-ი "მრავალ სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან მუშაობს, რათა გააძლიეროს და გააუმჯობესოს დემოკრატიული პროცესი" და „ნებისმიერი პრეტენზია, რომ აშშ USAID-ის მეშვეობით მხარს უჭერს რევოლუციას, აბსოლუტურად ყალბია და დეზინფორმაციაა". Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საზღვარზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები საქართველოში შემოუშვეს

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ორკვირიანი ლოდინის შემდეგ საქართველოში შემოუშვეს უკრაინის მოქალაქეები. ცნობას ორგანიზაცია Volunteers Tbilisi ავრცელებს. „25 ოქტომბერს, შუაღამის მიწურულს, შვიდი მამაკაცი ჩამოვიდა თბილისში, დიდუბის ავტოსადგურში. მამაკაცები მოხალისეების დახმარებით მნიშვნელოვან დოკუმენტებს იღებენ უკრაინაში დასაბრუნებლად“, - აღნიშნავს ორგანიზაცია. გამოცემა „მედუზის" ცნობით, უკრაინის შვიდი მოქალაქე 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველო-რუსეთს შორის სასაზღვრო ზონაში.   როგორც საქართველოში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ორბანი "ამაყობს" რუსეთთან კონტაქტის შენარჩუნებით

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ "ამაყობს" მოსკოვთან კონტაქტის შენარჩუნებით - მან ევროკავშირის სხვა ქვეყნების ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გასულ თვეში შეხვედრის გამო. "ჩვენ ღიას ვტოვებთ ყველა საკომუნიკაციო არხს რუსებთან. სხვაგვარად მშვიდობას შანსი არ ექნებოდა", - უთხრა ორბანმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის წინ. "ეს სტრატეგიაა და ჩვენ მისით ვამაყობთ", - დასძინა მან.

Radiotavisupleba.ge 

რუს დაქირავებულთა მეთაურები უკრაინაში თანამებრძოლების მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი

უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში დააკავეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფ „შტორმ-გლადიატორის“ მეთაური და მისი მოადგილე. ისინი ეჭვმიტანილნი არიან ორი თანამებრძოლის მკვლელობაში, - წერენ ტელეგრამის არხები თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. ტელეგრამის არხი „ასტრა“ სავარაუდო ეჭვმიტანილთა ვინაობას აქვეყნებს. დანაყოფის მეთაური, ალექსანდრ ოსტაშკოვი, 28-29 წლისა უნდა იყოს, მისი მოადგილე, მაგომედ მაგომედოვი - 29 წლისა. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, ეს უკანასკნელი დაღესტნის მკვიდრია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღარიბაშვილი "აბრეშუმის გზის ფორუმზე": მოველით ევროპისგან შორსმჭვრეტელ გადაწყვეტილებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მიმდინარე "აბრეშუმის გზის ფორუმზე" თქვა, რომ ქვეყანას აქვს არაერთი მიღწევა, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ უნდა იყოს "სამართლიანი". "ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოველით ევროპისგან შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რომ მართლაც დამსახურებით მიღწეულ იქნას... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერთ დაღესტნელსა და ხუთ ტაჯიკს მოსკოვში ტერაქტისთვის მომზადების ბრალდებით ასამართლებენ

მოსკოვში, დასავლეთის ოლქის სამხედრო სასამართლოში, დაიწყო პროცესი, რომელზეც ერთ დაღესტნელსა და ხუთ ტაჯიკს მოსკოვში ტერორისტული ჯგუფის ორგანიზებისა და ტერაქტისთვის მომზადების ბრალდებით ასამართლებენ. რუსეთის "ეფესბეში" აცხადებენ, რომ ბრალდებულები 2022 წელს გეგმავდნენ ლუბიანკაზე უშიშროების სამსახურის მთავარი შენობის აფეთქებას. საიდუმლო სამსახურის ცნობით, 2022 წლის მარტიდან აპრილამდე, საქმეში ბრალდებულებმა რუსეთში აკრძალული ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ პატრონაჟით შექმნეს სავარაუდო "ტერორისტული ორგანიზაცია“. Читать дальше...


Проверку начали после загрязнения реки Сетунь в Москве

Анастасию Заворотнюк могут похоронить в Новой Москве

Глава Солнечногорска вручил паспорта 7 юным жителям округа

МЧС выпустило экстренное предупреждение о грозе в Москве



Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Спортсмен из Солнечногорска вышел в финал первенства ЦФО по пляжному волейболу

МК: неизвестный убил женщину в храме Петра и Павла в Сергиевом Посаде

Захарова: посольство РФ в Польше получило ноту об ограничении дипломатов

Лучших директоров парков Подмосковья наградят 1 июня

Музыкальные новости

Впервые Бурятский театр оперы и балета выступит с концертом в храме Кяхты

Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев

Представитель “Лайм-Займ” одержал победу на XII Чемпионате СФО по управленческим переговорам "Сила Сибири"

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день

Новости России

Лучших директоров парков Подмосковья наградят 1 июня

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

4 июня в 11:00 состоится вебинар «Структурированное техническое задание. Первая практика, проблематика и риски»

Будущие инженеры активно участвуют в проектах компании-партнера

Экология в России и мире

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Пять морей и одно озеро: в России создадут новые круглогодичные курорты - стали известны подробности

Эксперт по семейному капиталу Светлана Петрова: как быстро накопить на авто

Спорт в России и мире

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»

Касаткина о романе Синнера и Калинской: рада, больше ничего не хочу говорить

Соболенко победила на старте открытого чемпионата Франции по теннису

Moscow.media

Весенний Петербург. Петропавловская крепость

Прокуратура не будет требовать уничтожить “Вредные советы” Остера

Муруджинские озера

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *